Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილი რუსეთის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს ქართული… ლინკი მედიანიუსზე
  2. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ქართული ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც რუსეთში ხშირი ვიზიტებით გამოირჩევიან, საქართველოსათვის სერგო… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/auctionii2-150x150.jpgსაქართველოს ეროვნული ბანკის 91–დღიან #N23, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 11 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები ოთხმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.00%–ით, მაქსიმალური 8.00%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.54%–ით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/temur-shashiashvili1-150x150.jpgპოლიტიკური მოძრაობა “თეთრები” მათ მიერ წარმოებული ინტერნეტ-გამოკითხვის “უჭერთ თუ არა მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს?” შედეგებს აქვეყნებს. “თეთრების” ინფორმაციით, გამოკითხულთა 83 პროცენტი საქართველოს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის იმპიჩმენტს უჭერს მხარს, სამ პროცენტს გადაწყვეტილება მღებული არ აქვს, ხოლო 15 პროცენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მომხრეებს არ ეთანხმება. “თეთრების” საიტზე წარმოებულ ინტერნეტ-გამოკითხვაში სულ 997-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. იხილეთ epn.ge
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ragbi1-150x150.jpg„ვისოლი ყოჩებმა” რაგბიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე წარმატებით დაასრულა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ragb.jpg itvს ლინკი
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/muxashavria1-150x150.jpg14 ივნისიდან საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა სარჩელების განხილვას იწყებს. პირველ ეტაპზე საუბარია იმ პირებზე, რომელთაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან დევნილის სტატუსი ამ დრომდე არ მინიჭებიათ. დევნილთა უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” იცავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/muxashavria2.jpg itvს ლინკი
  7. რუსეთის ფედერალურმა ძალებმა ჩეჩნეთის ვედენოს რაიონში 10 პარტიზანი გაანადგურეს. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ბრძოლები ტყის მასივში მიმდინარეობდა. რუსები… ლინკი მედიანიუსზე
  8. "უდინეზეს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, სიმონე პეპე ტურინის "იუვენტუსის" რიგებს შეუერთდა. იტალიელი ფეხბურთელი, "ბიანკონერის" მესვერებმა 2.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ, იჯარის წესით გადაიბირეს. იხილეთ fanebi.com
  9. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტის მაია ლიპარტელიანის განცხადებით, განათლების სამინისტრო არ ასრულებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას… ლინკი მედიანიუსზე
  10. აჭარაში `საქართველოს ბანკის” შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმხილველებმა კვამლი ბანკის ოფისის მეორე სართულიდან გუშინ ღამით,… ლინკი მედიანიუსზე
  11. პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 83 პროცენტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტს მხარს უჭერს. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  12. რუსეთის ხელისუფლებამ პრიმორიეში მიმდინარე მოვლენებზე საინფორმაციო ბლოკადა ნაწილობრივ მოხსნა. კერძოდ, რუსული ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები უკვე ადასტურებენ,… ლინკი მედიანიუსზე
  13. დღეს ესპანურ პრესაში მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა,როგორც ჩანს მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას ძალიან სურს შეიძინოს "პალერმოს" არგენტინელი ფეხბურთელი ხავიერ პასტორე. იხილეთ fanebi.com
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/biznes_maratoni2-150x150.jpgბიზნეს მარათონი http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/biznes_maratoni2.jpg itvს ლინკი
  15. ოსმა სეპარატისტებმა წელიწადნახევრის წინ უკანონოდ დაკავებულ, ამჟამად ცხინვალის იზოლატორში მყოფ დავით კაპანაძეს მეუღლის და შვილის ნახვის უფლება… ლინკი მედიანიუსზე
  16. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რისმაგ გორდეზიანი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო რისმაგ… ლინკი მედიანიუსზე
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sturua-150x150.jpgრუსთაველის თეატრში საიუბილეო ალბომის “რობერტ სტურუა” პრეზენტაცია გაიმართა. ორტომიან წიგნში რობერტ სტურუა ჩვეული იუმორით ჰყვება საკუთარ წინაპრებზე, ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე, შემოქმედებით ძიებებსა და აღმოჩენებზე. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/robii.jpg itvს ლინკი
  18. „ახლა აქ არის ისეთივე კვება, როგორც შეიარაღებულ ჯარებში. უნდა მიხაროდეს? არ ვიცი, არა მგონია. მაგრამ ის მიხარია, რომ ჯარივით კვება რომაა, ეს შეიძლება არ არის სოციალურად სამართლიანი, მაგრამ სამართლიანია იმ ოჯახების მიმართ, რომლებსაც მოეხსნათ ტვირთი პატიმრების შენახვის” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 ივნისს. საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება 1 ივნისს ქალაქ რუსთავში სასჯელაღსრულების № 1 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების გახსნისას გააკეთა. პატიმრების კვებას 2007 წლის ოქტომბრიდან კომპანია ”მეგაფუტი” უზრუნველყოფს. კომპანიის პიარმენეჯერის ნინო მამალაძის ინფორმაციით, დღგ-ს ჩათვლით თითოეული პატიმრის კვებაზე დღეში 2,96 ლარი იხარჯება. მისივე თქმით, კვება სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ერთნაირია. სამხედროების კვებისთვის ორჯედ მეტი ულუფაა გათვალისწინებული ვიდრე პატიმრებისთვის. სამხედროების დღიურ საკვებში შედის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტები, როგორებიცაა: ბოსტნეული, ხაჭო, ყველი, კარაქი, რაც, მაგალითად, არ არის გათვალისწინებული პატიმართა კვებისათვის. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით, პატიმართა კვებისათვის უფრო ნაკლები თანხა იხარჯება და დღიური ულუფის ოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე სამხედროების შემთხვევაში - განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ანა შალამბერიძე, რომელსაც ნეტგაზეთმა პატიმრებისა და ჯარისკაცებისთვის საკვების დადგენილი სტანდარტების შესახებ განმარტება სთხოვა: ანა შალამბერიძე: საქართველოს კანონის „პატიმრობის შესახებ“ 36–ე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად, „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის კვების ტრადიციებს და შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია, მსჯავრდებულის დასჯის მიზნით, საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.“ იმავე მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით, „მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სასმელი წყალი.“ ამავე კანონის 42–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახური ან ექიმი ვალდებულია, რეგულარულად შეამოწმოს „მსჯავრდებულთათვის მიცემული საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ–ჰიგიენური პირობები.“ პატიმრების კვების შესახებ ინფორმაცია, სასურსათო ულუფების ოდენობა დაწვრილებით მოცემულია საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში. ასევე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა სასურსათო ულუფა თვეში 90 ლარის ოდენობით განისაზღვრება. პატიმართა კვების წესების შესახებ ევროპული სტანდარტები ევროპული ციხის წესების შესახებ 2006 წლის 11 იანვრის რეკომენდაციაშია მოცემული, რომლის თანახმად „პატიმრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სათანადო საკვების რაციონით, მათი ასაკის, ჯანმრთელობის და ფიზიკური მდგომარეობის, რელიგიის, კულტურის და მუშაობის ხასიათის გათვალისწინებით. საკვების რაციონის მოთხოვნები, როგორებიცაა კალორიულობა და ცილების შემცველობა, ეროვნული კანონმდებლობით უნდა იყოს გათვალისწინებული. საკვების მომზადება და საჭმელად გამოტანა ჰიგიენურ პირობებში უნდა ხდებოდეს. გათვალისწინებული უნდა იყოს სამჯერადი კვება, გონივრულ ინტერვალებში. პატიმრებისათვის სუფთა სასმელი წყალი ნებისმიერ დროს უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ექიმმა ან კვალიფიციურმა მედდამ უნდა მოითხოვოს საკვები რაციონის შეცვლა კონკრეტული პატიმრისათვის, როდესაც ეს სამედიცინო მოსაზრებით საჭიროებას წარმოადგენს.“ აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფომ დაწვრილებითი წესები და ულუფის ოდენობა თვითონ უნდა დაადგინოს, რომელიც ამ საერთაშორისო ზოგადი სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს. ამასთან, რეკომენდაციის თანახმად, საკვების შესაბამისობის ხარისხის დადგენა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვალიფიციურ მედდას ევალება. გამოდის, რომ ისიც (მედდა) ჩართულია ამ პროცესში და მუდმივად ამოწმებს საკვების ხარისხიანობას და საჭირო სტანდარტების ნაკლებობის შემთხვევაში, ციხის ადმინისტრაციას მის გასაუჯობესებლად მიმართავს. პატიმართა მდგომარეობასა და ციხის საყოფაცხოვრებო პირობებზე მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს ციხეებში სახალხო დამველის აპარატი. ციხეებში პატიმართა კვების შესახებ მდგომარეობა სახალხო დამცველის 2009 წლის პიველი ნახევრის ანგარიშშია მოცემული. გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად 2009 წლის 14 ივლისის N10/08/2–10547 წერილით სახალხო დამცველს ეცნობა, რომ „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, საკვების უხარისხობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების სისტემის არცერთი დაწესებულების ექიმს შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს.“ გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრები საკმაოდ ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველის რწმუნებულებს საკვების უხარისხობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებულების ექიმის კონტროლი საკვების ხარისხსა და კალორიულობაზე ფორმალურ ხასიათს ატარებს. აღნიშნულის მიზეზად შეიძლება ისევ და ისევ სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა მივიჩნიოთ. სახალხო დამცველს განსაკუთრებით ხშირად ქსნის N7 დაწესებულების პატიმრები მიმართავენ. რაც შეეხება სამხედროების კვებას, ამ საკითხს თავდაცვის მინისტრის ბრძანება არეგულირებს, სადაც ჩამოთვლილია ის საკვები პროდუქტები, რომლებითაც ჯარისკაცები იკვებებიან, ასევე ულუფების ოდენობა გრამებში. თუ პატიმრების ულუფების დღიურ ოდენობას სამხედროებისას შევადარებთ, აშკარად დიდ განსხვავებას დავინახავთ. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, რომ ჯარისკაცი მუდმივ წვრთნასა და მომზადებაში იმყოფება, ამიტომ მის კვებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. პატიმარი კი დახურულ სივრცეშია და მას ფიზიკური დატვირთვა არ უწევს. შესაბამისად, პატიმარს არ სჭირდება ისეთი რაციონი, როგორიც სამხედრო მოსამსახურეს. „სამხედრო მოსამსახურეების კვებაზე საბჭოთა კავშირის დროს მთელი აკადემია მუშაობდა. ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა აქვთ და, შესაბამისად, ფიზიკური დატვირთვის პირობებში მას სჭირდება შესაბამისი კალორიული რაციონი, ადგილმდებარეობის, ჰავის, კლიმატის დატვირთვებისა და ფუნქციების მიხედვით. პილოტებს სხვა ტიპის კალორიული დატვირთვა სჭირდებათ, სახმელეთო ჯარებს სხვა ტიპის, საზღვაოს სხვა ტიპის და ასე შემდეგ. ამის მიხედვით განისაზღვრება შემდგომში უკვე (რაციონი), ეს რეგულირდება პრეზიდენტის ბრძანებულებით და წინასწარ არის განსაზღვრული ის, რაც უნდა მიიღონ ჯარისკაცებმა. კანონი არეგულირებს ორივე რაციონს“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. თურქული გამოცემის “აქშამ” ინფორმაციით, თურქეთის შავიზღისპირეთში ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა… ლინკი მედიანიუსზე
  20. /get_img?NrArticle=1726&NrImage=2 საქართველოში რუსულენოვანი ბეჭდური მედიის რედაქტორების ნაწილი მათი გამოცემების წინაშე არსებულ პრობლემებში სახელმწიფოს ადანაშაულებს. რედაქტორები თვლიან, რომ ხელისუფლება რუსულ ენასთან მიმართებაში არასწორ პოლიტიკას ატარებს. 4 წელია გიორგი ღლონტი თბილისში, თავისუფლების მოედანთან ახლოს, ერთ–ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე ჟურნალ–გაზეთებს ყიდის. „საკმარისად კარგად შევისწავლე ეს ბაზარი. ბოლო დროს „ქართულენოვან ოპოზიციურ გაზეთებზე მოთხოვნამ ცოტა იკლო, სამაგიეროდ რასაც რუსულ ენაზე უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ დღევანდელი ხელისუფლების ბევრი კრიტიკაა, ძალიან კარგად ვყიდი“, –ამბობს გიორგი ღლონტი. ყველაზე კარგად, მისი თქმით, „კომსომოლსკაია პრავდა“, „არგუმენტი ი ფაქტი“ და „გოლოვინსკი პროსპექტი“ იყიდება. „თითოეული ამ გაზეთის სადღაც 10 ეგზემპლიარს ვიღებ და ფასების (1.50 ლარი) მიუხედავად, კვირის ბოლოს არცერთი ნომერი აღარ მრჩება. კარგად იყიდება გასართობი ჟურნალი „პადრუგაც“. სხვებს არ ვიღებ, არ იყიდება“, –ამბობს პრესის გამყიდველი. „კომსომოლსკაია პრავდას“, „არგუმენტი ი ფაქტის“, „გოლოვინსკი პროსპექტისა“ და ჟურნალ „პადრუგას“ გარდა, საქართველოში კიდევ რამდენიმე რუსულენოვანი გამოცემაა: „სვობოდნაია გრუზია“, „ვეჩერნი თბილისი“ და საზოგადოებრივ–კულტურული ჟურნალი „რუსკი კლუბი“. ამ გამოცემების რედაქტორები, რომლებიც გასულ კვირას რუსულენოვანი პრესის პრობლემებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ, შემდეგ მთავარ პრობლემებს გამოყოფენ: რუსულენოვანი მოსახლეობის რიცხვის შემცირება, მკითხველის დაბალი მსყიდველუნარიანობა, დაბალი ტირაჟი, სუსტი სარეკლამო ბაზარი და სახელმწიფოს მხარდაჭერის არარსებობა. სახელმწიფოს მხარდაჭერაში რუსულენოვანი გამოცემების რედაქტორები საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციის შემცირებას გულისხმობენ. „მე, როგორც „რეზონანსის“ ერთ–ერთ დაფუძნებელს, კარგად მახსოვს 15–20 წლის წინ რუსულენოვანი „რეზონანსის“ 28 000–იანი ტირაჟი“,– ამბობს რეგიონული უშიშროების სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრ რუსეცკი. მისი თქმით, ის, რომ რუსულენოვანი პრესა საქართველოში არ ვითარდება, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგია: „სახელმწიფო ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს, როცა არ აქვს სტრატეგია, როგორ უნდა განვითარდეს კომუნიკაცია, თუკი კონფლიქტურ რეგიონებთან კავკშირი აღდგება“. რუსეცკი მიიჩნევს, რომ აუცლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებში რუსულენოვანმა პრესამ თავის როლი განსაზღვროს: „ეს იქნებოდა გარკვეული ხიდები. რამდენად ეფექტური – სხვა საკითხია“. რუსულენოვანი გამოცემების მთავარი ნიშა კი, როგორც რუსეცკი ფიქრობს, სამხრეთ კავკასია უნდა იყოს: „ჩვენ რეალურად შეგვიძლია რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ ამ მხრივ. მაშინ შესაძლოა, გაიზარდოს მოთხოვნა და ინვესტირებაც მოხდეს ამ ინფრასტრუქტურაში”. წარმატების მისაღწევად კი, ალექსანდრ რუსეცკის აზრით, პირველ რიგში რუსულენოვანი პრესის მიმართ, როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე სანდოობა უნდა გაჩნდეს. „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქტორი გამოცემის ტირაჟს კომეციული საიდულმლოების გამო არ ამხელს. მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ისეთი ბიზნეს გარემო უნდა შექმნას, სადაც მედიას არსებობისთვის ბრძოლა არ გაუჭირდება. სპეციფიური აუდიტორიის დაბალი მსყიდველუნარიანობა, რაც ლასხიშვილის თქმით, დაბალი ტირაჟის მიზეზია, რეკლამის განთავსებაზე მოქმედებს. „საზოგადოებრივ დიალოგზე ლაპარაკობენ და რა დიალოგი შეიძლება იყოს პრესის გარეშე”? – კითხულობს „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქტორი, რომლის თქმით, „სვობოდნაია გრუზია“ არსებობა–არარსებობის წინაშე ფინანსების უქონლობის გამო დგას, – „სუბსიდიების გარეშე ვერცერთი რუსულენოვანი გაზეთი ვერ იარსებებს. პირველ რიგში კი, სახელმწფოს უნდა ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკა, რუსულენოვანი პრესის განვითარების მიმართ“. ეს პოლიტიკა ლასხიშვილის თქმით, იმაში გამოიხატება, რომ რუსულ ენას სახლემწიფომ თავისი ფუნქცია უნდა დაუბრუნოს, რათა რუსულენოვანი პრესა გადარჩეს. ერთადერთ ადგილად კი, სადაც საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებსა და პრობლემებზე შეიძლება ლაპარაკი, ლასხიშივლის თქმით, თბილისის რია–ნოვოსტის საინფორმაციო ცენტრია. ლასხიშვილი ამბობს, რომ რუსულ ენაზე ინფორმაციის მიღების სურვილი დიდია. ერთ-ერთ მაგალითად მას სამცხე ჯავახეთი მოჰყავს და ამბობს, რომ ამ რეგიონის მოსახლეობა ბეჭდურ პრესას მეზობელი ქვეყნებიდან არალეგალური გზებით იღებს. თუმცა, სამცხე ჯავახეთში არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის გაზეთ ”სამხრეთის კარიბჭის” სომხური ვერსიაც გამოდის. „თუკი გაქრება რუსული ენა, რომელ ენაზე ვაპირებთ აფხაზებთან ლაპარაკს, ინგლისურად? –კითხულობს საინფორმაციო სააგენტოს „ნოვოსტი–გრუზიას“, მთავარი რედაქტორი, ელენა იმედაშვილი, რომელსაც სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი არ აქვს – „სახელმწიფო მხარდაჭერა წარსულში რჩება, დღეს კი ინტერნეტის მეშვეობით უნდა ვიარსებოთ. მომხრე ვარ, ზოგადად პრესა როგორც ბიზნესი, ისე განვითარდეს და ცალკეულ შემოწირულობებზე დამოკიდებული არ იყოს. მაგალითად, კრიზისამდე ანუ ომამდე ბანერი ჩვენს საიტზე 1500 დოლარი იყო“. როგორც იმედაშვილი ამბობს, მარკეტინგული მიდგომებიც ძალიან მნიშვნელოვანია: „ჩვენმა პროექტმა „ვიიტი ზამუჟ ზა გრუზინა" 10 000 ნახვა მოგვცა“. „რუსკი კლუბის“ მთავარი რედაქტორი, ალექსანდრ სვატიკოვი რუსულენოვანი პრესის ერთ-ერთ პრობლემად სახელმწიფოს მხრიდან რუსული ენის ხელოვნურად განდევნას მიიჩნევს. „რუსკი კლუბი“ საზოგადოებისა და კულტურის საკითხებს აშუქებს. მთავარი რედაქტორის თქმით, ჟურნალის ტირაჟი სტაბილურად 1000 -ია. ჟურნალი, რომელიც უფასოდ რიგდება, მთლიანად შემოწირულობებით არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სვატიკოვს თქმით, „რუსკი კლუბს“ დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს, საქართველოში რუსულენოვანი პრესის პრობლემები მისი თქმით, მაინც არსებობს. „რუსული პრესა კვალდაკვალ მიყვება ქართულს, ქართული არის ბევრად ოპერატიული, გაბედული, ჩვენ ყოველთვის ლავირებას ვცდილობთ,“– ამბობს სვეტიკოვი. „ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან ნათელ მიზანს, ვჭირდებით თუ არა მას, ჭირდება თუ არა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ასეთ ვითარებაში არსებობა, რთულია. როდესაც მე გავდივარ თბილისობაზე, სადაც „მე მიყვარს თბილისი“ რამდენიმე ენაზე წერია და ასეთივე ბანერს რუსულ ენაზე არ ვხედავ, მე ის მაკლია. ეს სახელმწიფოს პოზიციაა. ამ ქვეყანაში თავს პაპუასად ვთვლი. ვარ უცხო ხილი, მიუხედავად იმისა, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე“, –ამბობს ალექსანრდ სვატიკოვი, რომელიც გამართულად საუბრობს ქართულად. პუბლიცისტი და პოლიტოლოგი, არნო ხიდიბეგაშვილი ფიქრობს, რომ რუსულენოვანი პრესის ასოციაცია უნდა შეიქმნას, რომელიც რუსულენოვანი პრესის განვითარების კონცეფციას ჩამოაყალიბებს, მიზნებს სტრატეგიულად დაგეგმავს და რუსულენოვანი პრესის წარმომადგნელების კადრების მომზადებაზეც იზრუნებს. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არც ერთი ენის პოპულარიზაციას არ უნდა ეწეოდეს, რადგან ეს სახელმწიფოს საქმე არ არის. ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებისთვის კი, რომელთა რიცხვი საქართველოში, დაახლოებით, 200 ათასს შეადგენს, ზვიად ქორიძის აზრით, სომხურენოვანი ბეჭდური გამოცემის არსებობა უფრო ეფექტური იქნებოდა. „და თუ აფხაზებთან ურთიერთობის პრობლემაა, მაშინ აფხაზური ვისწავლოთ. ისე, ვისაც აფხაზებთან დიალოგი უნდა, რეპეტიტორსაც აიყვანს და ისე ისწავლის რუსულს, თუმცა იმის თქმა, რომ რუსული არ ისწავლება და რუსულენოვანი ჟურნალისტების პრობლემაა ქვეყანში, არ შეიძლება,- სკოლებშიც ასწავლიან რუსულს და უნივესიტეტშიც არსებობს ჟურნალისტიკის რუსულენოვანი ფაკულტეტი ”, - ამბობს ზვიად ქორიძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატის წინა დღეს გაიმართება "მუნდიალისადმი" მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი. კონცერტი დღეს, თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება და ჩვენი საიტი მის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. კონცერტი ქალაქ იოჰანენსბურგის ერთ-ერთი რაიონის სტადიონ Orlando Stadium–ზე გაიმართება. იხილეთ fanebi.com
  22. პროკურატურამ მალხაზ გულაშვილს და მის შვილს ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო 9 ივნისს წაუყენა - განუცხადა ნეტგაზეთს გულაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჩაპურიძემ. მისივე ინფორმაციით, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებისთვის პროკურატურას შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შესახებ ჯერ არ დაუყენებია. სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის დამფუძნებელი ჯერ ცხივნალში იმყოფებოდა, საიდანაც მოსკოვში გაემგზავრა. ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ გულაშვილი ვაჟთან ერთად ამჟამადაც მოსკოვში იმყოფება. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...