Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ბრაზილიის ნაკრებმა სპილოს ძვლის კუნძულელები შესანიშნავ სტილში დაამარცხა, თუმცა ეს კაკას მოედნიდან გაძევებით დაუჯდა. გოლები ლუის ფაბიანოს (2) ელანოს და ანგარიშზეა, ხოლო აფრიკელთა მხრიდან თავი დიდიე დროგბამ გამოიჩინა. იხილეთ fanebi.com
  2. http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/jul2009/9/9/liverpool-training-6972776.jpg ჰოლანდია არგენტინასთან ერთად გახდა პირველი გუნდი, რომელიც მერვედფინალში გავიდა… ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები დირკ კიუიტთან და რაიან ბაბელთან ერთად ერთად გახდა (არგენტინასთან ერთად) პირველი გუნდი მუნდიალზე, რომელიც მერვედფინალში ითამაშებს. დირკ კიუიტმა ორივე მატჩში ითამაშა 90 წუთი, სამწუხაროდ რაიან ბაბელი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. მივულოცოთ ჩვენს ფეხბურთელებს, ვუსურვოთ წარმატება, როგორც მინიმუმ მოეპოვებინოთ ფასდაუდებელი გამოცდილება საერთაშორისო მატჩებში, რომელიც მათ გამოადგებათ მაშინ, როდესაც ჩაიცმევენ ”ლივერპულის” ემბლემიან მაისურს. ჩვენ გვჯერა ამის. ჩვენ ამას ველით და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი ბევრს მიაღწევენ. დირკ და რაიან – YOU’ll NEVER WALK ALONE !!! View the full article
  3. http://www.joshuakearney.com/wp-content/uploads/2008/12/dirk-kuyt-javier-maschera-001.jpg კიუიტს სჯერა რომ ჯერარდი კლუბს არ დატოვებს… კიუიტი დაიმედებულია რომ ჯერარდი ლივერპულში დარჩება, რაფაელ ბენიტესის წასვლამ მასსზე ძალიან იმოქმედა და იგი იმედოვნებს, რომ ჯერარდი ბენიტესს არ მიბაძავს და არ დატოვებს წითლებს. მოგახსენებთ იმასაც რომ კიუიტი ლივერპულში სწორედ ესპანელმა ფეხბურთის სპეციალისტმა მოიყვანა გუნდში ფეინოორდიდან და კიუიტი ამისთვის ყოველთვის მადლობელი იყო. „მე ძალიან მეწყინა ბენიტესის ლივერპულიდან წასვლა. სწორედ ამ მწვრთნელმა მომიყვანა მე ლივერპულში და მე ვფიქრობ რომ ის არის არაჩვეულებრივი მწვრთნელი.“ – განაცხადა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა The News of the World – თან საუბრისას.“ „იგი ლივერპულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან მოიგო ლივერპულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და გააკეთა ბევრი სხვა რამ ლივერპულისთვის.“ „მე მადლობას ვუხდი მას იმისთვის რომ მან მე მომიყვანა ლივერპულში და შექმნა ჩემგან ის რაც ეხლა ვარ.“ წყარო:yahoo.eurosport.com View the full article
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/sp_image-370103571-1236156014.pjpeg ტიტები ვარდებზე ადრე დაჭკნა ის, რომ ყირგიზეთის რესპულიკაში რაღაც დალპა, თანაც გაცილებით მეტად, ვიდრე ჰამლეტის დრიონდელ დანიის სამეფოში, ცხადი ჯერ კიდევ გადატრიალებამდე შეიქმნა. თუმცა ცოტა ვინმე თუ მოელოდა შიდა-პოლიტიკური დაპირისპირების ასეთ სწრაფ ესკალაციას, რომელიც ქვეყნიდან პრეზიდენტის გაძევებით დაგვირგვინდა. ყურმანბეკ ბაკიევის რეჟიმი, რომელიც ,,ხელისუფლებაში ე.წ. ,,ტიტების რევოლუციის” წყალობით მოვიდა, ისეთივე არაკომპეტენტური, კორუმპირებული და გამყიდველი აღმოჩნდა, როგორც მისი წინამორბედი” (The Times) არადა, რა რომანტიულად იწყებოდა ყველაფერი 2005-ში: ,,ტიტების რევოლუცია”, დასავლეთის დიდი იმედები და გივი თარგამაძე ყირგიზულ ქუდში იქაური აქსაკალების და საქსაულების ფონზე. მოვლენეთა სწრაფი განვითარება და დამანგრეველი შედეგები, სტიქიურ უბედურებას მოაგონებდა, თუმცა საერთო სურათის ანალიზი აჯანყებულთა მოქმედების მიღმა საკმაოდ მწყობრი ლოგიკისა და გააზრებული სცენარის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ,,რეჟიმი დაამხეს. ტემპს, რომლითაც ეს მოხდა, მოჰყვა ხმები იმის თაობაზე, რომ პროცესში უფროსი ძმის ხელი ურევია და პირველ რიგში ეჭვი რუსეთზე მიიტანეს” (The New York Times) ისე, ხელოვნებათმცოდნეებს ხშირად უწევთ ხელმოუწერელი ფერწერული ტილოების შესწავლა და სახასიათო შტრიხების მიხედვით მათი გამოცხადება ამა თუ იმ ცნობილი მხატვრის ნამუშევრად; დაახლოებით იგივე შემთხვევაა – სახასიათო ხელწერა სახეზეა, თუმცა ხელმოწერა არ ჩანს. რეჟიმის ზოგად თავაშვებულობასთან ერთად უკმაყოფილებას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. ყირგიზეთში, ,,მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მათი შემოსავლის სასიცოცხლო წყარო უცხოეთში მომუშავე ყირგიზების ფულადი გადმორიცხვებია” (Foreign Policy) რაღაც ნაცნობი კი არის სიტუაციის ამგვარ დახასიათებაში, იგი რაღაცას ბუნდოვნად მოაგონებს, თუმცა მთავარი სხვა რამეა: არეულობის დაწყებისთვის საკმარისზე მეტი წინაპირობა არსებობდა. მოსკოვმა ძალიან სწრაფად დაამყარა კონტაქტი გამარჯვებულ ოპოზიციასთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონშიც არავის გასჩენია განსაკუთრებული სურვილი ბაკიევის კლანს გამოსარჩლებოდა. როგორც ჩანს აწ განსვენებულმა რეჟიმმა იმდენი მოახერხა, რომ ორივე დაინტერესებული მოთამაშისთვის მომაბეზრებელ პრობლემად იქცა. ხოლო ევროპის პოზიცია, ყირგიზეთში და რეგიონის სხვა ქვეყნებში შექმნილი ვითარების მიმართ, ალბათ, შეიძლება განისაზღვროს ფორმულით ,,სიმშვიდე ნებისმიერ ფასად”, თუნდაც სტაბილურობის შენარჩუნების მეთოდებს ,,ტიტების რევოლუციის” მაღალფარდოვან ლოზუნგებთან საერთო არაფერი ჰქონდეს. იგი ,,იძულებულია ამ ტიპის სტაბილურობას შეეგუოს. ევროპა ენერგეტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით რეგიონზე გამორჩეულადაა დამოკიდებული” (Der Standard) ცხადია, ასეთი მიდგომა კრიტიკისგან დაცული ვერ იქნება: ,,ამგვარ რეჟიმებზე დამოკიდებულება ეთიკური თვალსაზრისით უზნეობაა და სტრატეგიული თვალსაზრისით კი წამგებიანი” (The New York Times) სულ რაღაც ერთ კვარტალში ვითარება პოსტ-საბჭოთა სივრცეში რადიკალურად შეიცვალა. ,, როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩვენ უკვე შევეჩვიეთ რევოლუციების ჭკნობას იქნება ეს ,,ნარინჯისფერი რევოლუცია” უკრაინაში, ,,ვარდების რევოლუცია” საქართველოში და ახლა ,,ტიტების რევოლუცია” ყირგიზეთში” (The New York Times). საგულისხმოა ამ ჩამონათვალში საქართველოს მოხსენიება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ხელისუფლება არ შეცვლილა. თუმცა საუბარი, ალბათ იმაზეა, რომ საქართველოშიც, დანიის სამეფოსი არ იყოს, რაღაც ნამდვილად დაჭკნა. ბუფეტში, ობამას მოლოდინში ალბათ ძნელია იყო უკანასკნელი მოჰიკანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩინგაჩგუკი არ ხარ. თუმცა, ვერაფერს ვიზამთ, საქართველოს ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ,,ფერადი რევოლუციების” ეპოქის ერთგვარ რელიქტად იქცნენ. რა გახდა ამის მიზეზი? ,,რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროებს იბრუნებს, აშშ-ს საწინააღმდეგო არაფერი აქვს” TIME-ის ამ ფრაზამ, ერთ ფორმულაში მოაქცია ყველა ეჭვი და ვარაუდი, რომელიც ბოლოდროინდელ პროცესებთან დაკავშირებით გამოითქვა. აპრილში მიხეილ სააკაშვილს დასავლური აუდიტორიის წინაშე გამოსვლა წინა თვეებისგან განსხვავებით უჩვეულოდ ხშირად უხდებოდა. ყველა ამ გამოსვლაში სააკაშვილი ცდილობდა მთავარი აქცენტი დასავლურ ღირებულებებზე გადაეტანა, რომელთა ერთგულება, მისი მტკიცებით, დღევანდელ საქართველოს ახასიათებს. მისი ჩანაფიქრი, სავარაუდოდ, შემდეგში მდგომარეობდა: უკრაინასა და ყირგიზეთში მომხდარ მოვლენებზე მსჯელობის დროს, დასავლური მედია და შესაბამისად, საზოგადოება ერთობ გადაიტვირთა საუკუნის წინანდელი ,,დიდი თამაშისთვის” დამახასიათებელი გეოპოლიტიკური სქემებითა და ტერმინებით, რომელთა მიმართ გარკვეულ რეფლექსიას განიცდის. მიუხედავად იმისა, ასახავს თუ არა რეალობას საუბარი ,,გავლენის სფეროებზე”, გაღიზიანება პრობლემის მსგავს ტერმინებში ფორმულირების გამო დასავლეთში უდაოდ გაჩნდა. ალბათ, სწორედ ამ განწყობის გამოყენებას ცდილობდა საქართველოს ლიდერი, როდესაც საერთო დემოკრატიულ იდეალებზე საუბრობდა და ცდილობდა გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ფაქტორები ერთ ჩარჩოში მოექცია: ,, ჩვენი დემოკრატია უსაფრთხოების გარეშე ვერ განვითარდება, მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვუზრუნველყოფთ საკუთარ უსაფრთხოებას დემოკრატიის გარეშე”, – წერდა სააკაშვილი Christian Science Monitor-ის ფურცლებზე: ,,საქართველო შეიძლება დემოკრატიული იმედების აღმოსავლურ სიმბოლოდ იქცეს”. სააკაშვილის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა, რადგან დასავლეთის მისდამი სიმპატიის განელებას, სავარაუდოდ, არა მხოლოდ გეოპოლიტიკური პრაგმატიზმი, არამედ სხვა გარემოებებიც განაპირობებდნენ. ,,აღმოჩნდა, რომ ,,ჩვენი” კარგი ბიჭები – მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ვიქტორ იუშჩენკო და იულია ტიმოშენკო უკრაინაში, ყურმანბეკ ბაკიევი ყირგიზეთში ან აჰმედ ჩალაბი ერაყში ისეთივე ძალაუფლების მოყვარე და ისეთივე ხარბები აღმოჩნდნენ, როგორც მათი წინამორბედები, ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფრად აგდებდნენ დემოკრატიულ პრინციპებს” (The Huffington Post) სააკაშვილის ვიზიტს შეერთებულ შტატებში ერთგვარი ინდიკატორის როლი უნდა შეესრულებინა და წარმოეჩინა რამდენად დიდია დასავლეთის, უპირველესად კი აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა შესაძლო მოლაპარაკებებს ბარაკ ობამასთან, თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ ეს შეხვედრა არ შედგებოდა. ,,ვის არ ეძლევა ობამასთან პირისპირ შეხვედრის დრო? ერთი დადასტურებული ვერსიით ეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც პრეზიდენტ ობამასგან დამამშვიდებელი სატელეფონო ზარი რამდენიმე საათის წინ მიიღო, – წერდა Foreign Policy, და იქვე ვარაუდობდა ,,იქნებ ისინი ერთმანეთს ბუფეტში შეხვდნენ”, თუმცა, ბუფეტამდე საქმე, როგორც ცნობილია არ მივიდა. ,,გასაოცარია, ის რომ სააკაშვილთან შეხვედრისთვის სიაში ადგილი არ აღმოჩნდა, იმ ფონზე თუ როგორ გულწრფელად უჭერს ის მხარს ამერიკის ინტერესებს, მაგალითად ომებში ერაყსა და ავღანეთში” (The Washington Post). თუმცა პასუხის ძიება კითხვაზე ,,რატომ არ შეხვდა ობამა სააკაშვილს?” ალბათ არა ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ ბერმუდის სამკუთხედში ვაშინგტონი-თბილისი-მოსკოვი მოგვიწევს. ,,ადმინისტრაცია ნელ-ნელა ემიჯნება ირაციონალურ, ანტირუსულ პოზიციას , რომელიც მას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკავა. სინამდვილეში საქართველოსთვის ეს სასარგებლოა, რადგან მას იმის გაგებას აიძულებს, რომ კონფრონტაციის პოლიტიკა ჩიხურია და დროა მან რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა დაიწყოს” (The American Conservative). სათქმელად იოლია, თუმცა განსახორციელებლად საკმაოდ რთულია, რადგან ურთიერთობები თბილისსა და მოსკოვს შორის უფრო ცივი ჩანს, ვიდრე ყინული ჩრდილოეთ პოლუსზე. ,,არსებული ატმოსფერო ორ ქვეყანას შორის მშვიდობიან თანამშრომლობას ნამდვილად არ უწყობს ხელს” (Le Monde) შეთქმულების თეორია აპრილი, როგორც ნებისმიერი სხვა თვე საქართველოს პოლიტიკურ კალენდარში, დაიწყო ავისმოასწავებელი განცხადებებით მოსკოვიდან, ამჯერად ავანსცენაზე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნიკოლაი პატრუშევი გამოვიდა: ,,,ჩვენ გაგვაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს სპეც-სამსახურების ცალკეულ თანამშრომლებს კავშირი ჰქონდათ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ჩვენ მოსკოვის ტერაქტებთან მიმართებაში, ეს ვერსიაც უნდა გადავამოწმოთ” წარსულში, მოსკოვმა უკვე დაადანაშაულა საქართველო ,,ალ-ქაიდა”-ს ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემასა და ჩეჩენ მებრძოლებთან თანამშრომლობაში” (Washington Times) ასე რომ, თუ ხვალ ნიკოლაი პატრუშევი ანტარკტიდაში პინგვინების წამებასა და ამოხოცვაში დაგვადანაშაულებს ეს, პრინციპში არც უნდა გაგვიკვირდეს. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს; პატრუშევის ვერსიამ არცთუ სასურველი გამოძახილი დასავლურ მედიაშიც ჰპოვა. ,,2009 წლის დეკემბერში თბილისში, საქართველოში აშშ-ს მოკავშირე ქვეყანაში ერთი შეუმჩნეველი შეხვედრა შედგა. მაშინ საქართველომ ჯიჰადისტურ კონფერენციას უმასპინძლა, რათა რუსეთის წინააღმდეგ ,,ოპერაციები” დაეგეგმა” (Political Mavens). წერილის ავტორი ძირითად წყაროდ აშშ-ს საგარეო უწყების ყოფილი ჩინოვნიკის ჯეიმს ჯატრასის წერილს იყენებს, რომელიც Washington Times-ში გამოაქვეყნა (როგორც ფასიანი რეკლამა). საინტერესოა, რომ მარტის ბოლოს ჯატრასი ისევ გააქტიურდა და იმავე გამოცემის მეშვეობით ობამას ადმინისტრაციას სთხოვა, აპრილში სააკაშვილი არ მიეღო. რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს მსგავსი განცხადებები? პირველი მათგანი, თითქოსდა ზედაპირზე დევს: რუსეთის ,, მიზანი სააკაშვილის მოშორება და საქართველოზე კონტროლის მოპოვებაა, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო” (Frontpage Magazine) თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე მოსკოვის მხრიდან კიდევ ერთი, თანმდევი ამოცანის გადაწყვეტასთან გვქონდეს. შესაძლოა, მას სურს მისი წარუმატებელი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელმაც ბოლო ვერ მოუღო სისხლიან ტერაქტებს რუსეთის ტერიტორიაზე, მსჯელობის მთავარ თემად არ იქცეს. მისი გადაფარვისთვის კი შეიძლება ხელი შეუწყოს კონსპიროლოგიური ვერსიების გავრცელებას ,,საქართველოს კვალზე” და ,,გლობალურ შეთქმულებაზე რუსეთის წინააღმდეგ”. ,,რუსეთის მოსახლეობას კვებავდნენ ზღაპრებით იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი ჩეჩნეთში სეპარატისტულ მოძრაობებთან დაკავშირებულმა კრემლის ბრუტალურმა ტაქტიკამ გაამართლა და რეგიონი კრემლიდან დანიშნული ადგილობრივი მმართველების პირობებში მეტ-ნაკლებად დამშვიდდა” (Indipendent) საქმე შესაძლოა, იმ შემთხვევასთან გვაქვს როდესაც პროპაგანდა რეალურ პოლიტიკასთან ტრაგიკულ წინააღმდეგობაში შევიდა. 29 მარტის ტერაქტებმა მოსკოვის მეტროში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრობლემა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა, ხელის ვერც ერთი და ალბათ, ვერც ორი მოსმით ვერ გადაწყდება. მოსკოვი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს, მისი ,,განსაკუთრებული შიში იმას უკავშირდება, რომ კავკასიის ხალხებმა, პირველ რიგში კი ჩეჩნებმა ტერორისტული მეთოდებით, რომლებიც სეპარატისტული მიზნების რეალიზაციისკენაა მიმართული, შეიძლება წარმატებას მიაღწიონ” (Frankfurter Allgemeine) მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტების შემდეგ რეპრესიების სავარაუდო გაძლიერება ჩრდილოეთ კავკასიაში და მისგან გამომდინარე ძალადობის ესკალაცია საქართველოს საზღვრების სიახლოვეს ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების მნიშვნელოვან ზრდას დაუკავშირდება. თურქული გამბიტი თუ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გავიხედავთ, დამამშვიდებელ სურათს ვერც ამ მიმართულებით ვიხილავთ. ვითარება ირანის გარშემო უკიდურესად დაძაბული რჩება, და ამასთანავე, აქტიურდება თურქეთი, რომლის საგარეო პოლიტიკა ეჭვებს თუ არა, გარკვეულ კითხვებს ბადებს. ამ პოლიტიკას, როგორც ჩანს, ორი მთავარი ასპექტი აქვს: რეგიონული ლიდერის პოზიციის შემომტკიცება და მუსლიმანურ სამყაროში წამყვანი პოზიციების დაკავება. ,,ადრე გაერო-ში აზრს არავინ გვეკითხებოდა, თავიდანვე ყველას მიაჩნდა, რომ ჩვენ დასავლეთის კურსს ვატარებდით, – ამბობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სელიმ ენელი: ახლა გვეკითხებიან”. მაგრამ თურქეთის ასეთი დამოუკიდებლობა გარკვეულ დაძაბულობას იწვევს როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში სადაც ზოგიერთი ლიდერი ნოსტალგიით იხსენებს ,,ცივი ომის” ეპოქას, როდესაც ანკარა დასავლეთის ბლოკის მიმართ უპირობო ერთგულებას ავლენდა” (Foreign Policy). მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ურთიერთობებს თურქეთთან განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა, რადგან ის, რეგიონული, მათ შორის სამხრეთ-კავკასიური სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ელემენტად მიაჩნდა, უთანხმოებას თურქეთსა და აშშ-ს შორის ადგილი სულ უფრო ხშირად აქვს, ხოლო რუსეთსა და თურქეთს შორის პირიქით. ,,დასავლეთი მწუხარებით იწყებს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ რუსეთი გაცილებით დამაჯერებელია თურქეთთან მიმართებაში ვიდრე დასავლეთი, რადგან თურქეთი მოსკოვის აბსოლუტურ სტრატეგიულ ტყვეობაში იმყოფება” (OilPrice) ისე, საინტერესოა, როგორ ჟღერს ,,ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე” თურქულად? ამ დაძაბული მდგომარეობის პროექცია, შეგვიძლია დავინახოთ აშშ-ს ურთიერთობებში აზერბაიჯანთან, რომელიც თურქეთის ტრადიციული მოკავშირეა. ,,ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ს ურთიერთობა მის საკვანძო სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანთან, ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება. მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვაშინგტონი ბაქოს ხან გაურკვეველ, ხან კი საკმაოდ მკაფიო სიგნალებს უგზავნიდა, აზერბაიჯანულ მედიაში ანტი-ამერიკული პუბლიკაციების ტალღა აგორდა” (ISN ETH Zurich). ილჰამ ალიევი, მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელებისგან განსხვავებით, ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე არ დაპატიჟეს. ოფიციალური ბაქო განსაკუთრებით ეჭვიანი მას შემდეგ გახდა, რაც თურქეთ-სომხეთის ურთიერთობაში დათბობა დაიწყო, რომელსაც მხარს თეთრი სახლი უჭერდა, სწორედ მაშინ გაისმა ბაქოში განცხადებები შტატების პრო-სომხური პოზიციის შესახებ ყარაბახის კონფლიქტში. მართალია, წინსვლა ამ მიმართულებით შეფერხდა, თუმცა განაწყენების კვალი აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკას დღემდე ეტყობა. ჩვენ კი, ზემოთ განხილულ თურქეთის მაგალითზე, ვნახეთ, რომ მოსკოვი მუდმივ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ვაშინგტონზე ,,განაწყენებულებს” მყისიერად ,,თანადგომა” შესთავაზოს. გამონაკლისი ალბათ არც აზერბაიჯანი იქნება. იმის დასადგენად, რომ აშშ-სთან ორი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობების შემდგომი გაუარესება საქართველოსთვის კარგს არაფერს მოასწავებს, რუკაზე ერთი დახედვაც კმარა. თუმცა ამას ალბათ ისევ სარკეში ჩახედვა და საკუთარ პრობლემებში ჩაღრმავება ჯობს; შიდა-პოლიტიკურმა ბრძოლის გამწვავებამ, შეიძლება ხელი ქვეყნის ისეთ დესტაბილიზაციას შეუწყოს, რომლის მსგავსსაც ვერანაირი გარე იმპულსი ვერ გამოიწვევს. ფინანსები უპირველეს ყოვლისა ადრე ბავშვებს კოსმონავტობა უნდოდათ, ახლა კი პრეზიდენტობა სურთ, – ვერაფერს გავხდებით, დრო იცვლება და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით, როგორც ეს ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა აღნიშნეს, შესაძლოა მაშინ, როდესაც შეამჩნიეს, რომ მათ შვილებს აღარ იზადავს ლეგიონერის მახვილი და მწიგნობრის სტილოსი, არამედ მხოლოდ სენატორობა და კონსულობა სწყურიათ. რომი, სხვათა შორის, დაემხო, თუმცა საუბარი სხვა თემაზე გვაქვს, მაღალ თანამდებობებზე მოხვედრის მსურველთა რაოდენობა საქართველოში უზომოდ დიდი ჩანს, ზოგის ამბიცია დეპუტატის სავარძლით შემოიფარგლება, ზოგისთვის კი, ჯეიმს ბონდის თქმის არ იყოს ,,მთელი სამყარო არ კმარა”.Radio Liberty აქვეყნებს. ასეთი ვარაუდის გამოთქმისაკენ, მას, როგორც ჩანს, უბიძგა ერთობ გაწელილმა პაუზამ და ერთგვარმა გაურკვევლობამ 30 მაისის არჩევნებში ხელისუფლების მთავარი კანდიდატის დასახელების წინ: ,,თბილისის მერის არჩევნებამდე ორი თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მერაბიშვილი ბლოკავს სააკაშვილის ახლო პარტნიორის, მოქმედი მერის გიგი უგულავას ოფიციალურ კანდიდატად წარდგენას. დედაქალაქში ქვეყნის მოსახლეობის 30% ცხოვრობს და ანალიტიკოსებს სჯერათ, მას ვისაც მერად აირჩევენ, კარგი შანსი ეძლევა ეს გამარჯვება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის გამოიყენოს”. ,,შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტობისკენ მიილტვის?”, – მასალას ამ სათაურით რაიმე ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა ამ ვარაუდთან დაკავშირებით შეუძლებელია: დამადასტურებელი ფაქტები ჯერაც არ არსებობს, თანაც არჩევნებამდე საკმაო დრო რჩება, ძალთა გადაჯგუფება ოპოზიციაშიც არ დასრულებულა, და როგორც ჩანს, ხელისუფლების შიგნითაც. თუმცა, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, მას სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება მოუწევს, რომელიც ქვეყნის სავარაუდო ეკონომიკურ პრობლემებს დაუკავშირდება. ჩვენ, სულით ხორცამდე პოლიტიზებულ საზოგადოებაში მათ რატომღაც ნაკლები ყურადღებას აქცევენ; არადა ვითარება საგანგაშო ჩანს. ,,საქართველო ეკონომიკური გაკოტრების (დეფოლტის) ზღვარზეა, რაც 2013 წლისთვის შეიძლება რეალობად იქცეს (ამ წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა იწურება), ამტკიცებს რუსული გაზეთი ,,ვზგლიადი”. ქართველი ეკონომისტი დავით ნარმანია აზუსტებს, რომ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ქვეყნის საგარეო ვალმა მშპ-ს 80.3%-ს, ანუ 8,6 მილიარდ დოლარს მიაღწია და პროცენტულად ვალების გადახდას წელიწადში 800 მილიონი დოლარი დასჭრირდება. მისი თქმით, ,,საქართველოს ასეთი ფული არ აქვს და მას ასეთ თანხას არც არავინ მისცემს”. მართლაც სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების არ არსებობის პირობებში თბილისმა, როგორც სჩანს სესხის აღების უნარი ამოწურა” (Courrier International) ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემო იქნება, ვალი გადაულახავ პრობლემად არ გადაიქცევა, თუმცა დღეს ის ისეთივე ჯანსაღი ჩანს, როგორც წიწილა, რომელსაც ბულდოზერმა გადაუარა. შარშანდელი ვარდნის მიზეზად ხელისუფლებამ გარე აგრესიის ფაქტორი და ოპოზიციის ხანგრძლივი აქციები დაასახელა. ერთიც და მეორეც ინვესტორების მოზიდვასა და, ზოგადად, ბიზნესის კეთებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობდა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც მთავრობა (ალბათ, თანდაყოლილი სიმორცხვის გამო არაფერს) ამბობს- ბიზნესს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს: ,,შესაძლოა ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში სულაც არ არის ისეთი იოლი, როგორც დღევანდელი მთავრობა პოტენციურ ინვესტორებს არწმუნებს”, – წერს bne და თავის პუბლიკაციაში Elit Electronics-ის დამფუძნებლისა და ყოფილი დირექტორის ანზორ ქოქოლაძის სევდიან ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც საგადასახადო სამსახურთან ფრიად უთანასწორო დავაში ჩაება; რაც მისთვის, საბოლოოდ, ბიზნესის ფაქტობრივი დაკარგვით დასრულდა. დეფოლტის საფრთხე ძალიან სერიოზული პრობლემაა და ერთადერთი დამაიმედებელი გარემოება ისაა, რომ დრო მასთან გამკლავებისთვის ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს. სამწუხაროდ, ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ ხდება, რასაც წინასწარ ვერასდროს წარმოიდგენ და რისთვისაც უბრალოდ ვერ მოემზადები. საბედისწერო რეისი აპრილის მთავარი მოვლენა მოკლე ეპილოგისთვის განგებ დავტოვე, რადგან მისი მოქცევა სხვა პოლიტიკური მოვლენების კალეიდოსკოპში, ალბათ არასწორი იქნებოდა. იმ ათასობით პუბლიკაციის ციტირება, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასროფას მოყვა ფიზიკურად შეუძლებელია, ასე რომ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციით და მცირე ამონარიდებით შემოვიფარგლოთ. ერთ დღეში ელიტის ამდენი წარმომადგენლის დაკარგვას კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. გამოძიება დასრულებული ჯერაც არ არის, თუმცა უკვე დღეს ჩანს, რომ ერთ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვში უამრავი, ერთის შეხედვით უმნიშვნელო, ნეგატიური ფაქტორი შეიკრა, რაც, ჯამში პოლონეთის ისტორიაში უდიდესი კატასტროფით დაგვირგვინდა. თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს მომხდარი პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ორად გაიყო: ,,ამერიკელმა სოვიეტოლოგმა რიჩარდ ფაიფსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული დაღუპვა კიდევ უფრო გაართულებს ისედაც მძიმე რუსულ-პოლონურ ურთიერთობებს” (The Wall Street Journal). ,,პუტინის გამონათქვამებში მე ცვლილებების მტკიცე მზადყოფნა ვიგრძენი”, – განაცხადა რადიოსადგურ TOK FM–ის ეთერში ადამ როტფელდმა (პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი). მისი აზრით, გუშინდელმა ტრაგედიამ შეიძლება პარადოქსული გავლენა მოახდინოს რუსულ-პოლონური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე” (Gazeta.pl). სხვა ექსპერტების მოსაზრებები ამ ორ პოზიციას შორის დაახლოებით თანაბრად განაწილდა. საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარი განსაკუთრებით მძაფრად აღიქვა. აშშ-ს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილმა კრაკოვში კაჩინსკის დაკრძალვაზე ჩასვლა მაინც მოახერხა, ,,რაც ამ ორ ადამიანს შორის არსებული მეგობრობის დასტური გახლდათ. კაჩინსკის დაღუპვამ საქართველოს დიპლომატიურ ფრონტზე სერიოზული დარტყმა მიაყენა” (Le Monde), თუმცა სათუოა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ისეთივე ძლიერი დარჩეს, როგორიც კაჩინსკის დროს იყო. ქვეყნის საჭესთან ფრთხილი და პრაგმატული ადამიანები, დონალდ ტუსკი და ბრონისლავ კომაროვსკი დარჩნენ. ამასთანავე, მომდევნო თვეებში პოლონეთი სავარაუდოდ თავს შეიკავებს აქტიური ქმედებებისგან საერთაშორისო არენაზე, და გარკვეულ წილად ,,საკუთარ თავში ჩაიკეტება”; მას ჭრილობის მოშუშებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. ილია ფარჯიანი, ხელოვნებათმცოდნე ორიგინალი
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg ჯოშ როგინი როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მომავალ თვეში საქართველოს ეწვევა, ის დაგვიანებულ ყურადღებას მიაპყრობს ქვეყანას, რომელიც ობამას ადმინისტრაციისგან თავს გარკვეულწილად მიტოვებულად გრძნობს. 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, იმ დროისთვის ჯერ კიდევ კანდიდატმა ობამამ თბილისში მომავალი ვიცე– პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააგზავნა – ამ უკანასკნელის ძველი მეგობრის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად. კანდიდატი ობამა ცდილობდა კონკურენტი მაკკეინის (სააკაშვილის კიდევ ერთი ძველი მეგობრის) შემართებას არ ჩამორჩენოდა, რომელიც ობამას იმას საყვედურობდა, რომ კონფლიქტში მომენტალურად საქართველოს არ მიემხრო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ადმინისტრაციამ საქართველოსთვის სამხედრო დახმარება გაყინა, მაშინ როდესაც ქვეყანა ავღანეთში საჯარისო დანაყოფის გაგზავნისთვის ემზადებოდა. იმავდროულად, ობამას რუსეთთან ურთიერთობა სულ უფრო აქტიურდებოდა, მაშინ როცა რუსეთის არმიამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მისი სამხედრო ყოფნა განამტკიცა და უარი განაცხადა იმ სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებაზე, რომელსაც კონფლიქტის დასრულების შემდეგ ხელი მოაწერა. ეროვნული უსაფრთხობის საბჭოს რუსეთის საკითხების დირექტორი მაიკლ მაკფოლი, გასულ კვირაში პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის უნივერსიტეტში შეხვედრაზე საქართველოს მიმართ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას იცავდა. მაკფოლის მთავარი მოსაზრება იმაში მდგომარეობდა, რომ ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ერთმანეთისგან გამიჯნოს ისეთი საკითხები, როგორებიცა ერთი მხრივ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ცნობილი „გადატვირთვის ღილაკი“ და აშშ–ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. მისი თქმით, ადმინისტრაციას სურდა ისეთი პრობლემა , როგორიცაა რუსულ–ქართული ურთიერთობები დამოუკიდებლად განეხილა გადატვირთვის წარმოებისგან, რომელიც ადმინისტრაციას ისეთი ინიციატივებისთვის სჭირდება, როგორიცაა სამოქალაქო ბირთვული შეთანხმება, რომლის განსახილველადაც (ნაწილობრივ) ვაშინგტონში ამ თვის ბოლოს პრეზიდენტი მედვედევი ჩამოდის. „შეგნებულად თავის არიდება ისეთი პრობლემური საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებისგან, რომლებსაც სინამდვილეში არაფერი საერთო არ აქვთ, ჩვენი სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა მაკფოლმა. კერძოდ, მაკფოლმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციას არ სურდა სამოქალაქო ბირთვულ ხელშეკრულებაზე შეთანხმება დამოკიდებული გამხდარიყო რუსეთის მხრიდან, მისი თქმით, „საქართველოს ოკუპაციის“ დასრულებაზე, როგორც ამას კონგრესში ზოგიერთები ემხრობოდნენ. (რუსეთი ამტკიცებს, რომ მისი არმია ახლადშექმნილ სუვერენულ სახელმწიფოებს იცავს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სულ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველო ამტკიცებს, რომ რეგიონები მისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილია). „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოს იგნორირებას ვახდენთ“, – განაცხადა მაკფოლმა. „ჩვენ ამ საკითხებზე პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ ერთმანეთს არ ვუკავშირებთ“. მაკფოლის თქმით, შეერთებული შტატები არც მოსკოვის მცდელობებს არ დათანხმდება და საქართველოს საკითხს არ დაუკავშირებს რუსეთთან სხვა პრობლემებზე თანამშრომლობას, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა გაეროს სანქციები ირანთან მიმართებაში. „ჩვენ ირანის სანქციებზე გაეროს რეზოლუციის გამო საქართველოს ავტობუსის ქვეშ არ ვაგდებთ. ეს იყო საკითხი, რომელზეც ჩვენ დიდი ხნიის განმავლობაში ვმუშაობდით“. თუმცა მაკფოლმა აღიარა, რომ პროგრესი ნულოვანია ისეთი ამოცანის მიღწევის გზაზე, როგორიცაა საქართველოდან არმიის გაყვანაზე რუსეთის დარწმუნება. „არის თუ არა ობამას ადმინისტრაციის მიზანი ხელი შეუწყოს საქართველოში რუსეთის ოკუპაციის მშვიდობიან დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? დიახ, არის“, – განაცხადა მან. „გვაქვს თუ არა პროგრესი მთავარი მიზნის მიღწევის გზაზე? ჩემი პასუხია – არა. არ გვაქვს. ეს სიმართლეა“. ოფიციალურად, ეროვნული უშიშროების საბჭოში მაკფოლის პორტფოლიოში საქართველო არ შედის. ის ევროპის საკითხებში დირექტორის ელიზაბეტ შერვუდ–რენდალის კომპეტენციაა. საქმეში გარკვეული წყაროები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა ქართველების საქმე დიდწილად მაინც მაკფოლს უკავშირდება, მაგრამ ექსპერტები დღემდე მსჯელობენ, უკეთესი იქნებოდა თუ არა ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება, როგორც ამას პენტაგონი აკეთებს. ექსპერტების თქმით, საჯაროდ ამ საკითხების გამიჯვნა პრაგმატულია, მას შემდეგ რაც ძალიან ცოტა შანსია იმის, რომ აშშ რუსების საქართველოდან გაყვანას შეძლებს. „ეს ბრძნული გადაწყვეტილებაა, რადგან საქართველოს პრობლემა შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებების კონტექსტში არარაეალისტურია“, – ამბობს ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ალექსანდროს პეტერსენი. „საქმე იმგვარადაა, რომ საქართველოს საკითხზე ჩვენ ცოტა რამის გაკეთება თუ შეგვიძლია“. მაგრამ კლინტონის მოგზაურობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია იმისთვის, რომ ქართველებმა საკმარისი ყურადღება იგრძნონ ობამას ადმინისტრაციისგან. „მათ სურთ აღიქვავდნენ, როგორც ლოიალურ, დაავლეთზე–ორიენტირებულ ფორპოსტს“, – განაცხადა მან. კლინტონი მზად უნდა იყოს არაკომფორტული, მკვეთრად ანტი–რუსული რიტორიკის მოსასმენად, როდესაც ის ტრიბუნასთან სააკაშვილის გვერდით აღმოჩდნება, როგორც ეს კონდოლიზა რაისს შეემთხვა 2008 წელს. „აშშ–ს ნებისმიერმა ჩინოვნიკმა რომელიც საქართველოში მიემგზავრება უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ლიდერები, განსაკუთრებით სააკაშვილი, რუსეთზე ცუდად ილაპარაკებს“, – ამბობს პეტერსენი. ორიგინალი ორიგინალი
  6. http://i286.photobucket.com/albums/ll112/ice_heart_photo/world%20cup%202010/2010_World_Cup_Fans37.jpg 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 10 ყველაზე ექსტრაორდინალური ფანი… <p style="text-align: center;">http://i286.photobucket.com/albums/ll112/ice_heart_photo/world%20cup%202010/2010_World_Cup_Fans22.jpg http://i286.photobucket.com/albums/ll112/ice_heart_photo/world%20cup%202010/2010_World_Cup_Fans16.jpg http://i286.photobucket.com/albums/ll112/ice_heart_photo/world%20cup%202010/2010_World_Cup_Fans19.jpg http://i286.photobucket.com/albums/ll112/ice_heart_photo/world%20cup%202010/2010_World_Cup_Fans20.jpg http://i286.photobucket.com/albums/ll112/ice_heart_photo/world%20cup%202010/2010_World_Cup_Fans11.jpg http://i286.photobucket.com/albums/ll112/ice_heart_photo/world%20cup%202010/2010_World_Cup_Fans10.jpg http://i286.photobucket.com/albums/ll112/ice_heart_photo/world%20cup%202010/2010_World_Cup_Fans6.jpg http://i286.photobucket.com/albums/ll112/ice_heart_photo/world%20cup%202010/2010_World_Cup_Fans7.jpg http://i286.photobucket.com/albums/ll112/ice_heart_photo/world%20cup%202010/2010_World_Cup_Fans28.jpg წყარო: photobucket.com View the full article
  7. გეგონათ დავიხურებოდით? ნწუ , არ ვაპირებთ ,მაგრამ საიტი მალე გამარავალფეროვნდება . აქ იქნება როგორც ვიდეო, აუდიო ,სოფტ მასალა .თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ექსკლუზიური ვიდოები, სურათები ,სახალისო ფრაგმეტები,ინფორმაცია. მოკლედ ყველაფერი ,რომ მრავალფეროვნება იყოს . ;) ამ ტიპის აპლოუდერები თუ წაგვეხმარებიან, მადლობელი დაგრჩებით გაუზიარეთ ერთმანეთს ფაილები , სიახლები, ერთად გაერთეთ და გახალისდით View the full article
  8. გეგონათ დავიხურებოდით? ნწუ , არ ვაპირებთ ,მაგრამ საიტი მალე გამარავალფეროვნდება . აქ იქნება როგორც ვიდეო, აუდიო ,სოფტ მასალა .თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ექსკლუზიური ვიდოები, სურათები ,სახალისო ფრაგმეტები,ინფორმაცია. მოკლედ ყველაფერი ,რომ მრავალფეროვნება იყოს . ;) ამ ტიპის აპლოუდერები თუ წაგვეხმარებიან, მადლობელი დაგრჩებით გაუზიარეთ ერთმანეთს ფაილები , სიახლები, ერთად გაერთეთ და გახალისდით View the full article
  9. გეგონათ დავიხურებოდით? ნწუ , არ ვაპირებთ ,მაგრამ საიტი მალე გამარავალფეროვნდება . აქ იქნება როგორც ვიდეო, აუდიო ,სოფტ მასალა .თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ექსკლუზიური ვიდოები, სურათები ,სახალისო ფრაგმეტები,ინფორმაცია. მოკლედ ყველაფერი ,რომ მრავალფეროვნება იყოს . ;) ამ ტიპის აპლოუდერები თუ წაგვეხმარებიან, მადლობელი დაგრჩებით გაუზიარეთ ერთმანეთს ფაილები , სიახლები, ერთად გაერთეთ და გახალისდით View the full article
  10. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01370/martin-skrtel_1370155c.jpg გთავაზობთ ვრეცელ და ამავდროულად საინტერესო ინტერვიუს მარტინ შკრტელზე, რის შედეგადაც გაიცნობთ მას სხვა კუთხით… A is for A N I M A L S – გყავს სახლში შინაური ცხოველები? – კი, მე მყავს 2 ძაღლი. მათი სახელებია კაილი და ჩარლი. ისინი 10 თვისები არიან და შეიძლება მათ ლეკვები ვუწოდოთ. R is for R O N A L D O or M E S S I – კრიშტიანუ რონალდუ თუ ლაიონელ მესი? – ვფიქრობ, ორივე მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ მაინც მესის დავასახელებ. T is for T A K I N G A B R E A K – რას აკეთებ თავისუფალ დროს? – როგორც წესი, ჩემს თავისუფალ დროს ჩემს ოჯახთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ვატარებ. ყველაზე დიდი განტვირთვის საშულება ჩემთვის ძილია. I is for I C E H O C K A Y – ოდესმე თუ გითამაშია ყინულის ჰოკეი? – დიახ. ეს დიდი ხნის წინ იყო, ჩემს ბავშვობაში. მას ისევე კარგად ვთამაშობდი, როგორც ფეხბურთს. მაგრამ, როდესაც, არჩევანის წინაშე დავდექი, ფეხბურთი ავირჩიე და ახლა ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი. ყინულის ჰოკეი ძალიან საინტერესო სპორტის სახეობაა და ხშირად ვუყურებ მას, როდესაც დავასრულებ ფეხბურთის თამაშს, შესაძლოა დავუბრუნდე ამ სპორტის სახეობას. N is for N A T U R E – ხშირად სეირნობ პარკში და რამდენად ერთობი? – პარკში სეირნობა ნამდვილად მანიჭებს სიამოვნებას. წელიწადის ყველა დროს დავდივარ ჩემს ოჯახთან ერთად. S is for S I N G I N G – რას ფიქრობ, კარგი ხმა გაქვს? – არა. რამოდენიმეჯერ ვცადე მანქანაში მემღერა. როდესაც რაიმეს სიმღერას ვცდილობ, მეგობარი გოგონას ყოველთვის ეცინება ჩემს ნამღერზე. – ვინ მღერის ყველაზე კარგად ლივერპულში? – პეპე რეინა. გასახდელ ოთახში ის ყოველთვის ღიღინებს ესპანურ სიმღერებს. T is for T E R R I B L E H A I R C U T S – რას იტყვი შენს ვარცხნილობაზე? – რამოდენიმე წლის წინ თითქმის ყველა ვარცხნილობა მოვსინჯე. ვფიქრობ ახლა ყველაზე კარგად მაქვს თმა. კომფორტულად ვგრძნობ თავს. – ყველაზე ცუდი ვარცხნილობა, რომელიც შეგხვედრია – ძალიან ბევრი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხის ლამაზი ვარცხნილობით. მაგრამ, კარლოს ვალდერამას თმის სტილი მიმაჩნია საშინლად! E is for E A R L Y L I F E – როგორ მოგწონთ თქვენი მშობლიური ქალაქი? – ეს არის პატარა ქალაქი დაახლოებით 10,000 მცხოვრებით. ეს იყო ადგილი, სადაც დავიბადე, მაგრამ მოგვიანებით, ამ ქალაქიდან 5 მილის მოშორებით, ერთ–ერთ სოფელში დავსახლდით. ჩვენ ახლაც გვაქვს იმ სოფელში სახლი, რომელიც სილამაზით და სიმყუდროვით გამოირჩევა. L is for L E A G U E T I T L E – როგორ გაიხსენებდი 2007 წელს, როცა ზენიტს დაეხმარე ქვეყნის მთავარი ტიტულის მოპოვებაში? – მაგ დროს მართლაც შესანიშნავი გრძნობა მქონდა. კარგია, როცა შენს გუნდს ეხმარები ტიტულის მოგებაში. შესანიშნავი იქნებოდა ლივერპულთან ერთად პრემიერ ლიგის მოგება, ის ხომ ერთ–ერთი ყველაზე კარგი ტურნირია?! წყარო: liverpoolfc.tv View the full article
  11. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ხვალ ინტელექტუალურ - შემეცნებითი პროექტის ”ერუდიტი 2010”-ის ფინალისტებს შეხვდება და ფინალში გადასვლას… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://b.pix.ge/k/ym92e.jpgუფრო და უფრო ახლოვდება მწვრთნელის ოფიციალურად დანიშვნის დღე, შესაბამისად უფრო და უფრო ღვივდება ჭორები იმის შესახებ, თუ ვინ ჩაუდგება შემდეგ კვირას სათავეში “ლივერპულს” … როი ჰოჯსონი, ორიდან ერთ-ერთია, რომელსაც დიდი შანსი აქვს, გახდეს “ლივერპულის” ახალი მწვრთნელი. “ფულემში” უკვე შეეგუვნენ მის დაკარგვას და შემცვლელიც მოიძიეს. ოფიციალურ შემოთავაზებას ის შემდეგ კვირას ელოდება. მანუელ პელეგრინი, “რეალ მადრიდის” მწვრთნელი, რომელიც მაურინიოში გაცვალეს. მან დიდი სურვილი გამოთქვა “ლივერპულში” მუშაობაზე. კითხვაზე, თუ რას აპირებდა ის, აგენტმა შემდეგი პასუხი გასცა: “მე არ შემიძლია ჯერ-ჯერობით ამ თემაზე საუბარი. ჩემიძლია გითხრათ დანამდვილებით, რომ ჩვენ ერთ-ერთი ინგლისური კლუბიდან შემოთავაზება ნამდვილად გვაქვს.” ის უკვე ჩასული იყო ლონდონში, სადაც შეხვდა კენი დალგლიშს და ზემოთ აღნიშნულ თემაზე “მსუბუქად” მოილაპარაკეს. თუ დავუჯერებთ ამა, თუ იმ ჟურნალ-გაზეთებს, უკვე ხელი როგორც პელეგრინის, ასევე ჰოჯსონსაც მოწერილი უნდა ჰქონდეს. რაც სავსებით არარეალურია. თუმცა ყველა წყარო ერთ შეთანხმებამდე მივიდა, რომ ყველაფერი შემდეგ კვირაში გადაწყდება! View the full article
  13. საქართველოს პარალმენტი დამდეგი კვირიდან საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. როგორც „მედიანიუსს“ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე… ლინკი მედიანიუსზე
  14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ახალი საგადასახადო კანონმდებლობის მიღების შემდეგ დამატებითი ღირებულების გადასახადს საქართველოში არსებული უმაღლესი… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/american-conservatives.gif დენიელ ლარისონი „მაგრამ გზავნილების გაფუჭებისადმი ადმინისტრაციის მიდრეკილების მიუხედავად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ამ ქვეყნებში პოლიტიკოსების უმრავლესობამ შეწყვიტა განსაკუთრებული შფოთი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის გამო. ისინი რეალობასთან ადაპტაციას გადიან, რომელშიც ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტები მოსკოვთან საქმიან ურთიერთობებს მოითხოვს და რომელშიც ვაშინგტონი მათ განსაკუთრებული ერთგულების გამომხატველი გამონათქვამებით აღარ ანებივრებს. მათ ასევე გაიგეს ისიც, რაც გადატვირთვის მოძულეებმა ჯერ ვერ გააცნობიერეს: ვაშინგტონს და მოსკოვს არანაირი დიდი შეთანხმებები არ გაუფორმებიათ, რომლებიც შეერთებულ შტატებთან მათ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს. სინამდვილეში ადმინისტრაცია ადგილებზე მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თანაც ისე როგორც მათ სავარაუდო დამცველებს ბუშის ადმინისტრაციაში არასდროს გაუკეთებიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არანაირი ავტობუსი არ არსებობს“. სემუელ ჩარაპი მე ძალიან ვაფასებ ბატონი ჩარაპის ასეთ ანალიზს. ის ძირითადად ადასტურებს იმას, რაზეც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვსაუბრობდი. ჩარაპი მკაფიოდ აღწერს, რომ სინამდვილეში ამერიკელი მოკავშირეებისთვის არავის უღალატია და აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნავს, რომ „გადატვირთვისკენ“ მისწრაფებაში ამერიკული კომპრომისების მოცულობა ძალიან გაზვიადებულია. სინამდვილეში, თუკი ვინმე შეიძლება იყოს „გადატვირთვის“ მასშტაბებით იმედგაცრუებული ეს მოსკოვია. „გადატვირთვა“ ობამას იმ თვისების ერთ-ერთ მთავარ დადასტურებად მოჰყავთ, თითქოს ის მოკავშირეებს არ უფრთხილდება და მოწინააღმდეგეებთან დათმობებზე მიდის და ჩარაპი დამაჯერებლად გვიჩვენებს იმას, რომ კრიტიკოსები ასეთი დახასიათებისას უბრალოდ სცდებიან. ადმინისტრაცია კრიტიკის ქარ-ცეცხლში იმის გამო მოექცა, რომ ირანის სანქციებზე რუსეთის მხარდაჭერისგან შესაძლებელზე მეტს ელოდა, მაგრამ საერთო ჯამში რუსულ-ამერიკული ურთიერთობები ორი წლის წინანდელთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც ძირითადად დღევანდელი ურთიერთობების ჩამოყალიბების გზაზე ადმინისტრაციის შეთანხმებული ქმედებების შედეგია, იმ ურთიერთობების რომლებსაც წინა ადმინისტრაცია თითქოს მიზანმიმართულად ანგრევდა. იმის მტკიცება, თითქოს ობამა რუსეთის „დაშოშმინების“ სანაცვლოდ მოკავშირეებს ღალატობს, ყოველთვის უაზრობა და ტყუილი იყო, თუმცა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამგვარი ბრალდებებით გამოდიოდნენ, სინამდვილეში ხომ არასდროს ესმოდათ რის მიღწევას ცდილობდა პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთქმედებით და იმავდროულად ბევრი მათგანი რუსეთის ამოცანების შეფასებაშიც უბრალოდ სასაცილო შეცდომებს უშვებს. დღეს, როდესაც ყირგიზეთში სიტუაცია დაიძაბა, კარგია რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა ნდობის საკმარისი რესურსი შექმნეს იმისთვის, რომ ორმა სახელმწიფომ ამ ქვეყნის სამხრეთში დაწყებული ძალადობის შეზღუდვისთვის თანამშრომლობა შესძლოს. მაგრამ არსებობს იმის ორი მაგალითი, როდესაც მოკავშირე ქვეყნები კუთხეში მიაყენეს. ეს ქვეყნები არიან იაპონია და თურქეთი. იმან თუ როგორ შეხვდნენ იაპონიის ახალ მთავრობას, როდესაც მან ოკინავას ბაზებზე შეთანხმების პირობების შეცვლის მოთხოვნა დაიწყო, სერიოზულად ავნო ამერიკულ-იაპონურ ურთიერთობებს და გარკვეული დოზით პრემიერ-მინისტრ ჰატოიამას გადადგომის მიზეზიც გახდა. ვაშინგტონის რეაქცია იაპონიის ახალი დემოკრატიული პარტიის მთავრობაზე, თავიდანვე არასწორი ჩანდა, მაგრამ ის აბსოლუტურად ჩვეულებრივი რეაქცია იყო. შეერთებული შტატები მისი საკვანძო მოკავშირეების შფოთს ხშირად ეპყრობა, როგორც რაღაც არა არსებითს და გამაღიზიანებელს. თურქეთთან „სამაგალითო პარტნიორობაზე“ ბევრი საუბრის მიუხედავად, ვაშინგტონი კიდევ უფრო მოუქნელად მოიქცა, უდიერად მიუდგა რა თეირანთან მის ბირთვულ შეთანხმებას და მსუბუქი წუხილით თურქულ გემებზე თავდასხმას. ეს ორი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ აშშ-ს დემოკრატიული მოკავშირეები ამერიკისგან ოდნავ დამოუკიდებელ პოლიტიკას, ისეთს რომელიც უკეთ შეესაბამება მათი ამომრჩევლების სურვილს და ეროვნულ ინტერესებს და ორივე შემთხვევაში ვაშინგტონმა მათ სილა გააწნა და მკაფიოდ აგრძნობინა, რომ მათგან მორჩილებას ელის. ამ ქვეყნების ქმედებებში იმის დანახვის ნაცვლად, რომ ისინი ცდილობენ აშშ-ს ტვირთი შეუმსუბუქონ და გაათავისუფლონ ის მსოფლიოში ზოგიერთი ვალდებულებისგან, ადმინისტრაციამ მისი მოკავშირეების მხრიდან დამოუკიდებლობის გამოვლინებებში პრობლემა დაინახა, რომლის მოგვარებაც აუცილებელია. რა თქმა უნდა ის ქორები, რომლებიც საუბრობდნენ პოლონეთისა და საქართველოს მიმართ თითქოსდა არასწორ დამოკიდებულებაზე, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ ადმინისტრაცია არასწორად აგებს და აფუჭებს მის ურთიერთობებს ეკონომიკურად ძლიერ და სტრატეგიულად ღირებულ დემოკრატიულ მოკავშირეებთან, რადგან სწორედ ასე მოიქცეოდნენ ისინი ხელისუფლებაში თავად რომ ყოფილიყვნენ. რაც შეეხება ამ მრავალრიცხოვან ქორებს (რომლებიც აშშ-ს დიდწილად საეჭვო მიზნებს მისდევენ), მოკავშირეების შეურაცხყოფა და მათი საფუძვლიანი წუხილის იგნორირება სწორედ ის არის, რასაც ისინი ამერიკის საგარეო პოლიტიკად მიიჩნევენ. მათ რუსეთთან „გადატვირთვაზე“ ნეგატიური რეაქცია ჰქონდათ არა იმიტომ რომ ამ მოკავშირეებს რაიმე ახალი საფრთხე ექმნებათ, არამედ იმიტომ რომ „გადატვირთვაში“ დაინახეს უარი მათ მებრძოლ, უფრო კონფრონტაციულ და დამღუპველ მიდგომებზე ამერიკულ პოლიტიკაში აღმოსავლეთ-ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ. თუკი „გადატვირთვა“ წარმატებული იქნება და არ განხორციელდება მოკავშირეების უსაფრთხოების ხარჯზე, მათ უუნარო ანტი-რუსულ პოზიციას სრული დისკრედიტაცია ელის. ორიგინალი ორიგინალი
  16. დღეს პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. არჩევნებში მონაწილე ათი კანდიდატიდან ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტია „გრაჟდანსკაია პლატფორმას“ ლიდერი… ლინკი მედიანიუსზე
  17. ბელორუსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, თუ “გაზპრომი” ბელორუსს გაზის მიწოდებას 85 პროცენტით შეუმცირებს, თავის მხრივ, მინსკის ევროპაში… ლინკი მედიანიუსზე
  18. ხვალიდან 29 ივნისის ჩათვლით მეოთხე საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი „პოეზიის სამყარო _ სამყარო ომის გარეშე“ გაიმართება. პოეტურ… ლინკი მედიანიუსზე
  19. ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჟურნალისტ ანუნა ბუკიას ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმომადგენელი იქნება „ლა ვოიხდე… ლინკი მედიანიუსზე
  20. ”გაზპრომის” ხელმძღვანელის ალექსეი მილერის განცხადებით, რუსული კონცერნი მზადაა, სრულად შეისყიდოს აზერბაიჯანული გაზი. ეს განცხადება მილერმა პეტერბურგში გამართულ… ლინკი მედიანიუსზე
  21. ნიგერიაში საბერძნეთთან მარცხში მთავარ და ერთადერთ დამნაშავედ ნიგერიელ ნახევარმცველს სანი კაიტას თვლიან.ეს ფეხბურთელი უხეშობისთვის გააძევეს მოედნიდან,ახლა კი მის წინააღმდეგ გულშემატკივართა არმიაც ამხედრდა. იხილეთ fanebi.com
  22. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01461/dirk-barry_1461412c.jpg კიუტის აზრით ესპანეთი კვლავ ფავორიტად რჩება… ჰოლანდიის ერთ–ერთ მთავარ ლიდერს დირკ კიუტს კვლავ სჯერა, რომ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად რჩება, იმის მიუხედავად, რომ მან ყველასგან გასაოცრად დათმო შეხვედრა შვეიცარიასთან. ლივერპულის მეთვრამეტე ნომერი დირკ კიუიტი შესანიშნავ ფორმაში შეხვდა დანიასა და იაპონიას, ამ ორივე თამაშში ნარინჯისფერებმა იმარჯვეს, მაგრამ მიუხედავად ამისა დირკს კვლავ სჯერა, რომ ესპანეთს ფერნანდო ტორესთან ერთად კვლავ შეუძლიათ წარმატების მიღწევა. კიუიტი აგრეთვე ესაუბრა ფერნანდოსა და პეპეს ესპანეთის თამაშის დამთავრების შემდგომ: „მე ვესაუბრე მათ შევეიცარიასთან მატჩის შემდგომ, იმიტომ რომ ვხვდები რომ ეს ყველაფერი მათთვის დიდი შოკი იყო, მაგრამ ეხლა ისინი სწორ გზას ადგანან.“ „ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაშიც არ იმყოფებიან ჯგუფში, ხოლო ჩემთვის ისინი კვლავ ფავორიტებად რჩებიან.“ წყარო: Liverpoolfc.tv View the full article
  23. 25 ივნისს გაგრა-ადლერის ელექტრომატარებელის მოძრაობა გაიხსნება. გზის 28-კილომეტრიან მონაკვეთს ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის ბრიგადები არემონტებს. გავრცელებული ინფორმაციით, 6-8… ლინკი მედიანიუსზე
  24. თბილისის ზღვააზე დაახლეობით 65 წლამდე ასაკის მამაკაცის გვამი იპოვეს. როგორც „მედიანიუსს“ თბილი სსი მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში … ლინკი მედიანიუსზე
  25. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში მოსახლეობის ბუნებრივი მატების ყველაზე დაბალი დონე უკრაინაშია. უკრაინის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2010 წლის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...