Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.footie.co.za/blog/wp-content/uploads/2009/11/martin-skrtel_vs-man-city.jpg ლივერპულის 25 წლის ფეხბურთელმა ინტერვიუში ბენიტესის წასვლის შესახებ ისაუბრა…ლივერპულის ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთ–ერთ ინტერვიუში საკუთარი აზრი გამოთქვა ესპანელი სპეციალისტის წასვლის შესახებ. მისი აზრით, ის კარგად მოიქცა და საჭირო დროს დატოვა ლივერპული: ” მე ვნახე რაფა კლუბიდან წასვლის წინ და ორიოდე გამოსამშვიდობებელი სიტყვაც კი ვუთხარი მას: მადლობთ ყველაფრისთვის და წარმატებები! – ეს იყო ჩემი ბოლო სიტყვები მის მიმართ. ფაქტია, კლუბი საჭიროებს ბევრ ცვლილებას და სიახლეს. ფეხბურთელები ვერაფერს გავაკეთებთ და ვერაფერს შევცვლით. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ახალ მწვრთნელს და გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში.” წყარო: tribalfootball.com View the full article
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/biznesi-150x150.jpgსაქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დღეს საქარტველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური მაჩვენებელბის შესახებ მოისმინა. შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით მოეწყო. “შერატონში” გამართულ შეხვედრას თავისუფალი უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძეც ესწრებოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/bizne.jpg itvს ლინკი
  3. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/beselia4-150x150.jpgმოძრაობის “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერი ეკა ბესელია შეხვედრებს ევროპის უფლებადამცველ ორგანიზაციებთან გამართავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/beselia5.jpg itvს ლინკი
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/police-150x150.jpgვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების ფაქტზე, მერაბ და კახაბერ ტიტანიძეები დააკავეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/policiaa.jpg itvს ლინკი
  5. http://football-talk.co.uk/wp-content/uploads/2010/06/benficavliverpool_366818.jpgსტივენ ჯერარდმა ესპანურ პრესას განუცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი “რეალ მადრიდისა”, მაგრამ ჯერ ამ თემაზე ფიქრსაც და ლაპარაკსაც ერიდება. … პირველ რიგში მსოფლიო თასი და შემდეგ კლუბური კარიერა – სწორედ ამ ფიქრებითაა შებყრობილი “ლივერპულის” კაპიტანი. ალჟირთან ფრეს შემდეგ, სტივი ორიოდე სიტყვით გაესაუბრა ესპანელ ჟურნალისტს: “შესაძლებელია, მე შემდეგ სეზონში “მადრიდის რეალში” აღმოვჩნდე. თუ მე დავთანხმდები შემოტავაზებას, დამინახავთ “მადრიდის” რიგებში. მეტის არაფრის თქმა შემიძლია. მე მხოლოდ ვკონცენტრირებ მსოფლიო თასზე.” როგორც ცნობილია, მისი ფასი ახლა 30 მილიონი ევროა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მუნდიალის დასრულებას, რის შემდეგ ტრანსფერების ციებ-ცხელება დაიწყება და ყველაფერს ჩვენი თვალით, ოფიციალურად ვანხავთ. წყარო: football-talk.co.uk http://b.pix.ge/l/1lufy.jpg View the full article
  6. განადგურებულია კურორტების- შოვისა და ტურბაზის– 50%, აცხადებს ონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ბურდილაძე. იმ შემთხვევაში, თუ კურორტ შოვთან მდებარე სოფელ გლოლაში ღვარცოფული ნაკადი კიდევ დაიძვრება, შეიძლება კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანოს. მთიდან ჩამოსულმა ე. წ. გლაცეოლოგიურმა ღვარცოფმა, რომელიც წარმოადგენს ნაშალი ქანების, თოვლისა და ყინულის ნაკადს, მდინარე ბდღვიორას კალაპოტი უკვე მთლიანად ამოავსო და სოფლის თავზე გროვდება. ”10-მეტრიანი კალაპოტი უკვე სავსეა, ემატება და ემატება, ცოტაც და წამოვა სოფლისკენ. ახლა ჭრიან ხეებს, ნაპირების გასამგრებლად. მთელი ტექნიკა მობილიზებულია, მაგრამ ტლაპოში ეფლობა და ვერ ინძრევა”, - ამბობს ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიან გობეჯიშვილი. სპეციალისტები გარემოს ეროვნული სააგენტოდან დღეს წავიდნენ რაჭაში, რათა გაარკვიონ, თუ მდინარის მართვა როგორ მოხდება. ამჟამად მდინარე ბდღვიორას კალაპოტის გასამაგრებლად ხეებს ჭრიან, თუმცა ეს არ ხდება უკონტროლოდ - გობეჯიშვილის თქმით, ადგილობრივი ტყის მცველები აკონტროლებენ, რომ მისი მასობრივირი გაჩეხვა არ მოხდეს და მხოლოდ გამოიხშიროს. მდინარე ბდღვიორა წვიმების შედეგად გუშინ ადიდდა და კურორტ შოვთან დამაკავშირებელი ხიდი დაანგრია, რითაც შოვი გარე სამყაროს მოწყვიტა. ადიდებულმა მდინარემ 17 კოტეჯი წაიღო და ორი სახლი დატბორა. ზარალი ჯერ კიდევ არ არის დათვილილი. შოვის სანატორიუმის დირექტორის, გელა გუტაშვილის განცხადებით, კურორტ შოვს ამჟამად საფრთხე აღარ უმუქრება. ”ადამიანები არ დაშავებულან, მათი ევაკუაცია დროზე მოხდა. ახლა ისინი მეზობლებთან, უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან”, - ამბობს გობეჯიშვილი. შოვში საკურორტო სეზონი 15 ივნისს დაიწყო. ამ დროისთვის შოვში 35 დამსვენებელი იმყოფება. ამჟამად ისინი მდინარე ბდღვიორას მეორე მხარეს იმყოფებიან. ღვარცოფმა იმ მოსახლეობის ნათესები გააფუჭა, რომელიც მდინარე ბდღვიორას ახლოს ცხოვრობს. ასევე ადიდდა უწერის ახლოს ჩამდინარე მდინარეებიც. ”უკვე წლებია, რაც მდინარე მუშვანი წვიმების დროს დიდდება და არა მხოლოდ გზები მიაქვს, არამედ ეზოებშიც შედის და გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. იმისათვის, რომ სოფელ უწერის მოსახლეობა არ გახდეს ეკომიგრანტი, საჭიროა გატარდეს ღონისძიებები”,- ამბობს ზაზა ბოჭორიშვილი, CENN-ის წარმომადგენელი რაჭაში. გლაცეოლოგიური ღვარცოფი შოდას მთის მასივიდან მოდის. მასივი პირამიდისებური დაკბილული ფორმისაა, ძალიან ციცაბო კალთებით. აქედან სათავეს იღებენ პატარა მდინარეები (ბდღვიორა, გიჟეშურა, გადარეულა, ნოწარულა), რომლებსაც ძლიერი წვიმების პერიოდში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნაშალი მასა გამოაქვთ (რამდენჯერმე ამ მასამ მდინარე რიონის დინებაც კი ჩაკეტა და ქვედა დინებაში სერიოზული კატასტროფა გამოიწვია. ნაშალს მუდმივი თოვლის საზღვარს ზემოთ არსებული ან ქვემო ნაწილში შემორჩენილი თოვლისა და ყინულის მასაც მოჰყვება. /get_img?NrArticle=1772&NrImage=5 სტიქია რაჭაში.20 ივნისი,ნოდარ ბურდილაძის ფოტო /get_img?NrArticle=1772&NrImage=1 სტიქია რაჭაში. ნოდარ ბურდილაძის ფოტო /get_img?NrArticle=1772&NrImage=2 სტიქია რაჭაში.20 ივნისი,ნოდარ ბურდილაძის ფოტო სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. http://gerardacin.files.wordpress.com/2009/05/pique2.jpg კატალონიის ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელი ჟერარდ პიკე დარწმუნებულია, რომ ფერნანდო ტორესი ადრე თუ გვიან დაუბრუნდება მშობლიურ მხარეში. ვფიქრობ, ყველას თუ არა, უმეტესობას მაინც უნდა გახსოვდეთ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი და ესპანეთის ნაკრების ტრიუმფი. Euro 2008–მ და “უძლეველმა არმადამ” ევროპას ახალი “კოზირი” უჩვენა ფერნანდო ტორესისა და დევიდ ვილას სახით. დუეტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალევე მათით ევროპის გრანდები დაინტერესდნენ. ბარსელონა კი ამ კლუბებს შორის ერთ–ერთი აღმოჩნდა. კატალონიელებმა ამ საქმის 50% კარგად შეასრულეს – ვალენსიას დევიდ ვილა მაინც წაართვეს. ახლა კი, მათი ახალი სამიზნე ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ფერნანდო ტორესია. ბარსას ფეხბურთელმა, ჟერარდ პიკემ ერთ–ერთ ინტერვიუში თანაგუნდელის დასახასიათებლად თბილი სიტყვები არ დაიშურა: ” ფერნანდო და დევიდი ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს ნაკრებს სჭირდება.” “მსოფლიოს 2 მაღალი დონის ფეხბურთელი” – ამ სიტყვებით მოიხსენია პიკემ დუეტი. მას სურს ტორესმა ბარსას შეთავაზება მიიღოს და ვილას გვერდით ითამაშოს: ” ორივე მათგანმა კარგად იცის თუ რა უნდა გააკეთონ სტადიონზე. როდესაც გუნდში ასეთი 2 ბრწყინვალე გყავს, იქმნება დუეტი, რომლის შეჩერებაც ძალიან რთულია. მახსოვს, 3 წლის წინ ფერნანდომ მოირგო ლივერპულის მაისური და მაშინვე კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები. ყველანაირად ცდილობდა კლუბისთვის მაქსიმალურად დახარჯულიყო. ამას აკეთებდა კიდეც – გაჰქონდა გოლები. ნამდვილად არ ვიცი რა ვთქვა არსენალის კაპიტნის და ჩემი თანაგუნდელის ფრანსესკ ფაბრეგასის შესახებ. შესაძლოა აირჩიოს კიდეც ბარსა. ერთი რამ კი დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, შესაძლოა წელს არა, მაგრამ ადრე თუ გვიან, “ელ ნინიო” აუცილებლად დაბრუნდება მშობლიურ ესპანეთსი და ბარსაში განაგრძობს კარიერას.” წყარო: football365.com View the full article
  8. აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო დონორებმა დევნილთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფისათვის ჯამში 74, 5 მილიონი ევრო გამოყვეს. საქართველოს მთავრობის მხრიდან პერიოდულად ირიცხებოდა თანხები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფოს მხრიდან. ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი საბუთები მთელ რიგ შემთხვევებში იყო დეფექტური და შეუსაბამო. 2008 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე საქართველომ 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიღო. აქედან ნაწილი — 74,5 მილიონი ევრო — მოხმარდა დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცასა და ახალი სახლების აშენებას. საქართველოს სახელმწიფომ გრანტი მიიღო ევროგაერთიანებისგან, GTZ-სგან (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო), KFW-სგან (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი) და TIKA-სგან (თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო). GTZ-სა და TIKA-ს მიერ გამოყოფილი გრანტები განკარგული იყო თავად ამ დონორებიის მიერ. ამიტომ საიას კვლევის სამიზნე ჯგუფი ევროგაერთიანება და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი იყო. პირველმა საქართველოს 60 მილიონი და მეორემ 6 მილიონი ევრო გამოუყო. სულ დონორებისგან მიღებულმა თანხამ, რომელიც ბიუჯეტში აისახა, დახლოებით 180 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში საქართველოს მთავრობამ, იძულებით გადადგილებული პირების საცხოვრებელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, 199 მილიონი ლარი გამოყო. საიას თავჯდომარე, თამარ ხიდაშელი განმარტავს, რომ ოფიციალური დოკუმენტების მოპოვება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ადვილი არ იყო. ,,ხშირად გვიწევდა ადმინისტრაციული საჩივრების დაწერა და სასამართლოში წასვლაც კი, რომ ინფორმაცია მიგვეღო. მუნიციპალური განვითარების ფონდი ყველაზე გამჭვირვალე აღმოჩნდა. ხოლო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაგან ინფორმაციის მიღება საერთოდ ვერ მოვახერხეთ'', - განმარტავს ხიდაშელი. დონორთა გრანტების განკარგვა ორი გზით ხდებოდა, - ტენდერებითა და ერთ პირთან მოლაპარაკებით. ტენდერების გზით სახსრების ნაწილი –105 მილიონი ლარი– დაიხარჯა. სახელმწიფომ 85 პოზიციაზე გამოაცხადა ტენდერი. მონაწილე 101 სამშენებლო კომპანიიდან სახელმწიფო დაკვეთა 26-მა კომპანიამ მიიღო. გამოვლინდა ტენდერებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი - ცვლილებებები სახელწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. ,,როდესაც კომპანიასთან ფორმდება სახელწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, ეს არის დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გამოვლინდა პრობლემები. საიას ექსპერტი, ალექსი ჩიკვაიძე ამბობს, რომ ისეთი კონტრაქტი, რომელშიც კანონით ახლად აღმოჩენილი ცვლილებები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. მთელ რიგ შემთხვევებში საკონტრაქტო პირობები იცვლებოდა''. 26 –დან 23 შემთხვევაში საკონტრაქტო ფასის ზრდა არის დაფიქსირებული. სახელწიფო კონტრაქტს უფორმებდა იმ კომპანიას, რომლიც სატენდერო პირობების შესრულებას ყველაზე დაბალი თანხით შეძლებდა. შემდეგ კი კომპანია თანხის გაზრდას ითხოვდა, თანხის ზრდა დაფიქსირდა 50-60-70%-ითაც კი, რასაც სახელწიფო თანხმდებოდა. მაგალითად, თუ კომპანიაის კედლიდან ნალესის ჩამოყრის განფასება იყო 0.10 ლარი, კონტრაქტის შეცვლის შემდეგ ეს თანხა იზრდებოდა 0,40-0,50 თეთრამდე. 26 კომპანიისაგან, რომელიც ტენდერში მონაწლეობდა, უპირატესობა ორმა კომპანიამ, - ,,ნიუ ენერჯიმ'' და ,,ბკოკ ჯორჯია'მ', - მიიღო. ,,ნიუ ენერჯიმ'' 15, ხოლო ,,ბლოკ ჯორჯიამ'' 19 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო. საერთო ჯამში ტენდერების 34 პოზიციაში ამ კომპანიებმა გაიმარჯვეს, რაც ტენდერების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარს წარმოადგენს. ჯამში ამ ორმა კომპანიამ სახელმწიფოსაგან დაახლოებით 37,5 მილიონი ლარი მიიღო. , საიას ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ კომპანიების შეჯიბრება ხდებოდა მხოლოდ ერთადერთი პრინციპით, მათ მიერ წარმოდგენილი ფასით, ხოლო სხვა რესურსები, როგორებიცაა გამოცდილება და სამუშაოებისათვის საჭირო ბაზა, უგულებელყოფილი იყო. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვები უხარისხოდ და ზერელედ იქნა მომზადებული. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმეტაცია იყო ხარვეზიანი და არასრულფასოვანი. ერთ პირთან მოლაპარაკებებისათვის მუნიციპალურ განვითარების ფონდს გამოეყო 42 მილიონი ლარი, თუმცა, მის მიერ ათვისებულ იქნა 41 600 000 ლარი. ძირითადი თანხა აქედან დაიხარჯა დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე, წყალმომარაგების სისტემის გამართვასა და გზების რეაბილიტაციაზე. საიას იურისტი, თამარ კორძაია ამბობს, რომ, 16-დან 14 შემთხვევაში, ხელშეკრულებების ფასები გაიზარდა კონტრაქტის დადების შემდეგ. ასევე კორძაია აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების ვადების გადაწევა ხდებოდა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ხელშეკრულებები ითვალისწინებდა შემდგომი დეფექტების აღმოფხვრასაც, რაც იურისტების განმარტებით, არ მომხდარა. კონტროლის პალატის დასკვნაში წერია: ,,ყველა დეფექტი აღმოფხვრილია, კედლების, ჭერისა და იატაკის შეკეთების სამუშაოების გარდა''. თამარ კორძაია ამბობს, რომ მათ დევნილთა დასახლებები მოინახულეს და ძირითადი პრობლემა საცხოვრებელ სახლებში სწორედ ესაა. ამიტომ საიას უჭირს იმის განსაზღვრა, სხვა რა პრობლემების აღმოფხვრაზეა საუბარი კონტროლის პალატის დასკვნაში. ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას საინჟინრო გეოლოგიული კვლევები წარმოადგენს. ასეთი კვლევა განხორციელდა მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. კორძაია ამბობს, რომ კვლევების დასკვნები გათვალისწინებული არ იყო. ,,ერთ-ერთ კვლევაში წერია, რომ სოფლებში: ბერბუქში, სკრაში, მოხისში წყალუხვობის პრობლემებია. ეს ადგილები ძალიან ნესტიანი და წყლიანია, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. დღეს იმ ხალხის სახლებში, ვინც იქ ცხოვრობს ამოდის ბალახი. აქედან ჩანს, რომ გეოლოგიური კვლევები არ იქნა გათვალისწინებული და არავითარი ზომები არ იქნა მიღებული პრობლემების აღმოსაფხვრელად'', - განმარტავს კორძაია. ანგარიშში წერია, რომ დევნილებისათვის საცხოვრებელი პირობების მოწყობისა და გასაუმჯობესებლად დიდი თანხები განიკარგა, თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს განკარგვა არაეფექტური იყო. ,,ის სამუშაოები,რაც სახელმწიფომ გასწია, ფაქტია, რომ არაეფექტური იყო. ამიტომ იგივე პრობლემებზე ყურადღების გამახვილება სახელმწიფოს კვლავ მოუწევს'', - ამბობს კორძაია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში'' მოაწყო. კვლევაზე ისინი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, მიმდინარე წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე საქართველოს ბიზნესასოციაციამ შეხვედრა გამართა.… ლინკი მედიანიუსზე
  10. საქართველოს კონსერვატიული პარტია შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებისგან 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ… ლინკი მედიანიუსზე
  11. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის „ერუდიტი 2010“ ფინალისტები დღეს აფხაზეთის მთავრობაში მიიღო და მათ… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/leiboristeb1-150x150.jpg,,ლეიბორისტების” შიში თუ რჩევა რომელიც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ უნდა გაითვალისწინოს. შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტისთვის უფლებების შეზღუდვას მოითხოვს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/leiboristebi2.jpg itvს ლინკი
  13. http://static.guim.co.uk/sys-images/Guardian/Pix/pictures/2008/12/10/1228914751450/Ryan-Babel-001.jpg Sky Sports – ის ცნობით ინგლისური ”ბირმინგემი” კვლავ ცდილობს გუნდში ლივერპულის ფეხბურთელი რაიან ბაბელი მიიყვანოს… ”ლურჯებს” ზამთრის სატრანსფერი ფანჯრის დროსაც სურდათ ბაბელი, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ”ბირმინგემის” მთავარ მწვრთნელს ალექს მაკლიშს დიდი ხანია სურს უიგანის თავმდამსხმელის შარლზ ნ’ზოგბიას შეძენა, მისი შეძენის იმედები მათ გადაეწურათ და ახლა ჰოლანდიელის ყიდვა სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი. 23 წლის რაიანის მომავალი ”ენფილდზე” საეჭვოდ გამოიყურება და თუ ბირმინგემი შესთავაზებს საჭირო თანხას ”ლივერპულს” ალბათ ”წითლების” ბოსები წინააღმდეგობას არ გაუწევენ მათ და ტრანსფერიც შედგება. წყარო: Premiership.ru View the full article
  14. შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ–ბინაში ეს წუთია დასრულდა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა. გაირკვა ქართული გუნდების მეტოქეებიც. წილისყრის შედეგებს გაეცანით ჩვენს საიტზე იხილეთ fanebi.com
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/newsweek.jpg ოუენ მეთიუსი ვაშინგტონის გადატვირთვას მოსკოვთან ერთი აშკარა მსხვერპლი ყავს: საქართველო. აშშ დაჟინებით ამტკიცებს, რომ ის კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ვაშინგტონმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია ”აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად” იმ ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში, რომელიც მშვიდობიანი ატომის სფეროში თანამშრომლობას ეხება და რომელიც თავდაპირველად 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ განიხილებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შესძლო მეამბოხე რეგიონების დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება მოპოვება, აშშ-ს მზარდი სიახლოვე მოსკოვთან რეალურად ბეჭედს ასვამს საქართველოს დანაწევრებას. რუსეთი, როგორც ჩანს, ამას ასეც აღიქვამს: საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამას წინათ დუმას განუცხადა, რომ 2009 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ”აშშ-ს წარსული პოლიტიკის რელიქტია”. ნატოც მოსკოვის მიმართ დათბა და თბილისთან გაცივდა. ნატო-საქართველოს კომისიას, რომელიც 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა, არ დაუწესებია გაწევრიანების ის მიზნები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს კი იმის ცხადი ნიშანია, რომ ალიანსი არ ჩქარობს საქართველოს გაწევრიანებაზე ლაპარაკს. უფრო მეტიც, საფრანგეთი რუსეთისთვის თავისი იმ საბრძოლო გემების მიყიდვას ასრულებს, რომლებსაც რუსეთი აფხაზეთის დასაცავად გამოყენებას აპირებს. ისეთი ძველი მეგობრებიც კი, როგორიც არიან პოლონეთი და ბალტიისპირეთი, რომლებიც ერთ დროს ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ხმამაღლა ყვიროდნენ, ახლა, როგორც ჩანს, ვაშინგტონის უკუსვლამ ნატოს ექსპანსიასთან და სარაკეტო ფართან დაკავშირებით, ამ მოვალეობისგან გაათავისუფლა. საბოლოოდ, ეს თბილისს იზოლაციაში ტოვებს. ძველი მეგობრები, რომლებიც ერთ დროს საქართველოს მტრის საზღვართან სტრატეგიულ თავდაცვით ადგილად განიხილავდნენ, ახლა მას უფრო ხელისშემშლელად აღიქვამენ – ისინი მოსკოვს უგზავნიან სიგნალს იმისას, რომ დიპლომატიური გარიგებები ურჩევნიათ რუსეთის სამეზობლოში კონფლიქტებში გახვევას. ორიგინალი ორიგინალი
  16. თავისუფალი უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლებისათვის დამატებითი ღირებულების გადასახადის დაკისრება სწავლის გადასახადს… ლინკი მედიანიუსზე
  17. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია 22 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...