planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01517/roy_hodgson_1517749c.jpg“ლივერპულის” მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი როი ჰოჯსონი არჩევანის წინაშე დგას. ინგლისის ნაკრებმა საკმაოდ ცუდად დაიწყო ასპარეზობა, თუ ისინი ვერ გავლენ ჯგუფური ეტაპიდან, კაპელოს შეცვლას სწორედ მისით აპირებენ. … რა უნდა იყოს მწვრთნელისთვის იმაზე სასიამოვნო, რომ უხელმძღვანელოს თავის ეროვნულ ნაკრებს. ალბათ შედარებაც კი არ შეიძლება ჰოჯსონის სურვილისა ნაკრებსა და “ლივერპულს” მიმართ მისწრაფებისა. ამჟამინდელი “ფულემის” მთავარი მწვრთნელი მიემგზავრება სამხრეთ აფრიკაში მატჩების ანალიტიკოსად “BBC-ის” ტელევიზიაში. აქ კი კარგად გადაწყვეტს, თუ სად გააგრძელებს კარიერას, რის შემდეგაც ოფიციალურ სახელს მისცემენ … წყარო: Daily Mail – liverpoolfc.ru P.S. ერთი საინტერესო კომენტარი წავიკითხე რუსულ საიტზე: “ОЙ, ну сколько счастья навалилось на бедного Ходжсона! Из Золушки в принцессу превращяется, какбы случай с ТЫКВОЙ не сработал… ““რამხელა ბედნიერება ეწვია ჰოჯსონს, “ზოლუშკადან პრინცესად იქცა, თითქოს გოგრამ არ იმუშავა… “ View the full article
-
View the full article
-
გაზიარება [09:45 22-06-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCBOF70ngDI/AAAAAAAAD04/OKSbsGMcAFk/s200/sapatriarqo+(1).pngსაპატრიარქოს ტევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს ტელევიზიამ განცხადება გაავრცელა.“ერთსულოვნება” შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ტელე-რადიოკომპანია “ევრიკის” სიხშირეზე მაუწყებლობს. 21 ივნისს, 11.00 საათზე “ევრიკამ” საპატრიარქოს ტელევიზიის მაუწყებლობა გათიშა. ტელეეთერის გათიშვის შემდეგ “ერთსულოვნების” ოფისში მაყურებელთა სატელეფონო ზარები არ წყდება. ისინი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. გვსურს, განვაცხადოთ, რომ მიუხედავად მცირე ბიუჯეტისა, “ერთსულოვნებას” “ევრიკის” დავალიანების ნაწილი გადახდილი აქვს. ვწუხვართ, რომ ტელერადიოკომპანია “ევრიკის” ხელმძღვანელობამ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება საპატრიარქო ტელევიზია “ერთსულოვნებისთვის” დამოუკიდებელი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფა, რისი სიტყვიერი პირობა უკვე გვაქვს. ეს ფუნქციონირებას საგრძნობლად გაგვიადვილებს, მსგავს პრობლემებს თავიდან აგვაცილებს და შესაძლებლობას მოგვცემს, ტელე-რადიოკომპანია “ევრიკის” ან სხვა რომელიმე კომპანიის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულნი აღარ ვიყოთ”, – ნათქვამია “ერთსულოვნების” განცხადებაში. gtn.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
გაზიარება [09:39 22-06-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCBMqdZHWzI/AAAAAAAAD0w/rbsexbkLiy4/s200/rusi+uflebadamcvelebi.gifარასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პილიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის" ოფისში, დღეს 14 საათზე რუსეთიდან ჩამოსული უფლებადამცველები პრესკონფერებიას გამართავენ. როგორც "ჯეოტოპნიუსს" არასამთავრობო ორგანიიზაციიდან აცნობეს, რუსი უფლებადამცველები პრესკონფერენციაზე, საქართველოს სასამართლო პროცესების დარღვევებზე და საქართველოში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: რუსთაველის # 14 gtn.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain6.jpg გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრის რამდენიმე საინტერესო ფოტოს… http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain3.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain4.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain1.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain5.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain8.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain6.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain7.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain9.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain12.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain13.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain11.jpg View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/pr-media.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პილიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ოფისში, დღეს 14 საათზე რუსეთიდან ჩამოსული უფლებადამცველები პრესკონფერებიას გამართავენ. როგორც “ჯეოტოპნიუსს” არასამთავრობო ორგანიიზაციიდან აცნობეს, რუსი უფლებადამცველები პრესკონფერენციაზე, საქართველოს სასამართლო პროცესების დარღვევებზე და საქართველოში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: რუსთაველის # 14 Share View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/12/cristian.gif სარედაქციო წერილი დროა (და შესაძლოა უკვე დიდი ხანია, რაც დროა) ნატო საუკუნის ახალი საფრთხეების (ტერორიზმით დაწყებული, კიბერომებით დასრულებული) შესაბამისად გადაეწყოს. მაგრამ ბიუჯეტის შემცირება, ავღანეთის რთული ომი და ვალებთან დაკავშირებული პრობლემები ამ მოწოდებებს კეთილ სურვილებად აქცევს. ნატო წლობით აგვიანებს საკუთარი მიზნების კარდინალურ გადახედვას. ტრანსატლანტიკურმა სამხედრო ბლოკმა სარკეში ბოლოს 1999 წელს ჩაიხედა ანუ 9 სექტემბრის მოვლენებამდე, კიბერშეტევების გახშირებამდე, იქამდე, ვიდრე რუსეთი, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, დემოკრატიული გზიდან გადაუხვევდა. დღეს, 1949 წელს საკუთარი წევრების საბჭოთა ქვეყნების ბლოკის თავდასხმისგან დაცვის მიზნით დაფუძნებული ალიანსი, როგორც იქნა მიუახლოვდა იმას, რომ ახალი „სტრატეგიული კონცეფციის“ მონახაზი გააკეთოს – მისი ახალი „პირადობის მოწმობა“. ძალიან დიდი დრო ხომ არ დასჭირდა ამისთვის? დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბლოკის 28–ვე წევრმა, კანადიდან თურქეთამდე, დაიწყეს იმ რეკომენდაციების გადახედვა, რომლებიც ნატოს გეოგრაფიული საზღვრების მიღმა (ავღანეთი, სადაც ალიანსის ყველა წევრი ჩართულია) ჯარების განთავსებას უჭერდა მხარს – ამ ომმა ბნელ ფაზაში შეაბიჯა. მარჯაში შეტევითი ოპერაცია ისე წარმატებულად არ ვითარდება, როგორც ვიმედოვნებდით, კანდაგარის ოპერაცია ჭიანურდება, საბრძოლო მოქმედებათა საზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად დანაკარგები იზარდება. აშშ–ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ავღანური არმიის გაწრთვნისთვის ნატოს 450 ინსტრუქტორი ვერა და ვერ იპოვა. აშშ–ს გენერალი სტენლი მაკკრისტალი ისევ იმაზე ფიქრობს, როგორ ჩაანაცვლოს კანადური და ჰოლანდიური სამხედრო ფორმირებები, რომლებმაც ავღანეთი ამ ზაფხულში დატოვეს. პასუხისმგებლობის ზონის მიღმა სამშვიდობო ოპერაციების წარმოება ძვირი ჯდება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე საბრძოლო ტექნიკის და მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თანაც ვალების ტალღა, რომელიც აშშ–ს და ევროპის სახელმწიფოებს აწევს, აქამდეც აღწევს და მთავრობებს ბიუჯეტის შეკვეცას აიძულებს. სამხედრო ხარჯების მიმართ სიძუნწით ცნობილ ევროპაში, თავდაცვა თავს დათხოვნის ზღვარზე გრძნობს. წამყვანი ბრიტანელი ანალიტიკოსი გამოვიდა წინადადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები 20%–ით შემცირდეს, მათ შორის საჰაერო და საზღვაო ფლოტი – და ეს ხდება დიდ ბრიტანეთში, სადაც თავდაცვაში ინვესტიციას ძალიან სერიოზულად უდგებიან. შეკვეცილი ბიუჯეტი – შესანიშნავი მიზეზია ნატოს რეფორმისთვის, მისი ასობით კომიტეტის და გაბერილი აპარატის შესამცირებლად, სადაც ფუნქციები დუბლირებულია, – მაგრამ არა არმიის შემადგენლობისა და მისი აღჭურვის შემცირებისთვის. ამ დროს კი პოლიტიკური კინკლაობა ბლოკის შიგნით და მის წევრ ქვეყნებს შორის ფართოვდება, რასაც ეკონომიკური კრიზისი აძლიერებს. ევროპაში ბოლოდროინდელი (ბოლო ათი წელი) განხეთქილება დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის (ახალი დემოკრატიები ძველების წინააღმდეგ) ღრმავდება განხეთქილებით ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის (მდიდარი დემოკრატიები ღარიბების, ვალებში ჩაფლულების წინააღმდეგ). გერმანულ–ფრანგული ღერძი ირყევა, რომელიც ევროპული პოლიტიკისთვის მიმართულების მიმცემია. გერმანიის კოალიციური მთავრობა ბიუჯეტის შეკვეცაზე საერთო აზრამდე ვერაფრით მივიდა. პატარა ბელგიას ენობრივი და ეკონომიკური სხვაობები ტანჯავს. ისეთ დროს, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ქვეყნები მიდრეკილები არიან საკუთარი საშინაო პრობლემებით დაკავდნენ, და არა საგარეოთი. ობამამაც კი განაცხადა, რომ იმისთვის რომ გარეთ ძლიერი იყოს, ერი ძლიერი უნდა იყოს საკუთარ სახლში. მაგრამ ნატოს მისიის და მისი ვალდებულებების გადაფასების დრო სწორედ ახლა დადგა. საგარეო საფრთხეები არ იცდის. ეს მკაფიოდ განმარტა ნატოს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც აშშ–ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ხელმძღვანელობდა. ჯგუფმა სტრატეგიული კონცეფციისთვის საკუთარი რეკომენდაციები 17 მაისს გამოაქვეყნა. ახლა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ეს რეკომენდაციები შავად უნდა გადაწეროს, ლისაბონში, ნოემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე წარსადგენად. ამ რეკომენდაციებში გაოცებს ის, თუ როგორ გეცნობა ისინი. ძირითადი მიზანი ნატოს შექმნის დღიდან უცვლელი რჩება – ბლოკის დემოკრატიული წევრი სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების გარანტირება. მაგრამ საფრთხე შეიცვალა და ეს საბჭოთა კავშირი აღარ არის მის მოკავშირეებთან ერთად, არამედ უამრავი არაპროგნოზირებადი და განუსაზღვრელი საფრთხე: ტეორირიზმი, კიბერშეტევები, შეფერხებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსებით (როგორც საზღვაო მარშრუტებით, ასევე მილსადენებით) მომარაგებაში, ირანი, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს. თუმცა ამ „ახალმა“ საფრთხეებმა სიახლე დაკარგა. სინამდვილეში, ნატო მათ მთელი ძალით ებრძვის, თუმცა ერთბაშად ყველაფერთან გამკლავება არ შეუძლია. ნატოს ინსტრუქტორები ერაყში გაემგზავრნენ, ნატოს ჯარები – ავღანეთში, ნატოს ხომალდები აფრიკის რქასთან პატრულირებენ და პირატობას ებრძვიან. „ექსპერტების“ ჯგუფი პრობლემების კლასიფიკაციას გონივრულად ახდენს, გვთავაზობს რა მათი გადაწყვეტის სპეციფიკურ გზებს: სარაკეტო ფარი ირანის ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად; ევროპაში ბირთვული იარაღის შენარჩუნება, რადგან ის მაინც მთელ მსოფლიოშია; იმის აღიარება, რომ საფრთხეები შეიძლება წამოვიდეს ნატოს საზღვრებისგან ძალიან მოშორებული ადგილებიდან და რომ ალიანსმა მათზე სწრაფი რეგირება უნდა შეძლოს, უნდა გააჩნდეს საკუთარი ძალების შორეულ საზღვრებთან სწრაფად განთავსების უნარი. იმავდროულად, ჯგუფი გვთავაზობს ვალდებულებების შეზღუდვას, აღიარებს რა, რომ ნატო – მხოლოდ რეგიონალური ბლოკია და მსოფლიოში ყველა პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლია. შეიძლება იფიქრო, რომ ბლოკის წევრებისთვის 61 წლის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნებით, ასევე 21–ე საუკუნის საფრთხეების ერთობლივი აღიარებით, შესაძლებელი გახდება წევრი–ქვეყნების მარტივად დარწმუნება ნატოს განახლების აუცილებლობაში. სახელმწიფოთა მეთაურებისთვის, შესაძლოა ეს ასეც არის. მაგრამ საზოგადოება – სხვა საქმეა, და რეალური პრობლემები სწორედ აქ იმალება. ათწლეულების წარმატება თვითდაჯერებულობას აჩენს. ეკონომიკური კრიზისი შეშფოთებას ნიშნავს. ავღანეთი, რომელშიც ნატო უიმედოდ გაება, ალიანსს საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ტოვებს. ახალი სტრატეგიული კონცეფცია ალიანსის წევრებისთვის შესაძლებლობაა შეახსენონ საკუთარ მოქალაქეებს ნატოს წვლილის შესახებ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. თუკი ისინი ამ გზავნილს საზოგადოებამდე ვერ მიიტანენ, არ არის გამორიცხული, რომ საშინაო საფრთხე, ნებისმიერ საგარეო საფრთხეზე საშიში აღმოჩნდება. ორიგინალი ორიგინალი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/download.pngეროსი კიწმარიშვილი “რუსთავის2″ –ის დაბრუნებას გეგმავს. როგორც კიწმარიშვილმა დღეს, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა, მას მიუნხენში შეხვედრა ირაკლი ოქრუაშვილთან და ქიბარ ხალვაშთან ჰქონდა. ”ირაკლი ოქრუაშვილს სუბარი-გაჩეჩილაძის “ქართულ იდეაზე” ვესაუბრე. ამ შეხვედრას გაჩეჩილაძე და ნოღაიდელიც ესწრებოდნენ. “რუსთავი 2″-ის საკითხზე კი მიუნხენში ქიბარ ხალვაშსაც შევხვდი. მასთან შეხვედრის მიზანი ”რუსთავი 2″-ის კანონიერი მესაკუთრეებისათვის დაბრუნება იყო. ჩვენ სამართლებრივი დავა გვაქვს. მე ხალვაშის, ხალვაშს კი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს სარჩელი შეტანილი. ხალვაში მისი დაკარგული უფლებების აღდგენას და ბიზნესის დაბრუნებას ითხოვს~,-განაცხადა კიწმარიშვილმა. Share View the full article
-
Toyota მიკროკატ (03.2010/ENG) 2010 წლის სათადარიგო ნაწილების კატალოგი View the full article
-
Thora - Scars (2010) დუსიკალური ალბომი . Gothic Metal სტილი . MP3 View the full article
-
http://img.skysports.com/10/06/402x210/David-Villa_2468675.jpg ამ წუთის წინ დასრულდა შეხვედრა ესპანეთსა და ჰონდურასს შორის, მატჩში ესპანელება იმარჯვეს ანგარიშით 2-0… დელ ბოსკეს ტაქტიკამ გაამართლა, მან ამჯერად ხესუს ნავასს მისცა, შანსი და ალბათ იმედებიც არ გაუცრუვდა, ხესუსმა ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა, ერთვებოდა შეტევებში, ეხმარებოდა თავმდამსხმელებს და მცველებს, საერთო ჯამში გუნდმა ბრწყინვალე ითამაშა, მატჩის გმირი რათქმაუნდა ”კატალონიელი” დავიდ ვილაა, მან დუბლი შეასრულა, თუმცა ჰეთრიკის და ამავდროულოად პოკერის შესრულებაც შეეძლო, ერთ-ერთ მომენტში მან პენალტი გააფუჭა, რაც შეეხება ტორესს, საერთო ჯამში მანაც არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება, თუმცა რამდენჯერმე შეეძლო მეტოქის კარის აღება, მაგრამ მრავალი მომენტი ვერ გამოიყენა, იგი შეცვლილი იქნა მეორე ტაიმის დასაწყისში, ხუან მატამ, რომელმაც ტორესი შეცვალა ნამდვილად არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება, რამდენჯერმე სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ ფაბრეგასის მსგავსად მანაც ვერ მოახერხა ნოელ ვალადარეს კარის აღება. არც სერხიო რამოსს დაუტოვებია ცუდი შტაბეჭდილება, ერთი სიტყვით გუნდმა შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, ვულოცავ ყველა ესპანეთის გულშემატკივარს… აქვე შემოგთავაზებთ მატჩის სტატისტიკას: კარში წასული ბურთები: 7 – 0 კარში დარტყმები: 9 – 4 ბურთის ფლობა: 57 – 43 კუთხურების რაოდენობა: 12 – 2 თამაშგარეები: 1 – 7 ყვითელი ბარათები: 0 – 2 წითელი ბარათები: 0 – 0 გატანილი გოლები: დავიდ ვილა 17 და 51 – წუთებზე. View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/200904070913.jpgის რომ ყირგიზეთის რესპუბლიკაში რაღაც დალპა, თანაც გაცილებით მეტად, ვიდრე ჰამლეტის დროინდელ დანიის სამეფოში, ცხადია ჯერ კიდევ გადატრიალებამდე შეიქმნა, თუმცა ცოტა ვინმე თუ მოელოდა შიდა-პოლიტიკური დაპირისპირების ასეთ სწრაფ ესკალაციას, რომელიც ქვეყნიდან პრეზიდენტის გაძევებით დაგვირგვინდა ყურმანბეკ ბაკიევის რეჟიმი, რომელიც ,,ხელისუფლებაში ე.წ. ,,ტიტების რევოლუციის” წყალობით მოვიდა, ისეთივე არაკომპეტენტური, კორუმპირებული და გამყიდველი აღმოჩნდა, როგორც მისი წინამორბედი” (The Times) არადა, რა რომანტიულად იწყებოდა ყველაფერი 2005-ში: ,,ტიტების რევოლუცია”, დასავლეთის დიდი იმედები და გივი თარგამაძე ყირგიზულ ქუდში იქაური აქსაკალების და საქსაულების ფონზე. მოვლენეთა სწრაფი განვითარება და დამანგრეველი შედეგები სტიქიურ უბედურებას მოაგონებდა, თუმცა საერთო სურათის ანალიზი აჯანყებულთა მოქმედების მიღმა საკმაოდ მწყობრი ლოგიკისა და გააზრებული სცენარის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ,,რეჟიმი დაამხეს. ტემპს რომლითაც ეს მოხდა, ხმები მოჰყვა იმის თაობაზე, რომ პროცესში უფროსი ძმის ხელი ურევია და პირველ რიგში ეჭვი რუსეთზე მიიტანეს” (The New York Times) ისე, ხელოვნებათმცოდნეებს ხშირად უწევთ ხელმოუწერელი ფერწერული ტილოების შესწავლა და სახასიათო შტრიხების მიხედვით მათი გამოცხადება ამა თუ იმ ცნობილი მხატვრის ნამუშევრად, დაახლოებით იგივე შემთხვევაა – სახასიათო ხელწერა სახეზეა, თუმცა ხელმოწერა არ სჩანს. რეჟიმის ზოგად თავაშვებულობასთან ერთად უკმაყოფილებას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. ყირგიზეთში, ,,მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მათი შემოსავლის სასიცოცხლო წყარო უცხოეთში მომუშავე ყირგიზების ფულადი გადმორიცხვებია” (Foreign Policy) რაღაც ნაცნობი კი არის სიტუაციის ამგვარ დახასიათებაში, იგი რაღაცას ბუნდოვნად მოაგონებს, თუმცა მთავარი სხვა რამეა: არეულობის დაწყებისთვის საკმარისზე მეტი წინაპირობა არსებობდა. მოსკოვმა ძალიან სწრაფად დაამყარა კონტაქტი გამარჯვებულ ოპოზიციასთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონშიც არავის გასჩენია განსაკუთრებული სურვილი ბაკიევის კლანს გამოსარჩლებოდა. როგორც სჩანს აწ განსვენებულმა რეჟიმმა იმდენი მოახერხა, რომ ორივე დაინტერესებული მოთამაშისთვის მომაბეზრებელ პრობლემად იქცა, ხოლო ევროპის პოზიცია, ყირგიზეთში და რეგიონის სხვა ქვეყნებში შექმნილი ვითარების მიმართ, ალბათ შეიძლება განისაზღვროს ფორმულით ,,სიმშვიდე ნებისმიერ ფასად”, თუნდაც სტაბილურობის შენარჩუნების მეთოდებს ,,ტიტების რევოლუციის” მაღალფარდოვან ლოზუნგებთან საერთო არაფერი ჰქონდეს. იგი ,,იძულებულია ამ ტიპის სტაბილურობას შეეგუოს. ევროპა ენერგეტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით რეგიონზე გამორჩეულადაა დამოკიდებული” (Der Standard). ცხადია, ასეთი მიდგომა კრიტიკისგან დაცული ვერ იქნება: ,,ამგვარ რეჟიმებზე დამოკიდებულება ეთიკური თვალსაზრისით უზნეობაა და სტრატეგიული თვალსაზრისით კი წამგებიანი” (The New York Times). სულ რაღაც ერთ კვარტალში ვითარება პოსტ-საბჭოთა სივრცეში რადიკალურად შეიცვალა. ,,როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩვენ უკვე შევეჩვიეთ რევოლუციების ჭკნობას იქნება ეს ,,ნარინჯისფერი რევოლუცია” უკრაინაში, ,,ვარდების რევოლუცია” საქართველოში და ახლა ,,ტიტების რევოლუცია” ყირგიზეთში” (The New York Times). საგულისხმოა ამ ჩამონათვალში საქართველოს მოხსენიება, მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან ხელისუფლება არ შეცვლილა, თუმცა საუბარი ალბათ იმაზეა, რომ საქართველოშიც დანიის სამეფოსი არ იყოს, რაღაც ნამდვილად დაჭკნა. ილია ფარჯიანი, ხელოვნებათმცოდნე. ForeignPRESS Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/post-29-1244902791.jpgლეიბორისტული პარტია მოითხოვს, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს დაემატოს ნორმა, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება აეკრძალება. ამ შინაარსის ინიციატივა ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გააცნო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ დემეტრაშვილს. ნათელაშვილის თქმით, თუ ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნა არ შესრულდება, “მთელი საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოიყვანს და მოძალადე ხელისუფლებას აუცილებლად დაამხობს”. თავის მხრივ, ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, რომ ლეიბორისტების ინიციატივას კომისია აუცილებლად განიხილავს, თუმცა, წინადადება უპერსპექტივოა, რადგან მიხეილ სააკაშვილისთვის სხვადასხვა პოსტის დაკავების აკრძალვა ადამიანის უფლებათა დარღვევა იქნება. რადიო თავისუფლება Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/NewsImg.aspx2-300x224.jpgპოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ხმების 50 პროცენტი არჩევნებზე ვერც ერთმა კანდიდატმა მიიღო. ამ დროისთვის საარჩევნო ბიულეტენების 90 პროცენტი დათვლილია. ბოლო მონაცემებით, ხმების 41,22 პროცენტით ბრონისლავ კომოროვსკი ლიდერობს. იაროსლავ კაჩინსკის კი ამ დროისთვის ხმების 36,74 პროცენტი აქვს. სხვაობა კანდიდატებს შორის ხუთი პროცენტის ფარგლებში მერყეობს. მესამე ადგილი “მემარცხენე დემოკრატიულ ძალთა” ლიდერმა, 36 წლის გჟეგოჟ ნაპერალსკიმ დაიკავა, რომელმაც ხმების 13,68 პროცენტი დააგროვა. ყველა კანდიდატი ეგზიტპოლების შედეგებს ამომრჩევლებთან ერთად საკუთარ საარჩევნო შტაბში გაეცნო. მეორე ტურში გადასულმა კანდიდატებმა ამომრჩეველს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. Share View the full article