Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8849 ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური… ლინკი მედიანიუსზე
  2. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01376/fabio-capello_1376970c.jpg ჩვეულებრივ მზერით, დინჯი თავდაჯერებულობით აკონტროლებს სიტუაციას და გარშემომყოფებს, ახლა კი სადღაც გამქრალა მისი სიმშვიდე და თვალებში გაურკვევლობის ნისლი ჩადგომია.აღარ ჩანს ის კაცი, ვინც საკლუბო ფეხბურთში გადავარდნილ ინგლისს ნაკრები გაუცოცხლა, მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლი ერთი ამოსუნთქვით გამოატარა და დედამიწის მეორე გვერდზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან საომრად ფავორიტის სტატუსით ჩაიყვანა. სამხრეთ აფრიკაში ორმა მატჩმა ძლიერ შეცვალა ფაბიო კაპელო. “ვერც კი ვხვდები, რა ხდება ჩვენს თავს – ეუბნება დონ ფაბიო Mirror-ის ჟურნალისტს – თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში მიედინება, ვარჯიშები ნაყოფიერი გვაქვს, მოთამაშეებს არავითარი გადაღლილობა არ ეტყობათ, ტემპი მაღალია. . . არ ვიცი. . . ვერც კი ვხვდები, როგორ აღმოვჩნდით ასეთ სათუო სიტუაციაში. . . ალჟირთან თამაშისას გულში ეჭვი შემეპარა, ვაითუ ეს დასასრულის მანიშნებელია და მეტი უბრალოდ ვეღარ შევძლოთ-მეთქი. კმაყოფილი ვარ თუ არა? როგორ შეიძლება ვიყო კმაყოფილი?! ორი წლის შრომა შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს!” ეჰ, დონ ფაბიო, სად მიდიოდი და სად აღმოჩნდი?! არადა, რა უკიდეგანო იმედით შემოქცქეროდა დედოფალ ელისაბედის საქვეშევრდომო. . . ახლა ჩივილის დრო აარაა, ეს არც გჩვეოდა არასდროს. ახლა ის დროა, აიყვანო ხელში თავიც და გუნდიც და ჩააბარო უდიდესი გამოცდა. ამას მოითხოვს შენგან დედა ინგლისი! View the full article
  3. http://s09.radikal.ru/i182/1006/d3/2057e62f6077.jpg დღეს H ჯგუფის შეხვედრები გაიმართება, საფეხბურთო სამყარო მოუთმელად ელის ესპანეთის თამაშის ხილვას, დღეს საღამოს გაიმართება ესპანეთისა და ჰონდურასის შეხვედრა ,გთავაზობთ მატჩის პრევიუს… შვეიცარიასთან სამარცხვინო მარცხის, შემდეგ ეპანელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, მათთვის ეს მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, წარუმატებლობის შემთხვევაში ისინი ჯგუფში სიტუაციას საშინლად გაიუარესებენ. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი იოჰანესბურგში Ellis Park Stadium – ზე გაიმართება ჩვენი დროით 22:30 წთ-ზე. დღევანდელი შეხვედრა ესპანელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს, ვნახოთ გაამართლებს თუ არა დელ ბოსკეს ტაქტიკა, რომელმაც წინა შეხვედრაში არ ივარგა და დღეს ალბათ სრულიად განსხვავებულს უნდა ველოდოთ. გუნდები უკანასკნელად ერთამენთს 1982 წელს შეხვდნენ, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მატჩის ორი მთავარი გმირი: ფერნანდო ტორესი და ვილსონ პალასიოსი. ჰონდურასის 26 წლის ფეხბურთელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა ინგლისურ ”ტოტენჰემ ჰოტსპურში” . გუნდის გამორჩეული ფეხბრთელია, ეს ჩილესთან მატჩშიც დამტკიცა. ტორესი: მიუხედავად ხანგრძლივი მკურნალობისა იგი ნაკრებშია და მზადაა თავის ქვეყნის ღირსების დასაცავად, ფეხბურთელს ამ სეზონში ტრავმები აწუხებდა, მაგრამ მან მანც შეძლო ინგლისურ პრერმიერ ლიგაში თავისი სიტყვის თქმა გაიტანა 18 გოლი და რომ არა ტრავმები არავინ იცის კიდევ თუ რას იზამდა ფერნანდო. შვეიციარიასთან მატჩში ტორესი შეცვლაზე შემოვიდა, დღეს კი დელ-ბოსკე მას შანსს ნამდვილად მისცემს და ლივერპულის და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი მზად იქნება დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ჰონდურასელი სერხიო მენდოზა ბრძლოსთვის მზადაა, და მისი თქმით მისი გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა. გულშემატკივრები კი მოუთმენლად ელიან მატჩს ტორესი და ვილა ეიმედებათ მათი თქმით გუნდს მხოლოდ 2 გოლი სჭირდებათ და ეს ნამდვილად არ გაუჭირდებათ. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს პორტუგალიამ გაანადგურა კორეა და ჯგუფიდან გასვლის შანსები გაიზარდა. ბრაზილია უკვე გასულია, ამიტომ H ჯგუფში გასული პირველ, მეორე ადგილზე მყოფი გუნდი, ან ბრაზილიას ან პორტუგალიას შეხვდება და ალბათ ორივე შემთხვევაში ყველასათვის საინეტერესო დაპირისპირება გველოდება…. View the full article
  4. ხვალ საქართველოს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით განსახილველი საკითხები ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი სხვა… ლინკი მედიანიუსზე
  5. საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე გია თორთლაძეს აინტერესებს, რატომ ჭიანურდება მის მიერ ინიცირებული დოკუმენტის „თავისუფლების ქარტიის“ პარლამენტის… ლინკი მედიანიუსზე
  6. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/5/26/1274886438685/Jamie-Carragher-of-Englan-006.jpgლივერპულის და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა ინტერვიუში მათი გულშემატკივარი დაამშვიდა.როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა ინტერვიუში, კარგად ესმის თითოეული გულშემატკივრის შეშფოთება ინგლისის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ: ” მე კარგად მესმის ინგლისის ყოველი ფანის შეშფოთება და გულისტკივილი. ჩვენ ახლა თითქოს, სხვა პლანეტაზე ვიმყოფებით, თითოეული მათგანი კი ჩვენს გამო უამრავ თანხას ხარჯავს და ბევრს ნერვიულობს. მსურს რაიმე, თუნდაც ერთი–ორი დამამშვიდებელი სიტყვა ვუთხრა მათ. ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და ეს უდიდეს სტიმულს გვაძლევს. დამშვიდდით, ჩვენ აქ კიდევ დიდხანს ვაპირებთ დარჩენას!..” წყარო: tribalfootball.com View the full article
  7. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატო–საქართველოს საბჭოს სხდომაში. პარლამენტის… ლინკი მედიანიუსზე
  8. 22 ივნისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის საავტმობილო მიმოსვლა ნაწილობრივ შეწყდება. კერძოდ, სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს ინფორმაციით,… ლინკი მედიანიუსზე
  9. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიტორიო სანდალის შეხვდა, ამ… ლინკი მედიანიუსზე
  10. /get_img?NrArticle=1773&NrImage=2 ნინო კახიშვილის ფოტო 5 ადამიანი თბილისის მერიასთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელთან გაურკვეველი დროით იცხოვრებს. ისინი რამდენიმე წელია ქალაქის მერიის სოციალურად დაუცველთა ადამიანების სიაში მოხვდნენ. 2008 წლიდან კი, სახლებში მონიტორინგის ჯგუფს ელოდებიან, რომელიც მათ სოციალურ მდგომარეობას შეაფასებს, და თუ გაუმართლათ, გაიმარჯვებენ. „გამარჯვება“, მათი თქმით, იმას ნიშნავს, რომ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სიაში მოხვდებიან. გუშინდელ დღემდე გია კუპრავა და მისი ოჯახი ქირით ცხოვრობდა. იმის გამო, რომ ბინის ქირა ვეღარ გადაიხადა, სახლიდან წამოვიდა. ყველა ნივთი, რაც ოჯახს გააჩნდა, ახლა თბილისის მერიის გვერდით მოათავსa. </p>/get_img?NrArticle=1773&NrImage=2 ნინო კახიშვილის ფოტო „1992 წლიდან ქირით ვცხოვრობთ. სამი წელია ველოდებით, როდის მოგვცემენ საცხოვრებელს. ამის ატანა უკვე შეუძლებელია. მე თვითონ სიმსივნე მაქვს, ჩემს 9 წლის ბიჭსაც რაღაც ეგზოტიკური სიმსივნე აღმოაჩნდა, ნორმალური პირობები გვენატრება“, –ამბობს 52 წლის გია კუპრავა. დაახლოებით იგივე მდგომარეოაბაშია პენსიონერი ლიანა გუჯაბიძე, რომელიც მერიასთან ამ ღამეს 7 წლის შვილიშვილთან ერთად უკვე მეორედ გაატარებს. ისიც 3 წელია ნაქირავებ სახლში კომისიას ელოდება, რომელიც მისი ოჯახის მდგომარეობას შეაფასებს. „ ჩემი შვილი ღრმა დეპრესიაშია. ქმარი და 7 წლის შვილი ერთი წლის წინათ დაეღუპა. ახლა მარტოს მიწევს მეორე შვილიშვილის მოვლა, ბავშვს სადაც სძინავს, იქვე მეცადინეობს და ჭამს, დასაჯდომი ადგილიც არ გვაქვს“, –ამბობს ლიანა გუჯაბიძე. ორივე ოჯახს თან აქვს საბუთები, რომელთა მიხედვით, ისინი იმ ბენეფიციარ ოჯახთა სიაში არიან, რომლებიც, გადამოწმების და შემდეგ უკვე გამარჯვების შემთხვევაში, დროებით საცხოვრებელს მიიღებენ. როგორც ეს ადამიანიები ირწმუნებიან, უკვე ორი წელია მათ ქალაქის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი გია მამრიკიშვილი ატყუებს, რომელიც ყოველ წელს საცხოვრებელს პირდება. თბილისის მერია პროექტის ერთი– ერთი მონაწილე მხარეა, რომელიც სოციალურად დაუცველთა სიას პროექტის სხვა პარტნიორებს აწვდის. პროექტის მიხედვით, პოტენციურ ბენეფიციართა ადგილზე შეფასებას განახორციელებენ 4 სხვადასხვა უწყების : ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC), და გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლები, ბენეფიციართა კრიტერიუმებისა და შეფასების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით. „სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან და თან სერიოზული საბინაო პრობლემების წინაშე დგანან. სწორედ ამიტომ, პროექტის პარტნიორებს მოუწიათ ბენეფიციართა მკაცრი კრიტერიუმების შემოღება, რათა ამ კატეგორიის მოსახლეობას შორის კიდევ უფრო გაჭირვებული და მარგინალიზებული შევარჩიოთ სოციალურ სახლებში გადასასვლელად “. SDC-ს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორის თამარ წივიწივაძის თქმით, ამ ეტაპზე თბილისში აშენებული 24 ბინის სამოცი პროცენტი (ანუ 14 ბინა) დევნილ მოსახლეობას დაეთმობა, ხოლო 40% (10 ბინა) - სოციალურად დაუცველ და უსახლკარო ადგილობრივ ოჯახებს. „პოტენციური ბენეფიციარების შეფასების ეტაპი დღეს იწყება. იმდენად, რამდენადაც მერიისა და სამინისტროს მიერ მოწოდებული პოტენციური ბენეფიციარების სიები საკმაოდ დიდია, შეფასების პროცესი, სავარაუდოდ, თვენახევარი გაგრძელდება“. თამარ წივწივაძის თქმით, შეფასების პროცესში ჯგუფი ისარგებლებს ბენეფიციართა შეფასების საკმაოდ დეტალური მეთოდოლოგიით, რომლის საფუძველზეც შესწავლილი იქნება თითოეული ოჯახის, როგორც საცხოვრებელი, ასევე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. როგორც თამარ წივწივაძე ამბობს, პროექტით გათვალისწინებული სახლების რაოდენობა ბევრად მცირეა ქვეყანაში არსებულ საჭიროებებთან შედარებით: ”ამიტომ, სამწუხაროდ, ყველა ადამიანის ბინით უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ თბილისში 24 ოჯახს, ხოლო ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში, 14 ოჯახს უკეთესი საცხოვრებელი პირობები ექნებათ უახლოეს მომავალში“. „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში თბილისში” კომპლექსური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, თბილისში რეგისტრირებული და მაცხოვრებელი სოციალურად ყველაზე დაუცველი და უსახლკარო ფენის წარმომადგენლების (მათ შორის დევნილების) გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებითა და სოციალური დაცვით უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სულ ორი 3-სართულიანი სახლის (მთლიანობაში 24 ბინით) აშენება თბილისში. სახლების მესაკუთრე იქნება ქალაქ თბილისის მერია. სოციალურ სახლებში გადასასვლელად შერჩეულ მოსახლეობას არ აქვს იმ ბინებზე საკუთრების უფლება, რომლებშიც ისინი იცხოვრებენ. ისინი პირდაპირ მფლობელებად ითვლებიან. მოცემული პროექტის ფარგლებში, თბილისის გარდა, სოციალური სახლები შენდება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში (2 სახლი 14 ბინით თითოეულ ოთხ ქალაქში). მშენებლობის დამთავრება ხუთივე ქალაქში დაგეგმილია ამ წლის ივნისის ბოლოსთვის, ხოლო შერჩეული ბენეფიციარების გადაყვანა იგეგმება მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში. პირველი მსგავსი პროექტი თბილისში 2008 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. მაშინ 4 ორსართულიანი სახლი აშენდა ვარკეთილში, სადაც ამჟამად 28 ოჯახი ცხოვრობს. გია მამრიკიშვილი დღეს მერიასთან მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა და შეპირდა, რომ მათთან ადგილზე მოვა ჯგუფი და ისე განსაზღვრავს მათ მდომარეობას. მარტოხელა პენსიონერმა 80 წლის ელენა ჩოლოგაურმა კი მერიის ტერიტორია უკვე დატოვა. რადგან, როგორც გაირკვა, ის 2011 წლამდე პროგრამაში ვერ მოხვდა. „100 ლარი პენსია მაქვს და ქირაში ვიხდი. თვეში 30 –ლარიანი დახმარებით კი როგორ ვიარსებო. არავინ მყავს ვინც მომხედავს. ერთი წლის მერე კი, ალბათ, ჩემი ძვლებიც აღარ იქნება“. ხუთი მოქალაქე კი ამ დრომდე რჩება მერიასთან და ღამის გათენებასაც იქ აპირებს. /get_img?NrArticle=1773&NrImage=1 ნინო კახიშვილის ფოტო /get_img?NrArticle=1773&NrImage=30 ნინო კახიშვილის ფოტო ხუთი მოქალაქე კი ამ დრომდე რჩება მერიასთან და ღამის გათენებასაც იქ აპირებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Kutaisi_view2-150x150.jpgადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებით 21 ხმით 4-ის წინააღმდეგ ქუთაისის მერად გიორგი თევდორაძე აირჩიეს. გიორგი თევდორაძე მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი. ქუთაისის მოქმედი მერი ადრე იმერეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. იხილეთ epn.ge
  12. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ახმეტის ყველაზე დიდ დასახლებას - სათიანოს ახალი საკანალიზაციო სისტემა ექნება. როგორც პირWელს კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს, სისტემის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ათეულ წელზე მეტხანს იყო მოშლილი, უკვე დაიწყო. View the full article
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/red-wine-150x150.jpgყოველწლიურად 100 აგრონომის გადამზადება ქართული სოფლის აღორძინებისთვის. დღეს რუსთაველის თეატრში საქართველოს პრეზიდენტმა ღვინის 33-ე საერთაშორისო კონგრესი გაიხნა. მიხეილ სააკაშვილმა ქართველი მეღვინეების კვალიფიკაციის და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე ისაუბრა. ცნობილი გახდა ისიც, რომ აჭარაში მალე ეგრეთ წოდებული “მინი სიღნაღის” მოწყობა იგეგმება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/gvino1.jpg itvს ლინკი
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sapatriarqo-150x150.pngტელეკომპანია “ერთსულოვნებამ” 21 ივნისს 11:00 საათზე მაუწყებლობა შეწყვიტა. არხის გათიშვის მიზეზად დავალიანების გადაუხდელობა სახელდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sapatriarq.jpg itvს ლინკი
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/heritage_foundation.jpg არიელ კოენი შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ყირგიზეთში ეთნიკურ წმენდებთან დაკავსირებული პრობლემების დარეგულირებაში, თავისი მოკრძალებული დამოკიდებულებით კრემლის მიმართ, რეალობის იგნორირებას ახდენს. კრემლსა და ობამას თეთრ სახლს შორის „გადატვირთვის“ ირგვლივ ამდენი ხმაურის მიუხედავად, რუსეთი ევრაზიაში ამერიკის გავლენის შესუსტებას ცდილობს. როგორც არ უნდა იფიქროს ადმინისტრაციამ, რუსეთისთვის ევრაზიული გეოპოლიტიკა დაუსრულებელი „დიდი თამაშია“. სამხუხაროდ, ეროვნული შუღლი ამ თამაშის ნაწილია. გასულ ხუთაშაბათს ყირგიზეთის სამხრეთში უზბეკების წინააღმდეგ ეთნიკური აჯანყებები დაიწო და ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი ასობით ადამიანს აღწევს. ხოლო საერთაშორისო წითელი ჯვრის შეაფსებით, სულ 700 მოკლული და რამდენიმე ათასი დაჭრილია. ათობით ათასი უზბეკი ყირგიზეთი–უზბეკეთის საზღვრისკენ გარბის, ცდილობს რა თავდასხმებს გაექცეს. წითელი ჯვრის ზოგიერთი წყაროს შეფასებით, დევნილთა რაოდენობამ 80 ათასს ადამიანს მიაღწია. ჯერ–ჯერობით ძალადობის ტალღას უშუალოდ აშშ–ს სამხედრო საჰაერო ბაზამდე მანასში არ მიუღწევია. ეს ბაზა, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქთან ბიშკეკთან ახლოს მდებარეობს, ავღანეთში სამხედრო კამპანიის წარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ზურგში ცენტრისა და ავღანეთიდან მომავალი თვითმფრინავებისთვის საწვავით მომარაგების ფუნქციებს ასრულებს. გასულ კვირაში, ობამას ადმინისტრაციამ, ფერგანის ველზე ძალადობის აფეთქებისა და ყირგიზეთში ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის პოტენციური საფრთხის წარმოქმნის მიუხედავად, ამ ქვეყნისთვის სასწრაფო სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე უარი განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ მას მსგავსი თხოვნით მიმართა. ეს მთავრობა აპრილში ჩამოყალიბდა, გადატრიალების შემდეგ, რომელმაც ბაკიევის ხელისუფლება დაამხო. მოგვიანებით, შაბათს, სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით, ყირგიზეთმა რუსეთს მიმართა. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს აშშ–ს პასიურობაზე რეაქცია იყო. როგორც ჩანს, შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო დახმარებაზე უარი თქმა იმას ნიშნავს, რომ ობამას ადმინისტრაცია ხოცვა–ჟლეტის შეწყვეტისთვის მიზნით რუსეთის ჩარევის იდეას პოზიტიურად უყურებს. დღეს პრეზიდენტ ობამას ეუთოსთან ერთად მუშაობა ურჩევნია, სადაც რუსეთი დომინირებს, რითაც ამ უკანასკნელს უფლებას აძლევს პირველმა თქვას უარი საკუთარი სამხედროების ცენტრალურ აზიაში გაგზავნაზე. ამერიკის თანხმობა რუსულ ჰეგემონიაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში სერიოზულ კითხვებს აჩენს. რუსები ჯერ უარს ამბობენ ყირგიზეთში საკუთარი ჯარების გაგზავნაზე, რაც იმის აღიარებას ნიშნავს, რომ პირადი შემადგენლობის დეფიციტი აქვთ. მაგრამ მათ მაინც გააგზავნეს კანტის რუსულ ავიაბაზაზე (ყირგიზეთის ჩრდილოეთ ნაწილი) საჰაერო დესანტის ორი ბატალიონი. Washington Post–ში გამოქვეყნებულ სტატიაში დევიდ იგნატიუსი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ყირგიზეთში უზბეკების ეთნიკური წმენდის საკუთარი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის გამოყენება შეუძლიათ. მაგრამ ეს ნაკლებად შესაძლებელია. იგნატიუსს „სასიამოვნოდ“ მიაჩნია ის ფაქტი, რომ რუსეთი და ამერიკა მზად არიან თანამშრომლობისთვის და არა ამ რეგიონში გავლენისთვის საბრძოლველად. თუკი ჩვენ ირანის საკითხზე რუსეთთან ერთად ვიმოქმედებთ, ჩვენ შევძლებთ „კოლექტიური უსაფრთხოების“ მიმართულებით სვლას, აცხადებს იგნატიუსი. შესაძლოა, იგი ადმინისტრაციის აზრს გამოხატავს. თუმცა, კრემლისთვის ცენტრალური აზია მისი „ახლო საზღვარგარეთის“ ნაწილია, სადაც რუსეთს „განსაკუთრებული ინტერესები“ აქვს, როგორც ეს 2008 წელს პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა. „ახლო საზღვარგარეთში“ იგულისხმება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია, ბალტიისპირული ქვეყნების გამოკლებით. კრემლმა ბოლოდროინდელ გადატრიალებას მხარი მდუმარედ დაუჭირა. ხოლო იმის გამო, რომ ყირგიზეთის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევამ ჩარევის თხოვნით რუსეთს ოფიციალურად მიმართა, კრემლმა შეიძლება ყირგიზეთზე კონტროლის აღდგენის შესაძლებლობა მოიპოვოს. რუსეთი, თავის საგრეო პლიტიკაში თანამშრომლობის გაფართოვებას არ თანხმდება. სულ ახლახანს პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ მას „ფეხზე ჰკიდია“, თუკი შეერთებული შტატები ლათინურ ამერიკაში რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ გამოვა. რუსეთი განაგრძობს სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიების გავრცელებას და ახლახანს მან თურქეთსა და სირიაში ატომურ ელექტროსადგურების მშენებლობის გეგმების შესახებ განაცხადა. ხოლო სირია, აშშ–ს სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადებების თანახმად, ტერორიზმის სპონსორია. იგნატიუსის ოპტიმიზმი სინამდვილეს არ შესააბამება. ობამას ადმინისტრაცია შეიძლება შეეცადოს რუსეთთან „პრაგმატული თანამშრომლობის“ აწყობას, მაგრამ მან არ უნდა აღიაროს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული გავლენის სფერო. მან ასევე არ უნდა შესწიროს ამ პროცესს ისეთი ქვეყნების თავისუფლება და დამოუკიდებლობა, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო. უახლოეს მომავალში, რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამო შეერთებული შტატები შეიძლება ისეთი აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეს, რომ იძულებული გახდეს მანასი სხვა ბაზაზე გადაიტანოს. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ–ს ორმხრივ ურთიერთობებს ევრაზიის დამოუკიდებელ სახელმწიოებთან, კეთილდღეობისა და უსაფრხოების განვითარებას, ასევე პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო მმართველობას ვერაფერი შეცვლის. ორიგინალი ორიგინალი
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/kukava3-150x150.jpg,,დავით ცინდელიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დღემდე დაუსჯელია” . განცხადება აღნიშნულის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ,,კონსერვატორების” ლიდერმა კახა კუკავამ გააკეთა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/kukava4.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...