planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/saakashvili111-300x206.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვაზისა და ღვინის 33-ე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის ემბარგოსთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი და შაჰ-აბასი ერთმანეთს შეადარა . “არსებობს პროდუქციის მოკვლის ორი მეთოდი – შაჰ-აბასმა, უბრალოდ, ამოძირკვა ვაზი, პუტინმა კი უფრო თანამედროვე მეთოდი გამოიყენა – ჯერ მიაბა ქართული ღვინო რუსულ ბაზარს, ხოლო შემდეგ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შეტანა აკრძალა. ეს მეთოდი გაცილებით ეფექტური აღმოჩნმდა, ვიდრე – შაჰ-აბასის”, – აღნიშნა სააკაშვილმა პრეზიდენტმა ემბარგოზე საუბრისას ვლადიმერ პუტინთან 2006 წლის შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ემბარგოს გამოცხადების შემდეგ, 2006 წელს პეტერბურგში შევხვდი ემბარგოს ავტორს. ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე 4 საათი დაიგვიანა. რუსმა ჟურნალისტებმა ქართველი კოლეგები პუტინის ბუფეტში დაპატიჟეს, სადაც ბუფეტის თანამშრომლები მათ ქართული კონტრაბანდული ღვინით გაუმასპინძლდნენ მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინმა სახალხოდ დაიფიცა, რომ არც ერთი ბოთლი ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე არ იქნებოდა. რამდენიმე თვის წინ ერთი უცხოელი მაღალჩინოსანი მიყვებოდა, რომ მოსკოვში ვიზიტისას ყოველთვის ქართული ღვინით უმასპინძლდებიან. რუსეთმა საკუთარ ხალხს აუკრძალა ქართული ღვინო; საკუთარი თავისთვის კი, ერთი დღითაც არ უთქვამს უარი”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. IPN Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainf21-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება 22:00 საათზე http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/news2.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/karuseli1-150x150.jpgშეიცვლება თუ არა მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდი და გაიზიარებს თუ არა მათ ბედს პრემიერი გილაური, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს კურირებს. რა ინფორმაციას ფლობენ პარლამენტარები დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ - ნახეთ… http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/karusel.jpg itvს ლინკი
-
liverpoolfc(ფანკლუბი) ინსუას გუნდში დარჩენა სურს
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://d.yimg.com/i/ng/sp/empics/20091026/01/1636567825-soccer-barclays-premier-league-liverpool-v-manchester-united-anfield.jpg“ლივერპულის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ არ აინტერესებთ შემოთავაზებები არგენტინელი მცველის, ემილიანო ინსუას ყიდვის შესახებ. … 21 წლის ფეხბურთელის კარიერა არც თუ ისე ბრწყინვალე იყო, მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ბენიტესი მას რეგულარულად ძირითად შემადგენლობაში აყენებდა. ესპანელის წასვლის შემდეგ, ნაკლებად რჩება იმის შანსი, რომ მას ისევე ენდოს ახლაი მწვრთნელი. ამის მიუხედავად, ის ამინც რჩება “ენფილდზე”. დირექტორი კრისტიან პერსლოი ცდილობს, თავის თავზე არ აიღოს ტრანსფერების საკითხი, მსწრაფლ იპოვონ ახალი მწვრთნელი და მას მიანდონ ეს ყოველივე. “ამ ეტაპზე, პრიორიტეტულად ახალი მწვრთნელის დანიშვნა მიგვაჩნია, რადგან თავად განაგოს ტრანსფერები, ფეხბურთელების ყიდვაც და გაყიდვაც.” – ციტირებს Sky Sports “მე არ შემიძლია დავადასტურო, რომ ინსუას შეზენით “ფიორენტინაა” დაინტერესებული, მიუხედავად იმსია, რომ იტალიელები მას უდიდესი ტალანტის მქონედ თვლიან.” “მე ვფიქრობ, რომ ინსუას არ სურს კლუბის დატოვება. წიანაღმეგ შემთხვევაში, მიუხედავად დიდი პრობლემების შემქნისა, ჩვენ მაინც შევეცდებოდით მასთან მოლაპარაკებას.” “მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მსგავს თემებზე არ ვიფიქრებთ, სანამ ახალ მწვრთნელს არ დავნიშნავთ.” წყარო: Liverpoolfc.ru View the full article -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/img_611711-150x150.jpgიშლება თუ არა ეროვნული საბჭო?! ეს კითხვა საზოგადოებაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნოღაიდელმა ოქრუაშვილთან თანამშრომლობა განაახლა და სამპუნქტიან მემორანდუმს მოაწერა ხელი. მოახერხებს თუ არა ზურაბ ნოღაიდელი ერთობის შენარჩუნებას ორ მხარესთან ერთდროულად და აპირებს თუ არა „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ეროვნული საბჭოს დატოვებას, ნახეთ თამარ კვარაცხელიას სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/erovnuli.jpg itvს ლინკი
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2009/9/23/1253668634017/Javier-Mascherano-picture-001.jpgჯავიერ მასკერანო ის ფეხბურთელია, რომელსაც ორი მხრიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან “ექაჩებიან”. როგორც The Mirror აშუქებს, ბარსამ უკვე გაამზადა 30 მილიონი ევრო … “ლივერპულის” მისი ამ შემთხვევაში შემდეგია – აიღოს ფეხბურთელის სანაცვლოდ რაც შეიძლება მეტი! ესპანელ ჩემპიონ გრანდს ის იაია ტურეს შემცვლელად უნდა. არაოფიციალური ცნობებით, იაია ტურეში “მანჩესტერ სიტი” 25 მილიონ ევროს იხდის. სულ რამოდენიმე მილიონი დამატებით და მისი შემცვლელიც ნაყიდია – ხავიერ მასკერანო. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01583/gilberto-silva_1583762c.jpg ამ დროს კი არც Sky Sports -ი პასიურობს, მისი ინფორმაციით “ლივერპული” არგენტინის კაპიტნის შემცვლელად 33 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს, ამჟამად საბერძნეთის “პანათინაიკოსის” ნახევარმცველ ჟილბერტო სილვას მოიაზრებს. წყარო: liverpoolfc.ru View the full article
-
22 ივნისს 11:00 საათზე, საქართველოში IFჩ-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართება. სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი” 22 ივნისს 11:30 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციის საბჭოს წევრი ნიკოლოზ ლალიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: “ქრისტიან-დემოკრატები” საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივიან”. საკონფერენციო დარბაზი 22 ივნისს 12:00 საათზე, გაზეთ ~პრაიმ-თაიმის~ პრეს-კლუბში დავით გამყრელიძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. 22 ივნისს 12:30 საათზე, პარტია მომავალი საქართველოს ლიდერი გიორგი ლაღიძე საკრებულოს თავჯდომარეს პარტიის პროგრამას, მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესებასთან დაკავსოირებით წერილოით განცხადებას გაუგზავნის და საკრებულოს წინ ბრიეფინგს გამართავს. მის: თავისუფლების #2 22 ივნისს 13:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვაველებს შეხვდებიან. მის: ათონელის #25 22 ივნისს 13:00 საათზე, კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 22 ივნისს 14:00 საათზე პარლამენტის წევრი, კობა ხაბაზი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩს, ვაჰიდ გალალს შეხვდება. საკონფერენციო დარბაზი 22 ივნისს 14:00 საათზე, ~პრაიმ-თაიმის~ პრეს-კლუბში ზურაბ ნოღაიდელი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. 22 ივნისს 14:00 საათზე, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 22 ივნისს 14:00 საათზე, `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ინფორმაციის თავისუფლების შესახებ პრეზენტაციას გამართავს. სასტუმრო “ვერე პალასი” 22 ივნისს 15:00 საათზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში კომპანია “ფოქს ინტერნეიშნლი”-სა და “ნეიშენალ ჯეოგრაფიკი”-ს ბიზნეს დეველოპმენტის ხელმძღვანელი მეტ მორგანი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავიძეს შეხვდება. მის: ჭანტურიას ქ. #12 22 ივნისს 17:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორებს შეხვდება. მის: ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონი, ბედიას ქუჩა 22 ივნისს 18:00 საათზე, მხატვარ აკაკი ჯაშის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. მის: შარდენის ქ. #19 იხილეთ epn.ge
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01385/kaka-gerrard_1385107c.jpg“სამეფო კლუბის” 28 წლის ფეხბურთელი “წითლების” კაპიტანს რეალში ეპატიჟება, მისი თქმით ის ბევრს დაკარგავს, თუ თეთრ მაისურს არ მოირგებს …არავისთვისაა უცნობი, რომ მადრიდის რეალის ახალი მწვრთელი, მაურინიო დიდ ინტერესს იჩენს სტივენ ჯერარდის მიმართ. სულ ცოტა ხნის წინ, Daily Star Sundays– ს გამოცემაში “სამეფო კლუბის” მე–8 ნომერის, ბრაზილიელი ფეხბურთელის, კაკას ინტერვიუ გამოქვეყნდა: ” სტივს ვურჩევდი ჩვენთან გადმობარგებას. რატომ? თუ შენს ცხოვრებაში არასოდეს მოგირგია რეალის თეთრი მაისური, ესე იგი, ცხოვრებაში ბევრი დაგიკარგავს. ვფიქრობ მისი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რაც კი შეუძლია მიიღოს, “სამეფო კლუბში” გადმოსვლაა. მახსოვს, როცა მაურინიო ლონდონის ჩელსის მწვრთნელი გახლდათ, მაშინაც იყო დაინტერესებული ჯერარდის გადაბირებით. სტივი და მაურინიო ადვილად გამოძებნიან საერთო ენას, მადრიდი კი გახდება იდეალური ადგილი იმ ქალაქებს შორის, სადაც კი მას ოდესმე უცხოვრია.” წყარო: tribalfootball.com http://nhansuvietnam.vn/news_pictures/9/tjpuu1239874271.jpg View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/gazetebi-150x150.jpgამის შესახებ განცხადება დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით ბაქრაძემ ზურაბ მელიქიშვილს ახალი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლების ბეჭდური მედიის წარმომადგენელთა თანდასწრებით განხილვა დაავალა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/biuro3.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ერევანი – პიტერ სემნები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად 2006 წლის თებერვლიდან მუშაობს, ცდილობს იმ შიშების შემცირებას, რომელიც რეგიონში ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობის შეზღუდვას უკავშირდება. „რადიო თავისუფლების“ სომხეთის ბიუროსთან ინტერვიუში ერევანში, სადაც მან ეს–ესაა ორდღიანი ტური დაასრულა, სემნებიმ შეამცირა ევროკავშირის ინიციატივასთან დაკავშირებული ხმები, თითქოს საელჩოების რიცხვი რეგიონში ერთ, თბილისში მდებარე ევროპულ რეგიონალურ შტაბამდე მცირდება. „ევროკავშირმა ეს–ესაა განაახლა კომისიის დელეგაციები სამივე დედაქალაქში ევროკავშირის სრულ წარმომადგენლობებამდე“, – განაცხადა სემნებიმ. „სამივე ქვეყანა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ახალ და მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ და ვიწყებთ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებზე, რაც მკაფიოდ მოითხოვს თითოეულ ამ ქვეყანაში ყოფნას, რაც გათვლილია ინდივიდუალურად თითოეული ამ ქვეყნის სიტუაციასა და საჭიროებებზე“. სემნებიმ უარი თქვა მეორე ინიციატივის კომენტირებაზე, რომლის მიზანიც თითქოს ევროკავშირის წარმომადგენლობის შემცირებაა სტრატეგიულად მნიშვნელოვან და პოლიტიკურად დაძაბულ სამხრეთ კავკასიის რეგიონში – წინადადება, რომლითაც გასულ თვეში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონი გამოვიდა და რომლის თანახმადაც რამდენიმე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა უნდა გაუქმდეს, მათ შორის სემნებისიც. წინადადება, რომელიც დღესაც განხილვის სტადიაშია, მნიშვნელოვნად ამცირებს ევროკავშირის ყოფნას სამხრეთ კავკასიაში. ეშტონის გეგმას რეგიონში განგაშის ზარები მოჰყვა, განსაკუთრებით საქართელოში, რომელიც დღემდე აღდგენის პროცესშია 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ და ევროკავშირს თბილისს და მოსკოვს შორის დამცავ ხანძარსაწინააღმდეგო კედლად აღიქვამს. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მეორე პოსტი, რომელსაც ასევე გაუქმება ელის, მოლდოვაშია, და ახლა ის კალმან მიჟეის უკავია. სემნების თქმით მას არ სურს კომენტარის გაკეთება „მიმდინარე დისკუსიაზე იმის შესახებ, თუ როგორ სახეს მიიღებს მომავალში ევროპული დიპლომატიური წარმომადგენლობა“. სემნების ვიზიტი ერევანში ორი დღეში განხორციელდა მას შემდეგ, რაც სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მთიანი ყარაბახის აჯანყებულ რეგიონში შეტაკებისას ოთხი სომეხი ჯარისკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით ერთი აზერბაიჯანელი მებრძოლიც დაიღუპა ბრძოლაში, რომელიც იმ საკონტაქტო ხაზის გასწვრივ გაჩაღდა, რომელიც უშუალოდ აზერბაიჯანის ტერიტორიას მთიანი ყარაბახის ეთნიკური სომხებით დასახლებული ტერიტორიისგან მიჯნავს. შეტაკება ზუსტად იმ დღეს მოხდა, როდესაც რუსეთის, აზერბაიჯანის და სოხმეთის პრეზიდენტები ერთმანეთს სანკტ–პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდნენ მთიან ყარაბახზე, სამხრეთ კავკასიის სამი „გაყინული კონფლიქტიდან“ ერთ–ერთზე სასაუბროდ. სემნებიმ სიტუაციას „ძალიან სამწუხარო“ უწოდა და განაცხადა, რომ ყველა მხარემ საკითხზე გამოსავალი მოლაპარაკებების გზით უნდა იპოვოს. „მართლაც მიუღებელია, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება“, – განაცხადა სემნებიმ. „და დამატებით ამას უაზროდ, ტრაგიკულად ეწირება ადამიანთა სიცოცხლე. ეს ინციდენტი იმის დემონსტრირებაა, რომ საკონტაქტო ხაზის გასწვრივ დაძაბული სიტუაციაა, რაც მარტივად შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, და რომ აცულებელია ყველა შესაძლო ზომების გამოყენება დაძაბულობის განმუხტვისა და ნდობის ატმოსფეროს შექმნისთვის“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/images3.jpgპოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი პარტია “სამოქალაქო პლატფორმის” კანდიდატი, სეიმის თავმჯდომარე და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ბრონისლავ კომოროვსკი და პარტია “უფლება და სამართლიანობის” ლიდერი, გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი, იაროსლავ კაჩინსკი დაუპირისპირდებიან.გამარჯვებულის ვინაობა უკვე 4 ივლისს გახდება ცნობილი.ქართულ პოლიტიკურ წრეებში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე,თუ როგორ იმოქმედებს რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება ქართულ-პოლონურ ურთიერთობაზე,შეიცვლება თუ არა მეგობრობის ფორმატი და საერთოდ, როგორ საგარეო კურსს აიღებს ახალი პრზედენტის მოლოდინში მყოფი ქვეყანა-ნახეთ,ანა ჭეიშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/poloneti.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/berbuki-150x150.gifდევნილებისთვის გამოყოფილი თანხების მიზანმიმართულად ხარჯვა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის შედეგები. რა პირობებში ცხოვრობენ ხიზნები და რატომ მიმართას საია სასამართლოს. ანნა ლაპიაშვილი დევნილებისთვის გამოყოფილი თანხების კვალდაკვალ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/saia1.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/sapatriarqo.png საპატრიარქოს ტევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს ტელევიზიამ განცხადება გაავრცელა.“ერთსულოვნება” შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ტელე-რადიოკომპანია “ევრიკის” სიხშირეზე მაუწყებლობს. 21 ივნისს, 11.00 საათზე “ევრიკამ” საპატრიარქოს ტელევიზიის მაუწყებლობა გათიშა. ტელეეთერის გათიშვის შემდეგ “ერთსულოვნების” ოფისში მაყურებელთა სატელეფონო ზარები არ წყდება. ისინი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. გვსურს, განვაცხადოთ, რომ მიუხედავად მცირე ბიუჯეტისა, “ერთსულოვნებას” “ევრიკის” დავალიანების ნაწილი გადახდილი აქვს. ვწუხვართ, რომ ტელერადიოკომპანია “ევრიკის” ხელმძღვანელობამ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება საპატრიარქო ტელევიზია “ერთსულოვნებისთვის” დამოუკიდებელი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფა, რისი სიტყვიერი პირობა უკვე გვაქვს. ეს ფუნქციონირებას საგრძნობლად გაგვიადვილებს, მსგავს პრობლემებს თავიდან აგვაცილებს და შესაძლებლობას მოგვცემს, ტელე-რადიოკომპანია “ევრიკის” ან სხვა რომელიმე კომპანიის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულნი აღარ ვიყოთ”, – ნათქვამია “ერთსულოვნების” განცხადებაში. Share View the full article