Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://s50.radikal.ru/i130/1006/05/7fc4c7135251.jpg ჩემპიონატის დაწყებამდე ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მუნდიალის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, ინგლისის ნაკრები 2 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზე იქნებოდა.ბრიტანელებს შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ, რომ შემდეგი ეტაპის საგზურის ბედი ჯერ კიდევ მათ ხელშია და თუ სლოვენიას მოუგეს, აუცილებლად ითამაშებენ 1/8-ფინალში. მაგრამ მოგების აუცილებლობის ფონზე თამაში არცთუ სახარბიელოა მითუმეტეს იმ გუნდთან, რომელიც ყველა ხერხით შეეცდება ქულის მოპოვებას. სლოვენიელთა ფაქტობრივად ერთადერთი ხსნა სწორედ ინგლისთან არწაგებაში მდგომარეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მატიაჟ კეკის გუნდს მოუწევს იმის იმედად იყოს, რომ ალჟირი და ამერიკის შეერთებული შტატები ქულებს გაიყოფენ. სწორედ ამერიკელებისა და და აფრიკელების მატჩზეა გარკვეულწილად დამოკიდებული, თუ რომელ ადგილს დაიკავებს ინგლისი გამარჯვების შემთხვევაში. თუ ფაბიო კაპელოს გუნდმაც მოიგო და ამერიკამაც, მაშინ უპირატესობა ბურთების შეფარდებას მიენიჭება და ამ მხრივ უკეთესი შედეგის მქონე გუნდი ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს. თუ სლოვენიამ დღევანდელ მატჩში ქულა მაინც მოიპოვა, მაშინ გუნდი ისტორიაში პირველად დაძლევს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს. აქამდე სლოვენიელებს ერთადერთხელ უთამაშიათ მუნდიაზე 8 წლის წინათ და მაშინ, ჯგუფის სამივე მატჩი დათმეს. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ინგლისს ჯგუფიდან გასვლის ძალზე მცირე შანსები რჩება და თუ კაპელოს გუნდმა შემდეგ ეტაპზე ვერ გააღწია, მაშინ ეს იქნება პირველი შემთხვევა 1958 წლის შემდეგ, როდესაც “ლომები” პირველივე ეტაპის შემდეგ გამოეთიშებიან სამუნდიალე ასპარეზობას. ზედიზედ ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ რომ კაპელო გუნდის შემადგენლობის შეცვლას მოისურვებს, ეს საიდუმლო ალბათ არავისთვისაა. ასეც რომ არ იყოს, იტალიელ სპეციალისტს იძულებითი ცვლილების განხორციელებაც მოუწევს, რადგან ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო დისკვალიფიცირებულია კარაგერი. ზედიზედ მე-2 მატჩის გამოტოვება მოუწევს ლედლი კინგს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ტრავმასთან გვაქვს. დანაკლისით ხვდება შეხვედრას სლოვენიაც – ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართული მატჩის 74-ე წუთზე, სლოვენიელთა რიგებში, მოედანზე შევიდა ნეიც პეჩნიკი, რომელიც 20 წუთში თავად გახდა შესაცვლელი ტრავმის გამო. მისი ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ დღევანდელ მატჩში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს. გუნდები აქამდე ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვედრიან. 2009 წლის 5 სექტემბერს, ლონდონში გამართულ ამხანაგურ მატჩში მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს ლამპარდისა და დეფოს გოლებით. სლოვენიელთაგან თავი ზლატან ლიუბიანკიჩმა გაიტანა. სავარაუდოდ, სამივე ეს ფეხბურთელი დღეს პირველივე წუთებიდან იქნება მოედანზე.23 მაისი, 18:00, პორტ ელიზაბეტი, “ნელსონ მანდელა ბეი” სლოვენია-ინგლისისავარაუდო შემადგენლობები: სლოვენია: ჰანდანოვიჩი (“უდინეზე”), ბრეჩკო (“კიოლნი”), შულერი (“გენტი”), ცესარი (“კიევო”), იოკიჩი (“კიევო”), კორენი (“ვესტ ბრომვიჩი”), რადოსავლიევიჩი (“ლარისა”), ბირსა (“ოსერი”), კირმი (“ვისლა”), ლიუბიანკიჩი (“გენტი”), ნოვაკოვიჩი (“კიოლნი”) მწვრთნელი: მატიაჟ კეკიინგლისი: ჯეიმსი (“პორტსმუთი”), ჯონსონი (“ლივერპული”), აპსონი (“ვესტ ჰემი”), ტერი (“ჩელსი”), ე. კოული (“ჩელსი”), ლამპარდი (“ჩელსი”), ბერი (“მანჩესტერ სიტი”), ჯერარდი (“ლივერპული”), ჯ. კოული (“ჩელსი”), რუნი (“მანჩესტერი”), დეფო (“ტოტენჰემი”) მწვრთნელი: ფაბიო კაპელო მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია) C ჯგუფი 1 სლოვენია 2 1 1 0 3-2 4 2 აშშ 2 0 2 0 3-3 2 3 ინგლისი 2 0 2 0 1-1 2 4 ალჟირი 2 0 1 1 0-1 1 View the full article
  2. ”ტაოპრივატბანკი” დღეს დილით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და არ ასახელებს თანხის ოდენობას, რომელიც თავდამსხმელებმა გაიტაცეს. შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირის 4 ნომერში, მდებარე "ტაოპრივატბანკის" სერვისცენტრთან დღეს, 09:30 წუთზე, მოხდა. ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა "ტაოპრივატბანკის" საინკასაციო მანქანას. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქუჩაში ამ დროისთვის დიდი მოძრაობა არ იყო. თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები ჰქონდათ. ინკასაციის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, 25 წლის ნიკო მეტრეველი თავდამსხმელებმა ბარძაყის არეში დაჭრეს. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. მეტრეველს ჭრილობა მიყენებული აქვს ორივე ბარძაყში. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა თანხის წაღება და მიმალვა მოახერხეს, თუმცა გატაცებული თანხის რაოდენობა ნეტგაზეთთან საუბრისას ტაობანკის პრესსამსახურმა არ დააკონკრეტა. პრესამსახურის წარმომადგენელმა თამუნა აბუთიძემ მხოლოდ მომხდარი ფაქტი დაადასტურა: ”საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ და ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს გეტყვით, ინფორმაციას არ ვფლობთ“. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. ჟურნალი ზტოტალ ფუტბოლ 06-2010 View the full article
  4. საშნელებათა კომედია, რომელშიც ახალგაზრდა სტუდენტები გადაცვლის პროგრამით რუმინეთში მიდიან სასწავლებლად მთელი სემესტრით. ხოლო სწავლას ისინი რათქმა უნდა დროის ტარებას ამჯობინებენ: წვეულებები, ალკოჰოლი, გოგონები... ერთერთი წვეულება ძველებურ სასახლეში მათთვის ძალიან ცუდათ დამთავრდება.. View the full article
  5. http://www.myliverpool.ru/_nw/44/59254365.jpg თანაგუნდელების კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდა გუშინ ღამით სადაც არგენტინამ საბერძნეთს სძლია და ასპარეზობას გამოთიშა, გთავაზობთ მატჩის დროს გადაღებულ რამდენიმე საინტერესო ფოტოს… http://www.myliverpool.ru/_nw/44/63688895.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/44/74292953.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/44/25466177.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/44/16954765.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/44/61010091.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/44/68857418.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/44/59065590.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/44/65835400.jpg View the full article
  6. star hit - ჟურნალი 23 2010 View the full article
  7. მოტო ტრიალი ფლეშ თამაში View the full article
  8. ჟურნალი ზტოტალ ფუტბოლ 05 2010 View the full article
  9. „მდინარე ბდღვიორას ხევის კალაპოტი უფრო გამტარუნარიანი რომ ყოფილიყო, ამდენი რაოდენობის ლაფი მდინარის კალაპოტიდან არ გადავიდოდა,“- ამბობს ომარ აბუთიძე, გეოლოგი საქართველოს ეროვნული სააგენტოდან. საქართველოს ეროვნული სააგენტო ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც მეწყერსაშიში ზონებია აღწერილი. დოკუმენტით სააგენტო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მოსალოდნელი საშიშროებების შესახებ აფრთხილებს, რათა მათ დროულად მიიღონ ზომები ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად. რაჭაში მდინარის კალაპოტის გამწმენდი სამუშაოები ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა შეესრულებინა. როგორც აბუთიძე ამბობს, მუნიციპალიტეტმა სამუშაოები წამოიწყო კიდეც, თუმცა, მაისის თვეში „ანომალურად დიდი“ რაოდენობის ნალექების მოსვლის გამო, მდინარის სათავიდან მოსული ლაფის მასა მაინც გადავიდა კალაპოტიდან. ამ წუთისთვის, ომარ აბუთიძე სხვა გეოლოგებთან ერთად, მდინარე ბდღვიორას სათავისკენ მიემართება და სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას აპირებს. აბუთიძის თქმით, ამჟამად რაჭაში არ წვიმს, თუმცა, სინოპტიკოსები წვიმას დღის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. B001 by netgazeti.ge ამავე თემაზე: რაჭის საკურორტო ზონაში სტიქია მძვინვარებს სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg ბერნარდ ზანდი იმედგაცრუებული ანკარა დასავლეთს ზურგს აქცევს და აღმოსავლეთით ირანს და ჰამასს შესცქერის. ათწლეულების განმავლობაში თურქი ხალხი ებრაული სახელმწიფოს ერთგული მოკავშირე იყო და მთავარ საგარეოპოლიტიკურ ამოცანად ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავდა. დღეს თურქეთი ეკონომიკურად ძლიერია, რეგიონში მნიშვნელოვან ძალაუფლებას და გავლენას ფლობს და მუსიკის შეკვეთაც თავად შეუძლია. ნიშნავს თუ არა ეს ათათურქის მემკვიდრეობის დასარულს? 2002 წლის დეკემბერში ევროკავშირის კოპენჰაგენის სამიტზე გერმანიის მაშინდელი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი იმ დროს ახალბედა რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთ ოთახში ისხდნენ. გერმანელს და ფრანგს, ცუდი ამბავი უნდა ეთქვათ ადამიანისთვის, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში არჩევნებზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. თურქეთის პრემიერ–მინისტრი ელოდებოდა, რომ ევროკავშირში მისი ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების კონკრეტულ თარიღს დაუსახელებდნენ – თურქეთმა პირველი ოფიციალური განაცხადი ამ დღემდე 15 წლით ადრე გააკეთა. ერდოღანი იმედოვნებდა, რომ მისთვის ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდებოდა, რომლის დახმარებითაც ის საკუთარ ქვეყანაში სერიოზულ ცვლილებებს განახორციელებდა. მაგრამ, როგორც შრიოდერმა თქვა, ევროკავშირი მოლაპარაკებების დაწყებისთვის ჯერ მზად არ იყო, და ერდოღანს უბრალოდ გარკვეული დროით ცდა მოუწევდა. ერდოღანი სავარძელში გაიმართა და წამოიძახა: „ჰოპ, ჰოპ!“ შირაკმა ეს თურქული ფრაზა, რომელიც დაახლოებით ასეთი გამონათქვამების კომბინაციაა: „ერთი წუთით!“, ან „თქვენ რა გაგიჟდით“, ვერ გაიგო. მაგრამ ის საკმაოდ დიდხანს მუშაობდა პარიზის მერის თანამდებობაზე იმისთვის, რომ სწრაფად მიმხვდარიყო: ეს ადამიანი მალე კარგავს მოთმინებას და არასასიამოვნო ამბებზე ცუდად რეაგირებს. შირაკი მის თურქ კოლეგას მოძღვრავდა და ეუბნებოდა, რომ ამ საკითხზე ევროპელი სახელმწიფო მოღვაწეები ვერ თანხმდებოდნენ; თუმცა ისინი ეძებდნენ გზებს ამ უთანხმოებებზე სასაუბროდ. ერდოღანს არაფერი უთქვამს. ეს კარგი დასაწყისი არ იყო. ანკარას შებრუნება შვიდი წელი გავიდა და ახლა ჩანს, თუ როგორ შეაბრუნა ერდოღანმა თურქეთი. მან შეარცხვინა ყველა ვინც მას ოდესღაც რელიგიურ ყეყეჩს ეძახდა. ერდოღანმა კედელთან მიაყენა ყოვლისშემძლე თურქი სამხედროები, რესპუბლიკური ისტებლიშმენტის დემორალიზება მოახდინა და საკუთარი ქვეყანა ბოსფორში, რომელიც ერთ დროს მხოლოდ გადატრიალებებით და კრიზისებით იყო ცნობილი, ანატოლიის ვეფხვად აქცია. თუკი მეზობელი საბერძნეთი საერთოეროვნული ფინანსური კრიზისშია ჩაფლული, თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე წელს 5%–იან ზრდას ელიან. იმავდროულად, ეს ქვეყანა ისეთ როლს იძენს, რომელიც თანამედროვე თურქეთს არასდროს ჰქონია. ის ხმაურიან და თვითდაჯერებულ რეგიონალურ ზესახელმწიფოდ ყალიბდება, რომელიც საკუთარი საგარეო პოლიტიკის საბაზისო პრინციპებზე უარის თქმით, მთელი მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს. ეს კურსის ისტორიული ცვლილებაა. „თურქები ყოველთვის ერთი მიმართულებით – დასავლეთისკენ მიდიოდნენ“, – აცხადებდა თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი მუსტაფა ქემალ ათათურქი. მაგრა ახლა, ერდოღანის შვიდწლიანი მმართველობის შემდეგ, თურქეთი მიმართულებას იცვლის და აღმოსავლეთისკენ ბრუნდება. გახლეჩილი ალიანსი ამ ცვლილების ყველაზე მკაფიო მაჩვენებელია თურქეთ–ისრაელის ურთიერთობები. 1940–იან წლებში თურქეთი ევროპიდან დევნილ ებრაელებს იფარებდა, ხოლო 1949 წელს, ის პირველი დიდწილად მუსულმანური ქვეყანა გახდა, რომელმაც ებრაული სახელმწიფო აღიარა. 60 წლის განმავლობაში მოქმედებდა ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსი, რომელსაც ორივე ქვეყნის სეკულარული ელიტა მხარს უჭერდა. მაგრამ ორი კვირის წინ მას სერიოზული ნაპრალი გაუჩნდა, რამდენიმეთვიანი ურთიერპროვოკაციებისა და ისრაელის სანაპიროის გასწვრივ მიმავალი გემების ფლოტილიის სისხლისმღვრელი ინციდენტის შემდეგ, ერდოღანმა ისრაელი „სახელმწიფო ტერორიზმში“ დაადანაშაულა, ქვეყნიდან ელჩი გამოიწვია და ისე შორსაც კი წავიდა, რომ იმის მტკიცება დაიწყო, თითქოს მსოფლიო დღეს „სვასტიკას და დავითის ვარსკვლავს ერთნაირად აღიქვამს“. „დღეს ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დადგა“, – განაცხადა მან ისრაელთან ურთიეთობის საკითხებზე პარლამენტში გამოსვლისას, „და ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება“. ასეთი შემობრუნება ირანთან ურთიერთობაზეც აისახა, რომელსაც ანკარა 1979 წლიდან, მას შემდეგ რაც იქ ისლამური რევოლუცია მოხდა, ეჭვის თვალით უყურებდა. აბრაზე, რომელიც თურქეთ–ირანის საზღვართან 1979 წლიდანაა აღმართული, ვკითხულობთ: „თურქეთი საერო სახელმწიფოა“. ეს თურქეთის განაცხადია იმაზე, რომ მეზობელი ირანის თეოკრატია მისთვის მიუღებელია. თუმცა, ამ თვის დასაწყისში თურქეთის ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოში ხმა სანქციების პაკეტის წინააღმდეგ მისცა, რომლის დახმარებითაც, ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი და ბერლინი (მოსკოვი და პეკინიც კი) ირანის სადაო ბირთვული პროგრამის შეჩერებას იმედოვნებდნენ. დასავლეთი შოკირებულია. ქვეყანა რომელიც 60 წლის განმავლობაში ნატოს სამხრეთ–აღმოსავლეთ ფლანგის ფორპოსტი იყო და აშშ–ს და ევროპის გვერდით იდგა (კორეის ომიდან ავღანეთის ომამადე) ალიანსის შემადგენლობაში სიდიდით მეორე არმიით, უცბად მოლების მეგობრად იქცა? სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში საკუთარ „იმედგაცრუებაზე“ საუბრობს, ხოლო ისრაელში, შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში ზოგიერთები ბოროტების ახალი ღერძის შექმნასაც კი წინასწარმეტყველებენ. ვინ არის დამნაშავე თურქეთის პოლიტიკურ ძვრებში? ერდოღანი? ისრაელი? ევროპელები? ვინ დაკარგა თურქეთი? მეორე ნაწილი: „ევროპაში მას ვიღაც ხელს ჰკრავს“ აშშ–ს თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსის თქმით, თუკი ბოსფორის ორივე მხარეს გადაშლილი ქვეყანა, მიმართულებას აღმოსავლეთით იცვლის, „ამაში არც თუ უმნიშვნელო როლს თამაშობს ის, რომ ვიღაც ევროპაში მას ხელს ჰკრავს, უარს ეუბნება რა თურქეთს დასავლეთთან იმ ორგანულ კავშირზე, რომლის მიღებისკენაც ის მიისწრაფვის“. გეითსის არგუმენტაციის უარყოფა რთულია. 1963 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულებაში ევროკავშირის ქვეყნებმა თურქებს ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა შესთავაზეს და ანკარამ პირველი განაცხადი წევრობაზე 1987 წელს გააკეთა. მაგრამ 2005 წელს ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების შემდეგაც კი, ბრიუსელი განაგრძობდა თურქებისთვის ფეხის დადებას, იმავდროულად საკუთარ რიგებში ერთიმეორეს მიყოლებით იღებდა რა ყოფილი აღმოსავლური ბლოკის ქვეყნებს. და მაინც, ერდოღანი ევროკავშირში გაწევრიანების იმედს არ კარგავდა, და ასეთი კოზირით ხელში, მან ქვეყანაში რეფორმები ისეთი ტემპით განახირციელდა, როგორც ეს ვერ მოახერხა მანამდე ვერცერთმა თურქმა პრემიერმა. ის რისკავდა, ქურთებთან ურთიერთოებებს არბილებდა, და საერთო ჯამში ევროპელებზე შესაბამისი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა. მან მტკიცედ გადაწყვიტა ისტორიაში შესულიყო როგორც თურქი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა „ქრისტიანულ კლუბში“ გააწევრიანა. ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჩამქრალი ენთუზიაზმი მაგრამ შემდეგ, 2005 წელს ხელისუფლებაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოვიდა, 2007 წელს კი საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ერდოღანის ენთუზიაზმიც ჩაქრა. თუკი არსებობს რაიმე საკითხი, რაზეც ეს ორი ევროპული ლიდერი თანხმდება, არის ის, რომ მათ არ სურთ ევროკავშირში თურქეთის სრულუფლებიან წვერად მიღება. ერდოღანს ესმის, რომ ჯერ–ჯერობით მას ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს, და ამიტომ იგი თავის ენერგიას აღმოსავლეთისკენ მიმართავს. ეს პოლიტიკური იმედგაცრუების გამოხატვის ყველაზე ოსტატური ხერხი არ არის, თუმცა მასში გასაკვირიც არაფერია. კონკრეტული თარიღის დასახელებაც კი შეიძლება, როდესაც ერდოღანს ისრაელზე გული აუცრუვდა: 2008 წლის 27 დეკემბერი. მრავალი წლის განმავლობაში თურქეთი ისრაელს და სირიას შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს თამაშობდა. ერდოღანს სურდა ჯერ კიდევ 1967 წელს გოლანის სიმაღლეების გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დარეგულირება. გარდა ამისა, ასეთი როლი მას ისტორიის სახელმძღვანელოებში მოხვედრის გარანტიებს უქმნიდა. ერდოღანი თავს მოტყუებულად გრძნობს 2008 წლის საშობაო პერიოდში, თურქეთის პრემიერს ჰქონდა განცდა, რომ ის სულ მალე წარმატებას მიაღწევდა. ისრაელის პრემიერ–მინისტრი ეჰუდ ოლმერტი 22 დეკემბერს ანკარაში ჩავიდა; მაგრამ ამ ვიზიტის დროს მას მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმაზე, რომ ისრაელში დაბრუნებისთანავე ოპერაციაზე „ჩამოსხმული ტყვია“ ბრძანების გაცემას აპირებდა. ისრაელის არმიის საპასუხო დარტყმა მოძრაობა ჰამასის უწყვეტ სარაკეტო თავდასხმებზე ისრაელის ღაზას სექტორიდან, 1 400 პალესტინელის დაღუპვის მიზეზი გახდა. ერდოღანმა ამ ოპერაციის დაწყების შესახებ გაზეთებიდან შეიტყო. ერდოღანთან დაახლოებული ერთ–ერთი პირის თქმით, პრემიერს დღემდე მიაჩნია, რომ ოლმერტმა უღალატა, როდესაც საკუთარი სამხედრო გეგმების თაობაზე საქმის კურსში არ ჩააყენა. ოთხი კვირის შემდეგ დავოსში (შვეიცარია) მსოფლიო ეკნომიკურ ფორუმზე ერდოღანმა ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან დებატები ხმაურით დაასრულა. დარბაზის დატოვებამდე მან პერესს დაუყვირა: „თქვენ ადამიანებს კლავთ. მე მახსოვს ის ბავშვები, რომლებიც სანაპიროზე იღუპებოდნენ“. ამის შემდეგ თურქეთ–ისრაელის ურთიერთობებში სერიოზული ნაპრალი გაჩნდა. მას შემდეგ ორივე ქვეყანის დებატებში ულტრაკონსერვატორები დომინირებენ. თურქეთში ასეთი თავად პრემიერ–მინისტრია, ხოლო ისრაელში იმ ტიპის ადამიანები, როგორიცაა საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორუ ლიბერმანი, რომელიც ამბობს: „მთელი ბრალი, სრულად და თავიდან ბოლომდე, თურქეთს მიუძღვის“. ნაციონალიზმის ტალღა თურქეთსა და ისრაელში ჯერ–ჯერობით ყველაფერი ისე მოსჩანს, თითქოს ორივე ქვეყანაში, რომლებიც ყოველთვის ამაყობდნენ იმით,, რომ ახლო აღმოსავლეთში „ერთადერთ დემოკრატიებს“ წარმოადგენდნენ, ნაციონალიზმის ტალღაში ოპოზიციური ბანაკები უბრალოდ გაქრა. თურქეთში კიდევ არსებობს ოპოზიციის ახალი ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ, რომელიც მთავრობას აკრიტიკებს. ამ სოციალ–დემორკატის თქმით, ევროპა და შეერთებული შტატები ჰამასს მიიჩნევენ „ტერორისტულ ორგანიზაციად. ამიტომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ“. ისრაელში კრიტიკა ჯერ–ჯერობით ინტელექტუალებისგან ისმის, ისეთებისგან, როგორებიც არიან დავიდ გროსმანი და კომენტატორი ალუფ ბენი, რომელმაც ამ ორ ქვეყანას მელანქოლიური გედის სიმღერა მიუძღვნა გაზეთ Haaretz–ში და აღნიშნა, რომ ყველაზე ღრმა უფსკრულშიც კი ამ ქვეყნებს უფრო მეტი ეპიზოდი აერთიანებს, ვიდრე მიჯნავს. ბენი წერს, რომ ორივე ქვეყანა არასწორად ეპყრობა საკუთარ უმცირესობებს; ორივეგან სამხედროები ძალიან გავლენიანები არიან; ორივე სახელმწიფო ძალიან თანამედროვეა, თუმცა ორივეგან ფუნდამენტალისტებმა შეაღწიეს. ბენის თქმით, ისრაელის და თურქეთის მთავრობები საქმიანად ანგრევენ თავიანთი დამფუძნებლების დავით ბენ–გურიონის და ათათურქის მემკვიდრეობას, ხოლო ორივე ქვეყნის ხალხი ცრუ წარმოდგენებითაა გაჟღენთილი. „მაგრამ ჩვენ, არ ვართ მატყუარების და მკვლელების ქვეყანა, როგორც ამას ერდოღანი ამტკიცებს, ხოლო თურქეთი არ არის ირანი, რომელსაც სურს ისრაელის რუკიდან გაქრობა, როგორც ლიბერამანს მიაჩნია“. ორიგინალი ორიგინალი
  11. ფილმშია პატარა ბიჭუნას თავგადასავალი რომელიც ჩადის ჩინეთში ოლიმპიადაზე. სადაც დაუმეგობრდება კაცს როპმელიც დაეხმარება თავდაცვის ხელოვნების შესწავლაში View the full article
  12. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/ertsulovneba.png ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა” 22 ივნისს პრეზიდენტს და მთავრობას მოუწოდეს, „10-10%-ით გაზრდილი სარეზერვო ფონდებიდან დაუყოვნებლივ დაიფაროს სულ რაღაც 50 000-ლარიანი დავალიანება” და აღდგეს საპატრიარქოს ტელევიზიის ”ერთსულოვნების” მაუწყებლობა. ფრაქციის ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელევიზიისთვის სიხშირის მინიჭების თაობაზე „ქრისტიან-დემოკრატების” ინიციატივით მოლაპარაკება არაერთხელ დაიწყო , თუმცა ამ პროცესს შედეგი არ მოჰყოლია. ტელე-რადიო-კომპანია „ევრიკამ” საპატრიარქოს ტელევიზიის მაუწყებლობა 21 ივნისს, 11:00 საათზე გათიშა, მიზეზი „ერთსულოვნების” მიერ დაგროვილი დავალიანებაა. საპატრიარქოს ტელევიზია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე „ევრიკის” სიხშირეზე მაუწყებლობდა. “ჩვენ უკვე გადაუდებელ აუცილებლობად მივიჩნევთ საპატრიარქოსთვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფას”- განაცხადა ახვლედიანმა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია ორ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს სოციოლოგიური კვლევა მაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. ამის საფუძველზე კომისია კონკრეტული სამაუწყებლო კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხს განსაზღვრავს. ამგვარი სოციოლოგიური კვლევა 4 წელია არ ჩატარებულა, რა მიზეზითაც, ოფიციალურად შეჩერებულია ლიცენზიების გაცემა. კომისიის ერთ-ერთი წევრის ირაკლი მოსეშვილის თქმით, გასულ წელს სოციოლოგიური კვლევა ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ჩატარდა, თუმცა მზადება საზოგადოებრივი აზრის გამოსარკვევად არც ამჟამად მიმდინარეობს. ამასათან, მოსეშვილის თქმით, კომისიას სამართლებრივად უფლება არ აქვს „ევრიკასა” და „ერთსულოვნებას” საქმეში ჩაერიოს, რადგან საქმე ორ იურიდიულ პირს ეხება და ხელშეკრულებაც მათ შორისაა დადებული. „როგორც კომისიის წევრი მხარეებს მოვუწოდებ, კონკრეტულ სიტუაციაშიც საერთო ენა გამონახონ, რადგან საფრთხე შეიძლება თავად „ევრიკასაც” შეექმნას, თუ ის 90 დღის განმავლობაში არ იმაუწყებლებს. მოგეხსენებათ, ასეთ შემთხვევაში, კანონის მიხედვით, მოსალოდნელია, „ევრიკასთვის” ლიცენზიის დროებით შეჩერების ან, სულაც, ჩამორთმევის საკითხი დაისვას”, თქვა ირაკლი მოსეშვილმა,” ყველას ინტერესშია, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს.” ლევან ჟორჟოლიანი, Media.ge Share View the full article
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/news22-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება 22:00 საათზე http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/new22.jpg itvს ლინკი
  14. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/rfi_logo-150x65.png „ფრანს ტელეკომი“ და „ნუველ ობსერვატორი“ ფრანგული გაზეთ „მონდის“ შესაძენად ესპანელებთან ერთიანდებიან. მათი კონკურენტები, ბიზნესმენების – მატიე პიგასის, პიერ ბერჟეს და ქსავიე ნიელის ალიანსი პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის არ აწყობს: ცნობილია, რომ პიგასი და ბერჟე სოციალისტებთან არიან დაახლოებულები ორშაბათი, 21 ივნისი – გავლენიანი ყოველდღიური გაზეთის „მონდის” გაყიდვის ბოლო ვადაა. წინა დღით, კვირას, ცნობილი გახდა ზოგიერთი დეტალი იმის შესახებ, თუ რა ელის გაზეთს მომავალში. „მონდს“ მყიდველი იმის გამო ესაჭიროება, რომ სერიოზული ვალები აქვს, დაახლოებით 80-დან 120-მილიონ ევრომდე. სატელეკომუნიკაციო კომპანია „ფრანს ტელეკომის“ და ჟურნალ „ნუველ ობსერვატორის“ მფლობელმა კლოდ პერდრიელმა გაზეთის ყიდვაზე წინასწარი შეთანხმება გააფორმეს ესპანურ მედია-კომპანია „პრისასთან“. „პრისას“ ეკუთვნის ყოველდღიური ესპანური გაზეთი „ელ პაისი“ და იმავდროულად, „მონდის“ 15%-იანი წილის მფლობელია. სამივე პარტნიორს ერთად გაზეთ „მონდის“ აქციების 67%-ის გამოსყიდვა შეუძლია. „ფრანს ტელეკომმა“ კვირას განაცხადა, რომ გაზეთის შეძენისთვის ინვესტიცია 50-60 მილიონ ევროს შეადგენს. „ნუველ ობსერვატორის“ მფლობელი და დამფუძნებელი კლოდ პერდრიელი ადრე იუწყებოდა, რომ წინადადება 80-დან 100-მილიონამდე ევროს შეადგენს. კერძოდ, ისინი გეგმავენ აქციების 34%-ის გამოსყიდვას, რომლებიც დღეს ჯგუფ „ლაგარდერს“ ერთ-ერთ უმსხვილეს ფრანგულ კომპანიას ეკუთვნის („ლაგარდერი“ მასობრივი ინფორმაციის მთელ რიგ საშუალებებს ფლობს და იმავდროულად ინტერესები აქვს იარაღების წარმოების სფეროში). პრეზიდენტ სარკოზის აჩრდილი… ზოგიერთ მიმომხილველს მიაჩნია, რომ „ფრანს ტელეკომის“ უკან, რომლის 26% საფრანგეთის ხელისუფლებას ეკუთვნის, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელისეს სასახლე დგას. საინფორმაციო სააგენეტოს „ფრანს პრესიის“ თანახმად, „მონდის“ გაყიდვის თემამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გასაგებად აღნიშნა, რომ ის კონკურენტების – „ფრანს ტელეკომის“ და „ნუველ ობსერვატორის“ მიერ ყიდვის წინააღმდეგია. უხერხული კონკურენტები „მონდის“ შეძენის ალტერნატიურლი წინადადებით ასევე გამოვიდა ალიანსი, რომელიც შედგება ბანკირი მატიე პიგასის, მეწარმე პიერ ბერჟეს და სატელეკომუნიკაციო კომპანია Free-ს დამფუძნებლის და პრეზიდენტის ქსავიე ნიელისგან. 11 ივნისს ინფორმირებულმა წყარომ ფრანგულ მედიას საფრანგეთის პრეზიდენტის და „მონდის“ დირექტორის ერიკ ფოტორინოს შეხვედრის შესახებ შეატყობინა. ამ შეხვედრაზე ნიკოლა სარკოზი გაზეთის პიგასი-ბერჟე-ნიელის ტრიოსთვის მიყიდვის წინააღმდეგი იყო. პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო გაზეთს არ დაეხმარება, რაც მისი ტიპოგრაფიისთვის აუცილებელია. დამკვირვებლების აზრით, ნიკოლა სარკოზის უკმაყოფილების მიზეზი მატიე პიგასის და პიერ ბერჟეს ფიგურებია, იმ ბიზნესმენების რომლებიც ოპოზიციურ სოციალისტურ პარტიასთან არიან დაახლოებულები. მატიე პიგასი სოციალისტების, დომინიკ სტროს-კანის და ლორან ფაბიუსის ეკონომიკის მინისტრთა კაბინეტის თანამშრომელი იყო. პიერ ბერჟე ფინანსურად ეხმარება პრეზიდენტობის სოციალისტთა ექს-კანდიდატ სეგოლენ რუაიალს. ორიგინალი ორიგინალი
  15. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/3/28/1238260838669/David-Silva-001.jpg24 წლის ესპანელი ფეხბურთელი, რომლისთვისაც “რეალ მადრიდი”, “ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი” და თავის დროზე “ლივერპულიც” იბრძოდა, £29 მილიონად “სიტიმ” შეიძინა. … მხარეები ახლა კონტრაქტის საბოლოო დეტალებს განიხილავენ. ის ერთ-ერთი უმაღლესანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება. მისი ხელფასი კვირაში £160,000 იქნება. რაფაელ ბენიტესის დროს, “ლივერპულს” ძალიან სურდა მისი შეძენა, მსგავსად მანჩესტერ იუნაიტედისა, თუმცა სიტიმ ორივეს აჯობა და ესპანელი შეიძინა. რობერტო მანჩინიმ, გარდა ახალგაზრდა ვარსკვლავისა, გუნდში ჯეიმს მილნერი და იაია ტურეც აიყვანა. წყარო: live4liverpool.com View the full article
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ekonomika-150x150.jpgპარლამენტის თავმჯდომარის დავალება შესრულებულია. ბეჭური მედიისთვის ხელისუფლების მიერ დაწესებული ერთადერთი შეღავათი ძალში დარჩება. ამის შესახებ დღეს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მისი გაუქმება მთავრობას არც უფიქრია. ბეჭდური მედიის თემა დღეს ერთადერთი არ იყო, რაზეც ფინანსთა მინისტრს განმარტებების გაკეთება მოუხდა. კახა ბაინდურაშვილი ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით ბიზნესმენების და პარლამენტარების შეკითხვებს ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/komiteti.jpg itvს ლინკი
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/education-150x150.jpgგაძვირდება თუ არა საქართველოში ისედაც ძვირადღირებული განათლება. ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით დღგ-ს ყველა სასწავლო დაწესებულება გადაიხდის. რატომ გადაწყვიტა მთავრობამ განათლების სექტორის დაბეგვრა და რის დაბალანსებას ცდილობს ამით. ნახეთ დავით გოჩიაშვილის და ირაკლი გვასალიას სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ganatleba1.jpg itvს ლინკი
  18. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/NewsImg.aspx3.jpg“ახალი მემარჯვენეები” რომელიმე პოლიტიკურ ბლოკსა და ალიანსში აღარ გაერთიანდება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში გააკეთა. გამყრელიძის განცხადებით, “მემარჯვენეები” მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად იბრძოლებენ. ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ბურჯანაძის, ნოღაიდელისა და ოქრუაშვილის გაერთიანების შემთხვევაში, მათთან “მემარჯვენეების” თანამშრომლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ გაერთიანების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ რევანში შეიძლება იყოს და ის ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს. გამყრელიძე თვლის, რომ არც ერთი პოლიტიკური ლიდერი სერიოზული და კონკურენტუნარიანი ალიანსის შესაქმნელად მზად არ არის. Share View the full article
  19. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/okruashvili_irakli_006-150x150.jpgქუჩის აქციები და რადიკალური მოქმედებები თუ თანმიმდევრული მზადება უახლოესი არჩევნებისთვის – ოპოზიციაში ახალი გაერთიანებები შესაძლოა სწორედ ამ საკითხისადმი დამოკიდებულებით დაჯგუფდეს. რა გეგმები აქვთ მიუნხენის კონსულტაციების მონაწილეებს და ვინ ამბობს უარს „რევანშისტებთან“ თანამშრომლობაზე – ოპოზიციის საშემოდგომო გეგმები ჩვენს სიუჟეტში http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/tetri_opoziciaflv_000003480.jpg itvს ლინკი
  20. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/usaxlkaroebiwmv_000058560-150x150.jpgორი ოჯახის პროტესტი უჩვეულო ფორმით . მესამე დღეა თბილისის მერიასთან მიწისქვეშა გადასასვლელში კუპრავებისა და გუჯაბიძეების ოჯახის წევრები დასახლდნენ. არარსებული საცხოვრებელი პირობები და უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რა პასუხი მიიღეს უსახლკაროდ დარჩენილებმა თბილისი მერიისგან და რატომ სდებენ აქციის მონაწილეებს შანტაჟში ბრალს – ანნა ლაპიაშვილი გიამბობთ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/anna-usaxlkaroebiiiiiiiiiiiflv_000004000.jpg itvს ლინკი
  21. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/socialurad-gachirvebulebi-mzia-saganelidzis-foto_big.jpgუსახლკაროდ დარჩენილმა ოჯახებმა, რომელთა შორის მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და საცხოვრებლის მოთხოვნით, ღამე თბილისის მერიასთან გაათენეს. ღია ცის ქვეშ დარჩენილები აცხადებენ,რომ ტერიტორიის დატოვებას, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირენებ. Share View the full article
×
×
  • შექმენი...