planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Most importantly, if you can at all avoid it, don’t be normal. Strive, burn and do everything you can to avoid being the industry standard. Even the highest industry standard. Be greater than anything anyone else has ever dreamed of you. Don’t settle for pats on the back, salary increases, a nod-and-a-smile. Instead, rage against [...]http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/4mw8Yc-PHLA ეწვიეთsweet.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/bacho-axalaia2.jpgშინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, ბაჩო ახალაია თანამშრომლებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარუდგინა. “მას ბევრი მტერი ჰყავს ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო. როდესაც ჩვენ ის დავნიშნეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ერთმა ჩემმა მეგობარმა და ჩვენი მთავრობის მხურვალე მომხრემ დამირეკა და მითხრა, რომ მგონი ცუდად მიდის ჩვენი საქმე, 26 წლის ბიჭი ამას ვერ გაქაჩავსო. გაქაჩა და ძალიან კარგადაც გაქაჩა. ჩვენთან კრიმინალური სტრუქტურა ეს იყო კანონიერი ქურდები, ქუჩის დანაშაული, ციხიდან დანაშაულის მართვა და სკოლებში დანაშაული. პირველი ორი მოვკეტეთ, პირველი – მთავრობა გამოვაცალეთ და მივიღეთ კანონი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, მეორე გავაჩერეთ იმის ხარჯზე, რომ მოვახერხეთ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ქუჩის დანაშაულის ალაგმვა, მესამე იყო ძალიან რთული, ე.წ ვაზვრატები ხდებოდა ციხიდან, ერთი-ორი ჩვენი მინისტრიც გახდა ამის მსხვერპლი, მათ ციხიდან ურეკავდნენ, ფული გადმოგვირიცხეთო და ახალაიამ მოახერხა ამის ჩაკეტვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, პოლიცია კარგად აწყობილი სტრუქტურაა და ვანო მერაბიშვილის ინიციატივა იყო, რომ ბაჩო ახალაია ყოფილიყო მისი ხელმძღვანელი. “ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი კრიმინალიზებული, მაფიოზური, კორუმპირებული, ხელიდან წასული ქვეყანა. ახლა ევროკავშირის გამოკვლევებით, ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ჩვენ ვართ უფრო უსაფრთხო, ვიდრე დანია, საფრანგეთი, გერმანია ინგლისი. ეს მართლაც არის თითოეული თქვენგანის დამსახურება”, – მიმართა სააკაშვილმა შსს-ს თანამშრომლებს. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/targamadze1-300x225.jpgროგორც “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, “ხელისუფლების ნება რომ იყოს, მთელს მთავრობას გააუქმებდა და ერთ პროპაგანდის სამინისტროს შექმნიდა”. „სწორედ პროპაგანდაა, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე კარგად გამოსდის და აქვე აღნიშნა, რომ “ამასაც თავისი რესურსი და ვადები აქვს. რაც არ უნდა ბევრი იძახოთ ჰალვა – ჰალვა, პირში არ გატკბილდება. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი დასაქმებულია და თურმე დაუსაქმებელთა რაოდენობა სოფლებში 6%-ს არ აღემატება, ეს ადამიანები მაინც დაუსაქმებლბი რჩებიან. ამ ტყუილს დიდი ხანია, მოკლე ფეხები აქვს და მისი შედეგი არჩევნებზე გამოჩნდება, როცა ხალხი იმ პარტიას, რომელიც საპნის ბუშტებს ბერავს, მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ. თარგამაძემ დასძინა, რომ ხელისუფლება უარს ამბობს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე და ბიზნესმენები ციხეში ჰყავს გამომწვდეული. “ასეთი მიდგომა არა დასაქმებას, არამედ ხალხის უმუშევრად გადაქცევას და გაღატაკებას უწყობს ხელს” – აღნიშნა თარგმაძემ. opinion.ge View the full article
-
ჩემს შვილს გუშინ ველოსიპედი მოპარეს ნიუ-იორკში და გაოგნებული იყო, იქ კამერებიც აყენია და მაინც მომპარესო. მე ვუთხარი, რომ ეს საქართველოშია, რომ კამერები აყენია და არ იპარავენ და იქ, ამერიკაშიც იპარავენ, ინგლისშიც იპარავენ, საფრანგეთშიც იპარავენ და ა.შ. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/s2MnjFwiMws palitratv.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/mishania-300x256.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში დიმიტრი შაშკინის წარდგენისას განაცხადა, „ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის დაცვა, რადგან ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ როდესაც საქართველოში დამპყრობელი შემოდის, იქ ქართველები აღარ რჩებიან“. “პირადად მე ვაპირებ, როგორც კი ჩემი შვილი სრულწლოვანი გახდება, ინტეგრირებული იყოს ჯარში და გაიაროს სამხედრო ცხოვრება. ყველა ქართველი უნდა ფიქრობდეს, რომ მისმა შვილმა იცოდეს იარაღის ტარება და იცოდეს რას წარმოადგენს შეიარაღებული ძალები მისთვის და მისი ქვეყნისთვის. ასევეა რეზერვისტთა სისტემაც. საქართველოს დამპყრობელთან შეხმატკბილებულ ჩვენს უთავმოყვარეო ელემენტებს სარეზერვო სისტემაზე თავდასხმები მე მგონი, ცუდად მიუბრუნდათ უკან, იმიტომ, რომ სარეზერვო სისტემა, რომელიც ყველა რეგიონში შეიქმნა და პრაქტიკულად ყველა ადამიანი ჩაეწერა, ჩვენი ერთ-ერთი სიამაყის წყაროა. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის დაცვა, რადგან ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ როდესაც საქართველოში დამპყრობელი შემოდის, იქ ქართველები აღარ რჩებიან”, – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/gamocdebis_erovnuli_centri_-225x150.jpgპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, გამოცდების ეროვნული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში უნდა მუშაობდეს. “გამოცდების ცენტრი, სადაც 8 000, 10 000 და 15 000 ლარი ჰქონდათ ხელფასი, კანტორა იყო, გაიღებოდა წელიწადში ერთი თვე, ჩაატარებდნენ გამოცდებს და მერე 11 თვე იღებდნენ თავის 15 000-ს ლარს ხელფასებს და კარგად იყვნენ მხართეძოზე წამოწოლილი. ჩემზე სამჯერ მეტ ხელფასებს იღებდნენ, არაფრის კეთებაში. ეს იყო სოციალური სამართლიანობა?! იმიტომაც აუვარდათ თავში და იმიტომაც გავიდნენ თავს. როცა ზედმეტებს შვრები, ასე მოსდით ხოლმე ადამიანებს, – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს, თანამშრომლებისთვის ახალი მინისტრის, ხატია დეკანოიძის წარდგენაზე. opinion.ge View the full article
-
ეს არის ვიდეო, რომელმაც ამ ‘სტატიის’ დაწერის სურვილი გამიჩინა. თუ ამ ვიდეოს დავუჯერებთ ჩვენ, ადმიანები, არც მეტი არც ნაკლები რაღაც თევზის მაგვარი არსების შთამომავლები ვართ.ძალიან საინტერესოა როდის გაჩნდა პირველი ადამიანი დედამიწაზე, როგორ მიიღო დღევანდელი სახე… მოკლედ, თემა რომელზეც ახლა დავწერ იქნება ადამიანი ... View ucnauri.com
-
დელფინთა ეს გასაოცარი ფოტოები ეკუთვნის გრეგ ჰაგლინსს, რომელიც არის კალიფორნიის ქალაქ სანტა-ბარბარის მკვიდრი. მან ეს სურათები გადაიღო თავისი მოგზაურობისას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 2000-2007 წლებში. ეს ფოტოები გრეგმა სხვადასხვა ადგილებიდან გადაიღო- ხან ნავიდან, ხან გემიდან, ხან კი ვერტმფრენიდან. აღსანიშნავია, რომ იგი არა ციფრული ფოტოაპარატით, არამედ ტელეკამერითაც ... View ucnauri.com
-
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში უნდა მუშაობდეს http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/EXljIN6Q1FU View the full article
-
მინისტრების მოადგილეებს ამ დროისთვის უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ. აღნიშნულს ,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის’’ შესახებ კანონი ითვალისწინებს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლინა ღვინიანიძე განმარტავს, იმ მომენტიდან, როცა პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ან ცალკეულ მინისტრებს ამტკიცებს, მინისტრთა მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ. ,,პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისთანავე პირველ მოადგილეებსა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ. ამის შემდეგ კანონით დადგენილი წესით ამ თანამდებობაზე თავიდან ხდება კონკრეტული პირების დანიშვნა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სხვა, ასევე იგივე ადამიანი.’’-განმარტავს ლინა ღვინიანიძე. საქართველოს პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. View the full article
-
##image#9807#1#საქართველოსა და ავსტრალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ეწვია ავსტრალიის პრემიერ მინისტრის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და კავკასიაში დოქტორ რასელ ტრუდი. ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ ტრუდთან. ტაბულა: პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის. თუ შეიძლება მოკლედ გვითხარით თქვენი ვიზიტის შესახებ? ჩემი ვიზიტის უმთავრესი მიზანი არის ჩვენება იმისა, რომ ავსტრალია მსოფლიოს ამ ნაწილში კონტაქტებს ზრდის. წელს არის საქართველოსა და ავსტრალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავი, ასე რომ მე ჩამოვედი რათა აღვნიშნოთ ის მჭიდრო ურთიერთობები რომელებიც ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა. ვიზიტის ფარგლებში შევხვდები მინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრის და კულტურის მინისტრს. ასევე იმედი მაქვს მოვახერხებ კულტურული ღირშესანიშნაობების ნახვას, ასევე შევხვდები თბილისში მყოფ ავსტრალიელებს. ზოგადად მინდა რომ ვაჩვენოთ ქართველებს რომ ურთიერთობის გაძლიერება გვსურს. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში, შემდეგ კი დემოკრატიის განვითარებაში დიდ მხარდაჭერას ვუცხადებდით. ვფიქრობ ავსტრალიასა და საქართველოს შორის ძალიან ბუნებრივი კავშირია. ტაბულა: თქვენ ახსენეთ ურთიერთობების 20 წლის თავი. შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ როგორ ვითარდებოდა საქართველო-ავსტრალიის ურთიერთობები და რა არის მთავარი პრიორიტეტები ამ მომენტისთვის? პრიორიტეტების დიდი სპექტრია და წლების განმავლობაში ეს პრიორიტეტები იცვლებოდა. დასაწყისში უმთავრესი პრიორიტეტი დამოუკიდებლობის მხარდაჭერა იყო, შემდეგ კი დემოკრატიის განვითარება. ვიცი რომ ოქტომბერში არჩევნებია, რომელიც თქვენი დემოკრატიის კიდევ ერთი დამამტკიცებელი იქნება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით თქვენს სუვერენიტეტს. ჩვენი ურთიერთობები ძალიან ფართოა, ავსტრალიაც და საქართველოც ჩართულია ავღანეთში, ამ მომენტისთვის ვაჭრობა მცირე ზომისაა, მაგრამ იმედი გვაქვს გაიზრდება. ტაბულა: 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი არის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთი ძალიან აქტიურად ახორციელებს ფინანსურ და სხვა სახის ზეწოლას სხვადასხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით ოკეანიის პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებზე. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ თანამშრომლობენ საქართველო და ავსტრალია რათა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიის ურღვევობის საერთაშორისო აღიარება? პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ავსტრალია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გვჯერა რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. ამ საკითხზე საქართველო და ავსტრალია ძალიან ახლოს თანამშრომლობენ. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს დავეხმაროთ თავიდან ავიცილოთ მოვლენების ასეთი განვითარება. როგორც იცით საქართველომ უკვე გახსნა საელჩო ავსტრალიაში და ეს ჩვენ ახლო ურთიერთობების კიდევ ერთი გამოხატულებაა. ტაბულა: თქვენი აზრით, რა არის საქართველოს და ზოგადად რეგიონის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა? რთული რეგიონია და რამდენიმე ტურბულენტური ნაწილი აქვს. საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ტერიტორიული მთლიანობაა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში. მაგრამ უფრო ფართო საკითხებიც არის, უნდა შეძლოთ უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება. ტაბულა: დემოკრატია ახსენეთ, რა გამოწვევების წინაშეა ქართული დემოკრატია? დემოკრატია ისეთი რამაა, რომ მის მშენებლობას ბევრი წელი სჭირდება. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამოვლინება იქნება. არჩევნები სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება და ეს დემოკრატიისთვის ძალიან კარგია. მე სრულიად არ ვღელავ ამაზე, ვფიქრობ რომ საქართველოს ძალიან კარგად ახერხებს დემოკრატიის გაძლიერებას. ტაბულა: ახსენეთ, რომ საქართველოც და ავღანეთიც ჩართულები არიან ავღანეთის ომში. საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებას აკრიტიკებს ამ ომში მონაწილეობისთვის, მათი თქმით, საქართველო არ არის ნატოს წევრი და ამ ომში არ უნდა იბრძოდეს. არც ავსტრალია არ არის ნატოს წევრი, შეგიძლიათ ომზე ავსტრალიის პერსპექტივაზე გვესაუბროთ? რატომ არის ეს ომი საერთაშორისო მნიშვნელობის და რატომ მონაწილეობს მასში ავსტრალია? ჩვენ ავღანეთში 10 წლის წინ ჩავერთეთ, რადგან ამ ქვეყნიდან საერთაშორისო ტერორიზმის სერიოზული საფრთხე მოდიოდა. ავსტრალია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავღანური სამხედრო ძალების გაძლიერებაზე მუშაობს, ვფიქრობთ რომ ავღანეთის მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თუ რამდენად შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ჩვენ ვწვრთნით მათ ჯარს და პოლიციას. ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგაც გავაგრძელებთ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ჩვენი აზრით ჩვენ მიერ ჩატარებულ სამუშაოს კიდევ უფრო გაამტკიცებს. ტაბულა: საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ნატოში გაწევრიანებაა, თუმცა რუსეთი ნატოს გაფართოების წინააღმდეგია. თქვენი აზრით, რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს? რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინტერპრეტაციისთვის არ გამოვდგები, მხოლოდ შემიძლა ვთქვა, რომ რუსეთს საზღვრების უსაფრთოხება ადარდებდა ყოველთვის. ჩვენ ყველა შემთხვევაში არ ვეთანხმებით თუ როგორ აკეთებს ამის მანიფესტაციას. ნატოს შემთხვევაში კი, მხოლოდ ნატოს გადასაწყვეტია როდის გახდება საქართველოს ნატოს წევრი. View the full article
-
17:41 04.07.2012 ბაჩოს პოლიცია ანაკლიაში ჟურნალისტებს ცივ იარაღს უდებს და სუიციდისკენ უბიძგებს . http://3.bp.blogspot.com/-VhG0UhrPPn4/T_RJAF54gBI/AAAAAAAAHoI/ZasO6W_Ghr8/s200/nan%2Bfajava.jpg ვიდეოჩანაწერი რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ში ჟურნალისტ ნანა ფაჟავას პირად გვერდზე გავრცელდა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
სრული ტექსტი liberali.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg ვახტანგ კომახიძე აგვისტოში აღინიშნება რუსეთ–საქართველოს ომის დაწყების მეოთხე წლისთავი, რომელიც წარმოიშვა სამხრეთ ოსეთის სადავო ტერიტორიაზე კონფლიქტის შედეგად. ქართულ–ოსური პრობლემები სულ ცოტა 20 წელიწადია რაც არსებობს და დღემდე არ ჩანს რაიმე გადაწყვეტილება. ეს იმიტომ ხდება, რომ სამხრეთ ოსეთის აგრერიგად მტკივნეული სტატუსკვო ხელს აძლევს ორივე მხარეს, საქართველოსაც და რუსეთსაც, ამბობს ვახტანგ კომახიძე. 1922–1990 წლების პერიოდში სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ნაწილობრივ ავტონომიურად ითვლებოდა საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ ნაციონალიზმის საერთო-საყოველთაო აღზევებამ, რამაც სსრკ–ს დაშლისას კულმინაციას მიაღწია, ხელი შეუწყო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას, ხოლო საქართველოს მთავრობამ ამ ფაქტს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმებით უპასუხა და რეგიონის ძალით აღებას შეეცადა. 1992 წელს საგანგაშო საბრძოლო დაპირისპირების პერიოდი დადგა, რასაც მხარს უჭერდა ოსების, რუსებისა და ქართველების მშვიდობისმყოფელი ძალები. მიუხედავად ამისა, საქართველო არასდროს შეგუებია არსებულ მდგომარეობას (მისი ერთ-ერთი ძირითადი უკმაყოფილება რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენის განუწყვეტელი ზრდის ფაქტია რეგიონში) და ცდილობს ხელახლა აღადგინოს თავისი კონტროლი საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიაზე. მალე დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, პირველად 2004 წელს, შემდეგ კი – 2008 წელს. ეს ომიც ევროკავშირის ჩარევის შედეგად დასრულდა, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახით, რომელიც მხოლოდ ხუთმა სხვა სახელმწიფომ სცნო (ერთ–ერთი მათგანი რუსეთია). რეგიონი მოწმე გახდა დიდი ადამიანური უბედურებისა. ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით სამოქალაქო მსხვერპლთან ერთად, უამრავმა ადამიანმა საკუთარი სახლ–კარიც მიატოვა. აგრეთვე, უზარმაზარი ზარალი განიცადა ორივე მხარის ინფრასტრუქტურამ. საქართველოს 2008 წლის კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მალე, აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა გამოსცა სადავო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს კანონი იმისთვის შემუშავდა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონები იზოლაციაში მოექცეს, ასევე – იქ რუსეთის ჯარების შეუცვლელი ყოფნა საერთაშორისო საზოგადოების თვალში ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩინდეს. ამის მიუხედავად, ზემოაღნიშნული კანონი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. მიმდინარე წლის იანვარში, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეგიდით, ქართულ–ოსური კონფლიქტის შესახებ გაკეთდა განცხადება, რომელიც ორ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას შეიცავს. პირველი, ევროპული განცხადება მკაფიოდ გვიჩვენებს – მათ ეს კანონი მიაჩნიათ დიდად საზიანოდ, რაც სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობის განვითარების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს და ამასთანავე, კონფლიქტის მოგვარების ეფექტური სტრატეგიული გზის არქონაში გვარწმუნებს. ევროკავშირის მეორე მესიჯი, ესაა პირდაპირი მოწოდება თბილისისათვის, რათა მან გააფართოვოს თავისი ურთიერთობის მასშტაბები სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან და უფრო პრაგმატული გახადოს ის. როგორც კი გამოქვეყნდა ეს განცხადება, ქართულმა ოფიციოზმა დაადასტურა, რომ ის კატეგორიულად არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან მიმართებაში. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მეორე რეკომენდაციის უგულებელყოფასაც შეეცადა, ვინაიდან მოცემული კანონი აშკარად ზღუდავს ფინანსურ თუ სავაჭრო ურთიერთობებს სეპარატისტულ რეგიონებთან. ამ რეკომენდაციებისათვის მხარის არდაჭერით ქართული მხარე კვლავაც განაგრძობს ორივე სეპარატისტულ რეგიონთან მეტისმეტად შეზღუდულ ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკას. შერიგების რესურსები 20 წელიწადზე მეტია რაც პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირებაა საქართველოსა და მის ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის. მათ შორის კონფლიქტის მოგვარების შედარებით უკეთესი შესაძლებლობა გააჩნია სამხრეთ ოსეთს. ყველაზე მძიმე პერიოდი, უეჭველად, ბოლო რამდენიმე წელი იყო 2008 წლის ომის შემდეგ. ურთიერთობა ხელოვნურადაა გაყინული: ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობა რეკომენდაციებს ისევ უარყოფს, რასაც შეეძლო გაეუმჯობესებინა არსებული ურთიერთობანი; მეორეს მხრივ, ევროკავშირის რეკომენდაციების ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს და ქართულ–ოსური საკითხის მოგვარების პერსპექტივა ღიად რჩება. აგვისტოს ომის ჩრდილი კვლავაც ფართოდ ჩანს ქართულ–ოსურ ურთიერთობაში და რეგიონის დედაქალაქის, ცხინვალის დაბომბვა ქართული არტილერიის მიერ 2008 წლის აგვისტოში, დღემდე დომინირებს ოსურ მედიაში. მიუხედავად ყველაფრისა, არაოფიციალურად, ოსურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკური ურთიერთობა აღდგება, განსაკუთრებით სასაზღვრო ზონაში, სადაც ქართველებმა ოსები ცალმხრივად უკუაგდეს ომის დაწყებამდე. ერგნეთის ღია ბაზრობა განლაგებულია უშუალოდ ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე ჰექტარზე. ის სპონტანურად გაჩნდა 1990 –იანი წლების მეორე ნახევარში, რაც მოხდა მაშინდელი პრეზიდენტების – ედუარდ შევარდნაძისა და ლუდვიგ ჩიბიროვის გაუმჯობესებული ურთიერთობის წყალობით; ერგნეთის ბაზრობა არაოფიციალური, თავისუფალი სავაჭრო ზონა იყო ბიზნეს-ურთიერთობისა, რასაც ადგილი ჰქონდა და რამაც მიგვიყვანა ქართულ–ოსური ურთიერთთანამშრომლობის დაჩქარებულ გაუმჯობესებამდე. ქართულმა ვალუტამ სამხრეთ ოსეთის ფინანსურ არეალში ცირკულაციაც დაიწყო და ხალხსაც კონფლიქტის ორივე მხარეს თითქმის შეუზღუდავად გადასვლა–გადმოსვლის შესაძლებლობა მიეცა. სავაჭრო ურთიერთობებში ნდობის მაჩვენებელმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ ორივე მხარის პარტნიორები საქონელს „ბე“-ს, ანუ წინასწარი გადახდის გარეშე ცვლიდნენ. ქართული და ოსური არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებდნენ ერთობლივ პროექტებს, 1991 წლის თემა თითქმის გაქრა ორივე მხარის მედიიდან. 2003 წლისათვის საქართველო და ოსეთი მზად იყვნენ დაეწყოთ პოლიტიკური ხასიათის მოლაპარაკებებიც, მაგრამ ურთიერთობები გაუარესდა ხელისუფლებაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსვლისთანავე; მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პირობა – ეს იყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იგი შეეცადა დაეჩქარებინა მოვლენები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ალიბით და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. საქართველოს მთავრობამ დახურა ერგნეთის ბაზრობა, რაც წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთის წლიური შემოსავლის არსებით ნაწილს. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი აღიქვა, როგორც პოლიტიკური ზეწოლის გამოხატულება. ქართველ და ოს ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ ერგნეთის ბაზრობის ეკონომიკური რეგულაცია შესაძლებელი იყო და მისი ასეთი თვითნებური დახურვა ორივე მხარის ურთიერთობას გააციებდა და საბოლოოდ დაასამარებდა პოლიტიკური ურთიერთთანამშრომლობის ყოველგვარ იმედს. საქართველოს მთავრობამ მათ უფრო დიდი ზეწოლითა და სამხედრო რიტორიკით უპასუხა, რამაც საბოლოო ჯამში რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი გამოიწვია. საქართველოს პოლიტიკა – მსხვერპლთან თამაში 1992 წლის შემდეგ ქალაქი ახალგორი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ იყო დარჩენილი, მაგრამ 2008 წელს ის დაიკავა სამხრეთ ოსეთმა. აგვისტოს ომის პერიოდში ამ ქალაქიდან, ისევე როგორც კონფლიქტური ზონის სხვა ადგილებიდან, დევნილებმა თავი საქართველოს დედაქალაქ თბილისში მოიყარეს. საქართველოს მთავრობამ სწრაფად ააგო ნათელ ფერებში მოხატული ბანაკები – თავშესაფარი უამრავი უსახლკაროსათვის, თუმცა ისინი დასახლებული ცენტრებიდან მოშორებით მდებარეობს და დევნილებს სამუშაო ადგილების პოვნის უმცირესი იმედები თუ გააჩნიათ. ისინი ცხოვრობენ უკიდურეს სიღატაკეში და გაფერადებული სახლები ომის მარადიული მოსაგონარია მხოლოდ. საბრძოლო მოქმედებათა დასრულების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ წინადადებით მიმართა ახალგორელ დევნილებს დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სახლებში; ადმინისტრაციულ საზღვარზე გზის მაჩვენებლები აღმართეს, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევდა მათთვის სასურველი ნებისმიერი მიმართულებით გადადგილებულიყვნენ. ზემოაღნიშნულ ბანაკებში გაუსაძლისი სოციალური პირობების გამო უამრავმა დევნილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა არაოფიციალურად შეეცადა საკუთარ სახლებში ახალგორელი დევნილების დაბრუნების პროცესის ხელის შეშლას, მაშინ როცა მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დიახაც მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება შინ დაბრუნებისა, მთვრობამ კი ბუნებრივი გაზი გადაუკეტა რაიონს ზამთარში და გათბობის უკმარისობის გამო უამრავი მათგანი ისევ უკან, ბანაკებში დაბრუნდა. ისინიც, ვისაც შინ წასვლა ერჩივნა, იძულებულნი გახდნენ ბანაკებში დარჩენილიყვნენ. დევნილებით სავსე ბანაკები რუსული აგრესიის შესაფერის მდგომარეობას გვიხატავს. მოხატული შენობები, მკაფიოდ რომ ჩანან ავტოტრასიდან, გვაგრძნობინებენ, როგორც აშკარა გამოხატულებას იმ მთავრობისა, რომელიც დევნილებზე ზრუნავს, თუმცა დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც იქ სიმართლის დასადგენად მიდიან ხოლმე, ხშირად განიცდიან აგრესიულ მოპყრობას და აშკარად იმყოფებიან ხელისუფალთა ზეწოლის ქვეშ. საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს იმიჯს, თითქოს დევნილები მხოლოდ რუსული აგრესიის მსხვერპლთ წარმოადგენენ. სწორედ ამ სტატუსკვოს შენარჩუნება ხდის მას ნიღაბს და აშიშვლებს თავისი პოლიტიკური მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების კუთხით. წარსულის ინტერპრეტირება მათი ადრინდელი თანაარსებობის შესახებ სხვადასხვა ვერსიის მოწოდებასთან ერთად, ქართული და ოსური მხარეები კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებსაც სხვადასხვაგვარად განიხილავენ. ოსები ამტკიცებენ, რომ დისკრიმინაციას განიცდიდნენ საბჭოთა პერიოდშიც და შემდგომშიც. საბჭოურ ხანაში, სოციალური თუ ეკონომიკური პირობები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, რომელიც მათივე ნების საწინააღმდეგოდ შეიქმნა, უარესი იყო ვიდრე სხვა რომელიმე ერთეულში სსრკ–ს შემადგენლობაში, სწორედ ამან გააღვივა კონფლიქტი; ქართული ენა იყო სავალდებულო სასკოლო განათლებასა და საზოგადოებრივ დაწესებულებებში. 1990 წელს, დამოუკიდებელ სახელმწიფოში თანაბარი შესაძლებლობების ნაცვლად, ქართველებმა ოსებს დისკრიმინაციული სტატუსი შესთავაზეს და ეთნიკურ ოსებს ქართული გვარების მიღება მოსთხოვეს, თუკი მათ რაიმე კარიერის გაკეთება სურდათ. ამასთანავე, ოსები იმასაც ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი შეუქცევადი გახდა ქართული ნაციონალისტური ტენდენციის გამო. ადრეულ 90–იან წლებში განხორციელდა 60 000 ეთნიკური ოსის არალეგალური დეპორტაცია საქართველოს სხვადასხვა ადგილებიდან და სახეზე იყო ათასობით მსხვერპლი შეიარაღებულ ძალთა სამხედრო ოპერაციების შედეგად. დღემდე ისინი ოსთა უფლებების დაცვის გარანტად რუსეთის ფედერაციას აღიარებენ. ქართველთა აზრით კი, კონფლიქტის მიზეზები გაიგივებულია რუსეთის ფედერაციის ინტერესებთან, რომელსაც სურდა და სურს შეინარჩუნოს სამხედრო–პოლიტიკური ზეგავლენა პოსტ–საბჭოთა სივრცეში საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგაც. ქართველები თვლიან, რომ სამხრეთ ოსეთი ის ერთეულია, ის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს ძალის გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიული სუვერენულობა, შექმნას სეპარატისტული არეალი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ისტორიული და საერთაშორისო თვალსაზრისით აღიარებენ და ცნობენ, როგორც ქართულს. საქართველო, თავისთავად ცხადია, არ ყოფილა ერთადერთი პოსტ–საბჭოთა რესპუბლიკა, სადაც კონფლიქტები მძვინვარებდა (მოლდოვა, აზერბაიჯანი და ტაჯიკეთი). სხვა, რამდენიმე რესპუბლიკამ (მაგ: უკრაინა, ლიტვა და ესტონეთი) მოახერხა მსგავსი პრობლემების გადაწყვეტა მშვიდობიანი, პოლიტიკური პროცესებით; საქართველოსა და ოსეთის შემთხვევაში კი ორთავე მხარეს გააჩნია კონტრარგუმენტები და უამრავი შეკითხვაა პასუხგასაცემი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საერთაშორისო ნორმებისა და კონსტრუქციული მიდგომების ენამ ვერადავერ შეცვალა ემოციური და ისტორიული სინანულის ენა ქართულ–ოსურ ურთიერთობებში. წარსულში ეთნიკურ კრიმინალთა დიდი უმრავლესობის შეხედულებები უცვლელი რჩება. არც ერთი მხარის წარმომადგენელს დღემდე არ შეუძლია მოინახულოს თავისი მეგობრები და ოჯახები ან წარმართოს სავაჭრო ურთიერთობა საზღვარზე; ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გამოცემული კანონი მოქმედებს როგორც მუხრუჭი, შემაფერხებელი ფაქტორი მათი მომავალი, უკეთესი ურთიერთობების განახლების საქმეში. პოზიციები პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიმართ რუსეთის ფედერაცია კონფლიქტის დაწყებისთანავე ჩათრეული აღმოჩნდა ქართულ–ოსურ ურთიერთობებში. მისი პოზოცია მარტივია და ნათელი. რუსეთის პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არასოდეს ითანამშრომლებენ საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილთან, რადგანაც ის მიაჩნიათ საერთაშორისო კრიმინალად. მათი ეს პოზიცია მნიშვნელოვნად აიოლებს უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობის აცილებას, რომელიც კონფლიქტში რუსეთის ჩართვის შედეგადაა გამოწვეული. რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს ის სტატუსკვო, რომელიც მის გეოსტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება. ოსები ნაკლებად კატეგორიულნი არიან ქართველებთან ურთიერთობის აღდგენის საკითხში. დღესდღეობით ბედნიერად გრძნობენ თავს მათი ნაწილობრივი აღიარების გამო (რუსეთის ფედერაციამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ტუვალუმ აგვისტოს ომის შემდეგ სცნეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო). ერთის მხრივ, რუსეთის ფედერაციის პროტექციითა და მეორეს მხრივ, ქართულ–ოსური მდიდარი კულტურული და სოციალური მემკვიდრეობის ექსპლუატაციით, ოსეთი იმედოვნებს ეთნიკური იდენტობის განმტკიცებას ან სახელმწიფოებრიობაში მის გარდაქმნას. ქართული მხარის ოფიციალური პოზიცია ამ მხრივ კმაყოფილდება საკამათო რეგიონების დე–ოკუპაციის მოთხოვნით. გაუგებარი რჩება რისი შეთავაზება შეუძლია მთავრობას სამხრეთ ოსეთისათვის გადაუჭრელი პრობლემების მოგვარების მიზნით და ნაწილობრივი აღიარების სანაცვლოდ, რასაც ის უკვე შეეჩვია. პრეზიდენტი სააკაშვილი არასოდეს მართავს დებატებს პოლიტიკურ ოპონენტებთან, რითაც გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას პრობლემების საჯარო განხილვების მიმართ. ქართველი პრეზიდენტი უფრო იმითაა ცნობილი, რომ ხშირადაა დაკავებული მიღწევათა შესახებ განცხადებების გაკეთებით, თან არც თუ იშვიათად იყენებს სიძულვილის ენას, როცა პრობლემებზეა საუბარი. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებით იგი იძულებული გახდება აღიაროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ტერიტორიის მიმართ, სადაც ის ვერ შეძლებს თავისი პოლიციისა და უშიშროების ძალების გამოყენებას. იგი დაკარგავს რუსეთის მიმართ თავისი კონფრონტაციული პოზიციის გაძლიერების ნებისმიერ ინსტრუმენტს, რაც მან თითქოს ცივი ომის დროიდან მემკვიდრეობით მიიღო. რას ფიქრობს ხალხი? საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადმა მედია ორგანიზაციებმა სულ ახლახან მიიღეს ინსტრუქცია, რათა მთლიანად ამოაგდონ ზემოაღნიშნული კონფლიქტის თემა ახალი ამბების პროგრამებიდან, ვიდრე 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, სოფელ ნიქოზში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს, ერთმა პიროვნებამ აგვისტოს ომის შემდეგ მითხრა: „როდესაც რუსები მოვიდნენ, მათ მე დამაპატიმრეს. ყოველ საღამოს ისინი მიშვებდნენ შინ, ხოლო ყოველ მომდევნო დილით ჩემი ნებით ვბრუნდებოდი ციხეში. მე ვიცი თავისუფლების ფასი. მათი დამოკიდებულება ჩემს მიმართ იყო ცინიკური. მათ არ სურდათ ჩემი სახლში გაშვება ალბათ იმიტომ, რომ მე ისევე ნაკლებად მსურდა მესროლა მათთვის, როგორც მესროლა ჩემი შვილებისათვის. ისინი სახლში ალბათ იმიტომ მიშვებდნენ, რომ მე ომის მსხვერპლი ვიყავი, ომისა რომელიც არ მინდოდა. საბჭოთა კავშირი ხომ ყველასთვის ბოროტება იყო –რუსებისთვის, ბალტიისპირელებისთვის, ევროპელებისთვის, ქართველებისთვის, ოსებისთვის. რაღაც მომენტში ჩვენ უნდა შევძლოთ საბჭოური ბოროტების ჩამოცილება; ჩვენ მოგვიწევს ცხოვრების ერთად დაწყება“. ორიგინალი ორიგინალი
-
##image#9805#1#საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დევნილთა განსახლების პროცესში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. ვანო მერაბიშვილის თქმით, დევნილების განსახლებისა და მათთვის სახლების მშენებლობის პროცესში ხშირად ხდებოდა უსამართლობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ უსამართლობას აუცილებლად გამოასწორებს. ,,ვაღიარებ, რომ როდესაც მასობრივად ხდება დევნილთა განსახლება ხშირად შეიძლება იყოს უსამართლობა და მათ გამოსასწორებლად აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ყველა მინისტრი, თითოეული დეპუტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ყურადღებით იქნება. ასევე ვიქნებით ყურადღებით ნებისმიერი მოქალაქის, პრესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შენიშვნებზე. ყველა იმ შეცდომასა და არასამართლიანობას, რომელიც შეიძლება სიჩქარით იყოს გამოწვეული, ადეკვატურ პასუხს გავცემთ, რადგან გვინდა, რომ რასაც გავაკეთებთ, იყოს სამართლიანი და ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის იმ სიკეთეს და სარგებელს მიიღებს, რომელსაც იმსახურებს.”-განაცხადა ვანო მერაბიშილმა. View the full article