planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
21 ივნისს ზურაბ ნოღაიდელმა არაფერი იცოდა ვანო ჩხარტიშვილის შესახებ, როდესაც მას ტელეკომპანია ”მაესტრომ” ჰკითხა ჩხარტიშვილის საქართველოდან წასვლის და ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკის ყოფილ მინისტრზე ზეწოლის შესახებ. მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოს” ლიდერი დღეს აპირებს, ისაუბროს ამ საკითხზე. ამის თაობაზე მოსკოვიდან დაბრუნებულმა ნოღაიდელმა 7 ივლისს განაცხადა, როცა ჟურნალისტებთან მისი მოსკოვში მერვე ვიზიტი შეაჯამა. ინფორმაცია, რომელიც გუშინ გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებმა ჩხარტიშვილის შესახებ, ტელეკომპანია ”მაესტრომ” ჯერ კიდევ 21 ივნისს გადასცა. ”მაესტროს” ინფორმაციის წყარო დასახელებული არ ჰქონდა, თუმცა აცხადებდა, რომ ჩხარტიშვილმა საქართველო დატოვა, რადგანაც ხელისუფლება მას აიძულებდა, ცრუ ჩვენება მიეცა ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ. ”მაესტროს” ცნობით, ჩვენებაში უნდა ჩაწერილიყო, რომ ნოღაიდელმა პრემიერობის დროს ჩხარტიშვილისგან ქრთამი აიღო. ტელეკომპანია მაშინ იუწყებოდა, რომ ჩხარტიშვილმა ჩვენებაზე უარი თქვა, რის გამოც ხელისუფლებამ 25 მილიონი მოსთხოვა. მაშინ ”მაესტრომ” ნოღაიდელს თხოვა ამ თემაზე კომენტარი. სიუჟეტში ნოღაიდელი იცინის და ამბობს, რომ გადაამოწმებს ამ ინფორმაციას. ჩხარტიშვილის მეზობლები ბურკიაშვილის ჩიხში ამბობენ , რომ საქართველოს ვაჭრობისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრმა საქართველო სამი თვის წინათ დატოვა. ჩხარტიშვილის მეგობარმა, ზაზა სიორიძემ 7 ივლისს ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში დაადასტურა, რომ ვანო ჩხარტიშვილმა საქართველოს საზღვრები დატოვა და დასძინა, რომ მიზეზებზე საუბრის უფლება არ აქვს. ნოღაიდელი ოფიციალურ განცხადების გაკეთებას დღეს, 8 ივლისს, 13 საათზე, გეგმავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/9.gif "ოლიმპის" პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძის თქმით, დღეს განაცხადში შესწორების შეტანის ბოლო ვადაა. ქუთაისის "ტორპედოსთან" ხუთშაბათს დანიშნული მეორე საკონტროლო შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, გაუფორმებენ თუ არა კონტრაქტებს (და შესაბამისად, შეიყვანენ თუ არა განაცხადში) ნახევარმცველ გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძესა და კენიელ ფორვარდ ალენ ვანგას. სრულად იხილეთ
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/9.gif რუსთავის ,,ოლიმპი’’-ს მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ უეფაში იმ 16-ფეხბურთელის სია წარადგინა, რომლებიც კლუბის ღირსებას დაიცავენ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური ,,აქტობე’’-ს წინააღმდეგ. სიაში კორექტირების შეტანა შესაძლებელია და ,,ოლიმპი’’ დღეს გასამართ მორიგი ამხანაგური მატჩის შემდეგ გადაწყვეტს გიორგი ჭელიძის და კენიელი ალან ვანგას დატოვება-არდატოვების საკითხს. სრულად იხილეთ
-
http://fczestafoni.ge/images/photos/2010-11/faetano/DSC05066.JPG 7 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩარტერული რეისით აპენინებზე გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 4 საათში გუნდი ფედერიკო ფელინის სახელობის რიმინის აეროპორტში ჩაფრინდა. სრულად იხილეთ
-
საეკლესიო კალენდარი ღირსისა დავით თესალონიკელისა (დაახლ. 540); ღირსისა იოანესი, გუთელი ეპისკოპოსისა (დაახლ., 770-790); ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისა (1383).… ლინკი მედიანიუსზე
-
ცოტნე გამსახურდია, სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. ბრალდება ფარულ ვიდეოჩანაწერს ეყრდნობა. კადრში ჩანს ცოტნე გამსახურდია, მისი ხმა კი სუსტად ისმის. გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური აცხადებს, რომ ეს ”მორიგი პროვოკაციაა ხელისუფლების მესვეურთაგან, ვისაც აწყობს ცოტნე გამსახურდიას საპატიმროში ხანგრძლივად ყოფნა”. ბექაურის თქმით, თვით გამსახურდია ქრთამის გადაცემის ფაქტს უარყოფს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გამოძიების დეპარტამენტის თანახმად, 13 ივნისს, გამსახურდიას დავალებით, სასჯელაღსრულების თანამშრომელი მის ერთ-ერთ მეგობარს შეხვდა, რომელსაც კორესპოდენცია გადასცა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 ლარი აიღო. ამჟამად ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელიც მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამრთლოში გაასაჩივრა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.myliverpool.ru/_nw/45/98184509.jpg გუშინ ესპანეთის ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გავიდა, სადაც ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება… ესპანეთის ნაკრებმა ყველას აჩვენა და დაუმტკიცა თუ რა ძალა აქვთ, ჩატარებული უხეშად, რომ ვთქვათ უსახური და არადამჯერებელი მატჩების, შემდგომ ესპანეთმა გერმანიასთან ბრწყინვალე თამაში აჩვენა, მატჩის დაწყებისთანავე ესპანელებს უკეთესი მომზადება ეტყობოდათ, ბურთს ფლობდნენ, მაგრამ მხოლოდ 73 წუთზე შეძლეს გოლის გატანა, ნოიერის კარი კარლეს პუიოლმა აიღო, ასე თუ ისე ესპანეთი ფინალშია, ვულოცავ ყველა ესპანეთის გულშემატკივარს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ჰოლანდიასთან მატჩს და იმედი ვიქონიოთ, რომ ესპანელები ამ შეხვედრასაც უმაღლეს დონეზე, დარწმუნებით გამარჯვებით პირველად მათ ისტორიაში თასის აწევით დაამთავრებენ და იმედია ტორესიც იტყვის თავის სიტყვას და გოლს შეაგდებს. http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif )) აქვე შემოგთავაზებთ მატჩის სტატისტიკას: კარში წასული ბურთები: 5 – 2 კარში დარტყმები: 7 – 1 ბურთის ფლობა(%) : 51 – 49 კუთხურების რაოდენობა: 7 – 6 თამაშგარეები: 1 – 2 ყვითელი ბარათები: 0 – 0 წითელი ბარათები: 0 – 0 გატანილი გოლი: კარლეს პუიოლი 73წთ http://www.myliverpool.ru/_nw/45/51923272.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/45/78520693.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/45/63267712.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/45/89861915.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/45/94494705.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/45/79075240.jpg View the full article
-
აფხაზეთიდან დევნილების ნაწილი, რომლებიც თვალის კლინიკაში 16 წელია ცხოვრობენ, აპროტესტებენ ინვესტორის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დევნილებს ან დამწვრობის ცენტრში შეასახლებენ, ან 10 ათას აშშ დოლარს გადაუხდიან. 2007 წლიდან პსპ ჯგუფში შემავალი კომპანია -”ნიუ ჰოსპიტალი” ოფთალმოლოგიის კლინიკის ინვესტორია. კლინიკის ერთ ერთ შენობაში აფხაზეთიდან დევნილები 16 წელია ცხოვრობენ. კლინიკის ახალი მეპატრონე სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, ვალდებულია დევნილები ან ალტერნატიული საცხოვრებლით დააკმაყოფილოს, ან ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს. თვალის კლინიკის ახალმა მეპატრონემ გადაწყვეტილება მიიღო, დევნილებს, მის საკუთრებაში არსებული მეორე სამედიცინო დაწესებულების ფართები დაუკანონოს, ან სანაცვლოდ 10 000 დოლარის კომპენსაცია გადაუხადოს.. ”არ გამიგია, ერთი საავადმყოფოდან გამოყავდეთ ხალხი და მეორეში ასახლებდნენ”, -ამბობს თვალის კლინიკაში მცხოვრები დევნილი, ლალი მიქაძე. მიქაძის თქმით, კლინიკის ახალ მეპატრონეს მათთვის არ უთქვამს, რომ მათ გადაყვანას სწორედ თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, ანუ დამწვრობის ცენტრის შენობაში აპირებდა. ”რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ კომპანია ”ნიუ ჰოსპიტალიდან”. გვითხრეს, წამოდით რაღაც უნდა განახოთო. წაგვიყვანეს დამწვრობის ცენტრში. მეტალო პლატმასის კარ-ფანჯრით და იაფფასიანი ლამინატით უნდათ თვალის ახვევა”, - ამბობს მიქაძე. ”ნიუ ჰოსპიტალის” დირექტორის მოადგილე, თენგიზ ჯამელაშვილი, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია დამალული არ ყოფილა, - ”ჯერ კიდევ იანვარში წერდნენ გაზეთები, რომ სავარაუდოდ, აქ შეასახლებდნენ დევნილებს. ასე რომ, ხალხმა იცოდა რას ვაპირებდით”. როგორც ჯამელაშვილი ამბობს, მისთვის გასაგებია, რომ იქ არ არის ისეთი პირობები, რასაც აფხაზეთიდან დევნილი ისურვებდა, თუმცა მისივე თქმით, კომპანიამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რომ მაქსიმალურად კარგი პირობები შეეთავაზებინა ოჯახებისთვის. პსპ ”ნიუ ჰოსპიტალი”დამწვრობის ცენტრის შენობის ერთ ნაწილს, სადაც დევნილმა ოჯახებმა უნდა იცხოვრონ, მთლიანად არემონტებს. შენობის ხუთ სართულზე სხვადსხვა ფართობის, იზოლირებული ბინები კეთდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, ”პსპ ნიუ ჰოსპიტალი” დევნილებს იმაზე მეტი ფართობის საცხოვრებელ ფართს სთავაზობს, ვიდრე ახლა აქვს თვალის კლინიკის შენობაში. ჯამელაშვილი თქმით, თუ თვალის კლინიკის შენობაში დევნილებს მოშენებაც აქვთ გაკეთებული, კომპანია ბინების გადანაწილების დროს ამ ფაქტორსაც ითვალისწინებს. ”თუ 11 კვადრატული აქვს ვინმეს, ჩვენ 20-ს ვაძლევთ”, - განმარტავს ჯამელაშვილი. ”დერეფნის ხარჯზე გააკეთეს ოთახები, ახლა დერეფანი 1.15 მეტრი სიგანისაა. კაცი რომ გარდაიცვალოს, ვერ გამოასვენებ,”-ამბობენ დევნილები. მათი თქმით, კომპანიიის წამომადგენლები და კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ოქრიაშვილი თავიდანვე პირდებოდნენ, რომ ისეთ შეთავაზებას მიიღებდნენ, აქამდე რომ არავის არავისთვის შეუთავაზებია, -”ნამდვილად, ასეთი სამარცხვინო შეთავაზება არავის ექნებოდა”, -ამბობს ლალი მიქაძე. დევნილი ოჯახებისთვის ახალ ბინებში ცხოვრება პირველ რიგში იმიტომაა მიუღებელი, რომ ბინები მოქმედი საავადმყოფოს შენობაში მდებარეობს. ”არ გვინდა რომ ჩვენი ფანჯრებიდან პალატებში ვიყურებოდეთ და მძიმე პაციენტებს ვხედავდეთ”,- ამბობს დევნილი ქალბატონი. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელ შენობას ცალკე შესასვლელს უკეთებენ, ზოგიერთი ახლაგარემონტებული ბინის ფანჯრიდან საავადმყოფოს პალატების ფანჯრები მოჩანს. ”როცა ოქრიაშვილს ვუთხარით, რომ ჩვენ იმ ბინებში არ გადავალთ, გამოგვიცხადა, რომ მაშინ ამ ბინებს ძვირად გაყიდიდა და მხოლოდ 10 000 დოლარს მოგვცემდა”, - ამბობს ლალი მიქაძე. ნიუ ჰოსპიტალის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ დევნილებს სანაცვლოდ 30000 დოლარი უნდოდათ,- ”ყველა ოჯახისთვის ამდენი რომ მიგვეცა, სულ 1 მილიონ 200 ათასი ლარი დაგვიჯდებოდა. საქართველოში 10000 დოლარზე მეტი ჯერ არავის გადაუხდია დევნილიებისთვის. ასე რომ, კომპანიამ ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება”. როგორც ჯამელაშვილი ამბობს, იმ უბანში, სადაც ეს შენობაა, ბინის კვადრატული მეტრის ფასი 600-650 დოლარია. დევნილ ოჯახებს კი, მისი თქმით, ამ ბინების გაყიდვა თავადვე შეეუძლიათ. ”როცა ვნახეთ ეს ბინები, მეორე დღესვე მივედით მათთან და კატეგორული უარი განვაცხადეთ წერილობით, მერე რომ არ ეთქვათ თანახმა იყავითო”, - ამბობს მიქაძე. ”ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმოამდგენლებმაც ნახეს ეს ბინები. ჯერჯერობით ისინი დადებითად აფასებენ იმას, რაც ნახეს. საბოლოო შეფასება კი მშენებლობის დამთავრების შემდეგ გაკეთდება”, - აცხადებს ჯამელაშვილი პსპ ”ნიუ ჰოსპიტალი” დევნილებისთვის ბინებს, დაახლოებით, თვენახევარია აშენებს. გეგმის მიხედვით, მშენებლობა აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. სექტემბრის პირველი რიცხვებიდან კი, დევნილები უკვე ახალ ბინებში უნდა ცხოვრობდნენ. როგორც დევნილები ამბობენ, მათთან მისული იყო ფოტოგრაფი, რომელიც მათივე თქმით, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის მძღოლია. ”სადაც კი რამე გატყავებული კედელია, იმას იღებდა ახლოდან. მერე იმ ბინებს გადაუღებენ და იტყვიან, ეს ხალხი ვერ არის, როგორ ვერ ხედავს სხვაობას, ამაზე მეტი რა უნდა”,- ამბობს მიქაძე. დევნილების ვარაუდით, სავადმყოფოს შენობაში ცხოვრება ეპიდემიური და ინფექციური თვალსაზრისითაც საფრთხის შემცველია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავა ამბობს, რომ ამ მხრივ დამწვრობის ცენტრი საშიშ ობიქეტს არ წარმოადგენს. თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის თანამშრომლებიც აცხადებენ, რომ დამწვრობის ცენტრისა და პლასიტკური ქირურგიის განყოფილების გარდა, შენობაში არაფერია. ”იმის გამო რომ სასწრაფო დახმარების მანქანაც არ მოხვედრილიყო იმ ფლიგელში, სადაც დევნილების ბინები შენდება, ჩვენი შესასვლელიც სხვა ადგილას გაკეთდა”, -ამბობს ცენტრის მთავარი ექთანი. ”თუკი ასარჩევად არის საქმე, რასაკვირველია, ადამიანები ჰოსპიტალის ტეროტორიას არ აირჩევენ. ადამიანს აქვს უფლება ისეთ პირობებში იცხოვროს, როგორიც მას უნდა . თუ ადამიანი ამბობს, რომ ეს მისთვის მძიმეა, ე.ი. მძიმეა”, -ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი. დღეისათვის 39 დევნილი ოჯახიდან, მხოლოდ 11 ოჯახმა გამოთქვა საავადმყოფოს შენობაში ცხოვრების სურვილი. სამმა ოჯახმა კი, ბინის სანაცვლოდ 10 000 დოლარის აღება გადაწყვიტა. ”არქიტექტორებმა მათთან ერთად დაგეგმეს, ვის სად და როგორი განლაგება უნდოდა უნდოდა , ტიხრებიც გადაკეთდა მათი სურვილისამებრ”, -ამბობს პსპ ”ნიუ ჰოსპიტალის” დირექტორის მოადგილე. ის დარჩენილი ოჯახები კი, ვინც არ დათანხმდა, სავდმყოფოს ბინებში ცხოვრებას, აცხადებენ, რომ ბოლოდე იბრძოლებენ, იქ საცხოვრებლად მაინც არ წავლენ და არც ამ რაოდენობის კომპენსაციის აღებას აპირებენ. ”მრავალი წელია ეს ადამიანები დევნილები არიან და მათი სოციალურ-ფიზიკურ-მორალური მდგომარეობა ცოტა რთულია. მათ აქვს თავიანთი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, გვესმის მათი და გასაგებია მათი პრეტენზიები, თუმცა ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა კომპანიას, კომპანიამ ასე დაინახა და ასე გადაწყვიტა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში”, -ამბობს ჯამელაშვილი. კითხვაზე, რა ზომებს მიმართავს კომპანია, იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახები მათ პირობებს არ დათანხმდებიან, ჯამელაშვილი პასუხობს-”რიტორიკული შეკითხვაა, ჯერ არ ვიცით რა ზომებს მივმართავთ”,-აცხადებს ჯამელაშვილი. /get_img?NrArticle=1912&NrImage=20 კორპუსი, სადაც ”ნიუ ჰოსპიტალს” დევნილების გადაყვანა სურს სრული ინფო(netgazeti.ge)
-
7 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩარტერული რეისით აპენინებზე გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 4 საათში გუნდი ფედერიკო ფელინის სახელობის რიმინის აეროპორტში ჩაფრინდა. იხილეთ fanebi.com
-
დღეს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს თბილისის "დინამო" სტუმრად ტალინის "ფლორასთან". პირველი შეხვედრა 1 ივლისს ეროვნულ სტადიონზე თბილისელებმა მინიმალური სხვაობით კახელიშვილისა და ხმალაძის გოლების წყალობით 2:1 დაამარცხეს ესტონელები. დღევანდელი შეხვედრ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს და ყველაფერი სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე გაიმართება და შეხვედრას იური მოსეიჩუკი განსჯის. იხილეთ fanebi.com
-
საქართველოს ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე პოლიციამ დააკავა... იხილეთ fanebi.com
-
ლორიენის ყოფილი მცველი ოფიციალურად მეთოფეა.კოსიელნის დებიუტი ემირეითს თასზე იგეგმება და იგი 6 ნომრიან მაისურს მოირგებს. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg სამშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელის ჰილარი კლინტონის „უსაფუძვლო“ განცხადებები, რომელიც მან ამ კვირაში თბილისში ვიზიტის დროს წარმოთქვა და რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ნაწილის „ოკუპაციაში“ დაადანაშაულა. „სიტყვა „ოკუპაცია“, რომელიც ქალბატონმა კლინტონმა ამ კონტექსტში გამოიყენა, სრულიად უსაფუძვლოა“, – აღნიშნულია სამინისტრო კომუნიკეში. ორშაბათს, საქართველოში სტუმრობის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დაგმო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „ოკუპაცია“, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და იქ საკუთარი სამხედრო ძალები განათავსა. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს „ერთი ჯარისკაციც კი“ არ ჰყავს საქართველოს ტერიტორიაზე და რომ რუსული არმია იმყოფება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც საქართველოს აგრესიის შემდეგ გამოეყვნენ, რომელიც იქ (საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის) რეჟიმმა გააჩაღა. სამხედრო კონტიგენტი და რუსული ბაზები ორივე რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზეა განლაგებული, რაც მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, – ნათქვამია კომუნიკეში. რუსეთის გარდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულმა ნაურუმ აღიარა. AFP ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/die_welt2.jpg მოსკოვი – მოსკოვი გაბრაზდა ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტზე. ვლადიმერ პუტინმა დამრიგებლური ტონით ურჩია საქართველოს თავად ეძებოს დიალოგის გზები აფხაზებთან და ოსებთან, მაშინ როდესაც ცნობილია, რომ არც მოსკოვს და არც აჯანყებულ ქართულ პროვინციებს მიხეილ სააკავილის შეთავაზებებზე რეაქცია არ ექნებათ. პუტინმა გააფრთხილა საქართველო ნუ ეძებს დახმარებას „მესამე ძალისგან“, რომელშიც აშშ იგულისხმა. ის ფაქტი, რომ რუსული არმია სამხრეთ ოსეთში დგას და მოსკოვი სამხედრო ბაზებს აშენებს აფხაზეთში, მოსკოვს კრიტიკაში ხელს არ უშლის. თბილისში ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს “სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“ აღუთქვა. იმავდროულად, მან საქართველოს ავტორიტარულად მოქმედ პრეზიდენტს დემოკრატიზაციის გაძლიერება მოსთხოვა. ეკონომიკური და სოციალური რეფორმები აჯანყებული რეგიონების დაბრუნების საუკეთესო გზაა, განაცხადა კლინტონმა. იმავდროულად, მან დაგმო მოსკოვის ოკუპაციის პოლიტიკა და საქართველოს რეგიონებში სამხედრო ბაზების მშენებლობის გეგმები. ორიგინალი ორიგინალი