Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://cdn.epltalk.com/wp-content/uploads/visitbritainnordic.files.wordpress.com/2009/06/roy-hodgson.jpg როი ჰოჯსონი ლივერპულში ოფიციალურად გადმოსვლის პირველივე დღეს, თავის ახალ ოფისში შეხვდა ჯერარდს, კარაგერს და კენი დაგლიშს. მათ უამრავ თემაზე იასუბრეს და მათ შორის ყველაზე მთავარზეც. ლივერპულის კაპიტნის მომავალზე ლივერპულში, რომელზეც არაერთი დიდი კლუბი აცხადებს პრეტენზიას… “ძალიან მოხარული ვარ რომ პირველივე დღეს შევხვდი გუნდის ლიდერებს და უდიდეს ლეგენდას, კენის, რომელსაც აქამდეც კარგად ვიცნობდი” – განაცხადა ჰოჯსონმა ლივერპულის ყოველკვირეული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში – “სასიამოვნო იყო მათგან იმის მოსმენა, თუ როგორ მოელიან ახალი სეზონის დაწყებას და რა მონდომებულები არიან წარმატების მისაღწევად. “ “სტივი და ჯეიმი უდაოდ ლივერპულის სული და გული არიან და უმნიშვნელოვანესია მათი გუნდში ყოფნა. დარწმუნებული ვარ არაერთი გრანდისგან მივიღებთ შემოთავაზებას სტივენის ტრანსფერისთვის, მაგრამ მან თქვა რომ არ სურს ლივერპულიდან წასვლა. მისი გაშვება არც მე და არც კლუბის ხელმძღვანელებს არ სურთ. ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ჯერარდი კვლავაც ლივერპულში გააგრძელებს თამაშს.” როგორც ჩანს გასარკვევი მხოლოდ ფერნანდო ტორესის სიტუაციაღა დარჩა, რომელიც ჯერ კიდეც მუნდიალზეა და გუშინ საღამოს ფინალში გავიდა. მან უკვე გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მოხარული ჰოჯსონის ლივერპულში მოსვლით და ერთი სული აქვს როდის გაესაუბრება მას პირადად. სავარაუდოდ სწორედ მათი შეხვედრისას გადაწყდება ელ ნინიოს ბედი ენფილდზე… “ფერნანდო საოცარი თავდამსხმელია და მე ნამდვილად მესმის ფანების ნერვიულობის მიზეზები…” – განაცხადა როი ჰოჯსონმა – “თუმცა მუნდიალის გამო სამწუხაროდ არ მაქვს საშუალება მას პირადად შევხვდე კიდეც რამოდენიმე კვირა.” “როცა მე მას შევხვდები, გავაკეთებ მაქსიმუმს, რათა დავარწმუნო რომ სწორედ ლივერპულშია მისი ადგილი, რათა დავანახო მას ჩემი სამომავლო გეგმები და დარწმუნებული ვარ, რომ თუ იგი დაინახავს შესაძლო პროგრესს გუნდისთვის, მაშინ აუცილებლად დარჩება, რადგან უყვარს გუნდიც და მთლიანად ქალაქი ლივერპული…” როიმ ასევე ისაუბრა კენი დაგლიშზე და მის ახალ როლზე ლივერპულის ხელმძღვანელთა და სამწვრთნელო შტაბს შორის. “ეჭვიც კი არ მეპარება რომ კენი დაგლიში დარჩება კლუბში და სათავეში ჩაუდგება ლივერპულის ახალგაზრდულ აკადემიას. მან ალბათ ყველაზე კარგად იცის აკადემიის მდგომარეობა და იცნობს ახალგაზრდა ტალანტებს, რომლებსაც იგი ყოველთვის გაუწევს რეკომენდაციას მომავალში, რათა ლივერპულის ძირითად გუნდში დაიმკვიდრონ ადგილი… იგი იქნება შუამავალი აკადემიასა და პირველ გუნდს შორის, კენი შექმნის ერთგვარ ხიდს ახალგაზრდულ გუნდებსა და მთავარ შემადგენლობას შორის” პ.ს. არამგონია რომელიმე მწვრთნელს ასე მალე და მხოლოდ ინტერვიუებით მოეპოვებინოს პატივისცემა გულშემატკივრებს შორის. მან უკვე მოახერხა სტივის დატოვება და ლივერის უდიდესი ლეგენდის, მეფე კენი დაგლიშისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლის მინიჭება, რომლითაც იმედი მაქვს ენფილდზე ახალი ჯერარდის და კარაგერის მსგავსი ნიჭიერი და ნამდვილი “სკაუზერები” გამოჩნდებიან… http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01409/Roy_Hodgson_1409480c.jpg View the full article
  2. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/NewsImg.aspx1-300x213.jpgთელავში, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, საგამოფენო დარბაზის ქვემოთ, უცნობი დარბაზი აღმოაჩინეს. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დარბაზს არქეოლოგები შეისწავლიან. „ამ დარზაბის არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო და შესაბამისად არც ის ვიცით, რა დანიშნულება ჰქონდა. დარბაზი მიწით არის სავსე და საჭიროა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. ეს სკოლა ერთი საუკუნისაა და ალბათ, დარბაზიც ამ დროიდან არსებობს,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა ვახტანგ ლაცაბიძემ. თელავის მინუციპალიტეტის გამგებლის ვასილ დავითაშვილის თქმით, ახალი დარბაზის აღმნოჩენის გამო, რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა იგეგმება. ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. პროექტის მიხედვით, შენობა კაპიტალურად უნდა შეკეთდეს და პირვანდელი სახე დაუბრუნდეს. შენობის რეაბილიტაციაზე 100 000 ლარი დაიხარჯება. თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. შენობა XIX საუკუნის ისტორიული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი. “კახეთის საინფორმაციო ცენტრი” Share View the full article
  3. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/1264491_20100412083501_723452827-300x224.jpgახალი ვერსიებია პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით. პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია შესაძლოა აეროდრომის არაზუსტი რუკების გამო მომხდარიყო, რომლებიც პილოტებს გადაეცათ. გავრცელებული ცნობით, აეროდრომის ერთ-ერთი რადიოშუქურა გაცილებით შორს მდებარეობდა, ვიდრე რუკაზე იყო მითითებული. პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ ამერიკელ კოლეგებს მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა, სამეცნიერო თვალსაზრისით, ხელოვნური ნისლის შექმნა. მათ ამერიკელ სპეციალისტებს ავიაკატასტროფის ყველა სავარაუდო მიზეზის შემოწმებაში დახმარება სთხოვეს. განცხადება გააკეთა რუსეთის ვიცე-პრემიერმაც. სერგეი ივანოვის თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი რუსეთმა პოლონეთს უკვე გადასცა. 1 არხი Share View the full article
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/tina-xidashlei-150x150.gifთინა ხიდაშელი თავის საქმიანობას საკრებულოში ახალი ინიციატივით იწყებს. ის მოითხოვს დროებითი კომისიის შექმნას, რომელიც 2004-2009 წლებში თბილისში კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებს შეისწავლის. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/hidaseli.jpg itvს ლინკი
  5. ყირგიზეთის დროებითი მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზა განთავსდეს. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის… ლინკი მედიანიუსზე
  6. წეროვანში მცხოვრები დევნილები საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერ კომპანიაში „იუ ჯი თი“ სტაჟირებას გადიან. ერთთვიანი კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში… ლინკი მედიანიუსზე
  7. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/NewsImg.aspx-2-300x218.jpgმაშველებმა მეტეხის ხიდთან 70-წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს . საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერ უცნობია. ცხედარს ექსპერტიზა პროზექტურში ჩაუტარდება. სავარაუდოდ, მამაკაცი ორი დღის წინ დედა-ენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვარში გადახტა. Share View the full article
  8. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა და კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა ყვარელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.ეგრეთწოდებული “ჩალის ტბის”გზის რვა კილომერტიან მონაკვეთზე გზის მოასფალტება, ორი ხიდის აშენება-შეკეთება და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.E”ეს გზა დასავენებელ კომპლექსს უკავშირდება და კახეთის ტურისტულ ცენტრად გადაქცევას ემსახურება,”—განაცხადა კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა.გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 4.365.000 ლარით დაფინანსდა.სამუშაოები თვენახევარია დაიწყო და ათ დღეში დასრულდება. გზის რეაბილიტაციას საგზაო სამშენებლო კომპანია “სერპანტინი” აწარმოებს.http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/200906095641-300x275.jpgსაავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა და კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა ყვარელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ეგრეთწოდებული “ჩალის ტბის”გზის რვა კილომერტიან მონაკვეთზე გზის მოასფალტება, ორი ხიდის აშენება-შეკეთება და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ”ეს გზა დასავენებელ კომპლექსს უკავშირდება და კახეთის ტურისტულ ცენტრად გადაქცევას ემსახურება,”—განაცხადა კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 4.365.000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები თვენახევარია დაიწყო და ათ დღეში დასრულდება. გზის რეაბილიტაციას საგზაო სამშენებლო კომპანია “სერპანტინი” აწარმოებს. Share View the full article
  9. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში,გაეროს და ეუთოს მისიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. გაეროს განვითარების ფონდის კრიზისის პრევენციისა და აღდგენის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნილს ქრისტენსენმა და მისი ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს ეუთოს მიერ დედოფლისწყაროში რუსული სამხედრო ბაზების დემილიტარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის შესახებ. შეხვედრა ითვალისწინებდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ეუთოს და გაეროს ურთიერთთანამშრომლობით იმ საჭიროებების გამოვლენას, რომელიც შეიძლება დამატებით ჩაიდოს ამ პროექტში და შემდეგ მოძიებულ იქნას დონორი,რათა დემილიტარიზაციის პროექტის გარდა დედოფლისწყაროელებს სხვადასხვა თემატიკის სხვადასხვა პროექტი შესთავაზონ. სტუმრები დაინტერესდნენ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაკეთებული და გასაკეთებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებით.გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს 5ივლისს ესტუმრნენ.Dდემილიტარიზაციის პროექტი დედოფლისწყაროში 2005-2007წლებშიც მუშაობდა.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიhttp://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/biglogo-gaero.gifდედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაეროს და ეუთოს მისიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. გაეროს განვითარების ფონდის კრიზისის პრევენციისა და აღდგენის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნილს ქრისტენსენმა და მისი ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს ეუთოს მიერ დედოფლისწყაროში რუსული სამხედრო ბაზების დემილიტარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის შესახებ. შეხვედრა ითვალისწინებდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ეუთოს და გაეროს ურთიერთთანამშრომლობით იმ საჭიროებების გამოვლენას, რომელიც შეიძლება დამატებით ჩაიდოს ამ პროექტში და შემდეგ მოძიებულ იქნას დონორი,რათა დემილიტარიზაციის პროექტის გარდა დედოფლისწყაროელებს სხვადასხვა თემატიკის სხვადასხვა პროექტი შესთავაზონ. სტუმრები დაინტერესდნენ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაკეთებული და გასაკეთებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებით. გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს 5ივლისს ესტუმრნენ. დემილიტარიზაციის პროექტი დედოფლისწყაროში 2005-2007წლებშიც მუშაობდა.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური Share View the full article
  10. ხვალ თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ მოლდოველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველები მრგვალ მაგიდას გამართავენ. … ლინკი მედიანიუსზე
  11. თბილისურ ბაზრებში საკანალიზაციო წყლით მორწყული ბოსტნეული იყიდება. ამ ხმაურიან ინფორმაციას „ბანკები და ფინანსები“ ავრცელებს. გაზეთის ცნობით, თბილისის… ლინკი მედიანიუსზე
  12. 2010 წლის იანვრიდან 7 ივლისამდე სულ აჭარაში ჩავიდა 213268 ვიზიტორი, რაც წინა წლის იანვარ-7 ივლისთან შედარებით 217… ლინკი მედიანიუსზე
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sakonstitucio1-150x150.jpgსაზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ პირველი შეხვედრა პოლიტიკური პარტიებიდან ახალ მემარჯვენეებთან გამართა. კონსტიტუციის პროექტის განხილვა მომავალი კვირიდან ფორუმის, რესპუბლიკელებისა და პროფკავშირის წარმომადგენლებთან გაგრძელდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sazogadoebrivi.jpg itvს ლინკი
  14. დღეს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს თბილისის "დინამო" სტუმრად ტალინის "ფლორასთან". პირველი შეხვედრა 1 ივლისს ეროვნულ სტადიონზე თბილისელებმა მინიმალური სხვაობით კახელიშვილისა და ხმალაძის გოლების წყალობით 2:1 დაამარცხეს ესტონელები. დღევანდელი შეხვედრ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს და ყველაფერი სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე გაიმართება და შეხვედრას იური მოსეიჩუკი განსჯის. იხილეთ fanebi.com
  15. სამართალდამცავებმა, ქურდული ტრადიციების მიმდევრობის ბრალდებით,რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორისაა ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე. საქმეში ფიგურირებს ვახტანგ (ვატო) ყიფიანიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია თბილისის მთავარი სამმართველოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს. დაკავებულები არიან დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი. დაკავების დროს მათგან ამოიღეს ერთ–ერთი მოქალაქისაგან მიღებული 40 700 აშშ დოლარი, რომელიც შსს ინფორმაციით, მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ ''მაზით'' ჰქონდა მოგებული დავით ფეიქრიშვილს. სამართალდამცავების ცნობით, აღნიშნული თანხის ამოსაღებად უკრაინიდან სატელეფონო საუბრებით ჩაერთო წარსულში ნასამართლევი, ვატო ყიფიანი, რომელიც დაუკავშირდა თბილისში მყოფ დავით გაგნიძეს, გიორგი დემეტრაძეს და კახა მისირელს და მათი საშუალებით, ქურდული გარჩევებით ცდილობდა აღნიშნული თანხის ამოღებას და ნაწილის ე.წ. ,,ქურდულ ობშიაკში'' გადარიცხვას. ვატო ყიფიანს მოგებული თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი ამოღებული ჰქონდა უკრაინაში და ცდილობდა დარჩენილი თანხის, 40 700 აშშ დოლარის გადაცემას დავით ფეიქრიშვილისთვის, რა დროსაც მოხდა აღნიშნული პირების დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ქურდული ტრადიციების მიმდევრობას გულისხმობს. კახა მისირელის პირადი ჩხრეკისას ამოღბულია ''გლოკის'' ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ''მაუზერის'' და ''იერიხოს'' ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები, ხოლო დავით გაგნიძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. რადგან ვახტანგ ყიფიანი ამჟამად იმყოფება უკრაინაში, სამართალდამცავები მას დაუსწრებლად წარუდგენენ ბრალს ქურდული ტრადიციების მიმდევრობისთვის. გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის მთავარი სამმართველო. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/jon-basi-150x150.jpgამერიკის ელჩი საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს. ჯონ ბასი ადასტურებს იმასაც, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე უთანხმოება იქამდე გაგრძლედება, სანამ კონფლიქტების დარეგულირების საუკეთესო გზა არ გამოინახება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/basi.jpg itvს ლინკი
  17. „სახალხო სასამართლოში“ საქმეზე „აფრასიძეები _ საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის წარმოება დაიწყო. როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე სახალხო მოსამართლე… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...