planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საქართველო აპირებს იმ ობიექტების სიიდან, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია, ამოიღოს მაგისტრალური გაზსადენი, რომლის რეაბილიტაციაზეც აშშ-მ 35 მილიონი დოლარი დახარჯა. კანონპროექტი პარლამენტმა 6 ივლისს, ჰილარი კლინტონის ვიზიტის მეორე დღეს, პირველი მოსმენით მიიღო. გაზსადენის რეაბილიტაციის კონტრაქტით, ობიექტის გასხვისება 2011 წლამდე ნებადართული არ არის. მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნამ, შესაძლებელია, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანი მიაყენოს და საქართველოს მოკავშირე ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების გაღიზიანება გამოიწვიოს. ექსპერტები ამბობენ, რომ, თუ გაზსადენი რუსეთმა შეისყიდა, არ არის გამორიცხული, მაგისტრალის დაცვის მოტივით, რუსეთმა საქართველოში შეიარაღებული ძალების მსგავსი სტუქტურები შემოიყვანოს. თუკი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს, პარლამენტში მესამე მოსმენითაც გავიდა, სახელმწიფოს სამართლებრივი უფლება ექნება, გაზსადენის 100%-ვე გაასხვისოს. კანონში ცვლილებების ინიციატორები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე პავლე კუბლაშვილი და მისი მოადგილე ლაშა თოლორდავა არიან. გადაწყვეტილების სახელისუფლებო არგუმენტი ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური პოლიტიკაა. "მთავარი პრინციპი არის ის, რომ კერძო სექტორს უკეთ შეუძლია ამგვარი ობიექტების მართვა, ვიდრე სახელმწიფოს,“ – განაცხადა დეპუტატმა ლაშა თორდიამ. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რეზო საყევარიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების არგუმენტი, კერძო კომპანიის მიერ სამეურნეო საქმიანობის უკეთ განხორციელების თაობაზე, შესაძლებელია გამართლებულად მივიჩნიოთ, ოღონდ არა ამ შემთხვევაში, როცა გაზსადენის რეალური მფლობელი შესაძლოა ოკუპანტი ქვეყანა გახდეს. მას შემდეგ, რაც ინიციატივის განხილვას პარლამენტში აზრთა სხვადსხვაობა მოჰყვა, ხელისუფლების უმრავლესობის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სახელმწიფო მაგისტრალური გაზსადენის საკონტროლო პაკეტს არ გაყიდის. თუმცა ხელისუფლება არ დაეთანხმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის შეთავაზებას, კანონში იმ პუნქტის შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც 49%-ზე მეტი აქციის გაყიდვაზე შეზღუდვას დააწესებს. ,,როდესაც არსებობს პოლიტიკური სუბიექტებისგან და საზოგადოებისგან მოთხოვნა, რომ კანონში ეს იყოს ფიქსირებული, არაფერი არ უნდა უშლიდეს ხელს მის გაფორმებას. ეს რომ არ ხდება, სწორედ ამიტომაა საეჭვო ის გაცხადებული მიზანი, რაც არის ხელისუფლებიდან წამოსული”, - ამბობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში რეზო საყევარიშვილი. ”გაცხადებულ მიზანში” საყევარიშვილი გულისხმობს პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის მიერ 2 ივლისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობა გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას არ აპირებს. რუსეთი მაგისტრალური გაზსადენის ყიდვით ჯერ კიდევ 2005 წელს იყო დაინტერესებული. რუსული კომპანია ,,გაზპრომი” ღიად გამოთქვამდა მისი შეძენის სურვილს. თუმცა, მაშინ საქართველო-ამერიკას შორის "ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ (MCC) ფარგლებში დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ამ გაზსადენის რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად, იმ პირობით, რომ პროექტის დასრულებამდე საქართველო ობიექტს არ გაასხვისებდა. ამერიკის პოზიციით, საქართველოს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა მაგისტრალის პრივატიზების დროს, რადგან გასხვისების შემთხვევაში, საქართველოს ენერგოდამოკიდებულება მოსკოვზე გაიზრდებოდა. ამიტომ ამერიკამ პროექტისათვის 35 მილიონი დოლარი გამოყო. შედეგად, საქართველო იმ მიზეზით, რომ მაგისტრალის რეაბილიტაციისათვის ფული არ ჰქონდა, მას ვეღარ გაასხვისებდა. არჩილ გეგეშიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ფიქრობს, რომ ამერიკას აუცილებლად ექნება რეაქცია, თუკი საქართველო გაზსადენის გაყიდვას დააპირებს. მაგისტრალური გაზსადენით რუსეთიდან შემომავალი გაზი საქართველოს გავლით სომხეთში გადის. საქართველო ტრანზიტის საფასურს, გატარებული გაზის 10% -ს იღებს. ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტ ლიანა ჯერვალიძის თქმით, ეს საქართველოს მიერ მოხმარებული გაზის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 8 %-ია. საყევარიშვილი ამბობს, რომ, თუკი საქართველო მომავალში გაზის რუსეთიდან შესყიდვას გადაწყვეტს, მისი მოწოდება ამ მილსადენის გამოყენებით მოხდება. ,,გაზპრომის” საფასო პოლიტიკის თანახმად, ყველაზე ძვირად გაზს მისგან სწორედ საქართველო ყიდულობს. ,,როცა სხვა ქვეყნებისათვის გაზის საფასური 180-240 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ,,გაზპრომი” ღიად აცხადებს, რომ საქართველოსათვის ბუნებრივი აირის საფასური 270 დოლარი იქნება”, - განმარტავს საყევარიშვილი. ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის მიერ მაგისტრალის შეძენა ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძის გაძლიერებას გამოიწვევს. ჯერვალიძის თქმით, რუსეთი ამ მილსადენით სამხრეთ პარტნიორებისაგან (ირანი, სომხეთი) მოწყვეტილია. მისი განმარტებით, თუ საქართველო აქციების საკონტროლო პაკეტს არ დაიტოვებს და გაზსადენის მყიდველიც რუსეთი აღმოჩნდება, მაშინ ჩრილოეთ-სამხრეთის ღერძი აღდგება, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი პირდაპირ დაუკავშირდება სომხეთსა და ირანს. ამ შესაძლო სცენარის განხორციელებას ნაკლები შანსი ექნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მაგისტრალის საკონტროლო პაკეტს არ გაყიდის - ვარაუდობს ექსპერტი. ,,თუ გაიყიდება, ალბათ, ამის მყიდველი რუსეთი იქნება. იმიტომ, რომ სხვა მყიდველი ამ გაზსადენს არა ყავს. რუსეთი კიდევ ერთ და, ალბათ, ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ ობიექტს დაეპატრონება საქართველოში. საერთო ჯამში რუსეთმა შეიძლება მიიღოს ის კრიტიკული მასა ეკონომიკურ ობიექტებზე კონტროლისა, რაც შემდგომ, შესაძლოა, უკვე პოლიტიკურ ბერკეტში გადაიზარდოს ”,- განმარტავს არჩილ გეგეშიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. რა შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ბერკეტი? საყევარიშვილის თქმით, რუსეთის დუმას უკვე მიღებული აქვს (პრეზიდენტის ხელმოწერით) კანონად ქცეული ნორმა, რომლის თანახმად, რუსეთი იტოვებს უფლებას, მეზობელ სახელმწიფოებში გარკვეული ქმედებები განახორციელოს, საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის არგუმენტით: ,,ამიტომ მას თავისუფლად შეუძლია, გაზსადენის დაცვის მოტივით, საქართველოში შეიარაღებული ძალების მსგავსი სტრუქტურები ჩააყენოს. რეალურად ეს ქვეყნისათვის საფრთხეა”. ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, მაგისტრალის 49%-ზე ნაკლების გაყიდვის შემთხვევაში, გარკვეულ პოზიტიურ მოვლენებსაც ხედავს. ლიანა ჯერვალიძის აზრით, აქციათა ნაწილის შეძენის მოტივი კომპანიისათვის შესაძლებელია მილსადენის მეტად დატვირთვა იყოს, რამაც საბოლოო ჯამში საქართველოს შეიძლება მეტი შემოსავალი მისცეს. კანონპროქტი, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების ნებართვას იძლევა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 6 ივლისს პირველი მოსმენით მიიღეს. "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა 5–ის წინააღმდეგ 88 ხმით მიიღო. /get_img?NrArticle=1919&NrImage=20 სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ამ ილმის ნახვიტ მაყურებალს თლიანად შეეცვლება ტრადიციული წარმოდგენა ინდურ კინოზე. მეთექვსმეტე საუკუნე ინდოეთი ..პატარა გოგონა იზრდება მაგარაჟას სახლში მას უფებას აძლევენ ჩაიცვას პრინცესას ძველი ტანსაცმელი და დაესწროს გაკვეთილებს . გადის დრო გოგონები იზრდებიან პრინცესასთან პრინცი ჩამოდის ხელის სათხოვნელად და აქ შეხვდება ულამაზეს ქალიშვილს პრინცი არჩევანის წინაშეა ერთის მხრივ სილამაზე მეორე მხრივ სიმდიდრე და ტიტული .... 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
ამ ილმის ნახვიტ მაყურებალს თლიანად შეეცვლება ტრადიციული წარმოდგენა ინდურ კინოზე. მეთექვსმეტე საუკუნე ინდოეთი ..პატარა გოგონა იზრდება მაგარაჟას სახლში მას უფებას აძლევენ ჩაიცვას პრინცესას ძველი ტანსაცმელი და დაესწროს გაკვეთილებს . გადის დრო გოგონები იზრდებიან პრინცესასთან პრინცი ჩამოდის ხელის სათხოვნელად და აქ შეხვდება ულამაზეს ქალიშვილს პრინცი არჩევანის წინაშეა ერთის მხრივ სილამაზე მეორე მხრივ სიმდიდრე და ტიტული .... 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
გლუკოზას ანიმაციური გმირის თავ გადასავალი არის შესასრულებელი საინტერესო უამრავი მისია View the full article
-
http://s004.radikal.ru/i208/1007/d4/75b92232b1ed.jpg ამბობენ, თუ გინდა ცხოვრება ახლიდან დაიწყო, ყველაფერი ძველი წარსულში უნდა დატოვო და მხოლოდ მომავალზე იფიქროო… “ქარიშხლის ბოლოს, ხომ ოქროსფერი ცა გამოჩნდება!” დღეს თითოეული გულშემატკივარის იმედი, ლივერპულის ჰიმნის სწორედ ამ ერთ ფრაზაზეა დაფუძნებული. იმედია იმისა, რომ სირცხვილი ენფილდზე – სიამაყით შეიცვლება, რომ კრიზისი – აღმავლობით, რომ უბრალო მერსესაიდელის ოცნება – რეალობად იქცევა და ლივერპულის ფეხბურთელები კლავ თავაწეულები ივლიან მოედანზე… http://fc07.deviantart.net/fs70/f/2010/067/7/d/Fernando_Torres___F9T_by_OldChili.png ლივერპულში ახალი ერა იწყება – ახალი მწვრთნელით, ახალი მთავარი სპონსორით, ახალი მფლობელებით (სექტემბრიდან!), ახალი იდეოლოგიით და ახალი ინგლისელი ფეხბურთელებით (!). ვნახოთ როგორ ახდება მთელს მსოფლიოში გაბნეული, ლივერპულის მილიონობით გულშემატკივრის ოცნებები… რაფა ბენიტესმა კლუბში ზუსტად 6 წელი გაატარა. მე პირადად ვფიქრობ რომ მისი ეპოქა საკმაოდ წარმატებული იყო ენფილდზე. ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი და ერთი დაუვიწყარი გამარჯვება. უეფას თასი, ინგლისის FA-ს თასი და მრავალი საოცარი თამაში. გავიხსენოთ თუნდაც ოლიმპიაკოსთან 3-2, მილანთან 3-3, რეალის დამარცხება ბერნაბეუზე და შემდეგ 4-0 ენფილდზე. მანჩესტერის განადგურება 1-4 ოლდ ტრაფორდზე და სხვა მრავალი ფაქტი, რომელიც მან ლივერპულს უსახსოვრა. ფაქტიურად დღევანდელი შემადგენლობის აბსოლიტურად ყველა ფებურთელი, გარდა ჯერარდისა და კარაგერისა, სწორედ ბენისის მოყვანილია გუნდში. სწორედ მან გადმოიბირა ტორესი, კიუიტი, რეინა, გლენ ჯონსონი, აგერი, შკრტელი და მრავალი ჩვენთვის საყვარელი ფეხბურთელი. მართალია, შეცდომების ყველას მოსდის და ხშირად ეს ძვირად გვიჯდება, მაგრამ მე ვფიქრობ ბენიტეს დამშვიდობებათან ერთად, მადლობას უნდა გადავუხადოთ… http://fc07.deviantart.net/fs70/f/2010/145/a/8/Liverpool_FC___Five_Years_On_by_thaatrobb.png ფანების ახალი იმედი, როი ჰოჯსონი კი დღითიდღე ახერხებს გულშემატკივრების გულის მოგებას. ყოველი ინტერვიუს შემდეგ მისადმი პატივისცემა ერთი ორად იზრდება . მათ შორის ჩემიც. ნამდვილად უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ. შესაძლოა ამის მიზეზი კენი დაგლიშის დანიშვნის სურვილიც იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც როი ოფიციალურად წარადგინეს და მან სამომავალო გეგმებზე, კლუბზე და ზოგადად საკუთარ შეხედულებებზე ისაუბარა, ძალიან დიდი სიმპათია გამიჩნდა მის მიმართ. მომწონს რომ გუნდში ინგლისელი ფეხბურთელების მოყვანა სურს და ვფიქრობ, რომ ეს უკვე იქნება წარმატების გარანტი. ასევე მომწონს რომ კარგად აანალიზებს როგორც საკუთარ ღირსებას, იყოს ლივერპულის მწვრთნელი, ასევე პასუხისმგებლობებს და მოვალეობებს. მომწონს რომ ცდილობს პირველივე დღიდან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს სამწვრთნელო შტაბთან და გუნდის ფეხბურთელებთან. განსაკუთრებით კი ლიდერებთან. ჩემი აზრით როის ნამდვილად შეუძლია ლივერპულის დიდების მწვერვალზე თუ არა, ჩემპიონთა ლიგაზე მაინც გაიყვანოს. სახლის დანგრევა 1 დღეში შეიძლება. მაგრამ ძალიან რთულია სასახლის აშენება თუნდაც 1 წელიწადში მოასწრო! http://fc02.deviantart.net/fs48/f/2009/225/f/6/Dirk_Kuyt_by_shamaz.jpg ალბათ პირველი, რაც ყველას აინტერესებს, როის სათამაშო სტილი და ტაქტიაა. მან უკვე განაცხადა რომ ლივერპულის ახლანდელი თაობა ითამაშებს ისე, როგორც სამოციან და ოთხმოციან წლებში თამაშობდნენ კლუბის ლეგენდები. სწორედ იმ წლებში, როცა ლივერპული მსოფლიოს საუკეთესო კლუბად ითვლებოდა. ეს იყო ლამაზი და ამავდროულად შედეგიანი ფეხბურთი, რომლითაც ლივერპულის ძველი და ხანდაზმული გულშემატკივრები დღესაც ამაყობენ. ერთადერთი ფაქტი, კი რაც დაზუსტებით ვიცით, ისაა, რომ ლივერპულის შემადგენლობა 4 ფეხბურთელზე უნდა აეწყოს: რეინა, კარაგერი, ჯერარდი, ტორესი. მოედნის ცენტრზე, რომელთაც გარშემო როიმ უნდა დაუყენოს ის ფეხბურთელები, რომლებიც შეძლებენ ტრიუმფამდე მიიყვანონ სკაუზრები. ასევე ნათელია, რომ მარჯვენა ფლანგზე გლენ ჯონსონი, საუკეთესო ინგლისელი მარჯვენა მცველი ითამაშებს. ცენტრში კი კვლავ აგერის და შკრტელის დუელს ვნახავთ. თუმცა ასევე შესაძლოა ფულჰემელმა ჰანელანგმა დაიკავოს მათი ადგილი. ასევე გარანტირებული აქვს გუნდში ადგილი ალბერტო აკვილანის, რომელიც სავარაუდოდ ჯერარდს შეუწყვილდება ცენტრში. თავდასხმაში კი ალბათ ყველაზე დიდი პრობლემები აქვს ლივერპულს. დროა დასრულდეს ტორესზე დამოკიდებული ტაქტიკა. უბრალოდ არასწორია დაეყრდნო მხოლოდ იმ ფეხბურთელს, რომელიც სეზონის 60-70%-ს ტრამვირებული ატარებს და მეორე მთავარ თავდამსხმელად გამოუცდელი ნგოგი გყავდეს. მალე გუნდს მილან ივანოვიჩი შეუერთდება. სავარაუდოდ შესაძლებელია, რომ დირკ კიუიტიც დაუბრუნდეს საკუთარ პირვანდელ პოზიციას და მეორე თავდამსხმელად ითამაშოს. ან ტორესთან წყვილში, ან მილან ივანოვიჩთან მაშინ, როცა ელ ნინიო კვლავ ტრიბუნებიდან ყავარჯნებით დაუწყებს თამაშებს ყურებას… http://fc01.deviantart.net/fs71/f/2010/116/1/0/Liverpool_Sign_by_Lucca23.png ინგლისური პრესა ლივერპულს ეშლი იანგთან და ჯეიმს მილნერთან აკავშირებს. ეს ორი “ინგლისელი” განაპირა ნახევარმცველი ძალიან დიდი შენაძენი იქნება ლივერპულისთვის. ორივე, ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და ასტონ ვილას საუკეთესო მოთამაშეები არიან. რაც მთავარია ისინი შეავსებენ ძალიან დიდ ვაკუუმს ლივერპულის ფლანგებზე. რიერა მალე დატოვებს მერსესაიდს და ფაქტიურად ერთადერთი ნომინალური ფლანგის ნახევარმველი გუნდში მაქსი როდრიგესი რჩება. ჯეიმს მილნერი, მაქსი, ეშლი იანგი და ბაბელი კი საკმაოდ დიდი ძალა იქნება “წითლებისთვის”. ჩემდა სამწუხაროდ საერთოდ აღარაფერი არ ისმის ევერ ბანეგას შესახებ. ხავიერ მასკერანო მალე დატოვებს ენფილდს. თუმცა არამგონია მისი წასვლით რამე დაშავდეს. ცენტრში სტივი, ლუკასი და აკვილანი რჩებიან. ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ წელს ძირითად გუნდში იქნებიან ჯონჯო შელვი და ჯეი სპირინგი. შესაძლოა როი არდა თურანიც გადმოიბიროს. რომლის შეძენასაც მხოლოდ კლუბისთვის შესათავაზებელი თანხა სჭირდება, რადგან თავად ფეხბურთელმა გამოთქვა ენფილდზე თამაშის სურვილი… ასევე საკმაოდ კარგი შენაძენი იქნება ნიუკასლელი სტივენ ტეილორი. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი და რაც მთავარია ინგლისელი… რაფა ბენიტესმა ერთხელ უკვე ცადა ბოლო წლებში რომ გუნდი 4-4-2 ტაქტიკაზე აეწყო, როცა ტორესს რობი კინი შუეწყვილა, თუმცა რა გამოვიდა აქედან ყველამ კარგად ვნახეთ. ახლა კი ტორესს უფრო დიდი არჩევანი აქვს – ივანოვიჩის, კიუიტის და ბაბელის სახით, თუმცა არაა გამორიცხული ენფილდზე კიდევ ერთი ახალი თავდამსხმელი ვიხილოთ… რაც მთავარია იმედი მაქვს რომ 4-5-1 სტილი ბენიტესის ქარს გაჰყვა და ლივერპულის ახალი ცხოვრება ყველაზე სტანდარტული განლაგებით დაიწყება… ლივერპულში რაფას წასვლასთან ერთად ესპანური ეპოქა დასრულდა. ეპოქა, როცა ინგლისურ კლუბში მხოლოდ 2 ინგლისელი და ერთდროულად 5 ესპანელი თამაშობდა (ალონსო, არბელოა, ტორესი, რეინა, რიერა). ახლა კი ლივერპული პრემიერლიგის მოგებას ინგლისელებით შეეცდება და იმედი მაქვს ეს ახალი იდეოლოგია კლუბს წარმატებას მოუტანს… გილოცავთ სკაუზერებო, ლივერპულში ახალი ერა დაიწყო… ! http://fc01.deviantart.net/fs49/f/2009/153/3/9/Liverpool_FC_signature_by_shamaz.jpg View the full article
-
http://fczestafoni.ge/images/photos/2010-Fotoebi/aladashvili.jpg ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს საპასუხო მატჩებია. შინ 5:0 მოგების შემდეგ, "ზესტაფონი" სან მარინოს "ფაეტანოს" სტუმრად ეთამაშება. იმერელთა კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძის ინფორმაციით, გია გეგუჩაძის გუნდი სან მარინოში გუშინ თბილისიდა, ჩარტერული რეისით იტალიის ქალაქ რიმინიში ჩაფრინდა. სრულად იხილეთ
-
ბრაზილიელმა “რონალდინიომ” კომენტარი გააკეთა “მანჩესტერ სიტის” ინტერესზე.. იხილეთ fanebi.com
-
უნგრულმა 'გიორ ეტომ', რომლის რიგებშიც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი გამოდის, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დღეს გამართულ მატჩშიუ 'ნიტრას' 3:1 სძლია. თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა უნგრული გუნდის ქართველმა თავდამსხმელმა, რატი ალექსიძემ ანგარიში გაათანაბრა. ალექსიძე მეორე ნახევარში შეცვალეს, დანარჩენ ქართველებს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ნახეთ მატჩის მიმოხილვა იხილეთ fanebi.com
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/8.png სამტრედიაში იმედიანად ყოფნა შეუძლიათ - ჩემპიონატის დაწყებამდე კლუბს აუცილებლად ეყოლება კერძო მეპატრონე. ასეთი ოპტიმისტური ინფორმაცია შეატყობინა “მსოფლიო სპორტს” ს/კ “სამტრედიას” პრეზიდენტმა ზაზა ადეიშვილმა. მისი თქმით, ერთბაშად სამ მსხვილ კომპანიასთან საკმაოდ კონსტრუქციული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ივლისის ბოლოსთვის დაიდება. სრულად იხილეთ
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/5.png ცხინვალის “სპარტაკის” მიერ წინასასეზონო მზადების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. გოჩა ჩიქოვანის ხელმძღვანელობით გუნდი თბილისში, საფეხბურთო სკოლა “ავაზა-ვისოლის” სტადიონზე ვარჯიშობს. როგორც კლუბის მენეჯერმა ჯემალ ჭიპაშვილმა “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, შიდაქართლელებს ახალი სეზონიდან საშინაო შეხვედრების გამართვა ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჰქონდათ გადაწყვეტილი და მის ხელმძღვანელობასთან შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ სტადიონის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემა გადაწყვიტა, ცხინვალელებს სხვა სტადიონის ძებნა მოუწევთ. სრულად იხილეთ
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/7.png ახალი სეზონისთვის მზადების გეგმაში ფოთის “კოლხეთს” მცირედი ცვლილებები აქვს, რაც უცხოური შეკრების გამორიცხვაში გამოიხატა. გუნდი პირველ ტესტ-მატჩში რუსთავის “ოლიმპს” “ფაზისზე” დაუხვდა და 0:0 ეთამაშა, მეორეს კი, 9 ივლისს ქუთაისში, ადგილობრივ “ტორპედოსთან” გამართავს. ერთი დღით ადრე, დუბლშემადგენლობით ურეკში “გაგრას” ეთამაშება, ხოლო 14-ში - მზადების პირველი ეტაპის დასკვნით საკონტროლო შეხვედრის ჩატარებას ბათუმის “დინამოსთან” აპირებს. სრულად იხილეთ
-
დასრულდა ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის პირველი ტაიმი ფაეტანოსა და ზესტაფონს შორის ანგარიშით 0:0. პირველ ტაიმში რაღა თქმა უნდა ქართველები ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა ასეთი დონის გუნდთან ანგარიში გაცილებით განსხვავებული უნდა იყოს. იმედი დავიტოვოთ, რომ მეორე ტაიმში ჩვენი ფეხბურთელები კვლავ შეუტევენ და მათი იერიშები სახიფათო იქნება. იხილეთ fanebi.com
-
http://www.trulyreds.com/wp-content/uploads/2009/03/maynor_figueroa_9.jpgიმ შემთხვევაში, თუ ემილიანო ინსუას £5 მილიონად წაიყვანს “ფიორენტინა”, როი “უიგანის” მცველს, მეინორ ფიგეროას შეიძენს. The Mirror -ის თანახმად, იტელიელები მზად არიან შეიძინონ არგენტინელი მცველი, ემილიანო ინსუა ამ ზაფხულსვე. ამ შემტხვევაში როი თავს მსიცემს უფლებას, დაამატოს მცირედი თანხა (საჭIროების შემთხვევაში) და ახალი გამოცდილი მცველი შეიძინოს. ემილიანო ინსუას წინა წელს საკმაოდ რთული პერიოდი ედგა, თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, “წითლების” ძირითად შემადგენლობაშიც ირიცხებოდა, მაგრამ თანდათან არგენტინის ნაკრებიდანაც და ძირითადი შემადგენლობიდანაც გამოირიყა. მიუხედავად ამისა, “ფიორენტინა” მზადაა 21 წლის ახალგაზრდასთვის გაიღოს ერთგვარი რისკი და £5 მილიონი გადაიხადოს მის შესაძენად. წყარო: The Mirror – goal.com მეინორ ალექსის ფიგეროა როხასი – ასე ჟღერს ჰონდურასელი მცველის სრული სახელი და გვარი. 27 წლის ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა 1999 წელს “ვიქტორიაში” დაიწყო. 2003 წელს კი “ოლიმპიამ” შეიძინა. 5 წელიწადში, 2008 წელს კი ყველასთვის კარგად ნაცნობ პრემიერ ლიგის კლუბ “უიგანს” შეუერთდა. მისი კარიერის მანძლზე ფეხბურთელმა ჰონდურასის ეროვნულ ნაკრებში 69 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სიმაღლე:1.80 მ. პოზიცია: მარჯვენა მცველი. წყარო: Wikipedia View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gamopena-150x150.jpg„დასურათებული ამერიკა”- ამ სახელწოდების გამოფენა თბილიში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა. ამერიკის ისტორია მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე - ნახეთ თამარ კვარაცხელიას და ირაკლი გვასალიას რეპორტაჟში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gamopen.jpg itvს ლინკი
-
წუხელ თბილისში, ღამით აღმაშენებლის გამზირის #164-ში მდებარე ძველი კინოსტუდიის სამსართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა. როგორც “მედიანიუსს” თბილისის მერიის… ლინკი მედიანიუსზე
-
http://www.fcdinamo.ge/img/news/big_487.jpg უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვაილიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი. ტალინის "ფლორა" - თბილისის "დინამო" LIVE სრულად იხილეთ