planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი კონსტიტუციის შეცვლას და საპრეზიდენტო პოსტზე მესამე ვადით კენჭისყრას აღარ აპირებს. ეს მან ჯერ დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის „ედინსტვოს“ მე-7 ყრილობაზე განაცხადა, შემდეგ კი მთავრობის სხდომაზე გაიმეორა. დე ფაქტო რესპუბლიკაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს. როგორც კოკოითიმ აღნიშნა, მომავალი პრეზიდენტი გარედან მოსული კაცი ვერ იქნება. გარეთ მყოფ ადამიანებში კოკოითიმ მოსკოვში მყოფი ოსური ოპოზიცია იგულისხმა, რომლის ლიდერი ალბერტ ჯუსოევია. ჯუსოევის გარშემო შემოკრებილნი არიან დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი მოხელეები: თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იური მოროზოვი და ცხინვალში ყველაზე გავლენიანი ჯამბულათ თედეევი, მეტსახელად ”დიკი”. იგი რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და რუსეთის პრემიერთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. თავის დროზე სწორედ თედეევმა ჩამოიყვანა კოკოითი ცხინვალში და ლუდვიგ ჩიბიროვის დამარცხებაში დაეხმარა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ”მოსისხლე მტრებად” იქცნენ. გასული წლის განმავლობაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და კოკოითისთვის მესამე ვადით არჩევის უფლების მინიჭება იგეგმებოდა, მაგრამ მოულოდნელად ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რაც მოსკოვური ოპოზიციის გააქტიურებას დროში დაემთხვა. გარდა ამისა, კოკოითს ურთიერთობა საკუთარ პრემიერ-მინისტრთან ვადიმ ბროვცევთანაც დაეძაბა, რუსული ფულის გადანაწილების გამო. გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ კოკოითზე ზეწოლა კრემლიდან განხორციელდა და მას უარი ათქმევინეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რადგან კოკოითიმ, მითვისებული რუსული ფულის გამო, საკუთარ ხალხშიც დაკარგა ავტორიტეტი. მინდიაშვილის აზრით, მოსკოვი ფსონს ოსური ოპოზიციის რომელიმე ლიდერზე დადებს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საარჩევნო მარათონი უკვე იწყება. საკუთარი ფავორიტი კოკოითისაც ჰყავს. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, დე ფაქტო ლიდერს ძალიან უნდა, რომ მომავალი პრეზიდენტი მისი ძმის ახლობელი, დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი გახდეს. ხუგაევს კარგად იცნობდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმერ სანაკოევი. მისი აზრით, ხუგაევი დაბალი დონის იურისტია და კოკოითის ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებისთვის წინაურდებოდა. ექსპერტების აზრით, კოკოითი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ფავორიტის გამარჯვებისთვის იბრძოლებს, ბრძოლას ოსური ოპოზიციაც აპირებს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც მოსკოვში გადაწყდება და დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი მაინც კრემლის ფავორიტი გახდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/irakli-lomia-150x150.jpgმოატყუა თუა არა ირაკლი ლომაიამ მოქალაქეები და რატომ უჩივიან პარაფსიქოლოგს სასამართლოში - კარგად რეკლამირებული თაღლითი თუ პარაფსიქოლოგის ტრადიციული მეთოდიკა - ლომაიას წინააღმდეგ ბრალდებებს საქალაქო სასამართლო განიხილავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/palitra.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/e183a4e1839de183a2e1839d-150x150.gif“თელასი” ქართული პრესით გავრცელებულ ინფორმაციას ტარიფების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით არ ადასტურებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/tela.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/de-150x150.jpgთბილისის მთავარი სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქ.თბილისში დააკავეს, ქურდული ტრადიციების მატარებლები. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/police.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/bidzina-kvernadze-150x150.jpg82 წლის ასაკაში ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა. ბიძინა კვერნაძე 1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში დაიბადა. 1953 წელს დაამტავრა თბილისის კონსერვატორია. მისი სადიპლიმო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა “შემოღამება მთაწმინდაზე” (ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ. კომპოზიტორი არაერთი მუსიკალური შედევრის ავტორია. Gგარდა ამისა, მას შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის “დათა თუთაშხია” (ჯ. კახიძესთან ერთად). მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: “ჭინჭრაქა”, “ყვარყვარე”, “ზაფხულის ღამის სიზმარი”, “მე ვხედავ მზეს”. 1981 წელს მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია. 1985 წელს კვერნაძეს ოპერისათვის “იყო მერვესა წელსა” და უკანასკნელი წლების კინომუსიკისთვის მიენიჭა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1988 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/bidzina.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/kvernaze-300x273.jpg82 წლის ასაკაში გარდაიცვალა ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე. ბიძინა კვერნაძე დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში. 1948 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (კომპოზიცია, ანდრია ბალანჩივაძის კლასი), რომელიც დაასრულა 1953 წელს. მისი სადიპლიმო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა “შემოღამება მთაწმინდაზე” (ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ ზ. ხუროძის დირიჟორობით. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />1959 წელს ჩატარდა “ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული”, რომელზეც წარმატებით შესრულდა კვერნაძის სავიოლინო კონცერტი. ხაჩატურიანის რეკომენდაციით კონცერტი გაიგზავნა ვენაში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე, სადაც მიავლინეს ავტორიც და სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. ამვე წელს დაიწერა “ცეკვა-ფანტაზია” სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელიც სავიოლინო კონცერტთან ერთად ბევრჯერ აჟღერდა აშშ-ში, შვეიცარიაში, პოლონეთში, უნგრეთში და სხვ. ამ სიმფონიისათვის კომპოზიტორმა საკავშირო კონკურსის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. იგი შევიდა ერთტომეულში “ორმოცდაათი საუკეთესო სიმფონია”. 1963 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის საქართველოს სახალხო არტისტი. 1965 წელს დაიდგა კვერნაძის ბალეტი “ქორეოგრაფიული ნოველები” (ლ. გუდიაშვილის სურათების მიხედვით), 1973 წელს _ ბალეტი “ბერიკაობა”, 1983 წელს _ ოპერა “იყო მერვესა წელსა” (”შუშანიკის წამების” მიხედვით, რეჟ. რ. სტურუა), 1992 წელს ციურიხში, თანამედროვე მუსიკის მსოფლიო ფესტივალზე, პირველად შესრულდა სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის. ბიძინა კვერნაძის რჩეული ნაწარმოებებია “ჩვენისთანა ბედნიერი” (1987), “მედეა” (1992), “უკვდავება” (1971), “კანტატა; საქართველოზე” _ ბარიტონის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1974), “სადღესასწაულო უვერტიურა” (1977), “ძველი ქართული წარწერები” _ ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1978), “სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის” (1986). კვერნაძეს შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის “დათა თუთაშხია” (ჯ. კახიძესთან ერთად). მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: “ჭინჭრაქა”, “ყვარყვარე”, “ზაფხულის ღამის სიზმარი”, “მე ვხედავ მზეს”. 1981 წელს მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია. 1985 წელს კვერნაძეს ოპერისათვის “იყო მერვესა წელსა” და უკანასკნელი წლების კინომუსიკისთვის მიენიჭა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1988 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. IPN Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/nogaideli-150x150.jpgვანო ჩხარტიშვილი საქართველოში ზურაბ ნოღაიდელის მიზეზით არ იმყოფება-ამ განცხადებას დღეს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი აკეთებს.მისი თქმით ცნობილმა ბიზნესმენმა ქვეყანა შსს-ს მუქარის გამო დატოვა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/nogaide.jpg itvს ლინკი
-
http://cache2.asset-cache.net/xc/102700897.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E699CB97D94CFF60CB255AC412CFC754F99076C3F9D4C16172 საკვირაო დაპირისპირებისათვის ბურთი უკვე გამზადებულია…(ფოტოები) http://cache3.asset-cache.net/xc/102700935.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6718A58F72EDA9B2F255AC412CFC754F9D17B4BA959D35FFE http://cache1.asset-cache.net/xc/102700927.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E60DB0CBFF572CA70E255AC412CFC754F9BE50324E46E86A66 http://cache3.asset-cache.net/xc/102700911.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E66E61BDDF5A4081EE255AC412CFC754F9C5166E5327FF1C27 http://cache2.asset-cache.net/xc/102701073.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E679848603FBC00A02255AC412CFC754F9E93E92EB2E1E1709 http://cache1.asset-cache.net/xc/102701068.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E657B13078F5C46072255AC412CFC754F98FD1017A2A1329B9 http://cache1.asset-cache.net/xc/102701058.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6D48E74F7AD01E5F1255AC412CFC754F9EBDE54E02A1CEE9B http://cache4.asset-cache.net/xc/102701029.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6AC962FEAFAE1BA0C255AC412CFC754F9E958D5769B66B528 http://cache1.asset-cache.net/xc/102701010.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E62FD695B5279CCA8E255AC412CFC754F9DB2B335756F497B7 http://cache2.asset-cache.net/xc/102700998.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E69A139F8AB33DD31F255AC412CFC754F937610602E760631F http://cache1.asset-cache.net/xc/102700993.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6659942532C29829E255AC412CFC754F9FD7533F9CE54BFA1 View the full article
-
დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის საკუთრებაში არსებული ძაღლების თავშესაფრის თანამშრომლები 130 ძაღლის სასამართლო შენობასთან მიყვანას და შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ”იმის გამო, რომ თამაზი დაპატიმრებულია, ჩვენ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, გვესაჭიროება მედიკამენტები, საკვები. ამ ყველაფერს იგი მთლიანად საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდა”, -ამბობს თამაზ ელიზბარაშვილის საკუთრებაში არსებული ძაღლთა თავშესაფრის ვეტერინარი ელენა შეინა. ვეტერინარის თქმით, ამ დღეებში აპირებენ, რომ ყველა ძაღლი, მათ შორის ავადმყოფი ძაღლებიც, სასამართლო შენობის წინ მიიყვანონ და თამაზ ელიზბარაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართონ. როგორც თავშესაფრის დირექტორი, თეიმურაზ მამოევი ამბობს, გაურკვეველია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება თავშესაფარი,-”ერთი ტომარა ძაღლის საკვები 40 ლარი ჯდება. ამ ძაღლებს დღეში რამდენიმე ტომარა ჭირდებათ. ამის გარდა, მედიკამენტებიც გვინდა. ამ ყველაფრის ფულს ბატონი თამაზი იხდიდა”. თამაზ ელიზბარაშვილს, ასევე, ფირმა ”ელიზი” ეკუთვნის. ელიზბარაშვილი საქართველოში სიგარეტის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების ფაქტი ცნობილი გუშინ გახდა. პროკურატურამ ელიზბარაშვილთად ერთად მისი რძალი, მძახალი და ფსიქიატრიული საავადმყოფოს რამდენიმე ექსპერტი დააკავა. როგორც თბილისის პროკურატურამ დაადგინა, 2004 წელს ბიზნესმენმა ელიზბარაშვილმა თავისი შვილის, გურამ ელიზბარაშვილისთვის, რომელიც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ფსიქიატრიული კლინიკის ექსპერტებისგან, თანხის სანაცვლოდ, ყალბი შეურაცხადობის დასკვნა მიიღო. ყალბი სამედიცინო დასკვნით გურამ ელიზბარაშვილმა სასჯელს თავი აარიდა. მიმდინარე წლის 3 ივლისს, როგორც გამოძიებამ დაადგინა, ელიზბარაშვილი ასეთივე ყალბი ცნობის მიღებას ისევ შეეცადა. მან 2000 აშშ დოლარი ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული ცენტრის ექსპერტს გადასცა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, დასკვნის მიღებას ელიზბარაშვილი თავისი რძლისა და მძახალის დახმარებით ცდილობდა. სამართალდამცავებმა ქრთამის აღებისა და ყალბი ცნობების დამზადებისთვის ექსპერტებიც დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად თამაზ ელიზბარაშვილს, მის მძახალს, მის ბიზნეს პარტიორს და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მერაბ ქორჩილავას 2– თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 2004 წელს ქორჩილავას ელიზბარაშვილისგან 10 000 ლარის ქრთამის სახით აღება ედება ბრალად. დანარჩენ ბრალდებულებს სასამართლომ 5000-5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამჟამად გურამ ელიზბარაშვილი გლდანის #8 საპყრობილეში სასჯელს მკვლელობის მუხლით იხდის. პრესით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელიზბარაშვილს რამდენიმე წლის წინათ კონფლიქტი ჰქონდა სამართალდამცველებთან, რომლებმაც გურამ ელიზბარაშვილს და მამამისს "იქს-5" მარკის "ბეემვეს" ჯიპები ჩამოართვა. თავად ბიზნესმენი აცხადებდა, რომ ეს უკანონოდ მოხდა. შემდეგ ეს მანქანები, პრეზიდენტის განკარგულებით, ფინანსურ პოლიციას გადაეცა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/ika05-285x300.jpgგაზეთი “კვირის პალიტრა” პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიას სასამართლოში უჩივის. ”კვირის პალიტრის” ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, 2 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” ირაკლი ლომაიამ “კვირის პალიტრისა” და მისი ჟურნალისტის ხათუნა პაიჭაძის შესახებ ცილისწამებლური განცხადებები გააკეთა, კერძოდ, აღნიშნა, რომ პაიჭაძე გაზეთში ლომაიას საწინააღმდეგო მასალების გამოუქვეყნებლობის სანაცვლოდ ქრთამს სთხოვდა. “ყველა აღნიშნული ცნობა ყალბია. ჩვენ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ. მოვითხოვთ ლომაიას მიერ ამ ინფორმაციის საჯარო უარყოფასა და გაზეთ “კვირის პალიტრისა” და ხათუნა პაიჭაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თითოეულისთვის 50 000 ლარის გადახდას,” – აღნიშნა კორძაძემ და დასძინა, რომ ლომაიას საწინააღმდეგო მასალები შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურასაც გადაეცა. კერძოდ, ადვოკატი განმარტავს, რომ პროკურატურას გაუგზავნეს ხათუნა პაიჭაძის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ირაკლი ლომაიას საქმიანობის შესახებ, ასევე დაზარალებული მოქალაქეების ჩვენებები. რაც შეეხება 100 000 ათას ლარს, რომელსაც გაზეთი პარაფსიქოლოგისგან ითხოვს, “მედიაპალიტრის” კრეატიული დირექტორის მარიკა დარჩიას თქმით, ეს თანხა საქველმოქმედო სახლ “კათარზისს” გადაეცემა. პირWელი Share View the full article
-
ლუის სუარესის ბრწყინვალე "სეივი", ლუიშ ფაბიანოს ხელით შესრულებული "დრიბლინგი" და დიეგო მარადონას გატანილი ბრწყინვალე "ხელური" ინგლისის ნაკრების კარში... ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა, ზოგიერთი მათგანი ახლო წარსულიდან გვახსენებს თავს, ზოგი კი შორეული 60-იანი წლებიდან, საერთო ჯამში კი ხელით გათამაშებული, მეტად უჩვეულო ეპიზოდების ნაკრები იქმნება, რომლებიც ოდესღაც მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში დაფიქსირებულა... იხილეთ fanebi.com
-
შეიხი მაბარაქ ალ ნახაიანი, რომლის სახელიც ბათუმში ხეივანს მიანიჭეს, არაბი მილიარდერი და გაერთიანებული არაბეთის ემირატების განათლებისა და მეცნიერების მინისტრია. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე მშენებარე ორმხრივი მოძრაობის საავტომობილო გზებს შორის არსებულ მონაკვეთს, ხეივნის სტატუსი და არაბი შეიხის სახელი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე არაბი შეიხის მხრიდან საქართველოში მსხვილი ინვესიტიციის განხორციელებით ახსნეს: „ინვესტორმა საქართველოს საჩუქრად ათი ათასი ერთეული ძვირად ღირებული პალმა გადასცა, რომლითაც ბათუმის ახალი ბულვარის განაშენიანება განხორციელდა“. საკითხი სხდომაზე განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა - ნაზი მიქელაძემ გამოიტანა. ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვისი იდეა იყო ეს, საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა - „ეს კეთდება სამომავლოდ, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით და შეგიძლიათ ერთ-ერთ ინიციატორად მეც ჩამწეროთ“. გადაწყვეტილება უმრავლესობის ერთსულოვანი მხარდაჭერით მიიღეს, ოპოზიციის ხუთმა წევრმა მას მხარი არ დაუჭირა. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხეივნისთვის ცოცხალი ადამიანის სახელის მინიჭება გაგიგიათ?“ - აცხადებდა პოზიცია სხდომაზე. მოგვიანებით საკრებულოში „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მედიასაშუალებებმა არასწორად გაავრცელეს. „თითქოს არაბი შეიხის სახელი ქუჩას მიენიჭა და შესაძლოა, იქ მცხოვრები მოქალაქის პირადობის მოწმობაში საცხოვრებელ ადგილადაც კი დაფიქსირდეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, შეიხის სახელი მხოლოდ ხეივანს მიენიჭა და არა ქუჩას“. დიდი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ამ ფორმით მადლიერების გრძნობა უფლებამოსილების მიწურულს წინა მოწვევის საკრებულომ თურქი ივესტორის ნურეთინ ჩარმიქლუს მიმართაც გამოხატა. მის სახელს ბათუმში საერთაშორისო იმიჯის მქონე სასტუმრო „შერატონი“ უკავშირდება. შეიხი ნახაიან მარაბაკ ალ-ნახაიანი კი გაერთიანებული არაბეთის ემირატების განათლებისა და მეცნიერების მინისტრია. იგი ამავე დროს ხელმძღვანელობს ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას - "Abu Dhabi Group". ეს კომპანია ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მუშაობს, როგორც აზიასა და აფრიკაში, ისე ევროპაში. მათ შორის, ნავთობისა და გაზის ადგილმდებარეობის დაზვერვის მიმართულებით, სასტუმროების ბიზნესის, დაზღვევის, ბანკებისა და ფინანსების, კავშირგაბმულობის, მშენებლობისა და საავტომობილო მრეწველობის სფეროში. მისი საინვესტიციო პორტფელი 10.000.000.000 ამერიკული დოლარია. „Abu Dhabi Group"-ის ხელმძღვანელს თბილისში მშენებარე სასტუმრო კომპლექს „კემპინსკის“ 80-პროცენტიანი წილი ეკუთვნის. ამ სასტუმროს საერთო ინვესტიცია 110 მილიონი დოლარია. სრული ინფო(netgazeti.ge)