planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მდებარე ტბაში 16 წლის ირაკლი ჯოლბორდი დაიხრჩო. იგი ტბაში მეგობრებთან ერთად იყო საბანაოდ… ლინკი მედიანიუსზე
-
ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქ.თბილისში დააკავეს, ქურდული ტრადიციების მატარებლები: დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი, დაკავების დროს მათგან ამოღებული იქნა ერთერთი მოქალაქისაგან მიღებული 40 700 აშშ დოლარი, რომელიც მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ ''მაზით'' 140 000 აშშ დოლარი მოგებული ჰქონდა დავით ფეიქრიშვილს. სრულად იხილეთ
-
სახალხო დამცველის 2010 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა პარლამენტს მარტში გაუგზავნა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას განიხილავენ. სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით კი ომბუდსმენი ვალდებული იქნება, პარლამენტს წელიწადში ორი ანგარიშის ნაცვლად ერთი გაუგზავნოს. ცვლილებების პროექტის ერთ–ერთმა ავტორმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ცვლილებები ომბუდსმენის აპარატთან შეთანხმებულია. ”ჯობს ერთი ანგარიში იყოს და საფუძვლიანად მომზადდეს და პარლამენტმაც შეძლოს ანგარიშის საფუძვლიანი განხილვა”-განაცხადა კუბლაშვილმა. სახალხო დამცველის აპარატის პრესამსახურის წარმომადგენელი ნინო ერემაშვილი ადასტურებს, რომ ისინი მონაწილეობდნენ და თავიანთი შენიშვნები გაუგზავნეს ცვლილებების პროექტის ავტორებს. ”ბოლო ხუთი წლის განამვლობაში ვითხოვდით ცვლილებას, რომ პარლამენტისთვის წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარგვედგინა ერთი სრული ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”, -ამბობს ნინო ერემაშვილი. მისი თქმით, წლიური ანგარიშის წარდგენა მიღებული პრაქტიკაა ევროპაშიც. ამასთან, 2009 წლის 16 ივლისიდან "სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს. ამ ფუნქციების მიხედვით კი, ომბუდსმენმა წელიწადში ორი ანგარიში უნდა მოამზადოს. ”ამიტომ, ოთხი ანგარიშის მომზადებას ძალიან დიდი რესურსი მიაქვს”, -ამბობს ერემაშვილი. მისივე ინფორმაციით, ცვლილებების პროექტით იზრდება ომბუდსმენის ოფისის დამოუკიდებლობის ხარისხი საკანონმდებლო დონეზე, რადგან პროექტის მიხედვით, პარლამენტს არა აქვს უფლება, ომბუდსმენის ოფისს იმაზე ნაკლები ბიუჯეტი დაუმტკიცოს, ვიდრე წინა წელს ჰქონდა. სრული ინფო(netgazeti.ge)

http://i079.radikal.ru/1007/ad/9d886c9fad41.jpgუეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი.განმეორებითი შეხვედრა. სან ფაეტანო - ზესტაფონი სრულად იხილეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/dimitri-shashkinitea-tutberidze.bmpმე-14 სკოლის დირექტორის ზვიად მიმინოშვილს სკანდალური საქმე გრძელდება. „თავისუფლების ინსტიტუტის” წევრის თეა თუთბერიძის მტკიცებით, მიმინოშვილს დაკავებული თანამდებობის დატოვებას აიძულებენ. მისი განცხადებით, მიმინოშვილი სამინისტროში ორჯერ დაიბარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა, ირაკლი ანდრიაძემ. მანამდე კი მე-14 სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია იყო შესული. თუთბერიძის მტკიცებით, პირველად ანდრიაძემ საკუთარი ხელით ამოუბეჭდა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ და დირექტორს მასზე ხელის მოწერა აიძულა, მაგრამ სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორის განცხადება არ დააკმაყოფილა. თუთბერიძე ყვება, რომ მიმინოშვილს ჩანთაში მოსასმენი აპარატი მისდა დაუკითხავად ჩაუდო და რამდენიმე დღის წინ მან ფარული ჩანაწერი გაავრცელა კიდეც. ჩანაწერის მიხედვით, ირაკლი ანდრიაძე, განათლების მინისტრის სახელით, მიმინოშვილს გადადგომის მოითხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროკურატურაში საქმის აღძვრით ემუქრება. Itv.ge-ის ინფორმაციით, პრიკურატურამ ზვიად მიმინოშვილზე საქმე უკვე აღძრა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/tea.jpg itvს ლინკი