planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://newsimg.bbc.co.uk/media/images/45080000/jpg/_45080358_torres_getty.jpg არსებობს ასეთი ვებგვერდი beautifulpeople.com სადაც ექსპერტებმა გამოავლინეს ყველაზე ლამაზი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე. ლივერპულელი სუპერვარსკვლავი ფერნანდო ტორესი კი მეორე ადგილზე გავიდა, ფერნანდოს ფაბიო კანავარო ამჯობინეს. ყველაზე ლამაზი ფეხბურთელები: 1)ფაბიო კანავარო 2)ფერნანდო ტორესი 3)დავიდ ვილია 4)დონოვანი 5)ტიერი ანრი 6)კავანი 7)კაკა 8)რონალდო 9)დროგბა 10)ჰონდა ყველაზე მახინჯი ფეხბურთელები: 1)რუნი 2)რიბერი 3)ტევეზი 4)სტოიკოვიჩი 5)ჰუგელი 6)სტრბა 7)საიფი 8)ჩიპერფილდი 9)ტერი 10)ნელსონი. http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/09/huffington-post-logo1.jpg ლეონ ადარი ახლახანს Newsweek–ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ტრადიციულად პრო–დასავლური საქართველო ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან კავშირებს აძლიერებს. სტატიაში „ვაშინგტონის მოსკოვთან დამეგობრებას ერთი მკაფიო მსხვერპლი ჰყავს: საქართველო“, ავტორი „თბილისი–თეირანის ფლირტში“ ობამას ადმინისტრაციის მოსკოვთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას ადანაშაულებს. მაშ, როგორ მოხდა ეს? პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი თქვა მისი წინამორბედის კამპანიაზე, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში პრო–დასავლური რეჟიმების მხარდაჭერას და საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღებას გულისხმობდა. ობამას ეს ნაბიჯი რუსეთთან ბირთვულ საკითხებზე, ირანის სანქციებსა და ანტისარაკეტო თავდაცვაზე თანამშრომლობის გაუმჯობესების სტრატეგიის ნაწილი იყო, რამაც 24 ივნისს ვირჯინიაში ობამა–მედვედევის „ჰამბურგერების სამიტით“ პიკს მიაღწია. მაგრამ შეერთებული შტატების ურთიერთობების განმუხტვა მოსკოვთან, საქართველოს და მის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომში, იმ სამხედრო კონფრონტაციაში ჩაება, რაც მოსკოვის მხრიდან საქართველოს ორი რესპუბლიკის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით დასრულდა. ამიტომ, როგორც Newsweek–ი ასკვნის, არ არის გასაკვირი, რომ თბილისი „თავს იზღვევს, როდესაც რეგიონში ახალ მეგობრებს იძენს“, მათ შორის ირანს და ახლო აღმოსავლეთის მეორე ძლიერ სახელმწიფო თურქეთს, რომლის პოლიტიკაც თეირანის მიმართ ვაშინგტონისთვის ცალკე გაკვირვების საგანია. ანუ, როგორც ჩანს ჟურნალი იმას გულისხმობს, რომ თუკი ვაშინტონი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პოლიტიკას განაგრძობდა, რასაც ენთუზიაზმით ემხრობოდა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯონ („დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“) მაკკეინი და მისი ნეოკონსერვატორი მრჩევლები, საქართველო ექსკლუზიურად ვაშინგტონთან ალიანსის ერთგული დარჩებოდა და თავს აარიდებდა თეირანთან და ანკარასთან ფლირტს. სინამდვილეში, მაკკეინის პოსტ–ცივიომისეული რიტორიკის მიუხედავად, შეერთებული შტატების მთავრობას სამხედრო ძალის გამოყენების არც ძალა და არც ნება არ გააჩნია, რომ დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში. ეს გეოსტრატეგიული რეალობა პრეზიდენტ ბუშმაც კი აღიარა, რომლის ძალისხმევაც იმით დასრულდა, რომ საქართველოს (და უკრაინის) ნატოში გაწევრიანება მოლოდინის რეჟიმში დარჩა. ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებით გადაღლილ და ფინანსური კრიზისის შედეგებთან მებრძოლ ამერიკელ ხალხს და მათ რჩეულებს სულაც არ აქვთ იმის განწყობა, რომ რუსეთთან დიპლომატიურ და სამხედრო კონფრნტაციაში ჩაებან მოსკოვის საქართველოსთან ტერიტორიული დავის გამო – საკითხი, რომელსაც არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის არ აქვს. მეტიც, იმ საერთაშორისო სისტემის განვითარების კონტექსტში, სადაც ამერიკა კარგავს მის პოსტ–ცივიომისეულ ერთპოლარულ სტატუსს, ცდილობს რა შეერთებული შტატების რუსეთთან გადატვირთვას იმ პოლიტიკის ფარგლებში, რასაც მსოფლიოში მზარდ გლობალურ მოთამაშეებთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან და თურქეთთან კავშირების გაუმჯობესება ჰქვია, ძალიან გონივრული ნაბიჯია. ეს რენტაბელური სტრატეგია შეიძლება დაეხმაროს ვაშინგტონს მოიპოვოს რუსეთის მხარდაჭერა იმ პოლიტიკისთვის, რომელიც მართლაც გააძლიერებს შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას და ეკონომიკურ ინტერესებს. იმავდროულად, ფაქტია, რომ საქართველო, რომელიც ასევე აუმჯობესებს მის კავშირებს ირანთან და თურქეთთან (და რუსეთთანაც) ვაშინგტონს არ „დაუკარგავს“. ირანთან და თურქეთთან ახლო ეკონომიკური კავშირების დამყარებით, საქართველო ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკურ თანამშრომლობას, რასაც კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური თანამშრომლობისა და სტაბილურობის მოტანა შეუძლია. რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ვაშინგტონი ისეთ პროცესს, რომელსაც ეკონომიკური კეთილდღეობა მოაქვს და რეგიონში ძალთა სტაბილურ ბალანსს უზრუნველყოფს? საქართველომ შეიძლება შეძლოს, ან ვერ შეძლოს თავის დაკარგულ ტერიტორებზე კონტროლის აღდგენა, როგორც ეს მაგალითად გერმანიის, უნგრეთის, პოლონეთის, სერბეთის და სხვათა შემთხვევაში მოხდა, რომლებიც თითქოს გაუმკლავდნენ საკუთარ ტერიტორიულ დანაკარგებს. მაგრამ აშშ–ს არ გააჩნია ახალი სტატუს–ქვოს შეცვლის არც სტრატეგიული ინტერესი და არც მორალური ვალდებულება, ან საქართველოს ნატოში დაპატიჟების მოტივაცია და ამერიკის სამხედრო მხარდაჭერით ამ ქვეყნისთვის მეზობლებთან კარგი ურთიერთობების დამყარების გზაზე დაბრკოლების შექმნა. გარკვეულწილად, ამერიკის კონტროლირებადი ერთპოლარული სისტემის კრახმა (და მანამდე ცივი ომის ბიპოლარული სისტემის დასრულებამ) უნდა გვაღიარებინოს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები აღარ არის „თამაში ნულოვანი საწყისით“, რომლის დროსაც სხვა გლობალური სახელმწიფოები ამერიკის წაგების ხარჯზე იგებენ და პირიქით. გარდაუვალი იყო, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის და საბჭოთა ბლოკის ქვეყნები, როგორებიც არიან უკრაინა, პოლონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო შეეცდებოდნენ რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების სტაბილიზაციას და იმავდროულად, ძლიერი რუსეთის შეკავების მიზნით ითანამშრომლებდნენ სხვა მოთამაშეებთან: პოლონეთი – უკრაინასთან და გერმანიასთან; აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო – თურქეთთან და ირანთან, და ყველა ეს ქვეყანა – შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ანალოგიურად, ვაშინგტონი უნდა იწონებდეს (და არა ეწინააღმდეგებოდეს) იმ დიპლომატიური და ეკონომიკური როლის ზრდას, რომელსაც თურქეთი ახლო აღმოსავლეთში თამაშობს, რაც ერაყში სტაბილურობის მიღწევას დაეხმარება (და აშშ–სთან სამხედრო კონფლიქტის პრევენციას მოახდენს), წაახალისებს მოლაპარაკებებს ისრაელს და სირიას შორის, და საბოლოო ჯამში უფრო სტაბილური ახლო აღმოსავლეთის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, სადაც თურქეთი, არაბთა სახელმწიფო და ისრაელი უფრო დაცულები და განვითარებულები იქნებიან. არ არის გასაკვირი, რომ ვაშინგტონში ეკონომიკური და ბიორაკრატიული ინტერესების წარმომადგენლები და ამერიკის ზოგიერთი კლიენტი ქვეყანა, რომლებიც ამერიკის ინტერვენციონისტული პოლიტიკით სარგებლობენ, შემდეგი აქსიომით მოქმედებენ: აშშ ყოველთვის მზად უნდა იყოს, რომ „რაღაც იღონოს“ ამა თუ იმ კონფლიქტის „გადასაწყვეტად“ აქ, იქ, თუ ნებისმიერ ადგილას. ამ ტიპის დაუსრულებელი ამერიკული ინტერვენციონიზმი მხოლოდ ხელს უშლის რეგიონალურ ძალებს, რომლებსაც მუდმივად იმაზე აქვთ გათვლა, რომ ამერიკა მათ დაეხმარება და თავად არ დგამენ ნაბიჯებს იმ კონფლიქტების მოსაგვარებლად, რომლებშიც საბოლოოდ სხვა რეგიონალური და გლობალური მოთამაშეები არიან ჩათრეულები, დარწმუნებულები არიან რა, რომ ამერიკა არასდროს დატოვებს იაპონიას და კორეას (ჩინეთის პირისპირ), ერაყს (ირანისგან დასაცავად), ავღანეთს (პაკისტანთან შეთანხმებისთვის). და ეს არის ის, რაც ვაშინგტონის პრო–ინტერვენციონისტებს სურთ, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ამერიკა „შეუცვლელი სახელმწიფოა“. ყველა შემთხვევაში, ის მოსაზრება, რომ ამერიკული ჰეგემონია გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაპირობაა და რომ ამიტომ ვაშინგტონმა უნდა გააფართოვოს მისი სამხედრო ვალდებულებები ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, აღმოსავლეთ აზიაში და ზოგადად ყველგან, ძალიან არაპრაქტიკული (ამერიკას არ აქვს რესურსები იმისთვის, რომ ეს ამბიციური როლი შეასრულოს) და უსარგებლოა, თუკი ახლო აღმოსავლეთში აშშ–ს ბოლოდროინდელ გამოცდილებას გავითვალისწინებთ. შეერთებული შტატები მსოფლიოს არ უნდა დაშორდეს, მაგრამ მის ზოგიერთ ნაწილთან „კონსტრუქციული გამიჯვნის“ პოლიტიკით ამერიკა შეძლებდა როგორც საკუთარი თავის, ასევე დანარჩენი მსოფლიოს დახმარებას. ორიგინალი ორიგინალი
-
მექსიკურმა კლუბმა "პუმასმა" დაადასტურა, რომ ისინი დათანხმდნენ მექსიკელი გარემარბის პაბლო ბარერას გაყიდვას ლონდონის "ვესტ ჰემში". ტრანსფერის დასასრულებლად ფეხბურთელს ინგლისში მუშაობის უფლებაღა სჭირდება. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/flag-pins-azerbaijan-armenia-150x150.jpgამიერკავკასიის ქვეყნების ერთიან ტურისტულ სივრცეში გაერთიანებას აზერბაიჯანული მხარე გამორიცხავს. სკანდალი ტურისტულ ინდუსტრიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ თბილისში გამართულ ტურისტულ კონფერენციაზე 3 ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმებოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/turizm.jpg itvს ლინკი
-
ნიგერიის ეროვნული ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი,ობაფემი მარტინსი ამიერიდან რუბინის ღირსებას დაიცავს. იხილეთ fanebi.com
-
http://epn.ge/wp-content/uploads/tyeshelashvili-dato8-150x150.jpgგორში დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი შიდა ქართლის ახალ გუნერატორს წარადგენს. ლადო ვარძელაშვილის პოსტს ეროვნული გვარდიის ყოფილი უფროსი ზურაბ არსოშვილი დაიკავებს. როგორც ცნობილი გახდა გორში ახალ გუბერნატორს დაახლოებით ნახევარ საათში წარადგენენ. იხილეთ epn.ge
-
რადიო “კომერსანტის” და ფონდი “ხელოვანები თანადგომისთვის” ორგანიზებით დღეს, 20:30 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში” საქველმოქმედო საღამო გაიმართება. პროექტის ორგანიზატორების სურვილია, ქართველმა ბიზნესმენებმა და საქართველოში მოქმედმა კომპანიებმა მასში მონაწილეობით ქველმოქმედება კიდევ ერთხელ გასწიონ. აქციის ფარგლებში საგანგებოდ ქართული ბიზნესისთვის ფოტოგამოფენა “იპოვე შენი ბრენდი ქართველი ფოტოგრაფების ობიექტივში” მოეწყობა. ამ ფოტოებს ცნობილი ფოტოხელოვანის იური მეჩითოვის სკოლის წარმომადგენლები ქმნიან. ყველა, ვინც შეიძენს ბიზნესზე გადაღებულ ფოტოს, ხელს შეუწყობს დევნილი ბავშვების დახმარებას. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული მთელი თანხა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების დასვენებას მოხმარდება. ღონისძიებაში ქართული ბინზესის და შოუ-ბიზნესის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მხარდამჭერი კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. მუსიკალურ გაფორმებას კი უზრუნველყოფს ნიკა მემანიშვილის ბენდი. საკუთარი პროდუქციით სტუმრებს კომპანია „ბაგრატიონი“ გაუმასპინძლდება. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/telavis-universitrteti-a1-150x150.gifთელავში 27 წლის გიორგი გოდერძიშვილმა თვითმკვლეობა სცადა. მამაკაცი მე-8 სართულიდან გადოხტა. გოდერძიშვილი ამჟამად ღუდუშაურის კლინიკაში არის გადაყვანილი, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისათვიოს სტაბილურად მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით თვითმკვლეობის მიზანი და მოტივე უცნობია. იხილეთ epn.ge
-
GLiuk-oza რუსი მომღერლის მულტ გმირის თავგადასავალი. ძაან საინტერესო თამაშია . შესასრულებელია უამრავი მისია View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/kokoiti2-150x150.jpgე.წ. სამხრეთ ოსეთში ვენესუელას და ნიკარაგუას ე.წ. საელჩოების გახსნის საკითხი ოსი სეპარატისტების ლიდერის ედუარდ კოკოითის ამ ქვეყნებში ვიზიტის დროს განიხილება. ამის შესახებ ე.წ. ელჩები ლუის მოლინა კუადრა და უგო ჰოსე გარსია ერნანდესმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისთვის ედუარდ კოკოითისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის დროს განაცხადა. “სავარაუდოდ, ეს საკითხი ედუარდ კოკოითის ლათუნოამერიკული ტურნეს დროს განიხილება”, – აღნიშნა ნიკარაგუას ელჩმა. იხილეთ epn.ge
-
სკრიაბინ--მომღერალი ტრუსები ( უკრაინულად) მიდეო კლიპი View the full article
-
ტიტანების ბრძოლა--სკრინ სერვერი View the full article
-
ფილმებიდან 4 მუსიკალური ვიდეო კლიპი View the full article
-
საბჟოთა ავტო წარმოების ლეგენდები 07 View the full article
-
liverpoolfc(ფანკლუბი) დირკს სურს დარჩეს ენფილდზე
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/11/15/1226773938496/Fernando-Torres-001.jpg კიუიტი:”მე მინდა დავრჩე და მოვიგო ტიტულები ლივერპულთან ერთად”. კიუტი ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზეა და კონცენტრირებას მთლიანად მუნდიალზე აკეთებს, მაგრამ როიმ მასთან საუბარი მაინც მოახერხა. კიუტი მთლიანად კონცენტრირებულია მუნდიალზე ის ხომ ფინალშია გასული. კიუიტმა სასწრაფოდ გამოგზავნა მესიჯი ინგლისში და განაცხადა რომ მას უნდა ენფილდზე დარჩენა. კიუიტი:“რათქმა უნდა მე მინდა ენფილდზე დარჩენა”. “ლივერპული უდიდესი კლუბია, უდიდესი ისტორიის მქონდე, აქ დარჩენა ნებისმიერ ფეხბურთელს უნდა უნდოდეს”. “იმედგაცრუებული ვარ იმით რომ 4 წელია ამ კლუბში ვთამაშობ და ჯერჯერობით ვერაფერი ტიტული ვერ მოვიგე, მაგრამ ძალზედ იმედიანად ვარ რადგანაც, მომავალში მე დარწმუნებული ვარ მექნება ტიტულების მოგების შანსი ამ კლუბში”. “ყველა ერთად ვნახავთ რა იქნება მომავალში, მაგრამ მე ბედნიერი ვარ რომ ახალ მწრთვნელს უნდა რომ მე დავრჩე მერსესაიდში”. “ხალხისგან გავიგე რომ ახალ მწრთვნელს უნდა ჩემთან გასაუბრება, მაგრამ ამ მომენტში ეს ძალიან რთულია რადგანაც ძალზედ დაკავებული ვარ, და თან კონცენტრაციას ვერ ვაკეთებ კლუბზე რადგანაც მუნდიალის ფინალში გავედით, მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება”. <p style="text-align: left;"> View the full article -
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/2/18/1234984048184/Jos--Reina-Liverpool-004.jpg პეპ რეინამ დღეს გაახმაურა რომ მან და დირკ კიუიტმა ისაუბრეს ერთმანეთთან ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით. ლივერპულის ორი დუეტი ენფილდზე ოქროს მედლებით დაბრუნდება, ერთია რეინა და ტორესი, მეორე კიუიტი და ბაბელი. უწყინარი ხუმრობები უკვე დაიწყო ჩვენ ესპანელ და ჰოლანდიელ ფეხბურთელებს შორის. რეინა:“მე ვესაუბრე დირკს ნახევარფინალამდე და ნახევარფინალის შემდეგაც”. “მან წარმატება მისურვა პირადად მე, და ძალიან ბედნიერი ვარ რადგანაც ლივერპულში ორი ფეხბურთელი დაბრუნდება რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო”. “ძალიან ბედნიერები ვართ ფინალში გასვლით ამასთანავე ძალიან ამაყები რადგანაც ეს ძალიან რთულია, დირკი ჩემი მეგობარია, მაგრამ მინდა იგი თამაშის შემდეგ დამწუხრებული იყოს რადგანაც არ მინდა ესპანეთმა წააგოდ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ესპანეთის ისტორიაში პირველად გავედით ფინალში და დამარცხებას არ ვაპირებთ”. ვინაიდან ესპანელებს ხალხის დიდი მასა უდავო ფავორიტად მიიჩნევდა ესპანელების ეს მიღწევა არც თუ ისე გასაკვირია, ესპანეთმა გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა, ჰოლანდიელებმა კი ნამდვილი სასწაული მოახდინეს ისინი არ იყვნენ აფრიკაში ჩასულები ფავორიტის სტატუსით ეხლა კი ფინალში არიან გასულები. კიუტი ფანტასტიური და სტაბილურია ნაკრებში ის ისეთივე მნიშვნელოვანია ჰოლანდიისთვის როგორც უესლი სნეიდერი და არიენ რობენი, აღსანიშნავია ის ფაქტორიც რომ ჰოლანდია მესამედ გადის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთი კი პირველად ეს მათთვის სადებიუტო ფინალი იქნება. რეინამ იცის რომ ესპანეთი იმ თამაშს ითამაშებს რაც მათ ძალიან კარგად გამოსდით, და ისინი გაბატონდებიან სტადიონზე. რეინა:“ჩვენა ყველამ ვიცით დირკის თამაში”. “ის არის ფანტასტიური შრომობს და ასრულებს ძალიან დიდ სამუშაოს სტადიონზე არასდროს იღლება, ჩვენ ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იგი ნაკრებისა თუ კლუბისთვის”. “ის არის ტოპ-კლასის ფეხბურთელი”. “კვირას მისი შეჩერება ჩვენთვის იქნება ურთულესი რადგანაც ის სულ დარბის და სირბილს არასდროს წყვეტს”. “ჰოლანდია ძლიერი ნაკრებია ეს უდავოა, მათ ძალიან ბევრი უმაღლესი დონის მოთამაშეები ყავთ, მე ხელზე თითებიც არ მეყოფა მათ ჩამოსათვლელად”. “თუ ჰოლანდია ფინალში გავიდა კარგი ნაკრებების დამარცხების მეშვეობით, მათ შეძლეს და დაამარცხეს ურთულეს ბრძოლაში უდავო ფავორიტი ბრაზილია, ეს იმას ნიშნავს რომ მათი ფინალში ყოფნა არანაირ ეჭვს და კითხვას არ იწვევს ისინი სრულიად სამართლიანად გავიდნენ ფინალში”. “ჩვენ ისტორიას ვქმით და ვწერთ ჩვენ პირველად მივაღწიეთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშI, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, ჩვენ მეტი გვინდა და ყველაზე სასიხარულო ის არის ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ჩვენი მიზანი ფინალში გამარჯვება და ესპანეთისთვის ასე საოცნებო ტიტული დაუფლებაა”. “ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვართ ყველა ფავორიტებად მიგვიჩნევს ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ (2008). ჩვენ ყოველთვის ფავორიტები ვიყავით, და ჩვენ ფავორიტები ვართ კიდევ ერთხელ, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტორს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენ გავალთ და ვითამაშებთ და იმედი გვაქვს შევძლებთ ისეთ თამაშს რომ ეს თამაში ჩვენ ჩვენთვის სასურველ შედეგს მოგვიტანს”. “ჩვენ ზუსტად იმ ფოლოსოფიით ვითამაშებთ რა თამაშითაც ვთამაშობდით ყოველთვის, ეს ჩვენი სტილია”. “ყოველთვის რთულია მოიგო მსოდლიო ჩემპიონატის ფინალი, ამ წარმატებამდე ერთი საფეხურიღა დაგვრჩა”. View the full article
-
http://soccerday.ge/uploads/posts/2010-06/1277633995_soccerday.png SOCCER DAY გთავაზობთ თამაშს ჩემი პროგნოზი. სადაც შეგეძლებათ ეროვნული ჩემპიონატის,თასისა და ქართული გუნდების ევროპულ არენაზე ჩასატარებელი მატჩებზე პროგნოზის გაკეთება.კომენტარებში ჩაწერეთ ის შედეგი,რომელიც გგონიათ რომ დაფიქსირდება. მაგ: დინამო თბილისი 1–0 რუსთავის ოლიმპი ქულები დაჯამდება შემდეგი პრინციპით: ანგარიშის გამოცნობა: 5 ქულა შედეგის გამოცნობა: 3 ქულა არასწორი პროგნოზი: –1 ქულა გამარჯვებული გამოვლინდება ყოველი სეზონის ბოლოს. მესამე ტური: გეფლე – დინამო ზესტაფონი – დუკლა ბანსკა–ბისტრიცა ვიტ–ჯორჯია – ბანიკი აქტობე – ოლიმპი სრულად იხილეთ