Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 15 ივლისს, “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელს, კახა მიქაიას თავს დაესხა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ბაჩუკი თოფურია. გაზიარება [ნანა ფაჟავა. 16:53 19-07-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TERKu-5aKJI/AAAAAAAAD7I/DMhSht4AXdk/s200/kaxa+miqqaia.gifინციდენტი რაიონის გამგეობის შენობის წინ, ღამის 10 საათისთვის მოხდა. როგორც კახა მიქაია ამბობს, ხელისუფლებამ მის მიმართ მორიგი პროვოკაცია განახორციელა -თოფურიამ მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკური ანგარიშსწორებაც სცადა. მომხდარ ინციდენტს კახა მიქაია 8 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2-არხზე, გადაცემა “თავისუფალ ტრიბუნასა” და გაზეთ “ასავალ-დასავალში” გაკეთებულ იმ განცხადებებსა და ვიდეო ინტერვიუებს უკავშირებს, სადაც მან არსებული ხელისუფლების მორალური და ზნეობრივი სახე წარმოაჩინა. საუბარია გაეროში საქართველოს ელჩის, კახა ლომაიას მამის, ბორის ლომაიას ვიდეო ინტერვიუზე, სადაც მან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც “მექალთანე ჭიჭიკო ჭანტურიას წისქვილ-მუზეუმის” გახსნაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობას ასახავდა. ბორის ლომაიას ვიდეო-ინტერვიუ “პრესა.გე”-მ 2 ივლისს, სოფელ ნარაზენში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩაწერა. ინფორმაცია 27 ივნისს, ნარაზენში გამართული “ღონისძიების” შესახებ “პრესა.გე”-ს კახა მიქაიამ მიაწოდა. ჩვენს ხელში აღმოჩნდა ასევე ის მოსაწვევიც, რომელიც ე.წ. პიკნიკზე დასასწრებად ხელისუფლებისა და საზოგადოების წევრებს ლომაიამ გაუგზავნა. “მოსაწვევი ბარათის” შინაარსის რეალობაში წარმოსახვა ჟურნალისტებისთვის ძალიან რთული და ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა. უფრო მძიმე იყო ინტერვიუს შემდეგ ვიდეო მასალის გავრცელებაც. ამიტომაც, “პრესა.გე”-მ თავის დროზე ამისაგან თავი შეიკავა. (მოსაწვევი და მომავალ პიკნიკზე დასწრების პირობა ლომაისგან “პრესა.გე”-მაც მიიღო.) სტატიის ბოლოს მკითხველი ბორის ლომაიასთან ინტერვიუს ვიდეო-ჩანაწერსაც ნახავს, მანამდე კი ცნობილი “მოსაწვევის” შინაარსს უცვლელად გთავაზობთ. “მოწვეული არიან მსმელი, მჭამელი და მტ...ელი მოქმედი მამაკაცები.P.S. ბოლო მოთხოვნა სასურველია დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. არატრადიციული სექსის მიმდევრები და გაუპარსავი პიჟონები პიკნიკზე არ გაიშვებიან. დასწრება მხოლოდ შორტებით. P.S. ამ მოთხოვნას ქალბატონები შეასრულებენ თავისი სურვილისამებრ.პიკნიკზე ბატონი ვიტალი თოფურიას რეკომენდაციით მოწვეული არიან მეგრული სიმღერის ხობის 2009 წლის ფესტივალის ლაურეატები, მეჩონგურე ქალბატონები. პიკნიკზე პერსონალურად მოწვეულია შეუზღუდავი პასუხისმგებლობის საზოგადოება “სანუსის” პრეზიდენტი, ინჟინერ-მშენებელი და ფრაქტოლოგი, ბატონი შაქრო კვაშილავა, რომელიც გააკეთებს ექსპერიმენტალურ უფასო, უსისხლო ოპერაციას პიკნიკის ერთ-ერთ მონაწილეზე. ოპერაციის განათება უზრუნველყოფილი იქნება ჯიპების ავტონომიური ენერგორესურსებით. პიკნიკის პროგრამაში შედის მოგონებები:1. დიდ მექალთანე ჭიჭიკო ჭანტურიაზე.2. ნადეჟდა კრუპსკაიაზე.3. ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ტრაგედიაზე.4. პირველ ქალზე ჩვენს მამაკაცურ ცხოვრებაში.5. მამათელ ედუარდ შევარდნაძეზე. პიკნიკზე გათამაშდება ექსკლუზიური პრიზი ვიქტორინაში გამარჯვებისათვის:1. რატომ იტყვიან შავი და თეთრი აბანოშიო გამოჩნდებაო?2. რატომ არ დაბომბა გიტლერმა თბილისი?3. დაგვისახელეთ პოლიტიკური ქორწინებანი საქართველოში. ბაჩუკი თოფურიას მიქაიასთან გამკლავების მცდელობა “პრესა.გე”-სთვის ბუნებრივი რეაქციაა, რადგან საკრებულოს აპარატის თანამშრომელი სწორედ ის “ოპერატორია”, რომელიც ლომაიას თქმით, “მთელი ეს მსვლელობა” ვიდეო-კამერით დააფიქსირა. ლომაიას თანხმობის მიუხედავდ, თოფურიამ “პრესა.გე”-ს ფირი არ მისცა და განმარტა, რომ “იქ ისეთი რაღაცეებია, მას შენ კი არა, ლომაიასაც არავინ მისცემს, სულელია ეგ კაცი, როგორ მოგიყვა?!” კახა მიქაიას კი, მოგვიანებით ის ვიდეო-მასალა გადასცეს, რომელიც “პიკნიკის” ერთ-ერთმა მონაწილემ მობილური ტელეფონით გადაიღო. მიქაია გადაღებულ კადრებს იმდენად ამორალურად მიიჩნევს, რომ მისი გავრცელებისგან თავს დღემდე იკავებს. კახა მიქაია: “იციან, რომ ეს კადრები მაქვს და მათ გაღიზიანებას ჩემს განცხადებებთან ერთად ეს ფაქტიც იწვევს. თოფურია წუხელ, გამგეობის შენობიდან ალექსანდრე ქობალიას მიერ დაგეშილი გამომივარდა და ინციდენტის შემდეგაც იქ დაბრუნდა. ქობალიამ ამ შემთხვევაშიც მრავალჯერ ნაცადი ხერხი გამოიყენა და დაპირისპირების პროვოცირება სცადა. დარწმუნებული ვარ, რომ ავყოლოდი, პოლიცია, რომელიც ალბათ იქვე იყო ჩასაფრებული, ჩემს დაკავებას შეეცდებოდა. ან საკმარისი იქნებოდა თუნდაც ქობალიასა და მისი თანამშრომლების ჩვენებებიც, რომლებიც ხულიგნურ ქმედებას 31 დეკემბრის ღამეს თქვენთან, ჟურნალისტ ილია ჩაჩბაიასთან და მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად მიდასტურებდნენ. ხელისუფლებისგან განსხვავებით, კრიმინალური მენტალიტეტი და ქუჩური გარჩევები ჩემთვის უცხოა. კაცური შეხვედრა შემიძლია და არა მათსავით ზურგში მიპარვა, თუმცა “კაცური” უკანალი, ვფიქრობ, მათ ლომაიას პიკნიკზე დარჩათ. ის, რაც ნარაზენში მოხდა და რაზეც ლომაია საუბრობს, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ჯერ მარტო, რამხელა შეურაცხყოფაა ქართველი ქალის, სამეგრელოს წარსულის. დღევანდელ ხელისუფლებას და ლომაიას საერთოდ არ აინტერესებთ ეს წარსული, ოღონდ კი მათ გამართონ ეს ორგიები, იქეიფონ და აკეთონ რაც უნდათ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ლომაიას ”პიკნიკი” არის დღევანდელი ხელისუფლების მორალური სახე. დიახ, სამეგრელოში არსებობს მოსაზრება, რომ როლანდ ახალაია არის მამა-პროკურორი, მამა-იდეის აღმსრულებელი, იდეური მამა კი არის ბორის ლომაია. გასაკვირი არ არის ისიც, რომ ამ კაცის ოჯახში გაზრდილმა შვილმა დაანგრია საქართველოს განათლების სისტემა. ეს მარაზმი კი, რაც ლომაიამ მოაწყო, ხელისუფლებამ დააფინანსა. მთელი სამხარეო ადმინისტრაცია, მთელი გამგეობისა და საკრებულოს აპარატი, ე.წ. ქალაქის მამები და ზუგდიდელი კოლორიტული ფიგურები ესწრებოდნენ ყოველივე ამას. ფრიდონ თოდუას ძმისთვისაც უნდოდათ ბუასილის ოპერაციის გაკეთება ”ჯიპების” შუქზე. ამ ყველაფერში მთავარი მოქმედი გმირი კი, ლომაიას თქმით, გუბერნატორ გოროზიას მოადგილე, ვახტანგ ცხადაია ყოფილა... მე პირდაპირ ვამბობ, სამეგრელოს სააკაშვილზე დიდი მტერი არ ჰყავს და არც ჰყოლია. სააკაშვილის მთელი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სამეგრელო დააჩოქოს. ლომაიას ”პიკნიკიც” ამას ემსახურებოდა! presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/saia-150x150.jpgარასამთავრობო ორგანიზაციები მომავალი წლის 1 იანვრიდან შემოსავლების 12-დან 20 % გაზრდას აპროტესტებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/saia_19_07_2010wmv_000003957.jpg itvს ლინკი
  3. ბარსელონას ახალი პრეზიდენტი ლონდონში მიდის ვენგერთან შესახვედრად. იხილეთ fanebi.com
  4. http://www.rantaboutfootball.com/blog/wp-content/uploads/2009/08/Jonjo-Shelvey.jpg დღეს ჯონჯო შელვიმ განაცხადა, რომ მას დაუყოვნებლივ სურს ”ენფილდზე” მოქმედება, შელვი ემზადება თავისი პირველი სეზონისთვის პრემიერ – ლიგაში… სეზონის დასასრულს 18 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ”ლივერპულთან ” მოაწერა კონტრაქტს ხელი, ამ დროისთვის კი გუნდთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება. შელვი ინგლისში ერთ-ერთ გამოკვეთილ ტალანტად განიხილება, რაფა ბენიტესმა მას ახალი ჯერარდი უწოდა. შელვი ამტკიცებს: რომ იგი ტყუილუბრალოდ დროის დახარჯვას არ აპირებს და შეეცდება დაუყოვნებლივ დაამტკიცოს თავისი ღირებულება ”ენფილდზე”. მისი პირველი ინტერვიუ როგორც ”ლივერპულის” მოთამაშე, შელვიმ განაცხადა: ”ლივერპულში” თამაში ეს არის ყველა ბავშვის ოცნება, როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდი ჩემს თავს წარმოვიდგენდი, როგორც სტივენ ჯერარდი, რას წარმოვიდგენდი თუ მასთან ერთად თამაში მომიწევდა.” ”როცა მე ვთამაშობდი ”ჩარლტონში” ვარჯიში ადრე გვიმთავრდებოდა, ახლა ეს ასე არ არის და მე ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი ხალხის გარემოცვაში ვარ.” ” მე მართლაც ვღელავ. მე მსურს მინიმუმ 20 მატჩის ჩატარება. თუ თქვენ ხართ 18 წლის და თქვენ ”ენფილდზე” გადიხართ ”ლივერპულის” მაისურით, თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ, თქვენ უბრალოდ უნდა გააკეთოთ ის, რაც შეგეძლებათ.” ითამაშა ინგლისის U16 და U17 ნაკრებში, ჯონჯო გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ”ჩარლტონში” , რომელმაც 49 თამაშში 8 გოლის გატანა მოახერხა. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ შელვი დარწმუნებულია თავის თავში ”ლივერპულში”, მაგრამ როგორ გაუმკლავდება შელვი ჩრდილოეთ ინგლისში ცხოვრებას? ”ცხადია, რომ ჩრდილოეთ ინგლისში ცხოვრების სხვა წესია, ვიდრე სამხრეთით. ”ჩარლტონში” ყველაფერი განსხვავებულადაა. აქ ვარჯიში უფრო ძნელია, აქ თამაშობენ ნამდვილი პროფესიონალები. მე ეს მსიამოვნებს და გავუმკლავდები ამ ყველაფერს.” ” მე ვფიქრობდი, რომ აქ ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ კლუბი დახმარებას მიწევს.” ”ამ კვირაში ძალიან ბევრი, რამ მოხდა, მალე ჩემი დებიუტი პრემიერ ლიგაში შედგება, მე ამას ეხლაც ვერ ვიჯერებ.”! ახლა მისი ოცნება ახდება, 4 წლის უკან ის ”ვესტ ჰემის” ფანი იყო, მან უყურა ინგლისის თასის ფინალს, სადაც ჯერარდმა მოუტანა ”ლივერპულს” გამარჯვება ბოლო წუთებზე. ” მე იტალიაში ვიყავი ”ჩარლტონთან” ერთად და ამ თამაშს ბარში ვუყურებდი, იქვე იყვნენ ”ლივერპულის” გულშემატკივრებიც.” ”შეიძლება მე ვიყავი ”ვესტ ჰემის” გულშემატკივარი, მაგრამ როდესაც უყურებ ”ლივერპულის” თამაშს, იმას თუ როგორ მღერიან ფანები, ეს ბრწყინვალე მომენტია.” ”რას უნდა ელოდნენ ფანები შელვისგან ?” ”მე შემიძლია, ნებისმიერი სამუშაო შევასრულო, უფრო მეტად გატანა მიყვარს, ”ჩარლტონში” მე თავდასხმაში ვთამაშობდი, მაგრამ უფრო მეტად ცენტრში მიყვარს თამაში” ” მე იმედი მაქ, რომ ფანებს, ვაჩვენებ ჩემს ძალას და დავანახებ, რომ საჭირო ვარ.” View the full article
  5. თანამშრომლების ხელფასების ან აქტივობების შემცირება–ასეთი არჩევანის წინაშე დადგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები 2011 წლის 1–ელი იანვრიდან, თუკი პარლამენტი ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში, კიდევ ერთ ცვლილებას დაამტკიცებს. ახალი საგადასახადო კოდექსის 308–ე მუხლის მიხედვით, არასამთავრობოების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20% იქნება. სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლები ამბობენ, რომ არსებული 12 %–ის 20 %–მდე გაზრდა მათი თანამშრომლებისთვის ხელფასების 8%–ით შემცირებას ნიშნავს. „ჩვენ გრანტების გარდა სხვა შემოსავალი არ გვაქვს. გამოდის უცხოური ქვეყნების მთავრობებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ამ გრანტების ფარგლებში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად ისედაც ეხმარებიან საქართველოს, მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენებთ, თუკი მეტ გრანტს მოვთხოვთ. “–ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი. ხიდაშელის თქმით, არის მეორე გზაც–დარჩეს იგივე რაოდენობის გრანტი, მაგრამ თანამშრომლებს ხელფასი შეუცირდეს. „ჩვენ ისედაც ვდგავართ ადამიანური რესურსის შემცირების საფრთხის წინაშე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან ძალიან ბევრი კადრი უკვე წავიდა სამთავრობო სექტორში. ამის ერთ–ერთი მოტივაცია კი სწორედ ხელფასი იყო“, –ამბობს საიას ხელმძღვანელი. ხიდაშელის თქმით, თუკი ვარდების რევოლუციამდე საია სამთავრობო სექტორს კონკურენციას უწევდა, ვარდების რევოლუციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა –„უბრალოდ, კიდევ უფრო არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩავვარდებით“. თუკი ახალ საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა, საიას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს სამომავლო გეგმებზეც მოუწევთ უარის თქმა –„საშემოსავლო გადასახადის მოულოდნელი გაზრდით, ჩვენ რეალურად მძიმე მდგომარეობაში ვვარდებით, რადგან უკვე გვაქვს რაღაც პროექტები“, –ამბობს თამარ ხიდაშელი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ არ იქნება დისკრიმინაციული სხვა სექტორების მიმართ, თუკი სახელმწიფო არასამთავრობო სექტორს იგივე შეღავათს დაუტოვებს–ანუ საშემოსავლოს ისევ 12% –ით დაბეგრავს. „სახელმწიფოს გასაკეთებელს ხშირად ჩვენ ვაკეთებთ. სახელმწიფო იურიდიულ დახმარებას მხოლოდ სისხლის სამართლის საკითხებში უწევს მოქალაქეებს. ამასთან დაკავშირებით აკაკი მინაშვილმაც აღნიშნა, რომ საია და სხვა არასამთავრობოები შეავსებენ დანაკლისს“, –ამბობს ხიდაშელი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფომ მხედველობაში უნდა იქონიოს, რომ სამოქალაქო სექტორს საზოგადოებისთვის სარგებელი მოაქვს. „2009 წელს მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 110 ათას მოქალაქეს გაუწია იურიდიული კოსულტაცია, დღეს ჩვენი 146 თანამშრომლიდან ძალიან დიდი ნაწილი, სწორედ იურიდიული დახმარების ცენტრში მუშაობს“, –აღნიშნვს საიას ხელმძღვანელი. „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ქეთევან ვაშაკიძის თქმით, საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილების შედეგად ფონდს პრობლემა ორმაგად შეექმნება, რადგან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, როგორც გრანტების მიღებას, ასევე მათ გაცემას ახორციელებს. „უნდა მიიღო გადაწყვეტილება– ფული უფრო მეტად აქტივობას მოახმარო თუ იგივე ხელფასი შეუნარჩუნო თანამშრომლებს“, –ამბობს ქეთევან ვაშაკიძე. საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილება არჩევანის წინაშე საიას და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გარდა კიდევ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს დააყენებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველო“, „საერთაშორისო არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „სამოქალქო საზოგადოების ინსტიტუტი“ , „კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი“ და სხვა არასამთავრობოებმა პეტიცია უკვე გამოქვეყნეს, სადაც მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის დადებული მორატორიუმის მოქმედების ვადა სამი წლით გაგრძელებას მოითხოვენ. სამი წლის წინ სამოქალაქო სექტორი და მთავრობა შეთანხმდა, რომ არასამთავრობოების სპეციფიკის გათვალისწინებითა და მათი ხელშეწყობის მიზნით, საშემოსავლო გადასახადი 12 % დარჩენილიყო. „დღეს უფრო აქტუალურად დგას საგადასახადო შეღავათების შენარჩუნების აუცილებლობის საკითხი, ვიდრე ეს სამი წლის წინ იყო. რადგან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უფრო კრიტიკული გახდა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მოწყვლად ჯგუფთა რაოდენობა“, –ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ხიდაშელის თქმით, საიას აგვისტოს ომის შემდეგ იურიდიული კონსულტაციისთვის 30 000 დევნილმა მიმართა. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ძალიან ბევრი სახელმწიფოს თვითონ უწევს დახმარებას .“თუ მთავრობას რესურსი არ აქვს ჩაატაროს კვლევა ამა თუ იმ საკითხზე, ისინი სწორედ მათ მიმართავენ“. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/miminoshvili-150x150.jpgერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 24 ივლისიდან დაიწყება. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/miminoshvil.jpg itvს ლინკი
  7. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სოფელ ლოპანთან საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს. ოსური წყაროების… ლინკი მედიანიუსზე
  8. ხვალ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის,… ლინკი მედიანიუსზე
  9. მოსკოვის ხამოვნიჩესკის რაიონის სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ მულუხოვი(ონიანი) დამნაშავედ ცნო გამოსასყიდის მიღებისა და ადამიანის გატაცებაში და მას… ლინკი მედიანიუსზე
  10. ”გაზპრომის” ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ მედვედევი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “გაზპრომი” “სამხრეთ ნაკადის” პროექტით გერმანული RWE… ლინკი მედიანიუსზე
  11. ,,საქართველოს რკინიგზამ” ლიდ-მენეჯერი საინვესტიციო ბანკების Bank of America-Merrill Lynch-და JPMorgan- ის მეშვეობით საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე განათავსა 250 მილიონი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ობლიგაციები. ეს ბანკები ინვესტორებისათვის ასახელებდნენ წლიურ 10 პროცენტს, თუმცა ამ ობლიგაციებზე მოთხოვნის გათავლისწინებით საპროცენტო განაკვეთმა ნაკლები – 9.875 პროცენტი შეადგინა, ხოლო კუპონის გადახდა ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება. ,,საქართველოს რკინიგზის” ობლიგაციების ნომინალი 1000 და 100,000 დოლარს შეადგენს. ,,საქართველოს რკინიგზა” მოზიდულ თანხებს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის და მოდერნიზაციის პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენებს. ,,საქართველოს რკინიგზის” 100 პროცენტი სახელმწიფოს მფლობელობაშია და მას მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი შტანდარდ, Standard, Poors და Fitch სარეიტინგო სააგენტოების მიერ. იხილეთ epn.ge
  12. ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტებს ოთხი საგანი: გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია დარჩათ ჩასაბარებელი. როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების… ლინკი მედიანიუსზე
  13. დღეს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის დაიწყო. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის… ლინკი მედიანიუსზე
  14. http://www1.bongda.com.vn/data/Image/2010/Thang04/27/Loic%20Remy2.jpg ”ნიცას” პრეზიდენტმა ჟილბერტო სტელარდომ განაცხადა: ” თუ ”ლივერპული” რემიზე ბრძოლაში ლიდერი გახდება, მაშინ მათ შეეძლებათ მისი შეძენა… ”ვესტ ჰემმა” ფრანგებს €10 მილიონი ( £8,4 მილიონი) შესთავაზა, მაგრამ ფრანგულ კლუბს გადახდის მეთოდი არ მოეწონა. სტელარდომ განაცხადა, რომ ის კმაყოფილია ” ჩაქუჩების” შემოათავაზებით. ”თუ ლივერპულს რემის შეძენა სურს, მათ იმდენივე უნდა შემოგვთავაზონ, რასაც ”ვესტ ჰემი” გვთავაზობს. ”ნიცას” სურს, რომ თანხა ფეხბურთელში გადახდილი იყოს დაუყოვნებლივ და არა ნაწილობრივ. რემი – ერთ-ერთი საუკეთესი ბომბარდირია საფრანგეთში. მან წინა სეზონში 33 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. ”თუ ლივერპული ჩვენ დამაკმაყოფილებელ წინადადებას შემოგვთავაზებს, ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღებთ მას. ” ”თანხას, რასაც ”ვესტ ჰემი” გვთავაზობს დამაკმაყოფილებელია ჩვენთვის, მაგრამ მე არ მომწონს გადახდის მეთოდი.’‘ Skysports View the full article
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/moscowtimes.jpg მეთიუ კოლინი ევროკავშირის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას უყვარს ისინი ისე, როგორც საქართველოს. ევროკავშირის დროშები ყველა სამთავრობო შენობაზე და ყველა სამინისტროს თავზე ფრიალებს და მისი საყოველთაო ყოფნით ხაზს უსვამს საქართველოს ეევროპულ ამბიციებს, თუმცა ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის კვლავ შორეულ ოცნებად რჩება. ამიტომ, როდესაც გასულ კვირაში საქართველოს, სამი მაღალი რანგის ევროპელი ეწვია – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, მისი პოლონელი კოლეგა რადოსლავ სიკორსკი და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონი – მათ თბილი დახვედრა ელოდათ, ზეიმი, რომელსაც ქართული ტელევიზია აშუქებდა. თბილისის საპრეზიდენტო სასახლეში კუშნერს შესანიშნავი ფეიერვერკით დახვდნენ, ეშტონისთვის ბათუმში ორკესტრმა დაუკრა. აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მსგავსად, რომელიც საქართველოს ერთი კვირით ადრე ეწვია, ევროპელები საქართველოს იმას ეუბნებოდნენ, რისი მოსმენაც მას სურდა – რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევა და გაიყვანოს მისი არმია ორი სადაო რესპუბლიკიდან – აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ის, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გამამხნევებელი სიტყვები პრაქტიკაში – სულ სხვა საკითხია. პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა უმალ გააპროტესტა კლინტონის განცხადება იმის თაობაზე, რომ ორი რეგიონი რუსეთის არმიის მიერ „ოკუპირებულია“ და ირონიით აღნიშნა, რომ უფრო სწორი შეფასება იქნებოდა „გათავისუფლებულები“. რაც არ უნდა თქვან დასავლელმა დიპლომატებმა, მოსკოვი ჯარის გაყვანის შესაძლებლობას, როგორც ჩანს არც განიხილავს. იმავდროულად, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ისინი ტოვებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს მხარდაჭრით იმართება, და უარი განაცხადეს ახალ ქართულ სტრატეგიაზე „დაახლოება თანამშრომლობის გზით“. ამ ეტაპზე, ნაყოფიერი დიალოგის პერსპექტივები არ მოსჩანს. საქართველოს უცხოელი სტუმრების უმრავლესობა ასევე შეხვდა ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დემოკრატიის მდგომარეობა ქვეყანაში გაცილებით მძიმეა, ვიდრე ამას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს. თუმცა უდაოა, რომ მეგობრული ვიზიტების ჯაჭვი საერთო ჯამში სააკაშვილის მთავრობის პოზიციებს განამტკიცებს, რომელსაც რუსეთთან უწყვეტი დავის ფონზე საერთაშორისო მხარდაჭერა ძველებურად სჭირდება. სააკაშვილს პირდაპირი გაგებით სახე გაუნათდა, როდესაც ეშტონმა ნაციონალური არხის ეთერში დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები. მისი თქმით, საქართველო „ევროპული რწმენა, ევროპული ორიენტაცია და ევროპული გრძნობებია“. ზოგიერთ ექსპერტს საქართველოს ევროპაში შესვლა სულელურ ფანტაზიად მიაჩნია, თუმცა ბევრისთვის აქ, ეს არის ის, რისიც სურთ რომ სჯეროდეთ. ორიგინალი ორიგინალი
  16. http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279536445_splash.png 21 ივლისს,ზუსტად ერთი დღით ადრე,მანამ სანამ,თბილისის "დინამო" ოფიციალურად გაინაღდებს გასვლას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე,სავარაუდო მეტოქე გრაცის "შტურმი" საკუთარ კედლებში ამხანაგურად გაეჯიბრება ლონდონის "არსენალს". გუნდი სავარაუდოდ ამ შეხვედრაში "დატესტავს" იმ სათამაშო სქემას,რომლითაც სავარაუდოდ "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშებენ.დაველოდოთ 21–ს და 22–ში ყველამ წარმატება ვუსურვოთ თბილისის "დინამოს". სრულად იხილეთ
×
×
  • შექმენი...