Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. გუშინ ცხინვალი-ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალმა სამგზავრო ავტობუსმა ავტოავარია განიცადა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულია 11 მგზავრი, მათ შორის,… ლინკი მედიანიუსზე
  2. გთავაზობთ ინტერვიუს ბანსკა-ბისტრიცას "დუკლას" მთავარ მწვრთნელ კაროლ მარკოსთან, რომელიც სლოვაკურმა გამოცემა "დენნიკ შპორტამ" გამოაქვეყნა. ინტერვიუ ჩაწერილია სლოვაკთა ზესტაფონური მარცხისა და საქართველოდან სამშობლოში გუნდის დაბრუნების შემდეგ. იხილეთ fanebi.com
  3. დღეს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მომზადებულ რეკომენდაციებზე იმსჯელებენ. როგორც „მედიანიუსს“ საკონსტიტუციო კომისიის… ლინკი მედიანიუსზე
  4. დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო ასოციაციის “რონდინე მშვიდობის ციტადელის” დელეგაცია ეწვევა. ვიზიტი პროექტის… ლინკი მედიანიუსზე
  5. დღეს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება 5 საათს გაგრძელდება.… ლინკი მედიანიუსზე
  6. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტელეკომპანია „კავკასიაში“ მიმდინარე წლის 7 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“… ლინკი მედიანიუსზე
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/avaria.bmpცხინვალი-ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალმა სამგზავრო ავტობუსი ხევში გადაიჩეხა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 11 მგზავრი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, არიან დაშავებულები. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/oseti.jpg itvს ლინკი
  8. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოყოფილი გრანტებია, ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20 %–მდე გაიზრდება. სამოქალაქო სექტორი აპროტესტებს, რომ სახელმწიფომ, ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავების დროს, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების გარეშე შეიტანა კანონპროექტში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტით მიღებული სახსრებიდან, ანაზღაურებისათვის გაცემული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არსებული 12%–ის ნაცვლად 20 % იქნება. პეტიციის მიხედვით, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა, თუკი სახელმწიფო საშემოსავლო განაკვეთს სამოქალაქო სექტორს 20 %–მდე გაუზრდის, –ეს ფაქტი მძიმე ტვირთად დააწვება არასამთავრობო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებას. რაც, შესაბამისად, ადამიანური რესურსების ნაკლებობის პრობლემას შექმნის. გარდა ამისა, არასამთავრობოების თქმით, ეს ფაქტი დონორი ორგანიზაციების ინტერესსაც ეწინააღმდეგება–მათ მიერ გრანტით გამოყოფილი თანხები მაქსიმალურად იქნას მიმართული კონკრეტული მიზნის მიღწევისაკენ. „არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობა ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ხელშეწყობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, ხშირად ისეთი სერვისების განხორციელებას, რომეთსაც სახელმწიფოს თავად ვერ სთავაზობს მოსახლეობას“,–ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ პეტიციაში. საია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დაბეგვრის თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვას დღესაც აპირებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. </p>/get_img?NrArticle=2022&NrImage=200 “დონაძის ტელევიზია”, “პოლიციის პროპაგანდისტული მანქანა”... -ასე მოიხსენიებენ ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის თბილისში, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქში მაუწყებლობს. “ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ტელევიზიის ლიცენზია მისმა ერთადერთმა მფლობელმა, ია პაიჭაძემ უკანონოდ მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ია პაიჭაძე წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა მას მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლება. „რეალ ტვ“-მ არსებობის ხანმოკლე პერიოდში არაერთხელ მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ყველაზე სკანდალური კი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ოჯახთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელება იყო. მაშ ასე, როგორ აღმოცენდა „რეალტივი“? „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზია კომპანია „მედიევალი“-მ გადასცა. ორივე კომპანიის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მფლობელი ია პაიჭაძეა. ია პაიჭაძე 2002 წლის 18 თებერვლიდან 2006 წლის 21 დეკემბრამდე იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.მან შპს „მედიევალი“ 2004 წლის 10 მაისს დააფუძნა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით კი, 2005 წლის იანვარში შპს „მედიევალზე“ საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცა (N1445). „მედიევალზე" ამ ლიცენზიის გაცემის დროს ია პაიჭაძე, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი იყო. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით კი, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს: „ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი…“ „თუ ია პაიჭაძე იყო საჯარო მოხელე, მაშინ ის არ უნდა ყოფილიყო ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის (ამ შემთხვევაში „მედიევალის“ - ავტ.) მფლობელი. ამდენად, თუ დასტურდება ეს ფაქტი, კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე არის კანონდარღვევა“- აცხადებს იურისტი თამარ კორძაია. „ბათუმელებისთვის“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, ია პაიჭაძე ”მედიევალის” ერთადერთი დამფუძნებელია, ანუ ამ კომპანიის ასივე პროცენტი მას ეკუთვნის. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, ლელა თალიური: „თუ სიტყვასიტყვით გავყვებით კანონის განმარტებას, მაშინ შეიძლება თქვას, რომ კანონი არ დარღვეულა, რადგან ლიცენზია მიიღო იურიდიულმა და არა თანამდებობის პირმა. მაგრამ, ამ შემთხვევაში ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 37-ე მუხლი დასახვეწია, რადგან მაუწყებლობის შესახებ კანონის მიზანი, რაც სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი მაუწყებლობის ფორმირებას, სიტყვისა და აზრის თავისუფლების, ლიცენზიის მფლობელთა თანასწორობის უზრუნველყოფას გულისხმობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უგულებელყოფილია“. ლელა თალიური აცხადებს, რომ 37-ე მუხლი ლავირების საშუალებას იძლევა, მაგრამ "თუ ვიმსჯელებთ იმ კუთხით, რომ ია პაიჭაძეს შპს „მედიევალი“-ში ეკუთვნის 100-ვე პროცენტი და ის არის მესაკუთრე, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, გავლენა ხელისუფლებისა კომპანიაზე და, შესაბამისად, კავშირი ამ კომპანიისა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ნათლად იკვეთება. ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, რომელსაც გადაჭრით შეუძლია თქვას, რომ კანონი დაირღვა, არის სასამართლო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ფაქტიდან გამომდინარე კანონის მიზანი დარღვეულია“. „მედიევალის“ კუთვნილი ლიცენზია (#1445), კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა (გადაკეთდა) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად (#B84). „მედიევალის“ მფლობელი ია პაიჭაძე ამ დროს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ია პაიჭაძემ ახალი სამაუწყებლო კომპანია „რეალტივი-საქართველო“ 2009 წლის 16 ივლისს დააფუძნა (100- პროცენტიანი წილის მფლობელი ამ შემთხვევაშიც ია პაიჭაძეა). აგვისტოში კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მედიევალს“, „რეალტივი საქართველო“- თვის ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობა მისცა. კომპანიის დაფუძნებიდან და "მედიევალის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლის ლიცენზიის (#B84) მიღებიდან მეოთხე თვეს, 2009 წლის ოქტომბერში კი, „რეალტივი საქართველომ“ ფუნქციონირება დაიწყო. იმავე წლის 5 ნოემბერს „რეალტივი„, აუქციონის წესით (აუქციონში მხოლოდ "რეალტივი" მონაწილეობდა), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ლიცენზიასაც იღებს. „რეალტივის“ დამფუძნებელი და მფლობელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ გასულ წელს მიწოდებული ინფორმაციით, „რეალტივის„ დამფუძნებელი ია პაიჭაძეა. შპს „რეალტივი საქართველოს" მესაკუთრეთა მონაცემებში მიმდინარე წლის დასაწყისში ცვლილება შედის- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 24 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, „რეალტივი საქართველოს„ ასპროცენტიანი წილის მფლობელად ვინმე არტემ ზაქარაიაა დასახელებული. 22 ივნისს კი არტემ ზაქარაიამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მოტივით. კომპანიის მიერ 2010 წლის 3 ივნისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გაგზავნილი ანგარიშის მიხედვით კი (#1/60), „რეალტივის“ მესაკუთრედ და მმართველ დირექტორად ისევ ია პაიჭაძეა მითითებული. საჯარო რეესტრის 23 და 25 ივნისის ამონაწერებში არტემ ზაქარაიას კვალი ქრება და კომპანიის მფლობელი ისევ ია პაიჭაძეა. ია პაიჭაძე და პოლიცია დაუდასტურებელი ინფორმაციით, ია პაიჭაძე იუსტიციის სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმდინარე წლის 4 მარტს მივმართეთ. შს სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რის შემდეგაც სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ. შესაბამისი განხილვის შემდეგ, 14 ივნისს (მთლიანობაში ოთხი თვის დაგვიანებით) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ზვიად თავართქილაძემ მოგვწერა: „...გაცნობებთ, რომ შს სამინისტროს ორგანოებში ია პაიჭაძის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა“. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია განმარტავს, რომ “შს სამინისტროს მიერ გაცემული პასუხი არ არის პირდაპირი უარყოფა იმისა, რომ ია პაიჭაძე არ მუშაობდა შს სამინისტროს რომელიმე ორგანოში. ამიტომ (მეტი ვარაუდით), ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ჩავთვალოთ, რომ ის იქ მუშაობდა“. „რეალტივი“, როგორც პროპაგანდისტული მანქანა ლიცენზიანტი კანონით ვალდებულია, თავის საქმიანობაში დაიცვას „პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები“, მიუხედავად ამისა, როგორც მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს, კომპანია „რეალტივის“ მიერ შექმნილ მედიაპროდუქტებში ხშირად ირღვევა ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკური ნორმები: „სიუჟეტებში ხშირია დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტი კონკრეტული სუბიექტის მიმართ ავრცელებს. შეურაცხმყოფელი და არაეთიკურია ტელევიზიის მიერ შექმნილი მედიაპროდუქტი. ხელყოფილია პიროვნების კონსტიტუციური უფლება რელიგიის, აზრის თავისუფლების შესახებ. ამის მაგალითია თუნდაც ყოფილ სახალხო დამცველზე გაკეთებული სიუჟეტი - „სუბარის რელიგიური მრწამსი“, ან ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეზე -„მედია დანაშაული, კანონი”. როგორც ზვიად ქორიძე აცხადებს, „რეალტივის“ სახით ჩვენ ვაწყდებით ახალ მაუწყებლობას, რომელიც ჩანასახშივე უკეთებს იგნორირებას ჟურნალისტურ ეთიკას. „ჩვენ არ ვიცით ტელევიზიის დამფუძნებლის ფინანსური დეკლარაცია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოდესღაც იყო საჯარო პირი, რაც ყველაზე საინტერესოა, არ ვიცით მისი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა. რა ფულით აფინანსებს იგი ტელევიზიას“. ექსპერტის თქმით, „რეალტივი საქართველო“ პროპაგანდისტულ პროდუქტს ქმნის: „ჩემი აზრით, ეს არის წმინდა პროპაგანდისტული პროექტი. ეს არის ტელევიზია, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, იგი მთლიანად არის მიბმული სახელმწიფო მანქანას და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებს, რომელიც დიდი დოზით არის წარმოდგენილი ამ ტელევიზიაში“. იგივე აზრია გამოხატული ინტერნეტ გამოცემა „მედია გე“-ს ჟურნალისტის თამაზ კუპრეიშვილის მოსაზრებაშიც: „ეს არის თანამედროვე აუდიო-ვიდეო ტექნიკით აღჭურვილი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კანტორა, სადაც საბრალდებო დასკვნები სატელევიზიო სიუჟეტების სახით იწერება“. ერთადერთი ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია ია პაიჭაძე, 2004 წლის 22 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თბილისში, რაზმაძის 41-ში მდებარე სახლში, დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. სწორედ ამ მისამართზეა რეგისტრირებული ორივე სამაუწყებლო კომპანია - შპს „მედიევალი“ და შპს „რეალტივი საქართველო“. ია პაიჭაძის დედა, გულნარა ჯიმშერაძე, დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს ადვოკატთა პრეზიდიუმის ადვოკატია. ია პაიჭაძის წლიური შემოსავალი იმ დროისთვის 12000 ლარია. დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე ირიცხება 5500 ლარად შეფასებული მსუბუქი ავტომანქანა. ამჟამად ია პაიჭაძის სახელზე ავტომანქანა „VOLKSWAGEN PASSAT“-ია რეგისტრირებული (გაფორმების თარიღი: 29/08/2009). გულნარა ჯიმშერაძის შემოსავლები კი შვილის ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ არის: „არ ვიცი“ - წერია შესაბამის გრაფაში. ია პაიჭაძე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მიუხედავად ამისა, საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ია პაიჭაძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მხოლოდ 2004 წლისთვის აქვს შევსებული. ფინანსური გა(უ)მჭვირვალობა ლიცენზიის პირობების მიხედვით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, გამოაქვეყნოს და მარეგულირებელ კომისიას ყოველწლიურად წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში, როგორც საქმიანობის გეგმის, ასევე დაფინანსების წყაროების შესახებ. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს ასაიდუმლოებს. კონფიდენციალობის მიზეზად კომისიას კერძო ბიზნესებს შორის კონკურენცია მოჰყავს. იურისტი თამარ კორძაია: „ასეთ შემთხვევაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, უნდა არსებობდეს ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა, რომ ეს ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცნობილ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. თუ ასეთი პროცედურა არ არის დაცული, მაშინ ინფორმაცია ღიაა და ის უნდა გასცენ“. „მედიევალისა“ და „რეალტივი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშების გასაჯაროების მოტივით, “ბათუმელებმა“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმდინარე წლის 17 ივლისს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიების მფლობელ ია პაიჭაძეს, ფინანსური ანგარიშების გასაიდუმლოებაზე მოთხოვნა არ ჰქონია გაკეთებული, „მედიევალის“ ანგარიში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არ მოგვაწოდა. „რეალტივი საქართველოს“ ანგარიშის (#1/60, 2009წ.) მიხედვით, ამ კომპანიის სარეკლამო შემოსავალი 46 854 ლარია. დოკუმენტის მიხედვით, „რეალტივის“ გრანტიდან და რეტრანსლაციიდან შემოსავალი მიღებული არ აქვს. „ბათუმელებმა“ ია პაიჭაძესთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა. პირველად ერთი თვის წინათ, ბოლოს კი გუშინ. მაშინაც და ახლაც კომპანიის წარმომადგენლებისგან ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ. „ქალბატონი ია საქართველოში არ იმყოფება, უცხოეთშია. სამწუხაროდ, მასთან ვერ დაგაკავშირებთ“, - განაცხადა ქალბატონმა, რომელმაც „ბათუმელებს“ თავი დირექტორის თანაშემწედ წარუდგინა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ პერიოდში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ია პაიჭაძეს შემოწმება არ გაუვლია. მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების „NED“ და „B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს “გაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისას „გაზეთ ბათუმელების“ მითითება აუცილებელია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. http://images.mirror.co.uk/upl/m4/jan2009/9/8/EA2697D1-FAD8-8733-1000D406D00036D3.jpg ლივერპულის ახალი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ცდილობს მისი ყოფილი კლუბიდან გადმოიბიროს პაულ კონჩესკი, რომელსაც ფულჰემთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით კიდევ 1 წელი დარჩა როი კი არ აპირებს ეს დრო გაფლანგოს და 29 წლის ფეხბურთელის გადმობირება ამ სეზონშივე სურს, თუმცა საქმე არცისე მარტივადაა როგორც ერტი შეხედვით ჩანს, ფეხბურთელისთვის გამალებით ბირმინგემი იბრძვის რომელიც მზადაა ფეხბურთელში £1.5მლნ. გადაიხადოს თუმცა ლივერპული ფულჰემს 2£ მლნ. სთავაზობს. ტრანსფერი საბოლოოდ ამ კვირაში დასრულდება და გამოჩნდება გამოიყენებს თუ არა როი თავის ყოფილ კლუბში იმ ავტორიტეტს რომელიც მას გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ლივერპული სეზონს მარცხენა მცველის გარეშე დაიწყებს, რადგან ამ ზაფხულს გუნდი ორმა მარცხენა მცველმა ემილიანო ინსუამ და ფაბიო აურელიომ დატოვა.პაულ კონჩესკიhttp://news.bbc.co.uk/media/images/38814000/jpg/_38814527_winners10.jpg პირადი ინფო კლუბი:ფულჰემი ეროვნება:ინგლისელი ასაკი: 29წ. სიმაღლე:178 სმ. წონა: 69კგ. პოზიცია:მარცხენა მცველი, მარცხენა ნახევარმცველი(იშვიათად). კლუბები 1997–2005 ჩარლტონი 149 (5) 2003 → ტოტენჰემი (არენდა) 12 (0) 2005–2007 ვესტ-ჰემი 59 (2) 2007– ფულჰემი 96 (2) სანაკრებო კარიერა 2002–2003 ინგლისი U21 15 (0) 2003–2005 ინგლისი u29 2 (0 View the full article
  11. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტს დღეს დაამტკიცებს. კომისიის სარედაქციო საბჭო სასტუმრო "რედისონში" შეიკრიბება და კანონპროექტის საბოლოო ვარიანტსა და ბერლინის კონფერენციის რეკომენდაციებზე იმსჯელებს. კომისიის წევრები ბერლინიდან გუშინ დაბრუნდნენ. კომისიის ინფორმაციით, თუ კომისია კანონსპროექტს დასრულებულად მიიჩნევს, მას კენჭისყრით დაამტკიცებენ. პლენარული სხდომა საკონსტიტუციო კომისიის ოფისში 15 საათზე გაიმართება. კენჭისყრის შემდეგ კანონსპროექტი საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება, რის შემდეგაც, პრეზიდენტის ინიცირებით, კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება. პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს საკონსტიტუციო კომიისის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და კომისიის საბჭოს მდივანი თენგიზ შარმანაშვილი წარადგენენ. ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, კანონპროექტით პარლამენტის უფლებებამოვალეობები გაიზრდება: ”დებულება გვავალებდა, მოგვემზადებინა ისეთი კანონპროექტი, რომელიც გაითვალისწინებდა ადამიანის ძირითად უფლებებს, დაბალანსებული სისტემის შექმნას, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ცივილიზებური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. კონკრეტულად ეს აისახა იმაზე, რომ, გარკვეულწილად, შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, წინა პლანზე წამოიწია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნილმა მთავრობამ”. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/09/06/cole276.jpg “ლივერპულმა” ჯო კოულის ტრანსფერს ოფიციალური სახე მისცა და უკვე დაწყებული მოლაპარაკებები მის პირად აგენტთან.მოგეხსენებათ ლივერპულის მთავარი მწვრთნელის როი ჰოჯსონის ბოლოს გაკეთებულმა კომენტარებმა და იმ სადილმა რომელიც როიმ და ჯომ ერთად გამართეს უფრო აშკარა გახადა ფეხბურთელის წითლებში გადმობირება, თან ლივერპული ფეხბურთელს კვირაში £90.000 გადაუხდის. ტრანსფერის განხორციელების მთავარ ბარიერს ის კომენტარი წარმოადგენს რომელიც ჯო კოულმა გააკეთა “მე მსურს ვითამაშო ჩემპიონთა ლიგაში სადაც თავს არ დავზოგავ და ჩემ ახალ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები”. ამ მხრივ არსენალი, მანჩესტერი და ტოტენჰემი დაწინაურდნენ მაგრამ პირველმა ორმა გუნდმა უარყო ეს ტრანსფერი, რამაც ლივერპულს ხელ-ფეხი გაუხსნა. ლივერპულის დელეგაცია უკვე მეორე დღეა აწარმოებს მოლაპარაკებებს ჯო კოულის აგენტთან. თუ ყველაფერი წარმატებიტ დასრულდა ჯო კოული ლივერპულს ივლისის ბოლოს შეუერთდება, ანუ როდესაც ისინი ვარჯიშს დაასრულებენ. “ტოტენჰემიც” დარაჯობს ამ ტრანსფერს, თუმცა როგორც ბუკმეიკერები აღნიშნავენ, “წითლებს” უფრო დიდი შანსი აქვთ, თანაც ფეხბურთელიც მათკენ იხრება. რას მოითხოვს ჯო? მისთვის ხელფასი სრულიად საკმარისია, ახლა ინგლისელს ინსეთ გუნდში უნდა ყოფნა, რომელშიც ძირითად გუნდში ადგილი გარანტირებული ექნება, “ლივერპულზე” უკეთესი ვარიანტი მოიძებნკება? ლუკასი ის ფეხბურთელია, რომელიც ალბათ სკამზე გაატარებს სეზონის იმ დროს, როცა ჯოს, კოულს, ან მოამვალ ნახევარმცველს ტრამვა არ აეკიდება… წყარო: The Guardian, Daily Mail, The Sun … View the full article
  13. რამდენიმე დღის წინ წარსულში ცნობილმა არბიტრმა პიერ ლუიჯი კოლინამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელი მოაწრა 2-წლიან კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, იტალიელი კურირებას გაუწევს უკრაინაში პროფესიონალ მსაჯთა სისტემას. იხილეთ fanebi.com
  14. მადრიდის "რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო, რომელიც განეკუთვნება ექსცენტრიული ადამიანების კატეგორიას, კენიაში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ყოფნის დროს, შეხვდა ადგილობრივ შამანებს და "რეალში" მუშაობა სთხოვა. იხილეთ fanebi.com
  15. როგორც მოგეხსენებათ ლონდონის არსენალი დაინტერესებულია ევერტონის მცველით ფილ ჟაგიელკათი. იხილეთ fanebi.com
  16. 28 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ჯო კოული, რომელიც 7 წლის განმავლობაში ლონდონის "ჩელსის" ღირსებას იცავდა, ამიერიდან "ლივერპულში" ითამაშებს. ამის შესახებ "ლივერპულის" ოფიციალური ვებ გვერდი იტყობინება. იხილეთ fanebi.com
  17. ცენტრში გატაცებული და გამოსასყიდი , მსხვერპლი არ არის მემკვიდრე მილიარდერი , არამედ მაფიოზური ტრიადის ბოსი ... ვინ არიან მისი გამტაცებლები ??? გამტაცებლები , რომლებიც ითხოვენ არიან არც ისე ბევრი ფულს და კრიმინალური კლანის ლიკვიდაციას ... ფსიქოლოგიური დუელი მიმდინარეობს ვეტერან პოლიციელ ჩენგსა და ყოფილ პოლიციელ სემს შორის ... View the full article
  18. http://www.fcolimpi.ge/img/p_logo.gif ყაზახეთის დელეგაცია საქართველოს 20 ივლისს ჩარტერული რეისით, 11.45 წუთზე ეწვევა. იმავე დღეს, საღამოს 17.40 სთ რუსთავში ფოლადის სტადიონზე გაიმართება სტუმართა გუნდის პრესკონფერენცია, ხოლო 18.00 სთ ვარჯიში. მატჩზე დადასწრები აკრედიტაციები გაიცემა პრესკონფერენციის დაწყებამდე სრულად იხილეთ
  19. http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/dukla/MARKO.jpg გთავაზობთ ინტერვიუს ბანსკა-ბისტრიცას "დუკლას" მთავარ მწვრთნელ კაროლ მარკოსთან, რომელიც სლოვაკურმა გამოცემა "დენნიკ შპორტამ" გამოაქვეყნა. ინტერვიუ ჩაწერილია სლოვაკთა ზესტაფონური მარცხისა და საქართველოდან სამშობლოში გუნდის დაბრუნების შემდეგ. სრულად იხილეთ
  20. http://globoesporte.globo.com/Esportes/foto/0,,14632501-EX,00.jpg ლივერპულის 28 წლის გოლკიპერმა დიეგო კავალიერმა შესაძლოა ლივერპული დატოვოს და სამშობლოში დაბრუნდესმას დიდი სათამაშო პოტენციალი აქვს, რომელიც მან 4 სეზონის განმავლობაში პალმეირასში დაამტკიცა. ფეხბურთელი ორ წელიწადზე მეტია ლივერპულის ღირსებას პირველ ნომრიანი მაისურით იცავს, მაგრამ მერსისაიდელთა რიგებში ერთი შეხვედრის ჩატარებაც ვერ მოასწრო, რაც ნამდვილად კატასტროფული მაჩვენებელია 27 წლის მეკარისთვის, დიეგო კავალიერის გადაბირება სან-პაულოს სურს, მაგრამ როგორც ლივერპულთა სათაგარიგო მეკარემ განაცხადა თუ ის ბრაზილიაში დაბრუნდება მხოლოდ პალმეირასში სადაც მისი კარიერა დაიწყო, ეს კარიერა კი ლივერპულმა ერთდროულად ააშენა და დაანგრია. ინფორმაციის წყარო: goal.com View the full article
×
×
  • შექმენი...