Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს დაღესტანში სარკინიგზო მაგისტრალი ააფეთქეს, რამაც ადგილობრივი რკინიგზის პარალიზება გამოიწვია. ადგილობრივი წყაროების ცნობით, აფეთქება ინჩხე-იზბირბაშის გადასარბენზე, 2362-ე… ლინკი მედიანიუსზე
  2. დაუსაბუთებელი ინფორმაციით, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა ვენესუელაში ვიზიტისას მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს შეხვდა, ამ უკანასკნელებმა მას "აცტეკთა" გუნდის დამრიგებლობა შესთავაზეს, რაზეც დიეგომ განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივი იქნებოდა, თუმცა ჯერ არგენტინელი ხალხის გადაწყვეტილებას ელის, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მისი დატოვება-არდატოვების თაობაზე. იხილეთ fanebi.com
  3. საქართველოს პარლამენტმა აშშ კონგრესიდან წერილი მიიღო. ,,მაისის თვითთმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქართული დემოკრატიის გამყარების პროცესში”, _… ლინკი მედიანიუსზე
  4. აჭარაში ავტობანის მშენებლობის პირველი ეტაპი ოქტომბერში დაიწყება. გრანდიოზული ავტომაგისტრალის მშენებლობა 58-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს და სათავეს ჩოლოქიდან აიღებს.… ლინკი მედიანიუსზე
  5. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონულ განყოფილებაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. სამსახურის უფროსი ოთარ სესიკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის… ლინკი მედიანიუსზე
  6. როგორც მოგეხსენებათ მთელი კატალონია და მთელი ბარსელონას შემადგენლობა სესკის გადაბირებას ცდილობს. იხილეთ fanebi.com
  7. FootballPress-ის ცნობით, კატალონიის "ბარსელონამ" ბრემენის "ვერდერთან" მესუთ ოზილის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია და სულ მალე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი "კამპ ნოუზე" გადავა. იხილეთ fanebi.com
  8. დიეგო მილიტო ამჟამად არგენტინაშია.”შავ-ლურჯმა” პრინცმა განაცხადა,რომ ინტერი ის გუნდია სადაც კარიერას დაასრულებდა. იხილეთ fanebi.com
  9. http://image.geotorrents.com/images/4hhxpygd8cj2uhtl9vni.jpg ჰოლანდიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ჯო კოულის შეძენით “ლივერპულის” შეტევა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი და კოლეგა “ენფილდის” ახალწვეულისა აცხადებს, რომ ლონდონურმა კლუბმა უდიდესი შეცდომა დაუშვა ჯოს გუნდიდან გაშვებით. ჰოლანდიელი დარწმუნებულია, რომ კოულის დახმარებით, “ლივერპულის” შემტევი ხაზი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება თანამედროვე ფეხბურთში. “გასული სეზონი ამ გუნდისთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც სტივენ ჯერარდი, ფერნანდო ტორესი და ჯო კოული არიან, მომავალ სეზონში “ლივერპულს” ჩემპიონის ტიტულის მთავარ ფავორიტათ აქცევენ”. “მოდი ვნახოთ, რომელ გუნდს ჰყავს ისეთი ძლიერი შემტევი ხაზი, როგორიც “ლივერპულს”? მე გამიჭირდება სამი გუნდის დასახელებაც კი” არიენ რობენი ის ფეხბურთელია, რომელმაც ძალიან კარგად იცის კოულის ყველა ძლიერი მხარე. მან “ჩელსიში” 3 წლიანი მოღვაწეობისას კარგად გაიცნო კოული, როგორც ადამიანი და ფეხბურთელი. “მე წავიკითხე სტივენ ჯერარდის სიტყვები, რომელშიც იგი აღფრთოვანებას გამოთქვამდა ჯოს თამაშზე და მის ბურთის ფლობა, ლიონელ მესის ბურთის ფლობას ადარებდა. მე არ შემიძლია არ დავეთანხმო მის სიტყვებს”. “იმ დროის განმავლობაში, რაც მე მასთან ერთად გუნდში გავატარე, დავრწმუნდი, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე”. “თუ ჯო ითამაშებს მოედნის ცენტრში, მაშინ მას შეეძლება შექმნას აურაცხელი საგოლე მომენტი. მე ვგრძნიბ, რომ მას შეუძლია გახდეს მომდევნო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი”. “ცოტას თუ შეუძლია ბურთის ისე შეგრძნება, როგორც ჯოს. თუ ფერნანდო ტორესი და ჯო კოული ერთმანეთს კარგად გაუგებენ, მაშინ პრემიერ ლიგის თასი აუცილებლად ლივერპულში გაემგზავრება”. მიუხედავად იმისა, რომ ჯო ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ჰოლანდიელი ფიქრობს რომ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უარი თქვა “არსენალში” და “ტოტენჰემში” თამაშზე და გადავიდა “ლივერპულში”. ჰოლანდიელის აზრით, არასწორი იქნება იმის გაფიქრება, რომ კოული ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადავიდა მერსისაიდში, სადაც იგი 90 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს კვირაში. “ვფიქრობ, რომ “ჩელსიმ” დიდი შეცდომა დაუშვა ჯოს გაშვებით. მიუხედავათ იმისა, რომ იგი ტრავმებით იყო გატანჯული, გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილონი იქნებიან ამ გადაწყვეტილებით”. “დარწმუნებული ვარ, რომ “ჩელსის” არ უნდოდა მისი გუნდიდან გაშვება, მაგრამ ჯოს რაღაცამ აიძულა ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, როდესაც კოული გადაწყვეტს ამის შესახებ მოგვიყვეს, ჩვენ ყველაფერს შევიტყობთ”. “ჯოს უყვარდა ლონდონი, მას უყვარდა გულშემატკივრები და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღემა მას ძალზედ გაუჭირდა”. View the full article
  10. ფრანგ ფანებს ჯერ მუნდიალზე სირცხვილის ჭამა არ ჰქონდათ მონელებული,როცა ფრანგულ ფეხბურთში კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. იხილეთ fanebi.com
  11. მე ყველაფერს მივცემ ვერდერს,ჩემი მიზანია კლუბის ისტორიაში შევიდე იხილეთ fanebi.com
  12. გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე ლონდონის "ჩელსი" "აიაქსთან" 1:3 დამარცხდა, თუმცა ამაში თავისი "წვლილი" ლონდონელთა გოლკიპერმაც შეიტანა იხილეთ fanebi.com
  13. პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მიხეილ… ლინკი მედიანიუსზე
  14. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის მოდელი შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდეს, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. სადავო 81-ე მუხლზე შენიშვნები დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომლის რეკომენდაციაც პროექტის საბოლოო ვარიანტში არ ასახულა. ხმალაძეს კანონპროექტის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაწილად 81-ე მუხლი მიაჩნია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა ერთ თვემდეა გაწელილი, მაშინ, როცა ამ პროცედურისთვის ევროპული კანონმდებლობების მიხედვით, 5-10 დღეც საკმარისია: ”უნდობლობის საკითხის დასმიდან ერთი თვის განმავლობაში უნდობლობას კენჭი არ ეყრება. უნდობლობის საკითხი ისმება მაშინ, როცა ამ საკითხის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის საქმიანობა არ შეესაბამება პარლამენტის განსაზღვრულ ზოგად პოლიტიკას. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ ეძლევა მთავრობას უფლება, კიდევ ერთი თვის განმავლობაში დაუბრკოლებლად იმოქმედოს?”-კითხულობს ვახტანგ ხმალაძე. კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის 81-ე მუხლის მიხედვით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის წევრთა 2/5–ის მხარდაჭერის შემთხვევაში დადგება. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან დაკავშირებული კენჭისყრა ტარდება, უნდობლობის საკითხის აღძვრიდან არაუადრეს ოცდაათი და არაუგვიანეს ოცდათხუთმეტი დღისა. უნდობლობის საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაზე გადაწყვეტილებას მხარს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს. ახალი საკონსტიტუციო პროექტით, პარლამენტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა არ არის საკმარისი მთავრობის გადასაყენებლად. ამ ეტაპზე პრეზიდენტზეა დამოკიდებული, გადააყენებს თუ არა მთავრობას. ამის შემდეგ პარლამენტს მაინც შეუძლია გააგრძელოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი, თუ პარლამენტის წევრთა 60%-მა ახალ პრემიერ-მინისტრს უყარა კენჭი, რაც ძველი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ტოლფასი ხდება. ახალი პრემიერის არჩევას და ძველი მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას მხოლოდ პარლამენტი წყვეტს. 60%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება, პარლამენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მოდელით პარლამენტის მთავრობაზე კონტროლი არაეფექტურია: ”უნდობლობის გამოცხადებისთვის, 60% უმრავლესობის საჭიროება ქმნის იმ პრობლემას, რომ მთავრობის შემქმნელ 51% საპარლამენტო უმრავლესობას არ შეუძლია გადააყენოს მის მიერვე შექმნილი მთავრობა... მთავრობა გამოვა საპარლამენტო კონტროლიდან, თუ კი მის გადასაყენებლად საჭირო უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში არ იქნება.” კონსტიტუციონალისტს თავისი ვარაუდის არგუმენტად დასავლური სახელმწიფოები მოჰყავს, სადაც მრავალპარტიულ პარლამენტში უმრავლესობა 51-52% უმრავლესობით იქმნება, რაც ქართული კანონმდებლობით, მთავრობის გადასაყენებლად საკმარისი არ არის. მუხლი 81(1) -ის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ ნორმას ხმალაძე მთავრობის მიერ პარლამენტის დათხოვნის პროვოცირებად მიიჩნევს: ”ამან შეიძლება გამოიწვიოს პარლამენტის დათხოვნის პროვოცირება. თუ პრეზიდენტი და მთავრობა ერთ პოზიციაზე აღმოჩნდნენ, თავისუფლად შეძლებენ პარლამენტისთვის ანგარიშსწორებას... ეს იწვევს პოლიტიკურ კრიზისს, რადგან მთავრობა და პარლამენტი ებმება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. კრიზისი შესაძლოა დაახლოებით ოთხი თვე გაგრძელდეს (ზღვრულ ვადებს ვგულისხმობ).” ვენეციის კომისიას, რომელმაც 2010 წლის 11 მაისს არსებულ საბაზისო კანონპროექტზე რეკომენდაციები დაწერა, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, აირჩიოს ერთ-ერთი პრემიერის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის წამოყენებასა და პარლამენტის დათხოვნას შორის, დაუსაბუთებლად ეჩვენება. ”კონსტიტუცია საკმაოდ დიდ დროს უტოვებს პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებისათვის (უნდობლობის გამოცხადებისას) და წარმოშობს „ნეგატიური ეფექტის“ შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ უნდობლობის გამოცხადება და ახალი კანდიდატურის წამოყენება მხარდაჭერილია პარლამენტის სავალდებულო უმრავლესობის მიერ, პრეზიდენტი უფლებამოსილია, აარჩიოს კანდიდატის დასახელებასა და პარლამენტის დათხოვნას შორის ერთ-ერთი... დასაბუთება არასაკმარისად ნათელია.” 2010 წლის 19 ივლისის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში ეს ნორმა შენარჩუნებული დარჩა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრ, თსუს დოქტორანტ ზურაბ ჯიბღაშვილს მიაჩნია, რომ მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით, მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი, თუმცა ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის არასაკმარისია: ”აღმასრულებელი ხელისუფლების გაყოფა ორ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტსა და მთავრობას – შორის კონფლიქტურია. ეს უფრო ეკლექტიკური ნაზავის სახეს იღებს, ვიდრე ჰარმონიული ურთიერთობებისა, რაც წარმოშობს კიდეც კონფლიქტებს.” პარლამენტი, გარკვეულწილად, კონსტიტუციური ბარიერებითაა შეზღუდული, რაც კრიზისს განაპირობებს, ვარაუდობს ჯიბღაშვილი: ”როდესაც პარლამენტს არ აძლევ თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას, როდესაც ბარიერებს უდგენ, მას ეს აფრთხობს... მეორე მხრივ, თუ პარლამენტი უნარიანია გააკეთოს რაღაც და ამაში ხელს უშლი, რა თქმა უნდა, მას წინააღმდეგობის უნარიც ექნება.” ზურაბ ჯიბღაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნა კონკრეტულ პოლიტიკურ კონფიგურაციაზე იქნება დამოკიდებული. თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობისა და პრეზიდენტის სახით, განსხვავებულ პოზიციებზე იქნებიან, მაშინ მათი საქმიანობა სტაბილური ვერ იქნება. ამჟამად კონსტიტუციის კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი. ერთი თვის განმავლობაში საჯარო განხილვები გაიმართება, სექტემბრის თვეში კი პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი 2011 წელს ამოქმედდება. ის ნაწილი კი, რომელიც საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ეხება – 2013 წლიდან. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...