Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საეკლესიო კალენდარი კვირა ღირსთა მამათა ჩვენთან იოანესი ( 988) _ ღირსი ეფთვიმეს მამისა და გაბრიელისა, ათონელთა (… ლინკი მედიანიუსზე
  2. თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი დასრულდა. 180 სამხედრო, მათ შორის ხუთი შინაგან საქმეთა სამინისტროს… ლინკი მედიანიუსზე
  3. 24-27 ივლისს ბათუმში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მუზეუმები და კულტურული ტურიზმი”. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი ევროპელი… ლინკი მედიანიუსზე
  4. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8449 ლარის ნიშნულზე გამყარდა. ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ოფიციალური გაცვლითი… ლინკი მედიანიუსზე
  5. ბინასთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო ძმამ საკუთარი ძმა მოკლა. ინციდენტი დღეს თბილისში, თემქის დასახლების მე-4 კვარტალში მოხდა.… ლინკი მედიანიუსზე
  6. ხვალ თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ფესტივალ “არტ-გენის” ფარგლებში, “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება. კონცერტი 21.00 სათზე დაიწყება, მანამდე კი,… ლინკი მედიანიუსზე
  7. ხვალ პატრიოტთა ბანაკში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მეორე ნაკადი გაემგზავრება. საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის `პატრიოტთა ბანაკი” ფარგლებში, ანაკლიაში, ახალგაზრდულ–საერთაშორისო… ლინკი მედიანიუსზე
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gamocdebi1-150x150.jpgგანათლების მინისტრი გამოცდების მიმდინარების პროცესს დადებითად აფასებს. ხვალიდან უკვე პასუხების გამოქვეყნება ეტაპობრივად დაიწყება. სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნონ ნომერზე 6232 და გამოცდების პასუხები მონაცემთა ბაზაში ტექსტური შეტყობინებით გაიგონ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gamocdebi2.jpg itvს ლინკი
  9. აფხაზეთიდან დევნილები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრს ვერა ქობალიას იმ ობიექტების პრივატიზების შეჩერებას სთხოვენ, რომელშიც იძულებით… ლინკი მედიანიუსზე
  10. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელს შეხვდა. როგორც შეხვედრისას ჭადრაკის… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://b.pix.ge/a/czu6y.jpg სასიხარულოა, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" წარმატებით ასპარეზობს ევროსარბიელზე. მიმდინარე სეზონში კლუბმა ევროპის ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე განვლო და მესამე ეტაპზე ლვოვის "კარპატს" დაუპირისპირდება. ფეხბურთის ქართველი, და განსაკუთრებით, ზესტაფონელი გულშემატკივრისთვის კიდევ უფრო სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კლუბის ხელმძღვანელობის მოწადინებით და სფფ-ის აქტიური შუამდგომლობით, უეფამ დართო ნება "ზესტაფონს" საკუთარ არენაზე უმასპინძლოს უკრაინელებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო უკრაინული კლუბის თანხმობამ და სურვილმა, ითამაშოს ზესტაფონში. სრულად იხილეთ
  12. http://cache2.asset-cache.net/xc/103048478.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E68F9792AE7BE34BAC2D198E827FB0D6187E071FD9C1AE21DB გთავაზობთ “ლივერპულის”ფეხბურთელთა ვარჯიშის ფოტომასალას http://cache4.asset-cache.net/xc/103048723.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6A9296104A383C4332D198E827FB0D6181BB11CCD7F2C0E9C http://cache2.asset-cache.net/xc/103048721.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E69F325EC1B715DD1B2D198E827FB0D618F7A6E42861582690 http://cache2.asset-cache.net/xc/103048717.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6C97F1EC4ABA6B1A12D198E827FB0D6183BF59020C01F970D http://cache2.asset-cache.net/xc/103048501.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6F082938D55AF093F2D198E827FB0D6189FAD7FBECD638BA0 http://cache2.asset-cache.net/xc/103048498.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6FAF351C3DE1149732D198E827FB0D618B5FF2AE0F51BDC49 http://cache2.asset-cache.net/xc/103048482.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6B3849DB83BE2DCF42D198E827FB0D6185064FE80F1FB21C2 http://cache4.asset-cache.net/xc/103048480.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E62DFF1EC05CE797162D198E827FB0D618391510CA0AD15115 http://cache1.asset-cache.net/xc/103048473.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6768B004329E248312D198E827FB0D618D5C9B6E44496D7D4 http://cache4.asset-cache.net/xc/103048472.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E63F441D28FB9E28C32D198E827FB0D6184612521E8F68ED8A http://cache4.asset-cache.net/xc/103048367.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6E3DF08AFC1EEB63A2D198E827FB0D618A9C481CF5EBF5721 http://cache2.asset-cache.net/xc/103048343.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6E7DE2B583C076EFE2D198E827FB0D6185B0D996BBE643175 http://cache2.asset-cache.net/xc/103048323.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E64AAC1BC27D817E812D198E827FB0D6185DA0E9A97622BE9D http://cache3.asset-cache.net/xc/103048728.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6367C253670A3B8C12D198E827FB0D61817A5AD471760C2C6 http://cache4.asset-cache.net/xc/103048719.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6B4439BB9E8B05CF62D198E827FB0D6185FCEBE4DBF4C1D24 http://cache4.asset-cache.net/xc/103048715.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6C766DAE475CFAB392D198E827FB0D6185A7357083887CB92 http://cache1.asset-cache.net/xc/103048712.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6181DCBB885CAAA792D198E827FB0D618DAFF040EBA07EA21 http://cache4.asset-cache.net/xc/103048711.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E67EFCE93793DADADA2D198E827FB0D618AAAA6EC74816EDD2 http://cache3.asset-cache.net/xc/103048495.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6D46D4E11FF45B05F2D198E827FB0D618D648A8F96C8DDE97 http://cache1.asset-cache.net/xc/103048477.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E60E750D6D5EA79B792D198E827FB0D61835F9EC85C1D63840 http://cache3.asset-cache.net/xc/103048475.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E65FE37FAB251F61792D198E827FB0D6181CD5B8C44A731A93 http://cache2.asset-cache.net/xc/103048470.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6AFE48155C04A8D132D198E827FB0D61848C7ACFE0FF33A6E http://cache2.asset-cache.net/xc/103048466.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6777576C26DBE74382D198E827FB0D618E0F7B0471E55BA4D http://cache3.asset-cache.net/xc/103048370.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E67DC3E578FAC764942D198E827FB0D61804C9D0A40739F509 http://cache3.asset-cache.net/xc/103048368.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6619D8C56DCC1B7FA2D198E827FB0D618E587EC1C7B233EF1 http://cache2.asset-cache.net/xc/103048365.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6BF86E78F0EEE1CE12D198E827FB0D6180EC643B65BDDFD9E http://cache4.asset-cache.net/xc/103048363.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6918039CFD18FFE7C2D198E827FB0D6185700B00D908A0909 http://cache1.asset-cache.net/xc/103048356.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6BE2A001279683ED22D198E827FB0D618538D9E528F3C021E http://cache4.asset-cache.net/xc/103048353.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E68BBEE7D3A2EA37D52D198E827FB0D618267AE5CF13764FE3 http://cache3.asset-cache.net/xc/103048348.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6DF09526652C1F2E72D198E827FB0D61867C2D44788B533B4 http://cache4.asset-cache.net/xc/103048345.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E675A4E2D8EFC414972D198E827FB0D6188BC51E422E34D6BA http://cache3.asset-cache.net/xc/103048324.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E609CB1A55E9611F042D198E827FB0D618C07377BFCA17FCD0 View the full article
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/avariaa-150x150.jpgმუცოს ხეობაში უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი, იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი შემთხვევის ადგილას დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არიან პოეტის და შატილის თემის საკრებულოს წევრის გელა დაიაურის მეუღლე და შვილები. მისი მეგობარი ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და. ტრაგედიის შესახებ თამუნა კვარაცხელია გიამბობთ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/avariaa.jpg itvს ლინკი
  14. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 2010 წლის… ლინკი მედიანიუსზე
  15. 24-29 აგვისტოს თურქეთში გამოფენა_გაყიდვა “სტამბოლის მოდის კვირეული“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ქართულ კომპანიებსაც შეეძლებათ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის… ლინკი მედიანიუსზე
  16. ხვალიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების უნარ-ჩვევების ტესტის შედეგს გამოაქვეყნებს. როგორც „მედიანიუსს“ გამოცდების ეროვნული… ლინკი მედიანიუსზე
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg გია ნოდია გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში მაღალი რანგის ვიზიტორების პარადი ჩატარდა. ყველაფერი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტით დაიწყო, მას პოლონეთის, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები მოყვა. პარადში მონაწილეობა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი სამსახურის ხელმძღვანელმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც მიიღეს. იმავე პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყირიმში თავის უკრაინელ და ბელორუს კოლეგებთან არაოფიციალური მოლაპარაკებების გამართვა მოახერხა. ერთი თვით ადრე კი ის რუმინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან სამიტზე გაემგზავრა. მსგავსი მოვლენები კარგა ხანია აღარ მომხდარა. თუ გასულ ორ წელიწადს გავიხსენებთ, ანუ იმ დროს, როდესაც თბილისში ოფიციალური ვიზიტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, ჩვენ ამასწინანდელი მოვლენები ”დიპლომატიურ გარღვევად” შეიძლება მივიჩნიოთ. სტუმრების უმეტესობა მხოლოდ თბილისს კი არ ეწვია, არამედ იმ ქვეყნებშიც გაჩერდა, რომელსაც რუსეთი თავის ”ახლო საზღვარგარეთად” მიიჩნევს. აქედან შეიძლება ის დასკვნაც გაკეთდეს, რომ დასავლური ქვეყნები, თუნდაც სიმბოლური ჟესტის დონეზე, ერთი რამის ხაზგასმას ცდილობენ – მოსკოვთან ურთიერთობები მისი მეზობლების ხარჯზე არ გამოსწორდება. სააკაშვილთან უკრაინის, ბელორუსიის და აზერბაიჯანელი პრეზიდენტების შეხვედრები რუსეთისადმი დაუმორჩილებლობის გამოხატულებაა და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ლიდერები ცდილობენ რუსეთთან თავისი ურთიერთობები სხვა პოლიტიკური ვექტორებით დააბალანსონ. სააკაშვილი რჩება მაგრამ დიპლომატიური აქტივობების გააქტიურება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ამ ბოლო დროს სააკაშვილს იშვიათად იწვევდნენ სამიტებზე და თბილისი აღარ იყო მაღალი რანგის შეხვედრების პოპულარული ადგილი, მხოლოდ დასავლეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილის მოქმედებათა არ-მოწონებით როდი იყო გამოწვეული. პრობლემა ის იყო, რომ არ ჩანდა ცხადად, შეძლებდა თუ არა ის, ქვეყნის სამხედრო მარცხის შემდეგ, პოლიტიკურად გადარჩენას. ან თუ შეძლებდა, მოახეხებდა კი ამის გაკეთებას პოლიტიკური რეპრესიებისა და დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის გარეშე. ამიტომ დასავლეთმა დაცდა გადაწყვიტა, რათა დაენახა, თუ რა მოხდებოდა საქართველოში… მაგრამ მაისის ადგილობრივმა არჩევნებმა საბოლოოდ ცხადყო ყველაფერი. სააკაშვილმა და მისმა პარტიამ რეალურად განიმტკიცეს პოზიციები. შედეგად მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე მასთან საქმის დაჭერას ყველა აპირებს. უფრო მეტიც, სააკაშვილი არა მარტო გადარჩა, არამედ ამას ყოველგვარი რადიკალური ცვლილებების გარეშე მიაღწია. რა თქმა უნდა, თქვენ ვერ შეადარებთ ქართულ დემოკრატიას ევროპის კავშირის სტანდარტებს, მაგრამ მიუხედავად საშინაო პოლიტიკური დაძაბულობისა და ჩრდლოეთიდან მომავალი სასიცოცხლო საფრთხისა, ძირითადი დინამიკა უფრო დემოკრატიულ თავისუფლებათა გაფართოებისკენაა მიმართული, ვიდრე მათი შეკვეცისკენ. ეს არჩევნების ხარისხმა დაადასტურა – დასავლელმა დამკვირვებლებმა ერთხმად აღნიშნეს აშკარა პროგრესი წინა არჩევნებთან შედარებით, თუმცა ისინი ყოვლეთვის დასძენენ (და სამართლიანადაც), რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი. მართალია სააკაშვილი ვეღარ დაიბრუნებს ვარსკვლავის სტატუსს, ისეთს, როგორიც ვარდების რევოლუციის მერე ჰქონდა, მაგრამ ახლა დასავლეთი დარწმუნებულია, რომ ის სერიოზული ლიდერია, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ და რომელთანაც საქმე უნდა დაიჭირონ, ხოლო საქართველო მიუხედავად ნაკლოვანებებისა, დემოკრატიული სისტემის განვითარები თვალსაზრისით, რეგიონალურ ლიდერად რჩება. იზოლაციიდან გამოსული მაგრამ რა შეიძლება მოეტანა ამ ვიზიტებს საქართველოსთვის გარდა რამდენიმე სასიამოვნო სიტყვისა? აშკარაა, რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გამოსვლას. საქართველო ვერ შევა ნატოში ან ევროპის კავშირში. დასავლეთი არ აპირებს საქართველოს სუვერენიტეტის გამო რუსეთს ან ებრძოლოს, ან თუნდაც ეკონომიკური სანქციები დაუწესოს მოსკოვს. მნიშვნელოვანია ახალი დინამიკა. ამ ბოლო დროს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ”ოკუპაცია” დაარქვა – ეს ის უმკვეთრესი სიტყვებია დიპლომატიურ ლექსიკონში, რომელსაც ცაშინგტონი იყენებს. შესაძლოა ეს შეერთებულ შტატებში მომავალ არჩევნებსა და რესპუბლიკელთა მხრიდან წამოსულ კრიტიკას უკავშირდება. მაგრამ ამით რა? სიტყვა ”ოკუპაცია” არაა ისეთი, რომელსაც ადვილად წაიღებ უკან. საქართველომ ამას წინათ, ხელი მოაწერა ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის და შეზღუდვების შშემსუბუქებაზე, გამოცხადდა ისიც, რომ დაიწყო მოლაპარაკებები შეთანხმებებზე თანამშრომლობის შესახებ. ”და ამით რა?” იკითხავენ კრიტიკოსები. ”აქედან არაფერი გამოვა”. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან პოზიტიური დინამიკა აქვს. ყველაფერი კი ასე შეიძელბა შეჯამდეს: საქართველოს ოპონენტებს (ან საქართველოს დღევანდელი მთავრობის ოპონენტებს) უყვარდათ იმის თქმა, რომ ქვეყანა იზოლაციაშია და დასავლეთი აღარ გვიჭერს მხარს. ამიტომ საქართველომ გამარჯვებულს წყალობას უნდა მოსთხოვოს ან სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა. მიმდინარე თვის დიპლომატიური პარადის შემდეგ ამ არგუმენტის გამოყენება ბევრად უფრო რთული იქნება. ორიგინალი ორიგინალი
  18. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის პირველ ნახევარში 1510 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სამი პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლები დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2952 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 721 მილიონი დოლარი ექსპორტზე მოდის. კვლავ გაცილებით მეტია იმპორტის მაჩვენებელი. ის საქსტატის მონაცემებით, 2231 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია როგორც იმპორტი (13%), ასევე ექსპორტი (40%). თუკი საქართველოს საგარეო ვაჭრობის ზოგად ტენდენციებს გადავხედავთ, უახლოესი 5 წლის მანძილზე, 2010 წლის მაჩვენებელი მხოლოდ 2008 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებს ჩამოუვარდება. მაგალითად, 2005 წლის პირველ ნახევარში 373 მილიონით განისაზღვრებოდა ექსპორტი, იმპორტი კი - 982 -ით. 2008 წლამდე ექსპორტი და იმპორტი ყოველ წელს იზრდებოდა, განსხვავებით 2009 წლისგან, როდესაც შემცირდა ექსპორტიც და იმპორტიც. წლევანდელი მონაცემები, მართალია, აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს, თუმცა კვლავ საგრძნობლად ჩამორჩება 2008 წლის ექსპორტის და იმპორტის რაოდენობას. მაგალითად, თუ 2008 წელს იმპორტი 3197 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს ეს ციფრი 2231 მილიონია. ექსპორტს რაც შეეხება, 2008 წელს ის 796 მილიონი იყო, წელს კი– 721-ია. მიმდინარე წლის 6 თვეში, ყველაზე წარმატებული თვე მაისი იყო. სწორედ მაისში განხორციელდა, ყველაზე დიდი ოდენობით, როგორც ექსპორტი (138 მილიონზე მეტი), ასევე იმპორტი (424 მილიონზე მეტი). ნაკლებად აქტიური თვე იყო იანვარი, როდესაც ყველაზე ნაკლები ოდენობის ექსპორტ-იმპორტი განახორციელა ქვეყანამ. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა დსთ-ს ქვეყნებთან წელსაც უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებთან. მაგალითად, დსთ-ს ქვეყნებთან ბრუნვამ 945 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით25%–ით მეტი), ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან ბრუნვამ შეადგინა 771 მილიონი აშშ დოლარი (გასული წლის მაჩვენებლზე 16%–ით მეტი). აქედან დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 273 მილიონი აშშ დოლარია, იმპორტი - 672. ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი 137 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი - 634. საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა შორის, პირველ ადგილზე კვლავ თურქეთი რჩება. სამეულში შედის კიდევ ორი მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანი და უკრაინა. საქსტატის მონაცემებით, აშშ მეოთხე პოზიციაზე, ხოლო რუსეთი კი მეექვსეზეა. საექსპორტო საქონელს შორის, წელსაც, გასული წლის მსგავსად, ფეროშენადნობები პირველ ადგილზეა, 17.9 პროცენტული წილით მთელ ექსპორტში. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, მესამეზე კი შავი ლითონის ჯართი. ნავთობის, ნავთობპროდუქტების იმპორტი 292 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით განხორციელდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. ამ მაჩვენებლით ნავთობი და ნავთობპროდუქტები საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილზეა და მისი წილი 13%–ია მთელი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიდან. მსუბუქი ავტომობილები მეორე ადგილზეა, მესამეზე კი სამკურნალო საშუალებები, რომელთა იმპორტი, გასულ წელთან შედარებით, 12 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და შედეგად სამეულშიც მოხვდა. სამი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა და საქართველო თურქეთი, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მხრივ, ყველაზე მსხვილი პარტნიორია საქართველოსთვის. თურქეთში ექსპორტირებულ საქონელთა შორის შავი ლითონების ჯართი პირველ ადგილზეა (163 617,6 ტონა). ფეროშენადნობი მეორეზე( 15 332 ტონა), ხოლო მესამე კი აზოტოვანი სასუქები. რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტირებულ საქონელს, პირველ პოზიციაზეა სამკურნალო საშუალებები, მეორეზე -ქაღალდი, მესამეზე კი პლასტმასის მილები. განსხვავებულია აზერბაიჯანთან სასაქონლო ჯგუფები. ექსპორტირებულ საქონელთა შორის არის მსუბუქი ავტომობილები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ხოლო იმპორტირებულ საქონელთა შორის არის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნავთობის აირები და შაქარი. რაც შეეხება იმპორტირებულ ნავთობს, მიმდინარე წელს 172 357.1 ტონა ნავთობპროდუქტის იმპროტი განხორციელდა. რაც შეეხება უკრაინას. საქართველოში უკრაინიდან ყველაზე დიდი რაოდენობით სიგარეტი შემოდის. ხოლო ექსპორტზე გადის სპირტი, სპირტიანი სასმელები, მინერალური წ####ბი და ყურძნის ნატურალური ღვინოები. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/guardian1.jpg ტომ პარფიტი სახელმწიფო ტელეარხებზე მასშტაბური კრიტიკა ისმის. კრემლის მარწუხების შესუსტებისთვის წარმოუდგენელი ალიანსი იქნება. ბელორუსის „ჰარდლაინერმა“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და საქართველოს ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კრემლთან „მედია ომის“ პროცესში უჩვეულო პოლიტიკური ალიანსი ჩამოაყალიბეს. კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარე ლუკაშენკო, რომელსაც ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებენ, და კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული და დემოკრატიის თვითგამოცხადებული დამცველი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ძალიან საეჭვო წყვილად გამოიყურებოდნენ. მაგრამ ექსპერტების თქმით, მათი ინტერესები დაემთხვა რუსეთის იმ მეზობლებთან (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები) კონფლიქტის გამწვავების პროცესში, რომლებიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ცდილობენ. ამ თვეში, რუსეთმა პირველმა გაისროლა, როდესაც სახელმწიფო ტელეკომპანია „ენტევე“–მ ეთერში ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი „ნათლიმამა“ გაუშვა. ამ ფილმში ლუკაშენკოს მეტსახელის და მარლონ ბრანდოს მონაწილობით მაფიაზე გადაღებული ცნობილი ფილმის სახელწოდებების გადათამაშება ხდება. მასში ბელორუსის ლიდერის მხილების მცდელობაა, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტების „გაქრობაში“ ადანაშაულებენ. ამ ფილმის ჩვენებით განრისხებულმა ლუკაშენკომ რუსეთის მოსისხლე მტერ სააკაშვილს ბელორუსის ტელევიზიით მლიქვნელური ინტერვიუს მიცემის საშუალება მისცა, რომლის დროსაც ამ ქართველმა მოსკოვს სამხრეთ ოსეთში 2008 წლის ომის გამო შეუტია. სააკაშვილის გამოჩენა საკმაოდ მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ის თავის ქვეყანას დემოკრატიის შუქურას უწოდებს, მაშინ როცა ლუკაშენკო არჩევნებს აყალბებს, განსხვავებულ აზრს ახშობს, ხოლო 1995 წელს ისიც კი განაცხადა, რომ „ადოლფ ჰიტლერის გერმანიაში ყველაფერი ცუდად სულაც არ იყო“. „შესაძლოა ეს ხანმოკლე რომანია, მაგრამ ჯერ–ჯერობით ამ ორი ლიდერის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“, – განაცხადა მოსკოვის დსთ–ს ქვეყნების ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ვლადიმერ ჟარიკინმა. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია“. სააკაშვილის ირონიულმა ინტერვიუმ მოსკოვი გააბრაზა. რუსეთის პარლამენტის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა გადაცემას არამეგობრული აქცია უწოდა. თუმცა, ბელორუსის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა საინფორმაციო საშუალებებმა ზეწოლა გააძლიერეს, გამოაქვეყნეს რა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბორის ნემცოვზე დაყრდნობით მკაცრი სტატია რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინზე. გასულ თვეში, უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ნემცოვის ანგარიშის ასობით ათასი ეგზემპლიარის კონფისკაცია მოახდინა, რომელშიც ავტორი პუტინს იმაში ადანაშაულებს, რომ მისი მმართველობის დროს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში კორუფცია გაძლიერდა. კრემლმა დღეს საპასუხო დარტყმა განახორციელა და მოსკოვში მაღალი რანგის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ორი ცნობილი ბელორუსი ოპოზიციონერი დაპატიჟა. წარსულში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ლუკაშენკო და პუტინი განუყრელი მეგობრები იყვნენ, რადგან ისინი თბილად ხვდებოდნენ ერთმანეთს ორმხრივი შეხვედრების დროს. მაგრამ ამ სლავურ სახელმწიფოებს შორის, რომელთა ისტორიაც მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკონომიკური დავების გამო მკვეთრად გაუარესდა. გასულ თვეში მათ იჩხუბეს მინსკის დავალიანების გამო, რომელიც მას ციმბირიდან მიღებულ გაზზე გააჩნდა, ხოლო ერთი წლის წინ მოსკოვმა ბელორუსიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა, მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ გაზის ფასები გააპროტესტა. „ჩეთემ ჰაუსი“–ს საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის ექსპერტი ბელორუსის საკითხებში არკადი მოშესი იმის შესახებ საუბრობს, რომ კონფლიქტი ლუკაშენკოს დასავლეთისკენ ორიენტაციის შეცვლის ბოლოდორინდელ მცდელობებს მოჰყვა. „რუსეთს სურს, რომ ბელორუსი სახელმწიფო–სატელიტის მდგომარეობას დაურბუნდეს, როგორიც ის ოდესღაც იყო“, – აცხადებს იგი, „მაგრამ ლუკაშენკო აცნობიერებს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და მისი ქვეყნის ბიზნეს–ელიტა საკუთარ მომავალს ევროპაში ხედავს, ხოლო რუსეთს საბჭოთა წარსულად მიიჩნევს. და მასაც სურს ამ განწყობებზე რეაგირება, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს“. შარშან ევროკავშირმა აღმოსავლეთევროპული პარტნიორობის პროგრამა დაიწყო, რათა აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყანა საკუთარ ორბიტაზე უფრო მჭიდროდ მიეზიდა, მათ შორის ბელორუსი და საქართველო. ამან რუსეთის გულისწყრომა გამოიწვია. ახლახანს მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ გასაგებად აღნიშნა, რომ ის ევროკავშირში საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ჰავიერ სოლანას ეკითხებოდა, შეძლებს თუ არა ევროკავშირი რუსეთის ჩანაცვლებას მისი ფინანსური მფარველის როლში. ამ თვეში, ბელორუსი რუსეთთან და ყაზახეთთან ერთად ახალ საბაჟო კავშირში გაწევრიანდა. მაგრამ ჟარიკინის თქმით, ლუკაშენკოს სურს ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნის პროცესის დამუხრუჭება, რისი მომხრეც რუსეთია, რადგან ამისთვის გაცილებით ღრმა რეფორმების გატარება გახდება საჭირო. „ეს სატელევიზიო შეტევები რუსეთზე – ლუკაშენკოს მხრიდან სტატუს–ქვოს შენარჩუნებისთვის ბრძოლის ნაწილია“, – ამბობს ის. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...