planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://images.mirror.co.uk/upl/m4/dec2008/0/1/1DE355C8-D65A-0BE2-1FE73D4AD89862D3.jpg footballpress.net იუწყება რომ ჰოლანდიურ პ.ს.ვ- ს გადაწყვეტილი აქვს გაუკეთოს შემოთავაზება ”ლივერპულს” ფრანგი ფორვარდის დავიდ ნ’გოგის გადმობირებაზე. ლივერპულმა ნ’გოგი დააყენა ტრანსფერზე. ”მერსისაიდელები” მასში 8 მილიონ ევროს ითხოვენ. თვითონ ნ’გოგმა კი განაცხადა, რომ არ სურს ”ლივერპულის” დატოვება. წყარო : Soccer.ru <p style="text-align: center;"> View the full article
-
liverpoolfc(ფანკლუბი) დრენტეს “ლივერპულში” სურს!
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://real.theoffside.com/files/2009/04/drenthe.jpgროისტონ დრენტემ პერსონალურ გვერდზე “ფეისბუქზე” დაწერა, რომ მას სურს შეუერთდეს “ლივერპულს” – იუწყება express.co.uk . 23 წლის მარცხენა მცველი (შემტევი) £9 მილიონადაა შეფასებული. მასზე ჭორები ადრეც, რაფაელ ბენიტესის დროსაც ვრცელდებოდა, თუმცა არაფერი გამოვიდა. ყველას მოგეხსენებათ, რომ ფეისბუქს ახლა ძალიან ბევრი პოპულარული ადამიანი, თუ ორგანიზაციებიც იყენებენ და სრულებით შესაძლებელია, ასეთი ინფორმაცია მართლაც რეალურად გავრცელებულიყო. ამაზე ეს პოპულარული და საკმაოდ სანდო წყაროც – express.co.uk -ი მეტყველებს. “მე მალე შევუერთდები “ლივერპულს”. ვფიქრობ, კარგი სეზონი მელის წინ.” - რატომ ტოვებს კლუბს?! – მას თითქმის ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება არ ეძლევა. თანაც ახლა, როდესაც მაურინიო ჩაუდგათ სათავეში, ცოტამ თუ იცის, შედის თუ არა მის გეგმებში ჰოლანდიელი. ასეთ “ყოფნა-არყოფნას” კი დრენტემ გარანტირებული ადგილი ძირითადში ამჯობინა! პირადი ინფორმაცია ვიკიპედიიდან: სრული სახელი: როისტონ რიკი დრენტე დაბადების თარიღი: 8 აპრილი, 1987 წ (23 წლის) დაბადების ადგილი: როტერდამი, ჰოლანდია სიმაღლე: 167 სმ წონა: 63 კგ. პოზიცია: მარცხენა მცველი მისი პროფესიონალური კარიერა 2004 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიის კლუბ “ექსელსიორს” შეუერთდა. მისი ნიჭი დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი, რადგან 1 წელიწადში “ფეინოორდმა” აიყვანა. 2 წელი დაჰყო კვლავ ჰოლანდიაში და შემდეგ, 2007 წელს მსოფლიოს ყველაზე მრავალტიტულიანმა კლუბმა, “რეალ მადრიდმა” შესთავაზა კონტრაქტი, რასაც დაუყოვნებლივ დათანდხმა. 2006 წლიდან, ის ჰოლანდიის ნაკრებში რეგულარულად თამაშობდა, თუმცა 2008 წლის მერე, წლევანდელ მუნდიალზე აღარ გამოუძახებიათ. View the full article -
http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/may2009/8/7/kenny-dalglish-297359312.jpg კენი დარწმუნებულია, რომ ფერნანდო ტორესი “ლივერპულს” არ დატოვებს. ამ მოსაზრებას ის სხვადასხვა არგუმენტებით ამყარებს. … მისი თქმით ჯო კოულის გადმობირებითა და კაპიტანი სტივი ჯის შენარჩუნებით, როიმ დაანახა ტორესს, თუ რაოდენ ძლიერადაა დაინტერესებული ის ასევე მისი, ფორვარდის დატოვებით. ტორესსა და როის შორის მხოლოდ რამოდენიმეჯერ, ძალიან მოკლეხნიანი საუბარი შედგა. ახლა კი, ესპანელი თავს იკავებს ყველანაირი საუბრისაგან მომავალზე, რაც შეიძლება “ლივერპულისთვის” როგორც კარგს, ისევე ცუდს ნიშნავდეს. “როდესაც ფერნანდო დაინახავს ჯო კოულს (ტრანსფერს) და გაესაუბრება როის, დარწმუნებული ვარ კარგ სიახლეს გვახარებს.” – განაცხადა მეფეკენიმ. “იმედი მაქვს, ტორესი დარჩება. სამწუხაროდ ის ახლა ტრამვირებულია, მიუხედავად ამისა, შესანიშნავი ფეხბურთელი და დიდი ძალაა, ის ყოველთვის ბედნიერი იყო თავისი კლუბით და ქალაქით. ფაქტია, სტივი რჩება, გადმოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და ეს ყველაფერი როის დიდ შესაძლებლობებზე, დიდ გეგმებზე და დიდ მომავალზე მეტყველებს.” “როის თავისი ავტორიტეტის გამყარება სურს, თუმცა ეხლ ახლა ძალიან ძნელია, როდესაც ფეხბურთელები არიან მსოფლიო ჩემპიონატზე და ზოგი იქიდან აღარც ბრუნდება (პირდაპირ აწერენ ხელს).” – დაამატა დალგლიშმა. წყარო: express.co.uk View the full article
-
http://a.pix.ge/u/inbei.jpg მანჩესტერ სიტი ამ ზაფხულს სერიოზულ ტრანსფერებს ჩარხავს და ძალებს იკრებს, რობერტო მანჩინი კი კვლავ ტორესზე უმიზნებს… სიტიმ უკვე შეიძინა იაია ტურე ბარსელონადან, დავიდ სილვა ვალენსიადან, ალექსანდრე კოლაროვი ლაციოდან და ჯერემი ბოატენგი ჰამბურგიდან. მიუხედავად ამისა ქალაქელები ამაით დაკმაყოფილებას არ აპირებენ და კიდევ რამოდენიმე სერიოზულ ტრანსფერს გეგმანვენ… “ტორესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და უკვე 3 წელია პრემიერლიგაში თამაშობს, ასე რომ მან ყველაფერი იცის ინგლისურ ფეხბურთზე. მაგრამ მისი ტრანსფერი დამოკიდებულია თანხაზე და შემდეგ მის სურვილზე…” - განაცხადა მანჩინიმ “ჩვენ სამ ფოვრავრდს განვიხილავთ და სამივე შემთხვევაში ყველაფერი ფეხბურთელის ფასზე და მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.” ამ სამ ფეხბურთელში მანჩესტერელთა მენეჯერი ეიდინ ძეკოს, ტორესს და ბალოტელის გულისხმობდა. რამოდენიმე საათის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიტიმ უკვე შეიძინა ბალოტელი 30 მილიონად და 5 წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა… ნიშნავს ეს ტორესზე ფიქრის შეწყვეტას ? View the full article
-
netgazeti - სახლი, რომელიც ჩემია, ჩემი აღარ არის
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
”მოულოდნელად გავიგე, რომ სახლი, რომელშიც მთელი ბავშვობა გავატარე, რომელიც მამაჩემისგან მემკვიდრეობით მერგო და რომელშიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ვცხოვრობ, ჩემი აღარ არის”, -ამბობს ეკატერინე ნინიძე, რომელსაც კერძო საკუთრება - სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთი – მერიამ ჩამოართვა. ბულვარის გაგრძელებისა და ახალი გზის მშენებლობისთვის, კომპენსაციის სანაცვლოდ საკუთრების დათმობის თაობაზე, მერიამ მოლაპარაკება სულ 101 ოჯახთან აწარმოა. აქედან 39 ოჯახს ექსპროპრიაცია შეეხო, ანუ მათ ქონება ჩამოართვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ხიმშიაშვილის ქუჩა აეროპორტის გზატკეცილს უნდა შეუერთდეს, აქედან გამომდინარე, ბათუმის მერიამ ქონების ჩამორთმევაზე თანხმობა ჯერ საქართველოს პრეზიდენტისგან, შემდეგ კი სასამართლოსგან მიიღო. შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, კანონი მერიას მესაკუთრესთან მოლაპარაკებასა და კომპენსაციის თაობაზე შეთანხმებას ავალდებულებდა. ეკატერინე ნინიძის განცხადებით, მასთან, როგორც მესაკუთრესთან, მსგავსი შეთანხმება არც წერილობით და არც სიტყვიერად მიღწეული არ ყოფილა: ”მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოგვაყენეს ეზოში ტრაქტორი და ”ზაბორის” დანგრევა დაიწყეს. სახლში მხოლოდ ჩემი მოხუცი და იმყოფებოდა. მეზობლებმა დაგვირეკეს და მოვედით, ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა მერიის წარმომადგენლებსა და ჩემს მეუღლეს შორის”. კაკო ნინიძეს მერიის თანამშრომლებმა საჯარო რეესტრის ამონაწერი წარუდგინეს, რომლითაც ირკვევა, რომ მისი სახლი და ნაკვეთი 2010 წლის 15 თებერვლიდან მერიის საკუთრებაა: ”მოულოდნელად გავიგე, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის დის სახლი და ნაკვეთი, რომელიც აქვე ჩემი სახლის გვერდით მდებარეობს, მერიის საკუთრებაში გადავიდა”. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის გელა მახარაძის განცხადებით, ეკატერინე ნინიძესთან და მის დასთან ლუბა კორუბკინასთან მოლაპარაკებას დიდ ხანს აწარმოებდნენ: ”ჩვენ ორივეს იმდენივე კვადრატული მეტრი ბინა შევთავაზეთ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე სახლში (მშენებელი ”გუმბათი-1”), რამდენსაც ისინი ფლობენ - ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში 67 ლარს ვუხდიდით, გარკვეული თანხა შევთავაზეთ ნარგავებსა და სხვა დამხმარე ნაგებობების სანაცვლოდაც, მაგრამ ისინი არ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე”. გელა მახარაძის თქმით, ეკატერინე კორუბკინამ საკუთრების სანაცვლოდ გაცილებით მეტი მოითხოვა, ვიდრე მისი ქონება რეალურად ღირს და რადგან მათ შორის მოლაპარაკება ვერ შედგა, ”შესაბამისი, ანუ ქონების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მივიღეთ”. ბათუმის მერია, ნინიძისა და მისი დის ლუბა კორუბკინას გარდა, კიდევ ხუთ ოჯახს ვერ შეუთანხმდა. ისინი ”ბათუმელებთან” არაოფიციალურ საუბარში აცხადებენ, რომ საკუთარი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს. მახარაძის თქმით, "მათი ქონებაც მერიის საკუთრებაა”. კანონის თანახმად, ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე, მესაკუთრის ქონება ექსპროპრიატორმა მოწვეულ ექსპერტს უნდა შეაფასებინოს, ქონება საბაზრო ღირებულების შესაბამისად უნდა შეფასდეს. საკუთარი ქონება ცოტა ხნის წინათ ნინიძეების ოჯახმა დამოუკიდებელ კომპანიას –”ბზას”– შეაფასებინა და დოკუმენტი მერიას სხვა დოკუმენტებთან ერთად წარუდგინა. გელა მახარაძის თქმით: "ამ შეფასებაში მითითებული საკომპენსაციო თანხა - 5 მილიონი დოლარი– გზის გაგრძელებისთვის დახარჯულ თანხას აღემატება, შესაბამისად, მოთხოვნაც არარეალურია”. კანონით, ”თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან საკომპენსაციო თანხაზე, ან შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი სასამართლოში შეიტანოს... სასამართლო მოიწვევს დამოუკიდებელ ექსპერტს ქონების საბოლოოდ შესაფასებლად”. ამ შემთხვევაში მერიამ შვიდ ოჯახს საკუთრება ისე ჩამოართვა, რომ არათუ კომპენსაცია გადაუხადა, არამედ კომპენსაციის მიღებაზეც კი ვერ დაითანხმა. ნინიძეების ოჯახი, საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, სასამართლოში ჩივილს აპირებს. ადვოკატი დავით გაბაიძე, რომელიც მსგავს საქმეებზე ხშირად მუშაობს, აცხადებს, რომ ”ყველა ნაკვეთი, რომელიც ექსპროპრიაციის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში მოხვდა, მერიამ მანამდე დაირეგისტრირა, ვიდრე მესაკუთრეს შეუთანხმდებოდა, ან სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას. ჩამორთმევა მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე არ უნდა ხდებოდეს. ამ შემთხვევაში, თუ სამართლიანი ანაზღაურება იქნება, წარმატების მიღწევა შესაძლებელია”. სრული ინფო(netgazeti.ge) -
საქართველო ჟენევის მოლაპარაკების მაგიდასთან გაზრდილი ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის დმანისში აზერბაიჯანელი სპორტსმენის დახრჩო სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს ლონდონის არსენალის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია,რომ მეთოფეებს მარტენ სტეკელენბურგი სურთ. იხილეთ fanebi.com
-
The Daily Star-ის ცნობით, მადრიდის რეალში ბოლომდე ვერდამკვიდრებული რაფაელ ვან დერ ვაარტი მზადაა ინგლისის ჩემპიონატში მოსინჯოს ძალები, კონკრეტულად პრემიერლიგაზე საუბარი კი უმიზეზოდ სულაც არ წამოწყებულა, მისი გადაბირებით ჩელსი და ლივერპული არიან დაინტერესებული. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg კრისტოფერ თუთაკერი კარაკასი, ვენესუელა – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა პარასკევს განაცხადა, რომ ის ვენესუელასთან ახლო ურთიერთობებს აყალიბებს და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ საერთაშორისო აღიარების საქმეში პრეზიდენტ უგო ჩავესის დახმარებას იმედი აქვს. ვენესუელა ერთ–ერთია იმ ოთხ ქვეყანას შორის (რუსეთის, ნიკარაგუას და წყნარი ოკეანის კუნძულის ნაურუს გარდა), რომლებმაც აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარეს. აფხაზეთის ლიდერის თქმით, ჩინოვნიკები ვენესუელასთან თანამშრომლობის ათობით პოტენციურ ხელშეკრულებაზე მუშაობენ, მათ შორის ვაჭრობის გაფართოების შეთანხმებებსა და ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიის მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერის მიღებაზე აფხაზეთში ნავთობის მოძიების საქმეში. ბაღაფშმა თქვა, რომ ის დაელაპარაკება ჩავესს ვენესუელას მხრიდან შესაძლო დახმარებაზე, რომ ლათინური ამერიკის მთავრობებმა აფხაზეთი აღიარონ, მაგრამ მისი თქმით, ეს იოლი არ იქნება, რადგან შეერთებული შტატები რეგიონს ცალკე ქვეყნად არ განიხილავს და ლათინურ ამერიკაში მოკავშირეები ჰყავს. „ჩვენ გვესმის, რომ აღიარება ხანგრძლივი და რთული პროცესია, და ისიც გვესმის, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში მეტი გავლენა აქვს“, – განაცხადა ბაღაფშფა Associated Press–სთან ინტერვიუში. რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ აღიარა და იქ არმიაც დატოვა. ბაღაფში ამბობს, რომ აფხაზეთში 1 800 რუსი ჯარისკაცია და ისინი საზღვრის დაცვაში ეხმარებიან. ის ამტკიცებს, რომ მათი იქ ყოფნა არსებითად უმნიშვნელოა. საქართველო და ბევრი დასავლური ქვეყანა სამედროების იქ ყოფნას რუსეთის ოკუპაციას უწოდებს. ბაღაფში კარაკასში სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითისთან ერთად იმყოფებოდა. პარასკევს საღამოს ეს ორი ლიდერი ჩავესს შეხვდა, რომელიც მათ სამშობლოს უწოდებს „ახალ რესპუბლიკებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საკუთარი განვითარებისთვის“. ჩავესთან შეხვედრამდე, ბაღაფში მიესალმა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ კოსოვოს მხრიდან სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ იყო და განაცხადა, რომ ეს იმის ნიშანია, რომ აფხაზეთის მხრიდან სუვერენიტეტის მოთხოვნა ლეგიტიმურია. „ვფიქრობ, თავად ამ გადაწყვეტილებას ექნება უდიდესი გავლენა ჩვენს ძალისმხევაზე“, – თქვა ბაღაფშფმა, რომელიც თარჯიმნის დახმარებით საუბრობდა. „აქ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტები არსებობდეს“. ის არ ეთანხმება ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთს აფხაზეთი ოკუპირებული აქვს. „ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსია იმისთვის, რომ არ იცოდეს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია“, – განაცხადა მან. ორიგინალი ორიგინალი
-
გოგონა ფეხბურთელები ---ერო სურეთები View the full article
-
ავტოკატასტროფის შემდეგ ანა იღვიძებს და აღმოაჩენს რომ ადგილობრივი დამკრძალავი ბიუროს პატრონი - ელიოტ დიკონი ამზადებს მის სხეულს დაკრძალვისათვის. დაბნეულ და შეძრწუნებულ ანას, რომელიც სრულიად ცოცხლად გრძნობს თავს, არ სჯერა რომ მკვდარია, მიუხედავად ელიოტის ჩაგონებებისა, რომ ის უბრალოდ საიქიოში გადასვლის პროცესშია. კაცი არწმუნებს გოგონას, რომ მას გააჩნია გარდაცვლილებთან ურთიერთობის უნარი და რომ ის ერთადერთია ვისაც მისი დახმარება შეუძლია. ანა, რომელიც დამკრძალავი ბიუროს კედლებშია ჩაკეტილი, იძულებულია თვალი გაუსწოროს თავის ყველაზე დიდ შიშებს და მიიღოს საკუთარი სიკვდილი, ხოლო მის მგლოვიარე ბოიფრენდს - პოლს არანაირი ეჭვი არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ელიოტი არ არის ის რაც ჩანს. როცა დაკრძალვა ახლოვდება პოლიც უახლოვდება შემაძრწუნებელი სიმართლის აღმოჩენას, მაგრამ შესაძლოა ძალიან გვიან იყოს. შესაძლოა ანას უკვე დაწყებული აქვს მეორე მხარეს გადასვლა. View the full article
-
Belinda Feat------------Pitbull Egoista 2010წ -ის ესპანურ ენოვანი კარგი სიმღერით ვიდეიკლიპი View the full article
-
გაცილებული წყვილი მეტი და ლიზი, რომლებიც მეტეოროლოგები არიან, ცდილობენ გადაარჩინონ თავიანთი ქალიშვილი და მისი დეიდა ელი მაშინ, როდესაც საშინელი ურაგანი მძვინვარებს... დები ლიზი და ელი, იყვნენ პატარები, როცა დაკარგეს დედა საშინელი ურაგანის დროს... შემდეგ, მრავალი წლის მერე შეიძლება ტრაგედია ისევ განმეორდეს... View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/der_tagesspiel2.gif გერდ აპენცელერი ამ სასამართლოს სიმამაცე არ აკლია. ცოტა თუ ელოდა, რომ ჰააგას საერთაშორისო სასამართლო ასე მკაფიოდ გამოთქვამდა მის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება საერთაშორისო სამართალს არ ეწინააღმდეგება. გადაწყვეტილებას იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვს, მაგრამ ის ხელს შეუწყობს ავტონომიურ მისწრაფებებს მსოფლიოს სხვა ადგილებში. არსად ევროპაში, ბოლო 100 წლის განმავლობაში ასე ხშირად არ დარღვეულა საერთაშორისო სამართლის ორი ფუძემდებლური პრინციპი – ერთი მხრივ, ხალხის თვითგამორკვევის უფლება და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის უფლება – როგორც ბალკანეთში. სხვაგან არსად ასე მუდმივად და მძლავრად არ ეჯახება ეს ორი უფლება ერთმანეთს. დღემდე სერბეთის ყოფილი პროვინციის სუვერენიტეტი 69 სახელმწიფომ, მათ შორის ევროკავშირის 21 წევრმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის აშშ–მ და გერმანიამ. დანარჩენი 120 სახელმწიფო ამის გაკეთებაზე დღემდე უარს ამბობს, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი და ესპანეთი. მათი წინააღმდეგობის მიზეზი ცხადია. ის რაც კოსოვოელებისთვის შეიძლება, საეჭვოა აუკრძალო კავკასიელ ხალხს, ტიბეტელებს და ბასკებს. ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც მაგალითად ესპანეთია, ათწლეულების განმავლობაში ეთნიკურმა უმცირესობებმა ავტონომიის ისეთ ხარისხს მიაღწიეს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ძალადობრივი წინააღმდეგობა, როგორც ჩანს, გამორიცხულია. დიქტატურის პირობებში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩინეთი დღემდე ცდილობს ტიბეტელების კულტურული და ისტორიული იდენტობის განადგურებას, ხოლო რუსეთის არმიის მიერ განადგურებული ჩეჩნეთის დედაქალაქის გროზნოს კადრებმა, მთელი მსოფლიო მოიარა. სასტიკი ძალადობის პრეისტორიის მიუხედავად, შეერთებული შტატების და დასვლეთ ევროპის მოსახლეობის მძლავრი მხარდაჭერის, ასევე ნატოს თავდაცვითი ქოლგის გარეშე, კოსოვოს სერბეთისგან გამოყოფის შანსი არ გააჩნდა. 1999 წლამდე, სერბეთის არმიამ კოსოვოდან დაახლოებით 800 000 ალბანელი გააძევა, რათა რეგიონი „ეთნიკურად სუფთა“ ანუ სერბული გამხდარიყო. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკაში კონფლიქტების მთავარი მიზეზს უმრავლეს შემთხვევაში სერბეთის უპირატესობისკენ სწრაფვა წარმოადგენდა. ამ ომების ყველაზე ტრაგიკული გარდამტეხი მომენტები იყო 1995 წელს სერბების მიერ 8 000 მუსულმანის დახოცვა სრებრენიცაში და 1425 დღიანი ბლოკადა სარაევოში, სადაც 1992–96 წლებში 10 000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სერბეთის რესპუბლიკას ძალიან უჭირდა და დიდხანს აჭიანურებდა ამ საშინელებებზე პასუხისმგებლობის გაზიარებას. დიდწილად ამით აიხსნება კოსოვოელების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ამ საქმეში დასავლეთის მხრიდან მათი ხანგრძლივი მხარდაჭერა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://b.pix.ge/y/lk3f5.jpg ისედაც საკმაოდ ცხელ ზაფხულში აურა-ცხელი სატრანსფერო სიახლეებით პირდაპირ გადახურდა უცხოური პრესა… (აუცილებლად წაიკითხეთ მთლიანად) “სტივი რეალშია!? მაურინიომ საწადელს მიაღწია!? ტორესი და ვილა ბარსაში ერთად ითამაშებენ!? მესი ხიხონის სპორტინგში მალე კონტრაქტს გააფორმებს!? მარადონა ენფილდზე 8 ნომრით იასპარეზებს!? რონალდინიო მილანიდან წავიდა და მეორე დღესვე უკან დაბრუნდა, პირადი აგენტისგან მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით მან როგორც ჩანს ბრაზილიაში ბებია მოინახულა…! ფაბრეგასის ბიძაშვილი ბარსელონაში ისვენებს – როგორც ჩანს არსენალმა საბოლოოდ დათმო ცესკი! დროგბას ნათლული ჰოლანდიაში გათხოვდა – კოტ-დივუარელი ფოვარდი აიაქსის სარეკორდი შენაძენი გახდება!?” ვიღაც, უფრო სწორად ბევრი ვიღაცეები საკმაოდ პოპულარულ სპორტულ გამოცემებში მსგავსი სათაურებით დიდ ფულს აკეთებენ და რეიტინგსაც იმაღლებენ. ფეხბურთის უბრალო გულშემატკივრები კი ვეღარ არჩევენ სიმართლეს და გამონაგონს. ამიტომ გადავწვიტე მცირე დახმარება გაგიწიოთ და რამოდენიმე რჩევა მოგცეთ: 1) ყველაზე ცნობილი ბრიტანული სპორტული საიტი – GOAL.COM, ამავდროულად ყველაზე დიდი “მეზღაპრეცაა” და მათი სატრანსფერო სიახლეების 70% – ჭორია! 2) არ ენდოთ სტატიებს, რომლებიც მხოლოდ ავტორის მოსაზრებებს შეიცავს და ყველაფერი ზოგადადაა აღწერილი. სტატიის ზომის გასაზრდელად კი მხოლოდ ფეხბურთელზე მცირე ინფორმაცია და მისი კარიერული სტატისტიკაა მოცემული. 3) სარწმუნო ინფორმაციად მიიჩნიეთ მხოლოდ მწვრთნელის, ფეხბურთელის ან მისი აგენტის ინტერვიუ და განცხადებები. ასევე კონკრეტული ფაქტები, მაგალითად როგორიცაა ფეხბურთელის იმ ქალაქში ჩასვლა რომლის კლუბიც მის შეძენას გეგმავს და იქ გადაღებული ექსკლუზიური ფოტოები და ა.შ. რაც შეეხება ლივერპულს და მის გარშემო “მფრინავ ნიუსებს”: 1) ყველამ იცის რომ წითლები მარცხენა მცველს ეძებენ და ჟურნალისტები ყველა ნორმალურ ფეხბურთელს, რომელიც დაცვის ამ ფლანგზე თამაშობს, ლივერპულს უკავშირებენ, მხოლოდ და მხოლოდ მათი პირადი აზრის გამო. ერთ-ერთს ხომ მაინც გაუმართლებს და ლივერპული მართლაც მის მიერ გავრცელებულ ფეხბურთელს შეიძენს საბოლოოდ…. ამიტომ ეცადეთ ნებისმიერი ინფორმაცია მარცხენა მცველზე არც ისე სერიოზულად მიიღოთ. 2) დაახლოებით იგივე სიტუაციაა ენფილდზე ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე და პრესაც კარგად იყენებს ამ ფაქტს, ისეთ დაცვითი სტილის ნახევარმცველებს უკავშირებენ ლივერპულს, რომ შესაძლოა მათი სახელი როი ჰოჯსონს და კრისტიან პურსლოუს გაგონილი მხოლოდ ტელევიზორში ფეხბურთის მატჩის დროს კომენტატორისგან აქვთ… 3) ნუ შეშფოთდებით სათაურით და სტატია სრულად წაიკითხეთ, რადგან ძალიან ხშირად სათაური და სტატიის შინაარსი ძალიან შორს დგას ერთმანეთისგან… ალბათ ყველამ იცით რომ ჟურნალისტიკაში სტატიის სათაური სტატიის პოპულარობის 50%-ზე მეტს განაპირობებს… თუნდაც ეს სათაური უბრალოდ “ხალხის მოსაზიდად იყოს შეთხზული” და ბოლოს ყველაზე მთავარი. როი ჰოჯსონმა რამოდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, რომ ტრანსფერებს მოსალაპარაკებლად და გასაფორმებლად მინიმუმ 1 კვირა სჭირდება და შესაბამისად ევროლიგის დაწყებამდე და რაბოტნიკთან მატჩამდე ლივერპულში ახალი შენაძენები არ იქნება. რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ სატრასნფერო სიახლეები აღარ იქნება, თუმცა ოფიციალური მინიმუმ 1 კვირა – არა… ასე რომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და აჯობებს ოფიციალური საიტის მიერი ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას დაველოდოთ. მანამდე კი ჩვეულებრივი სატრანსფერო ჭორები ვიკითხოთ, მერე რა რომ მათი თუნდაც მხოლოდ 20% არის რეალობასთან ახლოს… ვიკითხოთ, მაგრამ ბევრი არ ვინერვიულოთ და რჩევები გავითვალისწინოთ… View the full article
-
http://b.pix.ge/s/0fgjx.jpg ლივერპული ჩაერთო PSV ეინთჰოვენის მარცხენა მცველის, კარლოს სალსიდოსთვის ბრძოლაში. The Mirror-ის თანახმად როი ჰოჯსონს სურს 2 მარცხენა მცველის შეძენა, რათა შეცვალოს ფაბიო აურელიო და ემილანო ინსუა. ბრიტანული პრესის ცნობით კი იგი დაინტერესებულია მექსიკის ნაკრების მარცხენა მცველით – სალსიდოთი. ამ ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია უიგანი, რომელმაც უკვე შესთავაზა ჰოლანდიურ კლუბს 2 მილიონი ევრო. კარლოს სალსიდო 30 წლის მექსიკელი ფეხბურთელია, მას შეუძლია ითამაშოს როგორც ფლანგზე ისე ცენტრში. ის 2004 წლიდან თამაშობს მექსიკის ნაკრებში მან 77 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. წყარო: Tribalfootball View the full article