Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://b.pix.ge/c/4jueg.jpg ჯონ მაკმაჰონის რეზერვების გუნდმა ინგლისის მეორე დივიზიონის გუნდს ოულდჰემ ატლეტიკს თასის ფინალში 3-0 სძლია და ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა… ლანკაშირის თასი ინგლისის FA-ს ეგიდით გამართული ტურნირია, რომელშიც ლანკაშირის რეგიონში მოთამაშე კლუბები იღებენ მონაწილეობას, როგორც პრემიერლიგიდან, ისე მეორე დივიზიონიდან. თუმცა ბოლო წლებში დიდი გუნდები საკუთარ რეზერვებს ათამაშებენ ამ თასზე, რომელშიც ლივერპულმა უკვე კი 11-ე გამარჯვება იზეიმა… ლივერპულის რეზერვებმა ყველაზე რთული გზა გამოიარეს ამ ტურნირზე სხვა გუნდებთან შედარებით. წითლებმა მეოთხედფინალში ჯერ ბოლტონი დაამარცხეს, ნახევარფინალში კი უგიანი, მაშინ როცა მეორე ფინალისტმა აკრინგტონი და პრინსტონი გამოიარა. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/senior_cup_6.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/senior_cup_7.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/senior_cup_8.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/senior_cup_9.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/senior_cup_10.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/senior_cup_11.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/senior_cup_12.jpg View the full article
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო მედია გარიგება, რომლის მიზანიც საქართველოში სახელმწიფოს მიერ მართული რუსულენოვანი ტელევიზიის მაუწყებლობის გაუმჯობესებაა, არხის ირგვლივ კამათის საფუძველი გახდა. ტელეკომპანია „პირველი კავკასიური“ 2009 წლის ოქტომბერში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ძალისხმევით შეიქმნა, რათა წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელეარხებზე საქართველოს არასასურველი გაშუქებისთვის. თუმცა, ამოქმედების დღიდან, „პირველ კავკასიურს“ პრობლემები ექმნება. მაგალითად, იანვრის ბოლოს ფრანგულმა თანამგზავრულმა ოპერატორმა Eutelsat–მა, „პირველი კავკასიური“ თანამგზავრიდან გათიშა. ქართული მედიის წარმომადგენლებმა ამ ნაბიჯში კრემლის ხელი დაინახეს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (იურიდიული პირი, რომლიც პასუხისმგებელია „პირველი კავკასიურის“ მაუწყებლობაზე) ხელმძღვანელობამ და სამეურვეო საბჭოს წევრებმა 14 ივლისს, რუსულენოვანი ტელემაუწყებლის მართვის უფლების გადაცემის შესახებ განაცხადეს. მეორე დღესვე ითქვა, რომ „პირველ კავკასიურს“ კომპანია K1 და მისი მმართველი ბრიტანელი ჟურნალისტი და კავკასიის საკითხების ექსპერტი რობერტ პარსონსი უხელმძღვანელებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი (სსმ) სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც კანონის თანახმად მთავრობისგან დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს. ამ ცნობის გამოქვეყნების დრომ სააკაშვილის ოპონენტებს გაუჩინა ეჭვი, რომ მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ერევა. ეჭვებს ხელი შეუწყო მედიის მიერ გავრცელებულმა ცნობებმა იმის შესახებ, რომ კომპანია K1 სააკაშვილის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა შეარჩიეს. არსებული ინფომაციით K1–თან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 4.7 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 2.55 მილიონი დოლარია. სსმ–ს გენერალური დირექტორის მოადგილის მაია ბიჭიკაშვილის თქმით, K1 ერთადერთი კომპანია იყო, რომელთანაც კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავდნენ. „როდესაც დაფინანსება გათვალისწინებულია სპეციალური სარეზერვო ფონდიდან, არანაირი ტენდერი აუცილებელი არ არის“, – გვიხსნის იგი და დასძენს, რომ პარსონსი ამ სამუშაოსთვის ბუნებრივად შეირჩა, რადგან მას აქვს „მკაფიო ხედვა“ საქართველოში მედიის განვითარებასთან დაკავშირებით. ბიჭიკაშვილის თქმით, K1–მა სსმ–ს არხის მართვა შესთავაზა. სსმ–მ პარსონსთან მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყო და მას შემდეგ რაც კომპანიისგან ოფიციალური წერილი მიიღო, სადაც ის „პირველი კავკასიურის“ მართვის წინადადებით გამოდიოდა, საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ გარიგებაზე თანხმობის მისაღებად წინადადება სამეურვეო საბჭოს წარუდგინა. პარსონსმა, გამოცდილმა ჟურნალისტმა, რომელიც ცნობილია კავკასიაში მისი მუშაობით ისეთი სადგურებისთვის, როგორებიცაა BBC და France 24, EurasiaNet –ს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ „პირველი კავკასიურის“ მუშაობაში მის შესაძლო მონაწილეობაზე „გაზაფხულის დასაწყისში“ მიმართა. „დასაწყისისთვის ისინი იდეას ჩემს გარეშე განიხილავდნენ – მე ვუთხარი, რომ ეს ძალიან საინტერესო იდეა იყო, მაგრამ მომენტალურად ამ წინადადებას ვერ დავთანხმდებოდი“, – თქვა მან. „ჩემთვის ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა მათ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ წარმოაჩინეს. ეს მართლაც ძალიან მიმზიდველი პროექტია… მათ მითხრეს „შენ გაქვს კარტ–ბლანში. თუ გსურს რომ გვაკრიტიკო, გვაკრიტიკე““. მართალია პარსონსი არ ასახელებს მთავრობის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც მას ეს წინადადება შესთავაზეს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში მისი ჩამოყვანისთვის მოლაპარაკებებში „მთავრობის რამდენიმე წევრი“ (მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი) მონაწილეობდა. მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყო, როდესაც ის თბილისში ჩამოვიდა. ადმინისტრაციის ჩინოვნიკები კომენტარს არ აკეთებენ. სსმ–ს სამეურვეო საბჭოს წევრები – შორენა შავერდაშვილი, ლიკა ჩახუნაშვილი და ნინო დანელია – საბჭოს დანარჩენ წევრებს იმაში ადანაშაულებენ, რომ მათ გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ დისკუსიისთვის საკმარისი დრო არ დატოვეს. საბჭომ გადაწყვეტილება ცხრა ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო. შავერდაშვილის თქმით, „პირველი კავკასიურის“ გასხვისება რეალური პრობლემაა, განსაკუთრებით იმ მედია გარემოში, როდესაც მოსახლეობის 80%–ის ინფორმირება სამ ნაციონალურ არხზეა დამოკიდებული. „როგორც ბორდის წევრები, ერთ–ერთი რაზეც ჩვენ პასუხისმგებლები ვართ არის საზოგადოების წინაშე სრული გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარანტიების შექმნა… ჩვენ რეალურად უნდა ვუზრუნველყოთ ფინანსური შესაძლებლობები, და მე ვერ ვხედავ, რომ ეს კეთდებოდეს“, – თქვა მან. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე აცხადებს, რომ არხის მმართველობის გადაცემა, ისევე როგორც ხელშეკრულების გაფორმება K1–თან ძალიან გამჭვირვალედ განხორციელდა. „ამაზე მეტი გამჭვირვალობა როგორ უნდა ვუზრუნველყოთ? მთელი დოკუმენტაცია აქ (ინტერნეტში) დევს“, – თქვა მან. საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ დავა უცხო არ არის. 2008–2009 წლებში ტელევიზია ოპოზიციური საპროტესტო მოძრაობის ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც სააკაშვილის ოპონენტებმა მთავრობა არხის საკუთარი პოლიტიკისა და პროპაგანდისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიტიკოსის მათიას ჰუტერის თქმით, თუკი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ პარსონსი აღნიშნული გარიგებისთვის საგანგებოდ შეარჩია, ნამდვილია, ამან შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას. „თუკი მთავრობა ერევა საზოგადოებრივი მაუწყებლის ასეთ საკვანძო გადაწყვეტილებებში, რაც არხის მომავალს უკავშირდება, ეს ამ ტელევიზიის დისკრედიტაციას ახდენს და ლახავს მის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“, – თქვა მან და დასძინა, რომ არხმა, როგორც დამოუკიდებელმა მაუწყებელმა საკუთარი პოზიციის განმტკიცების საქმეში „ბოლო თვეებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“. ორიგინალი ორიგინალი
  3. გუშინ, ესპანეთისა და იტალიის 19 წლამდელთა ნაკრებების შეხვედრაში პირენეელთა მარცხენა ნახევარმცველმა, ბეტისელმა ეზეკილ კალვენტემ პენალტი გაიტანა. თითქოს ეს ერთი ჩვეულებრივი ფაქტია, მაგრამ გამოცემა მარკამ უკვე უწოდა მას თერთმეტმეტრიანების შესრულების ახალი მეთოდი. იხილეთ fanebi.com
  4. http://b.pix.ge/g/gldu9.jpg ფრანგ ფორვარდზე, რომლის შეძენასაც ლივერპული ცდილობს, ვესთ ჰემის გარდა უკვე ლიონი და ბორდოც გამოთქვავენ ინტერეს… როგორც იცით როიკ რემის შესაძენად ვესთ ჰემმა 13 მილიონი ფუნტი შესთავაზა ნიცას. ლივერპულმა კი ტრანსფერში ორი ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი – ნაბილ ელ ზარი და დემიენ პლესისი ჩართო. უცხოური პრესაში კი დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ რემით მისი ყოფილი კლუბი ლიონია დაინტერესებული, ისევე როგორც ფრანგული ბორდო… თავდამსხმელისთვის ბრძოლაში უდაო ფავორიტი ლიონია, რადგან ეს კლუბი ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს სთავაზობს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ნიცას ხელმძღვანელების გადასაწყვეტია და თუ სად გააგრძელებს რემი კარიერას, ამას სულ მალე გავიგებთ. View the full article
  5. მილანის "ინტერის" ახალგაზრდა ფორვარდის, მარიო ბალოტელის აგენტის, მინო რაიოლას განცხადებით მისი კლიენტი ჯერ ისევ "ნერაძურის" საკუთრებაა, თუმცა ყველაფერი სავარაუდოდ ამ კვირაში გაირკვევა, როცა "ინტერისა" და მისი გადაბირების მსურველი კლუბების ხელმძღვანელობა ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდება. იხილეთ fanebi.com
  6. http://a.pix.ge/l/30ne7.jpg 29 ივნისს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლივერპული მაკედონიურ “რაბოტნიკი”-ს უპირისპირდება, თუმცა სირთულე მოწინააღმდეგის სიძლიერეში არ მდგომარეობს… “სეზონის ამ ეტაპზე ორივე მატჩი ურთულესი იქნება ჩვენთვის” – განაცხადა როი ჰოჯსონმა მას შემდეგ, რაც კლუბის სამედიცინო პერსონალმა მას ურჩია ამ თამაშებში არ გამოიყენოს სტივენ ჯერარდი, ჯო კოული, ჯეიმი კარაგერი, დირკ კიუიტი და გლენ ჯონსონი, მათი ფიზიკური კონდიციების გამო. ამ ფეხბურთელები მხოლოდ რამოდენიმე დღეა განაახლეს ვარჯიშები, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. “ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ვარსკვლავების გარეშე თამაში, თუმცა სამედიცინო შტაბის აზრით თუ ისინი ახლა გავლენ მოედანზე, მომავალ სეზონში სერიოზული პრობლემები ექნებათ ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით…” სავარაუდოდ ლივერპულის “უფროსი” ფეხბურთელებიდან რაბოტნიცასთან მხოლოდ ლუკასი, აკვილანი, კირგიაკოსი და ივანოვიჩი ითამაშებენ… View the full article
  7. ურუგვაელი ფორვარდი დიეგო ფორლანი ამ ქვეყნის წლის საუკეთეს სპორტსმენად აღიარეს, ეს ცნობა ფრანგულმა L'Equipe-მ გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელს წელს მართლაც ფანტასიტიური სეზონი ჰქონდა, "ატლეტიკოსთან" ერთად ევროპის ლიგა მოიგო, ეროვნულ ნაკრებს კი მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილის დაკავებაში დაეხმარა. ამასთან, ფიფას გადაწყვეტილებით, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იხილეთ fanebi.com
  8. "ინტერმა", "ლივერპულმა" და "იუვენტუსმა" სულ მალე შესაძლოა ძალიან საინტერესო გაცვლა განახორციელონ. საქმე იმაშია რომ "იუვეს" მთავარ მწვრთნელ ლუიჯი დელ ნერის საკუთარ გუნდში ნიკოლა ბურდისოს ხილვა სურს, რომელიც, როგორც იცით "ინტერის" ფეხბურთელია. ტურინელები მის კრისტიან პოულსენში გაცვლას აპირებენ. თავის მხრივ, დიდი შანსია, "ინტერმა" პოულსენი მასკერანოს "ლივერპულურ-ინტერულ" საგაში ჩართვა გადაწყვიტოს და ინგლისურ გუნდს არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ფულთან ერთად სწორედ იგი შესთავაზოს. იხილეთ fanebi.com
  9. ხვალ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გაიმართება. სამინისტროს ცნობით,… ლინკი მედიანიუსზე
  10. http://b.pix.ge/m/pzzqd.jpg მანჩესტერის ცოცხალმა ლეგენდა, რაიან გიგზმა განაცხადა, რომ ახალი ლივერპული სერიოზული კონკურენტი იქნება… მიხედავად გასულ სეზონში მეშვიდე ადგილზე გასვლისა, გიგზი თვლის რომ ლივერპულის ჩამოწერა პრემიერლიგის ჩემპიონობიდან სისულელე იქნებოდა. “ორი წლის წინ მათ თითქმის მოიგეს პრემიერლიგა, ასე რომ მათი უგულვებელყოფა არასოდეს არ შეიძლება” – განაცხადა რაიანმა – “ახლა ლივერპულში ახალი ერა იწყება და ყველაფერი ახალ მენეჯერზეა დამოკიდებული” “რეალობას გვერდს ვერ ავუქცევთ, ლივერპულს იმდენივე თასი აქვს მოგებული რამდენიც ჩვენ და ისეთი მასიურ და ისტორიულ კლუბს ადვილად ვერ ჩამოწერ ტიტულისთვის ბრძოლის გზიდან.” View the full article
  11. http://a.pix.ge/p/nzr5d.jpg როი ჰოჯსონმა კაიზერსლაუტერნთან დამარცხების მიუხედავად მაინც შეაქო ახალგაზრდა ფეხბურთელები და განაცხადა, რომ კმაყოფილია მათი თამაშით და მონდომებით… ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ძირითადი აქცენტი წითლების 26-ე ნომერზე, ჯეი სპირინგზე გააკეთა… “სპირინგმა ორივე ამხანაგური მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და ნამდვილად იმსახურებს ადგილს ლივერპულის პირველ გუნდში.” – განაცხადა ჰოჯსონმა – “ახლა კარგად მესმის თუ რატომ არის მისი იჯარით წაყვანით ამდენი კლუბი დაინტერესებული, ისევე როგორც ეკლესტონით, ამოოთი და კელით. მათ ძალიან კარგად ითამაშეს…” “მთლიანობაში არაჩვეულებრივი თამაში აჩვენეს ახალგაზრდებმა. მათი ბრძოლისა და მუშაობის მიუხედავად მოულოდნელი გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. ბიჭები ფრეს ნამდვილად იმსახურებდნენ. ისინი მთელი თამაში აკონტროლებდნენ და ფლობდნენ ბურთს, მართალია უკეთესადაც შეუძლიათ ტაქტიკურად გათამაშება, მაგრამ ვფიქრობ შეკრება შვეიაცრიაში საკმაოდ კარგად დასრულდა…” “10 დღიანი ვარჯიშების შემდეგ გუნდის ფორმა და შეთამაშებულობა ძალიან კარგი იყო. ეს მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო ვერავინ იტყოდა, რომ შედეგი ლოგიკური არ იქნებოდა.” “ამოო და ინსი, რომლებიც გამოირჩეოდნენ მოედანზე ჯერ კიდევ ლივერპულის აკადემიის ფეხბურთელები არიან, მაგრამ ისე თამაშობდნენ, თითქოს მთელი ცხოვრებაა ბუნდესლიგაში გამოდიან. ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს კელიმ და აიალამ. იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან, რომლებმაც ამ ამხანაგურ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა, უმრავლესობა რეზერვებიდან პირველ გუნდში გადმოვა, თუმცა სავარაუდოდ მათთვის, ვინც ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგალითად რობინსონისა და პალსონისთვის ჯერ ადრეა.” მას შემდეგ რაც შვეიცარიაში შეკრება დასრულდა, ლივერპულის ახალგაზრდები “უფროსებს” მელვუდში შეუერთდებიან… “მთლიანობაში ეს ქემპი ფანტასტიკური იყო” – აღნიშნა პრესკონფერენციაზე როიმ – “მართალია, ეს მატჩი რომ არ წაგვეგო საერთოდ იდეალური იქნებოდა, მაგრამ ალბათ ისიც კარგია რომ ჩვენი შედცომები დავინახეთ. თუმცა ბიჭები უფრო მეტად ვერ მოინდმებდნენ, ეს მათი მაქსიმუმი იყო.” “ახლა გუნდს ძირითადი ფეხბურთელებიც დაემატებიან. მთლიანობაში სეზონისთვის 25 კაციანი შემადგნელობაა საჭირო და ვნახავ ამჯერად რამდენი მათგანი შეუერთდება გუნდს…” View the full article
  12. როგორც მოგეხსენებათ არსენალი დაინტერესებულია ევერტონის მცველით ჟაგიელკათი. იხილეთ fanebi.com
  13. ხვალ, 26 ივლისს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“- ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან ცხრა წელი სრულდება. იგი 2001 წლის… ლინკი მედიანიუსზე
  14. ებრაულ-ჰოლადიური კომპანია Kardan ჰყიდის თავის წილს ფირმაში TBIH Financial Services Group, რომელიც საქართველოს, რუსეთის, უკრაინას, აღმოსავლეთ ევროპისა… ლინკი მედიანიუსზე
  15. გერმანიის ქალაქ დუისბურგში გამართული ტრადიციული ფესტივალი “სიყვარულის აღლუმი” ტრაგედიით დასრულდა. გერმანული მედიის ცნობით, ტრადიციული მსვლელობისას, ერთ-ერთ გვირაბში… ლინკი მედიანიუსზე
  16. ფოროსში, უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ ის აშშ-დან გაძევებულ რუს მზვერავებს… ლინკი მედიანიუსზე
  17. "მილანი" რომ საყრდენი ნახევარმცველის ძიებაშია ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ, შესაბამისად ევროპულ სპორტულ პრესაში ყოველდღე ჩნდება ინფორმაცია ამ გუნდის რომელიმე ჩამშლელით დაინტერესების შესახებ. ამჯერად ფრანგულ სააგენტოებს დავეყრდნოთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იტალიური გუნდი "ლილის" კაპიტნით, რიო მავუბათი დაინტერესდა. 26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 6 მლნ ევროა. იხილეთ fanebi.com
  18. საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სოფელ ტაშისკარის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყო. პროკურატურამ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს… ლინკი მედიანიუსზე
  19. დღეს აფხაზეთში მე-7 რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის სამხედრო წვრთნა დასრულდება. სამხედრო წვრთნა ოჩამჩირის რაიონში მდებარე… ლინკი მედიანიუსზე
  20. საეკლესიო კალენდარი ორშაბათი კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა; ხსენება ღირსთა: სტეფანე საბაიტელისა (794); წმიდა იულიანესი კენომანიელი ეპისკოპოსისა (I); … ლინკი მედიანიუსზე
  21. რამდენიმე წამის წინ მოსკოვში დასრულდა რუსეთის პრემიერ ლიგის 14–ე ტური. ტურის ბოლო მატჩი მოსკოვში "ცსკასა" და ნალჩიკის "სპარტაკს" შორის გაიმართა. დავით სირაძისა და გოგიტა გოგუას გოლების წყალობით სტუმრებმა 1–2 იმარჯვეს და ჩემპიონატში 4–ე ადგილიც გაიმყარეს. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...