planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/murgulia-150x150.jpg,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია „ პედაგოგთა უფლებებსი დაცვას იწყებს. ბრიფინგი რომელიც ლეიბორისტების ორგანიზებით გაიმართა 24-ე სკლოლიდან გათავისუფლებული რვა პედაგოგის საქმეს ეხებოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/leib.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/photo11-150x150.jpgავღანეთსა და პაკისტანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ 90,000-ზე მეტი ოფიციალური საიდუმლო დოკუმენტი რამდენიმე პოპულარულმა გამოცემამ ვებგვერდ WikiLeaks.org, -ზე დაყრდნობით დაბეჭდა. სამხედრო და დიპლომატიური ანგარიშები 2004 წლიდან წლევანდელ იანვრამდე, ავღანეთში ომის მიმდინარეობას ასახავს. დოკუმენტებში საუბარია, რომ ქვეყანაში თალიბების წინააღმდეგობა იზრდება, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი დიდია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/avganet.jpg itvს ლინკი
-
“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ უარყო ყველა ჭორი რასაც მედია აქვეყნებდა თითქოსდა “მილანს” დატოვებდა ბრაზილიელი ფლეიმეიკერი რონალდინიო. იხილეთ fanebi.com
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01294/daniel_agger_1294483c.jpgიტალიურ ჟურნალს “Tuttosport-ს” თუ დავუჯერებთ, “იუვენტუსმა” უკვე გააკეთა შემოთავაზება დანიელ აგერისა და ქრისტიან პოულსენის გაცვლის შესახებ. ყოველდღიური ჟურნალის ცნობით, მასკერანო თითქმის აგდავიდა “ინტერში” და ახლა “წითლები” ნახევარმცველს ეძებენ, იუვენუტი კი თავიანთ ნახევარმცველს სთავაზობთ დანიელ აგერის სანაცვლოდ. “იუვეს” ახალი მწვრთნელი ლუიჯი დელ ნიერი ცდილობს კვალიფიციური, გამოცდილი მცველების შეძენას და აგერი მისთვის შესანიშნავი ვარიანტია. 30 წლის პოულსენს თან დაუმატებენ 4-5 მილიონ ევროს 24 წლის დანიელის სანაცვლოდ. წყარო: Tuttosport – imscouting.com/ ავტორი: ამ წყაროს goal.com-სა და marca.com-საც ადარებენ, რომლებიც ყველაზე ცნობილი “ჭორიკანა” ჟურნალები არიან. ასე რომ, ესეც სავარაუდოდ მოგონილი ჭორია გარკვეული სიმართლის დოზით. View the full article
-
გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. შენობას გარს პოლიციის კორდონი აქვს შემორტყმული, გადაკეტილია თამარ ჭოველიძის ქუჩაც. დევნილებისთვის უცნობია, სამართალდამცავებს სად მიაქვთ მათი ნივთები. დევნილების თქმით, გამთენიისას შეამჩნიეს, რომ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასამდე პოლიციელი შეიკრიბა და სამშობლოს შენობისკენ დაიძრა. "ჩვენ გამოვედით ქუჩაში ისე, რომ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. შენობაში პოლიციელები შევიდნენ და ახლა ჩვენი ნივთები გამოაქვთ." კოსტავას 14 ნომერში შესახლებულ დევნილებთან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი ორი კვირის წინ მივიდა და უთხრა, რომ, შენობის გაყიდვის გამო, საცხოვრებლის დატოვება მოუწევდათ. 19 ივლისს გამომცემლობის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა 380-მდე დევნილმა ოჯახმა აქცია გამართა. დევნილების განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მათ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში. დევნილები უარს აცხადებენ საზღვრისპირა სოფელში დასახლებაზე, მიზეზად გაუსაძლის პირობებს ასახელებენ. დევნილების თქმით, ადგილი, რომელსაც სთავაზობენ, რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაა, სადაც არ არის სკოლა, ბაღი, სამუშაო... დევნილები აცხადებენ, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს ჰყავს მოყვანილი მუშები, რომლებსაც მათი კუთვნილი ნივთები სატვირთო ავტომობილებით გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ. ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები და პირები, რომლებიც ზედამხედველობენ გამოსახლების პროცესს, ჩვენს კითხვებს არ პასუხობდნენ. გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობაში დევნილები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შესახლდნენ. აქ ცხოვრობენ დევნილები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/devnilebze-150x150.gifგამომცემლობა „სამშობლოს” შენობიდან დევნილების გამოსახლება დილიდან დაიწყო. დევნილების ინფორმაციით, მათ ნაწილს ალტერნატიულ საცხოვრებელს ზუგდიდის სოფლებში- ფოცხოსა და იძულში, ნაწილს კი გორში სთავაზობენ. გამოსახლების პროცესს თვალყურს განსახლებისა და ლტოლვილტა სამინისტრო წარმომადგენლები ადევნებდნენ, თუმცა მათ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი რამდენიმეჯერმე განაცხადეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gamosaxleb.jpg itvს ლინკი
-
როგორც გამოცემა Corriere dello Sport იტყობინება,იუვენტუსი მზადაა გუნდში დატოვოს ბრაზილიელი დიეგო და ახალ შენაძენად მანჩესტერ სიტიდან ემანუელ ადებაიორი მოიყვანოს არენდით. იხილეთ fanebi.com
-
ინტერის ცენტრალურმა მცველმა მარკო მატერაციმ უარყო Tuttomercatoweb-ის მიერ გავრცელებული ცნობა,რომ იგი შეიძლებოდა ამერიკის ლიგაში წასულიყო სათამაშოდ. იხილეთ fanebi.com
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/conflicts/bokeria_chochiev_shamba.jpgქართული მხარის დელეგაცია ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან, კავკასიის ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე საკვანძო საკითხებს განიხილავენ. დელეგაციის წევრები ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე დაძაბულ მოლაპარაკებებს ელოდებიან. polity.ge
-
28 ივლისიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილი ორი ქართველი ჟურნალისტის, ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის ავტორი ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილია. მუზეუმის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის პირველი აბზაცი გვამცნობს, რომ ჟურნალისტები ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის” დაიღუპნენ. მეორე აბზაცი არანაკლებ ინფორმაციულია: ”დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის კუთვნილებაა და იმ ადამიანთა ნამოღვაწარის შეფასება, ვინც ამ ტრაგიკულ სინამდვილეში ბოლომდე ასრულებდა ურთულეს მისიას. ალექსანდრე კლიმჩუკის და გიგა ჩიხლაძის ნამუშევართა გამოფენა ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ისტორიას სჭირდება თანამოაზრეები”… ჟურნალისტური საქმიანობის მესიანისტურ ჭრილში განხილვისას ირკვევა, რომ ამ პროფესიული მოვალეობის შესრულება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა. პროფესიის პატრიოტულ დისკურსში გადატანა და მისი იდეოლოგიზება კი საბჭოთა წარსულთან ან ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმის მოწოდებებთან ასოცირდება, რომლის დროსაც ყველა სამსახური სამშობლოსთვის მსახურებას, სასიქადულო მამულიშვილობას ნიშნავს. ალექსანდრე კლიმჩუკი ფრანგული Le Mond-ის, რუსული NewsWeek-ის, სააგენტოების Itar Tass, როიტერი, გაზეთების “კომსომილსკაია პრავდა”, “მოსკოვსკი კომსომოლეც” და სხვა გამოცემებისთვის მუშაობდა, იყო ფოტოსააგენტოს Caucasus Press Images ხელმძღვანელი. ტელეკომპანია "ალანიას" საინფორმაციო სამსახურის რედაქტორ და ჟურნალ "ნიუსვიქის" კორესპონდენტ გიგა ჩიხლაძესთან ერთად 2008 წლის აგვისტოში იგი კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას მოკლეს. 2008 წლიდან მოყოლებული ალექსანდრე კლიმჩუკის გამოფენები გაიმართა სახალხო დამცველის ოფისში და გალერეაში ”აკადემია +”. აგვისტოს შუა რიცხვებამდე თბილისის ისტორიის მუზეუმში დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, კლიმჩუკის მხატვრულ და დოკუმენტურ ფოტოებს, ასევე გიგა ჩიხლაძის კორესპონდენციას გაეცნოს. სრული ინფო(netgazeti.ge)