Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 24 ათას 311 აბორტი დაფიქსირდა 2009 წელს საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით. ქალთა რეპროდუქციის საკითხებზე ჩატარებულმა ბოლო კვლევამ კი აჩვენა, რომ ქვეყანში აბორტების რეალური ციფრი, დაახლოებით, 7 ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს. აბორტების 2009 წლის სტატისტიკა ქვეყნის დაავადებების სტატისტიკური ანგარიშის წინასწარი მონაცემების ნაწილია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა. დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემთა ანალიზისა და წარდგენის ცენტრის განყოფილების უფროსის, მარინა შახნაზაროვას თქმით, 2009 წლის აბორტების სტატისტიკა წინა წლის მონაცემებისგან უმნიშვნელოდ განსხვავდება. თუმცა არც ერთი მონაცემი რეალური არ არის. „რეალური ციფრს გაგება ამ მონაცემებით მაინც შეუძლებელია, მანამდე მაინც, სანამ ქვეყანაში კვლევა არ ჩატარდება“, –ამბობს შახნაზაროვა. ქალთა რეპროდუქციის საკითხებზე საქართველოში კვლევა ყოველ 5 წელში ერთხელ ტარდება. მორიგი კვლევა 2011 წელს უნდა ჩატარდეს. ასეთი უკანასკნელი კვლევა საქართველოში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, დაავადება კონტროლისა და პრევენციის აშშ–ს (DRH/CDC) ცენტრებმა, საქართველოს დაავადებათ კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, გაეროს (UNFPA) და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 2005 წელს ჩაატარა. კვლევაში ქვეყნის მასშტაბით ექვსი ათასზე მეტი ქალი მონაწილეობდა. შედეგების მიხედვით 2002–2005 წლებში საქართველოში ყოველ 1000 ქალზე 104 აბორტი გაკეთდა. 2002–2004 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი ეს რიცხვი 14.8 შეადგენდა. როგორც მარინა შახნაზაროვა ამბობს, რეალურ და ოფიციალურ მაჩვენებლებს შორის ასეთი სხვაობა არარეგისტრირებული აბორტების დიდი რიცხვითაა განპირობებული. 2005 წლის კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი სხვაობა ოფიციალურ და კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს შორის კავკასიის ქვეყნებშია. კვლევის მიხედვით, სხვაობა ქვეყანაში სამედიცინო საქმიანობის კონტროლისა და შეფასების დაბალი ხარისხით, აბორტის პროცედურის არასწორი კლასიფიკაციით, დაფიქსირებითა და ანგარიშგებით არის გამოწვეული. „ოფიციალური მონაცემებით კონტრაცეფციის გამოყენების დაახლოებითი ციფრის გაგებაც შეუძლებელია“, –ამბობს შახნაზაროვა. მისი თქმით, ოფიციალური მონაცემები სრულყოფილი იმ ფაქტორის გამოც არ არის, რომ მონაცემთა ბაზაში პრეზერვატივები ნახსენები საერთოდ არაა: „მათი მოხმარება ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე ხდება, ისევე როგორც აფთიაქში ნაყიდი ჰორმონალური კონტრაცეფციული საშუალებების“. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 2009 წელს თბილისში კონტრაცეფციის მხოლოდ 1995 შემთხვევა დაფიქსირდა. უკანასკნელი (2005 წლის) კვლევის თანახმად, საქართველოში რეპროდუქციული ასაკის (15–44 წელი) თითქმის ყოველი მეორე ქალი სულ მცირე ერთ აბორტს იკეთებს. აბორტების ალბათობა კი, ასაკთან ერთად იზრდება. აბორტების ყველაზე დიდი მაჩვენებელი (70 %) 35 წლის და უფროსი ასაკის ქალებზე მოდის. კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები ოჯახის სასურველ სიდიდეს ახალგაზრდა ასაკში აღწევენ და შემდგომ წლებში არასასურველი ორსულობისაგან თავის დაღწევას აბორტების გზით ცდილობენ. ქალთა რეპროდუქციის საკითხებზე პირველი კვლევა საქართველოში 1999 წელს ჩატარდა. 1999 და 2005 წლის კვლევებს შორის ინტერვალში გვიანი აბორტების (ორსულობის 12 კვირის შემდეგ) მაჩვენებელი 10 %–დან 1%–მდე დაეცა. 7–12 კვირაზე ჩატარებული აბორტების რიცხვმა კი, ქვეყანში მოიმატა. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავკშირის ყველა ქვეყანაში აბორტი შეზღუდვების გარეშე ორსულობის 12–14 კვირის ვადამდე შეიძლება. ვადების შემდეგ აბორტი მხოლოდ სამედიცინო ან გარკვეული სოციალურ–ეკონომიკური მაჩვენებლის შემთხვევაში არის დაშვებული (მაგალითად, თუკი ორსული უსაკლკარო, ქვრივი ან დაბალი შემოსავლის მქონეა). 1999 კვლევის თანახმად, მსოფლიოში აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა. ამ დროისთვის აბორტის რიცხვი საქართველოში ყოველ ათას ქალზე 125 იყო და ეს ციფრი ბევრად აღემატებოდა აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სტატისტიკას (რუსეთი–80, რუმინეთი–74, მოლდოვა– 43 , უკრაინა–55, სომხეთი–81, აზერბაიჯანი 116, საქართველო–125). მაშინდელი საქართველოს ჯანდაცვის სამინსტროს სტატისტიკის მიხედვითაც ეს ციფრი ბევრად ნაკლები იყო– ყოველ 1000 ქალზე 1999 წელს მხოლოდ 18 აბორტი ფიქსირდებოდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. http://zvigena.files.wordpress.com/2010/07/wit-banik2.jpg?w=300&h=323 გრძელდება ევროთასების შესარჩევი მატჩების სერია – ჩვენი ორი გუნდი პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა ევროპას, ორიც გულს გვიხარებს და მორიგ ეტაპისტვის ემზადება. ჯერ ხელმოცარულებით დავიწყოთ: ვით ჯორჯია– ბანიკი: სეზონის წინ ვიტელებმა მთელი რიგი ფეხბურთელები დაკარგეს, ლამის ნახევარმა გუნდმა ოლიმპს მიაშურა. დამატებით კი გამოცდილი მოთამაშე არავინ დაუმატებიათ და შედეგიც სავალალო მივიღეთ. აქაური პირველი შეხვედრა კატასტროფული ანგარიშით 6–0 წაავაგეთ, რასაც თბილისურ ფორუმზე ერთი სპეციალური ტოპიკიც კი მიეძღვნა, სათაურით –”ვით ჯორჯია ეს არის სირცხვილი” და არც გაემტყუნება თემის ავტორს და იმ ხალხს, ვინც ამ ტოპიკში არაერთი “ტკბილი” სიტყვით სავსე პოსტს წერდა. თავის მხრივ ბანიკი დიდი ვერაფერი გუნდი იყო – პირველ ტაიმში ვითელებმა უკეთესი ფეხბურთიც კი ითამაშეს, მცირედი გამართლება და დაწინაურებაც კი შეგვეძლო, კვარაცხელიას ქონდა ერთი ერთზე კარგი გასატანი მომენტი, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მერე იყო ჩეხების იშვიათი შეტევა, მაღალი ჩაკიდებული ბურთი და მცველთა და მეკარის არადამაჯერებელი თამაში, მეტოქის ფეხბურთელმა თავი ბურთს ოდნავ წაკრა და მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა 0–1. მეორე ტაიმი დაიწყო და მსაჯმა სტუმრებს საკმაოდ საეჭვო თერტმეტმეტრიანი დაუნიშნა, 0–2 და აქედან დაიწყო ვით ჯორჯიას საბოლოოდ არევა. ჩვენებურების სენია – სანამ 0–0 არის და შანსია რამე გამოვიდეს, ასე თუ ისე დალაგებულ ფეხბურთს ვთამაშობთ, საკმარისი იყო 0–2 გამხდარიყო, გუნდი მოიშალა, ვინ სად დარბოდა, ვინ რას აკეთებდა, კაცი ვეღარ გაიგებდა ( შედარებით ვიძახი, თორემ ისევ ავღნიშნავ, არც მანამდე ვაჩვენებდით რამე განსაკუთრებულს, მაგრამ ისეთ ბავშვურ შეცდომებს მაინც არ ვუშვებდით, როგორიც მეორე ბურთის მიღების შემდეგ დავუშვით ). კი, უკვე გარკვეული იყო შემდეგ წრეში გასული გუნდის ვინაობა, მაგრამ ხომ არის განსხვავება როგორ აგებ – ბრძოლაში, ღირსეულად, თუ ასე სამარცხვინოდ 0–6 ?! სტადიონზე მოსული 2–3 ათასი კაცი გაბრაზებული უკვე მეტოქის კარგ თამაშს ტაშს რომ უკრავდა. ფეხბურთელს ხომ უნდა ქონდეს კარგი გაგებით აგრესია, ბრაზი, როგორ უნდა დაეჩაგვრინო ასე მეტოქეს. თავმოყვარეობა, ხომ უნდა არსებობდეს ასეთი რამ ?! ეს არის დიდი არაპროფესიონალიზმი, როცა გუნდი გაშვებული გოლის გამო ასეთ დემორალიზაციას განიცდის, იმდენად დიდს, რომ სულ რაღაც 20 წუთიან მონაკვეთში ბავშვურ შეცდომებს უშვებს და ზედიზედ ოთხ გაუგონრად ადვილ ბურთს ატანინებს მეტოქეს. ერთიც ავღნიშნოთ, ზედ ამ თამაშს წინ ვითის აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს და მწვრთნელს შორის ( ბერიაშვილი–გომელაური) შეხლა მოხდა, რასაც ბერიაშვილის გუნდიდან მოქვეთა მოყვა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება რომ გუნდმა უბრალოდ გომელაური ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაშ და ასეთი სამარცხვინო მარცხის შემდეგ იძულებული გახადა კლუბიდან წასულიყო. ეს უბრალოდ ვარაუდია, მე იმის ილუზია არ მაქვს რომ ამ ფორმაციის გუნდი სხვა შემთხვევაში ბანიკს გაცდებოდა და არც ასეთი ახსნით იქნება სწორი ეს მარცხი გამართლდეს. http://zvigena.files.wordpress.com/2010/07/wit-banik.jpg?w=300&h=196 არადა ჩეხებიც რომ დიდი ვერაფერი გუნდი იყო და თამაში შეიძლებოდა, მეორე მატჩში გამოჩნდა – მომენტები ვნახე და ვითს მეტი შანსი ქონდა გაეტანა ვიდრე ბანიკს. შეხვედრა კი უგოლო ფრით 0–0 დასრულდა. არ მგონია ბანიკის გულშემატკივარი ბედნიერი ყოფილიყო ასეთი შედეგით, როცა გასვლაზე 6–0 იგებ, მაყურებელი შინაურ სტადიონზე გამარჯვების სანახავად მიდის, და ამ დროს 0–0. მოკლედ კარგად არის დასაფიქრებელი, საქმე როგორ უნდა ვაკეთოთ. ასეთი სირცხვილის ჭამას ჯობია სულ არ გაიყვანო გუნდი ევროარენაზე. <p style="text-align:left;"> http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/380/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/380/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/380/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/380/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/380/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/380/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/380/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=380&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  3. კითხვაზე თუ რას ნიშნავს დემოკრატია, თბილისში გამოკითხულთა 46-მა % უპასუხა, რომ დემოკრატია სიტყვის და მედიის თავისუფლებას ნიშნავს. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და პერიოდულად ატარებს კვლევებს სხვადასხვა საკითხებზე. ამჯერადაც, 12 დღის მანძილზე 24 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, ინსტიტუტმა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით თბილისში 2053 შერჩეული ადამიანი გამოიკითხა. თემები, რომელსაც NDI შეეხო, არა მხოლოდ დემოკრატიის ქართული განსაზღვრების დადგენას გულისხმობს. თუმცა, საინტერესოა, რომ ამ კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, დადებითი პასუხი 33%-მა გასცა. უარყოფითი კი-46%-მა. მოსახლეობისთვის მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილებია. მოსახლეობის 71% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. Mმეორე რიგის საკიტხი გამოკითხულთა უმრავლესობისთვის კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. NDI-ს მკვლევარებმა რესპოდენტები სასურველი რეფორმების შესახებაც გამოკითხეს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმად გამოკითხულთა 38%-მა სასამართლოს რეფორმა დაასახელა, 35-მა საკუთრების დაცვის რეფორმა. ასევე დასახელდა საკონსტიტუციო და საგადასახადო რეფორმა. 13%-ს მიაჩნია, რომ მედიის დამოუკიდებლობის გაზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა მათგან მხოლოდ 4% აქვს იმედი, რომ მედიის დამოუკიდებლობის უზრუნვესალსაყოფად რეფორმა გატარდება. რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის გატარების სურვილიც 22% აქვს, მხოლოდ 10 იმედოვნებს, რომ მსგავსი რეფორმა გატარდება. საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, NDI-მ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა გამოკითხულ რესპოდენტებს. მკვლევარებმა მათ განუმარტეს, რომ ამჟამინდელი კონსტიტუციით, ძლიერი საპრეზიდენტო სისტემაა, ხოლო ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია განიხილავს, ძლიერ პრემიერ მინისტრის ინსტიტუტს ითვალისწინებს. ძლიერ პრემიერ-მინისტს მხოლოდ 14 % იწონებს. რესპოდენტთა უმრავლესობას, 48%-ს, მაინც ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტური მოსწონს. კითხვაზე, ვითარდება თუ არა საქართველო სწორი მიმართულებით, გამოკითხული 2053 ადამიანიდან, 9% აღნიშნა, რომ ქვეყანა “ნამდვილად სწორი მიმართულებით” ვითარდება. Bბევრად უფრო მეტი, 42% მიიჩნევს, რომ “ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება”, 15% თვლის, რომ საქართველო არ ვითარდება, ხოლო 11 % აზრით, “არასწორი მიმართულებით ვითარდება”. კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტომ (CIDA) დააფინანსა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა. კვლევის ავტორების განცხადებით შედეგებში ცდომილება მხოლოდ +/- 3%-ია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის, ეთერ ნინუას მკვლელობაში ბრალდებულის თამაზ გოგიას საქმის განხილვა… ლინკი მედიანიუსზე
  5. არასამთავრობო ორგანიზაციამ `ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი~ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამავე სასამართლოს წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანა. `ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი~ სასამართლოსგან… ლინკი მედიანიუსზე
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/aqciawmv_000162760-150x150.jpgუზენაესმა სასამართლომ “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერის ეკა ბესელიას შვილის რატი მილორავას და ძმის სერგო ბესელიას სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/beselia2.jpg itvს ლინკი
  7. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სრულფასოვან უწყებად ჩამოყალიბდა. როგორც მან… ლინკი მედიანიუსზე
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/16-150x150.jpgმაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთის” გათიშვის შედეგად, აღმოსავლეთ საქართველოში აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. დედაქალაქში რამდენიმე წუთიღ გაითიშა მეტროპოლიტენიც. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/deni.jpg itvს ლინკი
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა მეთიუ ბრაიზამ, აზერბაიჯანის ახალი ელჩის პოსტზე ობამას მიერ წარდგენილმა სადავო კანდიდატურამ, კაპიტოლიუმის ბორცვზე 22 ივლისს თანამდებობაზე დამტიკიცების პროცედურა გაიარა. ის თავს იცავდა იმ ბრალდებებისგან, რომლის თანახმადაც, ის ბაქოს სასარგებლოდაა მიკერძოებული და ამტკიცებდა, რომ კავკასიაში აშშ-ს პოლიტიკის ობიექტური დამცველი იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, კრიტიკოსების დარწმუნება ვერ შეძლო. ბრაიზა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეკავა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის თანამდებობა და სამხრეთ კავკასიაში შეერთებული შტატების ყველაზე თვალსაჩინო დიპლომატი იყო, ბაქოში ვაშინგტონის ახალი ელჩის თანამდებობაზე მაისში წარადგინეს. ბაქო უკვე ერთ წელზე მეტია ამერიკის ელჩის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები ამერიკის მხრიდან იგნორირებას უჩიოდნენ. ბოლო თვეებში სიტუაციის გამოსასწორებლად აზერბაიჯანს თეთრი სახლის დავალებით სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ეწვივნენ. აზერბაიჯანი მიესალმა ბრაიზას წარდგენას თანამდებობაზე და აზერბაიჯანულ-ამერიკულმა ჯგუფებმა ამ დანიშვნას მხარი დაუჭირეს, რამაც მისი თანამდებობაზე დამტკიცების შანსები განამტკიცა. მაგრამ ამერიკულ-სომხური ჯგუფები კატეგორიულად ოპონირებდნენ ამ დანიშვნის წინააღმდეგ და აცხადებდნენ, რომ ის აზერბაიჯანის სასარგებლოდ და სომხეთის წინააღმდეგაა განწყობილი. ბრაიზამ თანამდებობაზე დამტკიცების პროცედურაზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ბრალდებები მისი მიკერძოებული პოზიციის შესახებ უარყო. ”(აშშ-ს) ინტერესების გატარების პროცესში წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა ორივე მხარისადმი ობიექტური და სამართლიანი დამოკიდებულების შენარჩუნებაა” – განაცხადა მან. ”კრიტიკა… ორივე მხრიდან ისმის, აზერბაიჯანიდანაც და სომხეთიდანაც, ასეთია დიპლომატიური საქმნიანობის ფასი”. ბრაიზას უფრო მძიმე შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა, ვიდრე ელჩობის კანდიდატთა უმეტესობას. კითხვებს ძირითადად ორი დემოკრატი სენატორი სვამდა, ბარბარა ბოქსერი კალიფორნიიდან და რობერტ მენენდეცი ნიუ-ჯერსიდან, დიდ სომხურ-ამერიკულ საარჩევნო ოლქს წარმოადგენენ. მენენდეცმა ბრაიზას სომხეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, ჯონ ევანსის შესახებ დაუსვა კითხვა. ის იმის გამო დაითხოვეს, რომ სომხების გენოციდი აღიარა. ბრაიზამ უპასუხა, რომ მას ამ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია. ”ელჩ ევანსის გათავისუფლებაში მე არავითარი როლი არ მითამაშია. ჩემთან კონსულტაცია არ გაუვლიათ და ამ შემთხვევის შესახებ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ შევიტყვე… როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამის დაჯერება, მე პროცესში მონაწილეობა არ მიიღია”. მან არ უპასუხა ბოქსერის შეკითხვას სომხეთის წინააღმდეგ მიმართული ბაქოს აგრესიული რიტორიკის და იმის შესახებ ”აქტიურად ამწვავებს თუ არა სიტუაციას” ასეთი განცხადებები. მაგრამ მან აღიარა, რომ ამ ბოლო დროს საზავო შეთანხმების დარღვევის ინციდენტი, რომელსაც ოთხი სომეხი ჯარისკაცი და ერთი აზერბაიჯანელი ემსხვერპლა, აზერბაიჯანის მიერ იყო ინიცირებული. ”კონტაქტის ხაზი აზერბაიჯანმა გადაკვეთა, სომხებმა უპასუხეს, რასაც მსხვერპლი მოყვა და რაც (სახელმწიფო) მდივანმა კლინტონმა დაგმო”. ”მთიანი ყარაბახის კონფლიქტი სამხედრო ძალით ვერ გადაწყდება” – დასძინა მან. ბეაიზამ განაცხადა, რომ მხარს უჭერდა აშშ-ს დახმარებას ყარაბახისადმი და უარყო, რომ უგულვებელყო 2005 წელს ჯულფაში, აზერბაიჯანში ძველებური სომხური სასაფლოს განადგურების ფაქტი. როდესაც აზერბაიჯანში ორი ოპოზიციურად განწყობილი ბლოგერის დაპატიმრების შესახებ დაუსვეს კითხვა, ბრაიზამ უპასუხა, რომ თუ მას თანამდებობაზე დაამტკიცებენ, პრესის თავისუფლება მისთვის ”მთავარი პრიორიტეტი” იქნება. მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანს დემოკრატიზაციის პროცესში ”გრძელი გზა აქვს გასავლელი”, მაგრამ მას პოტენცია გააჩნია: ”საბოლოოდ, თუ აზერბაიჯანი მოახერხებს დემოკრატიზაციის, კეთილდღეობისა და მისი კულტურის ელემენტების შეთავსებას, ის შეიძლება მსოფლიოში გარდამავალი ქვეყნებისთვის მაგალითად იქცეს”. ყველაზე მეტი წინააღმდეგობა ბრაიზას ცოლს, ზეინო ბარანს, ვაშინგტონის ჰადსონის უნივერსიტეტის თურქული წარმოშობის ამერიკელ მეცნიერს უკავშირდება. მოსმენაზე მან განაცხადა, რომ მისი ქოწრინება არ ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და სახელმწიფო დეპარტამენტს მისი ფინანსების საფუძვლიანი კონტროლის შედეგად არ აღმოუჩენია არაფერი არაკორექტული. მან განაცხადა, რომ ბარანი, მასზე, როგორც ელჩზე გავლენას ვერ მოახდენს და რომ მათი ერთობლივი პოზიციები სულების ნათესაობის შედეგია. ”ჩვენ ერთმანეთთან პირველ რიგში დაგვაკავშირა მისმა მახვილმა, ბრწყინვალე ჭკუამ, იმან, რომ ის იგივე საერთაშორისო ღირებულებებისადმია ერთგული, რომელთა ერთგული მეც ვარ, ესენია: მშვიდობა, კეთილდღეობა, დემოკრატიზაცია, ისლამისა და დემოკრატიის თავსებადობა. ჩვენ სამყაროს შესახებ ერთნაირი იდეები გავქვს და შესაძლოა სწორედ ამიტომ შეგვიყვარდა ერთმენეთი. მაგრამ ამავე დროს ჩვენ 10 წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ჩვენი პირადი და პროფესიული ცხოვრება” – განაცხადა მან და დასძინა, რომ თუ თანამდებობაზე დაამტკიცებენ, ბარანი არ დააყენებს სახელმწიფო დეპარტამენტის, ან ბაქოში აშშ-ს საელჩოს წინაშე ჰადსონის ინსტიტუტთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხს და რომ ამავე დროს ისიც ინსტიტუტთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხს წინასწარი ნებართვის გარეშე არ განიხილავს. ბრაიზასა და ბარანის ქორწილს სტამბოლში აზერბაიჯანის მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანი დაესწრო, რაც ოპონენტებმა ბაქოსთან მათი მყუდრო დამოკიდებულების მტკიცებულებად გამოიყენეს. მაგრამ ბრაიზამ განაცხადა, რომ წყვილმა ქორწილში სხვადასხვა რანგის სტუმრები მიიწვია და მან არ იცოდა, ვინ მიიღებდა მიწვევას. ”ჩვენ მოვიწვიეთ უამრავი ადამიანი, რომლებიც ჩვენი ნაცნობობის ათი წლის განმავლობაში, ჩვენს სამუშაოსთან იყვნენ დაკავშირებულნი. ჩემი მხრიდან მათ შორის იყვნენ სამთავრობო ჩინოვნიკები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ოპოზიციის ლიდერები, რელიგიური ლიდერები, მათ შორის მისი უწმინდესობა სტამბოლის მსოფლიო პატრიარქი, სომხეთის პატრიარქი მესრობი (აწ განსვენებული) – დიახ აზერბაიჯანიდან, მაგრამ სომხეთიდანაც, თურქეთიდანაც, კვიპროსიდანაც და სხვა ქვეყნებიდან, სადაც ჩემი კარიერის განმავლობაში მიმუშავია. ბრაიზას თქმით, ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ქორწილი ერთმა აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა დააფინანსა ”აბსულუტური ტყუილია” და რომ ქორწილის საფასური მთლიანად ოჯახმა გადაიხადა. ბრაიზას იმაშიც სდებენ ბრალს, რომ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი წაქეზებით ირწმუნა ვაშინგტონის უპირობო მხარდაჭერა და ამ განცდამ შეუწყო ხელი 2008 წელს სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ სამხრეთ ოსეთზე შეტევის განხორციელებას. თუმცა სენატში ბრაიზასთვის ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვამთ. ყველა სენატორი მტრულად განწყობილი არ ყოფილა. რიჩარდ ლუგარმა, რესპუბლიკელმა ინდიანადან, უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და ბრაიზა ოფიციალურად ”წარუდგინა” კომიტეტს. ”მეთიუ ბრაიზა ერთმნიშვნელოვნად კვალიფიციურია… აშშ-ს პრიორიტეტების გატარებაში” – განაცხადა მან. ”მისი პირადი ძალისხმევა კავკავსიის ქვეყნებში ურთიერთობათა გამოსწორებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო”. ბრაიზას გამოსვლამ მისი ოპონენტების დასამშვიდებლად ბევრი ვერაფერი გააკეთა. ამერიკის სომეხთა ნაციონალურმა კომიტეტმა, რომელიც ამ კანდიდატურის ყველაზე თვალსაჩინო მოწინააღმდეგე იყო ვაშინგტონში, განაცხადა, რომ ამ მოსმენებმა ”უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი გასცა მათ”. ”ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის კონტექსტში, მისი პასუხები… წარუმატებელი იყო. განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი ცოლი, პროფესიულად უჭერს მხარს კასპიის ზღვის ენერგეტიკულ პოლიტიკას და მუშაობს ჰადსონის ინსტიტუტში, რომლის მხარდამჭერებს შორის არიან აზერბაიჯანელები, თურქები და ენერგეტიკული კორპორაციები. ამიტომ დაპირება, რომ ახლა ის შორს დაიჭერს თავს დეპარტამენტის იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც აზერბაიჯანთან მუშაობენ, ძალიან უმნიშვნელოა, ძალიან დაგვიანებულია, გამომდინარე იქიდან, რომ მას ათი წლის განმავლობაში ეკავა მაღალი და სენსიტიური თანამდებობა და უშუალოდ ურთიერთობდა ბაქოსა და კასპიის ზღვის ენერგეტიკულ წარმოებასთან”. ორიგინალი ორიგინალი
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/zaqaria1-150x150.jpgარასამთავრობო ორგანიზაციის „კანონი ხალხისათვის” ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი და სამართლის დოქტორი ევა გოცირიძე ევროსასამართლოსთან დაკავშირებით საზოგადოებას ახალ ინიციატივას სთავაზობენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/zaqaria.jpg itvს ლინკი
  11. რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობას ვერაფერი დაანგრევს. ეს განცხადება მედვედევმა კრემლში გამართულ… ლინკი მედიანიუსზე
  12. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი საერთაშორისო მაფიასთან არის დაკავშირებული. როგორც მან სასჯელაღსრულების, პრობაციისა… ლინკი მედიანიუსზე
  13. კატალონიის ბარსელონამ სესკ ფაბრეგასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ჩემპიონი უკვე კამპ ნოუს ბინადარია, კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჯერ ისევ ჩიხშია შესული. იხილეთ fanebi.com
  14. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ძველი თბილისის რაიონში, გრიშაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, რომელიც… ლინკი მედიანიუსზე
  15. მანჩესტერ სიტი - ნიუ იორკ რედ ბულსი 1:2 იხილეთ fanebi.com
  16. დღევანდელი ამხანაგური შეხვედრა ფეინოორდსა და მალიორკას შორის,ჯოვანი ვან ბრონხორსტის კარიერაში ბოლო აღმოჩნდა. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...