planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/jaba-150x150.jpgრამდენიმე საათიანი დაკავება 400 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემდეგ დასრულდა. მოძრაობა ,,7 ნოემებრის” აქტივისტი ჯაბა ჯიშკარიანი სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს გამომცემლობა ,,სამშობლოსთან” დააკავეს. რა გახდა ჯიშკარიანის დაპატიმრების მიზეზი და რას ჰყვებიან თვითმხილველები, ნახეთ ანნა ლაპიაშვილის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/jishkariani.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/49571-150x150.jpgქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს მიერ გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იქნენ დაკავებულნი. ვაჟა აზარიაშვილი, ზურაბ აღდგომელაშვილი, წარსულში ნასამართლევი მერაბ ჭელიძე და კახელი ხოტენაშვილი, ეჭვმიტანილ იქნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავებში არსებულ მე-18 და მე-19 საუკუნეების ისტორიული და კულტურული ფასეულობების მქონე, ცხრამეტი დასახელების უნიკალური რუსულენოვანი წიგნების მითვისებაში. სულ 516 ტომი, წინასწარ შეთანხმებული სქემის მიხედვით, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საქართველოდან უკრაინაში იქნა გატანილი. წინასწარ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე ქ.თბილისის მთავარი სამმართველო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 180-ე მუხლებით აწარმოებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/policia4.jpg itvს ლინკი
-
http://www.n24.de/media/_fotos/3panorama/2008_9/juni_8/080619_3/bgfuballertattoos/09_jansen2_dpa_gr.jpg როგორც იცით ლივერპული დაინტერესებული იყო ჰამბურგის მარცხენა მცველით მარსელ იანსენით ,მაგრამ მარსელმა განაცხადა , რომ ის ამ სეზონში ითამაშებს ჰამბურგში შემდეგ კი გადაწყვეთს გააგრძელოს თუ არა კარიერა ლივერპულში. როგორც იცით ლივერპულს მარცხენა ფლანგზე პრობლემა აქ , ფაბიო აურელიომ გუნდი დატოვა ხოლო ინსუა მალე შესაძლოა გადავიდეს ფიორენტინაში 5 მილიონად , ამ შემთხვევაში ლივერპული მარცხენა მცველის გარეშე დარჩება. იანსენის აგენტმა განაცხადა : ლივერპულს შეუძლია დაიწყოს ახალი ვარიანტის ძებნა რადგან ეს ტრანსფერი გამოირიცხა . ინფორმაციის წყარო : goal.com View the full article
-
http://www.euroweeklynews.com/images/stories/heart/dani_pacheco_liverpool.jpg“ლივერპულისა” და ესპანეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავით, რომელმაც უკვე 19 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში 3 თამაშში 3 გოლი გაიტანა, ესპანური “რეალ სოსიედადის” ინტერესის სფეროში მოექცა. პრიმერა დივიზიონში დაბრუინებული გუნდი ცდილობს, იყიდოს ისეთი ფეხბურთელები, რომელიც გუნდს დაეხმარება დიდი მიზნების მიღწევაში და დააბრუნებს ევროპის გათამაშებებში და მათთვის ყველაზე კარგი ვარიანტი დანი პაჩეკოა , რომელსაც მათი თქმით შეუძლია სოსიედადის ლიდერი გახდეს და ჩემოყალიბდეს ძლიერ თავდამსხმელათ. 19 წლის თავდამსხმელი 2007 წელს მოვიდა ლივერპულში ბარსელონას აკადემიიდან და ძირითად გუნდში დებიუტი შარშან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ფიორენტინას წინააღმდეგ ქონდა და სწორედ ამ თამაშის შემდეგ მას არაერთი შანსი მიეცა ძირითად გუნდში თამაშისა. დანი პაჩეკოს განცხადებით მისი ოცნებაა ტორესთან ერთად შექმას მსოფლიოში ყველაზე მრისხანე თავდასხმის ხაზი,მაგრამ არის ერთი ვარიანტი, რომ გაუშვან პაჩეკო 1 წლით იჯარით ძირითადში თამაშის გამოცდილების გამო. ვნახოთ რა იქნება იმედია ლივერპული არ შეელევა ამ ესპანელ ტალანტს . ინფორმაციის წყარო : goal.com View the full article
-
http://in.reuters.com/resources/r/?m=02&d=20100726&t=2&i=163953954&w=460&fh=&fw=&ll=&pl=&r=img-2010-07-26T174749Z_01_NOOTR_RTRMDNC_0_India-504003-1მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა და აწ უკვე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი რაული, შესაძლოა “ლივერპულში” აღმოჩნდეს. როგორც ესპანელი ლეგენდა ამბობს, მას შემოთავაზება 4 გუნდიდა აქვს : მანჩესტერ იუნაიტედიდან, ლივერპულიდან , შალკედან და ნიუ იორკ რედ ბულიდან, მაგრამ მას ამერიკაში თამაში არ სურს. 33 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ ორივე ჩემპიონატი ძალიან ხიბლავს და სამივე ევროპული გუნდის შეთავაზებას განიხილავს. ასე რომ, შესაძლებელია ლივერპულმა კიდევ ერთი თავდამსხმელი დაიმატოს . რაულმა მადრიდის რეალში 16 წელი ითამაშა და 16 ტიტული მოიგო მან ჩატარებულ 741 თამაშში 323 გოლი გაიტანა . ინფორმაციის წყარო : Teamtalk , www.liverpoolfc.tv View the full article
-
თბილისის სოციალურად დაუცველ ოჯახთა სიაში იმაზე მეტი ოჯახი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდბენ. შედეგად, ოჯახები, რომლებიც ერთი თვის წინათ, საცხოვრებელის არქონის გამო, თბილისის მერიასთან ცხოვრობდნენ, აგვსიტოს ბოლომდე ისევ გაურკვეველ მდგომარეობაში რჩებიან. უახლოეს მომავალში 1300 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან საცხოვრებელს ათი ოჯახი მიიღებს. საცხოვრებელი სახლები, რომლებიც საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მეორე ნაკადისთვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) ვარკეთილში ააშენა, ჯერ ისევ ცარიელია. სახლების მობინადრე სოციალურად დაუცველი ოჯახების შერჩევა ივლისში უნდა დამთავრებულიყო. თუმცა, როგორც SDC-ს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორი თამარ წივწივაძე ამბობს, თბილისის მერიამ სააგენტოს სოციალურად დაუცველ ოჯახთა იმაზე დიდი სია მიაწოდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. პროექტის თანახმად, 24 ახალაშენებულ ბინაში 10 თბილისელი სოციალურად დაუცველი და 14 დევნილი ოჯახი უნდა შესახლდეს. თამარ წივწივაძის თქმით, დევნილთა ოჯახები უკვე შერჩეულია და ახლა ისინი თბილისელ სოციალურად დაუცველ ოჯახთა გამოვლენას ელოდებიან. „რთულია 1300 ოჯახიდან 10 ოჯახის ოპერატიულად შერჩევა, თბილისის ოჯახებს ახლა 30 ჯგუფი არჩევს“–ამბობს თამარ წივწივაძე. პროექტში რამდენიმე უწყებაა ჩართული: თბილისის მერია, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), და გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR). ოთხივე უწყების წარმომადგენლებისაგან შემდგარი ჯგუფი სოციალური სახლების პოტენციურ მობინადრეებს სხვადასხვა კრიტერიუმებისა და შეფასების რამდენიმე საფეხურით აფასებენ. გია კუპრავა, რომელიც მეუღლესთან და 9 წლის შვილთან და კიდევ ორ ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის მერიასთან ცხოვრობდა, დაახლოებით თვენახევარია, რაც ნაძალადევის რაიონში, ნაქირავებ 4 კვადრატულ მეტრში, ცხოვრობს. მერიასთან რამდენიმედღიანი ცხოვრების შემდეგ, მერიის თანამშრომლებმა ბინის დაქირავება და ლოდინი ურჩიეს. კომისია კუპრავას ბინაში სამი კვირის წინ უკვე მივიდა. როგორც გია კუპრავა ამბობს, ოჯახის წევრებთან გასაუბრება დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. კუპრავას ოჯახი, შერჩევის სხვა ეტაპების გასავლელად, კომისიას კიდევ ელოდება. თუმცა რამდენ ხანს გასტანს შერჩევის სრული პროცესი, არ იცის. „მთელი დახმარება, რასაც სოციალურად დაუცველობისთვის ვიღებთ, ბინის ქირაში მიდის. მაგრამ სხვა რა გზაა. მერიაში გვითხრეს, რომ კომისია სხვაგან ვერ მოგვაგნებდა“. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორი, თამარ წივწივაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდა, რომ მერიამ მათ ყველა ასეთი ოჯახის სია მისამართებიანად უკვე მიაწოდა. დღეს სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ სიაში კიდევ დაამატა სოციალურად დაუცველი ოჯახები და აგვისტოს ბოლომდე 10 ოჯახის შერჩევა ვეღარ მოხერხდება. პროექტი „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში თბილისში” მიზნად ისახავს, თბილისში რეგისტრირებული და მაცხოვრებელი სოციალურად ყველაზე დაუცველი და უსახლკარო ფენის წარმომადგენლების (მათ შორის დევნილების) გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებითა და სოციალური დაცვით უზრუნველყოფას. პირველი მსგავსი პროექტი თბილისში 2008 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. მაშინ ვარკეთილში ოთხი ორსართულიანი სახლი აშენდა, სადაც ამჟამადაც 28 ოჯახი ცხოვრობს. ოჯახებს უფლება აქვთ, სახლებში იქამდე იცხოვრონ, სანამ სოციალურად დაუცველთა სტატუსი ექნებათ. ამავე თემაზე იხილეთ: ”სახლი” თბილისის მერიასთან მოლოდინი ოთხ კვადრატულ მეტრში სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/4957-150x150.jpgგანათლების სამინისტროში პარასკევს დილით „თავისუფლების ინსტიტუტის” წევრმა თეა თუთბერიძემ და იურისტებმა რევაზ რიჟამაძემ და ილია ლომიამ პირადად მინისტრ დიმიტრი შაშკინის სახელზე გააგზავნეს განცხადება. მათ სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, თუმცა პასუხი განცხადების ავტორებმა სამინისტროში პირადად მისვლამდე ვერ მიიღეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/tea1.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif გაეროს საერთაშორისი სასამართლომ კოსოვოს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რამაც გააოგნა, როგორც სერბები, ასევე კოსოვოელი ალბანელები და ამავე დროს იმის შიშიც გააჩინა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მთელს მსოფლიოში სეპარატისტული მოძრაობები წააქეზოს. არსებობდა მყარი რწმენა იმისა, რომ სასამართლო ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდა და სერბებსა და ალბანელებს საკუთარი ინტერპრეტაციის საშუალებას დაუტოვებდა. ამის ნაცვლად მოსამართლეთა არასავალდებულო რჩევა აშკარად უფრო ალბანელების მხარდასაჭერი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა. შედეგი სერბეთისთვის კატასტროფულია. რეალურად ამ ფაქტმა სერბების კამპანიას, რომლის მიზანიც საერთაშორისო სამართლის გამოყენებით, თავისი ყოფილი პროვინციის იძულება და მისი სერბეთის დაქვემდებარებაში დაბრუნება იყო გაცამტვერებულია. (ამ პროვინციის გამო ნატომ 1999 წელს ომი დაიწყო, ხოლო 2008 წელს მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა). ახლა თუ სერბეთი დაეთანხმება მოლაპარაკებებს კოსოვოს მთავრობასთან, ის ბევრად სუსტ პოზიციაში იქნება. სერბები აღშფოთებულნი და დამცირებულნი არიან. ისინი დღესაც კოსოვოს თავისი ისტორიული რეალობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. მაგრამ რეგიონის უმეტესმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა. კოსოვოს ყველა უშუალო მეზობელმა უკვე აღიარა მისი დამოუკიდებლობა ისევე, როგორც ევროკავშირის 27 წევრიდან 22-მა. ყველას ახსოვს წარსულის პირქუში წლები სერბეთის მმართველობისა, ალბანელების ამბოხი, სასტიკი რეპრესიები, იარაღით ვაჭრობა, გაქცეული ლტოლვილები. როგორიც არ უნდა იყოს მათი შეშფოთება სეპარატისტული მოძრაობების გამო, ყველას შედარებითი სტაბილურობა ურჩევნია. მას შემდეგ, რაც ნატომ 10 წლის წინ სერბეთის მთავრობა გააძევა, ამ ნაომარ მიწაზე სტაბილურობა ძლივს დამყარდა. ეს უსიტყვო თანხმობა უნდა გაითვალისწინონ იმათ, ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სეპარატისტულ ჯგუფებს ყველგან მწვანე შუქს უნთებს, რომ კოსოვოს აღიარება დღეს, ხვალ სამხრეთ ოსეთი აღიარებას ნიშნავს და მომავალ კვირას უამრავი პატარა სახელმწიფოს გაჩენას. ამ აზრის ზურგს უკან დაბუდებულ პესიმიზმს წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს, ან მაშინ ჩვენ კონტინენტის საზღვრები სამუდამოდ უნდა გავყინოთ და 1815 წელს დაფუძნებულ იმ ”წმინდა ალიანსებს” უნდა დავუბრუნდეთ, რომელთა მიზანი პოლონეთისა და უნგრეთის დამოუკიდებლობის ამბოხებათა განადგურება იყო. ასეთ საკითხებს ვერც ერთი უნივერსალური კანონი ვერ გადაწყვეტს. კანონს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმირება ძალუძს. ბოლოს და ბოლოს ისეთი საქმეები, როგორც კოსოვოა არსებითად და საკუთრივ უნდა იქნას განიხილულნი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/chaxvaze-150x150.jpg„ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის წევრი გურამ ჩახვაძე კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბაზისო პროექტს მიუხედავად სხვადასხვა ხარვეზისა მთლიანობაში დადებითად აფასებს და მიიჩნევს რომ ახალი პროექტი მორგებულია საქართველოზე. “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დღეს NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებზეც ისაუბრა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/chaxvadze1.jpg itvს ლინკი
-
ლონდონის "ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ავრამ გრანტმა განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, ის კიდევ რამდენიმე ახალი ტრანსფერის გაკეთებას გეგმავს. იხილეთ fanebi.com