Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ბოლტონმა საბოლოოდ დაასრულა მადრიდის რეალის 19 წლის მცველის მარკოს ალონსოს ტრანსფერის საკითხი. იხილეთ fanebi.com
  2. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/P1030774-300x249.jpgმოძრაობა “7 ნოემბრის” ლიდერის ჯაბა ჯიშკარიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. როგორც “ჯეოტოპნიუსს” ამავე მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა, ჯიშკარიანს უკვე 2 საათია უშედეგოდ ეძებენ. შეგახსენებთ,რომ ჯაბა ჯიშკარიანი პოლიციამ კოსტავას ქუჩაზე, გამომცემლობასთან დაახლოებით 00:30 საათზე დააკავა. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია გამოცემლობის შენობიდან დევნილებს იძულების წესით ასახლებდა. მოძრაობა “7 ნოემბრის” ინფორმაციით, ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, დაკავებულია გამომცემლობის შენობაში მცხოვრები სამი დევნილი. Share View the full article
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ატო ლობიაკასი ბრიუსელი – კოსოვო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 26 ივლისის შეხვედრის დღის წესრიგის სათავეშია, მას შემდეგ რაც გასულ კვირას საერთაშორისო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ 2008 წელს პრიშტინას მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დაურღვევია. იმის გამო, რომ სერბეთი პოზიციას არ იცვლის და კოსოვოს სახელმწიფოებრიობის აღიარებას არ აპირებს, ბრუსელი ახლა ბელგრადს და პრიშტინას შორის (ორივეს ბლოკის შესაძლო წევრობას დაპირდნენ) მორიგების გზებს ეძებს. დიპლომატები ამბობენ, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა გასულ კვირაში ორივე მთავრობას წერილი გაუგზავნა და ევროკავშირის შუამავლობით ბრიუსელში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მიიწვია. მართალია ეს ეხმარება კოსოვოს მისი ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემის აღდგენაში, თუმცა ევროკავშირი იძულებულია ფორმალურად ნეიტრალური დარჩეს ქვეყნის სტატუსის მიმართ, რადგან მისი ხუთი წევრი–სახელმწიფო – ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და კვიპროსი – კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ხუთივე ქვეყანაში სეპრატისტების წახალისების უფრთხის. ესპანეთის და სლოვაკეთის გარდა, ამ ქვეყნების უმრავლესობა მართლმადიდებელი აღმსარებლობისაა. კვიროსის შიშები ევროკავშირის ჩინოვნიკები ამბობენ, რომ 22 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ეშტონის განცხადება, რუმინეთთან და კვიპროსთან რამდენიმესაათიან კამათს მოჰყვა, რომლებიც მისგან მოითხოვდნენ, რომ კოსოვოს მხარდაჭერის საკითხში ბრიუსელი ნეიტრალური დარჩენილიყო. კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკოს კიპრიანუმ, შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „ძალიან ლიმიტირებულია და დაყვანილია კონკრეტულ საკითხამდე, როდესაც მაგალითად, საქმე ეხება, დეკლარაციის პროცედურულ მხარეს“. „იმავდროულად ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი რაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება მოლაპარაკებების და დიკუსიის გზით, და არა (დამოუკიდებლობის) ცალმხრივი გამოცხადებით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მარკოს კიპრიანუმ. საბოლოო ჯამში, ეშტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ სერბეთის და კოსოვოს მომავალი „ევროკავშირშია“, თუმცა მათი სტატუსი დოკუმენტში ნახსენები არ არის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დიალოგი ამ ორს შორის „ხელს შეუწყობს თანამშრომლობას, ევროპისკენ სწრაფვაში პროგრესს და გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას“, ასევე სტაბილურობას რეგიონში. როგორც ჩანს 26 ივლისის ევროკავშირის მინისტერიალზე ამ განცხადების ტონი აისახება. შეხვედრაზე როგორც ჩანს სერბეთის ბლოკში ინტეგრაციის უფრო აქტიური მხარდაჭერის მიზნით ადგილი ექნება ზეწოლას ევროკავშირის შიგნით. სერბეთის ინტერგაციას დღემდე აბრკოლებდა ის, რომ ქვეყანა უუნარობას იჩენდა სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი, ძებნილი რატკო მლადიჩის დაკავებაში და უარს აცხადებდა კოსოვოს ირგვლივ თანამშრომლობაზე. ივნისში, ევროკავშირის მინისტრებმა შეწყვიტეს სერბეთთან ასოცირებასა და სტაბილიზაციის შეთანხმების რატიფიკაციის დაბლოკვა, რითაც ფაქტობრივად გზა გაუხსნეს წევრობაზე მოლაპარაკებებს. ბელგრადმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად 2009 წლის დეკემბერში შეიტანა. ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ ასევე დაძაბულ სიტუაციას ბოსნია–ჰერცოგოვინაში, სადაც ბევრი შიშობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ სრპსკას რესპუბლიკაში (ქვეყნის ბოსნიური ერთეული) შეიძლება სეპარატისტული ტენდენციები წაახალისოს. ეშტონი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებში ევროკომისარი სტეფან ფულე, ცდილობენ ბოსნიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის განამტკიცონ ბლოკის სპეციალური წარმომადგენლის და ქვეყანაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის ოფისების შერწყმით, აცხადებენ დიპლომატები. ბლოკს სურს ასევე სტიმულების სახით, კერძოდ ფინანსური დახმარების პირობების გამკაცრებითა და იმ ჩინოვნიკების მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესებით და სხვა სანქციებით, რომლებიც არღვევენ დეიტონის მშვიდობის ხელშეკრულებას, ბოსნიის პრეტენზიულ პოლიტიკურ ელიტას თანამშრომლობისკენ უბიძგოს. სააკაშვილის მოზიდვა ეშტონი წევრ სახელმწიფოებს ახლახანს მისი საქართველოში ვიზიტის შესახებაც გააცნობს ინფორმაციას. დიპლომატების განცხადებით, რომლებიც საუბარს ანონიმურობის პირობით დაგვთანხმდნენ, ბრუსელს მიხეილ სააკაშვილთან საქმიანობა სულ უფრო რთულად მიაჩნია. მათი თქმით, ეშტონს აშოთებს ის, რომ საქართველოს ლიდერი რეალიზმის ნაკლებობას განიცდის როგორც ევროკავშირთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით. გასულ თვეში, ევროკავშირმა საკუთარ სადამკვირვებლო მისიას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვრებთან მომავალ წლამდე მანდატი გაუგრძელა, მაგრამ დიპლომატები ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან დებატები ამ ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ვალდებულებების შეზღუდვაზე, გარდაუავალია. ივნისში, ევროკავშირის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიმართ სანქცების ახალი სიის შედგენასაც გეგმავენ. ბელგიის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სტივენ ვანეკერმა განაცხადა: „ჩვენ გვსურს ირანს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომისკენ ვუბიძგოთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ დიალოგი შეიძლება პრობლემების გადაწყვეტის საშუალება გახდეს“. „მაგრამ იმავდროულად, რადგან ეს ორმხრივი პროცესია, თუკი დიალოგი შეუძლებელია, მაშინ სანქციები აუცილებელია“, განაცხადა ვანეკერმა. ირანის ბირთვული მისწრაფებების მოთოკვისკენ მიმართული ახალი სანქციების სამიზნე თეირანის ენერგეტიკული სექტორი და მისთვის ახალ ინვესტიციებზე და „ნოუ–ჰაუზე“ უარის თქმაა. მინისტრები ღაზას სექტორში შექმნილ სიტუაციასაც განიხილავენ, მაგრამ ამ საკითხზე ახალი განცხადების გაკეთება არ იგეგმება. ევროკავშირს სურს ისრაელმა შეასუსტოს ღაზას სექტორის ბლოკადა და სიცოცხლისუნარიანი პალესტინური სახელმწიფოს შექმნის მიზნით პალესტინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. გარდა ამისა, არაბული სახელმწიფოების მხრიდან გაღებული ფონდებდან ევროკავშირი პალესტინელებისთვის ფინანსური დახმარების გაზრდის გზებსაც სწავლობს, რომლებიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც მოსალოდნელია, მინისტრები ასევე გააკეთებენ ცალკეულ განცხადებებს ყირგიზეთის სიტუაციასა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე. ორიგინალი ორიგინალი
  4. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/getImage-1-300x216.jpgრამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ მოძრაობა “7 ნოემბრის” ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი დააკავა. როგორც “ჯეოტოპნიუსს” ამავე მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ირაკლი კორძაიამ აცნობა, ინცინდენტი კოსტავას ქუჩაზე, გამომცემლობა სამშობლოსთან მოხდა, საიდანაც დევნილების იძულებით გამოსახლება მიმდინარეობდა. “პოლიცია დევნილებს სცემდა, რაც ჯაბამ გააპროტესტა და მისი დაკავების მიზეზი გახდა”, – აცხადებს ირაკლი კორძაი. ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, დაკავებულია სამი დევნილი, მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. Share View the full article
  5. საქართველოში მომდინარე სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების რეფორმის ფონზე, აუცილებელი გახდა სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და სხვა კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. გაზიარება [რამაზ კვარაცხელია. 09:00 27-07-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TE3tvwJBtUI/AAAAAAAAD8A/6j7UL71WkZk/s200/cvlileba.gifრიგი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო არა თუ ხელს უწყობს კორუფციის აღმოფხვრას და ადამიანის უფლებების დაცვას, არამედ პირიქით, ქმნის ისეთ პირობებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მთელი რიგი არაობიექტური ქმედებების ჩადენა. 2005 წლის 25 მარტს მიღებულმა ცვლილებამ დახვეწილი ნორმების პარალელურად შემოგვთავაზა ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი ნორმები, თუმც სამართლის ნორმა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ გამორიცხული იყოს მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. ასევე ნორმა, რომელიც არეგულირებს საგამოძიებო მოქმედებებს ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ გამოძიების მწარმოებელმა თანამდებობის პირმა ვერ შეძლოს ბრალდებულის საწინააღმდეგო ან სასარგებლო რაიმე ქმედების ჩადენა. აქ იგულისხმება ისეთი ქმედებები, რომლებიც კანონით აკრძალულია, მაგრამ იგივე კანონით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელებისას არსებობს ამ უკანონო ქმედების ჩადენის საფრთხე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით. დანაშაულის გახსნისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მტკიცებულებების მოპოვებას. მტკიცებულებები კი მოპოვებულ უნდა იქნეს კანონის სრული დაცვით, რათა გამოირიცხოს მათი გაყალბების შესაძლებლობა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნის სრული დაცვა, ხშირ შემთხვევაში ვერ გამორიცხავს გამომძიებლის ან პროკურორის მხრიდან უსამართლო და უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტს. ამიტომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ისე უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, რომ გამოირიცხოს მტკიცებულების ნებისმიერი სახით გაყალბების, დაზიანების ან შეცვლის შესაძლებლობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კი ასეთი ნორმები მრავლად მოიპოვება და მათი დახვეწა ჩემი აზრით, აუცილებელია. ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება მინდა გავამახვილო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის მე-41 ნაწილზე, რომლის შინაარსი ვერ იძლევა ნივთიერი მტკიცებულებების შენახვისა და დაცვის რეალურ გარანტიას, უფრო მეტიც, ხელს უწყობს არაობიექტურ და მიკერძოებულ გამომძიებელს ან პროკურორს გააყალბოს ნივთიერი მტკიცებულებები ან წაშალოს მათზე არსებული კვალი და ა. შ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად “ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება (ნივთიერი მტკიცებულების შემოწმება და დალუქვა - რ. კ.) ტარდება დამსწრის თანდასწრებით, თუ ის მოწვეულია. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება, შეიძლება მოხდეს იმ დამსწრის მონაწილეობით, რომელიც ესწრებოდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებასა და დალუქვას. დამსწრეს იძახებს პროკურორი ან გამომძიებელი. თუ დამსწრე არ გამოცხადდება, პროკურორი ან გამომძიებელი ადგენს ოქმს და უფლებამოსილია განახორციელოს ნივთიერ მტკიცებულებაზე ლუქის მოხსნა და მოცემული მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება და ხელახლა დალუქვა მის გარეშე.”მუხლის დისპოზიციის ამ სახით ჩამოყალიბება, ჩემი აზრით, არ არის სწორი და შექმნის ძალიან ბევრ პრობლემას, რადგან თუ პროკურორს ან გამომძიებელს მიეცემა უფლება (მოქმედი კანონით მათ ეს უფლება უკვე აქვთ) დამსწრის გარეშე გახსნას, შეამოწმოს და დალუქოს ნივთიერი მტკიცებულება, ამ შემთხვევაში დიდია ნივთმტკიცების განადგურების ან მისი შეცვლის ალბათობა და შიში იმისა, რომ ის გამოყენებულ იქნას ბრალდებულის როგორც საზიანოდ, ისე სასარგებლოდ. აღნიშნულ მოსაზრებას შეიძლება არ დაეთანხმონ პრაქტიკოსი მუშაკები და გვითხრან, რომ ნივთმტკიცების ამოღებას და პირველ დალუქვას ხომ ესწრებოდა დამსწრეო, მართალია, პირველ დალუქვას ესწრება (თუ ის მოწვეულია) დამსწრე, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის, რომ დამსწრეები არ ამოწმებენ (ვერც შეამოწმებენ) ნივთიერების შემადგენლობას, ან ნივთზე დარჩენილ ანაბეჭდებს და სხვა ისეთ ნიშნებს, რომელთა აღწერა და გაგება შეუძლებელია ექპერტიზის ჩატარების გარეშე. ზემოთ თქმულის დასადასტურებლად მოვიყვან ასეთ მაგალითს: პირის ჩხრეკის დროს ამოიღეს თეთრი ფერის ნივთიერება. ის დაილუქა დამსწრის თანდასწრებით. შემდგომ კი პროკურორმა გამოიძახა იგივე დამსწრე, რათა მოეხდინა ნივთიერ მტკიცებულებაზე ლუქის მოხსნა და განმეორებითი შემოწმება, მაგრამ დამსწრე არ გამოცხადდა. პროკურორმა კი გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, შეადგინა ოქმი და მოხსნა ლუქი, შეამოწმა და ხელახლა დალუქა ნივთიერი მტკიცებულება, მაგრამ ერთი განსხვავებით, მან (პროკურორმა) შეცვალა იქ მოთავსებული ნივთიერება. ასეთი ფაქტების აღმოფხვრის მიზნით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის მე-41 ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება ტარდება დამსწრის თანდასწრებით, თუ ის მოწვეულია. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება შეიძლება მოხდეს იმ დამსწრის მონაწილეობით, რომელიც ესწრებოდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებასა და დალუქვას. დამსწრეს იძახებს პროკურორი ან გამომძიებელი. თუ დამსწრე არ გამოცხადდება, პროკურორი ან გამომძიებელი ვალდებულია გამოიძახოს სხვა დამსწრე და მისი თანდასწრებით განახორციელოს ლუქის მოხსნა და მოახდინოს მოცემული მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება და ხელახლა დალუქვა, რაზედაც უნდა შეადგინოს ოქმი. გამოძახებულმა დამსწრემ ოქმში უნდა დაადასტუროს ლუქის გახსნისას განმეორებით შემოწმებული ნივთიერი მტკიცებულების შეუცვლელად დალუქვის ფაქტი.” http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  6. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/00800/albert_riera_800051c.jpgმას შემდეგ, რაც ალბერტ რიერა მოეწყო საბერძნეთში, გამოგზავნა შეტყობინება, რომელშიც ძალიან თბილად ისაუბრა … ძვირფასო მხარდამჭერებო, მინდა დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცა შანსი, ასეთ დიდ კლუბში მეთამაშა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ასევე ფანებს ასეთი მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა გუნდის ყველა პერსონალსა და ყველა თანაგუნდელს. მე მინდა ყველაფერი კარგი ვუსურვო კლუბს ახალ სეზონში. ვხედავ ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა, რომელიც სუფთა ჰაერივით შევიდა გუნდში. ვფიქრობ, კლუბს დიდი მომავალი ელის. მე მინდა, ფანებს ვახსოვდე, როგორც ფეხბურთელი, რომელიც ცდილობდა თავისი მაქსიმუმი ეკეთებინა ყოველთვის. ჩემი პირველი წელი “ლივერპულში” ჩემთვის საუკეთესო იყო. ბოლო სეზონი აუცილებლად უნდა დავივიწყოთ ყველამ და ყველამხრივ. ფეხბურთში აუცილებელია, დაივიწყო წარსული და ვუყურო მომავალს. მე მივხვდი, რომ დიდი ცვლილების დრო იყო. ახლა კი დიდ გამოწვევებს ველოდები, რომლისთვისაც მზად ვარ. საუკეთესო სურვილებით ალბერტ რიერა წყარო: Liverpoolfc.tv View the full article
  7. http://www.fansonline.net/images/ipswichtown/connor.jpg ლივერპულის ბოსი როი ჰოჯსონი, იფსვიჩ თაუნის ახალგაზრდა ფორვარდის, კონორ ვიკჰემისთვის ბრძოლაში ჩაერთო. როიმ მფლობელებს 8.5 მილიონი ევრო მოსთხოვა ახაგაზრდა ტალანტის გადმოსაბირებლად ვიკჰემი ინგლისის 17 წლამდე ნაკრებში თამაშობს და მაისში ის დაეხმარა საკუთარ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის დაგვირგვინებაში. ვიკჰემით არსენ ვენგერი და ჰარი რედნაპიც ყოფილან დაინტერესებულნი. ჰოჯსონი წინა სეზონზეც ცდილობდა მის გადაყვანას ფულჰემში, ის გაესაუბრა თავის მრჩევლებს და გადაწყვიტეს, მოეცადათ სანამ პრემიერ ლიგის ტოპ 6 კლუბი თუ დაინტერესდებოდა ვიკჰამით. ახლა კი როი მზადაა შესთავაზოს ენფილდზე გადმოსვლა.მცირე ინფორმაცია:სრული სახელი: Connor Wickham დაბადების თარიღი: 31 მარტი, 1993 (17 წლის) სიმაღლე: 191 პოზიცია: თავდამსხმელი დაბადების ადგილი: ჰარფორდი, ინგლისი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში მან 13 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. წყარო: Liverpoolfc.tv View the full article
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-26-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-26flv_000059760.jpg itvს ლინკი
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/image_cartooncaraccident-150x146.gifავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები 1 აგვისტოდან გაიზრდება.შესაბამისი ცვლილება და დამატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე შევიდა,ის პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მომხრეა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაცული მოძრაობის” ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.რას ფიქრობენ ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისელი მძღოლები,ნახეთ ანა ჭეიშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gzebi.jpg itvს ლინკი
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kaxa-150x150.jpg„ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დღეს დაბრუნდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/shartava.jpg itvს ლინკი
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/200px-giorgi_sanaia-150x150.jpgტელეკომპანია “რუსთავი - 2″-ის ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობიდან ცხრა წელი გავიდა. გიორგი სანაიას ნათესავები და ახლობლები დღეს ტრადიციისამებრ , მის სასაფლაოზე შეიკრიბნენ. 2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაია თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი სანაია ერთ ერთი რეიტინგული ტელეწამყვანი იყო და მისმა მკვლელობამ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია. 9 წელი სანაიას გარდაცვალებიდან, დეტალები ნახეთ ანნა ლაპიაშვილის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sanaia.jpg itvს ლინკი
  12. ჟურნალი სუმერკი View the full article
  13. 15 წლის გოგონა შუა ხნის კაცთან ერთად ავიო კატასტროფის შედეგად მოხვდება კილიმანჯაროს ტყეებში მცხოვერბ ერთ-ერტ ტომში. რამდენიმე წლის შემდეგ სიკვდილის პირეს მისული დედა დაიქირევებს ხალხს რათა მოიძიონ დაკარგული გოგო, მაგრამ ექსპედიციაში არც თუ ისე პატიოსანი ხალხი მოხვდება მათ სულაც არ ადარდებს გოგონას ბედი მატ კილიმანჯაროს ტომის ალმაზები აინტერესებთ ........ View the full article
  14. სამშაბათს , 27 ივლისს 14 საათზე “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ოფისში, მოძრაობა “7 ნოემბერი” და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. გაზიარება [19:24 26-07-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8HtkdvKl3I/AAAAAAAADhw/x1XtmEFm8jM/s200/imedtan+2+noemberi+2009.jpgთემა: მიწების უკანონო გზით ჩამორთმევა-გასხვისება და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ძალადობა მესაკუთრეების მიმართ. მისამართი: რუსთაველის 14 (მეორე სართული). საკონტაქტო პირი: ჯაბა ჯიშკარიანი ტელ: 899 400 850 http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/saakashvili1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სრულფასოვან უწყებად ჩამოყალიბდა. მისი თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პრობაცია, პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და აღმსარულებლი ხელისუფლების სხვა უწყებებს გაემიჯნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ხათუნა კალმახელიძის უწყებაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/misha1.jpg itvს ლინკი
  16. გოგონების სურეთები სულ 469 სურათი View the full article
×
×
  • შექმენი...