Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ამ ფოტოსტატიაში თქვენ ნახავთ სარეკლამო კომპანიების მიერ შექმნილ საინტერესო ფოტორეკლამებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება იმ მოსაწყენი რეკლამებისგან რომლებსაც შესვენების დროს აჩვენებენ ტელავიზიაში. ეს კრებული კიდევ ადასტურებს, რომ რეკლამა არის პირველ რიგში ხელოვნება, და მეორე რიგში კლიენტის მოზიდვის საშუალება.ტკივილგამაყუჩებელი Mentholatum. ვერანაირი ჯოჯოხეთური ტკივილი ვერ დაგირღვევთ სიმშვიდეს.ქაღალდის ხელსახოცები Arya Tempo: “სუპერშემწოვი”. მოხმარებისას ... View ucnauri.com
  2. "ფიფას" წარმომადგენლები ყოველ დღე ახალ-ახალი იდეებით გამოდიან , შემდეგი ახალი იდეა საკმაოდ საინტერესოა და შეიძლება ცოტა ირონიულიც. View the full article
  3. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/f5261d171a696631c21e666e9d294490.jpg"თავისუფალი საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისკენ მოუწოდებს. View the full article
  4. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დღეს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის(კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის) სარ­ჩე­ლე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და კომ­პა­ნი­ე­ბი ბურ­ჯი და მე­ნეჯ­მენტს სერ­ვი­სი და­ა­ჯა­რი­მა. შპს ბურჯს ჯა­რი­მის სა­ხით 8 მი­ლი­ონ 644 ათას 640 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა, კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სათ­ვის უკა­ნო­ნო შე­მო­წი­რუ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მტკი­ცე­ბით, კომ­პა­ნი­ამ მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას გა­დას­ცა. ბურ­ჯის ად­ვო­კა­ტის მე­რაბ ბარ­ბა­ქა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნი­ას ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის მოს­მა­ხუ­რე­ბა უსას­ყიდ­ლოდ არ გა­უ­წე­ვია და ამა­ში კო­ა­ლი­ცი­ის­გან „საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი“ ანაზ­ღა­უ­რე­ბა მი­ი­ღო. თუმ­ცა, მი­სი თქმით, სა­სა­მარ­თლომ კომ­პა­ნი­ის არ­გუ­მენ­ტე­ბი არ გა­ი­ზი­ა­რა. ად­ვო­კა­ტი ასე­ვე არა­ა­დეკ­ვა­ტურს უწო­დებს ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბას, ვი­ნა­ი­დან, მი­სი გან­ცხა­დებთ, სა­სა­მარ­თლომ კომ­პა­ნი­ას არა მოს­მსა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, არა­მედ გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ათ­მა­გი ოდე­ნო­ბა და­ა­კის­რა. ად­ვო­კა­ტი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს. დღეს­ვე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ კომ­პა­ნი­ე­ბი მე­ნეჯ­მენტ სერ­ვი­სი და ბურ­ჯი ერ­თობ­ლი­ვად კი­დევ 2 მი­ლი­ონ 373 ათას 475 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა – ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, რაც ასე­ვე უკა­ნო­ნო შე­მო­წი­რუ­ლო­ბად მი­იჩ­ნია. რო­გორც შპს ბურ­ჯის ად­ვო­კატ­მა ალა კახ­ნი­ა­ურ­მა გა­ნაც­ხა­და, ბურ­ჯი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ოფი­სებ­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს შპს მე­ნეჯ­მენტ სერ­ვი­სის დაკ­ვე­თით აწარ­მო­ებ­და, იღებ­და მის­გან ანაზ­ღა­უ­რე­ბას და უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან. მხა­რე­ებს, სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა 48 სა­ა­თის ვა­და­ში აქვთ, ჯა­რი­მა კი 7 დღის ვა­და­ში უნ­და გა­და­ი­ხა­დონ. View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saqalaqo-sasamartlo11.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს “მენეჯმენტ სერვისი” და შპს “ბურჯი” 2 373 475 ლარით დაჯარიმდნენ. როგორც სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ კომპანიების ადვოკატმა ალა კახნიაურმა აღნიშნა, პროცესზე კომპანიების მიერ წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება და არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მისივე თქმით, მოსამართლე მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჩივრით ხელმძღვანელობდა. ადვოკატის განმარტებით, კომპანიებმა დაკისრებული თანხა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. ასევე, მათ აქვთ უფლება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “ბურჯი” და “მენეჯმენტ სერვისის” “ქართული ოცნების” სასარგებლოდ უკანონო პოლიტიკური შემოწირულობის განხორციელებაში დაადანაშაულა. უწყებამ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა და სასამართლოს გადასცა. როგორც შპს “ბურჯის” ადვოკატმა ალა კახნიაურმა პროცესის დაწყების წინ განაცხადა, შპს “ბურჯი” “ქართული ოცნების” ოფისებში სარემონტო სამუშაოებს კერძო კომპანიის შპს “მენეჯმენტ სერვისის” დაკვეთით აწარმოებდა და მას არანაირი უშუალო შეხება არ ჰქონია პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. გარდა ამისა, იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, რომლის დამადასტურებელი ყველა ოფიციალური დოკუმენტი არსებობს. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ კიდევ ერთ პროცესზე შპს “ბურჯი” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პოლიტიკური პარტიებისთვის გაწეული სატრანსპორტო მომსახურეობისთვის დაჯარიმდა 8 644 000 ლარით. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/news_7403-300x266.jpgგამოცდების ეროვნნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის, განცხადებით ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ბიძინა ივანიშვილი არ აფინანსებს. მიმინოშვილმა მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი და მისი მეგობრების ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ”საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” ბიძინა ივანიშვილთან და მის ფინანსებთან არაფერი აქვს საერთო. მიმინოშვილმა ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა. “ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩვენი ორგანიზაციის დამფინანსებელი, არ ვგეგმავ მის პოლიტიკურ მოძრაობაში გაწევრიანებას და არც არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. ვაპირებ ისევ განათლების საკითხებზე ვიმუშაო. უკვე წარვადგინეთ შესაბამისი პროექტები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებში, მომდევნო კვირას კიდევ ორ პროექტს წარვადგენთ. ამ თემებზე ვითანამშრომლებ, ვისაუბრებ თუ ვიკამათებ ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლების სფეროს განვითარება და ვისაც ამის სურვილი ექნება. მე და ჩემი კოლეგები ძალიან მადლიერები ვართ ფონდისა „ღია საზოგადოება საქართველო“, რომელმაც საოფისე ფართი დაგვითმო – უახლოეს დღეებში შესაძლებლობა გვექნება განათლების სისტემის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი მოსაზრებები გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, პედაგოგს, მოსწავლეს, მშობელს, ექსპერტს, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, განათლების საკითხებზე მომუშავე მედიას.”–განაცხადა მაია მიმინოშვილმა. შეგახსენებთ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შემდეგ, მიმინოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” შექმნა, რომელიც განათლების საკითხებზე იმუშავებს. იხილეთ epn.ge
  7. <img src = "img/multimedia/a10199.jpg" > დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ელისონ ჩეპმენმა მკერდის ოპერაცია ტუნისის ერთ-ერთ იაფფასიან კლინიკაში გაიკეთა. ძალიან მალე 45 წლის ქალს გაკეთებული დანაზოგი სანანებელი გაუხდა - ახალი მკერდი შხაპის მიღებისას აუფეთქდა... droni.ge
  8. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/d9e0666710b36b6a698330066693e567.jpgკრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  9. Каждого 11-летноего британского школьника будут проверять на знание грамматики и пунктуации. В новый майский экзамен также может войти и проверка чистописания. Такой экзамен продолжительностью один час будет проводиться наряду с экзаменом по математике и чтению с анализом текста в рамках единого экзамена, так называемого теста на академические способности, проводимого по окончанию начальной школы. View the full article
  10. ##image#9854#0#რუ­მი­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტ ტრა­ი­ან ბე­სეს­კუს იმ­პიჩ­მენტს მხა­რი და­უ­ჭი­რა. ამ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას 432-დან 258-მა დე­პუ­ტატ­მა მის­ცა ხმა. იმ­პიჩ­მენ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ პონ­ტა და მი­სი მე­მარ­ცხე­ნე სო­ცი­ა­ლურ-ლი­ბე­რა­ლუ­რი კავ­ში­რი გახ­დნენ. მათ ბე­სეს­კუ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რაც „დიქ­ტა­ტო­რულ ქმე­დე­ბებ­ში“ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ბე­სეს­კუ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის მკაც­რი ეკო­ნო­მი­ის მომ­ხრეა, რა­საც მი­სი ოპო­ნენ­ტე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან და ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას პი­რა­დად ბე­სეს­კუს აკის­რე­ბენ. მარ­თა­ლია, ქვეყ­ნის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ პრე­ზი­დენტს კოს­ტი­ტუ­ცია არ და­ურ­ღვე­ვია. თუმ­ცა, ამ ორ­გა­ნოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას მხო­ლოდ სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი აქვს. ბე­სეს­კუს პრე­ზი­დენ­ტო­ბის სა­კით­ხი რე­ფე­რენ­დუმ­ზე უნ­და გა­დაწ­ყდეს, რო­მე­ლიც 29 ივ­ლი­სამ­დე უდა გა­ი­მარ­თოს. პარ­ლა­მენ­ტმა პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა გა­ა­მარ­ტი­ვა – მი­სი გა­და­ყე­ნე­ბის­თვის ამი­ე­რი­დან არა რე­გის­ტრი­რე­ბულ, არა­მედ გა­მოც­ხა­დე­ბულ ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. ბე­სეს­კუს გა­და­ყე­ნე­ბის სა­კით­ხი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას 2004 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რე­ფე­რენ­დუმ­ზე ჯერ კი­დევ 2007 წელს გა­ი­ტა­ნეს. მა­შინ ამომ­რჩევ­ლებ­მა პოს­ტზე მის დარ­ჩე­ნას და­უ­ჭი­რეს მხა­რი. თუმ­ცა, ამ­ჯე­რად ბე­სეს­კუს პო­ზი­ცი­ე­ბი უფ­რო სუს­ტია, რაც მკაც­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო ეკო­ნო­მი­ის არა­პო­პუ­ლა­რულ­მა ზო­მებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. შეშ­ფო­თე­ბა რუ­მი­ნეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გა­მო გა­მოთ­ქვეს ევ­რო­კავ­შირ­მა, აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­მა. მათ იმე­დი გა­მოთ­ქე­ვეს, რომ რო­მი­ნე­თი კვლა­ვაც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იდე­ა­ლე­ბის ერ­თგუ­ლი დარ­ჩე­ბა. ევ­რო­კო­მი­სი­ამ შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სი­ტი­ტუ­ტე­ბის, კერ­ძოდ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბის გა­მო. View the full article
  11. IMAX ტექნოლოგია უკვე იმდენად პოპულარულია მთელს მსოფლიოში, რომ თითქმის არცერთი მაღალბიუჯეტიანი ფილმი არ გამოდის ამ ფორმატის გარეშე მოუხედავად იმისა რომ IMAX ვერსიის გადაღება გაცილებით უფრო ძვირი ჯდება. რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ფილმის გარკვეულ მონაკვეთებს იღებდნენ 1.44:1 (IMAX ფორმატის სტანდარტული გაფართოება) ფორმატით, ხოლო მთელ დანარჩენ ფილმს 2.35:1 (Widescreen ფორმატის სტანდარტული გაფართოება) ფორმატით. თუმცა ნელ-ნელა ეს ტენდენცია The post The Dark Knight Rises – IMAX პოსტერი და პრომო + 6 ახალი სურათი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
  12. მოედანზე შეკრებილმა ათეულობით თურქმა ცემა-ტყეპით მიაცილა იხილეთ ვიდეო http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/Z9UtV-IudwE View the full article
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/151-300x199.jpgამ წუთებში ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას ესწრებიან იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, საარჩევნო საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებიან კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წევრები – ირაკლი მელაშვილი, კოტე კანდელაკი და მაგდა პოპიაშვილი. შეხვედრის მთავარი თემა კამპანიის – “ეს შენ გეხება” საქმიანობა და მისი პოპულარიზაციაა რეგიონებში. გარდა ამისა, შეხვედრაზე მთავარ საკითხებად წამოიჭრა ადამიანის უფლებათა საკითხები, საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემები, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთობის პრობლემები. კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან, აგრეთვე, აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრებს დღეიდან იწყებს. შეხვედრების მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის – „ეს შენ გეხება“ – თაობაზე, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ; აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრების შემდეგ კოალიცია დააფუძნებს ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას, მოაგროვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ ანგარიშებს ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ იმერეთის კოორდინატორად ტატო ლილუაშვილი დაინიშნა. იხილეთ epn.ge
  14. 2 წლის წინ ჯასტინ ჯეიმს მური გაემგზავრა პენსილვანიაში. ქალაქ ვესტ ჩესტერში მან შეამჩნია რომ ადგილობრივებს უყვარდათ წვერის გაზრდა. სწორად აქ მურს, როგორც ხელოვანს, დაებადა მშვენიერი იდეა: დაიწყო ახალი წვერებიანი ნაცნობებისთვის ფოტოების გადაღება. მთლიანობაში ამ კაცთა ფოტოები მთელ წიგნს ეყოფოდადა აი, გამოვიდა წიგნი წვერზე ივნისის დასაწყისში. 125 გვერდზე დაბეჭდილია პენსილვანიელი წვერებიანი ... View ucnauri.com
  15. ლეგოს კუბიკები იმდენად აქტიუალური გახდა, რომ ამ ნივთებმა ყოველდღიურ ყოფაშიც დაიკავეს ადგილი. გთავაზობთ ლეგოს სტილის ნივთებს1ჟურნალის მაგიდა2სათვალეები3საქაღალდე4საათი5ფეხსაცმელები6ყურსასმენი7კანფეტები8usb Flash drive9სანათი10აიფონის ქეისი11სასაუზმე12სათამაშოების ყუთი View ucnauri.com
  16. პედოფილია არის ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პედოფილები სექსუალურად ძალადობენ ბავშვებზე და მოზარდებზე. ასეთი შემთხვევები ამ ბოლო დროს გახშირდა. ჩემი პოსტიც შესაბამისად პედოფილიას ეხება ….ზოგადად პედოფილია პედოფილია ნიშნავს სექსუალურ ლტოვას ბავშვების მიმართ რომელთა ასაკი არაუმეტეს 13 წელია. პედოფილი შესაძლოა იყოს მინიმუმ 16 წლის მისი ვნების ... View ucnauri.com
  17. В Новой Зеландии закончены съемки двух самых ожидаемых и самых высокобюджетных голливудских фильмов. Как сообщил на своей странице в Facebook’е режиссер Питер Джексон, фильмы снимались одновременно, и оба они основаны на произведении Толкиена «Хоббит», написанном в классическом стиле фэнтези. В результате 266-дневных работ в Новой Зеландии завершена непосредственная съемка основного материала. View the full article
  18. ##video#748#0#“შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის მო­ფიქ­რე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტია, მაგ­რამ ამას ნო­ყი­ერ ნი­ა­დაგს ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაც უქ­მნის”, – უთ­ხრა ტა­ბუ­ლას შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩმა, მი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის ერ­თი წლის თავ­ზე – 2010 წლის ნო­ემ­ბერ­ში. მა­შინ ის იმა­ზეც სა­უბ­რობ­და, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია სხვი­სი კრი­ტი­კის გარ­და, გეგ­მა­საც გვთა­ვა­ზობ­დეს, ხო­ლო შემ­დეგ მას ასა­ბუ­თებ­დეს. გვარ­წმუ­ნებ­და, რომ გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი არ შე­ე­წი­რე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ჯონ ბასს სა­ქარ­თვე­ლო­ში ელ­ჩო­ბის ვა­და ეწუ­რე­ბა. იმა­ზე, თუ რა არის სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოწ­ვე­ვე­ბი დღეს და რო­გორ გან­ვი­თარ­და ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა, მი­მა­ვა­ლი ელ­ჩი ტა­ბუ­ლას ესა­უბ­რა. შე­გიძ­ლი­ათ მოკ­ლედ აღ­წე­როთ რა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კას შო­რის გა­სუ­ლი სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში? მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა. მარ­თა­ლია, ჩე­მი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვა­და და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, მაგ­რამ ეს ინ­ტე­რესს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ არ გა­მი­ნე­ლებს. ვი­მე­დოვ­ნებ, დავ­ბრუნ­დე­ბი კი­დეც. ვფიქ­რობ, ამ სამ წე­ლი­წად­ში ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ერ­და და გაღ­რმავ­და – იქ­ნე­ბა ეს თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი, თუ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის წა­ხა­ლი­სე­ბა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. უნ­და ით­ქვას, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნაა. რო­გორც წე­სი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბა თა­ვის ექ­სპორტს ახა­ლი­სებს სხვა ქვეყ­ნებ­ში და არა პი­რი­ქით. იმ ფაქ­ტმა, რომ წელს სა­ქარ­თვე­ლო­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის 20 წლის­თა­ვი აღ­ვნიშ­ნეთ, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა, დაგ­ვე­ნა­ხა, რომ ეს არის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არა მხო­ლოდ ორ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არა­მედ ორ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის, უპირ­ვე­ლე­სად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ვფიქ­რობ, დღეს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან კარგ ფორ­მა­შია და ნო­ყი­ერ ნი­ა­დაგს ქმნის მი­სი კი­დევ უფ­რო გაღ­რმა­ვე­ბის­თვის. რა გან­სხვა­ვე­ბაა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წი­ნა და ამ­ჟა­მინ­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის მიდ­გო­მებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ? რამ­დე­ნად ფუნ­და­მენ­ტუ­რია ეს გან­სხვა­ვე­ბა, თუ არის? გან­სხვა­ვე­ბას ვერ ვხე­დავ. ამა­ზე ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ მა­შინ, რო­დე­საც ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. მა­შინ, ში­ში იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა შე­დეგს მო­უ­ტან­და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის დაწ­ყე­ბუ­ლი გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კა, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო. ბევ­რი მი­იჩ­ნევ­და, რომ ამ პო­ლი­ტი­კას შე­ე­წი­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სი – თა­ვად გა­ნე­საზ­ღვრა სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი. ვფიქ­რობ, გა­სულ­მა სამ­მა წე­ლი­წად­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ეს ში­ში უსა­ფუძ­ვლოა. სა­ქარ­თვე­ლო­თი არა­ვის უვაჭ­რია. გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი შე­ე­ცა­და რუ­სეთ­თან მხო­ლოდ იმ სა­კით­ხებ­ზე ეთა­ნამ­შრომ­ლა, სა­დაც მის მთავ­რო­ბას­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. მაგ­რამ, ამავ­დრო­უ­ლად, ჩვენ პრინ­ცი­პე­ბის­თვის არ გვი­ღა­ლა­ტია და ძა­ლი­ან მწვა­ვე­დაც გვი­კა­მა­თია. ხან­და­ხან სა­ჯა­როდ, უფ­რო ხში­რად და­ხუ­რულ კარს მიღ­მა. მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კით­ხზეც. ##image#9852#1#რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კა? გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სეთ-ირა­ნის და რუ­სეთ-სი­რი­ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ჩვენ კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ვცდი­ლობთ გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კის ფი­ლო­სო­ფი­ას არ ვუ­ღა­ლა­ტოთ და ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან იმ სა­კით­ხებ­ზე, რაც რო­გორც ჩვე­ნი, ისე რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის. მაგ­რამ, ამავ­დრო­უ­ლად, არ ვე­რი­დე­ბით უთან­ხმო­ე­ბის ხაზ­გას­მას ან პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვას. ვფიქ­რობ, ეს კარ­გად გა­მოჩ­ნდა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ჯა­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში რუ­სეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით, ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის გან­ცხა­დე­ბაა აღ­სა­ნიშ­ნა­ვი. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ვა­შინ­გტონ­ში, ატ­ლან­ტი­კურ საბ­ჭო­ში გა­მოს­ვლი­სას თქვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა არის ის, თუ რამ­დე­ნად შეძ­ლებს ეს ქვე­ყა­ნა ერ­თდრო­უ­ლად ეკო­ნო­მი­კის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის დამ­კვიდ­რე­ბას. ვფიქ­რობ, ეს სა­კა­მა­თოც არაა. მაგ­რამ ხომ არ გახ­სენ­დე­ბათ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი, ქვეყ­ნის შიგ­ნით, ან ქვეყ­ნის გა­რეთ, რაც ამ პრო­ცე­სის წარ­მარ­თვას უშ­ლის ხელს? ვგუ­ლის­ხმობ­დი იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა მარ­ტო აქ, არა­მედ ყველ­გან, სა­დაც ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის, უმუ­შევ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბის პრობ­ლე­მა დგას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს პროგ­რე­სი პირ­ველ რიგ­ში იმ სფე­რო­ში აჩ­ვე­ნოს, რაც მო­ქა­ლა­ქე­ებს ყვე­ლა­ზე მე­ტად აწუ­ხებთ. ამომ­რჩევ­ლის­გან ამ­გვა­რი წნე­ხის პი­რო­ბებ­ში, ხში­რად ძნე­ლია ცდუ­ნე­ბას გა­უძ­ლო და არ თქვა, რომ პარ­ლა­მენ­ტში ხან­გრძლი­ვი დე­ბა­ტე­ბის­თვის არ გვცა­ლია და სწრა­ფად უნ­და ვი­მოძ­რა­ოთ; რომ არ გვაქვს დრო, თი­თო­ე­უ­ლი სა­კით­ხის უარ­ყო­ფით და და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე ბევ­რი ვიმ­სჯე­ლოთ და დის­კუ­სი­ა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩავ­რთოთ. მე ვცდი­ლობ­დი, მეთ­ქვა, რომ ამ­გვა­რი მიდ­გო­მა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს აფერ­ხებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში, და არა მხო­ლოდ აქ, ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ მარ­თავს და არა პი­რი­ქით – რომ ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მარ­თვა­ში. ვფიქ­რობ, გარ­და იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვი­სა, რა­საც ამ რე­გი­ონ­ში ცხოვ­რე­ბა გიქ­მნით, სა­მო­მავ­ლოდ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ი­ზარ­დოს იმ მო­ქა­ლა­ქე­თა ხვედ­რი­თი წი­ლი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ თავს ქვეყ­ნის მარ­თვის პრო­ცე­სის თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ მი­იჩ­ნე­ვენ ყო­ველ­დღი­უ­რად და არა მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მა­ტე­ბის­თვის. რა რო­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფ­რთხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მას ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში? ჩე­მი აზ­რით, ეჭ­ვგა­რე­შეა, რომ მუდ­მი­ვი საფ­რთხის შეგ­რძნე­ბა აფერ­ხებს გან­ვი­თა­რე­ბას. შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი კარგ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებს. რთუ­ლია ობი­ექ­ტუ­რად აღიქ­ვა რე­ა­ლო­ბა, სწო­რად შე­ა­ფა­სო ამა თუ იმ თე­მის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი, გან­საზ­ღვრო შე­დე­გი – რო­ცა გე­ში­ნია. სი­ტუ­ა­ცი­ის ზედ­მეტ დრა­მა­ტი­ზე­ბას არ ვახ­დენ, მაგ­რამ ცხა­დია, რომ ხალ­ხი კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბას უფ­რთხის და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სტა­ტუ­სის სა­კით­ხი აშ­ფო­თებს. ეს კი, თა­ვის მხრივ, ხელს უშ­ლის ქვეყ­ნის წინ­სვლის გზა­ზე მდგა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გან­საზ­ღვრი­სა და გა­დაჭ­რის პრო­ცესს. სწო­რედ ამი­ტომ, ვფიქ­რობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ისე მე­დია და ყვე­ლა სხვა აქ­ტო­რი, ვინც ამ თე­მა­ზე სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, რი­ტო­რი­კამ არ გა­ი­ტა­ცოს და თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხვე­ვა ობი­ექ­ტუ­რად გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცი­ოს იმას, თუ რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ეს არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. თქვენ სწო­რად აღ­ნიშ­ნეთ, რომ ხში­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საკ­მა­რის დროს არ უთ­მობს ამა თუ იმ სა­კით­ხის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერ­თი წლის წი­ნან­დე­ლი შემ­თხვე­ვა მინ­და გა­ვიხ­სე­ნო, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტმა რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სტა­ტუ­სის სა­კით­ხი გა­დაწ­ყვი­ტა. მა­შინ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი ერთ-ერ­თი საყ­ვე­დუ­რი სწო­რედ ეს იყო – საკ­მა­რი­სი დრო არ და­ეთ­მო სა­კით­ხის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვას. თუმ­ცა რთუ­ლი მი­სახ­ვედ­რი არ ყო­ფი­ლა, რომ მეტ დროს ოპო­ნენ­ტე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ამ შემ­თხვე­ვა­ში, არ­ცთუ ისე ლი­ბე­რა­ლუ­რი გან­წყო­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ი­სა და ამ სა­სარ­გებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის და­საბ­ლო­კად გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, სწრა­ფი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის გარ­და, რა გზას ხე­დავთ? ეს ძა­ლი­ან კარ­გი კით­ხვაა. სწო­რი მა­გა­ლი­თია იმის შე­სამ­ჩნე­ვად, რომ ხან­და­ხან, იდე­ა­ლურ პრო­ცეს­სა და კე­თილ მი­ზანს შო­რის კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­იქ­მნე­ბა. რო­გორც მა­შინ აღ­ვნიშ­ნე და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯი იყო იმ კონ­ფე­სი­ე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის აღი­ა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­საც ამ ქვეყ­ნის ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე წარ­მო­ად­გენს. ვფიქ­რობ, რთუ­ლია პრო­ცე­სი ისე წარ­მარ­თო, რომ ლე­გი­ტი­მუ­რი სა­ჯა­რო დის­კუ­სია უზ­რუნ­ველ­ყო და ისიც მო­ა­ხერ­ხო, რომ სი­ტუ­ა­ცია არ გამ­წვავ­დეს და ძა­ლა­დო­ბას არ შე­ექ­მნას ნი­ა­და­გი. ჩე­მი აზ­რით, ეს ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის ევო­ლუ­ცი­ამ უნ­და მო­ი­ტა­ნოს. მგო­ნია, რომ კულ­ტუ­რის ევო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად ამა თუ იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის ან, ზო­გა­დად, პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე დის­კუ­სი­ი­სას, ოპო­ნენ­ტე­ბი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ თა­ვი­ანთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, პა­ტი­ვი სცენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის აზრს, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მას არ იზი­ა­რე­ბენ და ძა­ლა­დო­ბის­კენ არა­ვის მო­უ­წო­დონ. კი­დევ ერ­თი კარ­გი მა­გა­ლი­თია ცო­ტა ხნის წინ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გეი აქ­ტი­ვის­ტთა ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით – შენ შე­იძ­ლე­ბა არ და­ე­თან­ხმო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის მიზ­ნით ქუ­ჩა­ში გა­მო­დი­ან, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა, მაგ­რამ ჩე­მი და, ზო­გა­დად, ჩვე­ნი [ამე­რი­კუ­ლი] გად­მო­სა­ხე­დი­დან, ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა, მა­თი გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბის ჩახ­შო­ბა, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა უფ­ლე­ბის შეზ­ღუდ­ვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევრს აქვს. თქვენს შე­კით­ხვას რომ და­ვუბ­რუნ­დე – სად არის ბა­ლან­სი? ვფიქ­რობ, ეს თა­ვად სა­კით­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე იმე­დი გა­მიც­რუა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზო­გი­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მელ­მაც ამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნა­ბი­ჯის ფარ­თო შე­ფა­სე­ბას ამ­ჯო­ბი­ნა, ყუ­რად­ღე­ბა მხო­ლოდ იმ დე­ტალ­ზე გა­ე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა, თუ რო­გორ მი­ი­ღო პარ­ლა­მენ­ტმა ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა. ##image#9851#1#ფუ­ლი და პო­ლი­ტი­კა – ეს თე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან გაც­ხელ­და. ამე­რი­კას კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის უფ­რო დი­დი ის­ტო­რია აქვს. თქვე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რა კავ­ში­რია ფულ­სა და პო­ლი­ტი­კას შო­რის? ამე­რი­კა­ში ამა­ზე დღე­საც და­ვო­ბენ. ბევ­რი ფიქ­რობს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბა სიტ­ყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნა­წი­ლია. ასე გა­დაწ­ყვი­ტა ჩვენ­მა უმაღ­ლეს­მა სა­სა­მარ­თლო­მაც. ბევ­რი სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბა და ამ­ტკი­ცებს, რომ და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბელ ფი­ნან­სებს ძირ­გა­მომ­თხრე­ლი ეფექ­ტი აქვს პო­ლი­ტი­კურ დე­ბატ­ზე. მე მი­მაჩ­ნია, რომ ეს სა­კით­ხი ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვად უნ­და გა­დაწ­ყვი­ტოს კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამავ­დრო­უ­ლად, ვფიქ­რობ, მთავ­რო­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია იზ­რუ­ნოს იმა­ზე, რომ რო­მე­ლი­მე ინ­დი­ვიდ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ან ხალ­ხის მცი­რე ჯგუფ­მა დის­პრო­პორ­ცი­უ­ლად დი­დი გავ­ლე­ნა არ იქო­ნი­ოს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­სა და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ­ზე, მხო­ლოდ მი­სი სა­ბან­კო ან­გა­რი­შის მო­ცუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში, ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე ისაა, რომ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მი­დან, დღე­ვან­დელ, საკ­მა­ოდ მკაც­რად რე­გუ­ლი­რე­ბულ სის­ტე­მა­ზე გა­დახ­ვე­დით ძა­ლი­ან სწრა­ფად. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ახა­ლი სის­ტე­მა ისე და­ი­ნერ­გოს და გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის უსა­მარ­თლო და დის­პრო­პორ­ცი­უ­ლი შეზ­ღუდ­ვის ია­რა­ღად არ იქ­ცეს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და არ ჩა­ა­ბე­ტო­ნოს ის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, რაც ისე­დაც გა­აჩ­ნია მმარ­თველ პარ­ტი­ას. ატ­ლან­ტი­კურ საბ­ჭო­ში თქვენს გა­მოს­ვლას და­ვუბ­რუნ­დე­ბი. იქ აღ­ნიშ­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღა­ცის მო­საზ­რე­ბე­ბის და რწმე­ნის მის­ტი­ფი­ცი­რე­ბა უფ­რო მი­ღე­ბუ­ლია, ვიდ­რე ფაქ­ტებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი დის­კუ­სია. შე­გიძ­ლი­ათ გა­ნავ­რცოთ? ეს დი­დი ხა­ნია მა­ფიქ­რებს. ხში­რად მი­სა­უბ­რია რო­გორც თქვენ­თან, ისე სხვებ­თან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, მე­დი­ის და, ზო­გა­დად, იმ დის­კუ­სი­ის ხა­რის­ხზე, რა­ზეც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­უწ­ვდე­ბა ხე­ლი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. მან­ცვიფ­რებს, თუ რამ­დე­ნად აღე­მა­ტე­ბა მო­საზ­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ფაქ­ტებს. ძა­ლი­ან მცი­რე ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით უამ­რა­ვი მკაც­რი შე­ფა­სე­ბა კეთ­დე­ბა. ვფიქ­რობ, მო­ქა­ლა­ქე­ებს არ მი­ე­წო­დე­ბათ საკ­მა­რი­სი ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა იმის­თვის, რომ დას­კვნე­ბი თა­ვად გა­მო­ი­ტა­ნონ. რო­დე­საც ატ­ლან­ტი­კურ საბ­ჭო­ში ამ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რე, გარ­კვე­ულ­წი­ლად ვეხ­მა­უ­რე­ბო­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც მთავ­რო­ბა­ში, ისე მის გა­რეთ, რო­მელ­თაც არა­ერ­თხელ გა­მო­უთ­ქვამთ ჩემ­თან მო­საზ­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გაზ­რდაა გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში. ამის­თვის მათ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა უნ­და გა­ნუ­ვი­თარ­დეთ. ადა­მი­ა­ნე­ბი დას­კვნამ­დე ფაქ­ტე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად უნ­და მი­ვიდ­ნენ და არა ყურ­მოკ­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით. მის­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე რად­გან ვსა­უბ­რობთ, ერთ უც­ნა­ურ შე­კით­ხვას და­გის­ვამთ – ამე­რი­კას და მის ელ­ჩებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა­ღაც ჯგუ­ფი ყოვ­ლის­შემ­ძლე მბრძა­ნებ­ლე­ბად წარ­მო­ა­ჩენს ხოლ­მე. მუდ­მი­ვად გვეს­მის, რომ რე­ვო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კამ მო­აწ­ყო, რომ მან მო­იყ­ვა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი და მან­ვე უნ­და წა­იყ­ვა­ნოს. ხუმ­რო­ბის გა­რე­შე რომ ვთქვა, უამ­რავ ადა­მი­ანს, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კოსს, ჰგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც ხდე­ბა, ის ამე­რი­კა­ში წყდე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ხმე­ბი თქვე­ნამ­დეც აღ­წევს. რას ფიქ­რობთ ხოლ­მე ამ დროს? ვფიქ­რობ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის გა­მო­ძა­ხი­ლია. იმის გა­მო, რომ ქვე­ყა­ნა ხში­რად იყო დაპ­ყრო­ბი­ლი, მი­სი ბე­დი სხვა­გან წყდე­ბო­და. ალ­ბათ ამი­ტო­მაა, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ასე ფიქ­რობს. ცხა­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან, რო­მელ­თა გავ­ლე­ნის ქვე­შაც სა­ქარ­თვე­ლო ექ­ცე­ო­და ხოლ­მე წარ­სულ­ში. უპირ­ვე­ლე­სად იმი­ტომ, რომ ეს პარ­ტნი­ო­რო­ბაა, პირ­ველ რიგ­ში ორ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და შემ­დეგ, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის. ჩვენ გაძ­ლევთ რჩე­ვას და გეხ­მა­რე­ბით, რო­გორც ფი­ნან­სუ­რად, ისე ტექ­ნი­კუ­რად იმა­ში, რომ და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წი­ოთ. მაგ­რამ ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში რა მოხ­დე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბაა. ასე რომ, თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ვა­შინ­გტონ­ში ვსხედ­ვართ და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დგო­მი ეტა­პის ინ­ჟი­ნე­რი­ით ვართ და­კა­ვე­ბულ­ნი, ცდე­ბა. ატ­ლან­ტი­კურ საბ­ჭო­ში გა­მოთ­ქვით ში­ში, რომ შე­საძ­ლოა, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას, ზო­გი­ერ­თი ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი შო­ვი­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბას არ მო­ე­რი­დოს. ზუს­ტად რას გუ­ლის­ხმობთ და თუ გი­სა­უბ­რი­ათ ამ სა­კით­ხზე იმ ძა­ლებ­თან, ვი­საც ეს ეხე­ბა? ჯერ კით­ხვის მე­ო­რე ნა­წილ­ზე გი­პა­სუ­ხებთ. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს არა­ერ­თხელ და­უმ­ტკი­ცე­ბია, რომ მი­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რა­საც და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ამ­ბო­ბენ, ჰარ­მო­ნი­ა­შია მათ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­თან. დე­ტა­ლებ­ში შეს­ვლის გა­რე­შე გეტ­ყვით, რომ ვსა­უბ­რობთ. ახ­ლა და­საწ­ყისს მი­ვუბ­რუნ­დე­ბი – და­ვა იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ესა თუ ის ცვლი­ლე­ბა, მოვ­ლე­ნა თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს, ლე­გი­ტი­მუ­რია. მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებ, ეს არ გა­და­იზ­რდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბის მხრი­დან კა­მათ­ში იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი უნ­და იყოს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ორი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ზო­მი­ლე­ბაა ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ჩვენ დიდ პა­ტივს ვცემთ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას და მის როლს. მაგ­რამ ისიც ცხა­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა და რწმე­ნა. ამე­რი­კის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბი­სას ხში­რად ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რად­ღე­ბას შრო­მით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ კავ­ში­რებ­ზე. ხან­და­ხან გვრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებთ იმის­კენ, რაც ამე­რი­კულს არ აქვს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი, თუნ­დაც ვის­კონ­სი­ნის შემ­თხვე­ვა რომ გა­ვიხ­სე­ნოთ… ჩვენ კონ­კრე­ტულ პროფ­კავ­შირ­ზე არ ვზრუ­ნავთ. ჩვენ ძი­რი­თა­დი შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი გვა­ინ­ტე­რე­სებს. ვფიქ­რობ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი თვლის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­საქ­მე­ბულ­თა და­სა­ცა­ვად სა­ბა­ზი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ შე­უ­მუ­შა­ვე­ბია. ის, რაც თით­ქმის ყვე­ლა სხვა ქვე­ყა­ნა­შია მი­ღე­ბუ­ლი. ვფიქ­რობთ, და­საქ­მე­ბულს უნ­და ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, იცო­დეს სამ­სა­ხუ­რი­დან დათ­ხოვ­ნის მი­ზე­ზი, ისე­ვე რო­გორც შე­ეძ­ლოს გა­ა­სა­ჩივ­როს ეს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა, ან მოს­თხო­ვოს დამ­საქ­მე­ბელს უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი და ამ მიზ­ნით სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცია გას­წი­ოს ისე, რომ სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის არ ეში­ნო­დეს. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სი ცხა­დად კრძა­ლავს სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით ორ­გა­ნი­ზე­ბის გა­მო სამ­სა­ხუ­რი­დან დათ­ხოვ­ნას, მაგ­რამ ამავ­დრო­უ­ლად, უფ­ლე­ბას აძ­ლევს დამ­საქ­მე­ბელს, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე და­ით­ხო­ვოს თა­ნამ­შრო­მე­ლი გარ­კვე­უ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დის შემ­დეგ, რო­ცა მო­ე­სურ­ვე­ბა. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ეს ორი ნორ­მა ერ­თმა­ნეთს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ასე რომ, რე­ა­ლუ­რად, ჩვენ შრო­მის ძი­რი­თა­დი სტან­დარ­ტე­ბი გვა­ღელ­ვებს და არა დე­ტა­ლუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ამა თუ იმ ქარ­თულ პროფ­კავ­შირს უკავ­შირ­დე­ბა. ##image#9850#0#ანუ იმ მო­საზ­რე­ბას, რომ ლი­ბე­რა­ლუ­რი შრო­მი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უმუ­შევ­რო­ბის დაძ­ლე­ვას უწ­ყობს ხელს, მი­სა­ღე­ბად არ მი­იჩ­ნევთ? ვფიქ­რობ, ეს ყალ­ბი არ­გუ­მენ­ტია. მგო­ნია, რომ პერ­სპექ­ტი­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს არ უნ­და აინ­ტე­რე­სებ­დეს ისე­თი დამ­ქი­რა­ვებ­ლე­ბი, ვი­საც ეს ქვე­ყა­ნა პირ­ველ რიგ­ში იმით იზი­დავს, რომ აქ შრო­მა არ რე­გუ­ლირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეც, იმი­ტომ რომ ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას აკის­რია. მა­გა­ლი­თის­თვის, მა­ღა­რო­ე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის სა­კით­ხი უამ­რავ ქვე­ყა­ნას აწუ­ხებს. არა­ვის უხა­რია, რო­ცა ავა­რია ხდე­ბა. ვფიქ­რობ, რომ რო­დე­საც მა­ღა­რო­ე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და უფ­როს­თან უსაფ­რთხო­ე­ბა­ზე და­ლა­პა­რა­კე­ბა სურთ, მათ ეს სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის ში­შის გა­რე­შე უნ­და შეძ­ლონ. თქვენ ხში­რად გა­მოთ­ქვამთ იმედს, რომ მიმ­დი­ნა­რე არ­ჩევ­ნე­ბი იმ სა­კით­ხებს შე­ე­ხე­ბა, რაც ამომ­რჩე­ველს აწუ­ხებს და არა იმა­ზე და­ვას, თუ რამ­დე­ნად ლე­გი­ტი­მუ­რია სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი. რა უდევს ამ იმედს სა­ფუძ­ვლად? დღეს ჩა­ა­ტა­რეთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია და გა­მო­აც­ხა­დეთ, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუტ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კურ ინ­სტი­ტუტს და­ა­ფი­ნან­სებს მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მორ­ჩი­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ყვე­ლა­ზე დი­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცია ცო­ტა ხნის წინ, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შეწ­ყვე­ტას ით­ხოვ­და. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ჯან­სა­ღი პრო­ცე­სი ამ პი­რო­ბებ­ში? ვფიქ­რობ, ეს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ პარ­ტი­ე­ბი შემ­დე­გი სამ­თვე-ნა­ხე­ვა­რი იმ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბარს და­უთ­მონ, რაც ხალხს აწუ­ხებს და წარ­მო­ად­გი­ნონ სა­კუ­თა­რი ხედ­ვა, თუ რო­გორ ფიქ­რო­ბენ ისი­ნი ამ პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვას და რა შეძ­ლო ან ვერ შეძ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა შე­იძ­ლე­ბა და­იხ­ვე­წოს და გა­მოს­წორ­დეს. ჩვენ ჩვენ­სა­ზე დღემ­დე ვმუ­შა­ობთ. მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი კო­დექ­სი წი­ნას ბევ­რად სჯო­ბია. ჩვენ მე­ტი ცვლი­ლე­ბის ხილ­ვა გვსურ­და. მაგ­რამ რაც არის, ისიც აძ­ლევს მო­თა­მა­შე­ებს შე­ჯიბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. არის ცალ­კე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ლე­გი­ტი­მუ­რად ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათ ხე­ლი ეშ­ლე­ბათ შეკ­რე­ბა­ში, ანაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, ან სხვა პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტე­ბი ავიწ­რო­ე­ბენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბი იქ­ნე­ბა, ვი­მე­დოვ­ნებ ბევ­რი არა, მაგ­რამ იქ­ნე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ინ­ცი­დენ­ტე­ბი პერ­სპექ­ტი­ვა­ში მო­ექ­ცეს და ზო­გა­დი გა­რე­მოს კონ­ტექ­სტში გა­ა­ნა­ლიზ­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ფო­კუ­სი­რე­ბა კონ­კრე­ტულ სა­კით­ხებ­ზე და ამ სა­კით­ხე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ ხედ­ვებ­ზე მოხ­დეს, და ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ცეს სის­ტე­მის რე­ფე­რენ­დუ­მად. ყვე­ლა­ზე მკვეთ­რი, თუმ­ცა არა აუ­ცი­ლებ­ლად პო­ზი­ტი­უ­რი, მო­გო­ნე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნას უკავ­შირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ამ კით­ხვის დას­მა ცო­ტა ად­რეა, იმი­ტომ რომ მე ჯერ კი­დევ ვა­ა­ნა­ლი­ზებ აქ გა­ტა­რე­ბულ დროს. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხთან მი­დის. ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ჩემ­ზე იმ ადა­მი­ა­ნებ­მა მო­ახ­დი­ნეს, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და – დაწ­ყე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტით. მაგ­რამ არა­ნაკ­ლე­ბი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს იმ ხალ­ხთან, ვი­საც უშ­გულ­ში, ხა­იშ­ში და სხვა­ნე­თის სხვა ნა­წი­ლებ­ში შევ­ხვდი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას. ხში­რად ვფიქ­რობ იმ სტუ­დენ­ტებ­ზე და მოს­წავ­ლე­ებ­ზე, რო­მელ­თაც ხში­რად ვხდე­ბი, რო­დე­საც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბებს ვსტუმ­რობ. მი­ხა­რია, რომ ბევ­რი მათ შო­რის ისე­თია, თა­ვის გარ­შე­მო რა­ღა­ცის შეც­ვლა რომ სურს. ეს ახალ­გაზ­რდე­ბი ოპ­ტი­მიზ­მით მავ­სე­ბენ და, რო­გორც ატ­ლან­ტი­კურ საბ­ჭო­ში ვთქვი, მე მარ­თლა მჯე­რა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში მენ­ტა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცია ხდე­ბა და ვფიქ­რობ, ეს მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა. View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/20120503064816sasjel1-300x200.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო #8 სასჯელღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს. 6 ივლისს, ღამით, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია გლდანის №8 დაწესებულებასთან დაკავშირებით. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დაწესებულებაში ინციდენტის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მიაჩნია, რომ პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სამწუხაროა, რომ გარკვეული სუბიექტები, მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისას, პატიმართა ოჯახების წევრების მდგომარეობას არ ითვალისწინებენ.”-ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  20. ტერიტორია განსაკუთრებით მიმზიდველი ფოტოგრაფებისთვისაა (ფოტოგალერეა) http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/bP1x9OlmC6I View the full article
  21. Прошло 50 лет, как Шон Коннери снялся в роли Джеймса Бонда в первом фильме бондианы. С тех пор престиж агента, созданного Яном Флемингом, продолжал расти, и Джеймс Бонд стал иконой для многих поколений мужчин. В честь золотого юбилея Бонда вышел новый фильм об агенте 007, а первый портной Энтони Синклер создал коллекцию костюмов, сшитых в том же стиле и из той же ткани, что и костюмы г-на Коннери. View the full article
  22. მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ამ დღეებში ოკუპირებულ რეგიონში კრიმინოგენური ვითარებისადმი მიძღვნილი თათბირი გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ”პროკურორი” საფარბეი მიკანბა, აფხაზური შს მინისტრი ოთარ ხეცია და სოხუმის შს სამმართველოს უფროსი მურმან გეგია.თათბირზე ანქვაბმა მიუთითა მათ, რომ დანაშაულის დაფარვის გზით მაჩვენებლებს არ გამოედევნონ. როგორც ცნობილია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მრავალი დანაშაული არსად არ ფიქსირდება, შს ორგანოები მათ არ არეგისტრირებენ, რის შესახებაც არაერთხ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. ##image#9853#0#რუ­სე­თის შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე წყალ­დი­დო­ბას, ბო­ლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 78 ადა­მი­ა­ნი ემ­სხვერ­პლა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ქა­ლა­ქი გე­ლენ­ჯი­კი და­ზა­რალ­და, მძი­მე შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა სტი­ქი­ას ნო­ვო­რო­სი­ის­კში, ანა­პა­სა და კრიმ­სკში. კრას­ნო­რა­დის მხა­რის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­აც­ვცი­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლე­ბის ცხე­დო­რე­ბის ძებ­ნა ამ­ჟა­მა­დაც გრძელ­დე­ბა. სტი­ქი­ის გა­მო რე­გი­ონ­ში შეწ­ყვე­ტი­ლია სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა. დატ­ბო­რი­ლია ათა­სო­ბით სახ­ლი. სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მოს­კო­ვი­დან და ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან გა­იგ­ზავ­ნა. ამა­ვე დროს, ეხო მოს­კვის ცნო­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ცოფრს ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა. View the full article
  24. თევზ-ღამურა კარგად ვერ ცურავს. ის, ძირითადად, ოკეანის ფსკერზე "დადის". სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/wKH_TO1OMus palitratv.ge
×
×
  • შექმენი...