Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg საქართველოს ოპოზიციური პარტიები, ექსპერტები სამართლის დარგში, არასამთავრობო ორგანიზაციები განაგრძობენ თავგანწირულ ბრძოლას, რათა წინ აღუდგნენ პარლამენტის მიერ კონსტიტუციის იმ ახალი პროექტის ოფიციალურად მიღებას, რომელიც ისეა ფორმულირებული, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2013 წელს, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის გასვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის სტატუსში უზენაეს მმართველად დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. ამასობაში კი ამერიკული ორგანიზაციის, ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ გამოკითხულთა 26 პროცენტი უჭერს მხარს სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას, ხოლო 32 პროცენტი ამის წინააღმდეგია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48 პროცენტი) ამჟამინდელი ძლიერი საპრეზიდენტო სისტემის შენარჩუნების მომხრენი არიან. კონსტიტუციის პროექტი სააკაშვილის მიერ გასულ ზაფხულს დაფუძნებული კომისიის შრომის პროდუქტია. მისმა წევრებმა პროექტი 19 ივლისს დაამტკიცეს და 21 ივლისს პარლამენტს გადასცეს. პარლამენტმა პროექტი გამოაქვეყნა, რათა ერთი თვის მანძილზე საერთო-ეროვნული დისკუსიები გამართულიყო. “კავკას-პრესი” 22 ივლისს იტყობინებოდა, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტები 16-17 სექტემბერს პროექტის განსახილველად თბილისში ჩამოვლენ. მაგრამ იმ საზოგადოებრივი კომისიის ორი წევრი, რომელმაც კონსტიტუციის ალტენატიული პროექტი მოამზადა, ზაქარია ქუცნაშვილი და აღაირებული ექსპერტი სამართლის საკითხებში ვახტანგ ხმალაძე პროგნოზირებენ, რომ 24 აგვისტოს, პირველი პოსტ-საბჭოთა კონსტიტუციის მიღების წლისთავზე (1995) პარლამეტის საგანგებო სხდომას მოიწვევენ და პროექტს დაამტკიცებენ. ”პუტინივით” კონსტიტუციის ახალი პროექტისადმი გამოხატული პროტესტი ერთი მომენტის გარშემოა ფოკუსირებული – ესაა აშკრა განსხვავება იმას შორის, რაც ძალთა შორის არსებული ბალანსის ცვლილების არგუმენტად მოყავთ და რა მოსალოდნელი რეალური გავლენა მოყვება ამ ცვლილებებს. პრეზიდენტი სააკაშვილი და იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც შექმნა ძირითადი კანონის პროექტი, ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებენ, რომ ის ”ევროპულ მოდელს” ეფუძნება და ცხადად წარმოადგენს საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპრალამენტოზე გადასვლის საფეხურს. მაგრამ ოპოზიციური პარტიები დაობენ, რომ ახალი კონსტიტუციით ძალაუფლების დიდი ნაწილი, რომლითაც დღეს პრეზიდენტია ღჭურვილი, უბრალოდ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს, რომელსაც პარალემენტის უმრავლსობა ირჩევს. ეს პირობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენის უფლებამოსილებას მიანიჭებდა. გარდა ამისა, ოპოზიცია აცხადებს, რომ ახალი მოდელი დაასუსტებდა პარალამენტს, რადგან თუ პარლამენტი მთავრობას არ გამოუცხადებს ნდობას, პრეზიდენტს კაბინეტის მაგიერ, პარლამენტის დათხოვნის არჩევანი აქვს. ოპოზიციური პარტიის თანალიდერმა კახა კუკავამ ახალ პროექტს აგდებულად უწოდა ”ნაციონალური მოძრაობის ახალი შეთანხმება” და ”პუტინის კონსტიტუცია”, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საშუალებას მისცემს სააკაშვილს, მიბაძოს რუსეთის პრეზიდენტს და უბრალოდ თანხმობა განაცხადოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, იტყობინებოდა „კავკას–პრესი“ 21 ივლისს. ალტერნატიულმა საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ სააკაშვილს თხოვნით მიმართა, გამოითხოვოს პროექტი პარლამენტიდან, იუწყებოდა „კავკას–პრესი“ 23 ივლისს, ხოლო თეთრების ოპოზიციურმა მოძრაობამ, რომელსაც სათავეში თემურ შაშიაშვილი უდგას, 26 ივლისს განცხადება გააკეთა და პროექტის საერთო-ეროვნულ რეფერენდუმზე გატანა მოითხოვა. ამ მოთხოვნათაგან არც ერთს არა აქვს წარმატების შანსი და არც იმის შანსი არსებობს, რომ პარლამენტი, რომელშიც გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას 150 მანდატიდან 131 აქვს, ვერ მოახერხებს პროექტის მიღებას. ამ თვალსაზრისით სააკაშვილმა, როგორც ამას რუსული ყოველდღიური გამოცემა ”კომერსანტი” წერდა, „საკუთარ თავს ხელისუფლებაში დარჩენა მიუსაჯა”. ორიგინალი ორიგინალი
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/201002224743-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას საქართველოზე კონტროლის დამყარების გეგმაზე ხელი არ აუღია. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომი, რუსი მაღალჩინოსნების რიტორიკა და მათი საქართველოსადმი დამოკიდებულებაა. პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს ამოცანა რუსეთის წინსვლის შეჩერება და ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას განაცხადა, სადაც მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად, დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/misha4.jpg itvს ლინკი
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png შტეფან ბინდერი საქართველოს ვიცე–პრემიერი გიორგი ბარამიძე Der Standard–თან ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობებზე, ქართულ შეთქმულებებზე და მაფიის გადატრიალების გეგმებზე საუბრობს. გასულ კვირაში მომხდარი აფეთქებები ბალყარეთში, არასტაბილურობა აფხაზეთში, საქართველო გარშემორტყმულია კონფლიქტური სიტუაციებით? დიახ, რეგიონში სიტუაცია უარესდება. ეს ყველაფერი კი რუსეთის არაგონივრული პოლიტიკის ბრალია, რომელსაც პრობლემების გადაწყვეტა არ შეუძლია. ამის ნაცვლად, იქ ათასობით ადამიანს კლავენ: ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, უფლებადამცველებს, რაც ხელს აძლევს ფუნდამენტალისტებს. საქართველოს ეს უშუალოდ არ ეხება, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ჩვენს მეზობლად ჩრდილოეთში მუსულმანური ხალიფატი. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტის სფეროში და კულტურაში. გვსურს რომ რუსეთი იყოს სტაბილური, მაგრამ ამისთვის მან ცვილიზებული პოლიტიკა უნდა აწარმოოს. რაც შეეხება ცივილიზებულ პოლიტიკას: საქართველოს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შალვა ნათელაშვილმა, გასულ კვირას Standard–თან ინტერვიუში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სერიოზული ბრალდებები წაუყენა. ის ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი დაკავშირებულია 2005 წელს პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუვის ფაქტთან ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნებოდა ისეთ პოლიტიკოსებთან საუბრი, რომლებიც მეტ სიმწიფეს ავლენენ. ამ ადამიანს მხოლოდ ყურადღების მიპყრობა სურს. ის სასაცილო განცხადებებს აკეთებს ხოლმე, მაგრამ ეს შემთხვევა სასაცილო არ არის. პრემიერ–მინისტრი ჟვანია ჩემი საუკეთესო მეგობარი და პოლიტიკური დამრიგებელი იყო. ამ საქმეს ორი მხარე იძიებს: ქართული და ამერიკული გამოძიების ფედერალური ბიურო. ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ვერავინ იტყვის დანამდვილებით რა მოხდა. ამ წლის მარტში ვენაში ქართველ მაფიოზთა ჯგუფი ამხილეს, რომლებიც იმავდროულად თითქოს ვენიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამხობას გეგმავდნენ. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის საუკეთესო კომპლიმენტია. მისი ქმედებებით მაფია ისე გაპარტახდა, რომ მისი დამხობა სურს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ეფექტურად ვებრძვით მაფიას, კორუფციას და ორგანიზებულ დანაშაულს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მაფიას ავსტრიის ხელისუფლებაც არ ინდობს. მაგრამ რუსეთში ისინი თავს თავისუფლად გრძნობენ. თუმცა, იმავდროულად არსებობდა ბრალდებები იმის თაობაზეც, თითქოს ამ გეგმებში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო სტატისტიკა ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობაში ჩვენ აღარ გვაქვს მაფიოზური სტრუქტურები. ბუნებრივია, ყოველთვის შეიძლება გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ რადიკალურ ჯგუფებს მთავრობის დასამხობად. მსგავსი ფაქტის გამორიცხვა დარწმუნებით არ შეიძლება. თქვენ მსგავს რამეს სადმე გამორიცხავთ? ორიგინალი ორიგინალი
  4. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა უშუალოდ არის დაინტერესებული იმით, რომ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაცია წარმატებული იყო.… ლინკი მედიანიუსზე
  5. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კადეტთა კორპუსის გაუქმება შეცდომა იყო. როგორც მან თავდაცვის სამინისტროში დღეს გამართული შეხვედრისას… ლინკი მედიანიუსზე
  6. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საავტომობილო ზეთების ბაზარზე გახშირდა შეთხვევები,… ლინკი მედიანიუსზე
  7. ლივერპულის სადებიუტო მატჩში,რომელსაც ევროპა ლიგის კვალიფიკაციისთვის რაბოტნიკის წინააღმდეგ ჩაატარებს,გუნდის წამყვანი ფეხბურთელები არ მიიღებენ მონაწილეობას. იხილეთ fanebi.com
  8. 23 წლის ნინა ქობალია აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას დის სამუშაო კაბინეტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტშია. იგი აპარატის სპეციალური წარმომაგენელია ამავე დეპარტამენტში.მისი თანამდებობაა -საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. ”რეალურად ჩემი ფუნქცია აჭარაში ტურიზმის „პრომოუშენი“ და რეკლამაა. „ივენთების“ დაგეგმვას ვხელმძღვანელობ. ინტერნეტში კი “არტიკლებს” ვწერ, რომ მოვიზიდოთ ტურისტები ბათუმში”. მას სოციალურ ქსელ ”ფეისბუქზე” ახალი გვერდი აქვს გახსნილი, რომელსაც “ბათუმი ივენთი” ჰქვია. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ როგორ დაიწყო ამ თანამდებობაზე მუშაობა, გვპასუხობს, რომ დაწერა განცხადება და წარადგინა საპროექტო წინადადებები, რის გაკეთებას აპირებდა. ამის შემდეგ კი მოეწონათ და აიყვანეს სამსახურში: ”მარტში ვიყავი ჩამოსული კანადიდან და ძალიან მომეწონა ბათუმი, გამოცდები მქონდა ჩასაბარებელი და მაშინ ვერ დავრჩი.” რა წვლილი მიუძღვის მინისტრ დას ნინას კარიერაში.? -ამბობს, რომ მისი და, ძირითადად, რჩევებით შემოიფარგლება: ”ხშირად მინდა ვნახო ჩემი და, მაგრამ დაკავებულია და ბათუმში ვერ ჩამოდის” აჭარის მთავრობის ყველაზე ახალაგზარდა თანამშრომელს ვანკუვერის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. როგორც თავად ამბობს, ურთიერთობის სპეციალისტია. მთავრობის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი სპეციალისტი ამ ეტაპზე დიჯეი მაია ქეის კონცერტის ორგანიზებითაა დაკავებული. ამბობს, რომ დატვირთული დღის გრაფიკი აქვს. დატვირთული დღის გრაფიკის ჩინოვნიკი ხელფასის რაოდენობას საიდუმლოდ ტოვებს. ნინა ქობალია ბათუმში ახალი ბულვარის განაპირას, კობალაძის ქუჩაზე, ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ბინა პატარაა, მაგრამ მას აკმაყოფილებს. აგვისტოსთვის კი მშობლებს ელოდება კანადიდან. ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის მშობლები შვებულების გატარებას ბათუმსა და ზუგდიდში აპირებენ. ვერა და ნინა ქობალიების მამას კანადაში პურის ბიზნესი აქვს. ნინა 9 წლის იყო, როცა ოჯახმა საქართველო დატოვა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ ინფორმაციით, საგურამოს წყალსადენის სათავე ნაგებობაში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხვალ 12:00-დან 24:00… ლინკი მედიანიუსზე
  10. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით. 27 ივლისს, ჟენევაში გამართული კონსულტაციების მეთორმეტე რაუნდისას, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსულ… ლინკი მედიანიუსზე
  11. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების რეგიონის მუნიციპალიტეტებში გადატანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს უნივერსიტეტის რექტორი… ლინკი მედიანიუსზე
  12. რომამ კატარულ გუნდ ალ სადს 2:1 მოუგო. იხილეთ fanebi.com
  13. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს არანაირი პრობლემები არ აქვს. აზერბაიჯანული მედიის… ლინკი მედიანიუსზე
  14. თბილისის მერი გიგი უგულავა საკვები პროდუქტების გარე მომწოდებლების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,… ლინკი მედიანიუსზე
  15. ხვალ საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ყოფილი შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვედრასთან დაკავშირებით, აკადემიის გადარჩენის კომიტეტი… ლინკი მედიანიუსზე
  16. რეგიონების სასმელი წყლით თვითდინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული დღეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...