Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://thisissport.info/wp-content/uploads/2010/05/ngog-david.jpg ნ’გოგმა დღეს თავისი სურვილი გამოაშკარავა რომ მას ლივერპულში თამაში ძალიან სურს, მას უნდა მაქსიმალურად ბევრი გოლი გაიტანოს გაუმჯობესდეს როგორც ფეხბურთელი და აჩვენოს როის რომ მას ძალიან ბევრი შეუძლია. ფრანგი ფორვარდი დარწმუნებულია იმაში რომ ის ძალიან ბევრს ისწავლის ფერნანდო ტორესისგან, ის ძალზედ აღელვებული იყო მაშინ როდესაც ფერნანდოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო საბოლოოდ იგი დარჩა ენფილდზე და ეხლა ნ’გოგი მზად არის ტორესისგან დიდი გაკვეთილების მისაღებად. ნ’გოგი:“მუდმივად კრიტიკის და გაკიცხვის ქვეშ ვიმყოფები რადგანაც უდიდეს კლუბში ვთამაშობ, მე კი მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში გავაკეთო მაქსიმუმი ამ კლუბისთვის”. “უნდა იყო მზად ყოველი მატჩისთვის, და როდესაც შენ მოგეცემა კარგად თამაშის და გოლის გატანის შანსი ეს შანსი ყოველთვის თუ არა მაქსიმალურად უნდა გამოიყენო”. “ფანტასტიური იყო როდესაც ფერნანდომ განაცხადა რომ ის რჩებოდა ლივერპულში”. “ის და სტივენ ჯერარდი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები ლივერპულში, როდესაც ისინი სტადიონზე არიან ბევრად თავდაჯერებულები ვართ”. დავიდი ფიქრობს რომ ელ ნინიოს გვერდით თამაში თუ ვარჯიში მას ბევრს ასწავლის, იგი ემზადება შემდეგი მატჩისთვის ნ’გოგს სურს გოლის გატანა იგი ბევრად თავდაჯერებულია რადგანაც მან წინა მატჩში დუბლი გაიფორმა და წითლებს გამარჯვება მოუტანა. “ყოველთვის კარგი გრძნობაა ფორვარდისთვის როდესაც ახერხებ გოლის გატანას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის იყო რომ მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და ბევრად იმედიანად ვართ”. “ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელი, ისინი მართლაც რომ ძალიან კარგად და ფანტასტიურად გამოიყურებიან”. “ჩვენ ვვარჯიშობთ ძალიან ბევრს ვარჯიშებზე რადგანაც გვინდა გვქონდეს მეტი ხარისხი და ყველა თავს ბედნიერად გრძნობდეს”. “მარტინ კელი არის ფანტასტიური ახალგაზრდა ფეხბურთელი, სწორედაც მისი ფანტასტიური გამჭოლი პასით შევძელი მე გოლის შეგდება, იმედი მაქვს ამ ფეხბურთელს ძალიან კარგი მომავალი ექნება ამ კლუბში”. “შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ სტადიონზე და ფანებს ლამაზი სანახაობა ვაჩუქოთ, ეს არის პირველი საშინაო მატჩი ამ სეზონში”. “ვფიქრობ მნიშვნელოვანია ენფილდზე სეზონის კარგი შედეგით დაწყება”. “უნდა ვიყოთ ფრთხილად არ უნდა ვიფიქროთ რომ მატჩი მოგებულია, სათამაშო გვაქვს 90 წუთი არავინ იცის რა მოხდება ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, იმედი გვაქვს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და შევძლებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას“. View the full article
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/turizmi1-150x150.jpgტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი 26 წლის მაია სიდამონიძე გახდა. როგორც დღეს ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განუცხადა, მაია სიდამონიძე ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და საქართველოში აგვისტოს შუა რიცხვებში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლადდანიშნულმა მინისტრმა ამ თანამდებობაზე კონკურსი 21 ივლისს გამოაცხადა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/turizm.jpg itvს ლინკი
  3. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/wign-150x150.jpg2010 წლის ეროვნული გამოცდების, ამ დროის მონაცემების გათვალისწინებით, აბიტურიენტთა საერთო მომზადების დონე გაუარესდა. ჯერ მხოლოდ 5 დღით ადრე 36 000 აბიტურიენტიდან კონკურსს 3000 უკვე გამოეთიშა. შედეგების მიზეზად აბიტურიენტები გართულებულ ტესტებს ასახელებენ. გართულდა თუ არა, რეალურად, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება, რა შედეგები აჩვენა წელს ეროვნულმა გამოცდებმა და რა პრობლემები არსებობს სასწავლებლებში, ნახეთ თამარ კვარაცხელიას სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/skolebi1.jpg itvს ლინკი
  4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, `ტექნო ბუმის” დამფუძნებელს, `ელიტ-ელექტრონიქსის” ყოფილ მმართველ, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.… ლინკი მედიანიუსზე
  5. ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციით აშენებული ბათუმის დელფინარიუმი შესაძლოა საერთაშორისო სკანდალში გაეხვიოს. დელფინარიუმს საერთაშორისო კონვენციის და ქართული კანონების დარღვევაში… ლინკი მედიანიუსზე
  6. http://image.geotorrents.com/images/7960iqyt1yw1lbqhubdf.jpg ფულემის მეპატრონე მოჰამედ ალ ფაიედი ჰოჯსონზე და ლივერპულზე ალაპარაკდა. მან დარწმუნებით განაცხადა რომ ჰოჯსონი ლივერპულს შავ დღეში ჩააგდებს და ამიერიდან მერსესაიდული კლუბის დაღმასვლას უნდა ველოდოთ.ფულემის მეპატრონე მოჰამედ ალ ფაიედი ჰოჯსონზე და ლივერპულზე ალაპარაკდა. მან დარწმუნებით განაცხადა რომ ჰოჯსონი ლივერპულს შავ დღეში ჩააგდებს და ამიერიდან მერსესაიდული კლუბის დაღმასვლას უნდა ველოდოთ. იგი ინტერვიუში აცხადებს: ”ჰოჯსონის ხელმძღვანელობით ლივერპული დაღმა დაეშვება.ყველაფერი ვიღონე ამ კაცისთვის ხელი რომ შემეწყო, ის კი ქალაჩუნა აღმოჩნდა. იგი ლივერპულის მწვრთნელად მხოლოდ იმიტომ დანიშნეს რომ ჩვენ გავიყვანეთ მომგებიან პოზიციაზე.ჩვენ მხარში ვედექით, მან კი გვიღალატა”. View the full article
  7. ქობულეთში სკუტერმა, წყალში ბანაობისას 40 წლის მამაკაცს გადაუარა. მამაკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად, ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცავი ორგანოები ამ… ლინკი მედიანიუსზე
  8. გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ჰააგა) საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას 13 სექტემბრიდან დაიწყებს. მოსმენა ორ ეტაპად… ლინკი მედიანიუსზე
  9. ხვალ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის… ლინკი მედიანიუსზე
  10. ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კერძო სექტორთან შეხვედრას გეგმავს. მაია სიდამონიძე რადიო „კომერსანტისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ… ლინკი მედიანიუსზე
  11. 7 აგვისტოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ქართული დიასპორები საპროტესტო აქციებს გამართავენ. აქციები ევროპის ქვეყნების დედაქალაქებსა… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ss-100802-russia-fire-04_grid-5x2-150x150.jpgრუსეთი კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული. ქვეყნის მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, დღეს სიცხემ 40 გრადუსს მიაღწია. ჰაერის რეკორდულად მაღლი ტემპერატურის გამო 10 დღის განმავლობაში ხანძრის ათასობით კერა გაჩნდა. სტიქიის მაშტაბები და მის მიერ მიყენებული ზარალი გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ამას რუსული მედია და ოფიციალური სტრუქტურები აცხადებენ. ის, რაც რუსული მედიის ობექტივს მიღმა რჩება, მაინც პოულობს დღის სინათლეს. ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ruseti_mimoxilva.jpg itvს ლინკი
  13. საქართველოს პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი ქობულეთში საზაფხულო ბანაკ `სამშობლოს” მოზარდებს შეხვდა. პრეზიდენტის მეუღლესთან ერთად, ბანაკის დამსვენებლები… ლინკი მედიანიუსზე
  14. თბილისის მერიის მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მზა, უფასო პროექტების მიხედვით, წავკისში 104 კვმ ფართობზე ერთსართულიანი… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/medvedevi-150x150.jpgრუსეთი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ თბილისთან სრულფასოვანი ურთიერთობა აღადგინოს . ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/medvedev.jpg itvს ლინკი
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg მეტ რობინსონი საქართველომ „მინიმუმზე“ მეტი უნდა გააკეთოს, ბოლო ორი ათი წლის განმავლობაში ომების გამო 200 000 იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებლით, სამუშოთი და ჯანდაცვით უზრუნველსაყოფად, განაცხადა ხუთშაბათს Amnesty International–მა. დასკვნაში, რომელიც აჯანყებული სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან ომის გასვლიდან ორი წლის შემდეგ, ბრიტანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოამზადა, ნათქვამია, რომ ისინი უმუშევრობას განიცდიან და საზოგადოებისგან გარიყულები არიან. 1990–იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ომების გამო იძულებით გადაადგილებული პირები, ცხოვრებას „სასტიკ პირობებში“ განაგრძობენ, ნათქვამია დასკვნაში. დაახლოებით 42% დღემდე საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებში, სასტუმროებსა და ბარაკებში ცხოვრობს. „დევნილებს იმაზე მეტი სჭირდებათ, ვიდრე მათი სახურავით უზრუნველყოფაა“, – განაცხადა ნიკოლა დაკვორტმა, Amnesty–ს ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა. „მთავრობა მათ დასაქმების, ჯანდაცვისა და სხვა შეღავათების გარანტიების უზრუნველყოფისთვის სჭირდება. საჭიროა ასევე, მათთან კონსულტაცია ისეთ საკითხებზე, რაც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, რომ არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეთ“. პრო–რუსული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციას 1990–იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის კოლაფსის დროს გამოეყო. 2008 წლის აგვისტოში, ორივე მხრიდან 100 000–ზე მეტი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, როდესაც რუსეთმა აღკვეთა საქართველოს თავდასხმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე. დაახლოებით 26 000 ქართველს სახლებში დაბრუნების საშუალება არ გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება შეაქეს ახალ დასახლებებში დევნილების საცხოვრებლით სწრაფი უზრუნველყოფისთვის, ასევე ბოლო 20 წლის განმავლობაში უსახლკაროდ დარჩენილი პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გამო. Amnesty მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, თუმცა იმავდროულად ჩამოთვალა არსებითი დარღვევები, რის გამოც ბევრი დევნილი „იზოლაციაში ცხოვრობს“. ანგარიშში „მოსაცდელ ოთახში: იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში“ ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ დაწყებული ომების გამო, დევნილი ადამიანებიდან ბევრი დღემდე სიღატაკეში ცხოვრობს. Amnesty–ს მაგალითად მოჰყავს ზუგდიდის დასავლეთით მდებარე, ყოფილი სამხატვრო სახლის შენობა, სადაც 20 ოჯახია შესახლებული, რომლებსაც მხოლოდ ორი საპირფარეშო და ორი შხაპი აქვთ ეზოში. ქუთაისში, ყოფილი ინტერნატის შენობაში შვიდი ოჯახი ერთი საპირფარეშოთი სარგებლობს, დაბანის პირობები კი არ აქვთ. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...