Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/besel-150x150.jpgეკა ბესელია ადამიანის უფლებათადამცველი ორგანიზაციის “Amnesty intenational”-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას დევნილების პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/beselia1.jpg itvს ლინკი
  2. ქალაქელ ლამაზმანს სოფლად მემკვიდრეობაში შეხვდემა ფერმა , სადაც სოფლის გოგონები უვლიან მეურნეობას , გოგონებს კი უვლიან სოფლის ალფონსოები. ფერმაში ერთი შეხედვით წყნარი ცხოვრებაა , მაგრამ ყველაერი არც ისე წესრიგშია ... 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  3. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/aqcia1-150x150.jpgდღეს დევნილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. თბილისში მცხოვრები დევნილები და კონსერვატორული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დედაქლაქში დევნილებისთვის ფართის დაკანონებას მოითხოვენ. ასევე მათი განცხადებით, სასწრაფოდ უნდა შესრულდეს რეკომენდაციები, რომელიც “ამნესტი ინტერნეშენელმა” საქართველოს ხელისუფლებას მისცა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/aqci.jpg itvს ლინკი
  4. 9 აგვისტოს ზუგდიდში საქართველოს სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს სახალხო დამცველი,… ლინკი მედიანიუსზე
  5. 7 აგვისტოს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში მრავალფეროვნების ფესტივალი გამართება, _ აცნობეს `მედიანიუსს~ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან. როგორც ფესტივალის… ლინკი მედიანიუსზე
  6. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან არსებული აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა თანამედროვე საგუნდო მუსიკის მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული და… ლინკი მედიანიუსზე
  7. საქართველოს პარლამენტში შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საზოგადოებრივი განხილვების საბჭომ, ახალი კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში, ქუთაისის აკაკი… ლინკი მედიანიუსზე
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif თომას დე ვაალი ამ კვირის ბოლოს ორი წელი უსრულდება ომს, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის იფეთქა. იმ მომენტისთვის ბევრი შიშობდა, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ახალი ცივი ომი დაიწყებოდა. რეალურად კი ურთიერთობები გაუმჯობესდა, მაგრამ სეპარატისტულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ვითარება ჩიხური რჩება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტებს ბარაკ ობამასა და მედვედევს შორის ბევრ საკითხთან დაკავშირებით კეთილგანწყობამ დაისადგურა, ორივე ქვეყნის მთავრობა საქართველოს გამო ერთმანეთს ადანაშაულებსმოსკოვი დაჟინებით ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი ახლა სრულიად დამოუკიდებელი ქვეყნებია. ვაშინგტონი კი ადასტურებს საქართველოს უფლებას ამ ორ ტერიტორიაზე. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, გასულ თვეში თბილისში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სეპარატისტულ ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნას ”ოკუპაცია” უწოდა. თუ ფაქტებს ფხიზელი თვალით შევხედავთ, ვივარაუდებთ რომ ვერც ერთი პოზიცია ადგილზე არსებულ რეალობას ვერ ასახავს. სამხრეთ-ოსეთი, რომლის მოსახლეობაც 30 000-ს შეადგენს, არასდროს იქნება დამოუკიდებელი, მაგრამ 2008 წლის სისხლისღვრამ ბევრი წლით დახია უკან საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორების ნებისმიერი შესაძლებლობა. აფხაზეთი ბევრად უფრო დიდია და შავი ზღვის სანაპიროზე ერთგვარი პროტო-სახელმწიფოებრიობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამოუკიდებლობის აღიარებას ძალიან მცირე შანსი აქვს, მან მკვეთრად გაწყვიტა კავშირი პოსტ-საბჭოთა საქართველოსთან, რომლის ნაწილიც ის ბოლომდე არასდროს ყოფილა. აფხაზების უმეტესობა მიესალმება რუსეთის სამხედრო ძალას, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტორს. საბოლოოდ აქ კომპრომისი გარდაუვალია, მაგრამ იმისთვის რომ ეს მოხდეს, პროცესის გლობალურმა მონაწილეებმა უნდა უკუაგდონ საკუთარი რიტორიკა და ეს კონფლიქტი აღარ განიხილონ ცივი ომის პრიზმიდან. პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ ისაა, რომ აგვისტოს ომმა რეალურად შეასუსტა რუსეთის პოზიციები კავკასიაში. აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის აღიარებამ შელახა მოსკოვის საერთაშორისო რეპუტაცია და არც ერთ სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას მისი მაგალითისთვის არ მიუბაძავს. ამ პოლიტიკამ ჩრდილო-კავკასიაში კიდევ უფრო გაართულა ვითარება პოტენციურ ისლამისტ სეპარატისტებს შორის. მთების სამხრეთით რუსეთი ძალიან მცირე ბერკეტებს ფლობს და ნებისმიერი სახის გავლენის შესანარჩუნებლად ადგილობრივ ელიტასთან უნდა იმუშაოს. ეკონომიკურ აღმშენებლობასა და პოლიტიკურ კონსოლიდაციაზე ფოკუსირებული რუსეთი აღიარებს, რომ თუ თავის ახლო საზღვარგარეთში დარჩენა უნდა, უფრო ეკონომიკურ ინსტრუმენტებს უნდა მიმართოს, ვიდრე იძულებას. ბოლოდროინდელი დავა ბელორუსიასთან გაზით მომარაგების გამო, ყირგიზეთში ჩაურევლობის გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც რუსეთი ტანკებს 90%-ით შეამცირებს, ამ სურათის ნაწილია. აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი, რომლებიც რუსეთთან საზღვარსაც და ისტორიულ კავშირებსაც იყოფენ, უსაფრთხოებისთვის რეალურ თავის ტკივილად რჩება. ის რომ სეპარატისტულ სამხრეთ-ოსეთში, რომელიც თბილისიდან ერთი საათის სავალ გზაზეა, რუსული ჯარი დგას, ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას რეალურ პრობლემას უქმნის. მაგრამ აშშ-რუსეთის უკეთესმა ურთიერთობებმა დრამატულად შეამცირა სამხრეთ-ოსეთში ახალი დაპირისპირების წარმოქმნის საფრთხე. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ოსებს არა მხოლოდ რუსეთის, ან მხოლოდ საქართველოს არჩევის შანსი მიეცემათ, არამედ თვითმმართველობა და კავშირი ორივე ქვეყანასთან, ისინი ალბათ ორივე ხელით ჩააფრინდებიან ამ შესაძლებლობას. ქართველები და ოსები ყოველთვის ქმნიდნენ შერეულ ოჯახებს და ვაჭრობდნენ ერთმანეთში, სამხრეთ-ოსეთი საქართველოს შიგნით მდებარეობს და რუსეთს მხოლოდ გვირაბით ესაზღვრება. აფხაზეთი უფრო რთული შემთხვევაა, მაგრამ ევროპაში არსებობს სულ ცოტა ათეული ტერიტორია, სადაც ასიმეტრიული სუვერენიტეტია: გაიხსენეთ ანდორა, ლიხტენშტეინი, რომ აღარაფერი ვთქვათ შოტლანდიასა და ჩრდილო-ირლანდიაზე, სადაც მთავრობაში ”სეპარატისტი” მინისტრები სხედან. ასეთი კრეატიული მიდგომა აფხაზეთის შემთხვევაშიც რომ გამოეყენებინათ, შესაძლოა კონფლიქტი დიდი ხნის გადაჭრილი ყოფილიყო. შეუძლია რუსეთს საქართველო ”დასავლეთთან” გადატვირთვის ნაწილად აქციოს? თუ რეალურად ვიმსჯელებთ პროგრესი არაა სავარაუდო, სანამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოსკოვის სასტიკი მტერი, მეორე ვადითაა ხელისუფლებაში და სანამ 2008 წლის იარები მოუშუშებელია, მაგრამ რუსეთს ნამდვილად აქვს იმის მიზეზი, რომ ეს პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში გადაანაწილოს. ამავე დროს სიტუაცია კონფლიქტების მართვის უფრო ეფექტურ მენეჯმენტს მოითხოვს – ინციდენტების აღკვეთას, რათა ისინი კონტროლიდან არ გავიდნენ და საჭროა უფრო ნიუანსური ენა. დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკა, საქართველოსადმი მკაცრი რიტორიკით გამოხატული მხარდაჭერა, მძიმე სამუშაოს იოლი სიტყვებით სცვლის. თარიღი რომელსაც ველით 2014 წელია, როდესაც სოჭში შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთის კარის მეზობლად ზამთრის ოლიმპიადა შეაბიჯებს. კარგ ბაზისს შესაძლოა ის მოჰყოლოდა, რომ ოთხ წელიწადში ჩასატარებელი თამაშები ურთიერთობათა აღდგენის მიზეზად იქცეს. ორიგინალი ორიგინალი
  9. ბრონისლავ კომოროვსკი პოლონეთის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ახალმა პრეზიდენტმა პოლონეთის სეიმის შენობაში საჯაროდ ფიცი დადო. საპრეზიდენტო ინაუგურაცია პოლონეთის… ლინკი მედიანიუსზე
  10. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8406 ლარის ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/08_01/LiverpoolSAleHuang_482x449.jpgმთავარი დაპირება - არანაირი ვალები!!! ჩინელ კენი ჰვანს რომ “ლივერპულის” ყიდვა აქვს განზრახული, ეს სიახლე აღარავისთვისაა. საინტერესოა, თუ რის გაკეთებას აპირებს იგი კლუბის შეძენის შემთხვევაში და რაზე გაამახვილებს ყურადღებას. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ჰვანის მთავარი ამოცანა იქნება კლუბის ვალებისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება. როგორც ჩანს, ჰვანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტადიონის საკითხსაც, რადგან მიზნად დასახული აქვს ახალი სტადიონის მშენებლობის რაც შეიძლება მალე დასრულება. იგი ასევე აპირებს საკმაოდ სოლიდური თანხის გამოყოფას ტრანსფერებისთვის და სავარაუდოდ, ჰოჯსონს ამ მხრივ სრული თავისუფლება ექნება. ესენია ის ძირითადი მიზნები, რომლებსაც გვპირდება ძია კენი, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ არაა მომხდარი – ამერიკელ მფლობელებს ჯერ არ დაუდასტურებიათ კლუბის გაყიდვა, თუმცა როგორც გავლენიან ვებ-გვერდთა უმეტესობა ირწმუნება, ეს უახლოეს მომავალში მოხდება. View the full article
  12. გამოვლიდნენ ევროპა ლიგის წყვილებიც... იხილეთ fanebi.com
  13. სულ მალე ფრანგი ცენტრალი შეიძლება ლონდონში ვიხილოთ... იხილეთ fanebi.com
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/d6784eeff6e8-150x150.jpgსაქართველოში ამერიკის მეგობართა კლუბისა და „რიკო ინტერნეიშნალის” ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპილთა შვილები დღეს მთაწმინდის პარკს სტუმრობდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/bombora.jpg itvს ლინკი
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ucxoet1-150x150.jpgნახეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარებული დღის მნიშვნელოვანი ამბები . http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ucxoeti1.jpg itvს ლინკი
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ugulava2-150x150.jpgთბილისის მერი ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შეხვდა და ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ugulava3.jpg itvს ლინკი
  17. მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა გულშემატკივარს დაჰპირდა დარჩენას. მისმა აგენტმა დამაინტრიგებელი კომენტარი გააკეთა. იხილეთ fanebi.com
  18. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sportsmenebi-150x150.jpgიგეგმება თუ არა გივი კარტოზიას ძეგლის გადატანა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან და რას ითხოვენ სპორტსმენები - ძეგლის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sportsmenebi1.jpg itvს ლინკი
  19. „რუსეთში ჯავახეთის დიასპორის“ მოთხოვნები და მიმართვები ინტერნეტის ქსელში რამდენიმე თვეა ჩნდება. უკანასკნელი ასეთი მიმართვა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. „ჯავახეთის რუსული დიასპორა“ საქართველოს ახალ კონსტიტუციის პროექტს ეხმაურება და მასში ცვლილების შეტანას ითხოვს–„გთხოვთ, ჩაამატოთ შესწორება ასეთი სახით–„სამცხე–ჯავახეთის მხარის ტერიტორიაზე, სახელმწიფო ენასთან ერთად, სომხური ენა რეგიონულ ენას წარმოადგენს“. მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ცალკეულ თავში დეტალურად უნდა განიმარტოს საკითხები, თუ როგორ უნდა მოხდეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სამართლებრივი საკითხების მოგვარება, ფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების განკარგვა, ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები და ქვეყანაში ადმინისტრაციული ერთეული შექმნის შესაძლებლობა. საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე, არნოლდ სტეფანიანი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს, –„როდესაც მე დავინტერესდი, გავარკვიე, რომ ესენი არიან მოსკოვში მყოფი რადიკალ სომეხთა ჯგუფი, რომლებიც ერთ–ერთ ძალიან სერიოზულ პარტიას წარმოადგენენ, თუმცა პარტიის დასახელებისგან თავს შევიკავებ“, –ამბობს არნოლდ სტეფანიანი. თუმცა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ამ კონკრეტული ადამიანების მოთხოვნა, საქართველში სომხურის რეგიონულ ენად გადაქცევის შესახებ, ჯავახეთში ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო იქნებოდა, რადგან ჯავახეთის მოსახლეობა ვალდებულია, ადგილობრივ ხელისუფლებას ქართულ ენაზე მიმართოს, მაშინ, როცა თვითონ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც ბევრი სომეხია, რომლებმაც არ იციან ქართული და მათაც უწევთ თარგმნა, რაც არნოლდ სტეფანიანის აზრით, ”ბევრ სირთულეს ქმნის“. ამის მიუხედავად, სტეფანიანი ამბობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს. „რუსეთში ჯავახეთის დიასპორის“ მოთხოვნები მხოლოდ ამ საკითხებით არ მთავრდება. მიმდინარე წლის ივლისის წერილში ჯგუფი საქართველოს განათლების სამინისტროს მრავალრიცხოვანი კონფლიქტების გაღვივებაში სდებს ბრალს. „მეხუთე კლასამდე სომხურ ენაზე ნათარგმნ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში შუასაუკუნეების სომხეთი მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს შემადგენლობაში განიხილება, სომხური ბიოლოგიის სახელმძღვანელოში კი ცხოველების სახელები სომხურად კი არა, ქართულადაა“, –ნათქვამია „რუსეთის ჯავახეთის დიასპორის“ წერილში. ჯგუფი მოითხოვს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაგივრად, ასეთი საკითხების გადაწყვეტის უფლება ადგილობრივ ხელისუფლებას მიენიჭოს. საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებზე და კონკრეტულად სამცხე ჯავახეთის რეგიონზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ხშირად ამახვილებს ყურადღებას. ლავროვი იმედოვნებს, რომ ევროსაბჭო ყურადღებას მიაქცევს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებს, რომელთა პრობლემები ქვეყანაში მწვავედ დგას. ლავროვის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს იმეპრიალისტური დამოკიდებულება აქვს საქართველოში მცხოვრები მცირე ერების მიმართ, რაც მინისტრის აზრით, 2008 წლის აგვისტოშიც გამოჩნდა. ლავროვის განცხადებებთან დაკავშირებით, ნეტგაზეთი რამდენიმე თვის წინათ ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილსაც ესაუბრა: „ საქართველოში უმცირესობების პრობლემა, საქართველოს სახელმწიფოს პრობლემაა და არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის“, –ამბობს ზაქარეიშვილი. რუსულენოვანი მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციით კი, „რუსეთში ჯავახეთის დიასპორამ“ მადლობა გადაუხადა რუსეთის საგარეო უწყებას იმის გამო, რომ მან საქართველოში მცხოვრები უმცირესობების თემაზე ისაუბრა. აღნიშნულ ჯგუფს მხარდამჭერები საქართველოს პოლიტიკურ წრეებშიც ჰყავს– საქართველოს კონსერვატულმა პარტიამ თავის ოფიციალურ ვებ –გვერდზე საარჩევნოდ „რუსეთში ჯავახეთის დიასპორის“ მოწოდება გამოაქვეყნა, რომელშიც ჯავახეთის დიასპორა „ეროვნულ საბჭოს“ მხარდაჭერას პირდებოდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. უძრავი ქონების ექსპერტები ამბობენ, რომ 2011 წლის აგვისტოსათვის უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელი გაიზრდება და 2008 წლამდე არსებულ მდგომარებას ან მეტს მიაღწევს. „ თუ სამი წლის წინ წელიწადში სამ-ოთხ ბინას ვყიდდი, ახლა ერთი თუ გავყიდე, კარგია. ახლაც სამოცი ბინა მაქვს გასაყიდი, მაგრამ მყიდველი არ ჩანს,“–ამბობს გიორგი ჯულაყიძე, რომელიც 15 წელია თბილისში მშრალ ხიდზე უძრავი ქონების აგენტად მუშაობს. ის ამბობს, რომ ბოლო ერთ წელიწადში არც ერთი ბინა არ გაუყიდია: „ფასები იმდენად არ არის დაცემული, რამდენადაც მყიდველის ნაკლებობას განვიცდით“, –ამბობს გიორგი ჯულაყიძე. უძრავი ქონების ექსპერტის გიორგი ბარვენაშვილის თქმით კი, ბინების ფასები გადაჭარბებულია და იმაზე მეტი ღირს, ვიდრე დღეს რეალურად ბაზარზეა მოთხოვნილება. „მოსახლეობა და ბაზარი ითხოვს გაუმჯობესებულ პირობებს. თუ, ვთქვათ, ადრე მოთხოვნა იყო ეგრეთ წოდებულ „ხრუშჩოვკის“ სამოთახიან ბინაზე და იყიდებოდა 35 ათასზე მეტად, დღეს აღარავის უნდა. ურჩევნიათ, დაამატონ და იყიდონ ახალაშენებულში. რაც შეეხება ძველ ბინებს, მათზე ყოველთვის იქნება მოთხოვნილება, მაგრამ ძალიან დაბალ ფასად. თუ საჯარო რეესტრის სტატისტიკას გადავხედავთ, გარიგების ოთხმოცი-ოთხმოცდაათი პროცენტი სწორედ ახალაშენებულ ბინებზე მოდის“, –ამბობს უძრავი ქონების ექსპერტი. უძრავი ქონების სააგენტო www.kibe.ge-ის წარმომადგენელი, ნელი გოგუაძე ამბობს, რომ მყიდველები ბინებს დაბალ ფასში ეძებენ, ხოლო ისეთი კლიენტი, რომელსაც სასურველი ბინის შესაძენად საკმარისი თანხა აქვს, იშვიათად აკითხავს. „ათიდან რვა შემთხვევაში ბინას იმიტომ ყიდიან, რომ ბანკის ვალი აქვთ. იშვიათია ისეთი შემთხვევა, რომ კლიენტი ბინას გაფართოების ან სხვა მიზნით ყიდდეს,“–ამბობს ნელი გოგუაძე. თეა ხუციშვილი ერთოთახიან ბინას ნუციბიძის პლატოზე ორი თვეა ყიდის. ამბობს, რომ ბანკის ვალი და შვილის სწავლის ქირა აქვს დასაფარი, კლიენტები კი ბინას, ძირითადად, ფასის გამო იწუნებენ: „ორი თვის განმავლობაში ოცდახუთამდე კლიენტი მოვიდა, მაგრამ ბინა გასარემონტებელია და ფასი ეძვირებათ. თავიდან 33 ათას დოლარად ვყიდდი, კლიენტი რომ არ გამოჩნდა, 31 ათასზე ჩამოვედი, მაგრამ ახლა 30 ათასზეც თანახმა ვარ“, –ამბობს თეა ხუციშვილი. „შესაბამის პროდუქტს თუ შესაბამის ფასად გაყიდიან, მყიდველი აუცილებლად გამოუჩნდებათ“,–ამბობს ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი. უძრავი ქონების ექსპერტის თქმით, 2009 წლის აგვისტომდე უძრავი ქონების გაყიდვები ფაქტობრივად განახევრდა, ფასი კი 30%-მდე შემცირდა. ხოლო 2009 წლის მეორე ნახევრიდან ფასები კვლავ გაიზარდა: „2009 წლიდან ფასების ზრდა დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო კრიზისამდე არსებულ ფასებს გაუტოლდა. გაყიდვების მაჩვენებელი კი ძველ მდგომარეობას ჯერ არ გატოლებია, ოცდაათი-ორმოცი პროცენტით ჩამორჩება. ვფიქრობ, 2011 წლის აგვისტოსათვის უძრავი ქონების გაყიდვების მაჩენებელი გაიზრდება და 2008 წლამდე არსებულ მდგომარებას ან მეტს მიაღწევს“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.3-ჯერ გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 86 356 ერთეული შეადგინა, მაშინ, როცა 2007 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 100 000 იყო. 2008 და 2009 წელს –საშუალოდ 86 000 ათასი. „საქართველოს ბანკში“ გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ 2010 წლის პირველ კვარტალში კი 385.1 მლნ ლარი შეადგინა. როგორც „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფო ბალავაძე აღნიშნავს, ბოლო წლების განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა.“თუკი 2007 წელს მაჩვენებელი 101.6 მლნ ლარს უდრიდა, 2008-ში - 245.5 მლნ ლარი, 2009 წელს კი- 386.5 მლნ ლარი შეადგინა. თანხის მოცულობებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ იპოთეკურ სესხების უმრავლესობა სწორედ ბინების შესაძენად გაიცა“, –ამბობს სოფო ბალავაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. http://images.futbolmerkezi.com/Documents/Graphic/T/3/128655747293825645.jpgუეფას ევროპის ლიგის ფლეი-ოფში “ლივერპულის” მეტოქე თურქული “ტრაბზონსპორი” იქნება. ქალაქ ტრაბზონის “ტრაბზონსპორი” 1967 წლის 2 აგვისტოს არის დაარსებული. გუნდი საშინაო შეხვედრებს Hüseyin Avni Aker-ზე მართავს, რომლის ტევადობაც 19.649-ს შეადგენს. პირველი შეხვედრა 19 აგვისტოს “ენფილდზე” შედგება, ხოლო განმეორებითი მატჩი თურქეთში 26 აგვისტოს ჩატარდება. View the full article
  22. 2011 წლიდან მოქალაქეებს უკვე საქართველოშიც შეეძლებათ, მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის გარეშე, სხვა ოპერატორის მომსახურებით ისარგებლონ. თუკი მოქალაქე ბილაინის აბონენტია და სურს ისარგებლოს მაგთის ტარიფებით, ამისათვის საჭირო აღარ იქნება ნომრის და ოპერატორის შეცვლა. ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მოქალაქეს, განცხადების საფუძველზე, 24 საათის განმავლობაში ავტომატურად ჩაერთვება სხვა ოპერატორის სერვისები, ისე, რომ ძველი ნომერი შეუნარჩუნდება. საქართველოს პარლამენტის დავალებით და კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ივნისში ,,პორტაბელური ნომრების სისტემის შესახებ” დადგენილება მიიღო. საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ განმარტავს, რომ აბონენტს (მომხმარებელს) აქვს არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი და მიიღოს სხვა საკომუნიკაციო ქსელის მომსახურება. პორტაბელური ნომრების სისტემაში მობილური ოპერატორები 2011 წლის თებერვლიდან გაერთიანდებიან, ხოლო ლოკალური ქსელები ამავე წლის ოქტომბრიდან. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს და ლოკალურ ქსელებს უფლება არ ექნებათ, შეზღუდონ მომხმარებელი -შეცვალოს ოპერატორი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომუნიკაციის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი მიიჩნევს, რომ პორტაბელური ნომრების სისტემის შემოღებას ორი პლუსი აქვს – მომხმარებელს გაცილებით თავისუფალი არჩევანი ექნება და საკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება. გაზრდილი კონკურენციის პირობებში კავშირგაბმულობის კომპანიებს მოუწევთ ტარიფების შემცირება, რაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. ,, საკმარისია, ერთმა ოპერატორმა ბაზარზე ფასები დაწიოს, ავტომატურად ადეკვატური იქნება კონკურენტების პასუხი იმავე ბაზარზე”. - ამბობს ყურაშვილი. როგორც ყურაშვილი ამბობს, მსგავსი პრაქტიკა უკვე დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, აშშ-ში, ჩინეთში, ინდოეთში. აღნიშნული დადგენილება ,,პორტაბელური ნომრების სიტემის” შესახებ ძალაში 2011 წლიდან შევა. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...