Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა განაცხადა,რომ ინტერში თამაში ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. იხილეთ fanebi.com
  2. ლონდონის "ჩელსიმ" ახალგაზრდა უინგერი სკოტ სინკლერი ჩემპიონშიფის "სუონსიში" ნახევარ მილიონ ფუნტად გაყიდა. იხილეთ fanebi.com
  3. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ პარლამენტს ცვლილებების პროექტი ისე გაუგზავნა, რომ არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის მოსაზრებით, კონსტიტუციის კანონპროექტში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაწერა მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მმართველობის ეს საფეხური ხალხთან ყველაზე ახლოსაა. ვენეციის კომისიამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ურჩია, საკონსტიტუციო ცვლილებების საბაზისო ვარიანტში უფრო კონკრეტულად გაეწერა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებები. მოქმედი კანონმდებლობით, თვითმმართველობების კომპეტენციას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს. აღნიშნული კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრულია, როგორც ”საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად” საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციას მეშვიდე პრიმა თავი ემატება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება. მეშვიდე პრიმა თავში განსაზღვრულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ანგარიშვალდებული არიან თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე. ასევე, განსაზღვრულია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ისეთი საკითხები, როგორებიცაა, საკუთარი (კანონით მინიჭებული) და დელეგირებული (ცენტრალური ხელისუფლების მიერ დროებით მინიჭებული) უფლებამოსილებები, ქონება და ფინანსები, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობა, უფრო დეტალურადაა გაწერილია იმ კანონებში, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებას უშუალოდ არეგულირებს. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, ”ორგანული კანონის” ცნება უქმდება და ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონიც” ჩვეულებრივ კანონად გარდაიქმნება. ორგანული კანონების მიღებას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, ჩვეულებრივი კანონების მისაღებად პარლამენტის წევრთა 1/3-ის მხარდაჭერაც საკმარისია. ”ორგანული კანონები ადამიანების ძირითად უფლებებს შეეხება, რომელთა მიღებასაც პარლამენტის წევრთა ხმების დიდი უმრავლესობა სჭირდება. ასეთი კვოტა სტაბილურობისთვის არის გამართლებული, რათა ადვილად არ შეცვალონ კანონები, რომლებიც მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს არეგულირებს,”- განმარტავს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. ხმალაძის აზრით, ახალ კონსტიტუციაში მკაფიოდ არ არის განმარტებული, რა უფლებები ექნებათ თვითმმართველობებს: ”კონსტიტუცია არაფერს გვეუბნება, რა უფლებები ექნება თვითმმართველობებს. ეს მინდობილი არის ჩვეულებრივ კანონზე, რომლის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე-ორგანული კანონის… კონსტიტუციაში (სახელმწიფოს უმაღლეს კანონში) ნათლად უნდა ჩაიწეროს, რა არის თვითმმართველობის უფლებამოსილებები.” რაიონული დონის თვითმმართველობა ვერ დააკმაყოფილებს უმთავრეს პრინციპს-ხალხთან სიახლოვეს, რადგან რაიონი ძალიან დიდია პირველი დონის თვითმმართველობისთვის, იმავდროულად - ძალიან პატარა უფრო ფართო ფუნქციების შესასრულებლად, მიაჩნია ხმალაძეს. ”(ადგილობრივი თვითმმართველობა) საკმარისად გაძლიერებული არ არის... არ არის განსაზღვრული, თუ როგორი თვითმმართველობა გვექნება– ერთდონიანი, ორდონიანი თუ სამდონიანი. ახლა გვაქვს ერთდონიანი თვითმმართველობა- რაიონის საკრებულო და საკრებულოს მიერ არჩეული გამგეობა,”- ამბობს კონსტიტუციონალისტი. ხმალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო რწმუნებულები ხშირად ერევიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ ზედამხედველობითი ფუნქციები აქვთ: ”გუბერნატორს დანიშნავს პრემიერ მინისტრი. კონსტიტუციაში არ არის მითითებული, რა უფლებები ექნება გუბერნატორს. არ არის გამორიცხული, რომ ისეთი უფლებები მიეცეს, რომლებიც იმ შეზღუდულ და გაურკევევლ თვითმმართველობას არარად აქცევენ.” გუბერნატორის დანიშვნის საკითხს ყურადღებას ვენეციის კომისიაც აქცევს: ”სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის დანიშვნა მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ჩართულობას ითვალისწინებს. გაუგებარია, რატომ არ არის სამთავრობო განხილვა სავალდებულო”- ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში. დასკვნის მიხედვით, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების მინიჭება გაზრდის თვითმმართველობების თავდაცვის ხარისხს. მეორე მხრივ, კონკრეტული საკითხები უნდა დარეგულირდეს საკონსტიტუციო პროექტში: ”იმის გათვალისწინებით, რომ ორგანული კანონის ცნება უქმდება, ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ჩვეულებრივი კანონი ხდება და ამდენად ის მნიშვნელოვანი პრინციპები, რაც 2005 წლის ორგანული კანონის მე–16 მუხლშია, უნდა დაემატოს კონსტიტუციის ამ თავს,”- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრ ზურაბ ჯიბღაშვილის აზრით, ”თვითმმართველობა რომ კონსტიტუციის დონეზე ამოვიდა, ეს ძალიან კარგია,” თუმცა შორსაა იმ აზრისგან, რომ ეს საკმარისია დაბალანსებული თვითმმართველობის მისაღებად: ”რამდენიმე ძირითადი მიმართულებით შეიძლებოდა მუშაობის გაგრძელება… უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო უფლებების გაწერა, უფრო მეტი საშუალება, რესურსი უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის ეკონომიკური მხარის უზრუნველსაყოფად. უნდა განსაზღვრულიყო თვითმმართველობის დონეები, უნდა განსაზღვრულიყო თვითმმართველობის სტრუქტურა ძალიან ზოგად დონეზე.” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტს 2010 წლის 20 ივლისს წარუდგინეს. ამჟამად საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძეა. საყოველთაო განხილვები მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება, სექტემბერში კი საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს. ამჟამად განხილვების საორგანიზაციო საბჭო საქართველოს რეგიონებში მართავს შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ პარლამენტს ცვლილებების პროექტი ისე გაუგზავნა, რომ არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის მოსაზრებით, კონსტიტუციის კანონპროექტში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაწერა მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მმართველობის ეს საფეხური ხალხთან ყველაზე ახლოსაა. ვენეციის კომისიამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ურჩია, საკონსტიტუციო ცვლილებების საბაზისო ვარიანტში უფრო კონკრეტულად გაეწერა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებები. მოქმედი კანონმდებლობით, თვითმმართველობების კომპეტენციას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს. აღნიშნული კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრულია, როგორც ”საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად” საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციას მეშვიდე პრიმა თავი ემატება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება. მეშვიდე პრიმა თავში განსაზღვრულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ანგარიშვალდებული არიან თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე. ასევე, განსაზღვრულია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ისეთი საკითხები, როგორებიცაა, საკუთარი (კანონით მინიჭებული) და დელეგირებული (ცენტრალური ხელისუფლების მიერ დროებით მინიჭებული) უფლებამოსილებები, ქონება და ფინანსები, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობა, უფრო დეტალურადაა გაწერილია იმ კანონებში, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებას უშუალოდ არეგულირებს. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, ”ორგანული კანონის” ცნება უქმდება და ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონიც” ჩვეულებრივ კანონად გარდაიქმნება. ორგანული კანონების მიღებას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, ჩვეულებრივი კანონების მისაღებად პარლამენტის წევრთა 1/3-ის მხარდაჭერაც საკმარისია. ”ორგანული კანონები ადამიანების ძირითად უფლებებს შეეხება, რომელთა მიღებასაც პარლამენტის წევრთა ხმების დიდი უმრავლესობა სჭირდება. ასეთი კვოტა სტაბილურობისთვის არის გამართლებული, რათა ადვილად არ შეცვალონ კანონები, რომლებიც მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს არეგულირებს,”- განმარტავს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. ხმალაძის აზრით, ახალ კონსტიტუციაში მკაფიოდ არ არის განმარტებული, რა უფლებები ექნებათ თვითმმართველობებს: ”კონსტიტუცია არაფერს გვეუბნება, რა უფლებები ექნება თვითმმართველობებს. ეს მინდობილი არის ჩვეულებრივ კანონზე, რომლის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე-ორგანული კანონის… კონსტიტუციაში (სახელმწიფოს უმაღლეს კანონში) ნათლად უნდა ჩაიწეროს, რა არის თვითმმართველობის უფლებამოსილებები.” რაიონული დონის თვითმმართველობა ვერ დააკმაყოფილებს უმთავრეს პრინციპს-ხალხთან სიახლოვეს, რადგან რაიონი ძალიან დიდია პირველი დონის თვითმმართველობისთვის, იმავდროულად - ძალიან პატარა უფრო ფართო ფუნქციების შესასრულებლად, მიაჩნია ხმალაძეს. ”(ადგილობრივი თვითმმართველობა) საკმარისად გაძლიერებული არ არის... არ არის განსაზღვრული, თუ როგორი თვითმმართველობა გვექნება– ერთდონიანი, ორდონიანი თუ სამდონიანი. ახლა გვაქვს ერთდონიანი თვითმმართველობა- რაიონის საკრებულო და საკრებულოს მიერ არჩეული გამგეობა,”- ამბობს კონსტიტუციონალისტი. ხმალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო რწმუნებულები ხშირად ერევიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ ზედამხედველობითი ფუნქციები აქვთ: ”გუბერნატორს დანიშნავს პრემიერ მინისტრი. კონსტიტუციაში არ არის მითითებული, რა უფლებები ექნება გუბერნატორს. არ არის გამორიცხული, რომ ისეთი უფლებები მიეცეს, რომლებიც იმ შეზღუდულ და გაურკევევლ თვითმმართველობას არარად აქცევენ.” გუბერნატორის დანიშვნის საკითხს ყურადღებას ვენეციის კომისიაც აქცევს: ”სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის დანიშვნა მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ჩართულობას ითვალისწინებს. გაუგებარია, რატომ არ არის სამთავრობო განხილვა სავალდებულო”- ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში. დასკვნის მიხედვით, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების მინიჭება გაზრდის თვითმმართველობების თავდაცვის ხარისხს. მეორე მხრივ, კონკრეტული საკითხები უნდა დარეგულირდეს საკონსტიტუციო პროექტში: ”იმის გათვალისწინებით, რომ ორგანული კანონის ცნება უქმდება, ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ჩვეულებრივი კანონი ხდება და ამდენად ის მნიშვნელოვანი პრინციპები, რაც 2005 წლის ორგანული კანონის მე–16 მუხლშია, უნდა დაემატოს კონსტიტუციის ამ თავს,”- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრ ზურაბ ჯიბღაშვილის აზრით, ”თვითმმართველობა რომ კონსტიტუციის დონეზე ამოვიდა, ეს ძალიან კარგია,” თუმცა შორსაა იმ აზრისგან, რომ ეს საკმარისია დაბალანსებული თვითმმართველობის მისაღებად: ”რამდენიმე ძირითადი მიმართულებით შეიძლებოდა მუშაობის გაგრძელება… უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო უფლებების გაწერა, უფრო მეტი საშუალება, რესურსი უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის ეკონომიკური მხარის უზრუნველსაყოფად. უნდა განსაზღვრულიყო თვითმმართველობის დონეები, უნდა განსაზღვრულიყო თვითმმართველობის სტრუქტურა ძალიან ზოგად დონეზე.” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტს 2010 წლის 20 ივლისს წარუდგინეს. ამჟამად საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძეა. საყოველთაო განხილვები მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება, სექტემბერში კი საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს. ამჟამად განხილვების საორგანიზაციო საბჭო საქართველოს რეგიონებში მართავს შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/memarjveneebiwmv_000638240-150x150.jpgმანანა ნაჭყებია განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მოუწოდებს შექმნას კომპეტენტური ჯგუფი,რომელიც ექსპერტებისგან იქნება დაკომპლექტებული და რომელიც ქვეყანაში არსებული სამეცნიერო–კველევითი პოტენციალის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს.“ახალი მემარჯვენეებმა“ დღეს დაგმეს ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართულის სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემის ფაქტი და განათლების სამინისტროს კეთილგონიერებისაკენ მოუწოდეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/memarjveneebi_10082010.jpg itvს ლინკი
  6. ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა ზურგზე გაკეთებული ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო ვარჯიში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა მეკარემ ძლიერი ტკივილი პარაგვაისთან სამხრეთ აფრიკული მუნდიალის პირველ წრეში გამართული მატჩის დროს იგრძნო და საბოლოოდ, ტურნირის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწია. იხილეთ fanebi.com
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/platini-lokomotivi-mtavroba-150x150.jpgთბილისი ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის ემზადება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის შესძლებს საქართველოს დედაქალაქი უეფას სტანდარტების დაკმაყოფილებას. მიშელ პლატინის ქართული მხარისთვის კონკრეტული პასუხი არ დაუტოვებია, თუმცა დატოვა რეკომენდაციები, რომელიც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების გასამართად აუცილებელია. სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია უეფას მოთხოვნებს შესრულებად ამოცანად თვლის. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/platini-lokomotivi-mtavroba.jpg itvს ლინკი
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, პრობლემის გადაწყვეტის პერსპექტივა არ ჩანს თბილისი, მოსკოვი, სოხუმი – საქართველო–რუსეთის ომის მეორე წლისთავზე, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კვირას არაოფიციალურად საქართველოს აჯანყებულ რეგიონს, აფხაზეთს ესტუმრა. დედაქალაქ სოხუმში ის სეპარატისტ ლიდერს სერგეი ბაღაფშს ესაუბრა. ტურისტებთან შეხვედრის დროს მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გარეშე „რეგიონში ხანგრძლივი სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება რთული იყო, მე არაფერს ვნანობ“. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა: „ჩვენ არ შევწყვეტთ გათავისუფლებისთვის ბრძოლას“, – იუწყებოდა კვირას ინტერნეტ–გვერდი civil.ge. იმავდროულად ათასობით ადამიანმა პატივი მიაგო ომის მსხვერპლთ. ქართულ ქალაქ გორსა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში ეს დღე სანთლებით და ყვავილებით აღნიშნეს. ივნისში გორში, საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში მისი მონუმენტი მოხსნეს. მის ადგილას, 2008 წლის აგვისტოში რუსული ინტერვენციისადმი მიძღვნილ მემორიალს აღმართავენ. ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ რუსეთი სააკაშვილს, რომელიც საკუთარ ქვეყანაშიც სადაო ფიგურაა, „ომის გამჩაღებლად“ მიიჩნევს. ხუთდღიანი სისხლიანი კონფლიქტის დროს ასობით ადამიანი დაიღუპა, საკართველომ კი საბოლოოდ დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთსა და მეორე სეპარატისტულ რეგიონზე აფხაზეთზე. მოსკოვმა ორივე ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მის მაგალითს, მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და წყნარი ოკეანის პატარა კუნძულმა ნაურუმ მიბაძა. საქართველო ამ რეგიონებს რუსული არმიის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს. ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ 2009 წლის სექტემბრის ბოლოს დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წლის ომი საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე 8 აგვისტოს გამთენიისას დაწყებული შეტევით დაიწყო, თუმცა მანამდე საქართველოს პროვოცირება რუსეთმა მოახდინა, მათ შორის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების მასობრივი დარიგებით. ახლახანს მედვედევმა განაცხადა, რომ ბევრი დასავლელი ლიდერი მასთან პირად საუბარში რუსეთის მიდგომას ეთანხმება. ევროკავშირის დასკვნაში ომზე პასუხისმგებლობის განსაზღვრის თეზისს საქართველო „მცდარ ინტერპრეტაციას“ უწოდებს. მინიმუმ რამდენიმე კვირით ადრე რუსული არტილერია დაბომბვებს აწარმოებდა, ხოლო სამხედრო მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ახლახანს განახლებული ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოს და რუსეთს შორის, რომელშიც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, ჩიხშია. ორგანიზაცია Amnesty International–ის თანახმად, საქართველოს ომის დროს დაახლოებით 26 000 იძულებით გადაადგილებული პირი უახლოეს მომავალში საკუთარ სახლში ვერ დაბრუნდება. დაახლოებით 246 000 ქართველი ანუ საქართველოს მოსახლოების 6% საკუთარ ქვეყანაში დევნილია. ორიგინალი ორიგინალი
  9. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე, ტელეკომპანია `კავკასიის” ეთერში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ `სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის”… ლინკი მედიანიუსზე
  10. მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ განათლების საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი მანანა ნიკოლაიშვილი საჯარო სკოლების დირექტორების მიერ მასწავლებელთა მასობრივ უკანონო გათავისუფლებას… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/mascavleblebi-150x150.jpgპედაგოგთა ასოციაციის წარმომადგენელი მანანა ნიკოლაიშვილი და საშუალო სკოლის პედაგოგების ნაწილი ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებს და საგანმანათლებლო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/masw.jpg itvს ლინკი
  12. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/lacroix2.jpg ბენჟამინ კენელი საქართველოში დღეს 350 000 დევნილი ცხოვრობს, რომლებმაც სახლ–კარი 1990–იანი წლებიდან დაწყებული სამხედრო კონფლიქტების გამო დაკარგეს. „ბოლოს ჟურნალისტები ჩვენთან თხუთმეტი წლის წინ ჩამოვიდნენ. მე უკვე ვფიქრობდი, რომ ყველამ საბოლოოდ დაგვივიწყა…“, – ამბობს 72 წლის სერგო შენგელია, 350 000 ქართველი დევნილიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ომების ერთ–ერთი მსხვერპლი. აფხაზეთში პირველი კონფლიქტის დროს, მის ოჯახს სახლის მიტოვება მოუხდა, ისინი აფხაზ სეპარატისტებს და დაქირავებულ რუს მებრძოლებს გამოექცნენ. მას შემდეგ დაიღუპა მისი ცოლი და ერთ–ერთი ვაჟი. მოხუცი ქართველი მაინც ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ სახლში დაბრუნდება. „აქ ყოფნას, ცხოვრება არ ქვია…“, – ამოიხვნეშა მან. ცხოვრება იზოლაციაში ახლა სერგო შენგელია და კიდევ ოთხი ოჯახი ზუგდიდთან, საქართველოს დასავლეთით მდებარე ქალაქთან ახლოს, ჩამონგრეულ ბარაკში ცხოვრობს. ჰაერო და შენობა აქ ყოველთვის ძალიან ნესტიანია, კოღოებს ვერ გადაურჩები, ხოლო ერთი შეხედვით ნორმალური ნივთები აქ გამეფებული სიღატაკეს ვერ ფარავენ. ამ ჩაბნელებულ სამეფოში სინათლის ერთადერთი სხივი საბავშვო ბაღის გახსნა გახდა. „ჩვენ ძალიან დიდი ხანია, რაც აქ გადარჩენას ვცდილობთ. საკუთარ ქვეყანაში დევნილები ვართ…“, – გვიამბობს ერთ–ერთი მეზობელი იმ დროს, როდესაც ბავშვები ნაციონალურ ცეკვაში რეპეტიციას გადიან. „ჩვენ სულ მოლოდინში ვართ…“, – ამოიხვნეშა 70 წლის ნელი შანავამ, რომელიც მეუღლესთან ერთად შვილიშვილს ზრდის. ბავშვის მამა დაიღუპა, დედა კი ძალიან შორს მუშაობს. 8 წლის ბიჭუნა სიამაყით გვიჩვენებს რკინის სკივრს, სადაც სათამაშოები აქვს შენახული. მას მეტი არაფერი გააჩნია. თითოეული მათგანი მუდმივად იმეორებს, რომ მათი სახლი „იქ“ არის, აქედან რამდენიმე კილომეტრში, აფხაზეთში, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ არაღიარებული სახელმწიფოს საზღვის მეორე მხარეს. „მათ იქ დაბრუნება და საკუთარი სახლების ნახვა სურთ, ომისგან დამწვარიც რომ იყოს“, – დარწმუნებულია ირაკლი ბოკუჩავა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც დევნილთა ოჯახებს ეხმარება. „2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა: რუსების დახმარებით აფხაზეთის ხელისუფლება ქართველებს დევნის, საზღვარზე გადასვლას უკრძალავს და არალეგალურად ახალ სახლებს აშენებს“. უფლებადამცველები მოქმედებენ ხელისუფლების მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია სამართლიანობისთვის“ პროგრამა აამუშავა. ორგანიზაცია მიტოვებულ სახლებს აღრიცხავს და დევნილებს საკუთრების დაცვის საკითხებში ეხმარება. გარდა ამისა, ამ წლის მაისში მან ზუგდიდში მასშტაბური საერთშორისო კონცერტი ჩაატარა, რათა ყველასთვის შეეხსენებინა ამ ადამიანების ტრაგიკული ბედის შესახებ. მიპატიჟებულ ვარსკვლავებს შორის იყო ჯეინ ბირკინიც. „მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ვებრძოლო გულგრილობას. რადგან ჩვენ, პრესას, ადამიანებს და თავად მეც, ძალიან მოკლე მეხსირება გვაქვს“, – განაცხადა მომღერალმა იმ საღამოს შთამბეჭდავი აუდიტორიის (45 000–დან 70 000 ადამიანამდე) წინაშე. პირველ რიგში მჯდარმა მიხეილ სააკაშვილმა ხელიდან არ გაუშვა შანსი, კონცერტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა. „სააკაშვილი დიდი ხნის წინ დაპირდა ამ ადამიანებს, რომ ისინი შეძლებდნენ სახლებში დაბრუნებას. ყალბი იმედები…“, – მიაჩნია ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტ პაატა ზაქარეიშვილს. „დღეს ხელისუფლებამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა დევნილთა ინტეგრაციით დაკავდეს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. საცხოვრებლის და დასაქმების პრობლემები საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და დასაქმებაში დახმარების პოლიტიკა, დევნილებისთვის ამ ორი ყველაზე მწვავე პრობლემის გადაწყვეტისკენაა მიმართული. თუმცა, მათგან ყველაზე ახალგაზრდები ერთგვარად ჰაერში არიან გამოკიდებულები, მათთვის უცნობ აფხაზეთში ჰიპოთეტურ დაბრუნებასა და ბავშვობიდან ნაცნობ ბარაკებს შორის. რაც შეეხება უფროს თაობას, მას აფხაზეთის პრორუსული მთავრობის დევნის ეშინია, მაგრამ საკუთარ ძველ სახლებზე საუბარს არ წყვეტს. თუმცა ზოგიერთებმა მათი ნახვა მაინც შეძლეს. ინტერნეტში. ნანგრევები, რომელიც მძიმე განცდას აჩენს. ორიგინალი ორიგინალი
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/photo2-150x150.jpgახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2 აგვისტოს მესტიაში მომხდარ ინციდენტს ახმაურებს. ახალგაზრდა იურისტები სვანეთში ბოლო დროს მომხდარ გახმაურებულ საქმეებზე ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/saia.jpg itvს ლინკი
  14. დღეს თბილისში, მაჩაბლის №-8-სტან დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელმაც შემდეგ მერიასთან გადაინაცვლა. როგორც „მედიანიუსს“ კონსერვატიული პარტიის წევრმა… ლინკი მედიანიუსზე
  15. საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს, II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო–ოპერატიულ განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო–ოპერატიული… ლინკი მედიანიუსზე
  16. გარე მოვაჭრეების დახურულ ბაზრებში გადაყვანას მცირე ინციდენტი მოჰყვა. დღეს თბილისში, პუშკინის სკვერში საპატრულო პოლიციასა და მოვაჭრეებს შორის … ლინკი მედიანიუსზე
  17. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ… ლინკი მედიანიუსზე
  18. განსაკუთრებთ დიდი ოდენობით პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...