Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg ტომ ესლემონტი რუსეთ–საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ პატრიოტიზმის გააქტიურებისკენ მიმართული ძალისხმევა საქართველოში ახალი გადაუდებელი აუცილებლობა გახდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ქვიშის ფონზე ფერადი კოშკია წამოჭიმული. ახალი შენობა წითელ, მწვანე და ყვითელ ფერებშია შეღებილი. ის „ლეგოს“ სტანდარტული ბლოკებისგან აშენებულ ნაგებობას მოგაგონებს. ყველა სიმაღლიდან ქართული დროშა ფრიალებს. მაგრამ ეს კოშკი არ არის – ეს ახალგაზრდული ბანაკია. ზაფხულის განმავლობაში აქ სულ 2 000 ახალგაზრდა ჩამოვა და 10 დღეს გაატარებს. პროგრამა ხუთი წლის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ანალოგიურ ღონისძიებებში სულ 150 000 ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ყველას ვინც აქ ჩამოდის, საქართველოს დროშის ფერის, წითელი და თეთრი ფერის ფორმებს აძლევენ, თუმცა მათი ტარება სავალდებულო არ არის. „ოცნება“ ერთ–ერთი ახალგაზრდა ქართველი ელენე ლომიძე მეუბნება, რომ ის პატრიოტია. „ეს ყველა ქართველშია, ბავშვებში, მოხუცებში“, – მიხსნის ის. „ომი ყველა თაობას აქვს ნანახი“, – ამბობს იგი. „ეს ომები მეც ვნახე. ჯერ 17 წლის ვარ და ეს საშინელებები უკვე ნანახი მაქვს“. ელენე 1993 წელს დაიბადა, როდესაც 200 000 ქართველი სეპარატისტული რეგიონიდან, აფხაზეთიდან გამოდევნეს. აფხაზეთმა ახლახანს საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. „ერთ დღეს ის ჩვენი გახდება“, – მეუბნება იგი, „დედაჩემისგან ვიცი, რომ ეს უმშვენიერესი ადგილია“. საზაფხულო ბანაკი სადაც ელენეა, 6 კილომეტრში მდებარეობს აფხაზეთის საზღვრისგან, რომელიც ქართველების უმრავლესობისთვის დახურულია. „ჩემი ოცნებაა აფხაზეთში წავიდე და ერთ დღეს იქ ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად ვიყო“. მკაცრი კრიტიკა მაგრამ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დროს, საქართველომ ის ნომინალური კონტროლიც დაკარგა რაც გააჩნდა აფხაზეთსა და მეორე სადაო რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე. ეს საქართველოსთვის დამამცირებელი იყო და მას შემდეგ მთავრობა კონცენტრირებულია მისი სამხედრო და ეროვნული სიამაყის აღდგენის გზებზე. ამ უკანასკნელის დეფიციტი არ არსებობს. ყოველ დილით თინეიჯერები მწკრივში დგებიან ნაციონალური ჰიმნის მოსასმენად. ყოველ დღე ეროვნულ დროშას სხვადასხვა პატრიოტი აღმართავს. შემდეგ, ერთ–ერთი ახალგაზრდა ქართველი აივანზე დგება და მთელი ბანაკის წინაშე ემოციურად კითხულობს ქართულ პატრიოტულ ლექსს. ბანაკის ლიდერი ლენა ქოჩიაშვილი BBC–ის ექსკურსიას უტარებს და უხსნის იმას, თუ რატომ მიაჩნია, რომ ბანაკები მნიშვნელოვანია. ბანაკები სავალდებულო არ არის, მაგრამ ოპოზიციური ფიგურები მას მკაცრად აკრიტიკებენ. საქართველოს კონსერვატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი კახა კუკავა ამბობს, რომ მისი აზრით, ეს ავტოკრატიისთვის დამახასიათებელი ტვინების გამორეცხვაა. „კომუნიტების ეპოქაში ჩვენ ანალოგიური სისტემა გვქონდა ყველა სკოლაში, არსებობდა პიონერთა ბანაკები და შემდეგ კომკავშირი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის“, – მითხრა მან. „და დღესაც საბჭოთა დროშების ნაცვლად იქ ეროვნული დროშებია. და ასეა თუ ისე, ეს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთაა“. მთავრობა ამბობს, რომ ბანაკში მან პატრიოტული ელემენტი შეამცირა და პოლიტიკური მოტივის არსებობას გამორციხავს. ის აცხადებს, რომ მისი მიზანი უბრალოდ ბავშვური ღირსების აღზრდაა. „საკუთარ თავზე შეყვარებული ნაციონალისტები“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქცენტი ძლიერი ახალგაზრდა თაობის აღზრდაზე გააკეთა. მისი თანამდებობაზე არჩევის შემდეგ სახელმწიფო უწყებებიდან და პოლიციიდან უფროსი თაობის ადამიანები დაითხოვეს. დღეს, მთავრობაში, ყველაზე ცოტა 8 მინისტრი 35 წლის ან უფრო ნაკლები ასაკისაა. „მას აშკარად აქვს ერთგვარი ფსიქოლოგიური მიდრეკილება“, – ამბობს მწერალი და კულტურის სპეციალისტი ზურაბ ქარუმიძე. „ის ახალგაზრდობასთან თამაშს ამჯობინებს“. მაგრამ ომიდან ორი წლის შემდეგ და რუსეთთან ასეთი ურთიერთობების ფონზე, ხომ არ შეიძლება სახიფათო ოყოს ასეთი ულტრა–პატრიოტული ახალგაზრდობის (როგორც მას ზოგიერთები უწოდებენ) გამხნევება ასეთ დროში, ვეკითხები მე მას. მისი თქმით, ქართველები საკუთარ თავზე შეყვარებული და არა აგრესული ნაციონალისტები არიან. „ისინი ამბობენ, ჩვენ ვართ კარგები, ჩვენ ვართ საუკეთესოები. ისინი აგრესიულები არასდროს ყოფილან“, – ამბობს ბატონი ქარუმიძე. თბილისის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის დირექტორი, ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ 70–წლიანი მმართველობის შემდეგ, პატრიოტული ბანაკები მნიშვნელოვანია ქართული იდენტობის გამოწრთობისთვის. „სააკაშვილს და მის ბიჭებს ესმით, რომ საჭიროა ახალი სახის ნაციონალიზმის განვითარება: სახელმწიფო ნაციონალიზმის“, ამბობს ბატონი რონდელი. „მაგრამ ჩამოსული უცხოელებისთვის ეს ცოტა გულუბრყვილო და გამაღზიანებელია: თქვენ ის ტოტალიტარულ სახელმწიფოებს ან რაღაც მსგავსს გაგონებთ. მაგრამ მე ვიტყოდი რომ, ეს აბსოლუტურად აუცილებელია“. პროპაგანდა ბანაკში, აფხაზეთის საზღვართან ახლოს, მისი ლიდერები ახალგაზრდა პატრიოტებისთვის წარმოდგენას მართავენ. დაძაბული მუსიკის ფონზე მამაკაცები თეთრ მაისურებში (წარწერით „რუსეთი“) ზურგიდან ეპარებიან და იჭერენ სხვა მონაწილეებს, რომელთა მაისურებსაც აწერიათ „სამხრეთ ოსეთი“ და „აფხაზეთი“. რამდენიმე წამის განმავლობაში, ეს ორი “მსხვერპლი“, ხელებშეკრული სცენის უკან დაკავებული ყავთ, ვიდრე მათ ქართველი მეგობრები არ გაათავისუფლებენ. ეს მარტივი, ანტი–რუსული თეატრალური პროპაგანდაა, რომელსაც აუდიტორია აღფრთოვანებული აპლოდისმენტებით ხვდება. მოგვიანებით მე ელენას შევხვდი, რომელიც შოუს დროს ცრემლებს ძლივს იკავებდა. „არ ველოდი თუ ასეთი დიდებული შოუ იქნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული ჰქონდა“. მე ვკითხე მას, კარგი დრო გაატარა თუ არა ბანაკში. „ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო დღეებია. დიახ, მართლა“, – თქვა მან. ამ სიტყვებით და დროშის ფრიალით ის სიბნელეში გაუჩინარდა სხვა ხმაურიან, ახალგაზრდა და მხიარულ ქართველ მედროშეებთან ერთად. ორიგინალი ორიგინალი
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/177808-missiles-sophistiques-s-300-150x150.jpgროგორ აფასებენ რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის ალექსანდრე ზელინის განცხადებას აფხაზეთში ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები და რას ფიქრობს თეთრი სახლი კრემლის ამ ნაბიჯზე…. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/s_300_12_08_2010wmv_000004000.jpg itvს ლინკი
  3. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/8/11/1281559775690/Steven-Gerrard-celebrates-006.jpg ინგლისმა უემბლიზე უნგრეთი დაამარცხა. ინგლისმა გუშინ უემბლიზე მოიგო მხოლოდ და მხოლოდ იმის წყალობით რომ სტივენ ჯერარდი აინთო სტადიონზე და ინდივიდუალურად შეძლო გოლების გატანა. სტივმა მატჩამდეც ისაუბრა გუნდის მდგომარეობაზე და ხალხს ბოდიში მოუხადა მსოფლიო ჩემპიონატის გამო, ასევე მან ფანებს მხარდაჭერა სთხოვა ფანებიც გუშინ ინგლისელებს მხარს უჭერდნენ, და ინგლისს ეს თამაში რომ არ მოეგო წარმოიდგინეთ ფანების რეაქცია ამის შემდეგ, მაგრამ სტივმა კი 72,000 ინგლისელის სურვლილი დააკმაყოფილა. ფაბიო კაპელოს შეგირდებს გოლი მეორე ტაიმში გაუვიდათ, გოლის ავტორი ვლადიმირ კომანი იყო რომლის დარტყმულმა ბურთმა კარის ხაზი სრულად არ გადაკვეთა, მაგრამ არაუშავს ინგლისელებს რომ მსაჯები ჩაგრავენ ამის ნათელი მაგალითი მსოფლიო ჩემპიონატზე იყო როდესაც, ლამპარდის დარტყმული ბურთი სუდიამ არ ჩათვალა. სტივი:“პატიოსანი ვიქნები პირველი გოლის შემდეგ შვება ვიგრძენით მეც და დანარჩენმა ათმა მოთამაშემაც”. “ეს იყო ურთულესი მატჩი თქვენც ხედავდით ვერ ვითამაშეთ კარგად, ურთულესი იყო მსოფლიო ჩემპიონატიდან საკუთარ უემბლიზე დაბრუნება და თამაში”. “ამას მნიშვნელობა აღარ აქვს ჩვენ მივიღეთ შედეგი და ეს ფანტასტიური გრძნობაა”. “მე ყველაფერი ფანებს მივუძღვენი სული ჩავდე ამ მატჩში ეს გოლები მათ ეკუთვნით”. ასევე ამ მატჩში ფაბიო კაპელომ გამოუშვა სტადიონზე ახალი სახეები ბობი ზამორა, გიბსი, დაუსონი და უილშერი, რომელთა გამოჩენას სტივი მიესალმება. “ვფიქრობ ახალგაზრდებისთვის საოცარი ღამე იყო, მათ პირველივე მატჩში ნახეს თუ რა არის როდესაც გუნდს უმძიმს”. “ჩვენ წინ ვიყურებით და განვაგრძობთ სვლას”. View the full article
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ucxoeti_12_08_2010wmv_000224560-150x150.jpgუცხოეთში განვითარებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ucxoeti_12_08_2010wmv_000010560.jpg itvს ლინკი
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/konstitucia_12_08_2010wmv_000178320-150x150.jpgროგორ მოხდება კრიზისულ ვითარებაში უფლებამოსილების გამიჯვნა. როგორ განისაზღვრება მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი და რატომ შეიძლება დაეცეს პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ინტერესი – ახალი კონსტიტუციის პროქეტი დღეს ილიას უნივერსიტეტში განიხილეს. კონსტიტუციის პროექტზე საჯარო დისკუსია დღეს თბილისის გარდა საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა. რა შენიშვნები აქვთ ევროპულ კონსტიტუციად შეფასებულ პროექტზე – ნინო კვირიკაშვილი გიამბობთ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/konstitucia_12_08_2010wmv_000008080.jpg itvს ლინკი
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/batumi_indoeti_12_08_2010wmv_000004280-150x150.jpgბათუმში გამართული ინდური გამოფენა–გაყიდვა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. უნიკალური ნამუშევრების შეძენა აჭარაში ჩასულ ტურისტებს 28 აგვისტომდე შეეძლებათ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/batumi_indoeti_12_08_2010wmv_000004280.jpg itvს ლინკი
  7. http://b.pix.ge/m/3mb07.jpg ლივერპული მზად არის იტალიელი ნახევარმცველის გასაყიდად მერსისაიდელები ელიან საინტერესო წინადადებას რომელიც, იტალიელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლას რეალურს გახდის, აკვილანმა წითლებთან ერთად გასული სეზონი ჩაატარა რომელიც ტრამვების და სხვადასხვა მიზეზის გამო იდეალური ნამდვილად არ ყოფილა. აკვილანის გადმობირება ლივერპულს რომასგან 20 მილიონი ევრო დაუჯდა,ახლა კი მერსისაიდელები მზად არიან ფეხბურთელი ნახევარ ფასად გაუშვან სხვა კლუბში. ინფორმაციის წყარო: the miror View the full article
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/201005063818-150x150.jpgთბილისის საკრებულოში”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ხელისუფლებას დევნილთა მიმართ მასიურ ძალადობაში ადანაშაულებენ . http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/alasania_12_08_2010wmv_000003880.jpg itvს ლინკი
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/200909012842-150x150.jpgბენზინგასამართ სადგურებზე რამდენიმე კატეგორიის საწვავზე ფასებმა მოიმატა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/benzin_12_08_2010wmv_000004040.jpg itvს ლინკი
  10. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის ალექსანდრ ზელინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული… ლინკი მედიანიუსზე
  11. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ პარლამენტს მიმართა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, ჩეჩნეთის პირველი პირს “პრეზიდენტი” აღარ უნდა ეწოდებოდეს. ეს გადაწყვეტილება… ლინკი მედიანიუსზე
  12. დღეს თბილისში, ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საავდმყოფოდან 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარე… ლინკი მედიანიუსზე
  13. გაეროს წარმომადგენლები თბილისში გარემოვაჭრეებსა და დევნილებს დახმარებას დაპირდნენ. დევნილებმა და გარემოვაჭრეებმა დღეს პრეზიდენტის სასახლესთან აქციიის გამართვის… ლინკი მედიანიუსზე
  14. საქართველოს პარლამენტში შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საზოგადოებრივი განხილვების საბჭომ, ახალი კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში, მოსახლეობასთან ორი… ლინკი მედიანიუსზე
  15. `ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებმა ოზურგეთის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. ისინი მოსახლეობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრნენ. … ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...