Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დაადასტურა. რუსული მედიის ცნობით, სობჩაკი თბილისში აგვისტოში იმყოფებოდა,… ლინკი მედიანიუსზე
  2. ხვალ თბილისის საკრებულოსთან გარემოვაჭრეთა და დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. ისინი ხელისუფლებას უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ. … ლინკი მედიანიუსზე
  3. დღეს რუსეთში მოღვაწე კინორეჟისორს გიორგი დანელიას 80 წელი შეუსრულდა. რუსული მედიის ცნობით, დანელიას იუბილე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი… ლინკი მედიანიუსზე
  4. მამა მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი: "განცხადება გეიაღლუმის თაობაზე მე გავაკეთე. დაზუსტებული ინფორმაცია არც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ გვყავს ახლობლები, ვისი საშუალებითაც ვიგებთ ასეთ ინფორმაციებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრევენციის მიზნით გაკეთდა - მართლა არ გაბრიყვდნენ და ასეთი აღლუმის ჩატარების მცდელობა რომ არ ჰქონდეთ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება მკაცრი რეაგირება. ამიტომ ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, ისინიც გაგვეფრთხილებინა, ვინც ამის ორგანიზატორია და საზოგადოებისთვისაც გვეთქვა სიმართლე: ეკლესიის მისია ეს არის, ხალხს სიმართლე უნდა უთხრას როგორი იქნება საპატრიარქოს პოზიცია გეიაღლუმის ჩატარების შემთხვევაში? - შევეცდებით, ქვეყანაში დაშვებული მშვიდობიანი პროტესტის ფორმა გამოვიყენოთ და ხელი შევუშალოთ აღლუმის ჩატარებას. სხვა რა ფორმას გამოვიყენებთ, ზარბაზნებს ვერ დავაყენებთ". სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. http://epn.ge/wp-content/uploads/kokiti2-150x150.jpgცხინვალის რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაღუპული რუსი სამხედროების ოჯახის წევრებს სოჭში შეხვდა . ამის შესახებ სააგენტო “რესი” იუწყება. შეხვედრა პანსიონატ “სვეტლანაში” შედგა. “თქვენ უძვირფასესი ადამიანები, ჩვენ კი საბრძოლო ამხანაგები დავკარგეთ. მათი გმირობა ყოველთვის დარჩება მოძმე ოსი ხალხის მეხსიერებაში”, – განაცხადა კოკოითიმ. ორი კვირის განმავლობაში სოჭში რუსი სამხედროების ახლობლების დასვენებისა და მგზავრობის ხარჯებს, კოკოითის ბრძანებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს დე ფაქტო მთავრობა ფარავს. მათ ცხინვალის რეჟიმის ლიდერს მადლობა გადაუხადეს. იხილეთ epn.ge
  6. ქართული მედია ბათუმში გეიაღლუმის ჩატარებაზე სისტემატურად ავრცელებს ინფორმაციას. დღემდე არ არსებობს წყარო, რომელიც დაადასტურებს ამ ინფორმაციას. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე, ფაქტობრივად, გამორიცხავს გეიაღლუმის ბათუმში ჩატარებას. ჟურნალისტ ია ანთაძის აზრით კი, ეს აჟიოტაჟი უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემის - საკონსტიტუციო რეფორმისგან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. ჟურნალისტის აზრით, ამ ინფორმაციის წყარო, სავარაუდოდ, ხელისუფლებაა. არაოფიციალური ცნობით კი გეიაღლუმი ხვალ უნდა გაიმართოს, ბათუმის ახალ ბულვარში. - ია, შესაბამის სამსახურებში ამბობენ, რომ გეიაღლუმი არ ჩატარდება, პრესა კი გამუდმებით მაინც ბეჭდავს სტატიებს ამასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რატომ მიმართავს ამას პრესა? - საზოგადოებისთვის აქტუალური რომ გახდა ეს ხმები, ამას შესაძლოა საპატრიარქოს განცხადებამაც შეუწყო ხელი... საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და სთხოვა ხელისუფლებას, არ დაუშვას გეიაღლუმი. საპატრიარქოს პოზიცია, ალბათ, გამყარებულია რაღაც ინფორმაციით, რადგან შეუძლებელია, ეს განცხადება მხოლოდ მოარულ ხმებზე დაყრდნობით გავრცელებულიყო. შეიძლება საპატრიარქოსაც არ აქვს სრული ინფორმაცია და თავს იზღვევს. მგონია, რომ ასეთი აღლუმისთვის მზაობა ამ ქვეყანაში არ არსებობს. თვითონ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები არ ახდენენ ამის აფიშირებას. თუ რამე მსგავსი მოხდა, ძალიან საინტერესო იქნება შემდგომი მოვლენები - არ გამოვრიცხავ, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს და ვითარების დაძაბვისთვის გამოიყენონ. - რას გულისხმობთ? - აღლუმის შემთხვევაში აუცილებლად იქნება მომზადებული ჯგუფი, რომელიც დაიცავს აღლუმს და რომელიც დაარბევს. ანუ ეს შეტაკების გარეშე არ დასრულდება. ბათუმში რომც არ მოიძებნონ ადამიანები, რომლებიც ხელს შეუშლიან აღლუმის ჩატარებას, თბილისიდან ჩამოვლენ. ეს ამბავი ჯერ არ მომხდარა და ყველას ყურადღების ცენტრშია და რომ მოხდეს, დარწმუნებული ვარ, გარკვეულ ესკალაციას დაუდებს საფუძველს. მწიფე საქართველოში გეიაღლუმის ჩასატარებლად სიტუაცია არ არის და თუ ეს მაინც მოხდა, იქნება აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი. ვინც ამას გამოიყენებს, იმის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, რისთვის არის ეს საჭირო. - და რისთვის შეიძლება ამის გამოყენება? - ის, რაც საარჩევნო პერიოდს წინ უძღოდა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან, ის რაც მოხდა ტელეკომპანია "კავკასიაში", იყო გარკვეული პროცესი, რომელიც მგონია, რომ ხელოვნურად იყო ინსპირირებული. ეს უკავშირდებოდა არჩევნებს. მაშინ საქართველოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა მოახერხა ხელისუფლების შიგნით არსებული დაპირისპირების აღმოფხვრა - პირობითად კონსერვატორებსა და პირობითად ლიბერალებს შორის... გეიაღლუმი კი იმდენად ხელოვნურ აქციად მიმაჩნია, რომ ვფიქრობ, ესეც მიმართულია პირობითად ლიბერალებსა და პირობითად კონსერვატორებს შორის კიდევ ერთხელ ვითარების დაძაბვისთვის. - ახლა არჩევნები აღარ არის. რაში უნდა სჭირდებოდეს ხელისუფლებას დაპირისპირება? - უახლოეს კვირებში პარლამენტმა უნდა მიიღოს ახალი კონსტიტუცია, რომელმაც უნდა განსაზღვროს ძალთა ახალი გადანაწილება. ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთვის, რომელსაც დღემდე აქვს პრობლემები ძალაუფლების გაყოფის კუთხით, ქვეყანაში ვითარების დაძაბვა შესაძლებელია იყოს გარკვეული სტიმული. ცოტა ძნელია ამ კავშირის დამყარება, მაგრამ მაინც მგონია, რომ რაც ხდებოდა კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის და ახლა რა დაპირისპირებაც იქნება, ხელისუფლების შტოებში ძალთა გადანაწილების პრობლემას უკავშირდება. - ანუ, თქვენ ვარაუდობთ, რომ გეიაღლუმის ჩატარების შესახებ ინფორმაციის უკან სახელისუფლო ძალები დგანან? - პოლიტიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ოპოზიცია ძალიან სუსტია და ის ვერანაირ გავლენას პროცესებზე ვერ მოახდენს, რა თქმა უნდა, ვერც გეიაღლუმის ჩატარება-არჩატარებაზე. თუ ეს აღლუმი გაიმართება და თუ მას მოყვება შემდგომი გამწვავება, რასაკვირველია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის დიდი გეგმის ნაწილი, რომლის მთავარი მიზანია ძალაუფლება ერთ-ერთ სახელისუფლებო ჯგუფის ხელში მოაქციოს. ამ ორი ჯგუფიდან ერთი - კონსერვატიული მსოფლმხედველობის ძალები ვანო მერაბიშვილის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი, უფრო მეტად ლიბერალური ძალები კი - ზურა ადეიშვილის გუნდშია თავმოყრილი. და თუ ამას ვინმე ვერ ხედავს, მგონია, ძალიან ახლომხედველი უნდა იყოს პოლიტიკურად. სწორედ რომ საინტერესოა, კონსტიტუციის რეფორმის კონტექსტში, როგორ გადაანაწილებენ ძალებს. პრეზიდენტს შემთხვევით არ უთქვამს: "ბევრი ადამიანი კითხულობს, სად ვიქნები მე". მიხეილ სააკაშვილს ამას რომელიმე გამგებელი ვერ ჰკითხავს, ადვილი წარმოსადგენია, იმ ორ-სამ ადამიანს შორის, ვინც სააკაშვილს ასეთ თემებზე ელაპარაკება, ვინ უნდა ვიგულისხმოთ. და რაკი პრეზიდენტმა ეს ფრაზა თქვა, ცხადია, ამ შეკითხვას პრეზიდენტის გარემოცვა სვამს. - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თითქმის დარწმუნებულია, რომ გეიაღლუმი ბათუმში არ გაიმართება... - თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი აზრით, აღლუმი არ გაიმართება, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ არ გაიმართება. კარგი კია ისეთი ქვეყანა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იტყვის მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაღაც მოსაზრებას და საზოგადოება მას ენდობა. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი პირდაპირი ბმა საზოგადოებრივ მოვლენებსა და სახელისუფლო ინფორმაციას შორის არ არსებობს. ამიტომ შეიძლება საჯარო პირებმა თქვან, რომ მათი ინფორმაციით მოსალოდნელი არ არის აღლუმის გამართვა, მაგრამ აღლუმი მაინც შედგეს. - თქვენ თქვით, რომ სექსუალური უმცირესობები არ არიან მზად გეიაქციის გასამართავად. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს არასამთავრობოებმა გააკეთონ? - ეს შეუძლებელია. ყველას, ვინც არასამთავრობოს ნაწილად აღიქვამს თავს, უნდა აღელვებდეს ქვეყანაში კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა. მაგრამ ვერც ერთი არასამთავრობო ვერ აიძულებს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს, გამოვიდეს აქციაზე. ერთისთვის ეს არის პირადი ცხოვრება, რომელიც სულაც არ არის საჭირო, იყოს საჯარო, მეორისთვის - საჯარო საქმიანობის ნაწილია. ამიტომ გამორიცხულია არასამთავრობო სექტორმა სტიმულირება გაუწიოს პროცესს. - ანუ, გამორიცხავთ, რომ ეს აღლუმი მხოლოდ არასამთავრობოებმა ჩაატარონ? - მე და თქვენ რომ ჩავატაროთ ეს აღლუმი, ძალიან სასაცილო, სრულიად სხვა აქცია იქნება. თუ ვიღაცის უფლებებს ვიცავთ, ეს ვიღაცა უნდა აღიარებდეს, რომ მისი უფლებები ირღვევა... სრული უაზრობა იქნება, გამოვიდნენ უფლებადამცველები და არ გამოვიდნენ ის ადამიანები, რომელთა უფლებებიც ამ შემთხვევაში უნდა იქნას დაცული. ამიტომაც ვამბობ, საქართველოში არ არის მწიფე ვითარება იმისთვის, რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები გამოვიდნენ საკუთარი უფლებების დასაცავად. ჯერჯერობით, ისინი არ ამბობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. მე ვიცი ერთადერთი ადამიანი - პაატა საბელაშვილი, რომელიც არის ამ ადამიანების უფლებების დამცველი. მაგრამ ერთი ადამიანი ხომ ვერ გამოვა აღლუმზე. - თქვენი ინფორმაციით, როდის არის აღლუმი დაგეგმილი? - თუ არ ვცდები, 6-7 სექტემბერი მითხრეს. ზუსტად იგივეა მედიასთან დაკავშირებით - ძნელია საუბარი ზეწოლაზე მედიაში, რადგან ჟურნალისტები არ აღიარებენ ამ ზეწოლას. სასაცილოა, როდესაც ადამიანი გარედან იცავს იმ ჟურნალისტების უფლებების, რომლებზეც არ ამბობენ, რომ მათზე ხორციელდება ზეწოლა. ასეა ეს შემთხვევაც, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს ადამიანის პირად ცხოვრებასთან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. დღეს და ხვალ პროექტის “სასოფლო განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების ამაღლებისათვის მცირე ჰიდრო ელექტროსადგურების განვითარების ხელშეწყობა სუფთა განვითარების მექანიზმის… ლინკი მედიანიუსზე
  8. კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ ინფორმაციით, გლდანში, გაზგამანაწილებელთან, 1400 მმ-იან მე-7 წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, მიმდინარე… ლინკი მედიანიუსზე
  9. /get_img?NrArticle=2277&NrImage=1 გასულ წელს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის „განსაკუთრებული ფონდი“, რარიტეტული ფონდი და ძვირფასი პერიოდიკა განადგურებისგან ეხსნათ. დღეს ძნელია იმის დადგენა თუ რამდენი წიგნი და პერიოდული გამოცემა დაბინავდა სხვადასხვა დაწესებულებში იმელის ბიბლიოთეკის უმდიდრესი კოლექციიდან, რომელიც 370 ათასზე მეტ წიგნს და კიდევ უფრო მეტ ჟურნალ-გაზეთს მოიცავდა, რამდენი დაიკარგა ან განადგურდა. ცხადი მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკაა ქვეყნის ისტორიასთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. ვინ არიან კულტურული მემკვიდრეობის უფრო დიდი მძარცველები – ადამიანები, ვისაც ორი ათასზე მეტი წიგნის მოპარვა ედებათ ბრალად თუ სახელმწიფო, რომელმაც არაფერი გააკეთა, რომ ასეთი ქმედების განხორციელებისთვის ბრალდებულებს შესაძლებლობა არ ჰქონოდათ? 1996 წელს მიღებულ კანონში საბიბლიოთეკო საქმის შესახებ წერია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და ხელშეუხებლობას, ასევე ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებას, რეგისტრაციასა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს. 37–ე მუხლში კი, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვას ეხება, ვკითხულობთ: იმ ბიბლიოთეკის ლიკვიდაცია, რომელიც ისტორიისა და კულტურის ძეგლებად რეგისტრირებულ ფონდებს ფლობს, დასაშვებია მხოლოდ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს ნებართვით ამ ფონდების შემდგომი დაცვისა და სარგებლობის უზრუნველსაყოფად. შედიოდა თუ არა მოსკოვის მარქსიზმ–ლენინიზმის ქართული ფილიალის ბიბლიოთეკა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა ნუსხაში, რომელშიც საბიბლიოთეკო ფონდების განსაკუთრებული მნიშვნელობის ფასეულობები ფიქსირდება, გაურკვეველია. ისევე როგორც ასეთი სახის ნუსხაში რომელიმე ქართული ბიბლიოთეკის არსებობა. საერთოდ, ფაქტებით, მით უფრო უტყუარი ფაქტებით საუბარი საჯარო დაწესებულებების მხრიდან ინფორმაციული ვაკუუმის შექმნის მცდელობის პირობებში ქართული მედიისთვის რთულია. სამაგიეროდ ცხადია ის, რომ იმელის შენობაში მართლაც იყო უნიკალური წიგნებით და პერიოდული გამოცემებით დაკომპლექტებული საცავი, ისევე, როგორც იყო პარტიული არქივი, რომელიც დღეს ნახევრად დანგრეულ შენობაში აღარ არის. შარშანდელი წლიდან მოყოლებული შენობასთან რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არქიტექტორ ალექსეი შუსევის ნაგებობის ხელშეუხებლობა იყო, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს, იმელის გაყიდვამდე ერთი კვირით ადრე, კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებდა. მომიტინგეები მაშინ ნაკლებად საუბრობდნენ შენობაში არსებული პარტიული არქივისა და ბიბლიოთეკის შესახებ და მთავარ აქცენტს შენობის შენარჩუნებაზე აკეთებდნენ. გასული საუკუნის 30–იანი წლებიდან მოყოლებული ბიბლიოთეკა აგროვებდა ყველაფერს, რაც პარტიის ისტორიის კვლევას საჭირდებოდა. ეს იყო საბჭოთა ლიტერატურა, პარტიული პრესა, ასევე წინა საუკუნეების რარიტეტული გამოცემები, ფაშისტური ლიტერატურაც კი, 1918-1921 წლების და მე–11 და მე–12 არმიების აქამდე ხელმიუწვდომელი საველე გაზეთები თბილისის აღების აღწერილობით. როგორც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი ამბობს, წიგნების ფონდის კოლექციაზე მეტად ძვირფასი პერიოდიკის კოლექცია იყო. იმელის ბიბლიოთეკაში აკრძალული ლიტერატურა და პერიოდიკა სრული სახით, კუპიურების გარეშე იყო დაცული. თუკი საჯარო ბიბლიოთეკის ჟურნალ–გაზეთების ნაწილში იდეოლოგიური მოსაზრების გამო ტექსტები ამოჭრილი სახით ინახებოდა, იმელის ბიბლიოთეკა ისტორიას გაუყალბებელი სახით ინახავდა. დეკადების მანძილზე ამ ისტორიას რიგითი, უპარტიო საბჭოთა მკითხველი არ იცნობდა, თუმცა, დახურულ საცავებში ის ფიზიკურ არსებობას განაგრძობდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ წიგნების გატაცებისა და უკანონო რეალიზაციისთვის თბილისში სამი პოროვნება დააკავეს. მათ შორის იყო ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი. წიგნებზე, რომლებიც მის და არჩილ გელოვანის სახლებში აღმოაჩინეს, იმელის ბიბლიოთეკის შტამპები იყო აღნიშნული. ამ ფაქტის გაშუქებაში ქართულმა ტელევიზიებმა გულუხვობა გამოიჩინეს. ბრალდებულთა დაკავების გარდა რუსთავი 2–ისა და ტელეიმედის ჟურნალისტებმა სიუჟეტები ძველი წიგნებისა და რარიტეტული გამოცემების კულტურული ფასეულობის მიმოხილვასაც მიუძღვნეს. თუმცა, არავის გამოუკვლევია თუ როგორი იყო იმელის ბიბლიოთეკის პირობები უკანასკნელი წლების მანძილზე, რამდენად უსაფრთხოდ იცავდა სახელმწიფო უნიკალურ საცავს, არის თუ არა კულტურული ღირებულების ობიექტების დაცვა მათზე ზრუნვის შემადგენელი ნაწილი თუ ზრუნვა მხოლოდ ქურდების დევნაში გამოიხატება, ნიშნავს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან უარი მემკვიდრეობის შესანახად საჭირო პირობების შექმნაზე კულტურულ მემკვიდრეობის განიავებას და რაც ყველაზე მთავარია – ვინ არიან კულტურული მემკვიდრეობის უფრო დიდი მძარცველები – ადამიანები, ვისაც ორი ათასზე მეტი წიგნის მოპარვა ედებათ ბრალად თუ სახელმწიფო, რომელმაც არაფერი გააკეთა, რომ ასეთი ქმედების განხორციელებისთვის ბრალდებულებს შესაძლებლობა არ ჰქონოდათ? 1990 წელს მარქსიზმ–ლენინიზმის ინსტიტუტის ქართული ფილიალი უზენაეს საბჭოს დაუქვემდებარეს და ახალი სახელწოდება მიანიჭეს – „პოლიტიკური ისტორიის ინსტიტუტი“. 1992 წელს დაწესებულებას სახელი ისევ შეეცვალა. ამჯერად „დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი დაერქვა“. ორგანიზაციის დირექტორი 1990-1995 წლებში გერმანე ფაცაცია იყო. ის ამბობს, რომ 1992 წლამდე შენობა ორჯერ დაარბიეს, ხოლო 1991 წელს გაიძარცვა ერთ–ერთ ფლიგელში არსებული ლენინის მუზეუმი, სადაც მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძემ დაიდო ბინა. გერმანე ფაცაციას თქმით, „ისე დასრულდა მთელი ეს ბატალიები, რომ გადარჩა ინსტიტუტი თავისი ბიბლიოთეკით და იმ არქივით, რომელიც იყო საშინელი, მაგრამ ჩვენი ისტორია... მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი საარქივო მასალა არ დამწვარა და არ დაკარგულა, არც ერთი წიგნი არ დაზიანებულა და არ გამქრალა“. ზურა ჯიბლაძე, ბიბლიოთეკის ბოლო დირექტორი ასევე აცხადებს, რომ მისი მუშაობის დროს ბიბლიოთეკას დანაკარგები არ ჰქონია. ჯიბლაძე დირექტორობის მოვალეობას 2002 წლიდან მოყოლებული 2005–მდე ანუ ბიბლიოთეკის გაუქმების წლამდე ასრულებდა. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ბიბლიოთეკას მკითხველი თითქმის არ ჰყავდა. ყოფილი იმელის შენობაში მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო, საარჩევნო კომისია და აფხაზეთის მთავრობა იყო განთავსებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფონდები ღია იყო მკითხველისთვის, თუმცა ჯიბლაძე თვლის, - „ბიბლიოთეკა არ შეიძლება იყოს დახურულ შენობაში, დახურულ სივრცეში, სადაც პოლიცია დგას, საშვთა სისტემაა და შესასვლელად შეთანხმებებია საჭირო. რათქმაუნდა, ასეთ ადგილას ბიბლიოთეკა ვერ იფუნქციონირებდა. დაინტერესებულ პირს კი შეეძლო ესარგებლა. მაგრამ სურვილიც არ იყო კომუნისტურ ლიტერატურას გაცნობოდნენ. მკვდარი იყო პრაქტიკულად“. სამაგიეროდ სტუმრები პარტიულ არქივს ჰყავდა. სამეცნიერო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მიხეილ გალდავაძე იხსენებს, - „სანამ ჩვენ შემოგვთავაზებდნენ ბიბლიოთეკის გადმოცემას, ერთი თვით ადრე გაიტანეს არქივი, როგორც ვიციუშიშროებამ“. დღეს ძნელია ვივარაუდოთ რითი იყო გამოწვეული მკითხველებისა და მკვლევარების გულგრილობა საბიბლიოთეკო ფონდების მიმართ. რა იყო ამის მიზეზი – საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა ფონდებში დაცული მასალების შესახებ თუ უარი საბჭოთა წარსულის შესწავლაზე. ზუსტი ინფორმაცია იმაზე თუ რამდენად დაცული იყო ბიბლიოთეკა მისი გაუქმების შემდეგ, ბოლო დირექტორს არ აქვს: „რა დაცვა ეყოლებოდა, შენობა გაიყიდა და მშენებლობა დაიწყო, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, გარკვეულ დონეზე კონტროლი იქნებოდა, მაგრამ როცა ბიბლიოთეკა მუშა მდგომარეობაშია, მაშინ ძნელდება კონტროლი და გაყიდულ შენობაში კომუნისტურ ლიტერატურას ვინ გააკონტროლებდა?“ მოგვიანებით, შენობა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გასაყიდი ობიექტების სიაში მოხვდა. ის „კაპიტალ ვოსტოკმა“ შეიძინა. დღეს კი შენობის მფლობელი „დაბი ჯგუფია“ („ვოსტოკი“ ისევ რჩება ერთ–ერთ მეწილედ). გაყიდულ შენობაში განთავსებული მდიდარი ბიბლიოთეკა 370 ათას წიგნს და პერიოდიკის სახით ამაზე მეტ სააღრიცხვო ერთეულს ითვლიდა. სააღრიცხვო ერთეულების ზუსტი რაოდენობის დადგენა დღეს შეუძლებელია, ვინაიდან მაშინ, როცა სხვადასხვა დაწესებულებებმა საბიბლიოთეკო ფონდების გატანა დაიწყეს, ერთიანი კატალოგი უკვე განადგურებული იყო. როგორც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ამბობს, ზემოთ მოყვანილი ციფრი მიახლოებითია და ეს ინფორმაცია 80–იან წლებში მარქსიზმ–ლენინიზმის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნზე დაყრდნობით აქვს. ბიბლიოთეკის ფონდების გატანაზე საუბარი გაუქმებიდან დაახლოებით ორ წელიწადში დაიწყო. 2007-2008 წლების მიჯნაზე ეკონომიკის სამინისტრომ ფონდების ათვისება სამეცნიერო ეროვნულ ბიბლიოთეკას შესთავაზა, რომელსაც წიგნებისა და პერიოდიკის წასაღებად საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა (ამიტომაც დღეს სამეცნიერო ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმელის შენობიდან მხოლოდ ათი წიგნი და „მოამბის“ რამდენიმე კომპლექტია). შემდეგში საქმე გაჭიანურდა. ლევან თაქთაქიშვილი იხსენებს, რომ „იმელის შენობის ახალმა მფლობელებმა ჩათვალეს, რომ სამეცნიერო ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაა და მოვიდნენ, აბა ჩქარა, რატომ არ მიგაქვთო. ჩვენ ავუხსენით, რომ სხვა დაწესებულება ვართ. შემდეგ სამეცნიერო ბიბილიოთეკას დაუკავშირდნენ, მათ თავიანთი პრობლემები აღმოაჩნდათ. ახალმა მფლობელმა გვითხრა, რომ ეს წიგნები განადგურდება. ჩვენც თავაზიანად მივიღეთ წინადადება, რომ თავად დავუკავშირდებოდით ეკონომიკის სამინისტროს. დავუკავშირდით კიდეც. გვითხრეს დაგეხმარებითო. ჩემი აზრით, ჯობდა თავიდანვე, რამდენიმე წლით ადრე, სანამ შენობის დემონტაჟი დაიწყებოდა, ეკონომიკის სამინისტროს ბიბლიოთეკა ჩვენთვის გადმოეცა“. პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მარქსიზმ–ლენინიზმის ყოფილი ინსტიტუტიდან 10–12 ათასი წიგნი გადაიტანა. კოლექციის სიდიდის გათვალისწინებით და დუბლირებისათვის თავის არიდების მიზნით ლევან თაქთაქიშვილმა წამოსაღები ერთეულები გარკვეული კრიტერიუმებით შეარჩია. დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადატანილია 1931 წლამდე გამოცემული თითქმის ყველა წიგნი, შეძლებისდაგვარად სრული სახით რარიტეტული ფონდი (ბაკუნინის, ტროცკისა და ლენინის პერგამენტის სიფრიფანა ქაღალდზე დაბეჭდილი ლიტერატურის, ივანე მაჩაბლის ავტოგრაფიანი წიგნების ჩათვლით) და ე.წ. „Особый Фонд“, რომელზე წვდომაც საბჭოთა პერიოდში ბიბლიოთეკაში შერჩევით მისულ პარტიულ მოღვაწეებსაც არ ჰქონდათ, ასევე გაზეთების მთელი ფონდი და ის ჟურნალები, რომლებიც საჯარო ბიბლიოთეკას აკლდა ან საერთოდ არ ინახებოდა (მაგალითად, „Каторга и Ссылка“). მაშინ, როცა დაწესებულებებმა კოლექციის წამოსაღებად იმელის შენობას მიაკითხეს, ბოლო სართულზე განთავსებულ ბიბლიოთეკაში სავალალო მდგომარეობა იყო. მიხეილ გალდავაძე, სამეცნიერო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე იხსენებს, – „იყო სრული ანტისანიტარია, იქ შესვლა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ იყო. საშინელი მტვერი იდგა. არა შუქი, არა არაფერი შიგნით“. მისივე თქმით ამ დროს შენობაში ნგრევის სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა. ამას ადასტურებს გაუქმებული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ზურა ჯიბლაძეც. ზურა ჯიბლაძე, მიხეილ გალდავაძე და ლევან თაქთაქიშვილი საუბრობენ იმაზეც, რომ საცავში მოხვედრა უცხო პირისთვისაც შესაძლებელი იყო. ამ შესაძლებლობას დაზიანებული შესასვლელი კარი და შახტა იძლეოდა. ნეტგაზეთმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე თუ რა გააკეთა სამინისტრომ ბიბლიოთეკის ფონდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნეტგაზეთს სამინისტროსთან სხვა კითხვებიც ჰქონდა, კერძოდ, რატომ არ მოხდა იმელის ბიბლიოთეკის ფონდების სხვა ბიბლიოთეკებში განაწილების დაწყება შენობის გაყიდვამდე, რა მოიმოქმედა სამინისტრომ ბიბლიოთეკაში ნორმალური პირობების შესანარჩუნებლად მას შემდეგ, რაც შენობა 2002 წელს მიწისძვრამ დააზიანა, იყო თუ არა საკმარისი დრო, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებებს ფონდების გასატანად მიეცათ, ბიბლიოთეკებისა და სხვა დაწესებულებების სრული ჩამონათვალი, რომლებმაც წიგნები გაიტანეს (წიგნების რაოდენობის მითითებით), ჯამში რა რაოდენობით წიგნების გატანა მოხდა ბიბლიოთეკიდან, წიგნების რა რაოდენობა რჩება დღეს იმელის შენობაში და რა ბედი ეწევათ მათ, რა გააკეთა სამინისტრომ იმ ბიბლიოთეკების დასახმარებლად, რომლებმაც იმელის ბიბლიოთეკის ფონდების წაღება სურდათ... „ეროვნულმა არქივმა იცის დეტალურად რა ფონდი იყო, როგორ იყო, სად წავიდა, როგორ და ა.შ.“ - ასეთი იყო სამინისტროს პრესსამსახურისპასუხი. სამინისტროს პრესცენტრთან არაერთგზის დაკავშირების შემდეგ ნეტგაზეთი ეროვნული არქივის ბიბლიოთეკასთან გადაამისამართეს, დაპირებული ინტერვიუს ნაცვლად კი სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე განაცხადის შეტანა ურჩიეს, რომლის საფუძველზეც ინფორმაციისმიღების მაქსიმალური ვადა ათი დღეა. მარქსიზმ-ლენინიზმისყოფილი ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში წიგნები დღესაც ყრია იატაკებზე. ნეტგაზეთმა მათი დათვალიერება ვერ მოახერხა. როგორც „დაბი ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე აცხადებს, წიგნების რაოდენობა ცოტაა, - „დღეს იქ არის წიგნები, რომლებიც არც ერთმა ამ ორგანიზაციამ, ვისაც ევალებოდა წიგნების წაღება, არ წაიღო, რადგან ჩათვალეს, რომ ამ წიგნებს ფასეულობა არ გააჩნია. ექსპერტები ეგენი არიან... მოცულობა ძალიან პატარაა, სულ ერთ მანქანაში დაეტევა“. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ დარჩენილი ლიტერატურის ფოტოები, რომლებიც „დაბი ჯგუფის“ თანამშრომელმა სპეციალურად ნეტგაზეთისთვის 20 აგვისტოს გადაიღო. /get_img?NrArticle=2277&NrImage=2 /get_img?NrArticle=2277&NrImage=4 /get_img?NrArticle=2277&NrImage=3 სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. ამ წუთებში მართლმადიდებელი მრევლი ბათუმში იკრიბება და გეი აღლუმთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გეგმავს. ბათუმის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა ბასილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ისინი ბათუმში მსვლელობას გეგმავენ, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი აღლუმის შესახებ გააფრთხილონ. მისი განცხადებით, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ აღლუმთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვან, რადგან ესაა ”ქართველი ერის სულში ჩაფურთხება”. ამასთან, დეკანოზი ბასილი აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს ძალადობისკენ არ მოუწოდებენ. ნეტგაზეთის კითხვაზე, საიდან აქვთ ინფორმაცია, რომ ბათუმში გეი აღლუმი იმართება, განაცხადეს, რომ არსებობს საიტები, რომლებზეც ამის თაობაზე მანიფესტია გავრცელებული. ბათუმის საკათედრო ტაძრის წინამძღოლმა განაცხადა, რომ დეტალურ ინფორმაციას ამის თაობაზე აქციაზე გაავრცელებენ. მართლმადიდებელი მრევლი საპროტესტო მსვლელობას ბათუმის საკათედრო ტაძრიდან 12.00 საათზე დაიწყებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გეი აღლუმი ტარდება, არ დასტურდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. შერიფი 0:3 ბაზელი იხილეთ fanebi.com
  12. პორტუგალიაში მინიმალური სხვაობით დამარცხების შემდეგ "სევილიის" ყველა ფეხბურთელი "ბრაგას" დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას გეგმავდა, მაგრამ სტუმართა ფეხბურთელმა, ლიმამ მათ მოლოდინს ხაზი გადაუსვა, ჰეთ-თრიკი შეასრულა და სევილია ჯგუფურ ეტაპს მიღმა დატოვა. იხილეთ fanebi.com
  13. ბრემენში მატჩის მიწურულს გატანილმა პრესტიჟის გოლმა რომ "სამპდორია" განმეორებითი მატჩის წინ სულ სხვა განწყობაზე დააყენა, ეს აშკარა გახლდათ, მაგრამ ამდენს, "სამპასგან" მაინც ცოტა თუ ელოდა. მატჩის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ განუმეორებელი პაცინის დუბლის წყალობით იტალიელები უკვე 2:0-ს იგებდნენ, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლას ნიშნავდა. მთელი მატჩის განმავლობაში ორმხრივმა შეტევებმა 85-ე წუთზე "სამპდორიასთვის" მოიტანა შედეგი და კასანომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა. იხილეთ fanebi.com
  14. საინტერესო და დაძაბული მატჩი შედგა ისრაელშიც, სადაც თელ-ავივის "ჰაიფა" ავსტრიაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "ზალცბურგს" მასპინძლობდა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბეწვის ხიდზე გავლაც მოუწია. "რედ ბული" მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა და მხოლოდ ერთი გოლი აშორებდა სანუკვარ მიზნამდე, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მატჩის უკანასკნელ წუთზე ეს გოლი მასპინძლებმა გაიტანეს და ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. იხილეთ fanebi.com
  15. დრამატული გამოდგა ბელგიურ ანდერლეხტსა და ბელგრადის პარტიზანს შორის გამართული შეხვედრა. სერბები თავდაპირველად 2:0 დაწიბაურდნენ მაგრამ 90 წუთის შემდეგ ტაბლოზე 2:2 ციმციმებდა, რაც დამატებითი დროის დანიშვნას ნიშნავდა. საბოლოოდ ყველაფერი საფეხბურთო ლატარეამ გადაწყვიტა, რომელშიც "პარტიზანს" უფრო გაუმართლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა იხილეთ fanebi.com
  16. 25 აგვისტო. სტადიონი – "სანტიაგო ბერნაბეუ"[/i] "მადრიდის რეალი" - "პენიაროლი" (მონტევიდეო, ურუგვაი) 2:0 (0:0) გოლები: 1:0 - დი მარია(68), 2:0 - ვან დერ ვაარტი (პენ. 90+2) "</span>მადრიდის რეალი":კასილასი ; ლასი(არბელოა, 46), სერჰიო რამოსი, კარვალიუ(მატეოსი, 76), მარსელო(ხუანფრანი, 72); ხედირა(გაგო, 46; დი მარია, 54), ხაბი ალონსო; კანალესი(გრანერო, 59), იოზილი(პედრო ლეონი, 46), რონალდუ(ვან დერ ვაარტი, 83); იგუაინი(ბენზემა, 46) "პენიაროლი": სოსა; აგირეგარაი(ა. გონსალესი), გ. როდრიგესი, ალიკობა, ე. ალიბონი; რიოსი; მ.სოსა , დომინგო(კორუხო, 72), ესტოიანოფი (კოლასო, 80), პაჩეკო; მარტინუჩიო(დ. ალონსო, 86) მსაჯი: რამირეს დომინგესი გაფრთხილება: პედრო ლეონი (52) სრულად იხილეთ
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg გევინ სლეიდი ქართული ყოფის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, როგორც საბჭოთა პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდეგაც, ის განსაკუთრებული გავლენა იყო, რომელსაც მასზე ძლიერი დანაშაულებრივი ქსელი ახდენდა – ეგრედწოდებული „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი, რომლის აღმასვლა და თავად არსებობაც კი, მჭიდროდაა დააკავშირებული საქართველოს სახელმწიფოს ცვალებად ხასიათთან, ამბობს გევინ სლეიდი. გავლენიანი დანაშაულებრივი ქსელის განსაკუთრებული ბუნება, რომელსაც ქართულად „კანონიერი ქურდები“ ჰქვია, კვლევისთვის ძალიან საინტერესო საგანია, თუმცა პოსტსაბჭოთა საქართველოს მკვლევარები მას დიდწილად ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. რით აიხსნება მისი სიმტკიცე და როგორ ახასიათებს ის უკვე ორი ათწლეულის დამოუკიდებელი „მეორე რესპუბლიკის“ პოლიტიკის და საზოგადოების ბუნებას? ამ კითხვაზე შესაძლო პასუხი ცნობილ სტატიაშია, რომელიც 1980–იანი წლების დასაწყისში, გვიან საბჭოურ, „პერესტროიკამდელ“ პერიოდში გამოქვეყნდა და რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის აყვავება „კულტურის ფუნდამენტური მახასიათებლების“ შედეგი გახდა. ეს მახასიათებლები თავის მხრივ ქართველებისთვის დამახასიათებელმა კულტურულმა ღირებულებებმა გააჩინა, ისეთებმა, როგორიცაა მაგალითად კონკურენციისკენ მიდრეკილება (განსაკუთრებით მომხმარებლური ჩვევების სფეროში), რისკისკენ ლტოლვა, ღირსება და მოყვრობა (იხ. მარს გ., ალტმან ი. „საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის საფუძვლები“ [G Mars & Y Altman, The Cultural Bases of the Georgian Second Economy, Soviet Studies, 35/4, 1983]). ათი წლის შემდეგ, ქაოსის და ქართული დამოუკიდებლობის პირველი წლების მარცხის შემდეგ, ეგრედწოდებული „კანონიერი ქურდების“ განზოგადოებული ჯგუფის წარმომადგენლები ქვეყნის ეკონომიკასა და სახელისუფლო სტრუქტურებში წამყვანი მოთამაშეები გახდნენ. შეიძლება თუ არა ამ სპეციფიკურად ქართულ ფენომენს ასევე გააჩნდეს კულტურული საფუძვლები? „კანონიერი ქურდების“ ფესვები საბჭოთა ბანაკების სისტემიდან (არქიპელაგი „გულაგი“) მოდის, სადაც პატიმრები ურთიერთდაცვისთვის ციხეში საძმოებს ქმნიდნენ, რომლებიც ღირსების საკუთარი კოდექსით ხელმძღვანელობდნენ. 1980–იანი წლების შემდეგ, საბჭოთა სისტემის ნგრევამ გორბაჩოვის „გლასნოსტთან“ და გარდაქმნასთან ერთად, საქართველოს (ისევე როგორც სსრკ–ს სხვა რესპუბლიკებს) დამოუკიდებლობის დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. ქვეყანა სამოქალაქო ომსა და სამხრეთ ოსეთსა (1991–92 წლები) და აფხაზეთზე (1992–93 წლები) კონტროლის შენარჩუნების უშედეგო მცდელობებში ჩაეფლო. ამ არეულობის და ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი ეკონომიკის ფონზე საზოგადოებაში „კანონიერი ქურდების“ ახალმა თაობამ გამორჩეული ადგილი დაიკავა. 2003 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა და საბჭოთა კავშირის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ, აღიარა: „კანონიერმა ქურდებმა ქვეყანა შეჭამეს“. 2003 წლის ნოემბრის რევოლუციამ, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი, შევარდნაძე დაამხო და ხელისუფლებაში ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, რომლის მთავრობამაც მაფიასთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო. მათ მიერ გატარებული ზომები მოიცავდა: საკუთრების კონფისკაციას, ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებას, ციხეების, პოლიციის და სამოქალაქო განათლების რეფორმას. 2005 წლიდან, „ქურდული სამყაროსადმი“ კუთვნილება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. თავად „კანონიერი ქურდის“ წოდება კი დანაშაულის ნიშნად ითვლება. მარტივი კითხვა 2007 წლის მარტში, დაპატიმრებების ტალღის შემდეგ, სააკაშვილმა, თბილისში, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გამოცხადა, რომ „დანაშაულებრივი სამყაროს თავკაცთა სისტემის ხერხემალი გატეხილია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დარბაზში მსხდომი ზოგიერთი ადამიანი ეჭვობდა, რომ პატარა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტი შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც თავად სტალინიც ვერ მოერია“. თუმცა, პრეზიდენტმა ყველაფერი არ თქვა: „ქურდული სამყარო“ მკვდარი სულაც არ არის. საქართველოს მთავრობის ქმედებებზე საპასუხოდ, კანონიერმა ქურდებმა მაფიის გადარჩენის საყვარელ გზას – ემიგრაციას – მიმართეს. ბევრი რუსეთში გადასახლდა, რომლის პრესაც დღეს ხაზს უსვამს იმას, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის კანონიერი ქურდების 33 პროცენტი – ქართული წარმომავლობისაა (ამ პარამეტრით ქართველებმა ყველას, მათ შორის რუსებსაც გაუსწრეს). სხვები ევროპაში გაიფანტნენ, რასაც ბოლოდროინდელი სამი ამბავი მოწმობს: – 2010 წლის მარტში ევროპაში „ქართულ მაფიასთან“ დაკავშირებული 69 ადამიანი დააკავეს. – ორი ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების კონფლიქტს, რომლებსაც კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობდნენ, ათენის, მარსელისა და მოსკოვის ქუჩებში მკვლეობები მოჰყვა. – 2010 წლის ივლისში, ავსტრიის პოლიციამ დასავლეთ ევროპაში იმ ქართული დანაშაულებრივი ქსელის გამოძიება დაიწყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა თბილისში 2009 წლის გაზაფხულზე მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციებს. (ამ აქციების დროს გარკვეულწილად გამოყენებული იყო დანაშაულებრივი სუბკულტურის სიმბლოზმი და რიტორიკაც. კერძოდ, დემონსტრანტებმა ათობით იმპროვიზირებული ციხის საკნები დაიკავეს, რომლებიც მთელ თბილისში იყო განთავსებული). ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ გააჩინა საქართველომ ამ რაოდენობის კანონიერი ქურდი? როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში პოპულარულია ზედაპირული განმარტება, რომლის თანახმად, თითქოს ქართული ღირებულებები, კულტურა და მენტალიტეტი რაღაც ფორმით ჰარმონიაშია ქურდული სამყაროს ღირებულებებთან, კულტურასთან და მენტალიტეტთან. მეცნიერთა ფორმულირებით: „ქართველები კანონს, მის ნებისმიერ ფორმას ავტომატურად უარყოფენ… შეიძლება ითქვას, რომ ქურდების საზოგადოებამ საქართველოს, ამ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე, მისცა მართლმსაჯულების ერთადერთი არაკორუმპირებული და ქმედუნარიანი სისტემა“ (იხ. ვ.დ. ნორდინი, გ. ღლონტი, „კანონიერი ქურდები და კანონიერება საქართველოში [VD Nordin & G Glonti, Thieves of theLaw and the Rule of Law in Georgia]). ამ თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, საქართველო განწირულია კანონიერ ქურდებთან კავშირისთვის – ეს ისტორიულად ფესვგადგმული უნარ–ჩვევებიდან და ამ ხალხის კულტურული მიდრეკილებიდან გამომდინარეობს. ამგვარი „კულტუროლოგიის“ უბედურება ის არის, რომ ზოგადი სიტყვები, როგორებიცაა „ქართული კულტურა“ ან „ქართული მენტალიტეტი“ კონკრეტულად არ ხსნის იმას, თუ რატომ იქცა საქართველო იმ ქვეყანად, სადაც ქურდული სამყარო უფრო კომფორტულად საზრდოობდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა სივრცეში. შესაძლოა, უფრო ნაყოფიერია კანონიერი ქურდების განხილვა მათთან დაკავშირებულ აქტუალური სოციალური და ეკონომიკური პრაქტიკების პრიზმაში: როგორც მაფიის, რომელიც დაცვის მომსახურების ბაზარზე მოქმედებს, არეგულირებს დავებს, კრეფს ხარკს და აკონტოროლებს როგორც საქმიან ოპერაციებს, ასევე ტერიტორიას. ამ თვალსაზრისით, კანონიერი ქურდები (კულტურული ტენდენციებისგან და პრაქტიკებისგან დამოუკიდებლად) კონკურენციას უწევენ დაცვის მომსახურების სხვა სტრუქტურებს, და მათი ძლიერება პირდაპირ იქნება დამოკიდებული მათი მომსახურების მოთხოვნაზე. კონკურენტული უპირატესობა ამგვარი მიდგომის ფარგლებში, შეიძლება დავასკვნათ, რომ გავლენა, რომელიც საქართველოში კანონიერმა ქურდებმა მოიპოვეს, ამ რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი ორი სოციოეკონომიკური პირობიდან გამომდინარეობს. პირველ რიგში, „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ ქართული სექტორი (რამდენადაც შეიძლება დღეს მასზე მსჯელობა) საბჭოთა კავშირში პროპორციულად ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. საბჭოთა პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარეობდა ის, რომ სახელმწიფოს არ შეეძლო ამ არალეგალური კაპიტალისტური ურთიერთობების რეგულირება ან დაცვა. ამგვარად, ერთდროულად ჩნდებოდა, როგორც დავების გადაწყვეტისთვის ალტერნატიული მექანიზმების აუცილებლობა, ასევე მათი წარმოქმნის შესაძლებლობა. და მართლაც, საქართველოს საარქივო დოკუმენტები მოწმობს, რომ ჯერ კიდევ 1980–იან წლებში, კანონიერი ქურდები შავ ბაზარზე სწორედ ამ ფუნქციას ასრულებდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივ ხნის იმ მნიშვნელობას, რაც საქართველოში კანონიერმა ქურდებმა შეიძინეს, მაგრამ ამომწურავ განმარტებად არ გამოდგება. ბოლოს და ბოლოს, ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ძალზედ დიდი იყო სხვა რესპუბლიკებშიც, კერძოდ აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. ამიტომ, აუცილებელია მეორე ფაქტორის გათვალისწინება – სახელმწიფოს კოლაფსის დონე, რომელიც საქართველომ 1990–იან წლებში გადაიტანა და რომელიც შესაძლოა ყველაზე მაღალი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ ათწლეულში კაპიტალისტური ურთიერთობები ლეგალიზებულია, რამაც მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა დაცვის მომსახურებაზე, თუმცა ოპერაციების უსაფრთოხების უზრუნველყოფა არ ხდებოდა – ამჯერად, უკვე არა იდეოლოგიური სიხისტის (როგორც საბჭოთა დროში), არამედ სახელმწიფოს სისუსტის გამო. ამგვარად, ქართული სახელმწიფოს კოლაფსმა საშუალება მისცა სხვა მოთამაშეებს სახელმწიფოს ფუნქციები საკუთარ თავზე აეღოთ იმ დონეზე, როგორც ეს შეუძლებელი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში. ქართველი კანონიერი ქურდებისთვის ამის გაკეთება ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. მათ უკვე გააჩნდათ დანაშაულებრივი თანამეგობრობა შესაბამისი „აქტივებით“: ცნობადი სახელწოდებით, ღირსების კოდექსით, ბანაკების სუბკულტურიდან ციხეების მიღმა გატანილი რიტუალებით. ამგვარი მყარი რეპუტაცია ყოველთვის აძლევს მაფიას კონკურენტულ უპირატესობას, რადგან სტატუსი და რეპუტაცია იმის საშუალებას იძლევა, რომ დიდწილად სარისკო და ძვირადღირებული ძალადობა არ გამოიყენო. თუმცა, გარდამავალი პერიოდის სისხლიანი ბუნების წყალობით, საქართველოში კონკურენცია მაინც სასტიკ ფორმებს იღებდა – კანონიერ ქურდებს ხომ კონკურენციას უწევდნენ, როგორც არარეგულარული გასამხედროებული ფორმირებები, მაგალითად „მხედრიონი“ (ორგანიზაცია, რომელიც კანონიერმა ქურდმა შექმნა, მაგრამ ქუდულ ავტორიტეტს პატივს არ სცემდა), ასევე პოლიციის კორუმპირებული აპარატი. სხვა მაფიების, მათ შორის 1970–იანი წლების სიცილიური „კოზა ნოსტრას“ გამოცდილება, ცხადყოფს, რომ სასტიკ კონკურენციას მსგავსი თანამეგობრობები ჩვეულებრივ, წევრობაზე ბარიერის დაწევით პასუხობენ. საქართველოს პოლიციის მონაცემები ადასტურებს, რომ ქართველი ქურდები ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ. საბჭოთა პერიოდში ისინი თავიანთ რიგებში არ იღებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც პატიმრის გამოცდილება არ ჰქონდათ და „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ფულზე არ ყიდდნენ; თუმცა ახლა მსგავსმა პრაქტიკებმა სერიოზულად გაზარდა ამ სტატუსის მატარებელ ქართველთა რიცხვი. შედეგად, სტატუსებით მოვაჭრეთა გამდიდრებისკენ ლტოლვამ და თანამეგობრობის ახალი წევრების დაუოკებელმა ქმედებებმა, სერიოზულად შეარყია ქურდებზე, როგორც ასკეტურ და ღირსების მატარებელ ადამიანებზე მითი. ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნესში, ბრენდის კაპიტალიზაციიდან სარგებლის მიღება მასში დამატებითი რესურსების დაბანდების გარეშე, ძალიან მოკლევადიანი სტრატეგია აღმოჩნდა. რეფორმები და უკან დაბრუნება ეს მოსაზრებები უფრო ზუსტად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არის კანონიერ ქურდებში ამდენი ქართველი. „კულტურის ფუნდამენტური მახასიათებლების“ იდეა, შეიძლება არქივს ჩაბარდეს: საკვანძო ფაქტორი არის არა ის, არამედ საბჭოთა საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის დავების გადაწვეტის მექანიზმზე მოთხოვნილება და 1991 წელს სახელმწიფოს კოლაფსის არანორმალური დონე, რომელსაც ნადავლისთვის სასტიკი კონკურენცია და მოულოდნელი შედეგები მოჰყვა. 2004 წლიდან სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს, მათ შორის პოლიციის წარმატებულ რეფორმას მოჰყვა ის, რომ ბოლო გამოკითხვებით, ქართველები „კანონიერი ქურდების“ მიმართ უფრო მტრულად არიან განწყობილნი, იმავდროულად, იგივე გამოკითხვები ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში გაიზარდა უნდობლობა და ნეგატიური დამოკიდებულება სასამართლოების მიმართ, რომლებსაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რეფორმები ფაქტობრივად არ შეხებია. მიხეილ სააკაშვილმა, სხვა ყველაფერთან ერთად, უნდა შეასრულოს დაპირება და შექმნას დამოუკიდებელი იუსტიცია. მის გარეშე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა განვითარებული სტრუქტურების გარეშე, ის ვერ შეძლებს დაამტკიცოს, რომ სახელმწიფოს დავების გადაწყვეტის სამართლიანი და გამჭვირვალე მექანიზმების დაცვის უნარი გააჩნია. ციხეში, თუ დევნილობაში – კანონიერი ქურდები მაინც არსებობენ. საქართველოს ბედის შეცვლა ერთხელ მოხერხდა, მაგრამ ქვეყანა ჯერ კიდევ შეიძლება წარსულს დაუბრუნდეს. გევინ სლეიდი ოქსფორდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ცენტრში წერს დისერტაციას თემაზე „გაუცხოებული სახელმწიფოებრიობა და კანონიერი ქურდების პრობლემა“ (Alienated Statehood and the Problem of Thieves-in-Law). იგი ასევე არის ავტორი სტატიის „ქურდის საფრთხე: ვის აქვს ნორმატიული გავლენა ქართულ საზოგადოებაში?“ (The Threat of the Thief: Who Has Normative Influence in Georgian Society?») [Global Crime, 8/2 May]) ორიგინალი ორიგინალი
  18. რამდენიმე წუთის წინ ასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფის განმეორებითი შეხვედრების პირველი ნაწილი და უკვე გაირკვა იმ გუნდების ვინაობაც,რომლებიც ითამაშებ სხვა დანარჩენ გუნდებთან ერთად ტურნირის ძირითად ბადეში,ჯგუფურ ეტაპზე. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს შვეიცარიის წარმომადგენელი – "ბაზელი" , შეიძლება ითქვას, ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა პაუზის შემდეგ.მოლდოვურ "შერიფთან" ორივე დაპირისპირება მოიგეს "ბაზელის" ფეხბურთელებმა და ჯგუფურ ეტაპზეც დამსახურებულად გავიდნენ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ ებრაელი ფეხბურთელებიც."ჰაპოელმა" 3–2 დაამარცხა ორი მატჩის ჯამში "ზალსბურგი" და ჯგუფური ეტაპის საგზურიც სწორედ მათ დაიბევეს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს პორტუგალიური "ბრაგაც",ორ მატჩიან დაპირისპირებაში,სწორედაც,რომ გამარჯვებულნი "ბრაგას" ფეხბურთელები გამოდგნენ.სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა გოლების წვიმა იხილა... 7 გატანილი ბურთი და საბოლოოდ 3–4 "ბრაგამ" გაიმარჯვა. დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო "ანდერლეხტი" – "პარტიზანსა" და "სამპრდორია" – "ვერდერს" შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.ამ შეხვედრების ძირითადო დროები ისეთივე ანგარიშით დასრულდა,როგორითაც – პირველი მატჩები ამ გუნდებისა. საბოლოოდ კი ჯგუფრი ეტაპის საგზურს "ვერდერი" და "პარტიზანი" დაეუფლნენ. სრულად იხილეთ
×
×
  • შექმენი...