Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. გია ნოდიას რეპუტაცია, რომელსაც აქამდე თითქმის არასდროს შეხებია „მსახვრალი ხელი“, ეჭვის ქვეშ დადგა დღეს დილიდან, მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა, სრულიად სენსაციური განცხადება გააკეთა. გაზიარება [მზევინარ ხუციშვილი. 00:35 26-08-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/THV-e6IgDYI/AAAAAAAAD_o/oIW5Sgv8P08/s200/69F27D7C-B4C9-4E1D-9B3F-4F419D939B5C_mw800_s.jpgმან ბრძანა, რომ განათლების სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა 2008 წლის პერიოდში განხორციელებულ შესყიდვებზე, როდესაც განათლების მინისტრი გია ნოდია იყო. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ანდრიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესყიდვების დროს გაფლანგულია ათიათასობით ლარი. მაგალითისთვის მან დაასახელა ბურთების შესყიდვის აქცია, როცა განათლების სამინისტროდან უგზოუკვლოდ დაიკარგა 170 ათასი ლარი. ზოგადად კი, სპორტული ინვენტარის შეძენის დროს 600 ათასი ლარი გაიფლანგა. საქმის მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი. „ახალი 7 დღე“ დაუკავშირდა განათლების ყოფილ მინისტრს გია ნოდიას, იგი ამ განცხადებით გაკვირვებულია და აცხადებს, რომ მან ფინანსური დარღვევების შესახებ მედიასაშუალებებიდან გაიგო: „ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მოულოდნელია და მხოლოდ გაკვირვება შემიძლია გამოვთქვა. სპორტული ინვენტარის შესყიდვას სამინისტროს სხვა თანამშრომლები კურირებდნენ და ჩემი მოადგილეები.“ – თქვენ აპირებთ მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას საკუთარი პოზიციის გასამყარებლად?– არა, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. მე საქართველოს რიგითი მოქალაქე ვარ და ასეთ ქმედებებს არ ვგეგმავ. – როგორ ფიქრობთ, ასეთი განცხადება, საქმის გამოძიებამდე ბრალდების გახმაურება და პირადად თქვენი სახელის ამ ბრალდების ადრესატად დასახელება პოლიტიკური მოტივით ხომ არ არის განპირობებული?– ვერაფერს გეტყვით. ზუსტად ჩემთვის არაფერია ცნობილი. "ახალი 7 დღე" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  2. ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევამრცველმა,ჯერმეინ ჯენასმა,შესაძლოა კარიერა იტალიურ სერია ა–ში გააგრძელოს.27 წლის ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან "სამპდორია" და "ფიორენტინა",გვამცნობს FootballPress. ჯენასის სანაცვლოდ იტალიური კლუბები მზად არიან 7 მილიონი ევროც კი გადაიხადონ. სრულად იხილეთ
  3. დღეს საღამოს საბოლოოდ გაირკვევა იმ ხუთი გუნდის ვინაობა,რომლებიც დარჩენილ ვაკანტურ ადგილებს შეავსებენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.პლეი–ოფები დღეს გაიმართება და საკმაოდ დაძაბული შეხვედრების მომსწრენიც უნდა გავხდეთ.საინტერესოა,თუ ვინ მოახერხებს ჯგუფური ეტაპის საგზურის დაუფლებას. გაგაცნობთ იმ წყვილებს,რომლებიც დღეს გაითამაშებენ საგზურს ერთმანეთში: "კოპენჰაგენი" – "რუსენბორგი" (1–2) "ჟილინა" – "სპარტა" (2–0) "ტოტენჰემი" – "იანგ ბოიზი" (2–3) "ოსერი" – "ზენიტი" (0–1) "აიაქსი" – "დინამო" კიევი (1–1) სრულად იხილეთ
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg ჯეიმს კოლინზი, მეთიუ როჟანსკი ათი მიზეზი, რის გამოც ვაშინგტონმა მოსკოვთან უნდა ითანამშრომლოს წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამამ რუსეთთან ურთიერთობებში „გადატვირთვის“ ღილაკს დააჭირა ხელი, მაგრამ შერიგების პროცესი ჯერ სუსტია, არასრული და მას პოლიტიკური უთანხმოება ახლავს თან. რა თქმა უნდა, რუსეთი შეერთებული შტატებისთვის მარტივი მოკავშირე არ არის. ავტორიტარული მაგრამ არა უსაფრთხო, ეკონომიკურად მძლავრი, მაგრამ ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ეს ქვეყანა ცივი ომის დასრულების დღიდან ამერიკელი პრეზიდენტებისთვის გამოწვევაა. ბოლოდროინდელი ამბებიც ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ივლისში პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილის და ოპოზიციური მოძრაობა „სოლიდარნოსტის“ ლიდერის ბორის ნემცოვის დაპატიმრებას ობამას ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის მიმართ ძალიან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ხოლო გასულ ოთხშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ აფხაზეთში (რეგიონი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს გამოეყო) საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები განათავსა. ბუნებრივია ეს განცხადება შეერთებულ შტატებს არ გაახარებდა, რომელიც უკვე მეორე წელია იქ არსებული დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს. მაგრამ როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს პარტნიორობა, ვაშინგტონი თავს უფლებას ვერ მისცემს არ ითანამშრომლოს მოსკოვთან. რონალდ რეიგანმა ასეთი თანამშრომლობის პრინციპს ყველასთვის გასაგები ფორმულირება მოუძებნა – „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“. ეს კარგი სახელმძღვანელო პრინციპი იყო ცივი ომის დროს შეიარაღების შემცირებაზე მოლაპარაკებების მონაწილეთათვის, მაგრამ ის დღესაც აქტუალურია. ურთიერთთანამშრომლობა ერთადერთი გზაა წინსვლისთვის და აი ამის დამადასტურებელი ათი მიზეზი: 1. რუსეთის ბირთვული იარაღი აშშ-ს არსებობისთვის კვლავ საფრთხეა. ბერლინის კედლის დაცემიდან ოცი წლის შემდეგ, რუსეთის არსენალში კვლავ ათასობით საბრძოლო რაკეტაა, თანაც ასობით ასეთი იარაღი ამერიკულ ქალაქებზეა დამიზნებული და საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმშია. ეს საფრთხე თავისით არ გაქრება, არსენალის შემცირებისთვის საჭირო გახდება პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის შეიარაღების შემცირებაზე. ახალი START-ი, სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ახალი შეთანხმება, რომლის განხილვაც სენატში იგეგმება, მორიგი ხელშეკრულებაა ორ ქვეყანას შორის შეიარაღებაზე კონტროლის ორმხრივ შეთანხმებათა იმ გრძელ სიაში, რომლის სათავეც ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდიდან იწყება. დღემდე ის ერთადერთი მექანიზმია, რომელიც რუსეთის ბირთვულ ობიექტებს ამერიკელი ინსპექტორებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე პირველი START-ი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცივი ომის დროს ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის დაკარგვის მოსათოკად, ხოლო ახალი შეთანხმებით ბირთვული შეიარაღების არსენალი კიდევ 30%-ით უნდა უნდა შემცირდეს, დღევანდელი რაოდენობრივი დონიდან 2200 ერთეულიდან 1500-მდე თითოეული მხრიდან. მეტიც, პრეზიდენტმა ობამამ და მისმა რუსმა კოლეგა დიმიტრი მედვედევმა ბირთვული შეიარაღების სრულ განადგურებაზე გრძელვადიანი მიზნობრივი ორიენტირი შეათანხმეს, მაგრამ ამის მიღწევას ისინი მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შესძლებენ. 2. რუსეთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის დროს საერთაშორისო არენაზე. მოსკოვს, რომელიც ერთ-ერთია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან, ვეტო-ს უფლება აქვს და მისი გამოყენება ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ ნებისმიერ რეზოლუციაზე შეუძლია. ის სულ ახლახანს მოიქცა ასე, როდესაც ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შემოღების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ის ასე მოქმედებდა 2009 წელს, როდესაც მსგავსი მცდელობები ჩრდილოეთ-კორეასთან დაკავშირებით ხორციელდებოდა, რომელმაც ბირთვული ცდები მეორედ ჩაატარა. თუკი რუსეთი ასეთ რეზოლუციებს მხარს დაუჭერს, ეს დაარწმუნებს ჩინეთს და სხვა ქვეყნებს რომ ის არ დაბლოკონ. გადატვირთვის პოლიტიკის დაწყების შემდეგ მოსკოვის და ვაშინგტონის ურთიერთობებს ამერიკული დიპლომატიისთვის გამაძლიერებლის ფუნქცია აქვს. რუსეთი არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთ ეკონომიკურ ორგანიზაციებში, როგორებიცაა „დიდი რვიანი“ და “დიდი ოცეული“, რითაც ეკონომიკურ საფრთხეებთან ბრძოლაში კოორდინირებული მიდგომების ფორმირებას უწყობს ხელს. ასე მაგალითად, 2008 წელს რუსეთმა მხარი დაუჭირა „ოცეულის“ რეზოლუციას, რომელიც პროტექციონიზმს, ინვესტიციებისა და ვაჭრობისთვის ბარიერების შექმნაზე უარს ითვალისწინებდა. 3. რუსეთი დიდია. მისი საზღვრები ევროპაზე, ცენტრალურ, აღმოსავლეთ-აზიასა და არქტიკაზე გადის. ყველა ამ რეგიონში აშშ-ს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს და მას არ შეუძლია იქ დესტრუქციული კონკურენციის დაშვება. ავღანეთში კონტრ-პარტიზანული კამპანიის მიმდინარეობის ფონზე, შეერთებული შტატები ცენტრალური აზიის რეგიონის სტაბილურობაში უკიდურესადაა დაინტერესებული. ის რუსეთზე დამოკიდებულია არამხოლოდ უშუალო თანამშრომლობით ზურგის უზრუნველყოფის საქმესა და ინფორმაციის მიღებაში, არამედ ისეთი საფრთხეების გაუქმებაში, როგორიც მაგალითად ყირგიზეთში წარმოიქმნა – პოლიტიკური არეულობისა და ძალადობის სახით. მოსკოვის კავშირები პოსტ-საბჭოთა სივრცის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან კვლავ მტკიცე და მნიშვნელოვანია. მოსკოვს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „გაყინული კონფლიქტების“ დარეგულირებაში, რაც ისეთ სახელმწიფოებს როგორებიცაა მოლდავეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ხელს უშლის მიაღწიონ ეკონომიკურ კეთილდღეობას და პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ახლახანს, მოსკოვმა კვლავ გამოსთქვა ინტერესი მთიანი-ყარაბახის და დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტების დარეგულირებაზე. ახლახანს აფხაზეთში ჯარების შეყვანის მიუხედავად, ამ ტერიტორიის ირგვლივ მოლაპარაკებების გზით დავის მოგვარება, ჯერ კიდევ შესაძლებელია. ასეთი დარეგულირების ფარგლებში, აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი შეიძლება დაუბრუნდეს საქართველოს, სანაცვლოდ კი აფხაზეთი შეინარჩუნებს ავტონომიურ სტატუსს, ისევე როგორც მეორე თვითგამოცხადებული რესპუბლიკა სამხრეთ-ოსეთი. 4. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ბუნებრივ პირობებს. როგორც ეს თვალსაჩინოდ და ძალიან დრამატულად ცხადყო რუსეთის დასავლეთში გაჩენილმა კატასტროფულმა ხანძრებმა, ეს ქვეყანა ერთდროულად არის, როგორც მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების მსხვერპლი, ასევე უდიდესი ბუნებრივი სიმდიდრეების პატრონი, მათ შორის გადამწვარი ტყეებისაც, რომლებიც აუცილებელია გლობალური დათბობის აღსაკვეთად. რუსეთი, რომელსაც დედამიწაზე ხმელეთის 10% უკავია და ფლობს მტკნარი და ოკეანის წ####ბის უზარმაზარ რესურს, ასევე პერიოდულობის სისტემის თითქმის ყველა ელემენტის საბადოს, შეუცვლელი პარტნიორია მსოფლიოს გარემო პირობების პასუხისმგებლიანი განკარგვის საკითხებში, რაც შეეხება კლიმატურ ცვლილებებს, აქ სერიოზული მუშაობაა საჭირო, თუმცა პროგრესი აშკარაა. რუსეთს გამონაბოლქვის მოცულობით მსოფლიოში მეოთხე ადგილი უკავია, მაგრამ კოპენჰაგენის შეთანხმებაზე ხელმოწერით მან აიღო ვალდებულება, რომ ამ გამონაბოლქვს 1990 წლის დონეზე დაბლა, 20-25%-ით შეამცირებდა. კიდევ ერთი ნეგატიური მომენტია ის, რომ რუსეთი ნავთობის მოპოვების დროს თანმდევ აირს მაშხალაში წვავს, თუმცა მედვედევი დასთანხმდა წვის დროს დღეს ატმოსფეროში მიმავალი აირის 95%-ის შეგროვებას. მან შარშან ასევე მოაწერა ხელი რუსეთში პირველ კანონს ენერგოეფექტურობაზე, რომელიც მოითხოვს რომ პროდუქტს ენერგოეფექტურობის დონის მიხედვით შესაბამისი მარკირება უნდა გააჩნდეს, ასევე 2014 წლის შემდეგ ნათურების გავარვარებაზე აკრძალვას აწესებს. დიახ, რუსეთი სხვა ვალდებულებებში ვადებითა და შედეგებით, ჩამორჩება, მაგრამ ისევე როგორც ჩინეთმა დაალაგა ამ მხრივ სიტუაცია პეკინის ოლიმპიადის წინ, მოსკოვს ასევე შეუძლია მისი სიმტკიცე რეალობად საოცარი სისწრაფით აქციოს, თუკი საერთაშორისო თანამშრომლობა სწორად და საკმარისად იქნება აწყობილი. იმავდროულად, რუსეთს იმ ყველაფრის უზარმაზარი ბუნებრივი მარაგებიც აქვს რაც კლიმატს ასუფთავებს: ცალკე აღებულ მის ციმბირულ რაიონებში იმაზე მეტი ჟანგბადის გამომმუშავებელი ტყეები და მტკნარი წყლის მარაგებია, ვიდრე მთელ კონტინენტურ ევროპაში. 5. რუსეთი მდიდარია. გარდამავალ ეკონომიკის ქვეყნების ცნობილ ჯგუფში „ბრიკი“, რუსეთს აღმნიშვნელი ასოა „რ“. ის ბაზრის მოცულობით მსოფლიოში მეთორმეტე ადგილზეა, ხოლო სავალუტო მარაგებით მესამეზე და ამ ქვეყნის როლი მსოფლიო ბაზრებზე მხოლოდ იზრდება. რუსეთი ნედლეულით ვაჭრობაში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. იქ მყიფე, მაგრამ მაინც მიმზიდველი საფონდო ბირჟა მუშაობს და ეს ქვეყანა უცხოური ინვესტიციებისთვის გახსნილია, მათ შორის იმ სფეროებშიც, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნის. რუსულ კომპანიებს სულ უფრო ხშირად უჭირავთ თვალი ქვეყნის ფარგლებს მიღმა, მიისწრაფვიან სტრატეგიულ პარტნიორობათა ფორმირებისკენ, აქტივების შეძენისა და იქ მათი პროდუქციის რეალიზაციისკენ. რუსეთი, რომელსაც ძალიან მტკივნეულად გადააქვს მსოფლიო ფინანსური კრიზისი (ეკონომიკური ზრდა იქ 2009 წელს თითქმის 8%-ით შემცირდა), უკიდურესადაა დაინტერესებული იმაში, რომ მსგავსი მოვლენები აღარ განმეორდეს. პერიოდული უკანდახევების მიუხედავად, ისეთების როგორიცაა მაგალითად ზაფხულის ხანძრების შემდეგ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი თავისუფალი ვაჭრობით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს. მოსკოვი ცდილობს მისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ამერიკული და ევროპული ტექნოლოგიები და მმართველობითი უნარები, რათა მოახდინოს საკუთარი თავის მოდერნიზება. გადამეტებული ბიუროკრატია და ფართოდ გავრცელებული კორუფცია რუსეთის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის, მაგრამ მედვედევმა რომელიც მოდერნიზაციისკენ მიისწრაფვის, ძალიან აქტიური საუბარი დაიწყო ამ პრობლემების გაუქმების აუცილებლობაზე და თანამშრომლობა დასავლეთის უფრო გამჭვირვალე ქვეყნებთან, როგორიც შეერთებული შტატებია, ამ საქმეში მას დაეხმარება. 6. ერთი სიტყვა: ენერგია. ამერიკა მისი ცხოვრების წესით ძლიერადაა დამოკიდებული ნედლი პროდუქციის (განსაკუთრებით, ბენზინი, ბუნებრივი აირი და ნახშირი) სტაბილურ და პროგნოზირებად ფასებზე. რუსეთი კი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საწვავის ამ ორგანულ სახეობათა მოპოვების, წარმოებისა და მათზე ფასების ფორმირების საქმეში. რუსეთი მსოფლიოში ცნობილი აირის მარაგების დაახლოებით მეოთხედის მფლობელია და დღევანდელ დღეს ის გლობალური ექსპორტის 20%-ზე მეტს უზრუნველყოფს. ნავთობის მოპოვების საქმეში მას საუდის არაბეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია და შეერთებული შტატების შემდეგ მეორეა ნახშირის საბადოების მოცულობით. ვაშინგტონისთვის კარგი ამბავია ის, რომ რუსეთი ე.წ. „ოპეკის“ ქვეყნების ნავთობმომპოვებელი კარტელის წევრი არ არის, რისი წყალობითაც, მას მოქმედების მეტი თავისუფლება აქვს და ექსპორტის შემცირების ნაცვლად მისი გაზრდა შეუძლია, რითაც ფასებს დაწევს. როდესაც საუბარია ბაზრისთვის ენერგორესურსების მიწოდებაზე, ცხადია ბევრი გაიხსენებს ე.წ. გაზის ომებს რუსეთს და უკრაინას, ასევე რუსეთს და ბელორუსს შორის, რომელთა გამოც ბოლო წლებში აღმოსავლეთ-ევროპა რამდენჯერმე კინაღამ გაიყინა. დიდწლად პრობლემა საბჭოთა მემკვიდრეობაა – რუსეთის დასავლელი მეზობლების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომლებსაც დასავლეთში რუსული გაზის მომარაგების გადაფარვა შეუძლია. დღესდღეობით მოსკოვი ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებს აშშ-სთან, ჩინეთთან და დასავლეთ-ევროპასთან ერთად ეძებს, რაც მოითხოვს ახალი მილსადენების მშენებლობას ბალტიის და შავი ზღვის, ასევე ციმბირის გავლით. 7. რუსეთი ტერორთან (და სხვა უბედურებებთან) ომში ერთგული მოკავშირეა. 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდგომ რთულ დღეებშიც კი, მოსკოვი და ვაშინგტონი ეფექტურად განაგრძობდნენ თანამშრომლობას ტერორიზმთან, ნარკოტიკებთან, ინფექციური დაავადებების გავრცელებასთან ბრძოლის, ასევე სხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ სფეროებში. ბოლო დროს ქვეყნები მუშაობენ ორმხრივი საპრეზიდენტო კომისიების ფარგლებში და ისეთი კატასტროფების შემდგომი დახმარების სტრატეგიის კოორდინირებას ახდენენ, როგორებიცაა მიწისძვრა ჰაიტიზე და შეტაკებები ყირგიზეთში. ვაშინგტონიც და მოსკოვიც აღიარებენ, რომ ამგვარ კრიზისებზე სწრაფ და ორგანიზებულ პასუხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისუსტეების დაუშვებლობისა და მათი გამოყენების აღსაკვეთად, მაგალითად ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების ვაკუუმით მხოლოდ გაიხარებდნენ. რუსეთი შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ასევე მის სამართალდამცავ საქმიანობაში ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ეს ორი ქვეყანა ცენტრალურ აზიაში კონტრაბანდის მარშრუტების შესწავლითაა დაკავებული, ხოლო რუსეთი შეერთებულ შტატებს აწვდის ინფორმაციას, რომელიც ეხება თალიბების და ავღანელი საველე მეთაურების დაფინანსების საიდუმლო ქსელებს. 8. გზა თეირანისა და ფხენიანისკენ მოსკოვზე გადის. რუსეთს უნიკალური ურთიერთობები აქვს ირანთან და ჩრდილოეთ- კორეასთან – ეს ქვეყნები კი ვაშინგტონს ყველაზე მეტად აშფოთებს ბირთვული გაუვრცელებლობის თვალსაზრისით. წარსულში კრემლი საკუთარ გავლენას მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობათა შენარჩუნებისთვის იყენებდა. ის მაღალი რანგის დიპლომატებს გზავნიდა თეირანში და მას ისეთ სტიმულებს სთავაზობდა, როგორიცაა მაგალითად მშვიდობიანი ატომის ათვისება და შეიარაღების მიწოდება (მართალია, მოსკოვი არ ჩქარობს ირანისთვის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების S-300-ის გადაცემას, რომელთა გამოყენებაც აშშ-ს და ისრაელის საჰაერო თავდასხმის ჩაშლისთვის შეიძლება). ვაშინგტონს დღეს მოკავშირეები სჭირდება ისე როგორც არასდროს, მოკავშირეები რომლებსაც ისეთი ზემოქმედების ბერკეტები აქვთ, რომ შეუძლიათ დამნაშავეთა დასჯა და ბირთვული შეიარაღების გავრცელების აღკვეთა მთელ მსოფლიოში. აუცილებელია ასევე მოძრაობის მართვა პირადი მაგალითით, ხოლო რადგან შეერთებული შტატები და რუსეთი მსოფლიოში უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოები არიან, მათ სტანდარტების კანონმდებლებად აღიქვამენ. თუკი ისინი ვერ შესძლებენ ბოლოდროინდელი მოკრძალებული შეთანხმების რატიფიცირებას ბირთვული შეირაღების ურთიერთკონტროლზე, მათ გაუჭირდებათ სხვა ქვეყნებს გაუვრცელებლობის სფეროში მსგავსი ქმედებებისკენ მოუწოდონ. 9. რუსეთს შეუძლია იყოს მშვიდობისმყოფელი. მოსკოვს შეუძლია გარკვეული როლი ითამაშოს საკვანძო რეგიონალური კონფლიქტების მოგვარებაში, ხოლო თუკი ის ამას მოინდომებს, პროგრესის გზაზე ხარვეზების გამოსწორებაც ძალუძს. რუსეთი ახლო-აღმოსავლური „კვარტეტის“ წევრია, რომელიც ექვსმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩრდილოეთ-კორეის ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გარდაქმნაზე. მოსკოვი ასევე არის იმ სამუშაო ჯგუფების წევრი, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცის კონფლიქტების დარეგულირებაზე მუშაობს. ეს არის ეუთო-ს მინსკის ჯგუფი მთიან-ყარაბახზე, ასევე ჯგუფი 5+2 – დნესტრისპირეთის კონფლიქტზე. ასეთ პოსტ-საბჭოთა რეგიონებში რუსეთს ტერიტორიული დავების მშვიდობიან მოგვარებაში წვლილის შეტანის უნიკალური უნარი გააჩნია, მას შეუძლია სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფა ყოფილ მოწინააღმდეგეებს შორის, ასევე მშვიდობისმყოფელის როლის შესრულება დარეგულირებაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ. ახლო-აღმოსავლეთში რუსეთი ძველებურად მართავს მნიშვნელოვან კომერციულ და სადაზვერვო ქსელს და დიდი გავლენა აქვს სირიელებზე, რომლებისთვისაც საჭიროა იმის მოწოდება, რომ მათ უფრო პროდუქტიული როლი ითამაშონ არაბულ-ისრაელურ სამშვიდობო პროცესში. 10. რუსეთი ამერიკულ პროდუქციას ყიდულობს. ვიდრე ამერიკული ეკონომიკა ცდილობს რეცესიისთვის თავის დაღწევას, ყველა ეთანხმება იმას, რომ ექსპორტის გაზრდა ეკონომიკური ზრდისთვის საკვანძო კომპონენტია. რუსეთი კი მსხვილი ბაზარია. ამერიკულმა კომპანიებმა Boeing, International Paper და John Deere მილიარდობით დოლარი ჩადეს რუსეთსი თავიანთ შვილობილ და ერთობლივ კომპანიებში. მთლიანობაში დღეს რუსეთში ბიზნესი ათასზე მეტ ამერიკულ კომპანიას აქვს. ისინი იქ არამხოლოდ იმისთვის მუშაობენ, რომ მისი უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები და მაღალკვალიფიციური მუშახელი გამოიყენონ, არამედ იმაზეც რომ ამერიკულ პროდუქციაზე დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნილება. რუსეთის საშუალო ფენას ფართო მოხმარების საქონელი სჭირდება და ქვეყნის კომპანიები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ მოწინავე ამერიკული ტექნიკის და აღჭურვილობის შეძენას. 2004-წლიდან 2008-წლამდე, როდესაც ფინანსური კრიზისი წარმოიქმნა, აშშ-ს და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 100%-ს გადააჭარბა და წლიური მაჩვენებლით 36 მილიარდ დოლარს მიაღწია და მართალია 2009 წელს ეს ციფრი მესამედზე დავიდა, მომავალ ათწლეულში დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს. მოკლედ, რუსეთი აუცილებელია და ვიდრე შეერთებული შტატები მსოფლიო ეკონომიკაში მონაწილეობს და საკუთარი საზღვრების მიღმა ინტერესები აქვს, მას არ ექნება სხვა გამოსავალი, თუ არა რუსეთთან ურთიერობების მხარდაჭერა. კარგი ურთიერთობები კი უკეთესია. ჯეიმს კოლინზი – აშშ-ს ელჩი რუსეთში 1997-2001 წლებში; ”კარნეგის ფონდში” საერთაშორისო მშვიდობისთვის რუსეთის და ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი. მეთიუ როჟანსკი მისი მოადგილეა. ორიგინალი ორიგინალი
  5. "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ განაცხადა,რომ დაინტერესებულები არიან, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი მაჰამადუ დიარათი.მათ დიარა მასკერანოს შემცვლელად უნდათ, რადგან მასკერანო "ბარსელონაში" მიდის. წითლების მწვრთნელმა როი ხოდსონმა უკვე შეადგინა ნახევარმცველების სია, რომელებსაც ლივერპული შესაძლოა, რომ შეიძენს.მას შემდეგ რაც მასკერანომ განაცხადა, რომ "ლივერპულში" თამაში აღარ სურდა მაჰამადუ მთავარი სამიზნე გახდა. სამი ხედირას შეძენის შემდეგ მაჰამადუს მინიმალური შანსი აქვს მთავარ შემადგენლობაში თამაშის ამიტომ მას ურჩევენ, რომ სხვა გუნდი ნახოს. დიარას "რეალში" კონტრაქტი 2011 წელს უმთავრდება და როი ხოდსონი მზადაა იყიდოს ის სატრანსფერო ფანჯარის დახურვამდე. სრულად იხილეთ
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainpormacio_25_08_2010-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainpormacio_25_08_2010.jpg itvს ლინკი
  7. 26 აგვისტოს, 11:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში მანდატურთა ტესტირების პროცესს გაეცნობა და სკოლაში დამონტაჟებულ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემას დაათვალიერაებს. მის: ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. №6 26 აგვისტოს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემა: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო აღიარების ორი წლისთავი”. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 26 აგვისტოს, 12.00 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა”. მის: წერეთლის გამზ. #67ა 26 აგვისტოს, 12.00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართება. იხილეთ epn.ge
  8. გაგომ გუშინდელ მატჩში მიიღო ტრავმა, არგენტინელს 5 კვირით დასვენება და მკურნალობა მოუწევს. არგენტინელმა ნახევარმცველმა, მარცხენა ფეხის დაზიანება,გუშინ გამართულ ამხნაგურ მატჩში "პენიაროლის" წინააღმდეს მიიღო, რომელიც "რეალის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა.მაშინ მიიღო ტრავმა არგენტინელმა, როდესაც მას უკვე ჰქონდა მოურინიოს ნდობა მოპოვებული. სრულად იხილეთ
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/batumi1-150x150.jpgსაპროტესტო აქცია ბათუმში. მართლამდიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა და მრევლმა გეი აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/bat.jpg itvს ლინკი
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/koki-150x150.jpgთბილისის საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობების, საინვესტიციო პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილს მერიის მიერ გაწეული ხარჯების კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა საკრებულოს ოპოზიციონერ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს მოუწოდებს, ფინანსების საკითხები არა პრესკონფერენციაზე, არამედ კომისიის სხდომებზე განიხილოს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ko.jpg itvს ლინკი
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/200908133038-150x150.jpgდატოვებს თუ არა პოსტს კობა სუბელიანი - კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების გამოსახლების პროსესს შესაძლოა მინისტრის სავარძელი შეეწიროს. ოპოზიციური პარტიების გარდა გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს სახალხო დამცველს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს. არაოფიციალურად უკვე საუბრობენ რომ დედაქალაქიდან დევნილების გასახლების შემდეგ კობა სუბელიანი თანამდებობას დატოვებს, თუმცა მის პასუხისმგებლობაზე ჯერჯერობით მხოლოდ ოპოზიცია საუბრობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/saxalxo-damcveli.jpg itvს ლინკი
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/axalgori-150x150.jpgაგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან დევნილად 7000-მდე ადამიანი იქცა. მათ ნაწილს ხელისუფლებამ - წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში კოტეჯები აუშენა. 1500-მდე ოჯახმა კი, ვერც კომპენსაცია მიიღო და ვერც პასუხი კითხვაზე - საერთოდ მისცემენ თუ არა ამ თანხას. ახალგორელთა ნაწილი აცხადებს, რომ თანხები შერჩევით გაიცემა. გამგებლისა და მხარის გუბერნატორის ახლობლები კი, იმდენს ახერხებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახის სამი წევრიდან ორი თანხას ცალ-ცალკე იღებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/axalgor.jpg itvს ლინკი
  13. “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, დეპუტატი დავით საგანელიძე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტყეებისთვის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო სტატუსის მინიჭებას მიესალმება… ლინკი მედიანიუსზე
  14. უკრაინა საქართველოში მარცვლეულის ექსპორტს არ შეზღუდავს. ეს განცხადება საქართველოში უკრიანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვასილი ციბენკომ ჟურნალისტებთან… ლინკი მედიანიუსზე
  15. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, მალე თბილისი-თუშეთის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა დაიწყება. ფრენები… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...