planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.polity.ge/images/catalog/culture/cinema_theatre/koneri-da-danelia.jpgზაფხულის ბოლო კვირა სრულიად მკვდარი იყო თბილისელი ხელოვნების მოყვარულთათვის. კულტურული ცხოვრების ეპიცენტრმა უკვე საბოლოოდ გადაინაცვლა ბათუმში. არადა, მსოფლიოში სწორედ ამ დროს – ზაფხულის არდადეგების დასრულებისას – ჩქეფს ხოლმე კულტურული ცხოვრება. დასავლეთის დიდი ქალაქები ჯერ კიდევ სავსეა ტურისტებით და, ამავე დროს, ხალხი არდადეგებიდან ბრუნდება. ეს კი საუკეთესო დროა გასტროლების, თეატრალური თუ კინოპრემიერების მოსაწყობად. გასულ კვირაში ამ ყველაფერს ორი მნიშვნელოვანი იუბილე დაემთხვა: სერ თომას შონ კონერიმ დაბადების 80 წელი იზეიმა – იზეიმა მეტად ორიგინალურად: იუბილემდე ერთი კვირით ადრე ბიბისიმ თავის არქივში აღმოაჩინა „ანა კარენინა“, რომელშიც ვრონსკის როლი შონ კონერიმ შეასრულა. ფილმი მხოლოდ ერთხელ უჩვენეს ტელევიზიით, შემდეგ კი ის ყველას დაავიწყდა. polity.ge
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/putin_v_03.jpgაშშ განაგრძობს საქართველოს შეიარაღებას, რაც, ვაშინგტონის მცდელობის ფონზე გააუმჯობესოს ურთიერთობები მოსკოვთან, არ ჯდება გადატვირთვის პოლიტიკაში, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ გაზეთ "კომერსანტთან“ ინტერვიუში, რომელიც 30 აგვისტოს გამოქვეყნდა. polity.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/mid-rossii-150x150.jpgრუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. სამხრეთ ოსეთს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობას უხდის, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში ხანძრებისგან დაზარალებულთათვის შეგროვდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია. მიმართვაში ასევე რუსეთის საგარეო წინასწარ იხდის მადლობას იმისთვის, რომ შემოდგომაზე იგეგმება ე.წ. სამხრეთ ოსური ხილისა და ბოსტნეულის ჰუმანიტარული დახმარების სახით რუსეთში გაგზავნა. იხილეთ epn.ge
-
იტალიური "სამპდორიას" თავდამსხმელზე,გვიდო მარილუნოზე ერთდროულად ორი გუნდი აცხადებს პრეენზიას.ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებული ორივე გუნდი სერია ა–ს ბინადარია. 21 წლის ფორვარდის შეძენა "ლეჩეს" და "კიევოს" სურთ.შეგახსენებთ,რომ ეს ფეხბურთელი "ლეჩეში" გასულ სეზონში არენდის წესით თამაშობდა.ფეხბურთელის სატრანსფერო თანახად 2 მილიონი ევრო სახელდება.უახლოეს მომავალსი გადაწყდება ფეხბურთელის ბედი,გვამცნობს Gazzetta dello Sport. სრულად იხილეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/export-150x150.jpgჩრდილოეთ კავკასიაში კვლავ საშიში ვითარებაა. ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის სოფელში სამართალდამცველებმა 12 მეამბოხე მოკლეს. სპეცოპერაციისას, რომელსაც თავად რესპუბლიკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა სამართალდამცავებიც დაიღუპნენ. ჩრდილოეთ კავკასიაში მორიგი წარმატებული სპეცოპერაციის შესახებ დიმიტრი მედვედევს ინფორმაცია პირადად „ფეესბეს“ შეფმა მიაწოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/specoperacia_30_08_2010.jpg itvს ლინკი
-
"ვესტ ჰემის" ნახევარმცველი სკოტ პარკერი საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს მაინც გადავა "ტოტენჰემში", ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. იხილეთ fanebi.com
-
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 1 აგვისტოს მონაცემებით 4.4 მლრდ ლარს გადააჭარბა. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 605.8 მლნ ლარით, ანუ 15.8%-ით მეტია მიმდინარე წლის 1 ივლისისთვის არსებულ მაჩვენებელზე. სებ-ის ინფორმაციით, ივლისში ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების, როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების ზრდას, შესაბამისად, 499.1 მლნ ლარით და 103.4 მლნ ლარით. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 7.7%-ს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.2%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 7.4%-ს. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 81.3%-ს შეადგენს, ხოლო ევროს წილი – 17.7%-ს. იხილეთ epn.ge
-
liverpoolfc(ფანკლუბი) როი ლიორენტეთი დაინტერესდა
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://leonguerrero.files.wordpress.com/2008/11/n_athletic_club_de_bilbao_fernando_llorente_torres-5836.jpg ლივერპულის ბოსი, ბილბაოს ატლეტიკის ფორვარდით, ფერნანდო ლიორენტეთი დაინტერესდა და მზადაა მასში 12 მილიონი გადაიხადოს. გიგანტმა (195 სმ.) ლა ლიგაში წინა 3 სეზონი საკმაოდ კარგად ჩაატარა და ამჟამად, ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრების წევრია. ლიორენტე ბასკურ კლუბში 11 წლის ასაკიდან თამაშობს და ის საკმაოდ სოლიდური შემსრულებელი გახდა, მან 53 გოლი გაიტანა გასული 3 სეზონის განმავლობაში. თუმცა ბილბაოს მაინც გაუჭირდა ევროპულ ტურნირებში მოხვედრა. როი ფიქრობს რომ, ფერნანდო ლიორენტე საკმაოდ კარგად შეუწყვილდება ტორესს და თავდასხმას გააძლიერებენ. პორტუგალიელის (რაულ მირელეშის) ტრანსფერის შემდეგ, როის იმედი აქვს, რომ კიდევ ეყოფათ სახსრები 25 წლის ესპანელის შესაძენად. http://images.theage.com.au/2010/06/30/1658594/torres-420x0.jpg View the full article -
ესპანური "ერკულესი" ცდილობს გადაიბიროს ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი,მაურო კამორანეზი.ინფორმაციას ავრცელებს Tuttojuve.com. შეგახსენებთ,რომ 33 წლის ფეხბურთელი წესით დღეს "შტუტგარტის" ფეხბურთელი უნდა გახდეს.საინტერესოა მოახერხებენ თუ ვერა ესპანელები ფეხბურთელის დაყოლიებას და უფრო მსუყე კონტარაქტის შეთავაზებას. უახლოეს სათებში გაირკვევა საბოლოოდ კამორანეზის ბედიც. სრულად იხილეთ
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kadirov1-150x150.jpgჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის სოფელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 18 მილიციელი და 7 ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა. როგორც “ინტერფაქსი” იუწყება, ჩეჩენ ბოევიკთა დაჯგუფება 15 კაცს შეადგენდა. განადგურებულ ბოევიკთა შორის ამოიცნეს მანადმე ლიკვიდირებული Bბანდფორმირების წევრები, რომელთაც აჰმედ ავდორხანოვი ხელმძღვანელობდა. იხილეთ epn.ge
-
პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოში ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად დახმარებისათვის ცნობილი პოლონელი ეკონომისტი, პოლონური “შოკური თერაპიის” ავტორი პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი მოიწვიეს. ეს ინიციატივა, ისევე როგორც იმ პერიოდში დაგეგმილი თითქმის ყველა ინიციატივა სწრაფადვე წარუმატებლად დამთავრდა. თუმცა, იმ პერიოდში ერთი საინტერესო დეტალი დაფიქსირდა. კერძოდ, პროფესორმა ბალცეროვიჩმა პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრაზე დასვა მარტივი შეკითხვა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ორიენტაციას შეეხებოდა. სრულყოფილი პასუხის ვერ მიღების შემდგომ, ქვეყანა იმ პირობით დატოვა, რომ მომდევნო ჩამოსვლისას ეკონომიკური ორიენტაციის საკითხზე ამომწურავ პასუხს მიიღებდა და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყებდა სამუშაოს. საინტერესოა, რას ნიშნავს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური ორიენტაცია. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ორიენტაციის კუთხით ქვეყნები იყოფიან სამ ძირითად კატეგორიად. პირობითად პირველი კატეგორია არის ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ანუ ისეთი ქვეყნები, რომლებშიც უზრუნველყოფილია სრული ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა არის მინიმალური. ასეთ ქვეყანად შეგვიძლია დავასახელოთ ჩვენთვის სამაგალითო ქვეყნად წოდებული სინგაპური. მეორე კატეგორიად შეიძლება მივიჩნიოთ სოციალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნები. ეკონომიკის ეს მოდელი უზრუნველყოფს ერთის მხრივ საბაზრო თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევასაც დაშვებულად მიიჩნევს. მაგალითად, ამჟამინდელ გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ დეკლარირებულია სწორედ სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. მესამე კატეგორია სოციალური ეკონომიკის მქონე ქვეყნები, სადაც მიჩნულია, რომ უპირატესი როლი ყველა ან თითქმის ყველა ეკონომიკურ საკითხში სახელმწიფოს ენიჭება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკური ორიენტაციის საკითხი დღევანდელ საქართველოშიც საკმაოდ ბუნდოვანია. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მზად იყო ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად. გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანაში მართლაც დაიწყებოდა ეკონომიკური ლიბერალიზმი და ყურადღება აღარ მიექცეოდა უშედეგო, პოპულისტურ სოციალურ ლოზუნგებს. 2004-2007 წლებში შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის მხრიდან მართლაც ტარდებოდა ლიბერალური რეფორმები ეკონომიკაში, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში იწვევდა კიდეც სოციალურ მღელვარებას. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა იმ ქვეყანაში სადაც ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები გატარდა, ამა თუ იმ ფორმით ადგილი ჰქონდა სოციალურ მღელვარებას, მაგრამ საბოლოო შედეგით ყველამ უკეთ იგრძნო თავი ვიდრე ლიბერალურ ეკონომიკურ რეფორმებამდე. სამწუხაროდ 2008 წლიდან დღემდე საქართველოში უფრო მეტად გაურკვეველი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა ხორციელდება და ძნელია ამ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიმე ეკონომიკური მოდელის სახელი შეურჩიო. საქართველოს მთავრობის პროგრამაში “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” ერთის მხრივ ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის თავისუფალი ეკონომიკის კურსი უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, მოქალაქეებს, მეწარმეებსა და ინვესტორებს კი მისცემს შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ პოტენციალი და უზრუნველყონ დასაქმება. მეორე მხრივ კი პროგრამაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური კურსი უზრუნველყოფილი იქნება დაბალი და მარტივი გადასახადებით, ხარისხიანი საგადასახადო ადმინისტრირებით, გონივრული და ზომიერი რეგულირებით. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალური ეკონომიკის მიმდევართათვის სრულიად მიუღებელია სიტყვები “გონიერი და ზომიერი რეგულირება”, ვინადან ვინ ადგენს ამ “ზომიერ და გონივრულ” სტანდარტებს საკმაოდ ბუნდოვანია. ალბათ ისევ სახელმწიფოა სტანდარტების დამდგენი, ანუ ფაქტიურად, ამ ლოგიკაში იგულისხმება არა “გონიერი და ზომიერი რეგულირება”, არამედ რეგულირების ის ხარისხი, რომელსაც სახელმწიფო თვითონ ჩათვლის საჭიროდ და შემდგომში შესაბამის სახელსაც თვითონვე დაარქმევს. თავისთავად ცუდი არაფერია იმაში, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ ჰქონდეს სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა. ვინაიდან, ქვეყნის ეკონომიკური ორიენტაციის საკითხი მმართველი ეკონომიკური ელიტის ეკონომიკური გემოვნების საკითხია, თუმცა დამაფიქრებელია სწორედ ის, რომ დეკლარირების დონეზე პრეზიდენტი საუბრობს ეკონომიკურ ლიბერალიზმზე, მთავრობის პროგრამაში ლიბერალიზმიდან სოციალური გადახრები, უფრო ზუსტად კი სოციალური საბაზრო ეკონომიკის ნიშნები იკვეთება, ხოლო სახელისუფლებო გუნდის ლიდერები რიგ შემთხვევაში უკიდურესად მემარცხენე განცხადებებს აკეთებენ. წარმოდგენილი მსჯელობის გასამყარებლად არაერთი პრაქტიკული სიტუაციის მოშველიებაა შესაძლებელი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წლის 6 ოქტომბერს პარლამენტში თავის გამოსვლაში ”ეკონომიკური თავისუფლების აქტი” წარადგინა. უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული აქტის იდეა მართლაც შთამბეჭდავია. პრეზიდენტის თქმით, აქტი შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას გადაუხვიოს ლიბერალური ეკონომიკური მმართველობიდან, ხოლო საქართველო მსოფლიო ლიბერალური ეკონომიკის ფლაგმანი გახდება. ”ჩვენი ამბიცია უნდა იყოს, რომ საქართველო ვაქციოთ მსოფლიოს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ნამდვილ ფლაგმანად” - განაცხადა სააკაშვილმა. ეკონომიკური თავისუფლების აქტის წარდგენისას მაგალითად მოყვანილი იყო ილია ჭავჭავაძე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”ილია იყო პირველი ქართველი, ვინც ქადაგებდა თავისუფალ ვაჭრობას, გახსნილ ეკონომიკას, მთავრობის მცირე ჩარევას ეკონომიკაში და დაბალ, ლიბერალურ გადასახადებს. ჩვენ ილიას გზას ვირჩევთ.” პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სოციალისტური პოპულიზმის შესახებ. მისი განცხადებით, მსოფლიოს ტალღებად უვლის გაურკვეველი და დეზორიენტირებული სოციალისტური და პოპულისტური გამოვლინებები. ”ზოგჯერ სოციალისტური იდეოლოგია - როგორიცაა, მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია გადარჩენა, სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს - ისეთ ქვეყნებში ისმის, რაც ჩემ განცვიფრებას იწვევს,” - განაცხადა პრეზიდენტმა. თუმცა პრეზიდენტს არ გახსენებია ზემოთ ნახსენებ საქართველოს მთავრობის პროგრამაში აღნიშნული ფრაზები, რომელიც ეკონომიკაში სწორედ სახელმწიფოს “გონიერ და ზომიერ” ჩარევას გულისხმობს. უფრო მეტიც, პრეზეიდენტმა განახცადა, რომ გამოცდილების მიხედვით არაფერი კარგი არ ხდება იქ სადაც სახელმწიფოა, ხოლო ფასებზე საუბრისას აღნიშნა ”საქართველოში მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი ფასების დადგენის თავისუფლება”. სწორედ ამ ბოლო ფრაზამ “გადაკვეთა” პრეზიდენტის ლიბერალური და ქალაქ თბილისის მერის მემარცხენე სოციალისტური შეხედულებები ეკონომიკაზე. კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე პურის ფასის გაძვირების გამო 2010 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისი მერმა, ბატონმა უგულავამ განაცხადა, რომ "პურზე ფასების ზრდა მართვადი უნდა გახდეს". ამის შემდგომ, ბატონმა უგულავამ გააკეთა ისეთი სტილის განცხადება, რომელსაც ეკონომიკური თავისუფლების აქტის პრეზენტაციისას პრეზიდენტმა “გაურკვეველი და დეზორიენტირებული სოციალისტური და პოპულისტური გამოვლინებები” უწოდა, კერძოდ, უგულავას განცხადებით "პურზე ფასების მატება ყველაზე მტკივნეულია პენსიონერებისთვის და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის. ამიტომ ჩვენი პირველი ამოცანაა შემოდგომისთვის ფასები დავიჭიროთ, რომ ხალხი ძალიან არ დაზარალდეს." საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფასების “დაჭერისა” თუ “მართვადი ზრდის” პოლიტიკას არათუ ლიბერალები, არამედ სოციალური საბაზრო ეკონომიკის მომხრეებიც კი უგულებელყოფენ. მაგალითად, გერმანიის ეკონომიკური სასწაულის დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ლუდვიგ ერჰარდმა და მისმა გუნდა გადადგა ეკონომიკური რეფორმების გზაზე პროდუქციაზე მართვადი ფასების განთავისუფლება იყო. სხვათა შორის ამ რეფორმის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეკონომიკური იდეოლოგები იყვნენ. სამწუხაროდ პოლიტიკურ-ეკონომიკური იდეოლოგიური სიჭრელე არამარტო ხელისუფლებისათვის არის დამახასიათებელი. მსგავს ტენდენციებს ხშირად ვხვდებით წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამად წოდებულ ლოზუნგებში. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მსჯელობისა ერთი რამ ფაქტია, შეუძლებელია ეკონომიკა განვითარდეს სტაბილურად, შეუძლებელია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები დაფიქსირდეს, შეუძლებელია მოქალაქეებმა ეკონომიკური რეფორმების სიკეთე იგრძნონ მაშინ, თუ მტკიცედ არ იქნება მხარდაჭერილი ერთი კონკრეტული ეკონომიკური ორიენტაცია და ეკონომიკას არ მიეცემა თავისუფალი განვითარების საშუალება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ გუშინ პრიმერას საწყის ტურში "მალიორკასთან" ვერმოგებულ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მადრიდელები იდეალური ფორმისგან ჯერ საკმარისად შორს არიან. იხილეთ fanebi.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini88-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვევა. თავისუფალ უნივერსიტეტში იმ სტუდენტების მიღება გაიმართება, რომლებმაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღეს და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ. საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ პროგრამით – “ისწავლე დღეს – ასწავლე ხვალ”. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_32463-150x150.jpgდევნილები და გარემოვაჭრეები გღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებულ გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსტროსთან მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ. გარემოვაჭრეები შეუერთდებიან დევნილებს, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს და პირი ამოიკერეს. შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეები გარე ვაჭრობის დაკანონებას , ხოლო დევნილები თბილისის ნებისმიერ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ. იხილეთ epn.ge