Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ჟენევაში გაემგზავრა, სადაც ურბანულ გარემოში უსაფრთხო გადაადგილების დანერგვის ხელშწყობის… ლინკი მედიანიუსზე
  2. http://b.pix.ge/d/8caos.jpg“წითლების ბანაკის” ახალგაზრდა ფიგურამ, ლუკას ლეივამ, ერთ–ერთ ინტერვიუში თანაგუნდელის, ფერნანდო ტორესის და ლივერპულის შესახებ ისაუბრა. “ლივერპულის” გულშემატკივარს მან პირობაც მისცა…ლივერპულის პერსპექტიულმა, 21–ე ნომერმა, liverpoolfc.tv-თან ინტერვიუში ოპტიმისტური განაცხადი გააკეთა და ფერნანდო ტორესის მიმართაც არ დაიშურა თბილი სიტყვები: “როდესაც ფერნანდოს აქვს ბურთი და არტყავს კარში, რთულია, ნებისმიერი მეკარისთვის საკუთარი გუნდის გადარჩენა. ის მართლაც უმაღლესი კლასის თავდამსხმელია. ვფიქრობ, ნანდო მხოლოდ ახლა იწყებს თამაშს. ვიმედოვნებ, რომ სეზონის დასრულებამდე “ელ ნინიო” გოლებით არაერთხელ გაგვახარებს. ის შესანიშნავი ადამიანია და ამავდროულად კაგად იცის საკუთარი საქმე სტადიონზე. თითოელი ჩვენთაგანი, “ლივერპულელი”, ბედნიერი მისი გადაწყვეტილებით – კარგია რომ კლუბს არ ტოვებს. წინა მატჩში ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია. მეტოქე კარგად თამაშობდა, სწორად მოქმედებდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მათ ჩვენზე მეტი გამარჯვების შანსი ჰქონდათ. ვფიქრობ, ჩვენ გაცილებით კარგი თამაში ვაჩვენეთ.http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100829-49-liverpool_wba.jpg ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გულშემატკივარს პირობაც მისცა: ჩვენ ჩავებით პრემიერლიგაში, ვიბრძოლებით საუკეთესო 4–ეულში მოსახვედრად. ვეცდებით ყველა დარჩენილი თამაში მოვიგოთ… გუნდი გააგრძელებს თამაშის დახვეწას და გაუმჯობესებას. ამაში ჩვენ ახალი მწვრთნელი დაგვეხმარება.” ლივერპულის 21–ე ნომერი მოხარულია გუნდში ახალი ფეხბურთელის, პორტუგალიელი მეიერლეშის მისვლით: “ის ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და შესანიშნავია, როცა მისნაირი მოთამაშე გყავს გუნდში…” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
  3. იტალიურმა მილანმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია,რომ ბრაზილიელი რობინიო ამიერიდან მათ ღირსებას დაიცავს. იხილეთ fanebi.com
  4. ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაგომართან მომხდარ ავტოავარიას 1 წლისა და ორი თვის ბავშვისა და ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.… ლინკი მედიანიუსზე
  5. http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2010/08/FinalLiverpoolFans.jpg დღეს პრემიერლიგის ბოლო სატრანსფერო დღეა, დღის განმავლობაში გავიგებთ თუ ვინ მიიღებსა ან სულაც დაკარგავს მერსისაიდელობას. სრულიადში კი იხილეთ იმ ფეხბურთელთა სია, რომელიც ლივერპულმა მონიშნა, მათი გაფორმება ან გასხვისება კი დღეს შედგება. <<<<<<<<<<<<< პაულ კონჩესკი(ხელის მოწერაღა დაღჩა) საიდან: ფულჰემი სავარაუდო თანხა:£4მლნ. მარიო გომესი საიდან: ბაიერნი სავარაუდო თანხა: 1 წლიანი იჯარა ეიდურ გუდიონსენი საიდან: მონაკო სავარაუდო თანხა: £4 გიამპაოლო პაცინი საიდან: სამპდორია სავარაუდო თანხა: £15მლნ. კარლტონ კოული საიდან: ვესტ ჰემი სავარაუდო თანხა: 10მლნ. ან ბაბელი და ლუკასის სანაცვლოდ ოლა ტოივონენი საიდან: პ.ს.ვ. ეინდჰოვენი სავარაუდო თანხა: £8მლნ. >>>>>>>>>>>>> რაიან ბაბელი სად: ვოლსბურგი სავარაუდო თანხა:£9მლნ. ლაური და ვალე სად:ფულჰემი სავარაუდო თანხა: 1 წლიანი არენდა(კონჩენსკის ტრანსფერის შემთხვევაში) ალექსი კაჩანიკლიჩი სად: ფულჰემი სავარაუდო თანხა: 1 წლიანი იჯარით(კონჩენსკის ტრანსფერის შემთხვევაში View the full article
  6. http://cdn.wn.com/ph/img/62/84/2222e6a3c75b303bd090e855c3e4-grande.jpg“ლივერპულის” მცველი დანიელ აგერი “ფულემის” მარცხენა მცველის, პაულ კონჩესკის ლივერპულში გადმობარგებას მიესალმება. … მას შემდეგ, რაც რაფამ მარცხენა მცველების დეფივიტი განიცადა, დანიელი ცენტრალური მცველი, აგერი მოსინჯა ახალ პოზიციაზე. მწვრთნელმა ჩათვალა, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და ახლა მას როგორც მარცხენა მცველის პოზიციაზე, ძალიან ხშირად ვხედავთ. “ლივერპული” მალე ოფიციალურად შეიძენს კონჩესკის, რომელიც დანის დიდი კონკურენტი გახდება იმ შემთხვევაში, თუ აგერმა ისევ ცენტრში არ გადაინაცვლა. “მე ვაკეთებ სამუშაოს, გუნდის საჭიროებისამებრ, თუმცა ნამდვილად არ არის იქ [მარცხენა მცველის პოზიციაზე] ჩემი ადგილი” – განუცხადა ოფიციალურ საიტს. “მეც და მწვრთნელმაც ეს კარგად ვიცით, თუმცა მისი სიტყვა მთავარია და მე იქ ვითამაშებ.” “მე არ ვაპირებ ჩივილს. უნდა ვაკეთო საქმე გუნდისთვის. თუკი მიაჩნიათ, რომ მე საუკეთესო ვარიანტი ვარ ამ როლისთვის, მე ყველაფერს გავაკეთებ!” “ძალიან კარგი იქნება თუ ის [კონჩესკი] მოვა კლიბში. ის მარცხენა დაცვის სპეციალისტია, მე კი არა. რა თქმა უნდა, ის გუნდისთვის დიდი დახმარებაა.” წყარო: tribalfootball.com View the full article
  7. http://b.pix.ge/w/uh0pz.jpg“Kicker-თან” ინტერვიუში მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელის აგენტმა არ დამალა და განაცხადა, რომ მის კლიენტს ძალიან უნდა “ლივერპულში” თამაში. … “წითლებმა” მას გასულ კვირას გაუგზავნეს შემოთავაზება, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი მისი პასუხი, ის თანახმაა. მარიომ მერსისაიდი აირჩია. “როდესაც ისეთი კლუბიდან, როგირიც “ლივერპულია” მოდის შემოთავაზება, ძალიან ძნელია უარით გაისტუმრო” – აღიარა ული ფერბერმა ჟურნალთან ინტერვიუში. “გომესი წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბავარიისთვის, თუ ვერ მოხერხდა მისი გასხვისება … “ წყარო: tribalfootball.com View the full article
  8. ჟურნალი მოდელის კონსტრუქტორ ( რუსეთი) 02 2010 View the full article
  9. http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2010/04/pepe-reina.jpg დღეს ლივერპულის მეკარე პეპე რეინა 28 წლის გახდა. რეინა უკვე ხუთი წელია რაც ლივერპულის მეკარის ტიტულით სარგებლობს, ამ ხნის განმავლობაში მან ბევრ ლივერპულის ფანს შეაყვარა თავი თავისი შესანიშნავი თამაშით. წარმატებები ვუსურვოთ პეპეს, როგორც საფეხბურთო, ასევე ცხოვრებისეულ კარიერაში. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini89-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტყიბულს ეწვევა. მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ტყიბულში მაღაროელებთან გადასამზადებელი პროფესიული სასწავლებელის ამოქმედდებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის რეგიონის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი. შეხვედრა მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება. იხილეთ epn.ge
  11. კომპანია Nikon-მა გამოუშვა განახლებული, მრავალფუნქციონალური და მძლავრი პროგრამა Nikon Capture NX2, რომელიც გამოადგება მათ ვისაც შეხება აქვს პროფესიონალურ ციფრულ ფოტოგრაფიასთან ან უბრალოდ მოსწონს სურათების გადაღება. პროგრამის საშუალებით შეძლებთ თქვენი გამოსახულებების რედაქტირებას და საუკეთესო ხარისხით დამუშავებას მიუხედევად იმისა თუ რომელ ფორმატს იყენებთ. რედაქტირების მაღალი სიჩქარე ეფუძნება მთლიანად Nik Software U PointTM ტექნოლოგიას, რომელიც ახდენს ზუსტ კონტროლს გადაღებულ სურათებზე და ხელსაწყოების გამოყენებით დაეხმარება ნებისმიერ ფოტოგრაფს, ციფრულ სამყაროში მისი მომზადების მიუხედავად. პროგრამას ხარისხვის დაკარგვის გარეშე შეუძლია ნებისმიერ გამოსახულებასთან მუშაობა, ის მარტივია გამოყენებაში და გააჩნია მრავალი საჭირო ფუნქცია. View the full article
  12. სახელგანთქმული ლაინერის პირველი რეისის 100 წლისთავს მიუძღვნეს თანამედროვე ხომალდ ”ტიტანიკ 2”-ის ზღვაში ჩაშვება. მან იგივე გზა უნდა გაიაროს რაც მისმა წინამორბედმა. მაგრამ გზად მას საფრთხე ემუქრება - ქარიშხალმა აისბერგი გადააადგილა და იგი ლაინერის გზაზეა. მგაზვრებმა და კაპიტანმა რამე უნდა იღონონ რათა გადარჩნენ… View the full article
  13. იმაზე, თუ რას მოიტანს შემოდგომა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში; გამოვა თუ არა ჩირგვებიდან ოპოზიცია; რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი, რომლებსაც 2013 წლის შემდეგ აირჩევენ და რით ჰგავს “თავისუფლების ინსტიტუტი“ გუგულს, პრესა.გე–ს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა, რომელიც ამავდროულად “რესპუბლიკური პარტიის“ წევრია. გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 02:16 331-08-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/THwtoJnFvYI/AAAAAAAAEAQ/xf43fNYsf-g/s200/vaniko.gifელოდებით თუ არა რადიკალურ ცვლილებებს შემოდგომაზე?პაატა ზაქარეიშვილი: რაღაც გამოსვლები იქნება, როგორც ახლა არის – დევნილების და გარე მოვაჭრეების, მაგრამ ლოკალური, რომელსაც ფართომასშტაბიანი, შეუქცევადი ხასიათი არ მიეცემა, რადგან ასეთ დროს, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უჩნდებათ ამბიცია, ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ და ამით დაწყებული საქმე ფუჭდება – ამას უკვე აღარ აჰყვებიან დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, ვინც ხვდებიან, რომ ეს არასწორი მეთოდია. რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს მასშტაბური, 7 ოქტომბერს დანიშნული, დევნილებისა და გარე მოვაჭრების საპროტესტო აქცია?– მასშტაბური არანაირ შემთხვევაში არ გახდება. მათ პროტესტს ხელისუფლება ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს; ეცდება არ დაარბიოს, თუ უკონტროლო სიტუაცია არ შეიქმნა; ანდა თუ დარბევა მოინდომა, შიგნიდან რაღაც აფეთქებას მოაწყობს, უკონტროლო ვითარებას შექმნის და შემდეგ თავს გაიმართლებს, იძულებული ვიყავით დაგვერბიაო. ძალიან გამიკვირდა, აგვისტოში მცირერიცხოვანი მიტინგი, რომ დაარბიეს. რატომ გაჰყავთ დევნილები თბილისიდან შორს, ფოცხოში?– დევნილებს თბილისში ეკავათ გასაყიდად საინტერესო ადგილები, ქალაქის ცენტრში. ეს არის ყოფილი “ზაკვოს“ შენობა, ჰოსპიტალი... ეს კარგი, კაპიტალური შენობებია, რომელთა გაყიდვით შეიძლება დროებითი ინვესტიცია მაინც შემოიტანონ და გაიუმჯობესონ თავიანთი ფინანსური პირობები. ქვეყანაში პრობლემებია – წელს უთავდებათ 4–მილიარდიანი დახმარება, რომელიც ევროკავშირმა და აშშ–მ გამოყო და არაფერი სერიოზული არ ჩანს, რომ შემოსთავაზოს მსოფლიომ. სახელმწიფო იძულებული იქნება ვალები კიდევ აიღოს. ჩვენ უკვე ვართ დიდ ვალებში – საგარეო ვალები ბიუჯეტს პრაქტიკულად ორჯერ აღემატება, რაც არის შემაშფოთებელი ფაქტი. ამ ვალების გასტუმრება 2013 წლიდან უნდა დაიწყოს. კატასტროფული შედეგები შეიძლება მივიღოთ – შესაძლოა ქვეყანა გაბანკროტდეს. ოღონდ ტყავი გადაირჩინონ და ყიდიან ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლება. დევნილების დასასახლებლად ფოცხო კი არ ამოუჩემებიათ?! იქ გაჰყავთ, რადგან სხვაგან გასაყვანი არსად არის და თან, ეს ტერიტორია გასაყიდად არასდროს დასჭირდებათ. აგვისტოში დევნილებთან ერთად გარემოვაჭრეებსაც დაერივნენ, რადგან აგვისტო მართლაც მკვდარი სეზონია და ძნელია სოლიდარობის გამოცხადება, ისედაც არასოლიდარულ ქართულ საზოგადოებაში. გარემოვაჭრეებს დაერივნენ იმიტომ რომ პროდუქცია მაღაზიებიდან აღარ იყიდებოდა და “ნაცმოძრაობას“ ფული არ შესდიოდა; მაღაზიები არ გექნება და ვერ გექნება, თუ შენ ხელისუფლებასთან შეკრული არა ხარ. გარემოვაჭრეების აყრის შემდეგ, ფასებმა ერთი–ორად მოიმატა და პარტიის სალაროს შევსების შანსები გაჩნდა. რამდენად ჰარმონიული, ერთიანია დღევანდელი ხელისუფლება?– საკმაოდ ჰარმონიულია. ვიდრე ხელისუფლებაში იყვნენ: ირაკლი ოქრუაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ალასანია, ჩვენ ვამბობდით, რომ შიგნით დაძაბულობა, განხეთქილება არსებობდა და აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით. დღეს ამ მხრივ მკვდარი სიტუაციაა. ვინ შეიძლება იყოს მორიგი ოქრუაშვილი?– იყოს კი არა, უკვე არის და ეს მერაბიშვილია, რომლის გარშემოც ხელისუფლება იკვრება. ფაქტორი უნდა იყოს ან გამაღიზიანებელი, ან დესტრუქციული, ან კონსტრუქციული; ან უნდა აერთიანდებდეს, ან უნდა შლიდეს რაღაცას. ოქრუაშვილი შლიდა, რადგან თავის გარშემო უნდოდა შეექმნა პოლიტიკური ცენტრი. მაშინ ბევრი პოლიტიკური ცენტრები იყო, მაგრამ ახლა ცენტრები აღარ არის. ამჟამად არის ძალიან მიკნავებული, ჩრდილში მყოფი და თავის დროის მომლოდინე ზურაბ ჟვანიას გუნდის ნარჩენები; ისინი ხმას არ იღებენ – ეტყობა ეშინიათ, წარსულიდან რაღაცეები არ შეახსენონ; არის “თავისუფლების ინსტიტუტი“, რომელიც ძალიან არაპოპულარული, არალეგიტიმურია და რომელსაც ყოველთვის უნდა თავისი კვერცხები სხვის ბუდეში ჩადოს (ანუ გუგულის რეჟიმში არიან) და იქ მაინც მოახდინოს თავისი ლეგიტიმაცია; კიდევ არიან პირდაპირ სააკაშვილზე მიწებებული თავისუფალი ელემენტები. ამ ფონზე მერაბიშვილია აბსოლუტურად უცილობელი ლიდერი. არ გამოვრიცხავ, რომ კონსტიტუცია სწორედ მერაბიშვილისთვის იწერებოდეს, რადგან სააკაშვილმა თავის რესურსები ამოწურა და ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. არ არის გამორიცხული მმართველი ელიტის შიგნით გარიგება მოხდეს, რომ უკვე შეუძლებელია საკაშვილის მმართველობის ატანა და ამიტომ, სჯობია მმართველობის სადავეები გადაეცეს იმ ადამიანს, რომელიც შედარებით ეფექტურად მართავს სიტუაციას და ეს იქნება ალბათ, მერაბიშვილი და მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მერაბიშვილი იყოს პრემიერ–მინისტრი, რადგან ძალიან ბანალური, პრორუსული იქნება საკაშვილის პრემიერ–მინისტრობა. ეს არადამაჯერებელი იქნება მსოფლიოსთვისაც – ისედაც იმიჯშერყეულ ქვეყანას და ხელისუფლებას, კიდევ უფრო შეერყევა იმიჯი. ვფიქრობ, ესენი არ წავლენ პუტინის მიერ გაკვალულ ფარისევლური გზით და თავიანთ ფარისევლურ გზას აირჩევენ. და როგორი იქნება ეს ფარისევლური გზა?– პარლამენტში უფრო მეტი ოპოზიციური პარტიები შეიძლება აღმოჩდნენ, ვიდრე ახლა არიან, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში 50%–იც რომ აიღონ, ახალი კონსტიტუციით პარლამენტის როლი იმდენად დაკნინებულია, რომ მათ არავინ არაფერს შეეკითხება. სამაგიეროდ, შექმნიან მრავალპარტიული პარლამენტის ილუზიას, ამით სპეკულირება მოხდება და ეს უცხოელებს დააკმაყოფილებს, რადგან მათ სჭირდებათ სალაპარაკოდ, რომ საქართველო რუსეთს არ ჰგავს. ვინაიდან მერაბიშვილი არაპოპულარული ადამიანია, მას საზოგადოებასთან ურთიერთობა და ლაპარაკი არ შეუძლია (ის ჩემზე უარესად მეტყველებს; მე სალაპარაკო მაქვს, იმას ვერ ვამბობ და მერაბიშვილს სალაპარაკოც კი არაფერი აქვს), პრეზიდენტი ვერ გახდება, ხოლო პრემიერ–მინისტრობას შეძლებს – პარლამენტი აირჩევს და პრემიერ–მინისტრი გახდება. თუ მერაბიშვილის პრემიერ–მინისტრობას არ გამორიცხავთ, პრეზიდენტი ვინ შეიძლება გახდეს?– უნიათო, უპრინციპო ადამიანი, რომელიც კორუფციაში გარეული არ არის, მაგრამ ამავდროულად, არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური ძალა. მე მგონი დავით ბაქრაძე ყველაზე რეალური კანდიდატია. მან უკვე წლები გაიარა პოლიტიკაში და დაადასტურა, რომ არავითარი ამბიციები არა აქვს, რომ შექმნას პოლიტიკური პარტია, ვიღაცას შეუტიოს და რაღაცას მიაღწიოს. ის კმაყოფილდება იმით, რაც მას გააჩნია. პრეზიდენტობაზე თავად შეიძლება არ ფიქრობდეს და არც არავინ არ ფიქრობს ამაზე. აუცილებელი კი არ არის ბაქრაძის გაპრეზიდენტება?! მე ვარიანტებს ვლაპარაკობ, პრეზიდენტად ამ ტიპის ადამიანი უნდა იყოს. ამ კუთხით ზურაბ მელიქიშვილის კანდიდატურაც შეიძლება დადგეს. რამდენად უპრობლემოდ ჩაივლის კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცება?– პარლამენტი მათია და რა თქმა უნდა, უპრობლემოდ ჩაივლის. ოპოზიცია წინააღმდეგ მისცემს ხმას – ოპოზიცონერობას გაითამაშებენ. მათ ჰყავთ აბსოლუტური უმრავლესობა; ის კი არა, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია ოპოზიციის წინააღმდეგობა – აი, ხომ ხედავთ, ჩვენთან დემოკრატიააო. ეგ კი, მაგრამ პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიცია ისევ ჩირგვებში იქნება, როგორც აქამდე იყო?– რატომაა ჩირგვებში?! წელიწადში 12 თვეა და რაღა მაინცდამაინც აგვისტოს მიახტა ყველა ჟურნალისტი?! ახლა მიმდინარეობს შიდა პარტიული ღონისძიებები, რეგიონებში პოზიციების გაძლიერება და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩირგვებში დამალვა. ესაა ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის ხელისუფლებიდან წამოსული პოზიცია და შემდეგ, სამწუხაროდ, თუ საუბედუროდ, ძალიან იოლად ხდება ამ კლიშეების ათვისება, იგივე პრესის მიერ. აგვისტოში შეუძლებელია სერიოზული პოლიტიკური აქციების განხორციელება, სადაც უნდა ჩართო ხალხი, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა რაღაცეებია გასაკეთებელი. კარგით, მაშინ ის გვითხარით აგვისტომდე რა გააკეთეს?– გააკეთეს ის რომ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის; აგვისტომდე იყო 30 მაისი, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობდა და გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელიც მოგვიანებით დაიშალა, აგვისტომდე მოახერხა ის, რომ მეორე ადგილზე გავიდა და თბილისში 19 პროცენტი აიღო. თუ ვიღაცისთვის ეს ცოტაა, ჩემთვის ბევრი არ არის, მაგრამ რაღაცაა, მნიშვნელოვანია და სამოომავლოდ ხელმოსაკიდია. ამ აგვისტომდელმა შრომამ სერიოზული შედეგები მოგვცა მათთვის, ვისაც უნდა შედეგების დანახვა. კახელებს კარგი გამოთქმა აქვთ – “გინდ ღობის იქით დააბი და გინდ აქეთ, ვირი მაინც ვირიაო“. ანუ თუ დანახვა არ გინდა, ვერ დაინახავ და თუ დანახვა გინდა, დასანახი ბევრია. იმ სამუშაოს შემდეგ, რაც მაისამდე ჩატარდა, ოპოზიციამ ნამდვილად დაიმსახურა, რომ აგვისტოში დაესვენა. როგორი იქნება შემოდგომიდან ოპოზიციის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?– შემოდგომაზე არის ორი პოლიტიკური თარიღი – დარბევის დღე – 7 ნოემბერი და რევოლუციის დღე – 23 ნოემბერი. შესაბამისად, ამ თარიღებისთვის მომზადება აუცილებელი იქნება. ნოემბერში გამოჩნდება, რას ამზადებდნენ ოპოზიციური პარტიები ზაფხულში და შემოდგომაზე. ნოემბერი იქნება “ფესტივალი“, როცა მომზადებული ხალხი გამოდის და თავისას აჩვენებს. ვინც ნოემბრისთვის ემზადება, თავიანთი თავი ოქტომბერში უნდა გამოაჩინოს. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  14. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/08/30/article-0-0AFA4B84000005DC-443_468x325.jpgროგორც ცნობილი გახდა, ლივერპულმა 22 მილიონი მიიღო მასკეს გაყიდვით. ლივერპულის ოფიციალურმა ვებ გვერდმა უკვე დაადასტურა არგენტინელის ბარსელონაში გადაბარგება, რომელიც სიახლეს აღარავისთვის წარმოადგენდა. თუმცა დაზუსტებას საჭიროებდა ტრანსფერის ღირებულება და აი, Daily Mail-ი წერს, რომ კატალონიელებს ხავიერის შეძენა 22 მილიონი ევრო დაუჯდათ. მასკერანომ 139 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ლივერპულის მაისურით და ორი გოლის გატანა შეძლო. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/08/30/article-1307475-0AFA504F000005DC-999_468x286.jpg http://cache1.asset-cache.net/xc/103729556.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6A4ECC6BF970ECA96B28D4E01A92C2F95AC367A90281CDC70 View the full article
  15. იტალიური "მილანის" ახალწვეულმა,ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი გააკეთა სამომავლო გეგმებზე.მანამდე კი გეტყვით იმას,.რომ - როგორც კი ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა მილანში,მაშინვე გაემგზავრა შვედეთის ნაკრების შეკრებაზე,მოგეხსენებათ,რომ შვედები,სხვა ევროპული გუნდების მსგავსად 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვაილიფიაკიო ეტაპის შეხვედრებს გამართავენ. "ჩენი პარტნიორები უბრალოდ შეუდერებელნი არიან მოედანზე.პატოორონალდინიო-ინძაგი,ეს არის შესანიშნავი ტრიო შეტევისა.როგორც კი მოედანზე გასვლის საშუალება მომეცემა ვეცდები ამ ფეხბურთელების მხარ და მხარ დადებითი რეზულტატი ვაჩვენო.მიმდინარე სეზონში მინიმუმ 25 გოლი უნდა გავიტანო" - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა Football Italia-სთან ინტერვიუში. სრულად იხილეთ
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainf30-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainf-mza.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...