Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg საქართველოს ხელისუფლება, როგორც სჩანს მონდომებულია რაც შეიძლება მალე მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთაც ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსის რწმენით, ერთი მიზანი აქვთ – გაახანგრძლივონ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა მას შემდეგ, რაც 2013 წლის იანვარში მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა ამოიწურება პროექტის საჯარო განხილვა 10 სექტემბერს დასრულდება, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-Georgia ითხოვენ დებატების გაგრძელებას – 25 და 30 აგვისტოს იტყობინებოდა ”კავკას-პრესი”. 24 აგვისტოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი პროექტის განხილვას მომავალ თვეში დაიწყებს და ალბათ კენჭისყრაზე ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში დააყენებს. გასულ თვეს ათმა ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ მთელი ოპოზიციური სპექტრიდან ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ხელისფლებას პროექტის მიღების გადადება 2012 წლამდე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე სთხოვა, მაგრამ სააკაშვილმა ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უარყო. უთანხმოება ძირითადად პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს შორის კომპეტენციების გადანაწილების გამო წარმოიქმნა. შესწორებების თანახმად პრემიერ-მინისტრს გადაეცემა იმ უფლებამოსილებათა დიდი წილი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ხელშია. თბილისში მიაჩნიათ, რომ ეს სისტემა სააკაშვილს საშუალებას აძლევს გაიმეოროს ”ვლადიმერ პუტინის სცენარი” და დაიტოვოს ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის სტატუსში ისე, როგორც ეს ორი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. ინტერვიუში, რომელიც 26 აგვისტოს სააკაშვილმა რუსულ რადიოს ”ეხო მოსკვის” მისცა, მან კიდევ ერთხელ სცადა ჩაემშვიდებინა ოპოზიციის ეჭვები. სააკაშვილს ღიად არ უარყვია ის ფაქტი, რომ ისწრაფვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობისკენ, მაგრამ ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ შესწორებები ქმნიან: ”ევროპულ მოდელს”, რაც მასაც და ნებისმიერ სხვასაც აღუკვეთს ერთპიროვნული მართვის შესაძლებლობას. მან განაცხადა, რომ ამ კონტექსტში არ იარსებებს ”ძალაუფლების ერთი ცენტრი”. მისი თქმით, მას სურს პოლიტიკურ სისტემაში ოპოზიციის ინტეგრირება და ”უფრო მეტი ადამიანის ჩართვა მართვის პროცესში”. მან ისიც სთქვა, რომ მისი სურვილია პარლამენტს ”ჰქონდეს მეტი ძალაუფლება და უფრო გააკონტროლოს აღმასრულებელი შტო”. მაგრამ ექსპერტები მაინც უსვამენ ხაზს იმ ნაკლოვანებებსა და რისკებს, რომლებსაც საკონსტიტუციო ცვლილბების პროექტი შეიცავს. ვახტანგ ხმალაძემ, საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთმა ავტორმა ორი თვის წინ პირველად ჩამოუთვალა Caucasus Knot-ს თავისი შეშფოთებები ჩასწორებების გამო. გასულ კვირას ხმალაძემ ხაზი გაუსვა შემდგომ დამატებით რისკებს, კერძოდ კი იმას, რომ პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადება მთავრობისადმი ბევრად უფრო რთული და გაჭიანურებული პროცედურა იქნება, ვიდრე ეს დღეს არის. პრეზიდენტმა უნდობლობის გამოცხადების პროცესი შეიძლება 131 დღით გააჭიანუროს. თუ ამ პერიოდის განმავლობაში მხარდაჭერა იკლებს და მას საპარლამენტო უმრავლესობაზე ნაკლები მიემხრობა, საკანონმდებლო ორგანომ თვითდაშლა უნდა გამოაცხადოს. ხმალაძემ შეშფოთება გამოხატა იმიტომაც, რომ უქმდება ”ორგანული კანონის” კონცეპტი, რომელიც მოითხოვს ხმების 3/5-ს ან 2/3-ს კანონის დასამტკიცებლად. ახლა ნებისმიერი კანონი შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ 51 ხმით (დეპუტატების ერთი მესამედი პლუს ერთი ხმა). ამ თვალსაზრისით – ამტკიცებს ხმალაძე – ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აზრს დაკარგავს. იურისტი ლია მუხაშავრია, თავის მხრივ აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის, კაბინეტის ხელმძღვანელის ხელში თავს მოიყრის ექსკლუზიური ძალაუფლება, ხოლო მინისტრები უბრალოდ ”ასისტენტების საბჭოდ” იქცევიან. მას მაგალითად ისიც მოჰყავს, რომ ცვლილებები ძალაში მხოლოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა, რაც მას ერთი რამის დასტურად მიაჩნია – მათი მიზანი სააკაშვილის ხელისუფლებაში დატოვებაა. თუმცა ამ თვალსაზრისს ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსი არ ეთანხმება. ”კავკას-პრესი” იტყობინება, რომ 30 აგვისტოს ყოველკვირეული გამოცემა ”მთელი კვირა” ციტირებდა პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებს, რომელთა თანახმად მთავარი ბენეფიციარი და პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი გახდება, სააკაშვილის შემდეგ მეორე ყველაზე ძლევამოსილი კაცი საქართველოში. ორიგინალი ორიგინალი
  2. http://allmovies.ge/includes/download.php?uid=ABFBAEKC http://i066.radikal.ru/1009/7a/7d5d8caf436c.jpg ლუის გარსია კარაგერის რეკომენდაციით, ენფილდზე დაბრუნდება კვირას, ევერტონის წინააღმდეგ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად. ლივერპულის ყოფილმა 10-მა ნომერმა, დიდი წვლილი შეიტანა 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებაში. ესპანელის გარდა, წითლებს სტამბულის გმირი, იერზი დუდეკიც შეუერთდება. “ლუის სურს ჩაერთოს ამ აქციაში. მე იმედი მაქვს, რომ ის ჩამოვა ენფილდზე და მე ველოდები მის ზარს.” განაცხადა კარაგერმა ლივერპულის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.” “შესანიშნავი იქნება მისი ხელახლა ნახვა. მან საკმაოდ მნიშველოვანი წვლილი შეიტანა 2005 წლის წარმატებაში და ბოლოს გამომშვიდობებაც ვერ მოახერხა, რადგან ტრამვა აწუხებდა, შემდეგ კი დატოვა კლუბი.” “ლუისისთვის დიდებული იქნება, ფანების ხელახალი მიღება(Welcome Back).” “ასევე შესანიშნავი იქნება იერზის ნახვა კარში. მაიკლ ოუვენი წინ ითამაშებს, ემილ ჰესკის გვერდით, დენი მერფი ცენტრში. ჩვენ ასევე გვეყოლება სტივ ფინანი და სტეფან უარნოკი.” View the full article
  3. http://www.whoateallthepies.tv/EMP-2745338.jpgუკრაინის ნაკრების კაპიტანმა და დინამო კიევის ფორვარდმა თავისი აზრი გამოთქვა მსოფლიო კითხვაზე ”ჯერარდი თუ ლამპარდი” …ანდრეი შევჩენკომ დაასახელა 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც იყვნენ მისი თანაგუნდელები და მოედანზე მისი მოწინააღმდეგეები. სან-სიროდან წამოსვლის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელი თავის შეცდომად მიიჩნევს საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა ისეთი ფეხბურთელები რომლების გამოც შევას სკამიდან უწევდა მატჩების ყურება. View the full article
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainformacio_0-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainformacio_0.jpg itvს ლინკი
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/real-estate-business-150x150.jpgგაკოტრების პირას მყოფი „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები კომპანიის წილის გასხვისებასა და მართვიდან გასვლას გეგმავენ. გარიგების დეტალები 2 კვირაში გახდება ცნობილი, მანამდე კი კომპანიაში ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ. სამაგიეროდ „ცენტრ პოინტის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან ექსპერტები და კონკურენტი დეველოპერები. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/centrpointi_02_09_2010wmv_000007837.jpg itvს ლინკი
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg ოუენ ბოიკოტი ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავის საგარეო პოლიტიკას იცავს. როგორც სჩანს, ერაყის და ავღანეთის გამოცდილებამ მას ბრძოლის ჟინი არ დაუკარგა გლობალიზაციამ გარიყული-ქვეყნების საქმეებში შეიარაღებული ჩარევა დღეს იმაზე აუცილებელი გახადა, ვიდრე ეს ოდესმე იყო – წერს ტონი ბლერი თავის მოგონებებში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მხოლოდ იმას ნანობს, რომ ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე არ დაამხო. მას ასევე აშკარად სჯერა იმის, რომ ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაპირისპირებაა საჭირო, ხოლო ამისთვის ძალის გამოყენება აბსოლუტურად შესაძლებელია. ერაყის და ავღანეთის გამოცდილებამ მას ბრძოლის ჟინი არ დაუკარგა. ის აღიარებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისკენ სწრაფვამ მასში შუამავლის როლი გააძლიერა, რომელსაც ახლო-აღმოსავლეთის კონფლიქტში ასრულებდა. „პირადად მე მანამდე არასდროს მიგვრძნია არც ასეთი უძლურება და არც ასეთი ლტოლვა მართვისადმი“ - წერს იგი. თუმცა მისი ლიბერალური ინტერვენციონიზმის პოლიტიკა არა ახლო-აღმოსავლეთში, არამედ ბალკანეთში გაფორმდა. „საგარეო პოლიტიკაში თვალები ამეხილა… მოულოდნელად“ – ხსნის იგი – „ამის საბაბი კოსოვო იყო“. ბლერი დარწმუნებულია, რომ გლობალიზაციის შედეგად საშინაო და საგარეო პოლიტიკებს შორის ბარიერი ინგრევა. სატელევიზიო ახალი ამბების საშულებით ცნობები უცხოურ კრიზისებზე ყველა ოჯახში აღწევს. „სამყარო გაჟღენთილია არა მხოლოდ ეკონომიკური ან ანგარებიანი, არამედ ემოციური კავშირებით. ეს გულებს ისევე ეხება, როგორც გონებას“. წარსულის გახსენებისას ის აღიარებს, რომ ამისთვის მზად არ იყო – „1997 წლის კამპანია მთლიანად საგარეო პოლიტიკურ კამპანიას ეძღვნებოდა. იმ მზიან დილით, როდესაც მე პირველად მივაბიჯებდი დაუნინგ-სტრიტზე, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ ჩემი მმართველობის დროს ბრიტანეთი ოთხ ომში ჩაერთვებოდა, შოკირებული დავრჩებოდი“. „ვიწრო, ეგოისტურ ინტერესებზე“ დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა მოძველდა – ამტკიცებს იგი. „გლობალური ალიანსები… საერთო გლობალურ ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს“. ამით წაიშლება ძველი პოლიტიკური ზღვარი მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის. „ჩვენ უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როდესაც ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრების მხარდაჭერა „ნეოკონსერვატიზმად“ ითვლება, ხოლო სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობა – „პროგრესულად“. მისთვის პირველი გამოცდა კოსოვო გახდა. „ეთნიკურმა წმენდებმა და მკვლელობებმა აბსოლუტურად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკის მიმართ“ – აღიარებს ბლერი. ვიდრე ევროპა დროს აჭიანურებდა, აშკარად ანიჭებდა რა უპირატესობას დაშოშმინების პოლიტიკას, ბლერმა „საოცრად აქტიურად დაუჭირა მხარი პრობლემის სამხედრო ძალით გადაწყვეტას“. მისი თქმით, მან აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი დაარწმუნა მონაწილეობა მიეღო საჰაერო დაბომბვებში, მიუხედავად იმისა რომ შეეთებულ შტატებს რეგიონში უშუალო დაინტერესება არ გააჩნდა. „სინამდვილეში, ეს ჩემთვის მორალური საკითხი იყო და ასეთმა მიდგომამ, გარკვეულწილად განსაზღვრა ჩემი შეხედულებები ინტერვენციასა და სამხედრო ჩარევაზე“. ბლერი კლინტონს უწოდებს „ყველაზე შთამბეჭდავ პოლიტიკოსს“ ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღფრთოვანებული წერს მათი ურთიერთგაგების შესახებ და იხსენებს, როგორ შესძლეს მათ ერთხელ ამერიკული აუდიტორიის „მიუზიკ-ჰოლის ვარსკვლავებზე არანაკლები დოზით“ მოხიბვლა. ბლერის პოზიციას ბევრი აკრიტიკებდა. ის მათ კონტრ-არგუმენტებს ასე აყალიბებს – „ომის დაწყება შედარებით იოლია მაგრამ დასრულება რთული. ომის დროს უდანაშულო ადამიანები იღუპებიან, წარმოიქმნება არასასურველი შედეგები, ცუდი სიტუაციები უარესდება“. სამხედრო ოპერაციებისთვის სამიზნეების არჩევაზე მან ასეთი კომენტარი გააკეთა: „მე ხშირად მეუბნებოდნენ: თუკი შენ შეძელი სიერა-ლეონეს ბანდიტებისგან, [სლობოდან] მილოშევიჩისგან, თალიბებისგან და სადამისგან გათავისუფლება, რატომ ვერ შესძლებ მუგაბეს მოშორებას? პასუხი ის არის, რომ მე ამას სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ ეს ნაბიჯი მიზანშეწონილი არ იქნებოდა. საქმე ის არის, რომ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მას მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა მეზობელი აფრიკული სახელმწიფოებისგან. მათ ჩემი მხრიდან ნებისმიერი ტიპის ჩარევაზე, სასტიკი რეაქცია ექნებოდათ“. ბლერი იმასაც იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა იგი კოსოვოსთან დაკავშირებით სხვა ევროპელი ლიდერების „ინტერესების მხარდაჭერას“. კოსოვო, მისი მომდევნო სამხედრო ჩარევის მოდელად იქცა. მისი მოგონებების ერთ-ერთი მუდმივი თემა – გენერლებთან მეგობრობაა. „ლიდერს უწევს იმის გადაწყვეტა, ამართლებს თუ არა მიზანი ხარვეზებს“ – ამტკიცებს იგი – „მეტიც, მას გადაწყვეტილების მიღება ისე უწევს, რომ ზუსტად არ იცის, ეს ხარვეზები როგორი იქნება, მათ შორის იმ შემთხვევისთვისაც კი, თუკი მიზანი მიღწეული ვერ იქნება… სხვათა შორის ამ კონტექსტში, გადაწყვეტილების მიღებაზე უარიც – გადაწყვეტილებაა… ქმედებასაც და უმოქმედობასაც თავისი შედეგები მოსდევს“. ბლერი წერს, რომ სიერა-ლეონეში 2000 წელს დემოკრატიის აღდგენის ოპერაცია „ჩემი ათწლიანი პრემიერ-მინისტრობის პერიოდის ყველაზე სადაო ეპიზოდია, თუმცა ეს არის ის, რითაც მე ყველაზე მეტად ვამაყობ“. ბლერის მამა ერთ დროს ამ აფრიკული ქვეყნის დედაქალაქის ფრითაუნის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. საკუთარ საგარეო-პოლიტიკურ ღონისძიებებზე საუბრისას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყველაზე იშვიათად ახსენებს გაერო-ს რეზოლუციებს ან საერთაშორისო სამართალს, რაც უცნაურია, თუკი მის იურიდიულ განათლებას გავითვალისწინებთ. ერთ-ერთ ეპიზოდში, ის კურიოზულად უახლოვდება კერენსკის მთავრობის სოციალ-დემოკრატებთან შედარებით, 1917 წლის ბოლშევიკების თამამი ქმედებებით ფარულ აღფრთოვანებას. „დესპოტური ან დიქტატორული რეჟიმების“ საქმეებში სამხედრო ჩარევის თეორიის სისტემატიზირების მცდელობისას, ის აღნიშნავს – „შესაძლოა ისინი არ ქმნიდნენ მეზობლებისთვის საფრთხეს, ან შეიძლება მარტივად დაექვემდებარონ დიპლომატიურ შეკავებას. ზოგჯერ, როგორც ეს მუგაბეს შემთხვევაში მოხდა, ჩარევა პრაქტიკული თვალსაზრისით, გამართლებული არ არის“. ასეთ დროს აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება. „თუკი ცვლილებები ევოლუციური გზით არ განხორციელდება, ღირს კი მათი განხორციელება რევოლუციის საშუალებით? ვისაც სამხედრო ძლიერება გააჩნია, უნდა გამოიყენონ თუ არა მათ სამხედრო ძალა? ერაყის საკითხის განხილვისას, ის ამტკიცებს რომ ომის მოწინააღმდეგეებს არასდროს მიიჩნევდა „არც სულელებად და არც გონებასუსტებად“. 11 სექტემბერზე საუბრისას, ის აღიარებს – „მე სათანადოდ ვერ შევაფასე პრობლემის სიღრმე… მე რომ იმ დროს მცოდნოდა, რომ ჩვენ ათი წლის შემდეგაც ავღანეთში ვიომებდით, ეს სერიოზულად დამაკარგვინებდა წონასწორობას, თუმცა იმედი მაქვს, რომ მაინც იგივე გადაწყვეტილებებს მივიღებდი როგორც ავღანეთთან, ასევე ერაყთან დაკავშირებით”. ის ირანის საკითხში უკომპრომისოა. მას მიაჩნია რომ თეირანი საფრთხეა, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რასაც ბირთვული იარაღის ტერორისტების ხელში მოხვედრის საფრთხე ჰქვია. „ირანს და მის ბირთვულ ამბიციებს პირველ რიგში ამერიკა უპირისპირდება“ – წერს იგი – „მაგრამ მოდით გულწრფელად ვთქვათ: ირანი მისი არაბი მეზობლებისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა, ვიდრე აშშ-სთვის… ამიტომაც არის ის მნიშვნელოვანი. ირანი, რომელსაც ბირთვული ბომბი აქვს იმას ნიშნავს, რომ მის მიღებას სხვებიც შეეცდებიან. ეს სერიოზულად შეცვლის ძალთა ბალანსს, როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად ისლამურ სამყაროში“. Guardian-თან ინტერვიუში მან განაცხადა – „მე მზად არ ვარ შევეგუო იმ რისკს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ექნება“. BBC-სთან ინტერვიუში, ბლერმა ენდრიუ მარის განუცხადა – „ვფიქრობ, აბსოლუტურად მიუღებელი იქნება, თუკი ირანი ბირთვული იარაღის წარმოებას შესძლებს და ვფიქრობ წინააღმდეგობისთვის უნდა მოვემზადოთ – თუ საჭირო გახდა, სამხედრო ძალითაც. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ირანელები ბირთვული იარაღის წარმოებას განაგრძობენ, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩება. ეს ირანს მკაფიოდ და გასაგებად უნდა ავუხსნათ“. ორიგინალი ორიგინალი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/magaros-apetqeba-150x150.jpgტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებს დღეს სამძიმარი საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა მდუმარე აქციით გამოუცხადეს. მათ სამართლიანი გამოძიების ჩატარება მოითხოვეს და შრომითი კოდექსის გაუმართაობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. დღევანდელი აქციის დეტალები თამუნა კვარაცხელიას სიუჟეტში http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/magaro_02_09_2010.jpg itvს ლინკი
  8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიას ინციატივით, სოფელ ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილი ოჯახების შვილები აჭარაში დაისვენებენ. კერძოდ… ლინკი მედიანიუსზე
  9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ჩხოროწყუსა და მარტვილში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. იგი ჩხოროწყუსა და მარტვილის… ლინკი მედიანიუსზე
  10. სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შსს-ს წარმომადგენლებმა, გაგრაში დააკავეს სავაჭრო ცენტრის “კონტინენტის” მფლობელი, რუსი ბიზნესმენი იგორ ვაროვი, რომელიც… ლინკი მედიანიუსზე
  11. ლიტვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესა და პრემიერ-მინისტრ ანდრიუს კუბილიუსს… ლინკი მედიანიუსზე
  12. ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის არაოფიციალურ ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვან მოვლენად… ლინკი მედიანიუსზე
  13. დღეს, ტყიბულის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ, პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საპროტესტო აქცია გამართა.… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...