Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ორი მიდგომა არ მიყვარს ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით: 1. როცა სოციალური მედიის ძალას სათანადოდ არ აფასებენ როცა არ სჯერათ, რომ ინტერნეტი რეკლამისთვის ძალიან კარგი იარაღია, როდესაც ბლოგები დროის ფლანგვა ჰგონიათ, ფეისბუქი – მხოლოდ ფარმვილის სათამაშო, ინტერნეტის მომხმარებლები – მუწუკიანი თინეიჯერი ბიჭები. 2. როცა სოციალური მედიის ძალას სათანადოდ არ აფასებენ როცა ჰგონიათ, რომ სოციალურ მედიას ყველაფერი შეუძლია, ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი – თუ ფეისბუქზე ფეიჯს გახსნიან, ეგრევე გაყიდიან უამრავ ქაქ პროდუქტს, თუ ბლოგს გახსნიან, ეგრევე გაუჩნდებათ ხუთი, ათი, ოცი ათასი მკითხველი, რომლებიც პირველივე პოსტზე დაუჯერებენ, რა კარგია მისი ქაქი პროდუქტი და სხვებსაც მოუყვებიან ამის შესახებ. Filed under: მინი Tagged: ბლოგი, ინტერნეტი, რეკლამა, სოციალური მედია, ფეისბუქი http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1841/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1841/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1841/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1841/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1841/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1841/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1841/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1841&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  2. სამპდორიას ფორვადრი ჯანპაულო პაცინი იტალიის ნაკრებში მიღებული ზურგის ტრამვის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა და მზადაა იუვეს წინააღმდეგ ითამაშოს. იხილეთ fanebi.com
  3. http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2010/08/Ryan-Babel-001.jpg როი ჰოჯსონი აღიარებს, რომ მას ჰქონდა გაცილებით მეტი შემოთავაზება რაიან ბაბელთ-თან დაკავშირებით სატრანსფერო სეზონზე. ლაპარაკი იყო ჰოლანდიელის არაერთ კლუბში გადასვლაზე, ყველა მოლაპარაკება იყო დამოკიდებული ლივერპულის მეორე თავდამსხმელზე, მაგრამ მან არ გადაწყვიტა წითლების მიტოვება. როი განმარტავს: “როცა იყო შემოთავაზებები და ლაპარაკი მის წასვალზე, ჩვენ მოვამზადეთთ იგი წასასვლელად და ვუთხარით მას რომ აერჩია თუ რომელ კლუბში სურდა მას თამაში, მაგრამ მან ყველა წინადადებაზე უარი თქვა და გადაწყვიტა დარჩენილიყო ლივერპულში.” გავიხსენოთ რომ მას 2 წლის მანძილზე არ ჰქონია დიდი დრო სათამაშოდ. როი აღფრთოვანებულია მისი ვარჯიშით ბოლო 3 კვირის განმავლობაში, მისი თქმით ბაბელი ვარჟიშობს ძალიან მონდომებულად და მას სურს მიიღოს შანსი. როი აუცილებლად მისცემს მას შანსს. <p style="text-align: left;">წყარო: liverpoolfc.tv View the full article
  4. არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის დიეგო მარადონას ერთ-ერთმა დამხმარემ ალეხანდრო მანკუსომ განაცხადა რომ ლეგენდარული ფეხბურთელი პორტუგალიის ნაკრებთან მუშაობით დაინტერესდა. იხილეთ fanebi.com
  5. მადრიდის რეალი მზადაა მომავალ ზაფხულს მანჩესტერისა და ინგლისის ნაგრების ფორვარდის, უეინ რუნისთვის იბრძოლოს. იხილეთ fanebi.com
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო საქართველოში სასწავლო წელი იწყება და საქართველოს პოლიგლოტი პრეზიდენტი ნაძლევს დებს, რომ წარმოშობით ათას ინგლისურენოვანს შეუძლია დაიწყოს ამბიციური ახალი პოლიტიკა და საქართველოში ინგლისური მეორე ენად აქციოს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ქართულის გარდა ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და უკრაინულ ენებზე ლაპარაკობს, ამას წინათ პირობა დადო, რომ საქართველოს საჯარო სკოლების 597,800-ვე მოსწავლე 2014 წლისათვის ინგლისურად ისე ილაპარაკებს, როგორც თავის მეორე ენაზე. პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო ახორციელებს, ამ თარიღისთვის 10,000 ინგლსურენოვან მოხალისეს მთელი ქვეყნის სკოლებისთვის ეძებს და აქედან 1,000 საჯარო სკოლებში 2011 წლისთვის უნდა მივიდეს. დღეისთვის 205 ასეთი პირი, ძირითადად აშშ-დან, უკვე ჩამოვიდა 15 სექტემბრისათვის – ამ დროს იწყება სასწავლო წელი საქართველოში. განათლების სამინისტროს პროგნოზით, 2010 წლის ბოლოსთვის პროგრამაში კიდევ დაახლოებით 300 ასეთი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. არასდროს ღირს იმ იდეის დამცირება, რომელიც საქართველოს მსოფლიოსთვის ღია ქვეყნად წარადგენს და სააკაშვილმა კამპანია ასე დაახასიათა: „უდიდესი წვლილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ და „და უდიდესი გარღვევა პოსტ-საბჭოთა სივრცეში“. ამ ჰიპერბოლას ნაწილობრივ ის ხსნის, რომ საქართველოს დიდი ხნის მიზანია გაემიჯნოს თავის საბჭოთა წარსულს და ისე იყოს მიღებული, როგორც ევროპული ქვეყანა დასავლური ღირებულებებით. მაგრამ პროგრამა ამავე დროს თაობათა ცვლასაც ირეკლავს – სააკაშვილის თანატოლი ქართველები (42) და უფრო ახალგაზრდებიც, ინგლისურს რუსულზე მეტად მიიჩნევენ წარმატების საწინდრად, რაც ინგლისურს მოდურ უცხო ენად აქცევს. რუსულის ცოდნა არაა პრესტიჟული და ნაკლები ეკონომიკური წონაც აქვს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ყველა ახალგაზრდა ქართველისთვის წარმატებისკენ მიმავალი ეს ლინგვისტური საგზური, თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სოფლის სკოლები პროგრამის მთავარი სამიზნეა, ამას მოყვება თბილისის სკოლები, სადაც ინგლისური ენის სწავლება უფრო მეტადაა ხელმისაწვდომი. მაგრამ ზოგიერთი ოპონენტის აზრით, სააკაშვილი ცდილობს განათლება თბილისსა და მოსკოვს შორის ახალ ბრძოლის ველად აქციოს. ერთი მასწავლებელი გურიიდან, სოფელ სუფსიდან, სევდიანად ამბობდა, რომ ბავშვები მას მერე რაც რუსულ-ქართული ურთიერთობები გაფუჭდა, რუსული ენის სიძულვილით „მოწამლეს“. თუმცა მაია სიფრაშვილი – ლი განათლების მინისტრის დიმიტრი შასკინის მრჩეველი და პროგრამის ორგანიზატორი, არ ეთანხემბა ამას და ამბობს, რომ პროგრამის მიზნები საგანმანათლებლოა და არა პოლიტიკური. „არ ვიტყოდი, რომ ეს პროგრამა პოლიტიკურია, მას სუფთა საგანმანათლებლო მიზნები აქვს“ – აცხადებს სიფრაშვილი-ლი. რუსული, გერმანულთან და ფრანგულთან ერთად ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად რჩება“ – დასძინა მან. არსებობს სხვა გეგმაც, რომლის მიხედვით კიდევ უფრო მეტი ენაც კი შევა ეროვნულ კურიკულუმში, მათ შორის: იტალიური, ესპანური და თურქული. „ადამიანი ხულოში (სოფელი დასავლეთ საქართველოში) და ადამიანი სვანეთში, რომელიც ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მის მშობლებს არა აქვთ ფული, რომ გააგზავნონ უცხოეთში და 21-ე საუკუნე აჩვენონ – აი ამას აკეთებს მთავრობა“ – აზუსტებს სიფრაშვილი-ლიი. ისევე, როგორც აშშ-ს სამშვიდობო კორპუსისა და იაპონურის სწავლებისა და გაცვლის პროგრამები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა ქართული პროგრამაც, ისიც არ მოითხოვს მასწავლებლად მუშაობის გამოცდილებას. სამაგიეროდ მონაწილეები გადიან ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი რვადღიანი სწრაფ კურსებს და სასწავლო მეთოდოლოგიას. იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ მოხალისეებს ინგლისური ენის შესწავლისას მონაწილე სკოლები არიან პასუხისმგებელნი, დასძენს სიფრაშვილი-ლი. მოხალისეები უფასოდ მგზავრობენ, იღებენ 500 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას და უზრუნველყოფილნი არიან უფასო ბინით მასპინძელ ოჯახებში. არსებობს კიდევ 1000 ლარიანი მასტიმულირებელი პროგრამა, მეგობრებისა და მხარდამჭერთა მოძიებისთვის, მაგრამ, როგორც სიფრაშვილი ამბობს, ჯერ არც ერთი ბონუსი არ გაცემულა. მაგრამ ზოგიერთმა მონაწილემ, რომელიც აღაფრთოვანა საზღავრგარეთ მოგზაურობის შანსმა, მაინც გამოთქვა შეშფოთება იმაზე, რასაც თავად ორგანიზებისა და წვრთნის დეფიციტს უწოდებენ. დენიელ კელვი, 23 წლის ილინოისელი მოხალისე, რომელიც შავი ზღვის მახლობლად, სოფელ ხელვაჩაურში დაასახლეს ამბობს, რომ მისმა სკოლამ სასწავლო წლის გეგმებზე მოკლე პასუხები გასცა. „მე ჯერ კიდევ ველოდები ჩემი გაკვეთილების გეგმას“ – ამბობს კელვი და დასძინეს, რომ ნაციონალური პროგრამის შემადგენლობა უფრო ყურადღებით ეკიდებოდა შეკითხვებს. სხვა მოხალისეების მიერ ბლოგზე გაკეთებული ჩანაწერები კელვის კომენტარს იმეორებენ. მოხალისე ფოთიდან, რომელიც Dream Weaver-ის ფსევდონიმით აქვეყნებს პოსტებს, სწუხდა,რომ ის „ფრუსტრირებული და უკმაყოფილოა“ მისი სკოლის ხელმძღვანელისგან მიღებული ინფორმაციის სიმწირით და ეს ხელმძღვანელი ამავე დროს მისი მასპინძელიცაა. „მესმის, რომ ძალიან აღელვებულია ჩემი აქ ყოფნით, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რას ელის ჩემგან“ – წერს ის. „იმდენი კითხვა მავს და იმდენი რამ სათქმელი, მაგრამ… არ შემიძლია. ორივე ინგლისურად ვლაპარაკობთ, მაგრამ კომუნიკაცია არა გვაქვს“. თბილისის სკოლის დირექტორი, რომლისგანაც ინტერვიუ EurasiaNet.org-მ აიღო, პროგრამის გამო ენთუზიაზმი გამოხატა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მისი აღსრულებაა საკვანძო. „ეს დიდებული იდეაა… თუ ის კარგად განხორციელდა საკლასო ოთახში“, განაცხადა თბილისის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა ამირან ჯამაგიძემ. სიფრაშვილი-ლი ამბობს, რომ ის, როგორც კი სასწავლო წელი დაიწყება, ის მიიღებს ყოველთვიურ ანგარიშებს, როგორც ადგილობრივი სკოლის შემადგენლობისგან, ასევე მოხალისეებისგან, რათა შეაფასოს, თუ როგორ სრულდება ადგილებზე პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან“. წარმატება, აღნიშნა მან, დამოკიდებულია კლასის მიღმა და კლასში ურთიერთქმედებაზე. „მოხალისეები ლაპარაკობენ და აჩვენებენ მთელს გარე სამყაროს“- ამბობს სიფრაშვილი-ლი. „იმ ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ იმის ნახვის შანსი, რაც ქვეყნის მიღმა ხდება, ეს ხალხი მოუყვება ან აჩვენებს… წარმატების ინდიკატორი ის იქნება, თუ რა მოხდება სკოლის შემდეგ“. ორიგინალი ორიგინალი
  7. სრულიადში ნახეთ ვიდეო გაკვეთილი http://alo.ge/site/engine/data/emoticons/am.gif View the full article
  8. ელისი აგრძელებს თავის გზას ვირუსული ინფექციით დაავადებულ სამყაროში,რომლის ზემოქმდებითაც ხალხი ზომბებად არიან ქცეულნი.ფილმის გმირი ეძებს ცოცხლად გადარჩენილებს,რათა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოს ისინი.მისი სასიკვდილო ბრძოლა კორპორაცია "Umbrella"-ს წინააღმდეგ,ახალ დონეზე გადადის,როდესაც იგი უცებ იღებს მოულოდნელ დახმარებას მისი ძველი მეგობრისგან.ის პირდება ელისს რომ მიიყვანს მას უსაფრთხო ადგილას ლოს-ანჯელესში,მაგრამ როგორც კი ქალაქში აღმოჩნდებიან,მიხვდებიან რომ სასიკვდილო მახეში გაებნენ,რომელთა გარშემოც ათასობით დაინფიცირებულია... View the full article
  9. წელი: 2010 ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 1st Person მწარმოებელი და გამომცემლობა: City Interactive პლატფორმა: PC გამოცემის ტიპი: ლიცენზია R.G.: ИГРОМАНИЯ ინტერფეისი: რუსული კრაკი: მოყვება მოცულობა: 4.85 Gb სისტემური მოთხოვნები: -OS: Windows XP/Vista/7 -CPU: Intel Pentium 4 @ 3.2 GHz / AMD Athlon 64 3500+ -Video: nVidia Geforce 6800 / ATI Radeon X1650 (256 mb) -RAM: 1 gb / 1,5 gb - Vista -HDD: 1,6 gb ანოტაცია: აშშ ორგანიზებას უკეთებს საიდუმლო სამხედრო ოპერაციას, რომელიც მიზანია ერთ-ერთ ქვეყანაში ტირანული რეჟიმის დამხობა და დაჩმორებული პოლიტიკოსის გათავისუფლება. View the full article
  10. ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: Speedball 2: Tournament გამოსვლის წელი: 2008 ჟანრი: 3D Action შემქმნელი: Kylotonn Entertainment и The Bitmap Brothers გამომცემელი: Frogster Interactive Pictures ენა: ინგლისური პლატფორმა: PC კრეკი: მოყვება თამაშის შესახებ: 2326 წელი დამთავრდა გამანადგურებელი სამოქალაქო ომი, მოწინააღმდეგე კლანებმა გადაწყვიტეს დაესვათ წერტილი ბრძოლაზე, ამ მიზნით შეიქმნა კამანდა ცხელი ქუჩური შეტაკებებისთვის სახელად Speedball, ეს ცერემონია გახდა მალე ძალიან პოპულარული, 10 წლის შემდეგ ის სპორტის სახეობად გამოცხადდა და მისი მოთამაშეები ნამდვილი სპორტსმენები გახდნენ. Speedball 2 არის დაუნდობელი მომავლის ცერემონია, სპორტულ მოედანზე ერთმანეთს ხვდებიან რობოტები და ადამიანი რომლებიც ცდილობენ რომ კანონიერად მოიპოვონ გამარჯვება. ორი კამანდა 9vs9 ზე მებრძოლები მონაწილეობენ სისხლიან თამაშებში ,ამ თამაშის მიზანია გაარღვიო მწყობრი მცველებისა და გადააგდო ფოლადის ბურთი მოწინააღმდეგეს კარებში, ამ თამაშში დაშვებულია დაუნდობელი ილეთები, შეგიძლია გააკეთო პატკატი, ჩაარტყა ფეხებში, ასევე იჩხუბო ხელით, ჩაარტყა თავში. Speedball 2 არის მრუდე, დაუნდობელი, გამანადგურებელი ძალა მოედანზე... სისტემური მოთხოვნილებები: ოპერაციული სისტემა: Windows XP, Windows Vista პროცესორი: 1 Ghz ოპერატიული მეხსიერება: 128 Mb DirectX 9 ვიდეოკარტა: 3D თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 1.4 Gb View the full article
  11. http://d.yimg.com/i/ng/sp/empics/20100404/14/1443780775-04042010143647.jpg გთავაზობთ ხვალინდელი მატჩის ვრცელ პრევიუს… http://www.myliverpool.ru/_nw/49/05083947.jpg 12 სექტემბერი 2010წ. სტადიონი: “St Andrew’s” სიტუაცია გუნდებში ” ბირმინგემის” ახალი შენაძენი ალექსანდრე გლები ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო ვერ შეძლებს ხვალინდელ მატჩში დებიუტის გამართვას. გუნდის ორი ახალწვეული ჟანუ ბოსერჟუ და მარტინ იარენეკუ, მზად არიან თავის პირველი ოფიციალური მატჩის ჩასატარებლად. ”მერსისაიდელების” ფეხბურთელი დირკ კიუიტი მატჩს მხრის ტრავმის გამო გამოტოვებს, რომელიც მან ნაკრებში ვარჯიშის დროს მიიღო. ხვალინდელ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დავიდ ნ’გოგის თამაში. ასევე მოსალოდნელია რაულ მეირელეშის და პოლ კონჩესკის დებიუტი ”წითლებში”. ”ბირმინგემ სიტი” ტრავმირებულნი: ალექსანდრ გლები, პარნაბი, ფილიპსი. ”ლივერპული” ჯო კოული დღემდე ”მსახურობს” მის სამ მატჩიან დისკვალიფიკაციას. დავიდ ნ’გოგის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კიუიტი კი გუნდის დახმარებას ტრავმის გამო ვერ შეძლებს. მატჩის პრევიუ როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა ”ბირმინგემის” გულშემატკივრები კმაყოფილი დარჩნენ გუნდის მიერ განხორციელებული ტრანსფერებით, ბირმინგემს ისეთი ფეხბურთელები შეუერთდნენ, რომლებიც ”მანჩესტერის ბარსელონას და ვალენსიას” ღირსებას იცავდნენ. გასულ სეზონში ალექს მაკლიშის გუნდმა ბევრისთვის მოულოდნელად მისთვის შესანიშნავ შედეგს მიაღწია. ჯილდოდ კი მწვრთნელმა შეურაცყოფა მიიღო გუნდის ვიცე პრეზიდენტისგან და განაცხადა, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ. უთანხმოება მაკლიშსა და პიტერ პენიუს შორის, მაშინ დაიწყო, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ იგი ძალიან შორს დგას მაურინიოსგან და გააკრიტიკა მისი სტარტი პრემიერ ლიგაში, რომელსაც ბევრი დიდი წარმატებად თვლიდა. ”ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს კი სურს, რომ მისი გუნდის შეფასება 10 ტურის, შემდეგ დაიწყონ. საკვირაო დაპირისპირებაში მან შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში ორი ახალწვეული რაულ მეირელეში და პოლ კონჩესკი ათამაშოს. ასევე ის კმაყოფილია იმით, რომ ტორესი ნაკრებში გამოძახების, შემდეგ გუნდში უსაფრთხო და ჯანმრთელი დაბრუნდა. სტატისტიკა და ფაქტები ურთიერთშეხვედრები ბირმინგემისა და ლივერპულის ბოლო ექვსი შეხვედრა ფრედ დასრულდა. თუ ამ შეხვედრაშიც არ გატყდა ნავსი, მაშინ კლუბები ახალ რეკორდს დაამყარებენ პრემიერ ლიგაში ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობით. ”ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდს ”ბირმინგემთან” ბოლო ცხრა ჩატარებულ შეხვედრაში ექვსი გოლი აქვს გატანილი. მეტოქეები ერთმანეთს სულ 114-ჯერ შეხვდნენ, აქედან 56 მატჩში ”ლივერპულმა” იმარჯვა, 29 ფრედ დასრულდა და 29 თამაში დათმეს ”მერსისაიდელებმა”. ”ბირმინგემ სიტი” ”ლურჯები” საკუთარ მოედანზე პრემიერ ლიგაში 16 თამაში არ წაუგიათ. ამ სეზონში ”ლურჯებმა” ორჯერ შეძლეს თავით გოლის გატანა. ეს არის, მხოლოდ ერთით ნაკლები, ვიდრე წინა სეზონში. გასულ სეზონში “St Andrew’s”-ზე იყო სულ 32 გოლი გატანილი, ეს ყველაზე მცირე შედეგი იყო იმ წელს პრემიერ ლიგაში. ”ლივერპული” ”წითლებმა” ბირმინგემში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ შეძლეს გამარჯვების მოპოვება. ”ბირმინგემ სიტი” ითვლება ერთადერთ გუნდად, რომელსაც ფერნანდო ტორესი არაერთხელ შეხვდა და ვერც ერთხელ ვერ შეძლო გოლის გატანა. ბომბარდირები: ”ბირმინგემი” – გარდნერი (3 გოლი) ”ლივერპული” – ნგოგი 4 გოლ (1 ”ეპლ”-ში.) მსაჯები: მთავარი: მარკ ჰოლსი. ასისტენტები: საიმონ ლონგი და გლენ ტერნერი. View the full article
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/get_img-150x150.gifმინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა ზუსტად 18:00 სთ დაიწყო. მთავრობის სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/mish.jpg itvს ლინკი
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/beselia-150x150.jpgეკა ბესელია მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წევრების უკანონო დაკავების გამო პროტესტს გამოთქვამს და მოითხოვს სხვადასხვა უფლებადამცევლმა ორგანიზაციებმა,მათ შორის პირველ რიგში სახალხო დამცველის აპარატმა ამ ფაქტზე რეაგირება მოახდინოს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/beseliaa.jpg itvს ლინკი
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/photo3-150x150.jpg„მშვიდობის ხე” „მშვიდობის ხიდზე” - 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას დღეს, პატივი თბილისშიც მიაგეს. დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული რკინის ხე, შეერთებული შტატების დროშის ფერი ლენტებით შეიმკო. ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით, გამოიფინა ტრაგედიის ფოტოქრონიკა, ასევე 11 სექტემბრის ტერაქტებისადმი მიძღვნილი ქანდაკება - „მომტირალი ანგელოზი”, რომელიც საჩუქრად ამერიკის საელჩოს გადაეცემა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/11092001.jpg itvს ლინკი
  15. liverpoolfc.ru/Documents%20and%20Settings/Gio/Desktop/armband.jpghttp://3.bp.blogspot.com/_iUHRjXY-eJk/SwJdeEi6GDI/AAAAAAAAB5g/IaGwWSsUSCc/s1600/Steven-Gerrard-002.jpg მანჩესტერის ლეგენდამ ბრაიან რობსონმა და აგრეთვე არსენალის პოლ მერსონმა ჯერარდს მიანიჭეს თავისი ხმები” ” სტივენი დიდებული ფეხბურთელი და კაპიტანია, მან ეს არაერთხელ დაამტკიცა “ლივერპულში” თამაშისას და ვფიქრობ,რომ იგი იმსახურებს იმას,რომ სწორედ ის იყოს ინგლისის მუდმივი კაპიტანი.” – განაცხადა ბრაიან რობსონმა,რომელიც თავის დროს თვითონაც იყო ნისლიანი ალბიონის კაპიტანი,ხოლო პოლ მერსონმა კი დაამატა:”იგი დიდებული ფეხბურთელი და კაპიტანია.ინგლისის თამაშს რომ ვაკვირდები მისი თანაგუნდელები მას უჯერებენ ყველაფერში,რასაც სტივი ჯი მათ ეუბნება,მას ძალიან კარგად გამოსდის მისი თანაგუნდელების სწორ გზაზე დაყენება,რასაც რიო ფერდინანდზე ნამდვილად ვერ ვიტყვი.ვფიქრობ,რომ ჯერარდმა დაიმსახურა იყოს ნაკრების მუდმივი კაპიტანი,რადგან მან ეს დაიმსახურა და რაც მთავარია მას ეს კარგად გამოსდის.” liverpoolfc.ru View the full article
  16. http://i480.photobucket.com/albums/rr162/Broomy2/DanielAyala.jpg?t=1249759848ლივერპულმა ეს-ესაა დაადასტურა, რომ აიალა შეუერთდა “ჰალ სიტის” არენდის სახით. ლივერპულის 19 წლის ცენტრალური მცველი დანიელ აიალა ერთთვიანი არენდის სახით შეუერთდა “ჰალ სიტის”. აიალა გადმოვიდა “ლივერპულში” “სევილიადან” 2007 წლის აგვისტოს. მისი დებიუტი შედგა 2009-10 სეზონის გახსნით ეტაპზე ტოტენხემის წინააღმდეგ შეხვედრაში. მას შემდეგ მანდ 4-ჯერ ითამაშა წითლების მაისურით და არც თუ ისე ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ როი ფიქრობს, რომ აიალას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ეს ტრანსფერიც სწორედ ამას ემსახურება, ჰალის რიგებში აიალა უფრო დაიხვეწება და შემდეგ შეეცდება ლივერპულშიც მოიკიდოს ფეხი. იმფორმაციის წყარო: liverpoolfc.tv View the full article
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/luzhkov.bmp10 სექტემბერს НТВ ეთერში გასული მოსკოვის მერის ანდრეი ლუჟკოვის მამხილებელი ფილმის შემდეგ, პუტინ მედვედევის დაპირისპირებაზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა. დოკუმენტური ფილმი წინასწარ არ დაანონსებულა, რამაც გამოიწვია ეჭვი, რომ ფილმი სასწრაფო შეკვეთით დამზადდა და მისი დამკვეთი თუ არა ნების დამრთველი დიმიტრი მედვედევი უნდა ყოფილიყო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/lujkovi_11_09_2010flv_000008200.jpg itvს ლინკი
  18. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ucxoeti_11_09_2010flv_000001440-150x150.jpgუცხოეთში განვითარებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ucxoeti_11_09_2010flv_000012480.jpg itvს ლინკი
  19. /get_img?NrArticle=2345&NrImage=2 წყარო: http://ameliaaviles.com/ მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრევლის მიერ აგვისტოში ბათუმში გამართულ აქციებს ტრადიციულ მედიაში ადეკვატური რეაქცია რომ მოჰყოლოდა, ანუ დისკუსიები გამართულიყო, აუცილებლად დაგვჭირდებოდა გვესწავლა ალექსანდრე ელისაშვილისგან. გვესწავლა ეთიკურად გაშუქება იმ ჟურნალისტის საქმიდან, რომელსაც არ დაუტოვებია საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გაამტყუნა იგი საქმეში ”ფონდი ”ინკლუზივი” ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ”. ეს იყო მეორე გახმაურებული საქმე, რომელიც საბჭომ მოდელირებული ქრონიკის წამყვანის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის შემდეგ განიხილა. ორივე შემთხვევაში ეთიკის საბჭომ ჟურნალისტები გაამტყუნა და დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს ის ეთიკური პრინციპები, რომელთა დაცვაზეც ქარტიაზე ხელმოწერით აიღეს პასუხისმგებლობა. პირველ შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ ქარტიის რიგები დატოვა. ელისაშვილს იგი არ დაუტოვებია. მან განაცხადა, რომ პატივს სცემს საბჭოს გადაწყვეტილებას. ორივე ჟურნალისტმა პროფესიული ეთიკური სტანდარტების დაცვის ქარტიას, 100 -ზე მეტ კოლეგასთან ერთად, 2009 წლის მიწურულს მოაწერა ხელი. ქარტია ყველამ ერთად დააფუძნა და აირჩია საბჭო, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს განიხილავს, რაც დამფუძნებელი ჟურნალისტებისგან იმის დეკლარირება იყო, რომ სურთ დაიცვან ეთიკური პრინციპები. ქარტიის მე-7 პრინციპი ხელმომწერ ჟურნალისტს ავალდებულებს, ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ, მან ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად – რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით. რა უნდა მოიმოქმედოს ეთიკურმა ჟურნალისტმა, გადაცემის წამყვანმა მაშინ, როცა პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმარი ჰომოფობურ განცხადებას აკეთებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტუმარი იყენებს დისკრიმინაციულ და აგრესიულ გამონათქვამებს ჰომოსექსუალების მიმართ? ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, საბჭომ განმარტა, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაცემის წამყვანი და რატომ დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი ელისაშვილმა. მედიის არათანმიმდევრულობის (ამ შემთხვევაში ნეტგაზეთისაც) გამო, გაშუქდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით ელისაშვილმა სტანდარტი დაარღვია. ფართო დისკუსია იმის შესახებ, რომ იყო თუ არა წარმოდგენილი არგუმენტები საფუძვლიანი, ამ თემას არ მოჰყოლია, რადგან გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მისი მიღებიდან საკმაოდ გვიან – 2 თვეში გამოქვეყნდა. საბჭოს მიმართ თავად ელისაშვილის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ორი თვე იყო, რადგან მიაჩნია, რომ საბჭომ სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნება დააგვიანა, არადა, ის მოუთმენლად ელოდა. ”მეც, ერთმა–ერთმა ჟურნალისტმა და პირდაპირი ეთერის გადაცემის წამყვანმა ბევრი რამ უნდა ვისწავლო ამგვარი პრეცენდენტებით და თავად საბჭომაც უფრო ოპერატიულად და კვალიფიციურად უნდა იმუშაოს” - განაცხადა ელისაშვილმა ნეტგაზეთთან ინტერვიუში. რა უნდა ისწავლოს ელისაშვილმა და ჩვენც, ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტებმა? გადაცემა ”ბარიერის” (ტელეკომპანია ”კავკასია”) ეთერში 2010 წლის 9 მარტის გადაცემაში გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა ღირებულებებზე წამოიწყო საუბარი და განაცხადა, რომ “ეს [ევროპული ღირებულებები] არის ფსევდოლიბერალური, რასაც ვითომ „თავისუფლების ინსტიტუტი” მართავს. მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრია ამ ღირებულებების მატარებელი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს კატასტროფისკენ. რაც ხდება ხო, პროპაგანდა მიდის აღვირახსნილი. რა უნდათ! საქართველოში მაინცდამაინც ერთსქესიანთა ქორწინება რომ დაამკვიდრონ? რას აკეთებენ ამ აღვირახსნილი კამპანიით! საინფორმაციო საშუალებებში მასობრივ პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს და ლესბოსელობას. რა ხდება! გამაგებინეთ? ეს რომელ ქვეყანაში ხდება? დავით აღმაშენებლის და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში? რომელმაც, სიშიშვლე რომ გამოუჩნდა, იმაზე შეჰკივლა და არა წამებაზე! ამ ქვეყანაში ხდება ეს? ამ ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამეები იყოს დაცული? ჩვენ ზუსტად აი, ასეთ მოძრაობას შევებრძოლებით, აი, ასეთ გამოვლინებას!” ამის შემდეგ ფონდ ”ინკლუზივის” თავმჯდომარემ პაატა საბელაშვილმა საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართა, რადგან მიიჩნია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა - ალექსანდრე ელისაშვილმა– დაარღვია ქარტიის მეშვიდე მუხლი. საბელაშვილის მოსაზრებით, ” მიწვეული სტუმრების მხრიდან (მალხაზ გულაშვილი, გუბაზ სანიკიძე) ადგილი ჰქონდა ჰომოსექსუალი თანამოქალაქეების დაცინვას და დამცირებას. ბატონმა ელისაშვილმა არა თუ აღკვეთა ეს საუბარი, არამედ შეუერთდა საყოველთაო ქირქილს და შემდეგ განაცხადა: „დავანებოთ მაგათ თავი, ეგ ჩვენი საუბრის თემა არ არის“. სტუმართაგან არც ერთს ამაზე ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენია“. საბჭომ, ამ განცხადების განხილვისას, ვიდეომასალა შეისწავალა და დაადგინა, რომ ელისაშვილი ”საყოველთაო ქირქილს” არ შეერთებია, თუმცა არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ საზოგადოებას ალტერნატული აზრი გაეგო. სამოტივაციო ნაწილის დასაწყისში საბჭომ განმარტა, თუ რა ვალდებულებას აწესებს წევრისათვის ქარტიის ხსენებული მუხლი. ”საბჭო მიიჩნევს, რომ „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია ერკვეოდეს, რას არის დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები, რათა საჭირო მომენტში გააცნობიეროს და სწორად შეაფასოს პრობლემა. „ამიტომ, ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად“, პირდაპირი ეთერის შემთხვევაში, ის უნდა გაემიჯნოს დისკრიმინაციულ განცხადებას და დაუპირისპირდეს მას, რაც გულისხმობს შემდეგს: ჟურნალისტმა ან სხვა სტუმარს უნდა მისცეს სიტყვა, რომელიც გამოთქვამს საპირისპირო აზრს, ან თავადვე ამცნოს აუდიტორიას, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც აქვს საზოგადოების ნაწილს. თუ გადაცემა ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირის დისკრიმინაციული გამონათქვამები ჟურნალისტმა უნდა დატოვოს, კერძო პირის კი – შეიძლება ამოჭრას, თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის”. საკითხის გასარკვევად, საბჭომ ელისაშვილის კომენტარები და განმარტებები წერილობით მიიღო და ზეპირადაც მოისმინა. „იქ [გადაცემაში]ეროვნულ უმცირესობაზე რომ ყოფილიყო საუბარი და არა ჰომოსექსუალებზე, უფრო მეტად აღვკვეთდი, ვიდრე ჰომოსექსუალებზე. სიმართლე გითხრთ, ჩემს გადაცემაში ჰომოსექსუალიზმზე არასოდეს ყოფილა საუბარი, შესაბამისად, ამ თემის დისკრიმინაციულობა-არადისკრიმინაციულობაზე ნაკლები მგრძნობელობა მაქვს. ეთნიკურ უმცირესობასთან ხშირად მაქვს საქმე და ვიცი, ამ თემას ისინი როგორ უყურებენ” - ასე უპასუხა ელისაშვილმა ზეპირი მოსმენისას საბჭოს მიერ დასმულ კითხვას. უფრო კონკრეტულად დასმულ კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა, ჰომოსექსუალების აღვირახსნილი პროპაგანდის ნაცვლად, საუბარი ეროვნულ უმცირესობაზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე რომ ყოფილიყო, მან უპასუხა, რომ საუბარში ჩაერეოდა. ჟურნალისტის მხრიდან ეს განმარტება საბჭომ იმის ირიბ დადასტურებად მიიჩნია, რომ უნდა ”ჩარეულიყო”. საბჭომ გაიზიარა ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება შემდეგ ნაწილში: „მალხაზ გულაშვილს აქვს სრული უფლება, მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინებები, თვლიდეს მას კავკასიური ტრადიციებისთვის მიუღებლად და გამოთქვამდეს საკუთარ აზრს ღიად, ისევე, როგორც თუნდაც ევროპული ქვეყნების მრავალი მოქალაქე, სადაც მუდმივად მიმდინარეობს დებატები მსგავს თემებზე“. ამასთან, საბჭომ მიიჩნია, რომ გადაცემის წამყვანს, ალექსანდრე ელისაშვილს, ჰქონდა ვალდებულება, საზოგადოებისთვის ეცნობებინა განსხვავებული აზრის არსებობის შესახებ. ”გამოხატვის თავისუფლება ხშირ შემთხვევაში მოიცავს არაეთიკური გამონათქვამების თავისუფლებასაც. როდესაც ადამიანი იწყებს არაეთიკური გამონათქვამების გავრცელებას მედიის საშუალებით, სწორედ ამ მომენტიდან მოქმედებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი, ანუ ტელეწამყვანი ვალდებულია, სტუმრის მეშვეობით გასცეს პასუხი ან პირადად გააკეთოს განცხადება და საზოგადოებას აცნობოს ალტერნატული მოსაზრებების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაცემის მეშვეობით მოხდება ჰომოფობური მოსაზრებების პროპაგანდა” - ნათქვამია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. „თუ მოსაზრება სწორია, კაცობრიობას ერთმევა შესაძლებლობა, გაცვალოს შეცდომა სიმართლეზე, ხოლო თუ მცდარია, ის კარგავს ყველაზე მნიშვნელოვან სარგებელს - სიმართლის მკაფიო აღქმას, რაც მისი შეცდომასთან შეჯახებით წარმოიშობა“ - ამ ციტატას იშველიებს საბჭო ჯონ სტიუარტ მილის ცნობილი ნაწარმოებიდან ფიქრისა და დებატების თავისუფლების შესახებ და ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებას არ მიეცა „შესაძლებლობა, გაცვალოს შეცდომა სიმართლეზე“. ამით შეილახა მისი ინტერესი - არ გახდეს პროპაგანდის მსხვერპლი, არ მიიღოს მცდარი ინფორმაცია კრიტიკის გარეშე. ეს არის დებატის მიზანი, რომელიც ამ გადაცემაში (ჰომოსექსუალების ნაწილში) არ შედგა. ელისაშვილი, რომელიც ნაწილობრივ იზიარებს საბჭოს არგუმენტებს, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ საბჭოს წევრებმა უკეთ უნდა გაიაზრონ პირდაპირი, მით უფრო, ცხარე ეთერის სპეციფიკა: ” ზუსტად ეს ხედვა აკლია ამ დასკვნას, ჩემი აზრით”. ეთერ თურაძე, გაზეთ ”ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, რომელიც ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეა, ამბობს, რომ პირდაპირი ეთერის საკითხზე საბჭო დიდხანს მსჯელობდა: ”გადაცემაში ამაზე საუბარი უფრო ხანმოკლე რომ ყოფილიყო, რაღაც გაელვება, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ჟურნალისტს გაეპარა, გამორჩა, მაგრამ ეს არ იყო გაელვება”. სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კი იგი ამბობს, რომ ევროპის პრესის საბჭოებსაც 8 კვირა აქვთ ამისათვის და რომ ეცადნენ, ნათლად განემარტათ, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, ამიტომაც, დრო დასჭირდათ. კიდევ ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ საბჭოს წევრები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და ინტერნეტით ურთიერთობენ. საბჭოს 8 წევრიდან 7-მა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას საქმეზე ”ფონდი ინკლუზივი ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ”. ერთმა წევრმა კი, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა ელისო ჩაფიძემ, დააფიქსირა განსხვავებული მოსაზრება. ჩაფიძე არ თვლის, რომ ელისაშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რადგან: ”ქარტიაში ცალსახადაა მითითებული, რომ ჟურნალისტმა უნდა აღკვეთოს ადამიანის დისკრიმინაცია მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, მაგრამ, თუ როგორ უნდა აღკვეთოს, დამოკიდებულია ძალიან ბევრ გარემოებაზე და მათი ზუსტი ჩამონათვალი აშკარად შეიცავს საფრთხეს გამოხატვის თავისუფლების მიმართ. აღნიშნული გარემოების გამო, მიმაჩნია, რომ ელისაშვილმა მოუწოდა მალხაზ გულაშვილს, საუბარი გაეგრძელებინა არა ამ, არამედ სხვა, რუსეთთან ურთიერთობის თემაზე”. მე-7 პრინციპის განმარტებები, რომელიც საბჭომ ამ გადაწყვეტილებაში გამოიყენა, ქარტიის შემადგენელი ნაწილია - ამბობს თურაძე. მისი თქმით, იგი საბჭოს წევრებს ქარტიის დაფუძნებისას დაურიგდათ და უახლოეს მომავალში განმარტებების ბლოგზე გამოქვეყნებასაც გეგმავენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. /get_img?NrArticle=2345&NrImage=2 წყარო: http://ameliaaviles.com/ მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრევლის მიერ აგვისტოში ბათუმში გამართულ აქციებს ტრადიციულ მედიაში ადეკვატური რეაქცია რომ მოჰყოლოდა, ანუ დისკუსიები გამართულიყო, აუცილებლად დაგვჭირდებოდა, გვესწავლა ალექსანდრე ელისაშვილისგან. გვესწავლა ეთიკურად გაშუქება იმ ჟურნალისტის საქმიდან, რომელსაც არ დაუტოვებია საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გაამტყუნა იგი საქმეში ”ფონდი ”ინკლუზივი” ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ”. ეს იყო მეორე გახმაურებული საქმე, რომელიც საბჭომ მოდელირებული ქრონიკის წამყვანის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის შემდეგ განიხილა. ორივე შემთხვევაში ეთიკის საბჭომ ჟურნალისტები გაამტყუნა და დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს ის ეთიკური პრინციპები, რომელთა დაცვაზეც ქარტიაზე ხელმოწერით აიღეს პასუხისმგებლობა. პირველ შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ ქარტიის რიგები დატოვა. ელისაშვილს იგი არ დაუტოვებია. მან განაცხადა, რომ პატივს სცემს საბჭოს გადაწყვეტილებას. ორივე ჟურნალისტმა პროფესიული ეთიკური სტანდარტების დაცვის ქარტიას, 100 -ზე მეტ კოლეგასთან ერთად, 2009 წლის მიწურულს მოაწერა ხელი. ქარტია ყველამ ერთად დააფუძნა და აირჩია საბჭო, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს განიხილავს, რაც დამფუძნებელი ჟურნალისტებისგან იმის დეკლარირება იყო, რომ სურთ დაიცვან ეთიკური პრინციპები. ქარტიის მე-7 პრინციპი ხელმომწერ ჟურნალისტს ავალდებულებს, ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ, მან ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად – რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით. რა უნდა მოიმოქმედოს ეთიკურმა ჟურნალისტმა, გადაცემის წამყვანმა მაშინ, როცა პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმარი ჰომოფობურ განცხადებას აკეთებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტუმარი იყენებს დისკრიმინაციულ და აგრესიულ გამონათქვამებს ჰომოსექსუალების მიმართ? ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, საბჭომ განმარტა, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაცემის წამყვანი და რატომ დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი ელისაშვილმა. მედიის არათანმიმდევრულობის (ამ შემთხვევაში ნეტგაზეთისაც) გამო, გაშუქდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით ელისაშვილმა სტანდარტი დაარღვია. ფართო დისკუსია იმის შესახებ, რომ იყო თუ არა წარმოდგენილი არგუმენტები საფუძვლიანი, ამ თემას არ მოჰყოლია, რადგან გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მისი მიღებიდან საკმაოდ გვიან – 2 თვეში გამოქვეყნდა. საბჭოს მიმართ თავად ელისაშვილის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ორი თვე იყო, რადგან მიაჩნია, რომ საბჭომ სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნება დააგვიანა, არადა, ის მოუთმენლად ელოდა. ”მეც, ერთმა–ერთმა ჟურნალისტმა და პირდაპირი ეთერის გადაცემის წამყვანმა ბევრი რამ უნდა ვისწავლო ამგვარი პრეცენდენტებით და თავად საბჭომაც უფრო ოპერატიულად და კვალიფიციურად უნდა იმუშაოს” - განაცხადა ელისაშვილმა ნეტგაზეთთან ინტერვიუში. რა უნდა ისწავლოს ელისაშვილმა და ჩვენც, ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტებმა? გადაცემა ”ბარიერის” (ტელეკომპანია ”კავკასია”) ეთერში 2010 წლის 9 მარტის გადაცემაში გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა ღირებულებებზე წამოიწყო საუბარი და განაცხადა, რომ “ეს [ევროპული ღირებულებები] არის ფსევდოლიბერალური, რასაც ვითომ „თავისუფლების ინსტიტუტი” მართავს. მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრია ამ ღირებულებების მატარებელი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს კატასტროფისკენ. რაც ხდება ხო, პროპაგანდა მიდის აღვირახსნილი. რა უნდათ! საქართველოში მაინცდამაინც ერთსქესიანთა ქორწინება რომ დაამკვიდრონ? რას აკეთებენ ამ აღვირახსნილი კამპანიით! საინფორმაციო საშუალებებში მასობრივ პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს და ლესბოსელობას. რა ხდება! გამაგებინეთ? ეს რომელ ქვეყანაში ხდება? დავით აღმაშენებლის და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში? რომელმაც, სიშიშვლე რომ გამოუჩნდა, იმაზე შეჰკივლა და არა წამებაზე! ამ ქვეყანაში ხდება ეს? ამ ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამეები იყოს დაცული? ჩვენ ზუსტად აი, ასეთ მოძრაობას შევებრძოლებით, აი, ასეთ გამოვლინებას!” ამის შემდეგ ფონდ ”ინკლუზივის” თავმჯდომარემ პაატა საბელაშვილმა საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართა, რადგან მიიჩნია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა - ალექსანდრე ელისაშვილმა– დაარღვია ქარტიის მეშვიდე მუხლი. საბელაშვილის მოსაზრებით, ” მიწვეული სტუმრების მხრიდან (მალხაზ გულაშვილი, გუბაზ სანიკიძე) ადგილი ჰქონდა ჰომოსექსუალი თანამოქალაქეების დაცინვას და დამცირებას. ბატონმა ელისაშვილმა არა თუ აღკვეთა ეს საუბარი, არამედ შეუერთდა საყოველთაო ქირქილს და შემდეგ განაცხადა: „დავანებოთ მაგათ თავი, ეგ ჩვენი საუბრის თემა არ არის“. სტუმართაგან არც ერთს ამაზე ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენია“. საბჭომ, ამ განცხადების განხილვისას, ვიდეომასალა შეისწავალა და დაადგინა, რომ ელისაშვილი ”საყოველთაო ქირქილს” არ შეერთებია, თუმცა არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ საზოგადოებას ალტერნატული აზრი გაეგო. სამოტივაციო ნაწილის დასაწყისში საბჭომ განმარტა, თუ რა ვალდებულებას აწესებს წევრისათვის ქარტიის ხსენებული მუხლი. ”საბჭო მიიჩნევს, რომ „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია ერკვეოდეს, რას არის დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები, რათა საჭირო მომენტში გააცნობიეროს და სწორად შეაფასოს პრობლემა. „ამიტომ, ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად“, პირდაპირი ეთერის შემთხვევაში, ის უნდა გაემიჯნოს დისკრიმინაციულ განცხადებას და დაუპირისპირდეს მას, რაც გულისხმობს შემდეგს: ჟურნალისტმა ან სხვა სტუმარს უნდა მისცეს სიტყვა, რომელიც გამოთქვამს საპირისპირო აზრს, ან თავადვე ამცნოს აუდიტორიას, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც აქვს საზოგადოების ნაწილს. თუ გადაცემა ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირის დისკრიმინაციული გამონათქვამები ჟურნალისტმა უნდა დატოვოს, კერძო პირის კი – შეიძლება ამოჭრას, თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის”. საკითხის გასარკვევად, საბჭომ ელისაშვილის კომენტარები და განმარტებები წერილობით მიიღო და ზეპირადაც მოისმინა. „იქ [გადაცემაში]ეროვნულ უმცირესობაზე რომ ყოფილიყო საუბარი და არა ჰომოსექსუალებზე, უფრო მეტად აღვკვეთდი, ვიდრე ჰომოსექსუალებზე. სიმართლე გითხრთ, ჩემს გადაცემაში ჰომოსექსუალიზმზე არასოდეს ყოფილა საუბარი, შესაბამისად, ამ თემის დისკრიმინაციულობა-არადისკრიმინაციულობაზე ნაკლები მგრძნობელობა მაქვს. ეთნიკურ უმცირესობასთან ხშირად მაქვს საქმე და ვიცი, ამ თემას ისინი როგორ უყურებენ” - ასე უპასუხა ელისაშვილმა ზეპირი მოსმენისას საბჭოს მიერ დასმულ კითხვას. უფრო კონკრეტულად დასმულ კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა, ჰომოსექსუალების აღვირახსნილი პროპაგანდის ნაცვლად, საუბარი ეროვნულ უმცირესობაზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე რომ ყოფილიყო, მან უპასუხა, რომ საუბარში ჩაერეოდა. ჟურნალისტის მხრიდან ეს განმარტება საბჭომ იმის ირიბ დადასტურებად მიიჩნია, რომ უნდა ”ჩარეულიყო”. საბჭომ გაიზიარა ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება შემდეგ ნაწილში: „მალხაზ გულაშვილს აქვს სრული უფლება, მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინებები, თვლიდეს მას კავკასიური ტრადიციებისთვის მიუღებლად და გამოთქვამდეს საკუთარ აზრს ღიად, ისევე, როგორც თუნდაც ევროპული ქვეყნების მრავალი მოქალაქე, სადაც მუდმივად მიმდინარეობს დებატები მსგავს თემებზე“. ამასთან, საბჭომ მიიჩნია, რომ გადაცემის წამყვანს, ალექსანდრე ელისაშვილს, ჰქონდა ვალდებულება, საზოგადოებისთვის ეცნობებინა განსხვავებული აზრის არსებობის შესახებ. ”გამოხატვის თავისუფლება ხშირ შემთხვევაში მოიცავს არაეთიკური გამონათქვამების თავისუფლებასაც. როდესაც ადამიანი იწყებს არაეთიკური გამონათქვამების გავრცელებას მედიის საშუალებით, სწორედ ამ მომენტიდან მოქმედებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი, ანუ ტელეწამყვანი ვალდებულია, სტუმრის მეშვეობით გასცეს პასუხი ან პირადად გააკეთოს განცხადება და საზოგადოებას აცნობოს ალტერნატული მოსაზრებების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაცემის მეშვეობით მოხდება ჰომოფობური მოსაზრებების პროპაგანდა” - ნათქვამია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. „თუ მოსაზრება სწორია, კაცობრიობას ერთმევა შესაძლებლობა, გაცვალოს შეცდომა სიმართლეზე, ხოლო თუ მცდარია, ის კარგავს ყველაზე მნიშვნელოვან სარგებელს - სიმართლის მკაფიო აღქმას, რაც მისი შეცდომასთან შეჯახებით წარმოიშობა“ - ამ ციტატას იშველიებს საბჭო ჯონ სტიუარტ მილის ცნობილი ნაწარმოებიდან ფიქრისა და დებატების თავისუფლების შესახებ და ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებას არ მიეცა „შესაძლებლობა, გაცვალოს შეცდომა სიმართლეზე“. ამით შეილახა მისი ინტერესი - არ გახდეს პროპაგანდის მსხვერპლი, არ მიიღოს მცდარი ინფორმაცია კრიტიკის გარეშე. ეს არის დებატის მიზანი, რომელიც ამ გადაცემაში (ჰომოსექსუალების ნაწილში) არ შედგა. ელისაშვილი, რომელიც ნაწილობრივ იზიარებს საბჭოს არგუმენტებს, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ საბჭოს წევრებმა უკეთ უნდა გაიაზრონ პირდაპირი, მით უფრო, ცხარე ეთერის სპეციფიკა: ” ზუსტად ეს ხედვა აკლია ამ დასკვნას, ჩემი აზრით”. ეთერ თურაძე, გაზეთ ”ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, რომელიც ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეა, ამბობს, რომ პირდაპირი ეთერის საკითხზე საბჭო დიდხანს მსჯელობდა: ”გადაცემაში ამაზე საუბარი უფრო ხანმოკლე რომ ყოფილიყო, რაღაც გაელვება, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ჟურნალისტს გაეპარა, გამორჩა, მაგრამ ეს არ იყო გაელვება”. სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კი იგი ამბობს, რომ ევროპის პრესის საბჭოებსაც 8 კვირა აქვთ ამისათვის და რომ ეცადნენ, ნათლად განემარტათ, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, ამიტომაც, დრო დასჭირდათ. კიდევ ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ საბჭოს წევრები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და ინტერნეტით ურთიერთობენ. საბჭოს 8 წევრიდან 7-მა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას საქმეზე ”ფონდი ინკლუზივი ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ”. ერთმა წევრმა კი, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა ელისო ჩაფიძემ, დააფიქსირა განსხვავებული მოსაზრება. ჩაფიძე არ თვლის, რომ ელისაშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რადგან: ”ქარტიაში ცალსახადაა მითითებული, რომ ჟურნალისტმა უნდა აღკვეთოს ადამიანის დისკრიმინაცია მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, მაგრამ, თუ როგორ უნდა აღკვეთოს, დამოკიდებულია ძალიან ბევრ გარემოებაზე და მათი ზუსტი ჩამონათვალი აშკარად შეიცავს საფრთხეს გამოხატვის თავისუფლების მიმართ. აღნიშნული გარემოების გამო, მიმაჩნია, რომ ელისაშვილმა მოუწოდა მალხაზ გულაშვილს, საუბარი გაეგრძელებინა არა ამ, არამედ სხვა, რუსეთთან ურთიერთობის თემაზე”. მე-7 პრინციპის განმარტებები, რომელიც საბჭომ ამ გადაწყვეტილებაში გამოიყენა, ქარტიის შემადგენელი ნაწილია - ამბობს თურაძე. მისი თქმით, იგი საბჭოს წევრებს ქარტიის დაფუძნებისას დაურიგდათ და უახლოეს მომავალში განმარტებების ბლოგზე გამოქვეყნებასაც გეგმავენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. /get_img?NrArticle=2344&NrImage=2 წითელი არმია თბილისში. 25 თებერვალი. 1921. წყარო: ვიკიპედია რას მივიღებთ პრეზიდენტის მიერ შექმნილ საქართველოს ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისიისააგან? რა უნდა იყოს ეს -ყველასათვის გასაგები რაპორტი თუ სამეცნიერო დასკვნა - ისტორიკოსების ნაწილის და კომისიის ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდება. კომისიამ, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით 2010 წლის 9 აპრილს შეიქმნა, მუშაობა ამა წლის 24 დეკემბერს უნდა დაასრულოს. მანამდე კომისიამ უნდა შექმნას დოკუმენტი, (ანგარიში-რეპორტი) საქართველოს XIX-XX საუკუნეების ისტორიული მეხსიერების, საქართველოში რუსეთის იმპერიის 200-წლიანი პოლიტიკასა და მის შედეგებზე. აპრილშივე პრეზიდენტმა კომისიის თავმჯდომარედ ვასილ რუხაძე, კენტის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ხოლო კომისიის აღმასრულებელ მდივნად პოლიტოლოგი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი თორნიკე შარაშენიძე დანიშნა. ნეტგაზეთის კითხვას, რა არის დოკუმენტის შექმნის მიზანი და რას მოემსახურება ის, შარაშენიძ პასუხობს: ”დოკუმენტი მოწოდებულია იმისათვის,რომ წაიკითხოს ჩვეულებრივმა ადამიანმა,რომელიც შესაძლოა საერთოდ არ იცნობს საქართველოს ისტორიას, ან უცხოელებმა, რომლებმაც არაფერი იციან საქართველოს შესახებ. დოკუმენტი უნდა იყოს მოკლე და დატვირთული”,-ამბობს შარაშენიძე. დოკუმენტი, შარაშენიძის თქმით, 40-50 გვერდი იქნება, ითარგმნება ინგლისურ ენაზე და გავრცელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამის საპირისპიროდ, ისტორიკოსი, პროფესორი ლევან ურუშაძე ფიქრობს, რომ რაპორტი უნდა იყოს სრულფასოვანი სამეცნიერო დასკვნა: ”წინასწარ დათქმული დოკუმენტის მოცულობა არამართებულია. მთელ ამ ეპოქას და დოკუმენტურ მასალას ძალიან კარგად ვიცნობ, არ მესმის, როგორ შეიძლება ამ მასალის ჩატენვა 40-50 გვერდში. მხოლოდ ტექსტური მასალა მინიმუმ 100 გვერდს მოითხოვს. გარდა ამისა, ეს იქნება ძალიან მშრალი დასკვნა, თუ მას საილუსტრაციოდ არ დაერთო ფოტო და დოკუმენტური მასალა”. ურუშაძის თქმით, მისი სამეცნიერო მუშაობის 80 პროცენტი საქართველოს ისტორიის აღნიშნულ პერიოდს, რუსეთ-საქართველოს 200 –წლიან ურთიერთობას მოიცავს. ისტორიულის სიმართლის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე ვასილ რუხაძე საქართველოში არ იმყოფება და ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობს იმ ადამიანებთან, რომლებიც რაპორტზე მუშაობენ. რუხაძე ლევან ურუშაძესაც ინტერნეტით დაეკონტაქტა. ურუშაძემ ვასილ რუხაძეს თავისი ხედვა, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ელექტრონული ფორმით გააცნო. ”მე ვთქვი და მორჩა- ასეთი იყო რუხაძის პასუხი, მას აქვს თავისი დამოკიდებულება, ეს არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი”,-ამბობს ურუშაძე. ”ეს არ შეიძლება იყოს ფართო მასებზე გათვლილი პოპულარული ბროშურა, ეს უნდა იყოს ღრმად მეცნიერული,სრულფასოვანი,ზედმიწევნით არგუმენტირებული სამეცნიერო დასკვნა,რომელმაც პასუხები უნდა გასცეს რუსეთ-საქართველოს 1783–2008 წლების ურთიერთობების ისტორიაში დაგროვებულ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას...აქედან გამომდინარე წინდაწინ დათქმა მოცულობის ყოვლად დაუშვებელია”. ურუშაძე ამბობს,რომ ფართო მასებისთვისაც საჭიროა დოკუმენტის გაცნობა. თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საფუძვლიანი დასკვნა მომზადდება:”მომზადდეს ბროშურა პოპულარულ ენაზე, სადაც ჩამოყალიბებული იქნება კომისიის დასკვნის ძირითადი დებულებები”. კიდევ ერთი მიზეზი,რის გამოც ისტორიკოსმა ლევან ურუშაძემ უარი განაცხადა საქართველოს ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისიის კონსულტანტობაზე, იყო კომისიის კონსულტანტების შემადგენლობა. კერძოდ კი ისტორიკოსი,პროფესორი დიმიტრი შველიძე,რომელიც დოკუმენტზე მუშაობისთვის მიიწვია კომისიის თავმჯდომარემ. დიმიტრი შველიძემ 1981 წელს გამოაქვეყნა დისერტაცია, სათაურით ”ქართველი ბოლშევიკების ბრძოლა წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტური სოციალისტურ-ფედერალური პარტიის წინააღმდეგ”. ”აუცილებლად უნდა ითქვას,რომ ამ სადისერტაციო ნაშრომის, ოფიციალური, წამყვანი ორგანიზაცია იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტი - საკავშირო კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი”,-ამბობს ლევან ურუშაძე. ურუშაძე ამბობს,რომ თვითონ დისერტაციის სათაური და წაყმყვანი ორგანიზაცია მეტყველებს იმაზე,რომ ეს დისერტაცია, არის ისტორიის ფალსიფიკაცია. ”გარდა ამისა, შველიძის დისერტაციის თემაზე გამოქვეყენებული ნაშრომები, ეს არის 1977 წელს გამოქვეყნებული,მაცნეს ისტორიის სერიაში, საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკურ მიმდინარეობათა ლენინური კონცეფციის საკითხისთვის”,ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის მარქსისტულ-ლენინური სულისკვეთებით გაჟღენთილი ფალსიფიკაცია”. ურუშაძე ამბობს,რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რას აკეთებს დღეს შველიძე, მნიშვნელოვანია მისი საქმიანობა 1990 წლამდე. დიმიტრი შველიძე, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს,რომ თუ საკითხს ისე მივუდგებით, როგორც ლევან ურუშაძე, ეროვნული არსებობა დღეიდან ან ხვალიდან უნდა დაიწყოს საქართველომ. ისტორიკოსი ამბობს, რომ სხვანაირი სათაურით მას აუკრძალავდნენ აღნიშნულ თემაზე მუშაობას, დაცვაც არ შედგებოდა და ვერც შეისწავლიდა აღნიშნულ საგანს. დისერტაცია სათაურით” ქართველი ბოლშევიკების ბრძოლა წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტური სოციალისტურ-ფედერალური პარტიის წინააღმდეგ (1895-1907)”. ”არ ვუარყოფ, მე სამართლიანი და ობიექტური ადამიანი ვარ, 1980-ან წლებში მე დაწერილი მაქვს ეს, ისევე როგორც გოგლა ლეონიძე და გალაკტიონი წერდნენ, კოლმეურნეობაზე ლექსებს. ის, რომ ლენინი ბოლშევიკების ბელადი იყო, კი ვწერდი მეც”. (საკანდიდატო დისერტაციიდან ამონარიდი: ”რევოლუციური პროლეტარიატის ბელადი, ვ.ი. ლენინი”). "შველიძისეული ლოგიკით ყველაფრის გამართლება შეიძლება. შევარდნაძეც ასე იმართლებს თავს: "მაშინ ასე იყო საჭირო". ფაქტი ერთია და უტყუარი: ბ–ნი შველიძე 1990 წლამდე იყო საბჭოთა რეჟიმის ერთგული მსახური და მარქსისტულ–ლენინური იდეოლოგიის ჭუჭურტანიდან ჭვრეთდა საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიას, ე.ი. ეწეოდა ისტორიული სიმართლის გაყალბებას"-ამბობს ურუშაძე.მიმდინარე წლის 9 აპრილს მიხეილ სააკაშვილის განკარგულება ამ საკითხზე 4 პუნქტისგან შედგება. მეოთხე პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთ თვეში უნდა უზრუნველყოს ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების პროექტის შემუშავება . დებულება, ერთი თვის ნაცვლად, 4 თვეში დამტკიცდა. 2010 წლის 5 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა, ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ,ბრძანებულება გამოსცა. დებულების მიხედვით, ისტორიული სიმართლის დამდგენმა კომისიამ დასკვნა-რაპორტი 2010 წლის 15 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს. კომისიას სამი თვე დარჩა რაპორტის წარდგენამდე. სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია, ამბობს თორნიკე შარაშენიძე. შარაშენიძის თქმით, 6-7 მეცნიერი დაიქირავეს კონსულტანტებად. მათგან მხოლოდ ორს ასახელბს: ისტორიკოსი, პროფესორი სიმონ მასხარაშვილი და პროფესორი გოჩა საითიძე. ნეტგაზეთი დაუკავშირდა გოჩა საითიძეს, რომელმაც სიმართლის დამდგენ კომისიაზე საუბარი არ ისურვა. ”მიმართეთ თორნიკე შარაშენიძეს, მე არ ვარ პასუხისმგებელი პირი… კონტრაქტიც არ გაგვიფორმებია.” თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ კონტრაქტები უკვე მზად არის და კონსულტანტებთან ხელშეკრულება მალე გაფორმდება. საითიძემ აღნიშნა, რომ ის მუშაობს, თუმცა რამდენად იქნება მისი ნაშრომი კომისიის მიერ გაზიარებული და როგორ გაგრძელდება მისი მუშაობა, ჯერ არ იცის. კომისიის თავმჯდომარე ვასილ რუხაძე საქართველოში მაშინ ჩამოვიდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისტორიული სიმართლის დამდეგენი კომისიის შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა საქართველო მალევე დატოვა და ამ დრომდე ამერიკაში იმყოფება. შარაშენიძე ამბობს, რომ სწორედ ვასილ რუხაძის იდეა იყო მსგავსი ტიპის დოკუმენტის შექმნა. ჯერ კიდევ 2010 წლის იანვარში ”weekend”-ში გამოქვეყნდა მისი სტატია სათაურით– "კოლექტიური მეხსიერება - ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების სამსახურში.” სტატიის მთავარი იდეა ერის კოლექტიური მეხსიერების (საერთო მეხსირება,რომელიც გადაიცემა და კონსტრუირდება ჯგუფის მიერ) შესწავლა იყო. მის წერილს მოკლე ხანში ისტორიკოსების ნაწილის, მათ შორის ისტორიკოს ლევან ურუშაძის გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც რუხაძის იდეას იწონებდა. თუმცა მოგვიანებით, როდესაც კომისიამ 200– წლიანი ისტორიის შესწავლა დაიწყო, მათი გზები გაიყარა. დღეს ლევან ურუშაძე, საზოგადოებასთან ერთად, იმ დასკვნას ელის, რომელსაც, მისი მონაწილეობის გარეშე, ისტორიული სიმართლის შემსწავლელი კომისია დადებს. ურუშაძე ფიქრობ,რომ საქართველოს ისტორიული სიმართლის დამდგენ კომისიას უნდა ხელმძღვანელობდეს ისტორიკოსი,რომელიც საფუძვნიალად იცნობს საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს. ხოლო ვასილ რუხაძე პოლიტოლოგია, რაც ისტორიკოსის თქმით უარყოფითად იმოქმედებს კომისიის საქმიანობაზე. პრეზიდენტის ბრძანებულებით, კომისიისთვის ფინანსების გამოყოფა კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა. შარაშენიძე ამბობს, რომ ჰონორარებისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი. მასში არ შედის დოკუმენტის ქართულ და სხვა ენებზე გამოცემის ხარჯები. სრული ინფო(netgazeti.ge)
  22. /get_img?NrArticle=2344&NrImage=2 წითელი არმია თბილისში. 25 თებერვალი. 1921. წყარო: ვიკიპედია რას მივიღებთ პრეზიდენტის მიერ შექმნილ საქართველოს ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისიისააგან? რა უნდა იყოს ეს -ყველასათვის გასაგები რაპორტი თუ სამეცნიერო დასკვნა - ისტორიკოსების ნაწილის და კომისიის ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდება. კომისიამ, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით 2010 წლის 9 აპრილს შეიქმნა, მუშაობა ამა წლის 24 დეკემბერს უნდა დაასრულოს. მანამდე კომისიამ უნდა შექმნას დოკუმენტი, (ანგარიში-რეპორტი) საქართველოს XIX-XX საუკუნეების ისტორიული მეხსიერების, საქართველოში რუსეთის იმპერიის 200-წლიანი პოლიტიკასა და მისი შედეგებზე. აპრილშივე პრეზიდენტმა კომისიის თავმჯდომარედ ვასილ რუხაძე, კენტის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ხოლო კომისიის აღმასრულებელ მდივნად პოლიტოლოგი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი თორნიკე შარაშენიძე დანიშნა. ნეტგაზეთის კითხვას, რა არის დოკუმენტის შექმნის მიზანი და რას მოემსახურება ის, შარაშენიძ პასუხობს: ”დოკუმენტი მოწოდებულია იმისათვის,რომ წაიკითხოს ჩვეულებრივმა ადამიანმა,რომელიც შესაძლოა საერთოდ არ იცნობს საქართველოს ისტორიას, ან უცხოელებმა, რომლებმაც არაფერი იციან საქართველოს შესახებ. დოკუმენტი უნდა იყოს მოკლე და დატვირთული”,-ამბობს შარაშენიძე. დოკუმენტი, შარაშენიძის თქმით, 40-50 გვერდი იქნება, ითარგმნება ინგლისურ ენაზე და გავრცელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამის საპირისპიროდ, ისტორიკოსი, პროფესორი ლევან ურუშაძე ფიქრობს, რომ რაპორტი უნდა იყოს სრულფასოვანი სამეცნიერო დასკვნა: ”წინასწარ დათქმული დოკუმენტის მოცულობა არამართებულია. მთელ ამ ეპოქას და დოკუმენტურ მასალას ძალიან კარგად ვიცნობ, არ მესმის, როგორ შეიძლება ამ მასალის ჩატენვა 40-50 გვერდში. მხოლოდ ტექსტური მასალა მინიმუმ 100 გვერდს მოითხოვს. გარდა ამისა, ეს იქნება ძალიან მშრალი დასკვნა, თუ მას საილუსტრაციოდ არ დაერთო ფოტო და დოკუმენტური მასალა”. ურუშაძის თქმით, მისი სამეცნიერო მუშაობის 80 პროცენტი საქართველოს ისტორიის აღნიშნულ პერიოდს, რუსეთ-საქართველოს 200 –წლიან ურთიერთობას მოიცავს. ურუშაძემ, კომისიის თავმჯდომარესთან სწორედ იდეური შეუთანხმებლობის გამო, უარი განაცხადა კომისიის კონსულტანტობაზე. ისტორიულის სიმართლის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე ვასილ რუხაძე საქართველოში არ იმყოფება და ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობს იმ ადამიანებთან, რომლებიც რაპორტზე მუშაობენ. რუხაძე ლევან ურუშაძესაც ინტერნეტით დაეკონტაქტა. ურუშაძემ ვასილ რუხაძეს თავისი ხედვა, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ელექტრონული ფორმით გააცნო. ”მე ვთქვი და მორჩა- ასეთი იყო რუხაძის პასუხი, მას აქვს თავისი დამოკიდებულება, ეს არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი”,-ამბობს ურუშაძე. მიმდინარე წლის 9 აპრილს მიხეილ სააკაშვილის განკარგულება ამ საკითხზე 4 პუნქტისგან შედგება. მეოთხე პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთ თვეში უნდა უზრუნველყოს ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების პროექტის შემუშავება . დებულება, ერთი თვის ნაცვლად, 4 თვეში დამტკიცდა. 2010 წლის 5 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა, ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ,ბრძანებულება გამოსცა. დებულების მიხედვით, ისტორიული სიმართლის დამდგენმა კომისიამ დასკვნა-რაპორტი 2010 წლის 15 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს. კომისიას სამი თვე დარჩა რაპორტის წარდგენამდე. სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია, ამბობს თორნიკე შარაშენიძე. შარაშენიძის თქმით, 6-7 მეცნიერი დაიქირავეს კონსულტანტებად. მათგან მხოლოდ ორს ასახელბს: ისტორიკოსი, პროფესორი სიმონ მასხარაშვილი და პროფესორი გელა (გიორგი) საითიძე (ავტორი წიგნის ქართველები რუსეთის სახელმწიფო საბჭოში (1801 – 1917 წწ.) ნეტგაზეთი დაუკავშირდა გელა საითიძეს, რომელმაც სიმართლის დამდგენ კომისიაზე საუბარი არ ისურვა. ”მიმართეთ თორნიკე შარაშენიძეს, მე არ ვარ პასუხისმგებელი პირი… კონტრაქტიც არ გაგვიფორმებია.” თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ კონტრაქტები უკვე მზად არის და კონსულტანტებთან ხელშეკრულება მალე გაფორმდება. საითიძემ აღნიშნა, რომ ის მუშაობს, თუმცა რამდენად იქნება მისი ნაშრომი კომისიის მიერ გაზიარებული და როგორ გაგრძელდება მისი მუშაობა, ჯერ არ იცის. კომისიის თავმჯდომარე ვასილ რუხაძე საქართველოში მაშინ ჩამოვიდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისტორიული სიმართლის დამდეგენი კომისიის შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა საქართველო მალევე დატოვა და ამ დრომდე ამერიკაში იმყოფება. შარაშენიძე ამბობს, რომ სწორედ ვასილ რუხაძის იდეა იყო მსგავსი ტიპის დოკუმენტის შექმნა. ჯერ კიდევ 2010 წლის იანვარში ”weekend”-ში გამოქვეყნდა მისი სტატია სათაურით– "კოლექტიური მეხსიერება - ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების სამსახურში.” სტატიის მთავარი იდეა ერის კოლექტიური მეხსიერების (საერთო მეხსირება,რომელიც გადაიცემა და კონსტრუირდება ჯგუფის მიერ) შესწავლა იყო. მის წერილს მოკლე ხანში ისტორიკოსების ნაწილის, მათ შორის ისტორიკოს ლევან ურუშაძის გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც რუხაძის იდეას იწონებდა. თუმცა მოგვიანებით, როდესაც კომისიამ 200– წლიანი ისტორიის შესწავლა დაიწყო, მათი გზები გაიყარა. დღეს ლევან ურუშაძე, საზოგადოებასთან ერთად, იმ დასკვნას ელის, რომელსაც, მისი მონაწილეობის გარეშე, ისტორიული სიმართლის შემსწავლელი კომისია დადებს. პრეზიდენტის ბრძანებულებით, კომისიისთვის ფინანსების გამოყოფა კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა. შარაშენიძე ამბობს, რომ ჰონორარებისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი. მასში არ შედის დოკუმენტის ქართულ და სხვა ენებზე გამოცემის ხარჯები. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/galereawmv_000200600-150x150.jpgგამოფენა ბავშვთა სურათების გალერეაში. 11 სექტემბრისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ამერიკელი ბავშვების ნამუშევრები გამოიფინა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/gamopena_11_09_2010flv_000003880.jpg itvს ლინკი
  24. განის ნაკრების ფორვარდმა ასმოა განმა განაცხადა რომ ბოღმას გულში არ იხვევს და არ ბრაზობს ურგვაის ნაკრბის თავდამსხმელზე იმის გამო რომ მან მსოფლიო ჩემპიონატზე განელებს ნახევარფინალის საგზური გამოჰგლიჯა ხელიდან. იხილეთ fanebi.com
  25. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/shexvedrebiwmv_000073240-150x150.jpgამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. თინა ქეიდენაუმ შეხვედრები ორ ოპოზიციურ პარტიასთან ქრისტიან-დემოკრატებთან და ჩვენი - საქართველო თავისუფალ დემოკრატებთან გამართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/shexvedrebi_11_09_2010.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...