Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. მილანის ნახევარმცველმა მასიმო ამბროზინიმ ოსერთან გამართულ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ტრამვა მიიღო იხილეთ fanebi.com
  2. მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა რომასთან გამარჯვების შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა და მატჩზე ისაუბრა იხილეთ fanebi.com
  3. http://b.pix.ge/y/17ifi.jpgდღეს სტარტს აიღებს უეფას ევროპის ლიგის 2010/2011 წლების გათამაშება. ”ლივერპული” პირველ მატჩს ”ენფილდზე” ბუქარესტის “სტიაუასთან” გამართავს. როი ჰოჯსონს გადასაწყვეტი აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. როგორც მოგეხსენებათ, ამ კვირას პრემიერლიგაში ”წითლების” მეტოქე ”მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება. ჰოჯსონმა უნდა გადაწყვიტოს, ”სტიაუას” წინააღმდეგ დაასვენოს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, თუ მთლიანი ძალით ათამაშოს გუნდი. სეზონის სტარტია და გუნდის დაღლილობაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, თუმცა ”ლივერპულს” არ აქვს რეზერვი, რომელსაც შეუძლია ძირითადი ფეხბურთელების სრულფასოვანი ჩანაცვლება, რის გამოც გუნდი უცვლელი ძალით ასპარეზობს. ”ლივერპული” და ”სტიაუა” ერთმანეთს უეფას თასის 2003/2004 წლების გათამაშებაში შეხვდნენ. ენფილდზე ”წითლებმა” 1-0 დაამარცხეს მეტოქე, ბუქარესტში კი შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1-1 დასრულდა. საერთოდ, ”ლივერპული” რუმინულ გუნდებს 11-ჯერ შეხვედრილა. აქედან, 8 მატჩში მოიპოვა გამარჯვება, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ერთ მატჩში დამარცხდა. ”სტიაუას” ინგლისურ გუნდებთან 12-ჯერ უთამაშია, საიდანაც მოიგო -4, წააგო – 5 და ფრედ ითამაშა 3 მატჩი. როი ჰოჯსონი და ”სტიაუას” მწვრთნელი - ილიე დუმიტრეჩკუ ერთმანეთს აშშ-ს 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვდნენ. ჰოჯსონი შვეიცარიის ნაკრებს ედგა სათავეში, დუმიტრეჩკუ კი, როგორც ფეხბურთელი რუმინეთის ღირსებას იცავდა. მაშინ შეხვედრა შვეიცარიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა. იმედია, ჰოჯსონი დღევანდელ შეხვედრაშიც მოიპოვებს გამარჯვებას. აქვე შეგახსენებთ, დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით, 23:05 -ზე დაიწყება. მატჩს 40 წლის ცეზარ მუნის ფერნანდესის ხელმძღვანელობით, ესპანელი მსაჯთა ბრიგადა განსჯის. View the full article
  4. http://b.pix.ge/s/hfa9m.jpg როი ჰოჯსონმა ოფიციალურ საიტთან საუბრისას დაადასტურა რომ მომავალ მატჩებში აპირებს ცვლილებების შეტანას შემადგენლობასთან დაკავშირებით. როიმ განაცხადა, რომ მოახლოებულ მატჩში სტიაუას წინააღმდეგ ევროპის ლიგაზე აპირებს მთავარი ფეხბურთელების დასვენებას მანჩესტერისთვის და შანს მიცემს სათაარიგოთა სკამიდან ზოგ -ზოგიერთს თავსი გამოჩენის საშუალებას. ”მე შევიტან მცირე ცვლილებას შემადგენლობაში, რომელიც დაგეგმილი იყო” – განაცხადა როიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე. ”ვპიქრომ, რომ სხვასაც უნდა მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება, 25 ფეხბრთელში აუცილებლად გამოჩნდება ისეთი მოთამაშე რომელიც შეიძლება მომავალში ძირითადში დაგვჭირდეს.” “მე მჭირდება დავაკვირდე ფეხბურთელებს უფრო კარგად რისი დროც და საშუალებაც არ მქონდა, უმეტესად იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გვიან დაბრუნდნენ მსოფლიო ჩმპიონატის შემდგომ”. ”მე მინდა, გამოვცადო ზოგიერთი ფეხბურთელები თასის და ევროპის ლიგის თამაშებში, რადგან შემდგომ ოპტიმალური გუნდის ჩამოყალიბება შევძლო მთავარი შეხვედრებისთვის.” როიმ ასევე განაცხადა, რომ სტივენ ჯერარდი, რომელმაც მიიღო ყურის ტრავმა ბირმინგემთან, მზადაა მიიღოს მონაწილეობა მატჩში სტიაუას წინააღმდეგ. რაც შეეხება დირკ კუიტს და ფაბიო აურელიოს, ისინი აქამდე ლაზარეთში იმყოფებიან და ჯერ არ შეუძლიათ გუნდის დახმარება. View the full article
  5. http://assets1.liverpoolfc.tv/uploads/torres_4c8e3f466e2f7105069843.jpg როი ჰოჯსონმა ოპტიმიზმით სავსე ინტერვიუ მისცა liverpoolfc.tv–ს, სადაც ფერნანდო ტორესის შესახებ ისაუბრა…– ” ვფიქრობ, რომ კრიტიკას ერთი კარგი მხარე აქვს – გასწავლის როგორ იცხოვრო… ალბათ ეჭვი არავის ეპარება, როცა ვამბობ კონცენტრირებულები ვართ ამ წელზე მეთქი. ყველაფერი, რაც კი კლუბს შეემთხვა, ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ. ფერნანდო ტორესი არის ადამიანი, რომელთანაც პრობლემები არასდროს მაქვს. მან კარგად იცის რა ევალება სტადიონზე და უჩემოდაც გართმევს თავს ყველა წინაღობას. ვფიქრობ, მას ერთი ნაბიჯიღა აკლია, რათა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს. უკვე შემიძლია ვთქვა, რომ “ელ ნინიო” მზადაა, სტადიონზე 90 წუთის განმავლობაში გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
  6. ოქრო რადიოდეტალებიდან. ამ წიგნში ახწერილია როგორ მონიპოვოთ ოქრო და სხვა ძვირფასი მეტალები ზველ გაუჭებულულ რადიოდეტალებიდან. View the full article
  7. Playboy 2010-09 ნიდერლანდები View the full article
  8. ვირუსი რუსულენოვანი ეროტიკული კომიქსი 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  9. http://assets1.liverpoolfc.tv/uploads/assets/agger263.jpgლივერპულის მე–5 ნომერმა, დანიელ აგერმა, საინტერესო ინტერვიუ მისცა liverpoolfc.tv-ს…– ” გუნდი დაკომპლექტებულია ახალი ფეხბურთელებით. ვხვდები, რომ ჩვენი გულშემატკივარი, ახლა უფრო იმედიანად გვიცქერს. რაც შემეხება მე, ყველანაირად ვცდილობ, ისე გავაკეთო ყველაფერი, რასაც ჩვენი მწვრთნელი გვეტყვის. არასდროს დამიმალავს, მე ბედნიერი ვარ ამ კლუბში ყოფნით. ახლა ევროპის ლიგაში ვერთვებით დიდი იმედებით. ისეთი გუნდი, როგორიც ჩვენია, არ იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენას. ფაქტია, ბოლო 4 წელია, არაფერი მოგვიგია, რაც არც თუ ისე კარგ ამბად მესახება. მაგრამ ერთი რამ ცხადია როგორც ჩვენთვის, ისე ლივერპულის გულშემატკივრისთვის – ჩვენ გვიყვარს, ეს გუნდი. გუნდის პროგრესი ყველას ერთნაირად გვახარებს. ვიმედოვნებ, რომ არ შეფერხდება ჩვენი ნაკრების განვითარება. რაც შეეხება პრემიერლიგას, ის მსოფლიოში უძლიერესი ტურნირია. გასულ წელს არ გაგვიმართლა, თუმცა გვსურდა რაიმე ღირებულის შექმნა. იგივე ამბიცია გვამოძრავებს წელსაც – გვსურს ეს ტურნირი დავიპყროთ. რაც შეეხება ჩვენს მომდევნო მატჩს სტიაუასთან, ვიტყვი, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი ინგლისური კლუბია, რომელიც ვარსკვლავებით ნამდვილად არაა დაკომპლექტებული.” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
  10. მფარველი ანგელოზი ერო კომიქსი 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  11. წინგში ახწერილია მსოფლიოს ყველა ქვეყვის დრიშა მათი სურათები და დროშის ფერების და გერბების მნიშვნელობა ასევე წიგნშია ისტორიული დროშები ენა--რუსული View the full article
  12. პლეიბოის 2010 წლის კალენდარი View the full article
  13. გოგონები 100 სურათი View the full article
  14. ფილმის გმირს შეძლებული ოჯახის შვილს , კოლეჯიდან გააგდებენ და უსაქმურობის ნიადაგზე , იგი ნარკოტიკებით იწყებს ვაჭრობას. ბიზნესი ნელ-ნელა ვითარდება საქმეები კარგად მიდიან, მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ , რაც მის საუკეთესო მეგობარს დააპატიმრებენ ძმას კი მოკლავენ.. View the full article
  15. ორ ახალგაზრდა წყვილს, უღრანი ტყით მგზავრობისას, უფუჭდებათ მანქანა. სწორედ ამ დროს მათ უახლოვდება ცნობისმოყვარე დათვი. შეშინებული ადამიანები ცხოველს კლავენ. მოქმედებაში ჩნდება ამ დათვის მეგობარი, რომელიც საპასუხოდ მათ თავს ესხმის. საბოლოოდ წყვილები მანქანაში იკეტებიან და მათ სასწრაფოდ სჭირდებათ რაიმე გეგმა, რომ თავი დააღწიონ საკმაოდ ჭკვიან მოწინააღმდეგეს, რათა გადარჩნენ. View the full article
  16. მომხიბლელი ჟურნალისტი სახელად ემმანუელა ქალაქის ერთერთ საავანტყოფოში საშინელ ფაქტს წააწყდება პაციენტი ქალი რომელის იპოვეს ამაზონიის ჯუნგლებში მკერდს მოაჭამს მედდას , იმის ჰასარკვევად , თუ რამ გამოიწვია ქალში ეგეთი აგრესია ემმანუელა მოგზაურთა ჯგუფთან ერთად გაემგზავრემა ჯუნგლებში სადაც წააწყდებიან კანიბალთა ტომს ..... 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg თომას დე ვაალი კმარა სამხრეთ-კავკასიის გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფად აღქმა ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ ამიერკავკასიიდან კვლავ ცუდი ამბები მოდის. რეგიონის ორი ყველაზე ვრცელი საზღვარი (სომხეთ-აზერბაიჯანის და რუსეთ-საქართველოსი) ნაწილობრივ ან მთლიანად დახურულია, ხოლო სახელისუფლებო ორგანოებში გამეფებული კორუფციის გამო, ნორმინალურად გახსნილი საზღვრებიც კი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას არ იძლევა. საბჭოთა პერიოდის „მშობლებს“, საქართველოს და აზერბაიჯანს გამოყოფილი, მაგრამ რეალური სუვერენიტეტის არმქონე რეგიონის სამი დე-ფაქტო მიკრო-სახელმწიფო – აფხაზეთი, სამხრეთ-ოსეთი და მთიანი- ყარაბახი – „ბუნდოვან ზონაში“ იმყოფება. ომმა უსახლკაროდ დატოვა ასობით-ათასი დევნილი. სიღარიბე და უმუშევრობა არ იკურნება. მილიონობით ადამიანი სახლისგან მოშორებით, ძირითადად რუსეთში მუშაობს. ასეთი სამწუხარო ვითარების გამო, დამნაშავეები როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენელებიც არიან. რაში მდგომარეობს უცხოელების ბრალი? ვფიქრობ, ყველანი დამნაშავეები ვართ, რადგან ჩვენი არასწორი წარმოადგენების და ინტერპრეტაციების გამო, რეგიონში შექმნილი ისედაც აუტანელი პოლიტიკური ვითარება, კიდევ უფრო გაუარესდა. ვხედავ სამ სახიფათო ილუზიას, სამ მცდარ მიდგომას, რაც რეგიონს მავნე შედეგების სახით უბრუნდება. პირველი და იმავდროულად სამიდან ყველაზე ძველი ილუზია, ამ რეგიონის „დიდ საჭადრაკო დაფად“ წარმოდგენა, რომელზეც დიდი სახელმწიფოები პატარებს როგორც პაიკებს ისე ამოძრავებენ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად. სინამდვილეში კი, გეოპოლიტიკური კლიმატი როგორც არ უნდა იცვლებოდეს, ადგილობრივი პოლიტიკოსები ყოველთვის ახერხებენ საგარეო ძალებით მანიპულირებას, ყოველ შემთხვევაში ისეთივე დოზით, როგორითაც დიდები მათით მანიპულირებენ. ოცი წლის შემდეგაც, კავკასია კავკასიად რჩება, მთელი თავისი სირთულეებითა და მრავალფეროვნებით – ეს არ არის რუსეთის, თურქეთის ან ირანის ასიმილირებული პროვინცია. კავკასიის ხალხები საკმარისად ძლიერები არ არიან იმისთვის, რომ კეთილდღეობას მიაღწიონ, სამაგიეროდ საკმარისი ძალა გააჩნიათ იმის, რომ დიდი მეზობლების ზეწოლას შეეწინააღმდეგონ: ამას პირობითად შეგვიძლია „არაუსაფრთხოების ბალანსი“ დავარქვათ. საკუთარი ისტორიის განმავლობაში სომხები, აზერბაიჯანლები და ქართველები, ისევე როგორც რეგიონის უფრო მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები, საგარეო შემოსევებს განიცდიდნენ და მათი ასიმილაციის მცდელობებს მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ. რა თქმა უნდა, ხშირად გადარჩენის ფასი ფაუსტის უმაღლეს ძალასთან ერთგვარ შეთანხმებას ჰგავდა. ასე აღმოჩნდნენ აზერბაიჯანლები თურქებთან და ბრიტანელებთან ალიანსში, ქართველები – გერმანელებთან და ბრიტანელებთან, ხოლო სომხები, აფხაზები და ოსები – რუსეთთან ალიანსში. ის გარე ძალა, რომელიც გასულ საუკუნეში დიდწილად განსაზღვრავდა რეგიონის ბედს საბჭოთა რუსეთი იყო, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში არა იმდენად წყვეტდა რამდენადაც უფრო ზედაპირულად აგვარებდა კავკასიურ წინააღმდეგობებს. 1920 წლიდან რეგიონი საბჭოეთის ავტორიტარული მართვის მხუთავ მარწუხებს უძლებდა. 1919 და 1991 წლების მოვლენები დიდწლად ერთმანეთს წააგავს: აფხაზები და ოსები ქართველი ნაციონალისტების მხრიდან სავარაუდო საფრთხის გამო დახმარებას რუსეთს სთხოვენ, ხოლო საქართველო რომელმაც ის იყო დამოუკიდებლობა მოიპოვა, რუსული საფრთხის გამო დახმარებას ახლადშეძენილ დასავლელ პარტნიორებს სთხოვს. 2008 წლის აგვისტოში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილმა წინააღმდეგობებმა სამხრეთ-ოსეთი, ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთ–ამერიკის ყველაზე სასტიკი შერკინების ადგილად აქცია. ყველა ამ ურთიერთობების რთული ხასიათის გათვალისწინებით, უკეთესი იქნება თუკი ამ სურათს მივუდგებით არა როგორც დიდ საჭადრაკო დაფას, არამედ როგორც დომინოსგან შეკოწიწებულ კოშკს, როდესაც ერთი დეტალის გამოცლით, შეიძლება მთელი შენობა ჩამოინგრეს. მეორე ილუზია იმაში მდგომარეობს, რომ რუსი დათვი რეგიონს თავზე ადგას და დღესაც კი მზადაა შედარებით დაუცველი კავკასიური ერები გაანადგუროს. ვფიქრობ ეს გაზვიადებული წარმოდგენაა. რა თქმა უნდა რუსეთი რეგიონის ყველაზე ძლიერი მოთამაშეა. 1990-იან წლებში რუსეთის არმია რეგიონის კონფლიქტებში მართლაც ერეოდა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰქონდა და ახლაც რუსი სამხედროები თბილისიდან სულ რაღაც ოცდაათი მილის მოშორებით, ქალაქ ახალგორში იმყოფებიან, მაგრამ რუსეთის უნარი გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ეს ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია. მთავარი ფაქტორი, რაც რეგიონში რუსეთის გავლენას ზღუდავს – მისი გეოგრაფიაა. ჯერ ერთი დიდი კავკასიური უღელტეხილი ფიზიკური ბარიერია, მეორეც ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის საკუთარი მტკიცე ტრადიცია, მეფის რუსეთს და საბჭოთა კავშირს აიძულებდა რეგიონი ემართა არა პირდაპირ, არამედ ადგილობრივ ლიდერებზე დაყრდნობით. რუსები რეგიონში ყოველთვის ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილები, ახლაც კი რუსეთის მოქალაქეები იქ ძალიან ცოტაა, ისევე როგორც ადგილზე პიდაპირი ზემოქმედების ბერკეტი. ბევრმა დასავლელმა ანალიტიკოსმა 2008 წლის ომი იმის დასტურად მიიჩნია, რომ რუსეთს ამიერკავკასიასა და ზოგადად „ახლო საზღვარგარეთში“ გაბატონების ნეოიმპერიალისტური გეგმები აქვს. სინამდვილეში ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოსკოვი საკმაოდ აქტიურად გამოდიოდა სხვადასხვა სტიმულების შეთავაზებითა და სომხეთს და აზერბაიჯანს საჩუქრებს ჩუქნიდა, ხოლო პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პირადად დახარჯა დრო და მთიან-ყარაბახში მშვიდობის დამყარების პროცესისთვის გაისარჯა. ახლახანს რუსეთის მიერ სომხეთთან სამხედრო კავშირის განმტკიცება, ვერ შენიღბავს მის დროში გაჭიანურებულ წასვლას კავკასიიდან, სადაც ადგილობრივ მოთამაშეებს და მათ შორის სომხეთსაც, ერთობლივად რამდენიმე პარტნიორის ყოლა ურჩევნიათ, ვიდრე ერთის. დღეს რუსეთი კავკასიაში – თამაშის რამდენიმე მონაწილეთაგან მხოლოდ ერთ-ერთია, ხოლო მნიშვნელობა იქ ეკონომიკურ და არა სამხედრო პოტენციალს აქვს. გამოყოფილ რეგიონებში, სამხრეთ-ოსეთში და აფხაზეთშიც კი, რომლებიც დასთანხმდნენ იმას, რომ ისინი დე-ფაქტოდ მოსკოვს ემართა საქართველოსგან დე-ფაქტო გამოყოფის სანაცვლოდ, რუსეთის ფსონები არც ისე მაღალია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მოსკოვი ამ რეგიონებში მილიონობით დოლარს აბანდებს, მაგრამ ეს ფული სხვა რაღაცეებზე უნდა იხარჯებოდეს. მსოფლიოს თითქმის არც ერთ ქვეყანას არ მიუბაძავს რუსეთის მაგალითისთვის და არ უღიარებია ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, მოსკოვის ნაბიჯმა არასტაბილურ ჩრდილოეთ-კავკასიაში უკმაყოფილება გამოიწვია. გრძელვადიან პერიოდში ამ „გაყინული კონფლიქტების“ მოგვარება შეიძლება შესაძლებელი გახდეს, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩიხური სიტუაცია რომელიც ამ ტერიტორიების ირგვლივ შეიქმნა, ხელს უშლის მოსკოვს უსაფრთხოების კიდევ უფრო არსებით პრობლემას – ტურბულენტურ ჩრდილოეთ-კავკასიას გაუმკლავდეს. რუსეთს არა აქვს უნარი ჩეჩნეთი, დაღესტანი და ინგუშეთი საკუთარი ძალებით მოარჯულოს, ამისთვის მას ქართველების, აფხაზების, ოსების და დასავლეთის დახმარება დასჭირდება. რა თქმა უნდა, სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო, ხოლო რუსეთთან მხოლოდ ერთი მთის გვირაბი აკავშირებდა, შეთანხმების მიღწევა უახლოეს ათწლეულში შესაძლებელია. ასე რომ წარმოდგენა ყოვლისშემძლე რუს დათვზე შეცდომაა. მოსკოვი მკბენარა და არაპროგნოზირებადი ცხოველია, მაგრამ არც თუ ყოვლისშემძლე. მესამე ილუზიაა ის, რომ თითქოს სამხრეთ-კავკასიას დასავლეთის ქვეყნებისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ასეთ მცდარ წარმოდგენას ჩვენთვის სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს. ამიერკავკასიის გლობალურ მნიშვნელობაზე წარმოდგენის ჩამოყალიბებას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი: პირველი – ამ რეგიონში იმ დერეფნის წარმოდგენა, რომელიც დასავლეთის ენერგომატარებლებით მომარაგებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და მეორე იმავდროულად მისი აღქმა ნატო-ს გაფართოვებისთვის სასურველ მოედნად. რაც შეეხება ენერგეტიკას რა თქმა უნდა უდაოა, რომ ამიერკავკასიაზე კასპიისპირა რეგიონიდან ნავთობის და გაზის ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი მარშრუტი გადის და აბსოლუტურად გასაგებია, რატომ არის საჭირო აზერბაიჯანის ის მილსადენები, რომლებიც რუსეთს და ირანს არ უკავშირდება. ნავთობმა, რომელიც „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენში მიედინება აზერბაიჯანს, რომელსაც ფული სჭირდებოდა მილიონობით დოლარი მოუტანა (ოდნავ ნაკლები საქართველოს). კასპიის გაზი ორივე ქვეყანას დაეხმარა ნაწილობრივ გათავისუფლებულიყვნენ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისაგან, მაგრამ ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა შეცდომით გადაწყვიტა, რომ მილსადენების პოლიტიკა მოგებაზე თამაშია. 1990-იან წლებში ზოგიერთმა ენთუზიასტმა დაიჯერა განცხადებები იმის თაობაზე, რომ კასპიისპირა რეგიონში განსაკუთრებული მოცულობის ნავთობის საბადოები იყო. მას ქუვეიტის და საუდის არაბეთის მარაგებს ადარებდნენ. საბოლოო ჯამში, ეს ცნობები ძალიან გაზვიადებული აღმოჩნდა. სიტუაცია არ გაუმჯობესებულა არც ორი არასწორად შერჩეული მეტაფორით. რა თქმა უნდა, „ახალი დიდი აბრეშუმის გზა“ (შუა აზიიდან – შავიზღვისპირეთისკენ მიმართული) მშვენივრად ჟღერს, მაგრამ ეს რაღაც არათანამედროვე, შუა საუკუნეობრივ წარმოდგენებს წააგავს, ხოლო როდესაც ამიერკავკასიის მიმართ ინტერესის ბოლოდროინდელ გამძაფრებას „დიდ თამაშს“ ადარებენ, უფრო ზუსტად კი შუა აზიასა და ავღანეთში გავლენისთვის ბრძოლას, რომელიც მე-19 საუკუნეში მეფის რუსეთს და დიდ ბრიტანეთს შორის გაჩაღდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადგილობრივი მცხოვრებლები – პასიური არსებები იყვნენ, მოსკოვი კი უკიდურესად საშიში მტერი. მსგავსმა მეტაფორებმა პატარა ქვეყნებს ყალბი იმედები გაუჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთისთვის მათ უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვთ და იმავდროულად რუსეთიც განარისხეს. დღეს, როგორც სჩანს რეგიონში პლაცდარმის შექმნისკენ მიმართულმა სტრატეგიულმა ამბიციებმა ადგილი დაუთმო მისი მნიშვნელობის უფრო ფხიზელ შეფასებას, ევროპის ენერგეტიკული და ეკონომიკური მოთხოვნების თვალსაზრისით. კიდევ ერთი მასშტაბური სტრატეგიული პროექტი, რომელიც დასავლეთმა კავკასიას თავს მოახვია – საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაა. სინამდვილეში, საქმე ეხებოდა არა საქართველოს უფლებას გამხდარიყო ალიანსის წევრი (ქართულმა საზოგადოებამ ამ საკითხისადმი თავისი პოზიტიური დამოკიდებულება რეფერენდუმზე გამოხატა, თანაც საკმაოდ დიდი უმრავლესობით). საქმე ის არის, მოუტანდა თუ არა ნატო-ში გაწევრიანება რაიმე სარგებელს მაინც ნატო-ს ან საქართველოს და ახლა უკვე ცხადი გახდა რომ არა. შესრულებულმა სამუშაომ ვერ გააუმჯობესა საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია და არც ნატო აღმოჩნდა მზად საკუთარ რიგებში ისეთი ქვეყანა მიიღოს, რომლის შეიარაღებული ძალები განუვითარებელი, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია და იმავდროულად საკუთარ ტერიტორიაზე ორი გადაუწყვეტელი კონფლიქტი აქვს. როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გაცხადდა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიაჩნდა, რომ მის ქმედებებს სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით ვაშინგტონი მხარს დაუჭერდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს სინამდვილეში მოხდა. როდესაც კონფლიქტი ჩაცხრა, საქართველომ დაკარგა აფხაზეთიც, სამხრეთ-ოსეთიც და ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც. გაცილებით სასარგებლო იქნებოდა სტრატეგიით, რიტორიკითა და მოკავშირების შერჩევითი მოზიდვით კი არ გვეთამაშა, არამედ კონცენტრირება მოგვეხდინა უფრო დაბალ დონეზე – ინსტიტუტების მშენებლობაში ინვესტირებაზე. მაშინ ამიერკავკასიის მცხოვრებლები უფრო საღად შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და იმასაც გაიგებენ, რისი თხოვნა შეუძლიათ მათ დასავლელი მფარველებისთვის, რომლებიც ყურადღებით და მეხსიერებით არ გამოირჩევიან. ამას პარადოქსულ დასკვნამდე მივყავარ: სტრატეგიული უმნიშვნელობის სასიცოცხლო დოზას ამიერკავკასიისთვის ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო. რეგიონის ამ რაკურსში განხილვისას, როგორც უცხოელები, ასევე ადგილობრივები უკეთ შესძლებენ არსებითი პრობლემების გადაწყვეტაზე კონცენტრირებას. ვფიქრობ, ამიერკავკასიისთვის სასარგებლო იქნება ზესახელმწიფოებს შორის მორიგება – თუკი ისინი მტრული ზრახვების არ არსებობის პირობით ერთმანეთის ინტერესებს აღიარებენ. გარე ძალებმა უნდა მოილაპარაკონ, რომ რეგიონს იარაღს არ მიაწვდიან და კონფლიქტის მიმართულებით ნებისმიერ სვლას ერთობლივად შეაჩერებენ, მაგრამ ამას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც რეგიონი აღმოჩნდება ნებისმიერი უსაფრთხოების ალიანსის მიღმა და მისი „გარდამავალი“ სტატუსი მას კონფლიქტის ზონიდან ნეიტრალიტეტის ზონად გადააქცევს. ახლა ეს სუფთა წყლის უტოპიად ჩანს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენი რუსი სამხედროა თავმოყრილი აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში და როგორ გრგვინავს ყარაბახის კონფლიქტის ვულკანი, თუმცა უცხოელებს კავკასიაში აქვთ შესაძლებლობა ცოტა განსხვავებული მომავალი წარმოიდგინონ და საკუთარი პოლიტიკაც შესაბამისად ჩამოაყალიბონ. ამ ამოცანას გვერდი-გვერდ მისდევს ეკონომიკური ხედვაც: წარმოიდგინეთ, რომ ამიერკავკასია გახდა თავისუფალი ვაჭრობის ზონა, კომუნიკაციის კვანძი, რომელსაც ვარსკვლავის მსგავსად, ხუთი მიმართულება აქვს: რუსეთისკენ, კასპიის მიმართულებით, ირანისკენ, თურქეთისკენ და შავიზღვისპირეთისკენ. როდესაც ხელახლა გაიხსნება სარკინოგზო ხაზი აფხაზეთის, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანული ნახიჩევანიდან ირანის გავლით (განშტოებებით შავ ზღვაზე, თურქეთსა და ევროპაში) – ეს ის დღე გახდება, როდესაც ამიერკავკასია კვლავ გადაიქცევა იმ რეგიონად, რომელსაც მომავალზე რეალური პერსპექტივები გაუჩნდება. ამიერკავკასიის მცხოვრებლებში და უცხოელებში ასე ცოტა თუ ფიქრობს. მიდრეკილება ვიწრო, ორმხრივი მიდგომისკენ კავკასიური პოლიტიკის მუდმივი პრობლემაა, რომელსაც დამატებით ართულებს ისეთი სახელმწიფოების მრავალრიცხოვანი პოლიტიკური მიზნები, როგორებიც არიან რუსეთი და შეერთებული შტატები. მაგალითად, ვაშინგტონის პოლიტიკა სომხეთის მიმართ დიდწილად ნაკარნახევია კონგრესის მიერ, თანაც ამერიკაში მილიონამდე სომეხი ცხოვრობს, რომლებიც ძლიერ შიდა პოლიტიკურ ლობს ქმნიან. მეორეს მხრივ ამერიკას აზერბაიჯანული პოლიტიკაც აქვს და მისი მხარდამჭერები სამხედროებს და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენელებს შორის, აზერბაიჯანს ნავთობის და გაზის წყაროდ, ასევე ავღანეთში საჰაერო გზით ტვირთის გადატანისთვის სატრანზიტო ქვეყნად განიხილავენ. ამას ემატება ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც ერთ დროს პრეზიდენტ ბუშის „დემოკრატიზაციის პროგრამის“ საუკეთესო ექსპონატი იყო. პრობლემა ის არის, რომ ვაშინგტონში ამიერკავკასიას ფაქტობრივად ერთიან რეგიონად არავინ არ განიხილავს, სადაც არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკური ინტერესები და უსაფრთხოების პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც საერთო რეგიონალურ ჭრილში უკეთესია. ხოლო კავკასიაში გარდაქმნების განხორციელებისთვის ყველაზე პერსპექტიულ წყაროებს, კიდევ უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. ეს წყარო რეგიონის მოსახლეობაა, რომელიც მცირე ბიზნესით და ვაჭრობით არის დაკავებული. ხშირად ეს ადამიანები კავკასიის ფარგლებს გარეთ მუშაობენ და საკუთარ რეგიონს არ ამდიდრებენ. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არად აგდებენ არც საზღვრებს, არც ეთნიკურ სხვაობას, არც მითიურ „საუკუნეობრივ მტრობას“, რაზეც ზოგჯერ პოლიტიკოსები ალაპარაკდებიან ხოლმე, რომლებსაც მხარდამჭერების მოპოვება და შუღლის გაღვივება სურთ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამიერკავკასიის სამშვიდობო პროექტებზე მილიონობით დოლარი დახარჯეს, მაგრამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველაზე ეფექტურ კატალიზატორად ორი აბსოლუტურად სპონტანურად წარმოქმნილი საბითუმო ბაზარი იქცა. ერთ-ერთი ასეთი ბაზარი, სამხრეთ-ოსეთის და საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ერგნეთთან მდებარეობდა. ქართველები და ოსები, ფაქტობრივად ყველაფრით ვაჭრობდნენ – ავტომობილებით დაწყებული, ასანთით დამთავრებული და ამ ბაზრით მიღებული მოგება სამხრეთ-ოსეთს ათი წლის განმავლობაში ასულდგმულებდა. მეორე ბაზარი, სადახლოს დასახლებაში, საქართველოში მდებარეობდა, მაგრამ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ახლოს და ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში მყოფი ორივე ქვეყნის კომერსანტებისთვის გადასატვირთი პუნქტის ფუნქციას ასრულებდა. სამწუხაროდ დღეს ორივე ბაზარი დახურულია, მაგრამ დასკვნა ასეთია: რეგიონში, მიუხედავად ყველაფრისა დინამიკური ინდივიდები ცხოვრობენ, და არამხოლოდ ერთმანეთთან მებრძოლი ჯგუფები. რაც შეეხება დასავლელ პოლიტიკოსებს, ჩემი აზრით მათ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ამიერკავკასიის საქმეებში ჩარევას გადაწყვეტენ, საკუთარ თავს ორი კითხვა უნდა დაუსვან: „ხელს შეუწყობს თუ არა ჩემი ქმედებები საზღვრების გახსნას და იზოლირებული რეგიონის გათავისუფლებას?“ და „დავეხმარები თუ არა მე უბრალო ადამიანებს, თუ მხოლოდ სახელმწიფოებს?“ ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...