Jump to content
Planeta.Ge

zoixter

პლანეტელი
  • პოსტები

    216
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი zoixter

  1. Siknadmo"მოდი გავწყვიტოთ ქართველები რას იტყვი? აგერ საქართველოს ერთი ნაწილი ნაცმომ უკვე გადასცა აფხაზებს და ოსებს, ნაწილი მივცეთ აზერებს, სომხებს, თურქეთს. პრადვინუტმა ნაწილმა აახვიოს ევროპა ამერიკაში და ასე გადავწყვეტთ პრობლემას" ისე მართალი ხარ ჩვენ თუ გავწყვიტავთ ჩვენს თავს თორე აგერ 3000 წელია ვინ აღარ ეცადა. ხშირად ზედმეტად კრიტიკულებიც ვართ და ეს ფაქტორიც უარყოფითად გვდევს კუდში. ბელგიელებზე საზიზღარი და გათახსირებული ხალხი მეორე მსოფლიო ომის დროს არავინ იყო, მარადიორობით და საკუთარი ხალხის ჯლეტით იყვნენ დაკავებულები, მაგრამ არ ტირიან ჩვენნაერად, რაციონალურად მიუდგნენ თვითგამორკვევის საკითხს და ამჟამად ერთ-ერთი პირველია ევროპაში ცხოვრების დონით. მარტო ტურიზმით და ჰიდრორესურსებით ვიცხოვრებთ აყვავებულები, თუ ავირჩიეთ ის მიმართულება რაც მართლა ქართველ ხალხს უნდა და არა ანგლო-საქსებს და რუსებს
  2. ჩვენი საშველი არ იქნება სანამ ძირეულად არ შეიცვლება მმართველობის მოდელი. ასე იქნება სულ გადადექი გადმოდექის ყვირილი. სულ რომ ანგელოზი დავსვათ პრეზიდენტად მაინც მოვითხოვთ მის გადაყენებას. არ არის გამართლებული ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის. ხალხის ფსიქოლოგიაში და მენტალობაში არის პრობლემა
  3. რას გულისხმობთ ამაში "ადამიანი უნდა შეიცვალოსო"? რანაერად უნდა შეცვალოთ კონსტრუქტორი ხომ არაა. ჩემი აზრით საქმე იმაშია რომ ადამიანს ამ შემთხვევაში ერს უნდა შეუქმნა ის პირობები რომელიც მისთვის გენეტიკურ და ქვეცნობიერ დონეზე მისაღები იქნება. ქართველები რომანტიკოსი ხალხი ვართ პოეზიის, ლექსის, სიმღერის, ცეკვის, რაინდობის გარეშე არ შეუძლია არსებობა. ისევე როგორც იტალიელს ვერ შეაჩვევ მუდმივი დისციპლინაის ქვეშ ყოფნას გა გერმანელს კიდევ მუდმივ მხიარულობას. უკაცრავად ცოტა პრიმიტიულ დონეზე ვხსნი მაგრამ იმედია გამიგებთ რისი თქმა მინდა...ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ჯოგური პრინციპებით როგორც რუსეთში ცხოვრობს ხალხი და ზედმეტადაც ვერ გავირყვნებით როგორც დასავლეთის ცივილიზაციაა დღეს–დღეისობით. არ შეიძლება ქართველს აყურებინო ტელევიზორში სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური და ზოგიერთ შემთხვევაში შიზოფრენიული შოუები, რო გავკივივართ და ვიძახით "დასავლური ღირებულებებიო" ხშირ შემთხვევაში იმაზეც არ ვფიქრობთ თუ რამხელა საფრთხის მომტანია ჩვენთვის მასში სრული ინტეგრაცია. კაი მაგალითად შევედით ევროკავშირში და წინადადება წაგვიყენეს ჩაატარეთ გეი პარადი თბილისში და გვაჩვენეთ თქვენი ჭეშმარიტი დემოკრატიაო. აი ასეთი რაღაცეებისთვის ხომ უნდა ვიყოთ მზად, პასუხი ხომ ანდა გაგვაჩნდეს რამე რითიც ავიცილებთ ამგვარ სისაძაგლეს თავიდან. ან რუსი ვანიას ტაშ–ფანდურზე რომ აღარ ვიცეკვოთ ვიცეკვოთ აღრასოდეს, ამისთვის მარტო "ფაქ რაშას" ძახილი არ კმარა და მერე თვითონ რომ გარბიან თავქუდ მოგლეჯილები რუსის დანახვაზე. ეროვნული თვითშეგნება არ ყალიბდება იქ სადაც ხალხი უბრალოდ მასას წარმოადგენს რომელიც მისთვის უჩვეულ გარემოში ცხოვრობს
  4. გამარობათ! ჩემი აზრით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდეს ქვეყანაში რადგან არ არსებობს ადამიანი რომელიც ასეთ დატვირთვას გაუძლებს როგორიც მას საქართველოში ხვდება პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში. არ გაამართლა არა და კიდევ ერთხელ არა!!! სამი პრეზიდენტი იყო და ყველა ჩარეცხა ხალხმა იმიტომ რომ არ ჯდება ქართველი ხალხის ფსიქოლოგიაში მცნება "პრეზიდენტი" როგორც ასეთი. საწყალი ზვიადი იყო და სულ ზარ ზეიმით მოვიყვანეთ მივეცით აბსოლუტურად ყველაფრის უფლება, გავაღმერთეთ შემდეგ მერსედესით რომ დაიწყო სიარული ამოვაყოლეთ ყელში, ეს როგორ შეიძლება კაცოო პრეზიდენტს მერსედესი როგორ უნდა ყავდესო. რატომ არ უნდა ყოლოდა ერთი მიპასუხეთ?! რითიც დამთავრდა მისი მოღვაწეობა ყველამ კარგად ვიცით. შევარდნაძეს ჩამოვათრიეთ და ტახტრევანით შემოვაბრძანეთ თბილისში, და რა თქმა უნდა ისიც გავაღმერთეთ. რამდენი ხანი დაჭირდა მისი მწვალებლობით გაგდებას ეგეც მოგეხსენებათ. ეხლა მიშა მოვიყვანეთ 95%–თ, და ისევ კერპად ვაქციეთ. დაიწყო თვითმფრინავით ფრენა და არიქა ეს ვის გაუგონია მაგან ხომ თქვა მეტროთი ვიმგზავრებო...ეფრინა იმ თვითმფრინავით და ყოფილიყო მარა ჩვენც არ შევარჩინეთ და მანაც "იგულავა" როგორც უნდოდა. ყველაფრის უფლება მივეცით და ისიც "გაფუჭდა"...საქმე იმაშია რომ ქართველი კაცი პრეზიდენტს როგორც მეფეს ისე უყურებს უყურებს როგორც ქვეყნის სიმბოლოს, აძლევს უზომოდ დიდ უფლებებს, ადიდებს და ხოტბას ასხავს...საცოდაობაა რასაც ჩვენ ჩავდივართ აგერ უკვე რამდენი წელია გატანჯულები და დამცირებულები დავიარებით, ისევ ჩვენი უნიკალურობით, ნიჭიერებით და ღმერთის სიყვარულით ვარსებობთ თორემ ჩვენი ბუნდღა არ იქნებოდა ამ ქვეყანაზე. ჩემი აზრით კონსტიტუციური მონარქია ზედ გამოჭრილია ჩვენზე
×
×
  • შექმენი...