Jump to content
Planeta.Ge

zoixter

პლანეტელი
  • პოსტები

    216
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი zoixter

  1. რა იყო აქ "დიკრიმინაციული" გაუგებარია?? ვინმემ შეურაცხყოფა მოგაყენათ თუ რატომ გაბრაზდით??
  2. ნახეთ ეს ვიდეო და დააკვირდით თუ რას ამბობს კენედი ადამიანი რომელიც ჭეშმარიტი დემოკრატი იყო. არავის ჩემს აზრს არ ვახვევ უბრალოდ კარგად გაანალიზეთ ჩვენთან მიმდინარე პროცესები
  3. საოცარია როდესაც ხალხი დემოკრატიაზე გველაპარაკება და თვითონ მოსმენაც კი არ უნდა განსხვავებული აზრის :bushti: ...არა უშავს აქეთ გადმოვინაცვლოთ თქვენის ნებართვით
  4. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილია არის მართმადიდებალი და იდეაში სახელმწიფო რელიგიაც მართმადიდებლობაა. როდესაც მეჩეთი ან სხვა სახის სამლოცველო იდგმება ქვეყანაში სალ ცოტა უნდა იყოს გათვალისწინებული იმ მოსახლეობის აზრი სადაც მისი მშენებლობა იგეგმება. სავსეა საქართველო მეჩეთებით, მიუხედავად იმისა რომ მართმადიდებლური ეკლესიების მშენებლობა თითქმის ყველა ისლამურ ქვეყანაში იკრძალება. ყველაზე კომფორთულად მუსლიმები საქართველოში გრძნობენ თავს. ჩემი თუ არ გჯერათ შეგიძლიათ გაესაუბროთ ნებისმიერ მუსლიმს. რა ვიცი ებრაელებიც არიან მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე , ოსებისც , აფხაზებიც და სომხებიც...რას გულისმობთ ვერ ვხვდები...
  5. სრულიად გეთანხმები! მაგრამ დამისახელე ერთი ასეთი მაგალითი მაინც რომლითაც იზღუდება ეს უფლებები სხვა კონფესიებისთვის ან სხვა ეროვნებებისთვის
  6. ყველას ვინც გაბრუებულია ფსევდო დემოკრატიით (და არა ჭეშმარიტი დემოკრატია) და მზად არის ქართული ტრადიციები დააკნინოს, დაამციროს და მოახვიოს ხალხს ან პრორუსული ან პროამერიკული ცნობიერება. ნახეთ რამოდენიმე ვიდეო და კარგად გაანალიზეთ თუ გაწყობთ ეს ყველაფერი და რაც მთავარია თქვენი ქვეყანა თუ გემეტებათ. მე არც რუსეთის მოყვარული ვარ და არც ამერიკის, უბრალოდ მიმაჩნია რომ შტატებსაც და რუსეთსაც ერთი ძალა მართავს რომელის გაგონებაც ზოგიერთს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. როგორ განვათავსო იუთუბიდან ვიდეო აქ რომ პირდაპი გამოჩნდეს?
  7. ამჟამად ძალიან ძნელი სათქმელია რუსეთს რა აქვს მართმადიდებლობასთან საერთო. ამას წინათ რუსეთში მოკლული იქნა ცნობილი მღვდელმთავარი მამა დანიელი, რომელიც თავგადადებული იყო მართმადიდებლობისთვის. რუსულმა საზოგადოებამ ეს ვანდალიზმი უხეშად რომ ვთქვათ "გაატარა მიღმა", ყოველ შემთხვევაში მასამ. რუსეთის პატრიარქის საკმაოდ საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებამ ხომ საერთოდ უხმაუროდ ჩაიარა. რუსეთში მასა დამახინჯებულად აღიქვავს მართმადიდებლობას. შედით ერთი მაგათ ფორუმებზე და წაიკითხეთ რეებს წერენ. ყველაზე არ მაქვს რა თქმა უნდა საუბარი იქაც არის პატიოსანი და სპეტაკი ხალხი თუმცა ამ უზარმაზარი ქვეყნისთვის ეს ძალზედ მცირე მაჩვენებელია. ნუ მოელით რუსეთისგან "რელიგიურ თანადგომას" იგივე ბიზანტიის მაგალითი აიღეთ თუ როგორ აბანავებდა სისხლში ქართულ მოსახლეობას. იმპერიაში რელიგია შირმაა და მეტი არაფერი
  8. და მერე ამით რისი თქმა გინდა ვერ გავიგე? ფაშიზმი ფაშიზმია გინდა გერმანიაში იყოს და გინდა რუსთში
  9. მოკლედ ახლო მომავალში სავსებით შესაძლებელია ტახტისთვის ბრძოლა ვიხილოთ ქვეყანაში. როგორც მოგეხსენებათ მიშასაც ბაგრატიონთა სისხლი უჩქებს. ეგენი "გრუზინსკების" შტოდან არიან აი თეა თუთბერიძე კი ბაგრატიონთა იმერული შტოდან მოდის. VIVE LA KUBA
  10. სამწუხაროდ ისტორია მეორდება და იგივე სცენარით მიდის როგორც მეორე მსოფლიო ომის წინ ვითარდებოდა. ეგრე კვებავდნენ რეიხს დასავლეთ ევროპის პროსტიტუტი მმართველები წლების განმავლობაში, უზარმაზარ თანხებს აბანდებდნენ გერმანული სამხედრო ფაბრიკებში და წარმოებებში. სსრკ-ც 30-ან წლებში ამარაგებდა გიტლერის სამხედრო მანქანას საჭირო რესურსებით. ბოლოს როგორ მოუბრუნდათ ბუმერანგივით მათი გამოკვება საფრანგეთს, სსრკ-ს და საერთოდ მთელს მსოფლიოს ყველამ კარგად ვიცით. ამჟამად მესამე რეიხის ნაცვლად რუსეთი მოგვევლინება სულ ცოტა ხანში. http://www.myvideo.ge/?video_id=248099 გაავლეთ პარალელები
  11. ...და უკაცრავად ეს რა ენაზეა დაწერილი ეგება აგვიხსნა
  12. ერთ რაღაცას დავაკვირდი და უცნაური რამ აღმოვაჩინე ალბათ თქვენც გიფიქრიათ ამაზე: ვინც ყველაზე მაგრად ლანძღავს საქართველოს და აგრესიულად არის განწყობილი ჩვენდამი რატომღაც უმრავლესობა რუსი–ებრაელია მაგალითად დუგინი, ლეონტევი, ჟირინოვსკი, ლუჟკოვი, კობზონი, ზატულინი და ა.შ...და კიდევ მაგათი პრეზიდენტი და პუტინი კიდევ черт его знает ვინაა .თუმცა ვინღა დარჩა ეგენი მართავენ რუსეთს
  13. ცინიზმის ზენიტია! განსაკუთრებით – "აქ გამოსაძიებელი არც არაფერია." ანუ ეშმაკსაც გაუჟიმიხართ თუ არც გჯერათო. ჯიგრები ხართ
  14. ისე ზედმეტად თვითკრიტიკულები ვართ. ეგრეც არ შეიძლება
  15. ამაზე უარეს დღეშიც ვყოფილვართ და ეგაა მთელი უბედურება. მემგონი შევეჩვიეთ კიდევაც ასეთ არსებობას.
  16. ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ სუყველამ ის რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აფხაზების და ოსების გარეშე ვერ დაბრუნდება რაც არ უნდა ბრუტალური ძალა გაგვაჩნდეს. სწორედ მათი და ჩვენი კოორდინირებული მოქმედებით მოხერხდება ვანიას გაგდება საქართველოდან...ისე სიმართლე გითხრათ ოსების იმედი ნაკლებად მაქვს რადგან თანახმა არიან თავიდან ბოლომდე რუსეთის გუბერნია გახდნენ. თუმცა დრო გვიჩვენებს. აფხაზები ეხლა ხვდებიან უკვე თუ რამხელა ხაფანგში არიან გაბმულები მაგრამ იმის აღიარებაც არ უნდათ რომ სრული განადგურება ემუქრებათ. რაც შეეხება ჯარს მემგონი არავისთვის არ არის საიდუმლო რომ ფინანსები გდამწყვეტ როლს თამაშობს მის უნარიანობაზე. და რა თქმა განათლებული და ნიჭიერი მხედართმთავრები. გამოჩენილ იტალიელ პოლიტიკოსს და სტრატეგოს ნიკოლო მაკიაველის აქვს ნათქვამი: "ომისათვის საჭიროა სამი რამ: ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული". ცოტა ფული ნამდვილად არ იყო დახარჯული ჩვენს ჯარზე თუმცა რეგვენი მხედართმთავრების ხელში 3 დღეში დავამთავრეთ ყველაფერი და კატასტროფის პირას დავდექით. ის რისთვისაც გაწვრთნილი იყო ჩვენი ჯარი იმაზე მეთი გააკეთა და რუსულ რეგულარულ არმიასთანაც იომა. მეტის გაკეთება ამ მოცემულ შემთხვევაში აღარ შეეძლოთ მეტი ფიზიკურად, ძნელია როდესაც ეწ ზაჩისტკაზე გაწრთვნილი ჯარი რეგულარულ არმიას ხვდება რომელსაც ასჯერ უფრო ძლიერი და მძიმედ აღჭურვილი არმია ჰყავს. ყველა კომპონენტში გჩაგრავს რიცხობრივი, სახმელეთო, ავიაცია, ფლოტი...და ა შ. ჩემი აზრით არმიის ძირეული გარდაქმნა უნდა მოხდეს როგორც სტრატეგიული ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. დივერსიულ–პარტიზანული ტექნოლოგიები უნდა განვითარდეს უმაღლეს დონეზე რადგან თუ ომი იქნება საქმე გვექნება უზარმაზარ რკინის მასასთან–მძიმე ტექნიკა, ავიაცია, ფლოტი... როგორც აგვისტოს ომმა გვაჩვენა. რუსეთის გენშტაბმა თავიდანვე გაითვალისწინა ის ფაქტორი რომ ცოცხალი ძალა არ გაეშვა პირდაპირ ბრძოლაში ჩვენს წინააღმდეგ რადგან მშვენივრად იცოდნენ რომ დაიჩაგრებოდნენ პირდაპირ შეტაკებაში, რაც ნათლად აჩვენა გენერალ ხრულიოვის კოლონის განადგურებამ.
  17. თარგმანი რად გინდა რაც ქართულად დაწერე ერთი და იგივეა...ფაქტიურად
  18. -Слава КПСС, -Вся власть Советам -Народ и партия едины -Дело Ленина живет и побеждает -за Родину, за Сталина -Ленин,партия,комсомол Законы пионеров Советского Союза 1. Пионер предан Родине, партии, коммунизму. 2. Пионер готовится стать комсомольцем. 3. Пионер держит равнение на героев борьбы и труда. 4. Пионер чтит память павших бойцов и готовится стать защитником Родины. 5. Пионер настойчив в учении, труде и спорте. 6. Пионер - честный и верный товарищ, всегда смело стоит за правду. 7. Пионер - товарищ и вожак октябрят. 8. Пионер - друг пионерам и детям трудящихся всех стран. Выполнять Законы пионеров — значит всегда и во всем быть верным заветам великого Ленина, своему честному пионерскому слову, дорожить пионерским галстуком, как святыню беречь и высоко нести Красное пионерское знамя. იპოვეთ ხუთი განსხვავება
  19. კოშმარული სიზმარი http://i066.radikal.ru/1003/a3/b9b60d41bfc3.gif და სხ... http://i037.radikal.ru/1003/c5/dd29b1ff1a4d.jpg http://s41.radikal.ru/i091/1003/9f/12e27c854beet.jpg http://s49.radikal.ru/i126/1003/d6/ce1e1cfe7862.jpg http://s56.radikal.ru/i153/1003/89/15a67b0ae49b.jpg http://i051.radikal.ru/1003/da/a96be4a9b231.jpg
  20. ისე მშვენივრად გაგვიპრავებს რომ აზრზეც ვერ მოვალთ ამაში მათ დაეხმარება ევროპის ზოგიერთი პროსტიტუტი მმართველი, რომლებმაც უკვე აგვისტოში გამოიჩინეს თავი. როგორც ეკალი ტღაკში ისე აქ საქართველო გარჭობილი რუსეთს. უზარმაზარი თანხები უჯდება ამ ჩვენს მიწებზე ყოფნა. ყოველდღე მილიონიანი ჯარიმები მოზდით საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არალეგალური საქმიანობების გამო. საქართველოს დაკარგავს და კავკასიასაც დაკარგავს რადგან მთავარი მოთამაშე კავკასიაში საქართველოა ეხლაც კი. ჩვენზეა დამოკიდებული სტაბილურობა იქნება კავკასიაში თუ არა. აბა გიჟები კი არ არიან 200 წელი რო კბილებით უჭირავხარ
  21. არც ფლოტი არ გვინდა და არც ავიაცი (სატრანსპორტოს და ვერთმფრენების გარდა) მე თუ მკითხავთ. რა აზრი აქვს ესმინეცის ან წყალქვეშა ნავების ყოლას თუ მისი შეძენა და ექსპლოტაცია ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარ უტოლდება?! ნატოში თუ შევალლთ თვითონ მოგიყვანენ და დაგიყენებენ იმისთანა გემებს რო არ დაგვსიზმრებია. ძღვის სანაპირო სანაპირო უნდა გამაგრდეს მძიმე და შორსმსროლელი არტილერიით და შესაბამისად ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებით ავიაცია რომ გაუქმდა ეგეც სწორად მიმაჩნია რადგან რა აზრი აქვს ისეთი "სუების" ყოლას თუ მათი დაცვა ვერ შეძელი "მიგებისგან". ზედმეტი ხარჯია და უკეთესია მაგ ფულით სტაციონარული პეტრიოტები შეიძინონ. ბარტყებივით ჩამოყრი ყველა თვითმფრინავს და თან ამით უდიდეს მატერიალურ ზიანს მიაყენებ მოწინააღმდეგეს. ფინეთს საერთოდ არ ყოლია მძიმე ტექნიკა ისე გაანადგურეს 500 000 საბჭოთა ჯარისკაცი
  22. როგორ არ უნდა ძალიან მაგრათაც უნდა თუნდაც იმიტომ რომ კარგი საბურთავებელი ვყავართ თავიანთი შიდა პრობლემების ჩასაჩქმალად. მერე მეორე ის რომ რეალურად ჭირდებათ აქ ახალი კაცი რომელიც ოფიციალურად "გააფორმებს" ახალ ტერიტორიებს. მიშა გამოიყენეს უკვე როგორც უნდოდათ. უბედურება იმაშია რომ ამათი (ჩვენების) იმედი არავის არა აქვს მიგვატოვებენ კიდევ და გაიქცევიან, ზოგი ტურქეთში და ზოგი რავიცი კიდე სად. ჯარმა შეუძლებელზე მეტი გააკეთა, 58–არმიის ელიტარული ნაწილი გაანადგურა, ზემოდან ჩეჩნური "ვოსტოკი" კაზაკები და ოსი "ოპოლჩენცები" დააყოლა დესერტზე და ასობით ჯავშანტექნიკა ჯართად უქცია. უზარმაზარი ზიანი განიცადეს რუსებმა თუმცა ჩვენ ზიანზე უკვე აღარაფერს ვიტყვი...ხალხს უნდა ქონდეს იმის იმედი რომ არავინ არ დატოვებს ღვთის ანაბარა
×
×
  • შექმენი...