ბადრი_წიქორაძე მე შემომაქვს ნიჰილიზმი? პარდონ. მაგრამ მე რა შუაში ვარ, რაც მოძრაობები ვიხილეთ ყველას საუკეთესო სახელები ერქვა, მაგრამ მიზანს ვერც ერთმა ვერ მიაღწია. მთავარი მოძრაობა კი არაა, მთავარია ვინ არიან ამ მოძრაობებში, ქრისტეანული მოძრაობის დაწყების უფლება მხოლოდ ქრისტეს და მის მოწაფეებს ქონდათ, თვით ჯვაროსნებმა შუა საუკუნეებში ვერ გაამართლეს თავიანთი ლაშქრობები და დაპყრობით ომებში გადაზარდეს და ახლა, ამ დროში რა სახესაც მიიღებს ეს ე.წ. მოძრაობა უკვე წარმომიდგენია. მარხვა, ლოცვაა და წესიერი ცხოვრებაა ნამდვილი ქრისტეანის ცხოვრების წესი, და თუ ეს გულწრფელი და ნამდვილი იქნება, თავისთავად გავრცელდება ადამიანებში, ეგეთი მოძრაობა ჩემთვის მისასალმებელია. სხვა მხრივ კი ყველაფერი მახინჯ ფორმას მიიღებს, რადგან მაგ მოძრაობას ვინც ჩაუდგება სათავეში, ვეჭვობ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის მიზნით იმოქმედებს, თვით პატრიარქიც კი წინააღმდეგია ყოველგვარი დაპირისპირების, ან დამისახელე ამ ქვეყანაში 10 წესიერი ქრისტეანი და მაჩვენე მაგათი კომენტარი კავკასიასთან მომხდარ ამბავზე. ეს აქუ რაც არის ვიცით, მაგრამ იქ მიხტომა და აგრესიული შეხლა შემოხლა, ჩემი აზრით, ნამდვილი ქრისტეანისთვის მიუღებელი იყო. ყველაზე კარგი იქნებოდა მაგათი მოძღვრები ჩაჯდნენ იმ ბიჭების მაგივრად და ისინი გამოუშვან, ამით უფრო ისწავლიან ბავშვები იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩადენილ საქციელს შეიძლება მოყვეს. მაგრამ სად არიან ეგეთი მოძღვრები, ტვიტონ მართავენ მაგ ახალგაზრდებს...