Jump to content
Planeta.Ge

Marta1

პლანეტელი
  • პოსტები

    2.044
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი Marta1

  1. kisa მაგ ოპოზიციის ჯიბრზე რამე ახალი უნდა შევქმნათ, მაგათი დუხი რომ არ იყოს იქ, გამომივიდნენ რა პოლიტიკოსები
  2. babuagiorgi რა უნდა გაგიკვირდეს ამათგან, რომ ვსუნთქავთ ისიც ენანებათ, ვინც ნაცი არ არის ის მოღალატე კი არა, არ უნდა ცოცხლობდეს, მაგათი ლოგიკით, წყალზეც აპირებენ სოჩიკების დაყენებას, მიაქვს ეს ქვეყანა წყალს.
  3. kisa პირიქით, ისინი დაგვეხმარნენ ამ ვაჭრუკანების ლუსტრირებში, მადლობა პატრულს
  4. babuagiorgi ამ დროში ნაცებს აქვთ ყველაფერი პრივატიზებული, რასაც რაიმე სახელი ქვია, სამშობლოც კი. მაგათ 'სამშობლოს' თუ უღალატე მაგაზე დარდობ? რა იციან მაგათმა რა არის სამშობლო, უდღეურები....
  5. ახლა მაგას მიუმატე ნაგვის ურნებში ახალშობილ ბავშვებს რომ პოულობენ.... სუიციდის რაოდენობის მომატებაც..... მართლა უბედურებაა
  6. ელოდონ და იყვნენ, მაგათ შანსი უკვე ძნელად მიეცემათ, რადგან ერთხელ უკვე გაუშვეს ხელიდან, ამას კარგად ხედავს ალასანია და არა მხოლოდ ის, მაგიტომაც ახლა ყველანი უნდა გადავიდნენ მთავრობასთან ახლო დისტანციურ ბრძოლაზე, საარჩევნო კანონი იქნება ეს თუ ტელე დებატები, ახლა გამოჩნდება ვის რა ბაგაჟი აქვს, კარგი იქნებოდა პარლამენტში ყოფილიყვნენ და იქ გაემწვავებინათ, მაგრამ თავიანთი უტვინობით ის მანდატებიც დახიეს, ახლა მაგათი პირადი აგრესიის და თავგანწირვის დროა, ნდობა რომ დაიბრუნონ მოსახლეობაში.
  7. მუხლი 37. შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) (23.12.2005 N 2470) 2005 წელში შეუსწორებიათ ეს მუხლი ვა, რა მაგრები არიან. თქვას ახლა ვინმემ რომ რაიმე უცოდინრობით მოსდით, როგორც აქ ზოგი აცხადებს, მშვენივრად ძარცვავენ ბიუჯეტს, სათავისო კანონების წერით. http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=1709 http://www.tbilisi.gov.ge/files/214_574_114361_sajarosamsaxuri.pdf
  8. ძუკუ არ იზღუდება, რადგან ცალკე კანონი პრემიების მინიჭების შესახებ არ არსებობს, მაგრამ რა სარგოა, რისთვის ანიჭებენ და რა რაოდენობით, არაფერია განმარტებული. პრემია დანამატებშიც კი არ გადის, ხელფასთან არის შეტყუპებული. ანუ ცალკე უნდა იყოს პრემიის შესახებ კანონი, რაც არ არსებობს. ეს, უკანონო ფულის გაცემაა მა რაა? შეხედე როგორ არის: საქ კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. მუხლი 37. შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) 1. ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 2. სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები. ანუ, ხელფასი და პრემია ხომ უნდა მიიღონო ყოველ თვე(ორმაგი ხელფასი) და კიდევ თუ რაიმე გადარჩა ან ეკონომია გააკეტეს, ამის გარდა დანამატებიც ეკუტვნითო. კაროჩე რა, მაგათთვის უსვრია ავრორას საპროცესო სეთანხმების მუხლებს გადახედე და წამსვე მიხვდები, რა როლი აქვს პროკურატურას ამ შეთანხმებაში და რისთვისაა ეს შეთანხმება. ახლა, მე რომ იურისტი ვიყო, უკვე დაწერილი მექნებოდა სასამართლოს ახალი პროექტი, ამდენი შენიშვნები მოდის დასავლეთიდან, ამდენი საჩივარია წაგებული სახელმწიფოს მიერ იგივე ევროპულ სასამართლოში და დასკვნების გამოტანა იურისტებს არ უნდა შეეძლოს? მაგრამ შრომა მაგათ არ უნდათ და სამარტლიანობა და აბა ისე მაგათ სკამებისტვის თავს აღარავინ მოიკლავს.
  9. კუვეიტი აფინანსებსო და რაღაც სხვა გარიგებებს ექნება ადგილი მანდ, რაღაცას მაიმუნობენ.
  10. უი, ინტერნეტი ნეტა გათიშონ, ეს ინტერნეტს მიჯაჭვული და თვალებ გამობნელებული ახალგაზრდები რომ მოეფინება ქუჩებს მერე იკიოთხონ რაც მოუვათ
  11. ძუკუ ჰმ, მხოლოდ საარჩევნო დავების მოთხოვნა საერთო სასამართლო სისტემის შეცვლისგან დამოუკიდებლად როგორ წარმოუდგენიათ? ჩქარობენ არა? ჯერ მოითხოვონ სასამარტლოს სრული დამოუკიდებლობა და მერე გავიდნენ არჩევნებზე წარმოადგინონ ამ სისტემის ახალი პროექტი, ტვინი გაანძრიონ ოპო იურისტებმა. ეს როგორ, ეს უსამართლო სასამართლო დარჩეს და მხოლოდ ჩვენი მოსვლა გვაინტერესებს პარლამენტშიო? მერე ვინღა შეცვლის ამ წყეულ სასამართლოს როცა მოვლენ, ან შეცვლიან კი საერთოდ? მგონი ყველა ახლანდელ და მომავალ ძალას აწყობს ეს დაჩმორებული სასამართლო, ასეთი დასკვნა გამომაქვს მე. არა მხოლოდ სიები მოითხოვოს უსუფამ, კარგად უნდა გაანალიზოს სამართლებრივად ის პრემიების გაცემის მუხლი, არ გაუჭიდება მაგას თუ მოინდომებს. მერე უნდა კარგად გააპიაროს ეს მოდერნიზებული კორუფცია, საერთასორისო დონეზე, მერე ვნახოთ სიაში როგორ მიიღებს ეს მთავრობა 'პირველ ადგილს ევროპაში კორუფციასტან ბრძოლაში' უნდა გასრისო იდეოლოგიურად ეს ბიუჯეტის ვირთხები....
  12. ნეტა ზოგიერთს არ ქონდეს საკუთარ ტავზე დიდი წარმოდგენა და ამპარტავნობა და რა გვიჭირდა,
  13. mtidan მაგ სიტუაციას მშვენივრად გრძნობენ და იკვლევენ, ვინც ეგ ჩამოიყვანა.
  14. Siknadmo მხოლოდ დაძახილზე არავინ გადის, დაუძახე აბა ტუ გამოვლენ, სიტუაცია მწიფდება, კაი ხანს და მერე იფეთქებს, ნუ ამ სიატუაციას მერე რომელ არხში გაუშვებ ეს უკვე ლიდერის საქმეა. დუღილს დააკვირდი, თავიდან ბუშტებია, მერე ჩუხჩუხი იწყება სიტუაციით სარგებლობდა, უკმაყოფილო ხალხის განწყობიტ, ჩაიარა უკვე იმ ტალღამ, ახლა თავიდან უნდა გავბრაზდეთ, ვინმემ რომ ისარგებლოს
  15. Siknadmo ხოდა მეც მაგას ვამბობ, ხალხი იყო მზად ცვლილებებისტვის, იმიტომ რომ კორუფციისგან ყარდა უკვე, არ იქნებოდა მიშა იქნებოდა სხვა, და მიშა არც იყო მასინ გამოკვეთილი ლიდერი, ბევრნი იყვნენ. ნუ მახსენებ ერთი, ნერვები მესლება, როგორ ისარგებლა ხალხის ნდობით.
  16. Siknadmo დაგზომბეს ხო ერორებმა, ხალხში არ ყოფილიყო მოთხოვნა, რა ფეხებს მოაწყობდნენ ნახავდი, მე სამსახურიდან ვიპარებოდი მიტინგებზე, რა მრჯიდა, ვგდებულიყავი ჩემთვის, სამსახურიც კარგი მქონდა და ხელფასიც, მაგრამ სიტუაცია იყო ყროლი და ეგ არ ასვენებდა ხალხს.
  17. Siknadmo ეგ არაა რევოლუცია, ეგ გადატრიალებაა. მე ვამბობ მასიურ გამოსვლებზე. მწიფდება სიტუაცია და მერე ასანთის გაკვრაც საკმარისია. ამ დროს ინტუიციით გრზნობენ ლიდერები და ენერგიული ხალხი.
  18. Siknadmo ეგრე დაუკვირვებლად ჩანს. არ იბადება არაფერი მოუმზადებლად, ბავშვიც კი, ყველა სიტუაცია მწიფდება და პიკზე იბადება ლიდერი. შენ ტუ მხედველობასი გმირები გყავს, ისინი მხოლოდ თავს წირავენ სიტუაციის მოსამწიფებლად და მერე სხვები აგრძელებენ მის იდეურ საქმეს. მოხდებოდა რა თქმა უნდა, შეიძლება 1-2 წლით დაეგვიანა მხოლოდ, სიტუაცია იყო მზად უკვე მაგისტვის. ცვლილებების დრო უკვე იყო. სიახლე უნდოდა ხალხს.
  19. გიორგი68 უკვე ვეღარ, ხუმრობის გარეშე კი ვიტყვი, არ აქვს ამ კაცს ის ენერგია რაც სიტუაციის გარდატეხას ჭირდება,ან ფსიხოზი მიყვება ეგ დინებას და ახლა ალბათ ეგრეა საჭირო, ერმა ხანდახან უნდა ჩამოყვინთოს, თუ მოშივდება-იცეკვოს სიტუაცია ქმნის ლიდერს და არა პირიქით. შევარდნაძემ 10 წელში ისე გაუდგა ფესვი სიცრუეს, მასე იოლად ვერ მოვიშორებთ ამ ტყუილა მორახუნე პოლიტიკანებს, მაგათი არც რევალუცია მინდა და არც მთავრობაში მოსვლა, რაც ერთია ის მეორე, ეს თაობა მოსპო.
  20. babuagiorgi ნუ მოუსმენენ ვისაც არ მოწონს, ან ვინც მოწონთ იმას უსმინონ, მე მაგალიტად აღარავის ვუსმენ და გულიც არ მწყდება ეგ რომ სპარტაკი ვერ იქნება რად უნდა ლაპარაკი.
  21. babuagiorgi სამართალი და სამართლიანობა არაა ამ ქვეყანაში მოდაში, ან უნდა უყვარდეთ ან უნდა სძულდეთ კაცი ამბობს რევალუცია არ მინდაო და რა მოხდა, არც მე მინდა
  22. მოკლედ, ჭიჭყინის მეტი არაფერი იცით. მიშიკოც ბევრია თქვენთვის, დახოცავდით ერტმანეთს ტყუილ უბრალოდ. მადლობა პატრულს
  23. ახლა შეიძლება უცებ ვერ აუღოთ ალღო რასაც დავწერ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით გეტყვით, მიშიკოს მთელი თავის იურისტობა გამოყენებული აქვს ამ ქვეყანაში უსამართლობის დასაფუძნებლად და ეს აქვს კანონების და სასამართლოს საფუძველზე დაყრდნობით. საკმარისია შეისწავლო სასამართლო სისტემა და წაიკიტხო გულდასმით კოდექსები, წამსვე მიხვდები რომ ეს კაცი არის დაკანონებული უკანონობა. ცვლიან კანონებს ისე როგორც აწყობთ და მერე ამბობენ ეს კანონიერია და ეს უკანონოო. კარგი, გავედი.... Siknadmo სასამართლოში ყველაფრის გასაჩივრება შეიძლება, უსამართლო კანონებისაც და ბევრი სხვა რამისაც, აბა რისტვისაა საკონსტიტუციო სასამარტლო.
  24. Siknadmo ხოდა უნდა შეისწავლო ეგ საკითხი მაგრად და მერე ნახე რა პროტესტიც გაგიჩნდება ისე აქვთ ნამაიმუნარი მაგ სისტემაში. გინდა სისხლში და გინდაც სამოქალაქოში.
×
×
  • შექმენი...