Jump to content
Planeta.Ge

Marta1

პლანეტელი
  • პოსტები

    2.044
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი Marta1

  1. Saturn იაპონურ კორპორაციას ვგულისხმობ, ელექტრიკ რაღაც რომ ქვია, ვისიცაა ფაქტიურად ეს ატომური სადგურები... მიაქციე ყურადღება- მასმედიაში სხვათაშორის გაიჟღერა, რომ ამერიკაშიც აღელვებულან, რადგან მაგათი ატომური სადგურებიც იგივე პრინციპითაა დაპროექტებული, ანუ რაღაც საერთო პროექტი იყო ატომური სადგურების მშენებლობის, როგორ შეიზლება ერთნაირი პროექტი იყოს სეისმურად აქტიურ ზონაში და ამრიკაშიც? ამ დროს რას მიკეთებდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რომელიც მიბჟირებულია მხოლოდ თეირანის ატომურ მრეწველობას და ლუპით ამოწმებს მის ყოველ ნაბიჯს, იქნება ეს ატომური იარაღი თუ ატომური აესი? ,,ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სწავლობს იაპონიაში არსებულ მდგომარეობას, ისინი აკონტროლებენ ქვეყანაში მდებარე ყველა ატომურ ობიექტს, რომლებიც რისკის ქვეშ იმყოფებიან". თურმე ახლა დაუკაპიწებიათ ხელები, ურემი რომ გადაბრუნდა. მითუმეტესს 2009 წელს იაპონელი აირჩიეს ამ სააგენტოს ხელმძღვანელად (იუკია ამანო), მაგან არ იცოდა მაგ ზონაში უსაფრთხოების სტანდარტები? ძაან კარგად იციან ყველაფერი რაც აინტერესებთ, ზოგ ქვეყნებს მკაცრად აკონტროლებენ და ზოგი მიშვებულია თავის ნებაზე.
  2. babuagiorgi ჯერ დაუსხივებელი რა ვართ და დასხივებული რა ვიქნებოდით, არა, ეს იაპონია სულ ატომის წერა როგორ უნდა იყოს, რაც მართლა მაგათ გადაიტანეს ხიროსიმაში... მაგრამ გამდიდრდნენ და დაავიწყდათ, თაობები მოსპეს ახლა უფრო მეტი, ვიდრე მაშინ, ოთხ რეაქტორს ეხუმრები? ოთხი ჩერნობილი....
  3. babuagiorgi კიდევ კარგი მიშიკომ ეგ არ აგვიშენა, გადარჩენილები ვართ, დადგას ეს ტიტველი ხალხის ძეგლები რას დავეძებ, კი მაინც არ ასხივებს
  4. Jonathan livingston თუ რომელიმე ნომერი დაგაკლდა შეგინახავთ
  5. კაი ხანს ვეღარ გაიმართება იაპონია წელში, საჯარიმოებიც რომ მიცხონ კარგი იქნება, ამდენ ატომურ სადგურებს ნალიასავით რომ დგამდნენ, ეგეთი იეფი ენერგია სხვასაც რომ ქონდეს, ისიც გამოუსვებდა მიცუბიშებს, დაიკარგონ თავიდან, მხოლოდ ხალხი და პატარა იაპოშკები მეცოდბიან, რა დააშავეს....
  6. Jonathan livingston კარგი ერთი, სარკე და სხვა ჯურნალები არ მიყიდნია შევარდნაზის დროის მერე ინტერნეტის ეპოქაში რა მესარკება, ალბათ შენტვის ჩამოაქვთ ხოლმე ძველი ნომრები.
  7. Saturn აი, ვიცოდი რომ ამ სიტყვებს დაწერდი შენ გგონია რომ თუკი აკუმულატორში საჭიროა გამოხდილი წყალი, ატომურ სადგურში საჭირო არ არის, სადაც მაღალი ტემპერატურაა და მარილიანი და მინარევებიანი წყალი სადმე ნალექს არ გაიკეტებს და შეიძლება სულაც გაჭედოს? სატურნ, რა საკენკსაც დაგიყრიან მას ედიაში, ცოტა იმის იქეთ დაინახე რა რაღაცეები. ეგ სადგურები არის დაპროექტებული მიწისზვრის არა აქტიური ზონისტვის, ურალოდ აიღეს სხვა ადგილისთვის შესაფერისი მზა პროექტი და ააგეს, კორპორაციული სიხარბე და სიბეცე ქვია მაგას და ახლა გინდაც მიაშარდოს მთელმა მსოფლიომ მაგ სადგურებს არაფერი ეშველება, ეგ ზღვის წლების მისხმები ვერაფერს შეცვლის.
  8. უცხო_პლანეტელი რა ვქნა ახლა, გაკვეთილი ჩაგაბარო? გამოითქვა საშიშროება ცერნის ექსპერიმენტებზეც, შავ ხვრელებზე და ა. შ.
  9. Saturn წყალს გააჩნია, ზღვის წყალი, რომელსაც გაურკვეველი მინარევები აქვს გასაგრილებლად ივარგებს? გენიოსო, აკუმულატორში მაინც არ ჩაგისხამს დისტილირებული წყალი ადრე? ზღვის წყალი მაგიტომ კი არ ჩაასხეს, რომ კარგად აგრილებს, არამედ მოშლილია იქ უკვე ყველანაირი სისტემა მიწისზვრის შედეგად და რაც იშოვეს ის მიასხეს, კიდევაც გაჭედა მაგ გამაგრილებელმაც, მაგიტომაც გაუდის ბათქა ბუთქი უკვე. ასე იცის კორპორატიულმა სიხარბემ და სიჩქარემ, წესიერად არ დაუპროექტებიათ ეგ სადგურები თავის დროზე, აფრთხილებდნენ კიდეც 10 წლის წინ, მიწისძვრის დროს მომავალი სასიშროების შესახებ... ხარბი ყველა ქვეყანაში ხარბია და თავის ქვეყანა ხომ ფეხზე კიდია, აქით კიდევ მთელი მსოფლიო, უნდა დასაჯონ საჩვენებლად მაგ პროექტების შემკვეთი და შემსრულებლები, ფაშიზმზე უარესია, რაც იქ ხდება ახლა....
  10. Saturn მაგარი აწონილი ქონიათ, მიწისძვრა არ ქონდათ გათვალისწინებული და ზღვის წყლით აგრილებენ ატომურ რეაქტორს, მეტი გლეხობა რაღა გინდა. ჯაჭვური რეაქცია თუ წავიდა მერე ნახე შენ, გლეხი და პირველყოფილი გამოქვაბული მოგენატრება.
  11. ეს თავისნაირი აფირისტი ტრამპი სად იპოვა მიშიკომ ამერიკაში, მაგის სახელით უნდათ შემოიტყუონ ინვესტორები, ისრაელის ბიზნესმენები სამთავრობო მოპაიჯების მერე ციხეში გამოკეტეს და ამის მერე აქ ვინმე ჩამოვა? გირაოზეც უარი უთხრეს, ასეთი ამბავი დასავლეთში თუ მომხდარა საერთოდ, ყველა გირაოს შეტანის მერე დასეირნობს გარეთ.
  12. ერთი ეს გამაგებინა, რა ასფალტი აქვთ დაგებული იაპონიაში, რომ არ დატყდა ამ იწისძვრების დროს, ერთი ლატკაც ვერსად დავლანდე ტრასებზე, რატომ არ გადმოიღებენ იმ ასფალტის შემადგენლობას ეს უდღეურები ჯერ დაგებული რომ არ არის აქ და უკვე ფუჭდება? ა ხო, მაგაშიც ხომ ფულს აკეთებენ, კომუნისტები რა ზუსტად, მაგაში იხსნებოდა მაშინაც ფულები, ტფუ... შადრევნები არ დაგეკარგოთ სადმე, ამდენ წყალს უყაირათოდ ხარჯავენ და ჩვენ, თურმე სოჩიკები უნდა დაგვიდგან სახლებში. ამ გაჭირვებულ დროში...
  13. ნაღდად რა, შეუკიკინეს ამ ატომს, ცოტა ენერგიის წყაროა ეგ რომ არ ხლიჩონ, იქით კიდევ ცერნში ექსპერიმენტებს ატარებენ და კაცმა არ იცის რას გამოიწვევს. არ არის ჯერ ეს ტექნოლოგიები იმ დონეზე თავი რომ მაქსიმალურად დაიზღვიო, გამაგრილებელ სისტემაზე რომ აგებენ ყველაფერს, პროცესის შეწყვეტა ან გათიშვა არ უნდა შეეძლოთ? თუ არ შეუძლიათ გააჩერონ ხელები და დაანთონ ცეცხლი, როცა შესცივდებათ, ლამფა აანთონ კიდევ სიბნელეში წაიღეს ტვინი ამ ატომური მეტიჩრობით...
  14. ტრამპისგან დაბოლებაღა გვაკლდა ახლა, თავის სახელს თუ ყიდის ეგაა ინვესტიცია? დამპალი სპეკულანტი კაპიტალისტი...
  15. შარშან არ იყო ევროპაში სადღაც რომ ვულკანმა ამოაფრქვია და თვითმფრინავები ვეღარ დაფრინავდნენ?! ყოველწელს ხდება კატასტროფები... ისე რა უსუსურია ადამიანი ბუნებასთან შედარებით და სულ გვავიწყდება კარგ ამინდში.
  16. რადგან ბაქრაძე არ ჩაუშვეს ესეიგი მაგრად დაბოღმილები არიან, მტერს გადაეკიდნენ ეგენი. არ არის გამორიცხული სპეცოპერაციაც ჩაუტარონ ამათ თავიანთი ბიზნესმენების გამოსახსნელად,
  17. Morfius დიდი ამბავი, ახლა ჟურნალისტებს თუ აგინა, მაგათ ყველა აგინებს დეპუტატის ადგილებს რომ ყიდის ეგ არაფერი? ახლაც ირიცხებიან მაგის პარტიის წევრები დეპუტატებად, ხელფასსაც იღებენ და არ დადიან, თუ მაგრები არიან, რატომ არ მივიდნენ მიშიკოს გამოსვლის დროს, იქ დაეხურათ მისთვის თავზე, გატყავებული ჩონჩხებით რომ დარბიან.
  18. აი ამგვარ დიფუზიას ვერ ვიტან, თუ სიმბოლიკას მიმართავს იქ გინება და აგრესია რომ გამორიცხოს, ვერა? არც მაჩხუბარი და მაგინებელია ეგ კაცი სინამდვილეში და არც აქციების ესმის რამე. ამათი, ყველას სიაბანდობა მკლავს, რა....
  19. უი, ტატ სად დაიკარგა? იცის ვინმემ?
  20. Morfius რით ვერ მიხვდით, ეგ კაცი არის ჯოკერი, ანგარიშიანი კლოუნი, ყველაფერს ჯოკრავს თავის ენერგიით და მოხერხებით, წაშალა სამართლიანობის და ყველა მორალური კატეგორიები, დაწყებული ედუარდის ცრუპენტელობიდან, მაგ პერსონის სახით, პროგრესი განიცადა გაუტანლობამ, ვინ უნდა დაუპირისპირდეს მას? ან იდეურად შეწირული, რაც ამ საუკუნეში იშვიათია, ან კარგად შენიღბული, მაგაზე უარესი აფირისტი, ასე რომ ორი გზა გვაქვს, ერთი გადის მორალზე, მეორე მოხერხებულობაზე და ენერგიაზე, აირჩიეთ...
  21. უი, როგორც კლასი არის მოსასპობი, რა დედამ შობა ასეთი შეზღუდულ უნარიანი ,პერსონები', მხოლოდ ფული ელანდებათ, ერთი ბანკი გატეხონ, არ ჯობს ამდენ ინტრიგას? დაგვანებონ თავი...
  22. აი, სწორედ ის დროა ჩვენ გატრუნული ვიყოთ, გადახოცავენ ყველა ქვეყანაში ერთმანეთს და ჩვენ დაგვრჩება მთელი პლანეტა, გავიფანტებით ყველა კონტინენტზე და დაიწყება ახალი, ჯორჯიანული ერა ნაცები არ გამოგვეხმაურონ, მაგათ ერთ კონძულზე შევყრით და მოდელირებულ სამყაროს ბატონებად ვაქცევთ
  23. აი, ახლა ყველა გამოსავალს ეძებს რა, არაფერი არ გვეშველება, ვიდრე მიშაზე ენერგიული პიროვნება არ გამოჩნდება, აქვს ამ დედა აფეთქებულს ეს უზარმაზარი ენერგია და ყველაფერს ასწრებს, რა უნდა დააკლო, ვიდრე ოპო პარტიები რამეს მოიფიქრებენ, ეგ ახალ ატრაქციონს მართავს, ერთი სიტყვით, ცხადდება კონკურსი ძალიან სწრაფ, ძალიან მოხერხებულ და ძალიან ენაკვიმატ პერსონებზე, არა აქვს მნიშვნელობა არც განათლებას და არც წარმომავლობას, მთავარია პა ხოდუ ფიქრობდეს გამოსავალს
×
×
  • შექმენი...