Jump to content
Planeta.Ge

sexi-bicola

პლანეტელი
  • პოსტები

    118
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი sexi-bicola

  1. presage.tv – ს საპასუხოდ წყალტუბოდან დღეს შემთხვევით presage.tv – ზე წავაწყდი სტატიას სათაურით “მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა…” საშინლად ავღშფოთდი და გადავწყვტე დამეწერა საპასუხო წერილი . მე არ ვიცი ვინ არის გვანცა გიორგობანი, სად მოღვაწეობს, თუმცა ის ვიცი, რომ ზემოთ აღნიშნული სტატია აფსურდულ ფაქტებზე აქვს აგებული. საინტერესოა იმ მოწვეულ რესპოდენტს საიდან აქვს ამდენი ინფორმაცია, როდესაც რესტორანი სადაც ბატონი მიხეილი იმყოფებოდა კარგად იყო დაცული და მხოლოდ მთავრობის წევრები ესწრებოდნენ? ხალხნო არ შეიძლება, იმის გამო, რომ ააგორო სკანდალი ყველაფერი დაიჯერო. დარბაზში შესვლის უფლება მხოლოდ მომსახურე პერსონალსა და მომღერლებს ჰქონდათ, არა მგონია ეს პიროვნება რომელიმე მათგანი ყოფილიყო. მე არ წარმოვადგენ არც პოზიციას და არც ოპოზიციას, ერთი უბრალო პირი ვარ, რომელსაც მხვდა წილად დავსწრებოდი ამ შემთხვევას რესტორანში და გავმხდარიყავი თვითმხილველი. დავიწყებ იქედან, რომ სუფრა შეკვეთილი იყო 60 პერსონაზე და არა 80 ზე. სტატიაში ძალიან უტაქტოდ არის მოხსენებული პრეზიდენტის საქციელი მაგიდასთან. ჯერ ერთი პრეზიდენტი მიირთმევდა “ძველი მარნის” საფერავის ღვინოს და ბაკურიანის წყალს, ლიმონათი საერთოდ არ გაუსინჯავს. სუფრაზე მართლაც იყო დათვის, არჩვის, ხოხობისა და კურდღლის ხორცი, თევზი “სტრელეცი”, თუმცა ეს კერძები შედის რესტორნის მენიუში, ასე რომ ნებისმიერს შეუძლია შეუკვეთოს წინასწარ. რაც შეეხება რესტორანში ყოფნის პერიოდს, პრეზიდენტმა აქ დაჰყო დაახლოებით საათ ნახევარი ალბათ და მხოლოდ, ჯეოსტარელი მარიტა როხვაძიეს სიმღერის დასრულების შემდეგ უეცრად წამოდგა, გადაიხადა მადლობა და დარბაზი დატოვა. ეს კი ნამდვილად მოულოდნელი იყო ყველასათვის, თუმცა არ უნდა გაკვირვებოდა ხალხს, ყველამ იცის თუ რამდენად იმპულსური პრეზიდენტი გვყავს. ასე, რომ ძვირფასო მკითხველო, სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს მაღლა აღნიშნულ სტატიაში არსებული ფაქტები. http://www.ireporter.ge/2012/01/11/23127/ presage.tv – ს სტატიაში წერია ასე სასწაულია აბა რა, როცა შენი სტუმრობის წინ ტყეში ნადირს მუსრს ავლებენ და ცაში - ფრინველს, შენ კი, ამ ყველფერს იმდენად მცირე დროში შეგიძლია მუსრი გაავლო და თან, სტომაქში რამდენიმე ბოთლი ლიმონათიც სულმოუთქმელად ჩაიცალო, რომ შენმა დაცვამ არა თუ დანაყრება, სუფრასთან მოკალათებაც ვერ მოასწროს. მერე კი, ისე წამოხტე სუფრიდან, რომ პირდაფჩენილმა, ადგილობრივმა მოკვდავებმა იმის გააზრებაც ვერ მოასწრონ რა უბედურება დატრიალდა მათ თავს. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო, ყველა ტურნე გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს და თვითმხიველებიც ერთი და იგივე ამბებს ყვებიან. დღევანდელი ჩვენი რესპოდენტიც, წყალტუბოდან ერთი ასეთი ტურნეს თვითმხილველია. ვერ შეგპირდებით, რომ მის ვინაობას გაგიმხელთ, იმიტომ, რომ ეს, ჩვენი მხრიდან, დანაშაულის ტოლფასი იქნება და იმედია, „მედიაეთიკოსები“ შეგვინდობენ ცოდვას სტიდნო რააა
  2. იური მეჩეთოვი – მოგონება სერგო ფარაჯანოვზე 1978 წლის იანვარში თბილისში ციხიდან გათავისუფლებული სერგო ფარაჯანოვი ჩამოვიდა, თუმცა მის შესახებ მხოლოდ ათი თვის შემდეგ შევიტყვე. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, რას საქმიანობდა, არც ის ვიცოდი, რისთვის იხდიდა სასჯელს. მხოლოდ ის მქონდა გაგებული, რომ მისი სახლი თბილისური ბომონდის მექა იყო. მასთან სტუმრობა დღესასწაულს ჰგავდა და დიდ პატივად მიიჩნეოდა. მე და მარკმა კი თავხედობა ჩავიდინეთ და ჩვენი ფილმის სანახავად სერგო სახლში მოვიწვიეთ. დაგვთანხმდა _ ეს დიდი მოულოდნელობა იყო. ჩემი პირველი შთაბეჭდილება სერგოზე არაერთგვაროვანი იყო. ოთახში თმაგაწეწილი, წვერიანი კაცი შემოვიდა. ყველა მოძრაობაზე, მიმიკაზე ეტყობოდა, რომ ციხიდან ახალი გამოსული იყო. ისეთი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს ვიღაცას უსაფრდებოდა ან მოულოდნელი თავდასხმისთვის ემზადებოდა. ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანს კინოხელოვნებასთან კავშირი ჰქონოდა. თუმცა ფილმი მაინც ვაჩვენეთ. ძალიან მოეწონა. ახლაც მიკვირს, რატომ. “ნინა იოსების ასული” არანაირად არ ჯდებოდა მისი ფილმების ესთეტიკაში. ეს იყო ტიპიური ანდერგრაუნდული ნამუშევარი, ბინძური ინტერიერითა და არანაკლებ ბინძური მოქმედი გმირებით. შესაძლოა, იმიტომაც მოეწონა, რომ ცოტა ხნის წინ დატოვებული ციხე გაახსენდა… არ ვიცი… სწორედ, იმ დღეს გადავიღე მისი პირველი პორტრეტი. მაშინ 28 წლის ვიყავი (ღმერთო, ამ ასაკში ეიზენშტეინს უკვე “ჯავსნოსანი პოტიომკინი” ჰქონდა გადაღებული!!!) სერგოსთან, მთაწმინდაზე სტუმრობას ამაღლებას ვეძახდით. მის ფონზე მასტროიანი, ტარკოვსკი, გუერა _ ნებისმიერი სინჯის სტუმარი მეორე პლანზე გადადიოდა და მთავარი მოქმედი გმირი სერგო ხდებოდა. მის მიერ მოყოლილი ნებისმიერი ისტორია თეატრალურ დადგმას ჰგავდა. ძალიან ვნანობ, რომ მაშინ ვიდეოკამერა არ მქონდა და ეს ყველაფერი ფირზე ვერ აღვბეჭდე. როგორც გითხარით, ღრმა კომუნისტური იდეოლოგიით ვცხოვრობდი. ეს იდეოლოგია ჩემთვის ერთგვარი ფილტრი იყო, რომლის მეშვეობითაც ცხოვრებას ვუყურებდი. თუმცა სერგოსთან რამდენიმე საუბრის შემდეგ ნელ_ნელა ეს ფილტრი გაფერმკრთალდა და, შესაბამისად, განსხვავებული ფასეულობები ჩამომიყალიბდა. ცვლილება განსაკუთრებით ერთი საინტერესო დოკუმენტის გაცნობის შემდეგ განვიცადე. ეს იყო სერგოს სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსულლიზმის ბრალდებით 5 წელი მიუსაჯეს. საკუთარი თვალით მაქვს წაკითხული რამდენიმე დაზარალებულის ჩვენება: Я проснулся от острой боли в области заднего прохода.бна мне лежал Параджанов и просил кончить… იმავე ჩვენებაში აღწერილი იყო სერგოს კალამი. მის კორპუსზე ქალის ფიგურა ეხატა, რომელიც კალმის გადმობრუნებისას ტანსაცმელს იხდიდა. ეს კალამი განაჩენში აღწერილი იყო, როგორც პორნოგრაფიული ნივთი. აქვე წაიკითხავდით, როგორ შეიკრიბა სპეციალური კომისია და როგორ გაანადგურეს ეს საშინელი ნივთი. ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ დავიწყე იმის მიხვედრა, რა ქვეყანაში ვცხოვრობდი. ჩემი თვალთახედვა ნელ-ნელა შეიცვალა. მიუღებელი და გაუგებარი გახდა, რომ ადამიანი ასეთი უწყინარი ნივთის გამო 5 წლით ციხეში ჩასვეს, სადაც ყოველ დღე სიკვდილი ემუქრებოდა. პატიმრები, რომლებიც ჰომოსექსუალიზმისთვის იხდიან სასჯელს, ციხეში ყველაზე დაბალ კასტად მიიჩნევიან. მაგრამ როგორც კი გაიგეს, რომ სერგოს მიერ შეცდენილებიდან სამი კაცი პარტიის წევრი იყო, დიდ პატივს სცემდნენ. სერგო ხუმრობდა კიდეც, სამი კი არა, სამასი კომუნისტი ვიხმარეო! პატიმრებიც ხალისობდნენ _ Так им и надо, комунякам! ფოტო, რომლის მიხედვითაც “ქარვასლასთან” სერგოს ძეგლი გააკეთეს, ჩემი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია. მისი სამი დუბლი არსებობს, მაგრამ ეს ყველაზე წარმატებულია და თავად სერგომ საუკუნის კადრი უწოდა. ფოტოზე არაფერია დადგმული და ყველა მოძრაობა შემთხვევითია. პიჯაკის აფრიალებული მხრები თითქოს მისი ფრთებია… ქანდაკების ავტორის ადგილას, ამ “ფრთებს” უფრო გავაზვიადებდი, მართლაც ფრთებად ვაქცევდი. სერგო თავს, მართლაც, გენიოსად მიიჩნევდა. ერთხელ მისი და ტარკოვსკის საუბარს ვესწრებოდი (ამ საუბრი მოწმე მე და სერგოს მეზობელი ვიყავით. კიდევ კარგი, ეს გოგონა იქ იყო, თორემ ტარკოვსკი და სერგო ცოცხლები აღარ არიან, მე კი, აბა, რა დამეჯერება!). წარმოიდგინეთ კადრი: ოთხი ადამიანი ვსხედვართ პატარა მაგიდასთან, წინ გვიდევს წითელი ღვინო, შოთის პურები, გუდის ყველი და ვბაასობთ. ამ დროს სერგო მიუბრუნდება ტარკოვსკის და ეუბნება: Андрей, ты очень талантливый режиссер, но не гениальный… ამ დროს ტარკოვსკი გაოცებისგან იძაბება და სახეზე მხოლოდ ერთი კითხვა აწერია _ რატომ? სერგო კი პასუხობს: Потому, что ты не педераст и в тюрьме не сидел!.. როდესაც თეატრალური ინსტიტიუტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციებს ვუკითხავდი, ხშირად ვეუბნებოდი: შეიძლება არ იყოთ ჰომოსექსუალისტები _ ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ თუ იმის წარმოდგენაც არ შეგიძლიათ, თუ როგორი ჰომოსექსუალისტები იქნებოდით, მაშინ თქვენგან რეჟისორი არ გამოვა… სერგოს გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. ჩემს მოვალეობად მოივიჩნევ, მასზე ვრცელი მოგონება დავწერო და ამით პატივი ვცე. ახლა მხოლოდ ისეთი ჟურნალისტი მჭირდება, რომელიც არ დაიზარებს, ამ მოგონებებს ჩაიწერს და წიგნად აქცევს. ის ისეთი უნდა იყოს, რომ მისთვის ყველაფრის მოყოლა მომინდეს. ეს იქნება წიგნი ჩვენს ურთიერთობაზე, კამათებზე, დაპირისპირებასა და სიყვარულზე. ეს იყო მაესტროსა და შეგირდის არაჩვეულებრივი, არტისტული, ღრმა ურთიერთობა. წიგნის ილუსტრირიებას კი აუცილებლად იმ პირველი ფოტოთი დავიწყებ. http://www.ireporter.ge/2012/01/09/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95/
  3. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ვირუსმა 45 ათასი Facebook-ის მომხმარებლის გვერდი გატეხა. Seculert-ის მონაცემებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ძირითადად Facebook-ის ბრიტანელი და ფრანგი მომხმარელების გვერდები დაზარალდა. დამნაშავე „ჭიის“ სახელია Ramnit, რომელიც 2010 წლის აპრილში გამოჩნდა და მაშინ ბანკის კლიენტთა მონაცემების მოპარვისთვის გამოიყენებოდა. კომპანია Facebook-ის წარმომადგენლები BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში განმარტავენ, რომ ამოწმებენ ინფორმაციას გატეხვასთან დაკავშირებით. „ ჩვენ ვეჭვობთ, რომ Ramnit-ის თავდასხმის მიზანი მოპარული აქაუნთების საშუალებით ვირუსის გავრცელება და მისი მოქმედების ზონის გაფართოება იყო“ – განაცხადეს Seculert-ის მკვლევარებმა. სოციალური ქსელები იმით იზიდავენ ხაკერებს, რომ გააჩნიათ პირადი მონაცემების ძალიან დიდი ბაზა. როგორც ჩანს ხაკერები ცდილობენ „ძველმოდური“ ვირუსები, რომლებიც ფოსტით ვრცელდებოდნენ, შეცვალონ ახლებით, რომლებიც ამისთვის სოციალურ ქსელებს გამოიყენებენ – განმარტავს თავის განცხადებაში Seculert – როგორც ბოლო თავდასხმამ დაადასტურა მასშტაბურმა ვირუსულმა შეტევამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს როგორც კერძო პირებს ასევე მსხვილ კომპანიებსაც. Seculert-ის მონაცემებით დაწყებული 2011 წლის სექტემბრიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით ვირუს Ramnit-ის მიერ 800 ათასი კომპიტერი იქნა „დაავადებული“. Microsoft-ის ანტივირუსული ცენტრი Ramnit-ის აღწერს როგორც მრავალკომპონენტიან პროგრამათა ჯგუფს, რომელიც აინფიცირებს Windows-ისა და HTML-ის ფაილებს, ამასთან იტაცებს პაროლებს და მონახულებული ინტერნეტ გვერდების ისტორიას. 2011 წლის ივლისის მონაცემებით ყველა ვირუსული დაავადების 17,3% ამ ვირუსზე მოდიოდა. Facebook-ის მომხმარებლებს ვურჩევთ შეამოწმონ თავიანთი კომპიუტერები ანტივირუსული პროგრამებით. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ შეიძლება ვირუსი რაღაც დროით მაინც შეუმჩნეველი დარჩეს. http://www.ireporter.ge/2012/01/06/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90-facebook-%E1%83%98%E1%83%A1-45-%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98/
  4. ჩემთან ჯერ არ დაუყენებია ამიტომ ძალიან კარგად ვარ არც მინდა
  5. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისია სწავლობს საქმეს ფეისბუქის მხრიდან კონფინდენციალურობის შესაძლო დარღვევების შესახებ ფეოსბუქის Timeline-ზე.. ფეისბუქმა საკუთარი მომხმარებლების კონფინდენციალურობა შეცვალა იმგვარად, რომ დაინტერესებულ კომპანიებს პირად მონაცემებთან აქვთ უფრო მეტი წვდომა, ვიდრე ადრე. ტაიმლაინის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდა ის ინფორმაციაც, რომელზე წვდომაც წარსულში მხოლოდ მომხმარებლის ნებართვით იყო შესაძლებელი. ამ დროისთვის ფეისბუქს რვაას მოლიონ მომხმარებელზე მეტი ჰყავს მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გუგლის მიერ გაშვებული სოციალური ქსელი გუგლი პლუსი, პირადი მონაცემების დაცვის სრულ გარანტიას იძლევა. http://www.ireporter.ge/2012/01/08/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A1-timelin/
  6. ის აზრი აქვს რომ როცა დარბევენ აქციებს მერე გადაღებულ ვიდეობს ვეღარ გაავრცელებენ როგორც აქამდე და ვეღარ დატვიტავენ მაშინაც გაუთიშეს ინტერენტი
  7. უიმე ეს თემა არც ვიცოდი რამდენი წელია აქ არ ვყოფილვარ ბევრი სიახლე მოხდა მაგ ბლოგზე რამდენიმე თვეა უკვე რეგიონშI მცოვრები მოსახლეობა წერს თავისი რეგიონების ამბებს
  8. ირანმა შიდა ინტერნეტის გამოცდა დაიწყო, რომლის დხმარებითაც შესაძლებელი გახდება მოქალაქეებისთვის უცხოურ საიტებზე წვდომის შეზღუდვა.ინტერნეტ მომხმარებლები უკვე იუწყებიან რომ ინტერნეტში შეფერხებით შედიან, მათი აზრით, ეს ახალი ქსელის სატესტო გაშვებასთანაა დაკავშირებული. როგორც უცხოური მედია იუწყება, ინტერნეტის შიდა ქსელის შექმნის მიზანია, დასავლური იდეოლოგიის გავლენის შეზღუდვა მუსლიმანურ კულტურაზე. ირანელი ინტერნეტ მომხმარებლები იუწყებიან , რომ კვირის დასაწყისიდან შეფერხებით ახერხებენ შესვლას ისეთ საიტებზე როგორიცაა, ფეისბუქი, ტვიტერი და იუთუბი. ირანმა საკუთარი ინტერნეტ ქსელის შექმნაზე 2011 წლის მარტში განაცხადა. ირანი ასევე მზად არის ამ ქსელით დაინტერესებულ მეზობელ ქვეყნებთან ერთად შექმნას საერთო, დაცული ქსელი. ირანის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში 23 მილიონი ინტერნეტ მომხმარებელია. http://www.ireporter.ge/2012/01/07/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98/
  9. უფფფ მოიცა ჩავხედო წიგნში ახალგაზრდა მიშისტების გზამკელვარში თორემ მაგ დროს მიხოისტი არ ვიყავი და სულაც არ ამიტნრესებდა პოლიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში 80%-მდე განკუთვნილია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსებისთვის ამ ინფოზე არ იკაიფეთ?
  10. რავი 2007 წლიდანო და ზაზას პერიოდი რომელია აუ ეგ ზაზა რაღაც ბუნდოვანდ მახოვს კინწურა და ყუბანეიშვილი უფრო მახსოვს
  11. მგონი ჩვენი კარდუ გადაჩა შეხე გოგო რა წერია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ 2007 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ფინანსური და შესაბამისობის (გასვლითი) აუდიტის კარდუ ვე მაოსწრებდა 1 თვეშI ბევრის შეჭმას ღიპი კი ადევს ამგრამ თან დიტაზეა როგროც ვიცი :irusha:
  12. აგერ კიცო საცხა შესულან http://thecontrolge.blogspot.com/2010/03/9_09.html ამგრამ ისევ ვერ ვაკოპირებ და რატომ ნეტა
  13. აუუუუ მაგ კონტროლის ბლოგზე ანხეთ თურმე კონტროლის პალატას ტვიტერიცააა ჰქონიააააა http://thecontrolge.blogspot.com/2010/03/blog-post.html :irusha: რას აღარ ვიგებ ამ სიგერეში კაცოოო
  14. ნუ ვუსწრებტ მოვლენებს ისე ყუბანეიშვილი ამას არა გავს
  15. სენსაციური იცი რა არის???? კონტროლის პალატას არასდროს შეუმოწმებია საზოგაოდებრივი ეს პირველია
  16. ჰე ჰეე კარდუუუუ ჯერ წიკითხრეთ რაა რა წერია მგონი კარდუს აცდებიან
  17. ჰე ჰეეე საინტერესო ამბები გველის აქ წაიკითხეთ დეტალები ვერ ვაკოპირებ და ხELIთ ნუ მაწერინებთ http://thecontrolge.blogspot.com/2010/03/9.html
  18. maliari ვიღაცამ ფესი ბუქზე შექმნა ჯგუფი სადაც არის მისი გარდაცვალების კარიკატურები
  19. სიუჟეტი რა შუაშია ლაშა რუსთავამა ხომ არ დააბრალა მკვლელი ხარო გავრცლდა ინფო და მათმაც გადაიღეს რაა
  20. kisa არ შევდივარ კისა დღეს შევედი მეგოან უკვე გაუქმებული დამხვდებოდა და ახალი კარიკატურებიც კი დაუმატებიათ ეხლა ფორუმზეც ტემა გავხსენი შემოვიდეს ვინე პოლიტიკოსი წაიკითხოს და იქნებ მათ მაინც გააკეთონ რამე
  21. იმის თქმა მინდოდა რომ იქნებ ჩარიონ და ოფიციალრუად მოსთხოვონ ფბ-ს რომ გაუმქდეს ეს ჯგუფი რახანც რიგითი მოკვდავთა საჩივრები არ ესმით
×
×
  • შექმენი...