Jump to content
Planeta.Ge

sexi-bicola

პლანეტელი
  • პოსტები

    118
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი sexi-bicola

  1. აბა ეხლა აქ მოვედი ტუტუ გაგივსიათ ამდენიგ ვერდი რა წაიკიტხავს :nekro:
  2. ერთი სულელი ცხვარი , გენიოსის სახით, გადმოსცემს იდეას და მთელ საზოგადოებას გაიყოლებს. სიგელეს აზრით, მიბაძვის ასახსნელად ეპიდემია კარგი მაგალითია. ისე, როგორც ინფექციური დაავადება ვრცელდება და იწვევს ეპიდემიას, გარკვეული ქცევაც ვრცელდება და იწვევს მორალურ ეპიდემიას. ეკრანზე , ერთი შეხედვით უწყინარი, გულწრფელი 17 წლის ბიჭი, რომელიც თავისთვის და არც თუ ცუდად რეპავდა გულიდან ამომავალ ტექსტებს, იქამდე სანამ მამამ ქვეყნის პირველი თუ მეორე პირობა არ მოინდომა და მთელი ოჯახი , 17 წლის რეპერი შვილის ჩათვლით პოლიტიკაში არ ჩართო. მას მერე რეპი პოლიტიკური გახდა. მუსიკა თითქმის ერთფეროვანი, მძიმე. ადამიანში უარყოფითი ენერგიის შემტანი. ტექსტები მამასთან შეთანხმებული. თითქოს, ხშირად ბიძინა ივანიშვილი გულში ჩახვეულ სათქმელს, შვილის გარეპილი ტექსტებით უგზავნის საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც მას მხრს არ უჭერს. აი, თუნდაც ბოლო სიმღერის ტექსტი “კვერცხებმა თავისივე ქანდაკება დადგეს”. გამოდის, რომ ვინც ბათუმში ის ქანდაკება დადგა და ასევე, ვისაც მოეწონა ყველა კვერცხია! ბრბოს მამოძრავებელი შთაგონებაა. შთაგონების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან – მუსიკაა. ბრბო კლავს ინდივიდებს, იწვევს ინდივიდის ფსიქიკის ცვლილებას. ბრბოში თავისუფლებისადმი მირდრეკილება მოჩვენებითია,ის ესწრაფვის დაქვემდებარებას იმდენად, რომ ყველას, ვინც მის ბატონად აცხადებს თავს, ადვილად ექვემდებარება. ადამიანებში გარეგანი ზემოქმედების, შთაგონების, მიმბაძველობის შედეგად იღვიძებენ არაცნობიერში გადატანილი ინსტიქტები. ამ ყოველივეს შედეგად ადამიანს აღარ აქვს ნებელობა და ის ჰიპნოზის ქვეშ მოქცულს ჰგავს. ის ემორჩილება მის მბრძანებელს ! იმპულსურობა ბრბოში გამორიცხავს ზნეობრივობას და იწყებს ადამიანის თანდაყოლილ ნგრევის ინსტიქტს ამოქმედებას, რომელიც არაჰიპნოზირებად ინდივიდს პასუხიმგებლობის გრძნობით უქრება. ბერას, ბოლო სიმრღერა ისევ ბადებს ეჭვს: მას შემდეგ რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში შუა გაკრიფა, მისი შვილის ტექსტებით საზოგადოების შუის გაკრფვაც დაიწყო. ანუ, თუ ბიძინასთან არ ხარ მაშინ (გაკრეფილი) კვერცხი ხარ! “ნადვილები აქ არიან !” – გარდა იმისა, რომ შეიძლება კვერცხი იყო, თუ მასთან არ ხარ ნადვილიც ვერ იქნები. მაინც რას ნიშნავს ეს ნამდვილი? ამას სიმღერის გაგრძელებაშივე გვიშიფრავს : “კაცობა, გაგება გახსოვდეს! “, “მესამედი არ ვარგა, მესამედი მე მგავს, მესამედი ინარჩუნებს კაცობას ” . ასე, რომ თუ ივანიშვილი არ მოგწონს ხარ კვერცხი, არ ხარ ნამდვილი, არ გაქვს კაცობა, არ ვარგიხარ და გარდა ამისა , როგორც სიმღერიდანვე ირკვევა სამშობლოც დედასავით არ გიყვარს. სამ სიტყვაში რომ გადმოვცე – არა ქართველი ხარ ! ჰო, ვერაფერს იტყვი, “ბიძინასეული გაგებით” ნამდვილს უფრო სწორედ “ფაიზაღს ბაზრობს” ! რატომ მუშაობენ ასე ინტენსიურად ივანიშვილები საზოგადოებაში შუღლის გაღვივებაზე ? დღესვე , ამ სიმღერის გამოქვეყნებამდე “ასავალ-დასავალში” ბატონი ბიძინას ინტერვიუ დაიბეჭდა , სადაც მან აქამდე ათასჯერ უარყოფილი აქციების გამართვა დაადასტურა, უფრო მეტიც თუ საჭირო იქნება თავადვე მოუწოდებს ხალხს აქციებისკენ. როგორც ვიცით, ბოლო წლებში ოპოზიციის მხრიდან გამართული აქციები უკუშედეგით დასრულდა – ხალხში მათდამი ნდობა და აქციაზე გამოსვლის სურვილი თავადვე ჩაკლეს. როგორ და მერამდენედ უნდა გამოიყვანო იმედგაცრუებული ადამიანი კვლავ ქუჩაში ? ფსიქოლოგიითა და ფისოლოსოფით გატაცებულმა ბატონმა ბიძინამ ისიც იცის, რომ ბრბო გამორიცხავს ლოგიკას. ამიტომ ბრბოზე მოქმედებს არა ლოგიკური არგუმენტაცია, არამედ გრძნობათა აღმძვრელი იდეები და მუსიკა, როგორც შთაგონების წყარო. ამ შემთხვევაში მუსიკა გაცილებით ძლიერი ინსტრუმენტია მიზნის მისაღწევად ვიდრემ ლიტერატურა ან ხელოვნება. თუ გადავხედავთ ბერას სიმღერების ტექსტს გამოდის, რომ მომავლის ბრბოსკენ შთაგონებები ადამიანის ყველაზე სენსიტიურ წერტილებზეა აგებული: ქართველობაზე, კაცობაზე და სამშობლოზე. ანუ ხარ მათთან ხარ ნამდვილი ქართველი სხვა დანარჩენი კი კვერცები არიან ! მაგრამ ბრბოში კრიტიკული განსჯის უნარი ქრება, მას შთაგონებით მრავლაფეროვანი წარმოსახვის უნარი უჩნდება, ამიტომ ბრბოს არ შეუძლია გაარჩიოს ჭეშმარიტი მცდარისაგან. ბრბო ფიქრობს, რომ გააჩნია გარკვეული მისია და მოვალეობა. მაგალითად, აქციების დროს, როდესაც ბრბო გარკვეულ დანაშაულს ჩადის ის თვლის, რომ ეს მისი მოვალეობაა, რომელიც უნდა შეასრულოს. ინდივიდი ბრბოში საკუთარი ნებელობით არ მოქმედებს. მისი მოქმედება ისეთივეა, როგორიც სხვისი და ამიტომ პასუხისმგებლობასაც არ გრძნობს. როგორც ტარდიდი წერდა ბრბო სხვადასხვაგვაროვან, ერთმანეთისთვის უცნობ ელემენტთა გროვაა. და ბოლოს, ანტიკურ საბერძნეთში ერთ ფილოსოფოსს უთქვამს: მუსიკას სახელმწიოფოს დანგრევა შეუძლიაო. http://www.ireporter.ge/%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D-%E1%83%A8%E1%83%A3/
  3. ტიტუ ეს რა იყო იმ დღეს გათენებულზე დავიძინე ეგენი რო მართლა ვინმე ფორუმელმა სცემონ წამომიდგენია რა მოხდებაააააააააა :TAT: :TAT:
  4. ვააა ზდრასწი ჩემი ძმააა ბიწო რარაც ვერ მხუტაოვენ კარგად ეს ოცნების ხალხი და ტრეინინგები სჭირდებათ მგონი ძველი მუხტის ილეთებს იყენებენ და რამე ნეო უნდათ
  5. ვიცი რომ გაიხუმრე და მეც გავიხუმრე ვაააააააააა შენ რაღა ბექექსა გეტაკა
  6. გადავბარგდი ეხლა მე იქით ამბები აიწევა დედა-შვილს არ აიყვანს ნჰყტაის სუნი მცემს დეპრეეეეეეეეეეეეს მივყარხაააააააარ :pupuza: ისაა ფრიდრის ცემა როდის გაქვს დაგეგმილი? :TAT:
  7. ბექამ დამბლოკააააააააააააააააააააააააააააააააააა ბაბუ ნახე აბა ჩემ კოენტარებსაც წაშიდა
  8. კაი რა ბაბუ რა პოლიციელი ეგაა პრობაციაზი ზის ქარალდებში იქექება
  9. აუ აქაურები სად არიან? ხვალ დეპრესა შემოვა და თემა დახვდება :givi: წავედი ერთი სხვა განყები დავუთვალრიელო რამე თემა გავუხსნა ეხლა ჩვენ გარდა ამ ფორუმზე არავინ არაა :nekro: :nekro: აუუუუუუუუუუუ, კაკ-კუუუკ დეპრეეეეეს
  10. ვაა ეგრე მე ნაც პარტიის წევრი ცზოვრებაში არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ :givi:
  11. ფრიდრიხ რა ხდება ეეე? ცემის სურვილს გტენიან ?
  12. Google მალე უფრო მეტს გაიგებს თქვენს შესახებ, თუ ვინ ხართ და რას აკეთებთ ინტერნეტში. ვებ-გიგანტმა სამშაბათს განაცხადა, რომ აპირებს ქსელში მომხმარებელთა „საქმიანობის“ შესწავლას თავის სხვადასხვა სერვისის საშულებით - მათ შორის YouTube, Gmail და რათქმაუნდა საძიებო სისტემა Google Search. Google აქამდეც აგროვებდა ამ ინფორმაციას, მაგრამ ახლა პირველად ხდება, როცა აერთიანებს სხვადასხვა საიტიდან აღებულ ინფორმაციას მომხმარებლის სრული პორტრეტის შესაქმნელად. ცვლილებები ძალაში პირველ მარტში შევა და Google-ის პროდუქტების მომხმარებლებს არ შეეძლებათ ამაზე უარის თქმა. ეს ნაბიჯი Google-ს დაეხმარება უკეთესად მოარგოს თავისი რეკლამები მომხმარებლების გემოვნებას. მაგალითად თუ ვინმე ცხოვრობს ვაშინგტონში და უყურებს NBA-ს კლიპს, მაშინ მას Gmail ანგარიშზე შესთავაზებენ Washington Wizards-ის ბილეთებზე რეკლამას . კომპანიები მიიჩნევენ, რომ შეძლებენ ამით დაეხმარონ მომხმარებლებს. როცა ვინმე ინტერნეტში ეძებს სიტყვას იაგუარი - ამ დროს Google-ს უკეთ ეცოდინება მომხმარებელი დაინტერესებულია მანქანით თუ ცხოველით. ან ფირმას შეეძლება შესთავაზოს ელექტრონული ფოსტით მომხმარებელს კონტაქტები ნიუ-იორკში, როცა გაიგებს, რომ ის სადღაც გამგზავრებას გეგმავს. თუმცა მომხმარებელთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება ბევრის შეშფოთებას გამოიწვევს. მომხმარებლები, რომლებსაც ელექტრონული ფოსტა Gmail-ზე აქვთ გახსნილი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ მათი საფოსტო მიმოწერის შინაარსი მასთან სრულიად დაუკავშირებელ საიტის - YouTube-ის გვერდის ფორმირებაზე მოახდენდა გავლენას. „Google-ის ახალი განცხადება კონფიდენციალურობაზე იმედგაცრუებას და შიშსაც კი იწვევს. იმის მიუხედავად რომ კომპანია თვლის - ყველა პლატფორმაზე ასეთი თვალთვალი აუმჯობესებს თავის სერვისს, მომხმარებლებს მაინც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა უარი თქვან ამაზე. განსაკუთრებით როცა საქმე ბავშვებს და მოზარდებს ეხებათ, რომლებიც YouTube, Gmail და Google Search სერვისების აქტიური მომხმარებლები არიან“ - აცხადებს Common Sense Media-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს სტეიერი (James Steyer). Google-ს შეეძლება მომხმარებლებზე ინფორმაციის შეგროვება როცა ისინი ააქტიურებენ Android მობილურ ტელეფონს, შედიან თავიანთ ანგარიშზე ინტერნეტში ან ეძებენ რამე სიტყვას, აგრეთვე მიიღოს მათი კომპიუტერიდან ინფორმაცია მონახულებული საიტების შესახებ და გამოიყენოს თავისი maps პროგრამები მათი ადგილსამყოფელის დასადგენად. კონფიდენცციალურობის პოლიტიკის ასეთ ცვლილებას გაზრდილ კონკურენციას უკავშირებენ - გასული რამოდენიმე კვარტლის მონაცემებმა Google-ის ინვესტორები იმედგაცრუებულები დატოვეს, როცა ამავე დროს Apple-მა მოგების რეკორდული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ Google-ის ასეთი ქმედება უშუალოდ კომპანიებს Apple-ს და Facebook-ს უკავშირდება, რომლებმაც თავიანთი პროდუქციის ერთიანი ეკო-სისტემის შექმნით მომხმარებელთა მიზიდვა მოახერხეს. თავის ბლოგზე Google-ის პირადი მონაცემების უსაფრთხოების ხელმძღვანელამ ალმა უიტენმა განაცხადა, რომ მოხდება სხვადასხვა სისტემაში შესული მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გაერთიანება, ანუ სისტემაში დაფიქსირებული იქნება როგორც ერთი პიროვნება, რომელიც სხვადასხვა პლატფორმას იყენებს. Google ამ ცვლილებებს თავის მილიონობით მომხმარებელს ელ-ფოსტით და თავის საიტებზე განთავსებული შეტყობინებებით გააცნობს. ცვლილებები Google-ის ყველა პროდუქტს შეეხება გარდა შემდეგისა - Google Wallet, Chrome და Google Books. კომპანიის განმარტებით ეს მხოლოდ გაამარტივებს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თუმცა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზოგიერთი წარმომადგენელი მაინც სკეპტიკურად უყურებს ამ ცვლილებებს. „გამორიცხულია, რომ რომელიმე მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, თუ რა შედეგები მოყვება Google-ის მიერ მასზე სხვადასხვა პლატფორმიდან ინფორმაციის შეგროვებას მის ჯანმრთელობაზე, პოლიტიკურ შეხედულებებზე და ფინანსურ პრობლემებზე“ - აცხადებს Center of Digital Democracy-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ჩესტერი. წარმომადგენლობითი პალატის წევრი ედვარდ მარკი - „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის უფლება - უნდა თუ არა Google-ის სერვისების მთელი სპექტრიდან შეგროვდეს მის შესახებ ინფორმაცია“. Google უფრო მეტი ყურადღების ცენტრშია ვაშინგტონის მარეგულირებლების მხრიდან, რომლებთანაც კომპანიამ ახლახანს მოაგვარა მთელი რიგი საჩივრები. ფედერალური ჩინოვნიკები ასევე განიხილავენ ხომ არ ირღვევა ანტიმონოპოლიური კანონი, როცა Google თავის ბიზნეს-მიმართულებების გაუმჯობესებას ონლაინ ძიებების გამოყენების ხარჯზე გეგმავს, სადაც ის ერთპიროვნული ლიდერია. ფედერალური სავაჭრო კომისიის წარმომადგენელმა კლაუდია ფარელმა უარი განაცხადა ბოლო ცვლილებების შემდეგ Google-სა და მარეგულირებლებს შორის არსებულ ურთიერთობაზე გაეკეთებინა რაიმე კომენტარი. http://www.ireporter.ge/2012/01/26/google-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A/
  13. ჩინეთის ხელისუფლება ნერგავს ახალ წესებს, რომლებიც მომხმარებლებს ტვიტერის ჩინურ ვარიანტსა და სხვა ბლოგებზე ნამდვილი სახელით რეგისტრაციას დაავალდებულებს. ახალი მომხმარებლის რეგისტრაციისას ნამდვილი სახელის გადამოწმება იქცევა ნორმად. ამის გარდა წარსულში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს გარკვეულ ეტაპზე თავიანთი ნამდვილი სახელების წარდგენა მაინც დასჭირდებათ. ჩინური მიკრობლოგები ხშირად ამხელენ ხელისუფლების სხვადასხვა ბოროტ ქმედებებს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ ზოგიერთი ინფორმაციის გავრცელება საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას. სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ ახალი ზომების მიღება, ნამდვილი სახელით დარეგისტრირებასთან დაკივშირებით, უკავშირდება ცენზურის შემოღებას, ვინაიდან ეს გაადვილებს ქსელში კრიტიკული გამონათქვამების ავტორის მოძებნას. Twitter, ისევე როგორც სოციალური ქსელი Facebook, ფორმალურად აკრძალულია ჩინეთში, სადაც ინტერნეტი მკაცრი კონტროლის ქვეშაა. თუმცა მიკრობლოგებმა (ვეიბო – როგორც ჩინეთში უწოდებენ) ჩინეთში დიდი პოპულარობა მოიპოვეს. 2011 წლისთვის მიკრობლოგებში რეგისტრირებულთა რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 500 მილიონიანი მომხმარებელთა ნახევარი ასეთი ბლოგების მიმდევარია. გასული წლის დეკემბერში რამოდენიმე ქალაქში (მათ შორის პეკინი) მომხმარებლებს მოსთხოვეს ნამდვილი სახელით დარეგისტრირება. აქვე ცნობილი ხდება განცხადება, რომ მსგავსი ზომები იქნება მიღებული ქვეყნის მასშტაბით, როცა პროექტის საპილოტე სტადია დამთავრდება. ამ ზომებმა მილიონობით ჩინელი ბლოგერის შეშფოთება გამოიწვია. 2011 წელს ინტერნეტის ჩინურ სეგმენტში აქტიურად განიხილებოდა ისეთი ხელისუფლებისთვის მიუღებელი თემები, როგორიცაა ჩქაროსნული მატარებლის კატასტროფა ვენჩჟოუში და მასობრივი პროტესტები დალიანში. დასავლეთის ექსპერტების დაკვირვებით ჩინეთი საკმაოდ შეშფოთებულია მოსახლეობას შორის ბლოგების გავრცელების ტემპებით, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე ხელისუფელბის მონოპოლიას საფრთხეს უქმნის. http://www.ireporter.ge/2012/01/23/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A/
  14. კარგია რა გინდა რას ერჩი
  15. არადა სულ ვიკავებ თავს რომ მაგაზე არ ვწერო მგონი არც არასდროს დამიწერია ჯერ ნუ ეხლა მე რო მაგაზე ვწერო აღარ იქენება საინტერესო თუ არ იქნება საინტერესო არ მოეწონებათ თუ არ მოწონებათ არ წაიკითხავენ მერე არც მკითხველი მეყოლება და არც ავტორები ხოდა კ ჩოტრუ მიშაზე წერა
  16. საქართველოს კულტურის მინისტრს ბატონ ნიკა რურუას, ქალაქ თბილისის მერს ბატონ გიგი უგულავას, საქართველოს საზოგადოებას, ჩვენი, ამ წერილზე ხელის მომწერთა მიზანს არ წარმოადგენს 1991 – 1992 წლის სამხედრო გადატრიალების და არც შემდგომ, მხედრიონის დანაშაულებრივი მოქმედებების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. ეს სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურების პრეროგატივაა. საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 26 მაისს, პოლიტიკური შეფასება უკვე მისცა სამხედრო გადატრიალებას და შემდგომში ჯაბა იოსელიანის, როგორც მხედრიონის მეთაურის მოქმედებებს, და ის საქართველოს სახელმწიფოებრიბის და ქართველი ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებად აღიარა. შემდგომ კი საქართველოს პრეზიდენტმა, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ჯაბა იოსელიანს , საქართველოს ახალგაზრდობის გახრწნაში, ზნეობრივ და ფიზიკურ განადგურებაში დასდო ბრალი, ხოლო საქართველოს პროკურატურამ კი აღძრა სისხლის სამართლის საქმე ამ დანაშაულებრივი ფაქტების გამოსაძიებლად. ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი მუზეუმი, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი წარმოადგენს საქართველოს საამაყო შვილების ნეშტების სამუდამო სასუფეველს. დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დასაფლავება არის სიმბოლური აქტი, რომლითაც საქართველოს საზოგადოება თავის პატივისცემას გამოხატავს განსვენებულის მიმართ. სწორედ ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლადო ასათიანის, თედო რაზიკაშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, იროდიონ ევდოშვილის, იეთიმ გურჯის, პაოლო იაშვილის, დუტუ მეგრელის, შიო მღვიმელის, დემნა შენგელაიას, ტერენტი გრანელის, იოსებ ყიფშიძის, თედო ჟორდანიას, სიმონ ყაუხჩიშვილის, ნიკო კეცხოველის, სერგი მაკალათიას, ვასო გოძიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დოდო აბაშიძის, ვახტანგ ბოჭორიშვილისა და სხვა ღირსეულ მამულიშვილთა გვერდით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობის, სამეგრელოს და თბილისის აოხრების, ახალგაზრდობის მორალურად გახრწნის და ფიზიკურად განადგურების, მთავარი ორგანიზატორი და მონაწილე არ უნდა განისვენებდეს. ამ წერილზე ხელის მომწერთ მიგვაჩნია, რომ ჯაბა იოსელიანის საფლავი არ უნდა იყოს საზოგადო მოღვაწეთა არცერთ, საქართველოში დღეს არსებულ პანთეონში. მისი ნეშტის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ყოფნა არის ქართული საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელი აქტი, იმ დიდი ფიზიკური და მორალური ზარალის გამო, რაც იოსელიანმა და მისმა იდეურმა თანამოაზრეებმა საქართველოს მიაყენეს. მიგვაჩნია რა, რომ დიდუბის პანთეონში ჯაბა იოსელიანის დაკრძალვა ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, მოვითხოვთ, რომ ჯაბა იოსელიანის ნეშტი დაუყონებლივ იქნეს გადასვენებული დიდუბის პანთეონიდან და დაიკრძალოს იქ, სადაც ამას მისი ოჯახი ჩათვლის საჭიროდ. საინიციატივო ჯგუფის სახელით: მიხეილ ჯაფარიძე ნინო ბანძელაძე ვაჟა ამირანაშვილი ნანა დურგლიშვილი ლაშა ბერულავა მალხაზ ბატონისაშვილი ნიკოლოზ დეისაძე გიორგი ბარამიძე http://www.ireporter.ge/2012/01/19/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95/
  17. მადლობააა ცოტა კრიტიკაც მჭირდება თორემ უკვე ძალიან მიკერძოებული გავდი და გარედან ვეღარ ვუყურებ როგორია
  18. აშშ-ში ინტერნეტ-მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით განიხილება კანონპროექტი, რომლის გაპროტესტების მიზნით ოთხშაბათს ვიკიპედიის ინგლისურენოვანი კონტენტი გათიშული იქნება (ვიკიპედია მონახულების რიცხვის მიხედვით მეექვსე ადგილს იკავებს მსოფლიოში). აქციას თავისუფალი ენციკლოპედიის გარდა შეუერთდება ისეთი საიტები როგორებიცაა სახალხო ნიუსები Reddit და ბლოგ-პლატფორმა Boing Boing. მოცემული რესურსების შემქმნელები გამოდიან კონგრესში განსახილველად შეტანილი ორი კანონპროექტის – „შევაჩეროთ ინტერნეტ-მეკობრეობა“ (Stop Online Piracy Act – Sopa) და „დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება“ (Protect Intellectual Property Act – Pipa) წინააღმდეგ. ვიკიპედიის დამაარსებელმა ჯიმი უელსმა თავისი დამოკიდებულება ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით BBC-თან ინტერვიუში შემდეგნაირად განმარტა: „კანონპროექტის ინიციატორები თავიანთ ოპონენტებს განიხილავენ ისე, თითქოს ისინი იცავენ მეკობრეებს და უნდათ მათთვის გზის გახსნა. თუმცა კანონპროექტი ისეთი ფორმით არის დაწერილი, რომ დარტყმას მიაყენებს ისეთ სფეროებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს მეკობრეობასთან. კანონპროექტები Sopa და Pipa მხოლოდ სიმპტომებია გაცილებით დიდი პრობლემის. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვაკვირდებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განვითარებას, რომლებიც მიმართულია როგორც მეკობრეობასთან ბრძოლისკენ ასევე ინტერნეტის რეგულირებისკენ და საფრთხეს უქმნის ქსელის თავისუფლებას“. ამავე დროს Twitter-მა თავი შეიკავა აქციაში მონაწილეობისგან – „ერთი ქვეყნის პოლიტიკის საპასუხოდ გლობალური მასშტაბის პროექტის დახურვა – ეს უბრალოდ სისულელეა“ – განაცხადა დიკ კოსტოლომ, Twitter-ის ხელმძღვანელმა. Sopa-ს ინიციატორები აცხადებენ, რომ მოცემული კანონი უფლებას აძლევს მონაცემთა ავტორებს და ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს მეკობრეობასთან დაკავშირებული საიტების დახურვასთან დაკავშირებით. ის აგრეთვე ავალდებულებს აშშ-ში ბაზირებულ ინტერნეტ-პროვაიდერებს, საძიებო და საგადასახადო სისტემებს, და სარეკლამო ქსელებს შეწყვიტონ საზღვარგარეთის იმ საეჭვო საიტებთან ურთიერთობა, რომლებიც არაკანონიერ საქმიანობებს ეწევიან ან შეიცავენ ლინკებს მათზე. გასულ შაბათს თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, სადაც ბევრ რამეში კანონპროექტის მოწინააღმდეგების მხარე დაიჭირა – „თუმცა ჩვენ ვთვლით რომ ონლაინ-მეკობრეობა საზღვარგარეთის საიტების მხრიდან არსებით პრობლემას წარმოადგენს, რომელიც კანონის მხრიდან სერიოზულ რეაქციას მოითხოვს, მაგრამ ამასთან ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც შეზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, გაზრდიან კიბერუსაფრთხოების რისკს და შეაფერხებენ გლობალური ქსელის – ინტერნეტის ფუნქციონირებას“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. კანონპროექტი Pipa – უკვე გადის თანხმობის პროცედურას აშშ-ს სენატში. http://www.ireporter.ge/2012/01/17/wikipedia-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93-24-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/
  19. 11. მეთერთმეტე ადგილს სიაში MacBook Pro იკავებს, რომლის მონიტორის გარჩევადობა სავარაუდოდ 2880х1800 პიქსელი იქნება. როგორც ადრე დაანონსდა ნოუთბუქი 15 დუიმიანი ეკრანით, ძლიერი პროცესორით და დიდი ტევადობის მყარი დისკით წლის პირველ ნახევარში გამოვა. 10. მეათე ადგილი ეკუთვნის Google-ის ახალ ოპერაციულ სისტემას: Android Jelly Bean. თუმცა მასზე ამ დროისთვის კრიტიკულად მცირე ინფორმაციაა, მაგრამ მის გამოსვლაზე მაინც დიდ იმედებს ამყარებენ. Android 4.0 ICS-ის რელიზმა ყველაზე დიდი ბიძგი მისცა მობილურ პლატფორმებს მათი არსებობის მანძილზე. იმედი ვიქონიოთ, რომ Google შეძლებს Android 5.0-ით რაღაც ახალი, სწრაფი და კიდევ უფრო საინტერესო სისტემა შემოგვთავაზოს. 9. მეცხრე ადგილზე იმყოფება კომპანია C3 Technologies მიერ დამუშავებული 3D რუკები, რომელსაც აქვს iOS 6-ში ინტეგრირების ყველა შანსი. ამით Apple-ს შესაძლებლობა ექნება გამოუშვას საკუთარი კარტოგრაფიული სერვისი iPhone-ებისთვის და Google-სგან მთლიანად დამოუკიდებელი გახდეს. 8. მერვე ადგილს ეუფლება კონსოლი Sony PlayStation 4. კომპანიამ უკვე დაადასტურა ინფრომაცია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მის შექმნაზე. ბევრი გეიმერი იმედოვნებს მის გამოჩენას 2012 წლის გამოფენაზე (E3). 7. მეშვიდე ადგილზეა Nintendo Wii U, რომლის გამოშვება 2012 წლის მეორე ნახევრისთვის დაანონსდა გამოფენაზე E3 2011. როგორც ვარაუდობენ Wii U სენსორული კონტროლერით მოგვევლინება, რომელსაც შეეძლება გამოსახულების და მინი-თამაშების კონსოლიდან მიღება. კონსოლი წარმოდგენილი იქნება CES 2012-ის გამოფენაზე. 6. მეექვსე ადგილი ASUS Padfone-მა დაიკავა – 4,3 დუიმიანი სმარტფონი და პლანშეტი Android-ის პლატფორმაზე. სპეციალური დოკ-სადგური სმარტფონს 10,1 დუიმიან პლანშეტად გარდაქმნის. სავარაუდოდ მოწყობილობა 2012-ის თებერვალში იქნება წარმოდგენილი. 5. მეხუთე ადგილზე განთავსდა ზესწრაფი პორტები Intel Thunderbolt, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, 2012-ში PС-ზე გამოჩნდებიან. ასე რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ახალი, უფრო სრაფი ინტერფეისის საშუალებით დააჩქარონ კომპიუტერიდან მონაცემების გადაცემა სხვა მოწყობილობებზე. 4. მეოთხე ადგილს იკავებს აზიაში უკვე გამოსული Sony PlayStation Vita, რომელსაც ასე ელოდებიან აშშ-ში. ამერიკის ბაზარზე გამოსვლა 22 თებერვლისთვისაა დაგეგმილი. კონსოლი Wi-Fi ვერსიით 249 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი, 3G AT&T ვერსიით კი 299 დოლარად. 3. მესამე ადგილის მფლობელები ხდებიან პლანშეტები Windows 8-ის პლატფორმაზე. როგორც პრესა იუწყება მათი გამოსვლა 2012 წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. ვარაუდობენ რომ სწორედ HP და Samsung იქნებიან პირველები მოცემულ პლატფომაზე პლანშეტების გამოშვებაში. 2. მეორე ადგილზეა სონის გარნიტურა Personal 3D Viewer. პორტატიული ზომების სრულფასოვანი სახლის კინოთეატრი ორი 0,7 დუიმიანი OLED ეკრანებით გარჩევადობით 1280х720 ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თქვენ 750 დუიმიანი ეკრანის წინ ზიხართ 20 მეტრის დაშორებით. სიახლე 2012 წლის დასაწყისში გამოჩნდება ამერიკის ბაზარზე და 800$ ეღირება. 1. პირველ ადგილზე კი, ამერიკელი მომხმარებლებისთვის, iPhone 5 და iPad 3 გავიდა, რომელთა რელიზები წლის მეორე ნახევრისთვისაა დაგეგმილი. http://www.ireporter.ge/2012/01/16/11-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A/
  20. ADR Studio-მ ახალი თაობის iPhone 5-ის რამოდენიმე სურათი გამოაქვეყნა. ანტონიო დე როსას განცხადებით ახალმა კონცეპტმა iPhone 5 SJ დასახელება სტივ ჯობსის პატივსაცემად მიიღო. დივაისს გააჩნია დიდი ეკრანი, გაუმჯობესებული კამერა და დიზაინი. ავტორის აზრით iPhone 5 SJ მსუბუქი პოლიკარბონატისგან დამზადდება, აღიჭურვება მაღალი გარჩევადობის დიდი ეკრანით, ორბირთვიანი A6 პროცესორით და 10 მეგაპიქსელიანი კამერით. სმარტფონი უფრო თხელ კორპუსს მიიღებს ვიდრე iPhone 4S. შიდა მართვა და პორტების განლაგება იგივე დარჩება. ღია ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს Apple-ის ლოგოტიპის წინა პანელზე გამოჩენა. პანელის უკანა მხარეს „iPhone“ ნიშნის ქვემოთ კი სტივ ჯობსის ხელწერის ზუსტი ასლი განთავსდება. მოცემული პროექტი კი ჯერ მხოლოდ ანტონიო დე როსას დიზაინის კონცეპტია, თუმცა, რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, სავარაუდოდ Apple მასში სერიოზულ ცვლილებებს არ შეიტანს. http://www.ireporter.ge/2012/01/12/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-iphone-5-sj-steve-jobs/
  21. სანამ, ეგრეთ წოდებული, ცივილიზებული სამყაროს მცხოვრებლები აგრძელებენ გარკვეულ, შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ჩინური ტექნოლოგიური ინოვაციებისადმი, ჩინეთი განაგრძობს მუშაობას და ჩვენ გაოცებას. ჩინეთში მსოფლიოში პირველმა 3D არხმა დაიწყო მაუწყებლობა. ამ ეტაპზე არხი სატესტო რეჟიმში მუშაობს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის (CCTV) და 5 ლოკალური ტელესტუდიების ხელმძღვანელობით. სავარაუდოდ არხის ოფიციალური გახსნა 23 იანვარს, ჩინურ ახალ წელს გაიმართება. არხის ჩართვისთვის აუცილებელი იქნება 3D ტელევიზორი და ამ ფორმატის სიგნალის მიმღები და გარდამქმნელი. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ მოცემული ინიციატივა 3D ტელევიზორების პოპულარიზაციის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. და ბოლოს, აღინიშნება, რომ მოცემული არხი იქნება არა კაბელური, არამედ უფასო საეთერო არხი, რომლის მიღება ყველას შეეძლება. http://www.ireporter.ge/2012/01/14/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-3d-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/
  22. ფორუმზე თემა იყო და იმ თემაში დავწერე ახალი რომ გამეხსნა მაინც შევუერტებდი ტემას ნუ სუფრაზე როგროც უსწორდება ისე რომ იქცევა სულ არაა ახალი მაგრამ ეს რაღაცეების გამოგონებაც რა სისულელა იმპულსური რომაა არც ეგაა ახალი ამბავი მაგრამ ამ შემთხვევაში წყალტუბოში კაცი ნომრალურა დიქცოედა და რატომ უგონებენ ხოლმე
×
×
  • შექმენი...