Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. გეთანხმებით. მაგრამ მე არ დავწერე "ხალხიდან გამოსული", დავწერე "საყრდენს ხალხში გამონახავს, ხალხთან უფრო ახლოსაა". თუმცა "გარემო კი უნდა იცოდეს" გულისხმობს, რომ გამიგეთ რაც ვთქვი. გასაღები შეიძლება მანდაა, მაგაზე არ მიფიქრია. ალბათ ლობირება (ყველა სახის და არა მარტო ბიზნესის) უნდა იყვეს დაკანონებული. მაშინ როდესაც კანონი კანონობს. ხალხის ხმა არ ისმის. არჩევნები არ ასრულებენ თავის დანიშნულებას. ეს იმიტომაც ხდება, რომ ხალხი არ აძლევს დავალებას თავის ასარჩევ მენეჯერებს. მენეჯერები თვითნებურად რასაც უნდა იმას აკეთებენ და მერე უყვებიან (პიარის სახით) "აი ეს გავაკეთეთ, აი ეს".... აი ეს არის უფრო მნიშვნელოვანი გასაღები (ან ეზოსი, ან სახლის). თქვენი გასაღები უფრო კარადის გასაღებს ჰგავს სადაც ფული დევს (პირობითათ). ჩემი გასაღები დღევანდელი პრობლემების კარებსაც გააღებენ. აქ გადავდივართ პრობლემების გადაწყვეტის იმ მეთოდებზე, რომლებზეც მე მინდოდა საავტორო უფლებები მქონოდეს. ნუუ, ჭაბუკური მაქსიმალიზმი
  2. როგორ უნდა მეწყინოს, როცა სიმართლეს სწერთ? მე შევასწორე ჩემი კითხვა. "ალბათ ასაკზე არაა სწორი ლაპარაკი ჩემს მხრიდან. უფრო ახალ მიდგომებზე და აზროვნებაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი."
  3. აჰა, გამარჯვებულის "უფრო თავდაჯერებული" ბრძანებაც მივიღეთ. მე "დავიშალე"... "როცა ნავთს ასხამ ცეცხლს, შარვალზე არ უნდა დაისხა" @
  4. გეთანხმებით, არაა აუცილებელი. და ყველამ თავისი დანიშნულებით უნდა იმოღვაწეოს.
  5. ავატარზე სურათი 3 წლის წინ არის გადაღებული: მობილურით ჭადრაკს ვთამაშობ ტურნირში. პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ კატეგორიულად. მაგრამ ზურგსაც ვერ ვაქცევ, დიდი სურვილის მიუხედავად. პოლიტიკაზე აზროვნებას და ზოგჯერ ლაპარაკს (აზროვნების გასაგრძელებლათ) არ ვერიდები. არ მიყვარს აზრის და არგუმენტების ნაცვად ემოციების კითხვა. მაინც მაინტერესებს ქართული პოლიტიკური და საზოგადო აზრი. ფსონი რომ მაღალია ყველგან, სადაც ფულზე, რესურსებზე და გავლენაზეა ლაპარაკი ეს გასაგებია. ამაში როგორ შეგეკამათებით. მაგრამ არის (რჩება) ხალხი, უბრალო ხალხი. რატომღაც მგონია, რომ აქ უფრო მეტი პოტენციალი იმალება პოლიტიკოსისთვის, ვიდრე ამერიკაში და რუსეთში. უფრო იმ მოაზროვნეების, მოღვაწეების და პოლიტიკოსების იმედი მაქვს, რომელიც საყრდენს ხალხში გამონახავს, ხალხთან უფრო ახლოსაა. მე მაგით უფრო დამაინტერესა ხატია შიუკაშილის პიროვნება, რომ (თუ წაიკითხავთ) სულ ხალხში ხდება ის მოქმედება და ხალხის ნაწილი ჩანს ხატია (თანაც აშკარად გამოკვეთილი ლიდერის და სტრესგამძლე თვისებებით). კარგი იქნება, თუ კიდევ ვინმე გამოთქვამს თავის აზრს ხატიაზე.
  6. ოპოზიციაში გავერკვიეთ. ოპოზიცია ძალიან ჭრელია.... იქ რას არ ნახავ (!) ხელისუფლებას როგორ აფასებთ? ეს ხელისუფლება გვიცავს სამოქალაქო ომისგან? ეს ხელისუფლება გვიცავს რუსეთისგან? ბოდიშით, რომ ჩაგაცივდით. თუ არ გინდათ, ნუ მიპასუხებთ. მართლა არ მეწყინება.
  7. წეროს ბაიების მოტანა სცოდნია არაფრის მომტანად წერს თუ?... თუ მაინც (თქვენი აზრით) რამეს მოიტანს მაგის ნაწერი? არაფერი ესმის პოლიტიკაში ამის გამო "1) ადამიანი უნდა ერკვეოდეს ზოგად ურთიერთობებში, ქონდეს ამის ბუნებრივი მონაცემები. (@lasha_alo)" ? იმიტომ გეკითხებით, რომ მეც არაფერი მესმის ქართულ პოლიტიკაში, რადგან ქართული პოლიტიკა გადატვირთულია "ზოგად და პიროვნულ ურთიერთობებით", ჭორებით. საერთოდ პოლიტიკაში (როგორც ძალების და ინტერესების ურთიერთობაში ქვეყნის შიგნით და გარეთ) კარგათ ვერკვევი.
  8. მადლობთ პასუხისთვის! ბევრ რამეში გეთანხმებით. აღწერეთ სრულიად ჩამოყალიბებული წარმოდგენა პოლიტიკოსის გზაზე და თვისებებზე. მართალია ახალგაზრდებს პოლიტიკაში და ხელისუფლებაში ბოლო 7 წლის რეალობამ დისკრედიტაცია გაუწია. მაგრამ, დღეს არც სხვა ასაკის პოლიტიკოსები (ორივე მხრიდან) იწვევენ ჩემ ნდობას. ალბათ ასაკზე არაა სწორი ლაპარაკი ჩემს მხრიდან. უფრო ახალ მიდგომებზე და აზროვნებაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი.
  9. გეთანხმებით. პასუხი მაინც არ მომეჩვენა სრული. ნახევარი - რუსების მიერ გამოძერწილი ოპოზიცია - გავიგე. მეორე ნახევარი ვერ გავიგე: ვინ უდგას წინ ოპოზიციას სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად? ვინ და არა რა? როგორი მეთოდებით?
  10. რუსებს ვეუბნევი "მოსკოვი - მეგრული სახელია" მეთქი. და ამას ვუყვები: იური დოლგორუკი თურქეთში საქართველოს გავლით გაემგზავრა და სამეგრელო მოეწონა. მსახურებს უთხრა "გაიგეთ რა ჰქვია ამ მხარესო". მსახურებმა დაინახეს ხალხი ქეიფობდა და მივიდნენ საკითხავად. მეგრელებმა კითხვა ვერ გაუგეს და დაუძახეს "მოს ქუა". მსახურებმა მოახსენეს იურის "მოს ქუა" ფქვიაო ამ მხარეს. და იურიმ თქვა "დავბრუნდები სახლში, ჩვენც გვექნება ჩვენი მოს ქუა". დაბრუნდა და.... არის რამე მსგავსი სიტყვა "მოს ქუა" მეგრულში? და რამეს ნიშნავს?
  11. და რატომ planeta.ru ? იქნებ მაინც planeta.ge ? თუ რამე მეშლება?
  12. ვერ გავიგე რაში გამოიხატება "რუსოფილობა" ამ ფორუმზე? ვერ გავიგე რაში გამოგვადგება ჩვენ ან "რუსოფილობა", ან "რუსოფობია"? მე მგონია, რომ აქ ყველანი "ქართველოფილები" ვართ და ერთმანეთს არ უნდა დავერიოთ. მე არ ვარ გარკვეული ამ ფორუმზე გაჩაღებულ ურთიერთ გარჩევებში, მაგრამ: 1. ცუდია, რომ licemer თითქოს გაირიყა|გაირიყება დანარჩენებისგან. აქ ურთიერთ დათმობაა საჭირო. რის მაგალითი licemer მოგვცა, როცა უპირობოთ ხელი გაუწოდა მოპირისპირე ხალხს. მოპირისპირე ხალხისგან მსგავსი ნაბიჯი არ იყო. 2. licemer, აბა ვიპ-მოდერობა საქართველოს პრეზიდენტობას ვერ შეედრება. კარგ|მართალ იუზერს მოდერობა კი არა პოსტები ამაღლებენ. მიშა რომ წავა, ვერაფერი აამაღლებს. თქვენ კი - ყველაფერი თქვენს ხელშია. ბატონო licemer, პირადი კითხვა მაქვს თქვენთან: ვინ აჩაღებს სამოქალაქო ომს დღეს საქართველოში და ვინ (როგორო მეთოდებით) იცავს საქართველოს სამოქალაქო ომისგან?
  13. არ ვიცნობ საქართველოს პოლიტიკურ სპეკტრს და პოლიტიკოსებს. რასაც 2006 წლის მერე ვაკვირდები არავითარ შთაბეწდილებას ჩემზე არ ახდენს. ჩემთვის მთავარია ადამიანის პოლიტიკური პოზიცია, შემდეგ კი ამ პოზიციის განსახორციებელი მოქმედებები. ამ ორი კრიტერიით პოლიტიკოსი ვერ ვნახე, რომ გული დამედოს.... იქნებ ახალგაზრდებში ღვივდება ის ქართული პოლიტიკური აზრი და აზროვნება, რაც გაგვაერთიანებს უბრალო ქართველებს და ერთმანეთის მხარის ძალას გვაგრძნობინებს? გუშინ, ფრიდრიხის და ანალგინის დებატების მოლოდინში, აი ეს წავიკითხე შემთხვევით: http://www.lib.ge/body_text.php?6546 რუსეთ–საქართველოს ომი ხატია შიუკაშვილი შემდეგ კი აი ეს: http://www.lib.ge/body_text.php?6547 პასუხი, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს ხატია შიუკაშვილი თუ გესმით რას ნიშნავს ქალისთვის რუსების ტანკების ლულების ქვეშ, გრუხუნში და რუსი ჯარისკაცების ყიჟინში (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!) ახალსოფლიდან თბილისის გზაზე იგოეთამდე ფეხით ჩამოსვლა? მაშინ, როდესაც ამავე დროს 10 კმ იქით მამაკაცი (მთავარსარდალი ვარო დამცველებით ალყაშემორტყმული) მიწაზე ენთხმევა და მზად არის თაგვის სორო მოძებნოს... ხატიას მაღალი სულისკვეთების გარდა მე აზროვნების და მეტყველების უნარიც მომეწონა ("პასუხი, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს" გადაიკითხეთ). მე არ ვიცნობ მაგ ქალს და გუშინ პირველად გავიგე. მე თქვენი აზრი მაინტერესებს ხატია შიუკაშვილზე: ვისი ხატია მიშა და ვისი ხატია შიუკაშვილი?
  14. ეგ რანაირათა? პირიქითა - ლარი ვედრაში
  15. და ვინც პასუხებს, მოსაზრებებს და აზრებს შეაფასებს მიუკერძოებულად.
  16. ...ზუსტად, ის ნახევარი საქართველო...
  17. მართლა საინტერესო იქნება. მონაწილეობაც და გვერდიდან ყურება. ბოდიშით, ერთი სისუსტე მაქვს - მიყვარს არგუმენტები. მეზარება უარგუმენტო გაწევა-გამოწევას კითხვა. თუ დებატები დაიწყება, უფრო ხშირად შემოვიხედავ და ჩუმად ვიჯდები და მოგისმენთ... ბოლოს და ბოლოს მაინტერესებს: არსებობს ქართული საზოგადოებრივი აზრი თუ მარტო ემოციები ღა დაგვრჩა?
  18. 20) Лучший построенный Аэропорт - Россия СНГ, Восточная Европа: 1. Международный аэропорт Бухары 2. Загребский Аэропорт 3. Будапешт Международный аэропорт Ферихеджи 4. Международный аэропорт Тбилиси 5. Аэропорт Пулково ზაგრების აეროპორტში ვარ ნამყოფი დიდი ხნის უკან - პატარა აეროპორტი მომეჩვენა მაშინ. პულკოვო რუსეთის საუკეთესო აეროპორტებში არ შედის. ბუხარის აეროპორტი უზბეკეთის საუკეთესო აეროპორტი არაა. ბუდაპეშტის აეროპორტზე ვერაფერს ვიტყვი. ერევნის აეროპორტი ნომინაციაში რატომ არ მონაწილეობს? თბილისის აეროპორტის დონისაა. მოსკოვის აეროპორტებს თბილისის აეროპორტი ვერ შეედრება. მაინც რაში გვჭირდება ესეთი საეჭვო სიამაყე? რუსებს ვეუბნევი "არა ფიქრობთ. ამაყობთ." მართლა არ მინდა ეგ ქართველებსაც გავუმეორო....
  19. არავის არაფერი არა სწყინს. მოდით უბრალოთ გავერკვიოთ რა გაგვიხარდეს: 1. რამდენი მონაწილეობდა კონკურსში და რამდენი ნომინაცია იყო. 2. გამარჯვებული ყოველ ნომინაციაში და თბილისის აეროპორტმა რომელ ნომინაციაში გაიმარჯვა. თუ 22 ნომინაცია იყო - ე.ი. ყველამ გაიმარჯვეს. გავერკვიოთ და არ ვიკამათოთ. თუმცა მეორეს მიჩვეულები ვართ, პირველს კი ვეჩვევით...
  20. კამათის უაზრობა რომ გახდეს ნათელი, დასდეთ სრული ინფორმაცია: 1. რამდენი მონაწილეობდა კონკურსში და რამდენი ნომინაცია იყო. 2. გამარჯვებული ყოველ ნომინაციაში და თბილისის აეროპორტმა რომელ ნომინაციაში გაიმარჯვა. საერთოდ თუ იცით, რომ მაგნაირ კონკურსებში დამარცხებული არ არსებობს?
  21. არც ქოსატყუილაა სიაში. არც ხლესტაკოვი ("მკვდარი სულები"). ხლესტაკოვი ხომ იყო ქოსატუილა? გამისწორეთ თუ ვტყუივარ... თუ მართლა ამირანს გაგონებთ, რატომ არ გამოაცხადოთ ხმამაღლა? სია რა შუაშია? მე დიდი ხანია მიშა მისწრაფებით არქიპო სეტურს მაგონებს. სულსწრაფობით კი ხლესტაკოვს.
  22. მართალს ბრძანებთ. მერის არჩევნებში არ უნდა იყვეს ხმაბი დაქუცმაცებული. აქ კი არავითარი ტრაგედია არაა.
  23. Mეც სიამოვნებით გილოცავთ ბატონო გიორგი იუბილეს! სანამ თქვენი სამადლობელო პოსტი არ ვნახე, სულ სერგო ზაქარიაძე მახსენდებოდა "ჯარისკაცის მამიდან": - რა გაჩუმებული ხარ, ხმა ამოიღე, კაცო! - ლოცულობ, გიორგი? თუ გული ითხოვს ილოცე! გიორგი: "აბა რა ვთქვა? მივდივარ და მივდივარ!" "ვარ იუბილარი და იუბილარი ვარ!"
  24. აჰაა... 108 პოსტი მქონია თუ ხმის მიცემის უფლებას არ ჩამომართმევთ, მეც გამოვყოფ ფეხს (კუსავით).... ყველა კანდიდატს ჩემი პატივისცემა (ანალგინს განსაკუთრებით)! ჩემი ხმა კისას. მისი აზროვნების და მეტყველების მანერა ჩემთვის დასაჯერებელია. თუმცა ყველანი ემოციურები ვართ.. წვალებაა მოდერობა! კისა. მიღებულია
×
×
  • შექმენი...