Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. როხლინის და მისი მეუხლის ბედი უმძიმესი ისტორიაა..მართლა პუტინმა მოაწყო ის ოპერაცია მაგის დაჩაზე, თუ ჭორების დონეზე უყრით ეხლა ხმას? მართლა მაინტერესებს მაგ ისტორიის ორგანიზატორის სახელი. როხლინი საქართველოს მეგობარი იყო...
  2. აი ეს ბმული (ლინკი) და თქვენ იცით... http://www.svobodanews.ru/content/article/1983851.html Спасая подполковника Путина: вторая попытка Владимир Иванидзе Одним из первых журналистов, кто попытался пройти по следу доклада рабочей группы Марины Салье, посвященного работе Владимира Путина и Анатолия Собчака в питерской мэрии в 1991 - 1992 году, стал тогдашний обозреватель "Ведомостей" Владимир Иванидзе. Готовая статья так и не была опубликована в 2000 году. Ее обновленный - дополненный - вариант Владимир Иванидзе передал для публикации сайту Радио Свобода. За несколько дней до публикации Иванидзе дал интервью РС. ბოლოში რუსი იუზერების კომენტარები ყურადღებით წაიკითხეთ!
  3. კარგი თემაა. განსაკუთრებით ტენდენციაა მიმზიდველი: ვაცხადებ ომს, ვაცხადებ კონკურსს, ვაცხადებ პერეკურს (ანტრაკტს) ! ომის ამბავი როგორაა ბაბუაგიორგი?
  4. ისე საინტერესოა, როგორც ეკონომიური თავისუფლების მოდელის ვარიანტი. დასაფიქრებელია ყოველგვარი პონტისა ჯღანვა-პრანჭვის გარეშე. აი ამ ფორუმზე ადრე დაიწყო დისკუსია ამ თემაზე: http://politforumi.com/lofiversion/index.php?t9568.html
  5. აი კიდევ კადრები სვანეთში ჩატარებული სპეც ოპერაციის http://presa.ge/index.php?text=news&i=10936 „თქვენი საჯიჯგნი არ არის სვანეთი, არა!“ არ ვიცოდი სად დამედო და არც თემის გახსნა მინდოდა. აქ დავდე. მოდით და ერთ თემაში შევაგროვოთ ხელისუფლების ძალადობის ფაქტები.
  6. ჰოო და ეგ 2 საათი სხვაობა დღეს ჩემთვის კრიტიკულია რამე ახალის დასაწყებათ.
  7. რეალურ ნაბიჯებზე საინტერესოა თქვენთან საუბარი. თუმცა მე რამდენიმე ადგილზე (ამ ფორუმზე) უკვე ვტქვი, რომ რეალური 2-3 ნაბიჯია საკმარისი, რომ სიტუაცია შევცვალოთ. თქვენ ის ჩემი ნაწერები წაკითხული არ გექნებათ და თავიდან დაწყება ეხლა, როცა ძილის დროა არ ღირს. ხვალ ვეცდები თავი მოვუყარო ნაწერებს. დღეს ბოლო კითხვა - თქვენთან რომელი საათია? ჩემთან 23.33
  8. ბაბუა, ეს სისტემა დგას გადატრიალებული სახლივით: სახურავით მიწაში და საძირკველით ცისკენ. თქვენ გვთავაზობთ პირველ სართულზე რომ კარებია იქიდან არ არ გამოვდიოდეთ (რამდენჯერმე უკვე მოვიტეხეთ კისერი) და გვთავაზობთ მესამე სართულზე (გადატრიალებული სახლის) მოვნახოთ კარები და იქიდან უფრო უსაფრთხოდ გამოვიდეთ. 1. მე მოგწერეთ, რომ ეგრე სისტემა არ შეიცვლება - სახურავი ისევ მიწაში დარჩება. 2. მოგწერეთ რომ სახლი დავაყენოთ საძირკველზე, ეს იქნება სისტემის გამოცვლა. თქვენ კიდევ თქვენ პასუხში გამიმეორეთ თქვენი (ჩემთვის გასაგები) შეთავაზებული უსაფრთხო გამოსავალი გადატრიალებულ სისტემიდან. ბოდიშით და მე ცოტა სხვანაირ პასუხს ველოდი თქვენგან
  9. თუ გინდათ ალასანიას გამარჯვება, უნდა დაამარცხოთ უგულავა. თუ უგულავას დამარცხება მართლა გინდათ, ამოუღეთ კომისიისთვის მიცემული ეს "ჩვენებები" და დაუდეთ ცხვირწინ გიგის და თბილისელებს!!! ეს ხომ ოფიციალური დოკუმენტია და ამ დოკუმენტის საფუძველზე იმსჟელონ და დაინახონ რა კაცია გიგი. იქ იმდენი სისულელეებიაააააა....)) თანაც, ომის ნეგატივისგან რატომ უნდა გაანთავისუფლოთ გიგი? ეს მომგებიანი კარტია თქვენთვის! თუ ისე გასართობათ გინდათ ეს არჩევნები, კარგათ დრო გაგეტარებინოთ.
  10. ეხლა წავიკითხე ეს არაფერზე მიკიბულ-მოკიბული კითხვა-პასუხის ფორმით გიგის "ჩვენებები".... ტყუილათ დრო დავკარქე. მადლობ ბმულისთვის.
  11. ამ კომისიის მასალების კითხვა უაზროა... რეკლამის კითხვა სჯობია)) ისე რას ამბობენ უგულავას ომობანაზე?
  12. kisa, პატარას მაგრამ სასარგებლო საქმეს აკეთებს! ყველა თბილისელმა პლანეტელმა რომ დაგვანახოს თბილისი თავისი თვალებით, უფრო მეტი ძალა ექნება მათ პოსტებს და მათ პოზიციას ამ არჩევნებში. მე არ ვარ თბილისში, ხმის მიცემის არანაირი შანსი არა მაქვს. რომ მქონდეს მაინც ალასანიას დავუჭერდი ხმას. ან სხვა უგულავას კონკურენტს. უგულავას საგმირო საქმები 2008წ აგვისტოს მაინტერესებს. მაინტერესებს რას და როგორ მეთაურობდა? მაინტერესებს ვინ მოიფიქრა ერთ დღეში 2 ჰუმანიტარული კორიდორი რომ მისცა რუსების 58 არმიას, რომელმაც ამ კორიდორში ჯარები შემოიყვანა დაჭრილების გაყვანის მაგივრათ! საქართველომ უნდა იცოდეს თავისი გმირები!
  13. ბოდიში, ბაბუა გიორგი და არ დაგეთანხმებით. 1. სათაურიდან არა ჩანს ნაცებთან გაერთიანება და ერთად სისტემის შეცვლა გინდათ თუ ნაცების და სისტემის ერთად შეცვლა გინდათ? თუმცა ვხვდები თქვენ სურვილს, მაგრამ სჯობდა არ ყოფილიყო ორაზროვანი სათაური. 2. თქვენ სისტემას ვერ შეცვლით, რადგან თქვენ პოსტიდან ჩანს, რომ სისტემის ნაწილი ბრძანდებით. მე იმას ვგულისხმობ, რომ ისევ პიროვნებაზე, პიროვნულზე დებთ ფსონს და ელოდებით 2013 წლამდე ვინმეს/რამეს გამოჩენას. თვითონ სისტემა როცა ელოდებით ვიღაცას არის შესაცვლელი. გავიმეორებ, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა პიროვნებას, მნიშვნელობა აქვს მის პოზიციას და ამ პოზიციის გატარებას ცხოვრებაში. პიროვნებას კი არ უნდა ველოდეთ, არამედ უნდა ჩამოვაყალიბოთ მოთხოვნები რის გაკეთებაა საჭირო საქართველოში და ვადები. მაგალითისთვის ვიმეორებ ეკონომიურ მოტხოვნილებებს: = დასაქმიანების ზრდა = სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების გარე ბაზრების გაფართოება = ახალგაზრდების მხარდამჭერი პროგრამების მიღება ასევე სხვა სამართალთან დაკავშირებული მოთხოვნები. და შეასრულოს 2013წ ვინც არის ან წავიდეს (უარი თქვას ამ მოთხოვნების შესრულებაზე) და სხვას დაუთმოს ამ მოთხოვნების შესრულება. მორჩეს ეს თავისუფალი შემოქმედება - რასაც მინდა იმას ვაკეთებ. თქვენ კი ერთ თავისუფალ მხატვრის ადგილზე გვთავაზობთ დაველოდოთ როდის გამოჩნდება მეორე თავისუფალი მხატვარი. სამართლიანად უსვამთ ხაზს იმას, რომ ერთის ნაჯღაბნი სღობია ვიდრე ართის ნაჯღაბნზე მეორე დაიწყებს ჯღაბნას.
  14. ვეფხვი, ვერ გავიგე ამ თქვენ პოსტში http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=267359 მე რა შუაში ვარ? არც ციტატა არ მეკუთვნის და არც ციტირებული აზრი. ერთდროული თამაშის სეანსების ჩატარება ფორუმელებთან არაა ადვილი საქმე ვეფხვი, ვერ გავიგე ამ თქვენ პოსტში http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=267359 მე რა შუაში ვარ? არც ციტატა არ მეკუთვნის და არც ციტირებული აზრი. ერთდროული თამაშის სეანსების ჩატარება ფორუმელებთან არაა ადვილი საქმე
  15. როგორც უბიუჯეტო, ნორმალური კლიპია. არანორმალურია უბიუჯეტო საარჩევნო ბრძოლა. თუ ესეთი ბრძოლა ფაქტია, მაშინ ბავშვი ყოფილა ალასანია.
  16. მიზანს აღწევს! ეფექტური და ეფექტიანი "პლაგიატია".... აქ პლაგიატზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ორიგინალის გადაკეთების იმდენი ვარიანტი არსებობს, რომ ვერც დავთვლით... ერთ-ერთია ამ რიგში.
  17. მცირებიუჯეტიანია ეგ კლიპი? მგონია ბიუჯეტია მთავარი პრობლემა! დანარჩენი შენიშვნები სწორია.
  18. მართალი ხარ, ხშირად ქართველები არა ვფიქრობთ რას ვამბობთ! ხშირად გგვგონია თქმით დიდ საქმეს ვაკეთებთ ხალხო ფორუმს თავს ნუ გადააკლავთ. გარშემო რა მშვენიერი სამყაროა მოქმედებისთვის! ბევრი კარგი საქმე აკეთეთ და ნაკლებათ გაებმევით სიტყვების (ხშირად ცარიელი) მახეში. და არავითარი ფსიხოზი და დეპრესია თქვენ არ მოგერევათ. თქვენი მომრევი (როცა საქმეს აკეთებთ) ამ ქვეყანაზე არ არსებობს. ერთად კი ჩვენი მომრევი არ არსებობს ამ ქვეყანაზე (თუ მარტო სიტყვებში არ წავა ჩვენი ძალა)!!
  19. ხომ იცი როგორ კეთდება ანალიზი? გაადიდე სურათი მაქსიმალურად და შეამოწმე განაპირები ალასანიას და კაკულიას, იმ ფრაგმენტის, რომელიც გგონია რომ ჩასმულია. მე ეხლა ისეთი მონიტორი მაქვს, რომ ვერ შევამოწმებ. ისე ორივე კადრში სწორად იყურება, მთელ სურათზე განათება ემთხვევა, შუქის წყაროები ემთხვევიან და მონტაჟს არა ჰგავს. პოლიტიკოსი უნდა ყვებოდეს თავის თავზე თვითონ, რომ ესეთი ეჭვები არ მრავლდებოდნენ. ამისთვის პრესს-მდივანი უნდა ჰყავდეს დაქირავებული.
  20. დიდი მადლობა თქვენი პასუხისთვი! ეხლა შემოვედი ერთად ერთი წინადადების დასაწერად და თქვენმა პასუხმა დამარწმუნა, რომ მართლა საწიროა იმ ერთი წინადადების დაწერა: მე ბოიკოტს (იგნორს) უცხადებ ამ და ამის მსგავს თემას!
  21. + მე შემიძლია გავიგო დიდი პიროვნების (ლიბერალის განვითარებული, განათლებული მცდელობა შეიცნოს და გამოიკვლიოს სამყარო, გააფართოვოს ჩვენი წარმოდგენა ამ სამყაროზე და ჩვენზე) კონფლიქტი ეკლესიასთან საერთოდ (და არა მარტო მართლმადიდებლურთან). Я знаю, что я - смертный И мне осталось жить недолго, Но пока я исследую звездные пространства, Мои ноги покояться на небесах, Я вкушаю пищу богов И чувствую себя богом. - თქვა ფილოსოფოსმა. მაგრამ როგორც განვითრებულმა და განათლებულმა პიროვნებამ, ხაზი გაუსვა იმას, რომ გრძნობს მაგრამ არ არის ღმერთი. აქ ლაპარაკია იმაზე აქვს პიროვნებას თუ არა ჩვენი სამყაროს, ჩვენი სივრცის შესწავლის უფლება, თუ პასიურად უნდა მიიღოს უკვე მიღებული წარმოდგენა სამყაროზე, როგორც ღმერთისგან შექმნილზე და უცვლელზე. აქ უფრო თანავუგრძნობ ადამიანს, პიროვნებას. ყოველგვარი აგრესიის გარეშე. დღევანდელი აგრესიული შეტევები ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიაზე არავითარ თანაგრძნობას ჩემში, ას პროცენტიან ლიბერალში, არ იწვევენ! ბიჭ-ბუჭები (ხშირად გაუნათლებელი, საკუთარ მსოფლმხედველობას მოკლებული) ტკეპნიან და უაზროთ იმეორებენ ვიღაცისგან მიწოდებულ პოზიციებს, რადგან საკუთარი არა აქვთ. არ უსმენენ სხვებს და სხვების არგუმენტებს არაფრად აგდებენ. უბრალოდ "გვაწვებიან"... რელიგია ბრბოსაგან ქმნის ხალხს, ერს! ნებისმიერ განვითარებულ ადამიანს ეს კარგათ ესმის. მითუმეტეს ნამდვილ ლიბერალს ეს ზედმიწევნით ესმის. ვინც გვიბიძგებს ერისგან ბრბო ვაქციოთ, ვინც "გვაწვება", რომ ბრბოდ ვიქცეთ, უნდა იყვნენ მზად ჩვენი "მიწოლისა". ისეთი პასუხი უნდა გავცეთ, რომ პიარით არ გაითქვან სახელი უსახელო და უცხვირპირო ბიჭ-ბუჭებმა. ლიბერალი ის პიროვნებაა, რომელმაც სახელი და პატივისცემა თავისი მიღწევებით მოიხვეჭეს და არა ხუნ-ვეი-ბინის და კმარას მეთოდებით. ალბათ ეკლესიაც შეიწოვს მსოფლიოში მომხდარ ისტორიულ ცვლილებებს გლობალიზაციის სახით. მაგრამ ჩვენ არა გვაქვს უფლება დავაჩქაროთ ეს მომავლის პროცესი. ერთხელ უკვე დავაჩქარეთ დამოუკედებლობის პროცესი და მივიღეთ დაკიდულობა...
  22. ძალიან მესიამოვნა, რომ სწორად გამიგეთ და სწორად აგრძელებთ ჩემს აზრს!! იქნებ ამაზე შეგვექმნა ცალკე თემა და ყველას აზრი გაგვეგო. მითუმეტეს, რომ მოქმედების სრულიად დემოკრატიული და უმტკივნელო გზის შემოთავაზება მინდოდა.
  23. лысый батон Gagi 67 ეხლა ქართულათ თქვით რა ჯანდაბა მომწერეთ...
  24. იმ ორი ნაბიჯიდან პირველი (და უმთავრესი) - ადამიანი უნდა იყვეს დაცული. ადამიანმა უნდა იცოდეს რომ არავინ დასჩაგრავს (არც ნაცნობი, არც უცნობი, არც პოლიციელი, არც მოსამართლე, არც გუბერნატორი, არც მინისტრი და არც პრეზიდენტი). თუ ვინმე დასჩაგრავს, მხარში ამოუდგებიან სახელმწიფო, შსს, გუბერნატორი, პოლიციელი, სამხედრო, მოსამართვე, მეზობელი, ნაცნობი და.... უცნობი! დიახ, ჩვენც ცხვირი რომ მონიტორზე გვაქვს მიწებებული. და თვითონაც ვერავის დაჩაგრავს. აი ეს არის იმის გარანტია, რომ ის დაცულია, უსაფრთხოებაშია, კანონმორჩილია და კანონდაცულია. = როგორ დაანგრიეს საქართველო და როგორ წაგვკიდეს ერთმანეთს? ძალიან უბრალოთ!! შთააგონეს, რომ თუ ქართველებთან დარჩებით სამართალს ვერა ნახავთ, დაგჩაგრიან და გადაგივლიან. ჩვენც მივეცით საბაბი, უფრო მეტი საბაბი მოგვიგონეს და თავს მოახვიეს არა ქართველებს. დღესაც თუ აღვადგენთ სამართალს და ადამიანი, მოქალაქე დაცული იქნება საქართველოში, ყველანი ისევ შემობრუნდებიან საქართველოსთვის. პირველ რიგში ქართველები. კი არ დაბრუნდებიან, არამედ შემობრუნდებიან. რომ შემობრუნებული ადამიანი დაბრუნდეს, საჭიროა მეორე ნაბიჯი - უნდა შეიქმნას პირობები ეკონომიური თავისუფლების: კაპიტალის, კერძო საკუთრების შოვნის და გამრავლების შესაძლებლობა. და პირველ ნაბიჯზე დაყრდნობა - კერძო საკუთრების, კაპიტალის ხელუხლებლობა და დაცვა სახელმწიფოს მიერ! ჩემი სამშობლოა - კერძო საკუთრება! არაფერს ისე არ იცავს ადამიანი, როგორც კერძო საკუთრებას. მაშინ საქართველოსაც ყველა დაიცავს. მე მიფიქრია იმაზე რანაირად შეგვიძლია ესე შემოვატრიალოთ ქვეყანა. რადგან ელიტა არასდროს არ წავა ესეთ გარდაქმნებზე. და მგონი, რომ არსებობს აბსოლუტურად დემოკრატიული გზა ამ ცვლილებებისკენ.
×
×
  • შექმენი...