-
პოსტები
1.392 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი GeoStream
-
მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი
GeoStream replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კარგია, რომ დასცინით. მეც დავუმატებ - პატარა სურათზე თითებს დააკვირდით და მიხვდებით, რომ ეგ და ფრენბურთი შეუთავსებლები არიან. მაგრამ! მაგრამ.... ჩვენ ვიცინით, მაგრამ ეგ მაგით თანამედროვე (პუბლიჩნიი) პოლიტიკოსის იმიჯს იმკვიდრებს: საზოგადოებისთვის გახსნილის, აქტიურის. როდის გახდება ოპოზიციაც თანამედროვე? -
ბოლო დროს ბევრი პროპაგანდული დაკვეთილი და ნაყიდი სტატიებს წერენ საქართველოზე. ერთ ამერიკელ ჟურნალისტს ისიც წამოსცდა, რომ ქართული ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მარშრუტებით ატარეს ჯურნალისტები... ამ სატატიაზე არაფერს ვიტყვი. ვიტყვი ქართველებზე, რომლებიც წერენ ბლოგებში. ბოლო ორი დღე უფრო ქართულ ბლოგებს ვათვალიერებდი და თუ რამდენი ხალხიც მსჯელობს და აკრიტიკებს მიშას და მიშას ხელისუფლებას, იმის მესამედი მაინც გულისხმიერია, არც ისე ცუდათ ყოფილა ჩვენი საქმე!! ჩვენ ფორუმის უიმედო განწყობა გამეფანტა ამ ბლოგების ავტორების და კომენტების კითხვაში. არაქართველ ჟურნალისტების (მითუმეტეს რუსების), განეაპოლსკისაც კი, უკრაინელების, გაამერიკებული სომეხის მაიკლ მოინიანის აზრები შიდაქართულ პრობლემებზე არ მაინტერესებს! რაც ზიზღი გამიჩნდა ამის წაკითხვის შემდეგ: " საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ორდღიანი მოგზაურობის დროს ამერიკელ და ბრიტანელ ჟურნალისტთა ჯგუფმა გორში ტირანიის ეს მონუმენტი მოინახულა. 20–წუთიანი ზუზუნისა და მოსაწყენი პანეგირიკის შემდეგ, რომელშიც ძილისმომგვრელი პატრიოტული ომებისა და ხუთწლიანი გეგმების აღწერილობაც შედიოდა, მუზეუმის გიდს ერთი სრულიად გასაგები კითხვა დავუსვი: „თუ ვინმე წმენდებზე ან უკრაინულ გოლოდომორზე, ან მისი მმართველობის სისასტიკეზე კითხვას დაგისვამთ, შეძლებთ გულწრფელად გასცეთ პასუხი?“ „არა“ – ეს ცოტა არ იყოს დამცინავი ინტონაციით წარმოითქვა, ისე თითქოს მეუბნებოდნენ – თქვენ რა დამცინით? „თქვენ მისი ფანი ხართ? საწოლ ოთახში პლაკატები გაქვთ გაკრული?” ის ტუჩებს იკვნეტს და წარბს ჩამოსწევს – სახეზე გულწრფელი გაოცება ეხატება – „ეს მხოლოდ სამუშაოა“. საქართველოში ორ ისეთ ჩინოვნიკს ვერ ნახავთ, რომელიც უმუშევართა რაოდენობაზე შეთანხმდება, მაგრამ ყველა ამბობს, რომ უმუშევრობა ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემაა, იმაზე დიდიც კი, ვიდრე რუსული ჯარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. და ამიტომ მე ვერაფრით ვერ ავყვები აღშფოთებას იმის გამო, რომ მან ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მონსტრისთვის მუშაობა გადაწყვიტა. რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, შესაძლოა, ყველა ჩვენგანმა აღმოაჩინოს შინაგანი ვალტერ დიურანტი. ალბათ, უნებლიედ, მაგრამ ჩვენი გიდი, „მე ამას ფულისთვის ვაკეთებ“, ციცქნა ახალგაზრდა ქალი, რომელიც უცნაურად იყო გამოწყობილი საბჭოთა ინტონაციასთან სრულ შესაბამისობაში მყოფ ბრჭყვიალა შავ შარვალში, შეთითხნილ ისტორიას ზეპირად გვიმეორებდა. თავიდან, სანამ გამოფენას მივუყვებოდით, ისიც კი გაუგებარი იყო, იცოდა ინგლისური, თუ უბრალოდ რამდენიმე საკვანძო ფრაზა ფონეტიკურად დაიზეპირა: „სტალინი დიიიდი მეცნიერი“. „სტალინი დიიდი სამხედრო ლიდერი“ და ა.შ. მუზეუმში სტალინისა და ტროცკის ისეთი სურათები იყო გამოფნილი, როგორსაც სკოლის ალბომებში ხვდები. სურთები კი ჩანდა, მაგრამ არავის უხსენებია, რა უბედური შემთხვევა გადახდა ტროცკის ყინულის სატეხი ცულის გამო." სრულ ტექსტი აქა დევს ალბათ გორიდა ემიგრირებული სომეხია, ესეთ ზიზღში არეული დამცირებით რომ წერს ამ პაპუას ქართველებზე! მთავარია ქართულმა ხელისუფლებამ დააფინანსა ეს სტატია ისიც საკმარისია, რომ უცხოელების დაწერილი დიდი უნდობლობით მივიღო.
-
ბატონო გიორგი, ზუსტათ ეგრეა მოსკოვშიც! ვგულისხმობ მუშა ხელის დეფიციტს, ხელისუფლების, მაფიის, ბიზნესის ინტერესს და უფლებებს ემიგრანტების და ადგილობრივი მოსახლეობის (მე ამ ბოლო კატეგორიას ვეკუთვნი - აქ დავიბადე და გავიზარდე). ყველაფერია არის აზელილი მომენტალურ ინტერესებზე... და თქვენი ბრძოლა, აქ მოსკოვში, უბრალოთ რომ ვთქვა გაუგებარი იქნებოდა. ადგილობრივ მოსახლეჯბას არაფრათ აგდებს ხელისუფლება და ემიგრანტებს რას უზამს? თანაც ხშირათ ემიგრანტების უფლებების გაფართოება ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე ხდება. რაღაც უაზრო და უიმედო წრეა შეკრული. ნახეთ როგორ დაარბიეს 31 მაისს მშვიდობიანი დემონსტრაციები მშვიდობიანი მოთხოვნებით მოსკოვში
-
1. ამ ფონდს უნდა დაერქვას პატარკაციშვილის სახელობის ფონდი 2. ეს ფონდი უნდა გახდეს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტი: ინვესტიციის გამჭვრიალობა უნდა იყვეს საერთაშორისო სტანდარტებზე უფრო მაღალი: ხომ არ შეეშალათ ხარჯვის დროს პარტიული, პირადი ნტერესები სახელმწიფოებრივში? 3. უნდა გამოამზიავონ ყველა საეჭვო ურთიერთობა ბიზნესა და ხელისუფლებას შორის. თან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმის კურსში ჩაყენება უნდა მოხდეს. 4. უნდა მოითხოვონ პასუხი ყველა საეჭვო პროეკტზე. მაგალითად, ევროობლიგაციების (500 მლნ ევრო)იღბალი უნდა ვიცოდეთ წედმიწევნით. ერთი სიტყვით იმ წინაპირობით, რომ სანამ ფონდი გაიხსნება უნდა შეისწავლოს ანალოგიურ სფეროში ხელისუფლების წარსული და მომავალი მოქმედება. რომ არ გახდეს ეს ფონდი ნაცმოების პარტიული რეკეტის გაგრძელება. ააბა ისე უბრალოთ არავინ არ იძლევა ფულს. თუ ქართველობაზე გადავლენ ბიზნესმენებთან ლაპარაკში, ბიზნესმენებმა ხელისუფლების ქართველობა უნდა მოიკითხოს დევნილებთან მიმართვაში. ა. ამ ომით მიშამ ბევრი მილიონი შეიარაღებაზე "დახარჯული" დოლარი ჩამოიწერა ბ. მთავრობის წევრებმა (ამათი ქართველობის ნიმუში) დევნილების კომპენსაციების თითქმის 30% ქრთამის სახით ჯიბეში ჩაიდო. ესეთ ქართველების ლაპარაკი "ქართველობაზე" უაზროა...
-
"2009 წლის 7 აგვისტოს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩამოყვანილი ყვითელი ავტუბუსებით ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი გორის ციხეზე აგვისტოს ომს დროშების ფრიალით აღნიშნავდა, გორის რაიონულ სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული მოქალაქეების პროცესი იხილებოდა. Dაკავებულები თამაზ გუდაძე და თამაზ ტლაშაძე 9 აპრილის აქციებში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს." ვინ არის თამაზ გუდაძე, იცნობთ?
-
"ცრუსთავი-2" და "ყრუსთავი-2" - ეს ჩემი პასუხია მიშას პროპაგანდული ტელევიზიისთვის. საავტორო უფლებები შემინახეთ! შემიძლია მოგამარაგოთ მაისურებით შესაბამისი წარწერით. უბრალოთ დაწერეთ რამდენი ლარია თქვენთვის არაკრიტიკული მაისურებზე მსგავსი წარწერით. მედია დიდი რესურსია. მაგრამ ყველაზე დიდი სახელისუფლებო რესურსია მოსახლეობის ეკონომიურათ დასუსტება! ეკონომიურათ თავისუფალი ადამიანის დამორჩილება ძნელია. ქართველები სხვა მედიის საძებნათ კი არ ემიგრირებენ საქართველოდან. ეძებენ ეკონომიურათ გაძლიერედის შესაძლებლობას. ქართველს უნდა დაანახო რომ შეგიძლია ეკონომიური პირობები გაუუმჯობესო, დაანახო რომ მიშა შეგნებულათ ასუსტებს მას ეკონომიურათ და წალეკავს მიშას ხელისუფლებას და წამოგყვება საბრძოლველათ! აი ეს ვერავინ ვერ შესთავაზა ქართველ ხალხს. მარტო მიშას გადადგომის მოთხოვნა არაა საკმარისი, თუმცა აუცილებელია!
-
მილოცვისგან მე პასს.... 2008 წლის აგვისტოს გმირს ის ჩაეხუტოს, ვინც დაივიწყა 080808!
-
ფარა და ჰოპლა - რა არის? ჩომბე ვინ არის? ტრადიციულად შიდაქართულ გარჩევებში საყრდენს მაინც საქართველოს გარეთ ეძებდნენ ქართველები. სომხები ამბობენ, რომ დიასპორა მართავს სომხეთს-ო. არ ვიცი მართალია?
-
dire თავდავიწყება? თუ შეიძლება დააზუსტე რაზე ლაპარაკობთ... machkatela პირველად დაბოლეს და დაამცირეს, როცა მიშა 2008წელს მეორედ გადაირჩიეს და კრიმინალმა რეგიონებში ხალხი ცხვარივით წაასხა არჩევნებზე, როცა ატუზულები შორიდან აჩვენებდნენ კრიმინალებს, რომ მიშას 5 შემოხაზეს ბიულეტინში. მაგრამ ნუ გეშინია! საქონლის დონემდე დასულიც კი ხალხი სახიფათოა ამ ხარბ ხელისუფლებისთვის. თუ გინახია მშიერი ნახირი როგორა ლეწავს ღობეებს და ლეკავს ტალღასავით ფეხქვეშ მომხდარ მენახირეებს? უბრალოთ, მაინც ერთად უნდა ვიყოთ, რომ ძალას წარმოვადგენდეთ. გამოსავალი ყოველთვის არის. უბრალოთ ეხლა ოპოზიციამ ვერ მიუთითა ის გამოსავალი, რის გულისთვისაც ხალხი ყველა ჯებირს წალეკავდა... მაგრამ, ეგ დროც დადგება!
-
ეეჰ, ზუსტად მაგ მდგომარეობამდე უნდათ დაიყვანონ ამაყი ქართველი ხალხი... ეგა წვავს გულსა! რომ პირადი ეკონომიური თავისუფლებაც დაკარგა ქართველმა და არც სახელმწიფო დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეგ საქართველოში დარჩენილებმა... მაგრამ ამაყი ქართველები ალაგ ალაგ მაინც დარჩნენ და თავს ისინი არ დაუღუნავენ დღევანდელ არქიფო სეთურს!
-
ჰოო, ეგრე რაა!! არ მიყვარს უმოქმედება...
-
ქართველობა რა პროფესია არაა? ენით მუშაობას - ქართველობა ჰქვია! დანარჩენებიც მიდით საარჩევნო უბნებში. დაასვენეთ ეს მონიტორები 20 საათამდის.
-
მერე გადაგეღოთ იმ ქალებისთვის ვიდეო და დაგედოთ აქ! დაგეზარათ?
-
ყოჩაღთ! ოპოზიციონერების სიზარმაცე და მოდუნება ადრეც მაკვირვებდა. ეხლა თქვენი მონაყოლიდან საერთოდ გაოცებული ვარ. ფოტორბის ატვირთვა ადვილია: 1. ხსნით საიტს http://www.radikal.ru/ 2. იმ საიტზე თქვენი კომპიდან ტვირთავთ ფოტოს. 3. ის საიტი რამდენიმე ვარიანტს ბმულებისას გთავაზობთ. 4. იღებთ რომელიმე ბმულს და დებთ ამ ფორუმზე. 5. მორჩა! ჩვენ იმ საიტზე ვუყურებთ თქვენს მიერ დადებულ სურათებს!!
-
თქვენმა დადებულმა ვიდეომ გამახარა, სულ დამავიწყა არჩევნები.
-
რა ფულს ხარჯავს? რამდენს ხარჯავს? რამდენი უჯდება წინასაარჩევნო კომპანია ? კი ჟინიანი ქალი ჩანს
-
ამ ფორუმზე რომ გახსენით თემა, შემოდითო, ბლოგი დაათვალიერეთო ვაჰ, პროვო მართლა კაცია?
-
:bushti: :bushti: :bushti: მეც გილოცავთ! :036: :036: :036:
-
თქვენ ბლოგზე (თემა კი დაგიხურეს) შემოვდივარ ხოლმე. ნორმალური ბლოგია! დაველოდოოოოთ შედეგებს... წინასწარ რას ავყევით ამ თემის ავტორის პესიმიზმს. ვადაზე ადრე რატომ ვაცხადებთ შედეგებს? მე მხოლოდ უნიჭოთ ჩატარებული წინასაარჩევნო კომპანია ავღნიშნე.
-
1. მივაწერ კაუკასიუს დნს-ებს სარეგისტრაციო ფორმაში, მაშინ ნამდვილი დნს-ბი სადღა ჩავწერო? 2. თავიდანვე რომ სწორი დნს-ები (ჰოლანდიაში) ჩავწერო, მაშინ არ გამიფორმებენ დომენს?
-
შეიძლება არჩევნებით შეცვლა, მაგრამ უნიჭობა კლავს ამ არჩევნებს! ნიჭიერი პოლიტიკოსი შანსს არ დაუტოვებდა ესეთ ხელისუფლებას!
-
ოოო, დიდი მადლობა! ხოსტის ამბავი როგორ მოვაგვარო? ამბობენ, რომ .გე ზონის საიტები აუცილებლათ უნდა ქართულ ხოსტიორ-პროვაიდერის სერვერზე იჯდესო?
-
კურდღელი და ციყვი კარგა ხანს მეგობრობდნენ და ბოლოს კურდღელმა შესთავაზა "მოდი დავქორწილდეთო..." ციყვი გაოცდა "ხალხი რას იტყვის, რომ სხვადა სხვა...". "ხომ გვიყვარს ერთმანეთი და ხალხი რას იტყვის რატომ უნდა ვიდარდოთო...". დაქორწილდნენ. ბედნიერები იყვნენ რამდენიმე წელი. სექსიც ჰქონდათ, ლხინიც და ურთიერთგაგებაც. მხოლოდ ბავშვი არა ჰყავდათ! მოიწყინეს. ბევრი იფიქრეს. ალბათ სხვადა სახვა ჯგუფიდან ვართ და მაგიტომო, გადაწყვიტეს. მერე მოიფიქრეს ბუსთან მისვლა. მაინც ყველაფერი იცის და იქნებ აგვიხსნასო. "მე რომ კურდღელი ვარ და ეგ ციყვი, მაგიტომ არა გვყავს ბავშვიო" - ჰკითხეს ბუს. "თქვე ვირისშვილებო, ორივენი კაცები ხართ და საიდან გეყოლებათ ბავშვიო? ერთი მაინც ქალი უნდა იყვეს, რომ ბავშვი გეყოლოთო!" აი ეგრე ამ ოპოზიციაში - ერთი მაინც უნდა იყვეს ხარიზმიანი, ნიჭიერი პოლიტიკოსი, თანამედროვე პოლიტტექნოლოგიებში გარკვეული, რომ გამარჯვება შობონ!!! ყველანი უნიჭოები როგორ არიან შეკრებილები? ესენი როგორ მოგვაცილებენ ამ დორბლიან ფეთხუმს?
-
დაველოდოოოთ... ბრძოლა არჩევნებამდის უნდა გაგეჩაღებინათ. ვერაფერი ბრძოლისა ვერ დავინახე. უგულავამ მაინც სავალდებულო პროგრამა შეასრულა. ესეთი მდორე ოპოზიცია, ესეთი ჩამორჩენილი საარჩევნო ტექნოლოგიებში ოპოზიცია შთაბეჭდილებას არა სტოვებს. ყველაზე დასამახსოვრებელი აქცია ბაბუაგიორგიმ ჩაატარა და ისიც ჩეხეთში არჩევნები სოციალისტებმა მოიგეს. ამ ოპოზიციას ჩეხური გამომგონლებლობაც არ ეყო - ანგარიშები დაეგზავნათ მოსახლეობისთვის. მეზარება ჩამორჩენილი და მდორე ადამიანი. ქართული სუფრა ამძიმებს მუცელს და გონებას? მოკლედ, შარშანდელი შეცდომებიც ვერ გაითვალისწინეს. ვერ დაანახეს ამომრჩეველს გაბრწყინებული მიზანი, რის გულისთვისაც გულებს ამოიგლიჯავდა ამომრჩეველი და გადააბარებდა ოპოზიციას!