Jump to content
Planeta.Ge

Gainsborough

პლანეტელი
  • პოსტები

    507
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Gainsborough

  1. ვისაც გსურთ კონკურსში მონაწილეობა, შეგიძლიათ დღეს და ხვალ მოგვაწოდოთ ნამუშევრები.
  2. 2 დღე დარჩა ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადამდე. იაქტიურეთ!
  3. 3 დღე რჩება, გამოაგზავნეთ ნამუშევრები...
  4. 4 დღე რჩება ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადამდე. იჩქარეთ
  5. იჩქარეთ და 25 აგვისტომდე მოგვაწოდეთ ნამუშევრები. გადახედეთ კონკურსის პირობებს: http://freelancers.ge/contest.php გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს გადაეცემა პრიზი - Kingston DataTraveler 10 4GB.
  6. freelancers.ge - ს ადმინისტრაცია ატარებს კონკურსს საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დარეგისტრირებულ ფრილანსერს. 25 აგვისტომდე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ პორტფოლიო, რომლითაც კონკურსზე წარსდგებით. ერთმა ფრილანსერმა - ერთი ნამუშევარი. პორტფოლიო მოგვაწოდეთ image ფორმატში, სასურველია: jpg, jpeg, gif, png და ა.შ. სურათის ზომას არ აქვს მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც მოხდება ნამუშევრების გადარჩევა, დაიწყება ხმის მიცემის პროცესი, რომელიც გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://freelancers.ge/contest.php
  7. დაემატა .png ფაილის ატვირთვის შესაძლებლობა.
  8. პორტალზე შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი პირადი პორტფოლიო. ფაილის მაქსიმალური დასაშვები ზომა გაიზარდა 200 KB - მდე, რაც შემდგომში კიდევ გაიზრდება. ველით თქვენს ნამუშევრებს. freelancers.ge
  9. განახლდა პორტალის ფორუმი. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და მიიღოთ მონაწილეობა. freelancers.ge/forum
  10. თუ თქვენ მოგწონთ ჩვენი პორტალი, შეგიძლიათ განათავსოთ ბანერი თქვენს საიტზე. იხ. ვრცლად: http://freelancers.ge/buttons.php
  11. პორტალს დაემატა პორტფოლიოს ატვირთვის ფუნქცია. დღეიდან ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ პორტალზე ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები. პორტფოლიო გამოჩნდება ფრილანსერის პირად პროფილში. დამკვეთებს მიეცემათ მათი ნახვის და ნამუშევრების მიხედვით სასურველი ფრილანსერის არჩევის შესაძლებლობა. იმისათვის, რომ ატვირთოთ პორტფოლიო, საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია როგორც ფრილანსერმა.
  12. freelancers.ge - დაემატა პორტფოლიოს ატვირთვის ფუნქციაც
  13. freelancers.ge - პირველი ქართული ფრილანს-პორტალი. შეკვეთები და ვაკანსიები.
  14. თითქმის დასრულდა პორტფოლიოს სისტემაზე მუშაობა და სულ მალე ამ ფუნქციასაც შემოგთავაზებთ
  15. დღითიდღე იზრდება ვაკანსიების რიცხვიც.
  16. მოგესალმებით, დღეს, 24.07.2010 - ჩაირთო პორტალის ახალი და სახეშეცვლილი ვერსია. პორტალს დაემატა ვაკანსიების ატვირთვის ფუნქცია დამკვეთთათვის, რაც ფრილანსერებს დაეხმარება მათთვის სასურველი ვაკანსიების მოძიებაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პორტალზე მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები, რის გამოც პროექტების რაოდენობამ დაიკლო. დღეიდან საიტი სრულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. უახლოეს დღეებში პორტალს დაემატება კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია - პორტფოლიოს ატვირთვა, რაც ფრილანსერებს დაეხმარება დამკვეთებისთვის თავიანთი ნამუშევრების წარდგენაში. facebook - ზე გაიხსნა პორტალის გვერდი, გაწევრიანება შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან: http://www.facebook.com/pages/freelancersg...80711654?ref=ts გისურვებთ წარმატებებს... პატივისცემით freelancers.ge
  17. მოგესალმებით, რამდენიმე დღის განმავლობაში პორტალზე მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები, რის გამოც პროექტების რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლო. დღეიდან საიტი განაგრძობს ჩვეულ რეჯიმში მუშაობას და უახლოეს დღეებში კვლავ იხილავთ შეკვეთების დიდ რაოდენობას. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის, პატივისცემით freelancers.ge - ადმინისტრაცია
  18. ყველა დამკვეთს და ფრილანსერს გელით ფორუმზე.
  19. უღრმესი მადლობა. გაიხსნა პორტალის ფორუმი, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ: freelancers.ge/forum
  20. მოგესალმებით, გვინდა წარმოგიდგინოთ პირველი ქართული ფრილანს-პორტალი freelancers.ge, რომელიც 1 დღის წინ გაიხსნა. ფრილანსი (ინგ. სიტყვა "freelance" - თავისუფალი მომუშავე) - მუშაობა კონტრაქტის გარეშე. ითვალისწინებს შეკვეთების ძიებას გლობალური ქსელით, მათ შესრულებას და ანაზღაურების მიღებას. საიტზე ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ მოიძიონ მათთვის სასურველი შეკვეთები, ხოლო დამკვეთებს - სასურველი ფრილანსერი. მიუხედავად იმისა, რომ პორტალი ახალი გახსნილია, უკვე არის შეკვეთების გარკვეული რაოდენობა. ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ გამოეხმაურონ ამ პროექტებზე. 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაამატონ დამკვეთებმა თავიანთი პროექტი ფრილანს-პორტალზე: 1. ფრილანს-პორტალი თავისთავად ფრილანსერების თავშეყრის ადგილია. აქ დარეგისტრირებულნი არიან სხვადასხვა სპეციალობის შემსრულებლები, რომლებიც ეძებენ შეკვეთებს. ამგვარად, თქვენი პროექტი გახსნისთანავე მიიქცევს თემატურად დაინტერესებული ფრილანსერების ყურადღებას. 2. თქვენ საშუალება გაქვთ რეიტინგის სისტემით აკონტროლოთ ფრილანსერის სანდოობა, იხილოთ სხვადასხვა დამკვეთების აზრი ამათუიმ შემსრულებელზე. 3. ასევე თქვენც გეძლევათ საშუალება შეაფასოთ ფრილანსერი თქვენთან თანამშრომლობისას, რათა მომავალში ეს სხვა დამკვეთებმაც გაითვალისწინონ. 4. თქვენ შეგიძლიათ დეტალურად მიუთითოთ თქვენი პროექტის პირობები, როგორიცაა: ბიუჯეტი, ინფორმაცია, სამუშაოს ტიპი და ა.შ. რაც ნაკლებად იწვევს ფრილანსერებში პროექტის გარშემო სხვადასხვა კითხვების დაბადებას. 5. უმეტეს შემთხვევაში, ფრილანსერებთან გაცილებით იაფი ჯდება ამათუიმ პროექტის შესრულება. უახლოეს მომავალში, საიტს დაემატება შემდეგი ფუნქციები: 1. ფორუმი, რომელიც ფრილანსერებს და დამკვეთებს სასუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი აზრები. 2. ფრილანსერებისთვის საიტზე პორტფოლიოს ატვირთვის შესაძლებლობა. პორტფოლიო გამოჩნდება ფრილანსერის პირად პროფილში. 3. emoney ანგარიშსწორების სისტემა. 4. უცხოელ დამკვეთებთან თანამშრომლობის სისტემა. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შენიშვნები და წინადადებები. ველით გამოხმაურებებს... პატივისცემით freelancers.ge - ადმინისტრაცია
×
×
  • შექმენი...