დღეიდან დამატებულ ყველა განცხადებაში ეწერება ბიუჯეტის და ხელფასის რაოდენობა. პროექტის დამატებისას, აუცილებელი გახდა ბიუჯეტის ველის შევსება. ამგვარად, დაინტერესებულ ფრილანსერებს აღარ გაუჩნდებათ ისეთი შეკითხვები, როგორიცაა: "ბიუჯეტი რამდენია"? "რამდენის ფარგლებში გნებავთ"? და ა.შ. პროექტები, რომლებშიც არ იქნება მითითებული ბიუჯეტის რაოდენობა, მომენტალურად წაიშლება. ანალოგიურად, ვაკანსიის დამატებისას, აუცილებელი გახდა ხელფასის ველის შევსება. როდესაც დაინტერესებული კადრი აგზავნის CV - ს ამათუიმ კომპანიაში, მან უნდა იცოდეს უღირს თუ არა ეს. ასევე, ვაკანსიის დამატებისას აუცილებელი გახდა კომპანიის სახელის მითითება, რომ აღარ მოხდეს ისეთი ვაკანსიების დამატება, როგორიცაა: "ახლადჩამოყალიბებული კომპანია აცხადებს" და ა.შ. ვაკანსიები, რომლებშიც არ იქნება მითითებული ხელფასის რაოდენობა და კომპანიის სახელი, მომენტალურად წაიშლება.