ყოველდღე მიდის დინამოსთან რომ პარკია და სკამზე ჯდება. ზის ასე. ელოდება... ორი ბიჭი შემოდის პარკში აი ისეთები გოგოები "დასაკერად" რომ მოდია ხოლმე აქ. ერთმანეთს შეხვდა თვალები. -მე მივალ. -ე, კაი რა შეჩემა, გუშინ ხომ შენ მიხვედი. -მერე ხომ გადაჯდა სხვა სკამზე... მე მივდივარ და ვსიო. ნელ-ნელა უახლოვდებოდა ბიჭი გოგოს. სიგარეტს ღონივრად ეწეოდა და ნაფაზებს შორის ინტერვალებში იფურთხებოდა... გვერდით ჩამოუჯდა. გოგომ მორცხვად დახარა თვალები. ხუთი წუთის შემდეგ ძმაკაცი ხარბად უყურებდა თუ როგორ კოცნიდა ერთმანეთს გოგო და ბიჭი. არც ერთი ნერწყვის პატარა წვეთი არ გამორჩენია, რომელიც მათ ერთმანეთს იმ წუთას გაუცვალეს. მორჩნენ. -იქნები ჩემი ლოვე?- ჰკითხა ბიჭმა და ტუჩები ხელით მოიწმინდა -ვიქნები.